Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 14:06 24.02.2012 კიკვიძის ბაღში პოლიციის თანამშრომლებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. http://3.bp.blogspot.com/-Ufjz0gbmjV4/T0izb-UVo9I/AAAAAAAAGPs/6K5xdWuz3IA/s200/lasha%2Bchxartishvili.jpgროგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კიკვიძის ბაღიდან იუწყება, ლაშა ჩხარტიშვილი მშენებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ორმოში იყო ჩასული, არ აძლევდა ტექნიკას და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას და ორმოდან არ ამოდიოდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ორმოდან ამოიყვანეს, საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოს დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებისა და კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის ფაქტს. ამ დროისთვის კიკვიძის ბაღში, სადაც პოლიციის შენობისთვის ხეები გაიჩეხა, სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. "ინტერპრესნიუსი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  2. Госсекретарь США Хиллари Родэм Клинтон подвергла критике Россию и Китай, назвав их «подлыми» за то, что они мешают Совбезу ООН принять меры в Сирии, а более 60 государств планируют разместить свои миротворческие миссии в Сирии, после того как режим Дамаска прекратит жестокое подавление восстаний оппозиции. После начала конференции в Тунисе около 200 сторонников Асада попытались ворваться в отель.
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/a7820-300x168.jpgგუშინ საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე,ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. შეტევა დაახლოებით 01.00 სთ-ზე მოხდა: მიხეილ სააკაშვილის გვერდზე წამში ათეულობით შეტყობინება და კომენტარი ქვეყნდებოდა. . პრეზიდენტის პირად გვერდზე წუთში ათეულობით შეტყობინება მიდიოდა. აიტი სპეციალისტების განცხადებით, ეს არ იყო სოციალური ქსელების ჩვეულებრივი მომხმარებლების მესიჯები, რადგან მათი შინაარსი არ იცვლებოდა. ათეულობით შეტყობინების ტექსტის ძირითადი შინაარსი ასეთი იყო : “მიხეილ სააკაშვილი ეროვნებით სომეხია, მისი მეუღლე თანამშრომლობს ამერიკულ სპეცსამსახურებთან, ქართველი ხალხი ძალიან კარგია და უკეთესი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს”. ყველა შეტყობინება რუსულ ენაზე იყო შედგენილი და მოგვიანებით ყველა მათგანი გაქრა. ამ დროისთვის პრეზიდენტის პირად გვერდზე შეტევა შეწყვეტილია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმა პირველად არ ხორციელდება. კიბერშეტევის პიკი და ყველაზე მასშტაბური აქცია ქართულ საიტებზე 2008 წელს დაიწყო. საქართველოში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველა ქართული სამთავრობო უწყების ბლოკირება მოახდინეს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/20120224062940iashvili-300x225.jpgთბილისის რამდენიმე კლინიკაში,მათ შორის იაშვილის სახელობის კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული. მიზეზი კლინიკებში, ბოლო დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციებით პაციენტების მიმართვიანობაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვთა სამკურნალო დაწესებულებებში მიმართვიანობა 15%-ით გაიზარდა. სეზონური გრიპის რისკ ჯგუფში 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა და პირღებინება აღენიშნებათ. პაციენტების ნაწილი სტაციონარულ მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ დამშობლებს ურჩევენ სამკურნალო დაწესებულებებს კონსულტაციისათვის დროულად მიმართონ. იხილეთ epn.ge
  5. მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა გასული 2011 წლის ანგარიში, სადაც ერთ-ერთ პირველ პლანზე ალკოჰოლის მოხმარების საკითხია წარმოჩენილი. ანგარიშის მიხედვით ყოველწლიურად 2,5 მილიონი ადამიანი იღუპება ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღებისგან, რაც ბევრად აღემატება ტუბერკულიოზითა და შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობას. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ასევე სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა რა რაოდენობით ალკოჰოლს (ღვინო, ლუდი, ... View ucnauri.com
  6. ბორბალი ისეთ მარტივ მექანიზმად გვეჩვენება, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია , რამდენად გონებამახვილური და მნიშვნელოვანი გამოგონებაა იგი სინამდვილეში.. საკუთარი ღერძის ირგვლივ მბრუნავი მრგვალი დისკოს ან ცილინდრის გამოჭრით მრავალი მიზნისთვის გამოყენებული მარტივი მექანიზმი შეიქმნა. თუ მას მივამაგრებთ რაიმე ტვირთს ან საზიდარს, იგი ამცირებს ხახუნს და უადვილებს ადამიანს ტვირთის სწრაფად და დიდ მაძილზე ... View ucnauri.com
  7. დივალი(Diwali), რომელიც დიპავალიდან(Deepavali) არის შემოკლებული, “სინათლის რიგს” ნიშნავს. დივალი აღინიშნება გვიან ოქტომბერს ან ადრე ნოემბერში. ის გრძელდება 5 დღის განმავლობაში და ყველაზე დიდი დღესასწაულია ინდოეთში. ამ დღესასწაულის დროს ინდოელები სახლებს რთავენ სინათლეებით, ერთად იკრიბებიან ოჯახები, ჩუქნიან საჩუქრებს ერთმანეთს და ა.შ. დივალი ინდოელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შობა ქრისტიანებისთვის.ისევე როგორც სხვა ინდური ... View ucnauri.com
  8. Кандидат в президенты России бизнесмен Михаил Прохоров объявил о начале приема заявок на членство в своей партии. Соответствующую заявку предлагается оставить на сайте кандидата в президенты. Партия, по словам Прохорова, будет создана после 4 марта и будет опираться на регионы. О создании партии Прохоров объявил 21 февраля. lenta.ru
  9. Бывший президент ЮАР, лауреат Нобелевской премии мира и борец с апартеидом Нельсон Мандела госпитализирован в Йоханнесбурге. 93-летний Мандела попал в больницу с жалобами на боли в животе. Действующий президент ЮАР Джейкоб Зума пожелал Манделе скорейшего выздоровления. lenta.ru
  10. ყირგიზეთში შესაძლოა, რუსული სამხედრო ბაზა დაიხუროს.ქალაქ კანტში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის დახურვას ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბაზა იჯარასაც არ იხდის და საკუთარ ვალდებულებას არ ასრულებს.მისივე თქმით, საიჯარო თანხა უკვე 4 წელია, გადახდილი არ არის.როგორც ყირგიზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ იჯარა გადახდილი არ იყო და ბრძანება გასცა, თავდაცვის მინისტრმა ყველა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/vaucherebi.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, „ხელისუფლება ახორციელებს მორიგ პიარღონისძიებას ელექტროვაუჩერების დარიგების სახით, საკუთარი ტელევიზიების საშუალებით ახდენს პროპაგანდას, თუ როგორი „მზრუნველია“ მოსახლეობის მიმართ და აცხადებს, რომ ვაუჩერს მიიღებს საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი, რაც რეალობაში არ ხორციელდება და მხოლოდ პიარის ნაწილად რჩება“. საქინფორმი
  12. http://saqinform.ge/images/stories/analitics/sagareo-vaWroba.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. 2012 წლის იანვარში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 646 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.<span style="font-size: 10pt;" />როგორც საქსტატმა საქინფორმს აცნობა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტზე 157 მლნ აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით მეტი), იმპორტზე კი – 490 მლნ აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი). საქინფორმი
  13. http://saqinform.ge/images/stories/analitics/alla-Jioeva2.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.<span style="font-size: 10pt;" />„ჩემი ამომრჩეველი რომ არა, რომლებმაც მე მომცეს ხმა, შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მაგრამ მე მათ ვერ მივატოვებ და ამიტომაც არავითარ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ. მჯერა, რომ რუსეთში არის ჯანსაღი ძალები, რომლებიც შეძლებენ სიტუაციის სწორ კალაპოტში დაბრუნებას“, – აცხადებს ჯიოევა და კვლავ მისადმი განხორციელებულ უწყვეტ ზეწოლაზე საუბრობს. საქინფორმი
  14. http://saqinform.ge/images/stories/analitics/mfrijnavebi.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის შენობასთან ვეტერანი მფრინავების საპროტესტო აქცია გაიმართა.<span style="font-size: 10pt;" />აქციის მონაწილეების განცხადებით, 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ვეტერან მფრინავებს ყოველთვიურად 490 ლარიდან 560 ლარამდე კომპენსაცია უნდა მიეღოთ. თუმცა მიხეილ სააკაშვილის განკარგულება არ შესრულებულა. საქინფორმი
  15. http://saqinform.ge/images/stories/analitics/ivaniSvili-diplomatebi.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ აუცილებლად დარჩეს და აიძულებს ხელისუფლებასაც, მაქსიმალურად ჩაითრიოს კანონიერ სივრცეში.<span style="font-size: 10pt;" />„არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ და ვერავინ ვერ გვაიძულებს და არავითარი ცდუნება არ გვაქვს იმისა, რომ გავიდეთ კანონიერების სივრციდან, – განუცხადა მან დიპლომატებს, – და თქვენი თანადგომით, რის იმედსაც ჩვენ ვიტოვებთ გულწრფელად, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ... მხოლოდ კანონიერი გზით და მხოლოდ კანონიერი არჩევნებით მოვახდინოთ დღევანდელი ხელისუფლების ჩანაცვლება“. საქინფორმი
  16. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/irakli-sesiashvili.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. როგორც„ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან საქინფორმს აცნობეს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარის დეტალებისადმი საზოგადოების დიდ ინტერესზე საუბრობს. საქინფორმი
  17. http://saqinform.ge/images/stories/analitics/celesta.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველო და აშშ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებს აღრმავებენ თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების გზით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა აღარ გაგრძელდება თავდაცვის სფეროს ინსტიტუციური მშენებლობის საფუძვლებზე, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების პროცესში აშშ აქცენტს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილმ სელესტა ვოლანდერმა.<span style="font-size: 10pt;" />ამ დღეებში გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვოლანდერმა განაცხადა, რომ ავღანეთის მისიისთვის მომზადების გარდა, აშშ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა თავდაცვის სფეროს დოქტრინის შემუშავებაში, თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში შესაბამისი სტრუქტურებისა და სისტემების ორგანიზებაში და ეფექტური პროფესიონალური სამხედრო განათლების პროგრამის ჩამოყალიბებაში. საქინფორმი
  18. http://saqinform.ge/images/stories/analitics/tavdacva.jpgთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ნოდარ ხარშილაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯუდით გოფმა.<span style="font-size: 10pt;" />საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთი სამოქალაქო მრჩეველს მოავლენს. საქინფორმი
  19. В Швейцарии в возрасте 77 лет умер оперный певец и переводчик Дмитрий Набоков. Оборвалась родословная линия Владимира Набокова. Он был певцом – и дебютировал, как и положено, в итальянской опере. Набоков привлекал сына к работе над переводами на английский своих русских романов. После смерти родителей Дмитрий Владимирович стал единоличным распорядителем набоковского наследия.
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image19-300x199.jpgპრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 10 არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვია. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციონერებმა 1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა დაკითხვის ოქმები და სხვა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს. მუზეუმს, პრობაციონერებთან ერთად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილი სტუმრობდა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images60.jpegძველი თბილისის რაიონის რამოდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია იცვლება, თბილისის მერიის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩის მონაკვეთზე – კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩამდე ამჟამად არსებული მოძრაობის მიმართულება შეიცვლება საწინააღმდეგო მიმართულებით – ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ცვლილება განხორციელდება ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე: ამჟამად არსებული ორმხრივი მოძრაობის მაგივრად დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა ხეთაგუროვის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული ცალმხრივი მოძრაობა შეიცვლება ორმხრივი მოძრაობით. ბაქოს ქუჩაზე შებრუნდება ტრანსპორტის მოძრაობა წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, ხოლო კარგარეთელის ქუჩაზე დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქუჩების ერთ მხარეს მოეწყობა სატრანსპორტო საშუალებების პარკინგი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის შეცვლასთან დაკავშირებით ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები. თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გაუმჯობესების, ქუჩების გამტარუნარიანობის, სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ხორციელდება. იხილეთ epn.ge
  22. Россия в течение 10 дней оплатит Киргизии задолженность за арендную плату военных баз на территории республики, заявил 25 февраля в эфире радиостанции "Эхо Москвы" президент Киргизии Алмаз Атамбаев. По его словам, долг России за четыре года составил около 15 миллионов долларов. lenta.ru
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/hilari_klinton-300x235.jpgაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიის რეზოლუციის დაბლოკვისთვის რუსეთი და ჩინეთი მწვავედ გააკრიტიკა. ტუნისში “სირიის მეგობრების” საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა მოსკოვისა და პეკინის პოზიციას უღირსი უწოდა. კლინოტნის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას ხელები სისხლში აქვს გასვრილი, რადგან ის ბაშარ ასადის რეჟიმს იარაღს აწვდის. კონფერენციის შედეგად 60-მდე სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რეზოლუცია მიიღეს და ასადის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება მოითხოვეს. რუსეთმა და ჩინეთმა კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თებერვალში მოსკოვმა და პეკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიის რეზოლუცია დაბლოკეს, რასაც დასავლეთის და რიგი არაბული ქვეყნების მწვავე რეაქცია მოხდა იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/p1020918-300x203.jpgსაქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 1918 წლის 26 მაისს მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა. მისი შექმნიდან სამ წელში კი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ 1921 წლის, 25 თებერვალს განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი ანექსია მოჰყვა. 1921 წელს 12 თებერვალს რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. საქართველოს საზღვრებში შემოჭრა ასევე განხორციელდა დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილითა და შავი ზღვის სანაპიროდან. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ მე-8, მე-9 და მე-13 არმიები. ქვეყნის წინააღმდეგ შემოჭრილ საოკუპაციო ძალებს საქართველომ დაახლოებით 40 000-იანი არმია დაუპირისპირა. მიუხედავად ქართველების შემართებისა, ბოლშევიზმის მასშტაბურ ტალღას საქართველო წინ ვერ აღუდგა. 24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. თუმცა შემქნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით დასრულდა. დემოკრატიულ საქართველოში, კომუნისტური ტირანიის დამყარებამ უდიდესი წინააღმდეგობის კერები წარმოშვა შემდგომში, როდესაც 1921-1923 წლებში ქართული პროგრესული აზრის უშეღავათო ბრძოლა წარმოებდა ეროვნული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ისტორიული საზღვრების დაცვა-შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობის დროს 1922 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყების ჩახშობის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები გააჩაღა. მცირედ ეჭვმიტანილებსაც კი იჭერდნენ და ხვრეტდნენ. 1923 წლის თებერვალ-მარტში დააპატიმრეს ”სამხედრო ცენტრი” სრული შემადგენლობით (შეიქმნა 1922 წლის მარტში, საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლის სამხედრო ცენტრი). ამას მოჰყვა 1923 წლის მაისში ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიათა კოლეგიების გაფართოებული სხდომა, რომელმაც დახვრეტის განაჩენი გამოუტანა (სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც გენერალ აფხაზს დახვრეტა მიუსაჯა _ მოგილევსკი, პანკრატო, ზონოვი, მახნოვსკი, ეპიფანე კვანტალიანი, ორახველიძე, შალვა ელიავა, ლავრენტი ბერია და ლომინაძე შედიოდნენ): 1. გენერალ კოტე აფხაზს 2. გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს 3. გენერალ ვარდენ წულუკიძეს 4. გენერალ როსტომ მუსხელიშვილს 5. პოლკოვნიკ გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილს 6. პოლკოვნიკ ალექსანდრე მაჭავარიანს, 7. პოლკოვნიკ ელიზბარ გულისაშვილს 8. პოლკოვნიკ დიმიტრი ჩრდილელს 9. პოლკოვნიკ ივანე ქუთათელაძეს 10. ლევან (ლელო) კლიმიაშვილს 11. სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელს 12. ფარნაოზ ყარალაშვილს 13. იასონ კერესელიძეს 14. სიმონ ჭიაბერაშვილსა 15. ნიკოლოზ ზანდუკელს საშინელი რეპრესიები დაატყდა თავს დახვრეტილი ქართველი გენერლებისა და ოფიცრების ოჯახებს. სადამსჯელო რაზმებმა ააოხრეს კახეთი, სვანეთი, გურია, მთელი საქართველო. 1923 წელსვე რეპრესიების მეორე გამანადგურებელი ტალღა დაატყდა თავს იატაკქვეშეთში მოქმედ და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.რეპრესიები შემდგომ პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდა და დღესაც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის და ქართველთა მასობრივი დისკრიმინაციის ფონზე. იხილეთ epn.ge
  25. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60094.jpg 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 91 წელი გავიდა. მთელ საქართველოში, ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშები ნახევრად დაშვებულია. მთელი დღის განმავლობაში, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება იმ ქართველი მეომრებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისათვის ოკუპანტ წითელარმიელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ. 91 წლის წინ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, წითელი არმია, პირველად, ბაქოდან შემოიჭრა. დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბოლშევიკური მთავრობის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები გადმოისროლეს. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. სწორედ 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დროს, თბილისთან შეტაკებაში 30 ქართველი იუნკერი მოკლეს. მათთან ერთად, დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი - მარო მაყაშვილი. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა რის შემდეგაც გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, თუმცა იურუდიული ფორმა რეალურად არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს. 2010 წლიდან კი 25 თებერვალს, საქართველოში, ოკუპაციის დღედ აღნიშნავენ. View the full article
×
×
  • შექმენი...