planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60094.jpg 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 91 წელი გავიდა. მთელ საქართველოში, ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშები ნახევრად დაშვებულია. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება იმ ქართველი მეომრებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისათვის ოკუპანტ წითელარმიელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ. 91 წლის წინ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში წითელი არმია პირველად ბაქოდან შემოიჭრა. დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბოლშევიკური მთავრობის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები გადმოისროლეს. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. სწორედ 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დროს თბილისთან შეტაკებაში 30 ქართველი იუნკერი მოკლეს. მათთან ერთად, დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი - მარო მაყაშვილი. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, თუმცა იურუდიული ფორმა რეალურად არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს. 2010 წლიდან კი 25 თებერვალს საქართველოში ოკუპაციის დღედ აღნიშნავენ. View the full article
-
თურქეთის ეროვნული კრება 28 თებერვალს განიხილავს საკითხს 1992 წლის თებერვალში მთიანი ყარაბახის ქ.ხოჯალიში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და მოამზადებს კანონპროექტს ამ მოვლენის გენოციდად ცნობის შესახებ.ამ წინადადების ინიციატორია თურქეთის «პარტია ნაციონალური მოძრაობა». როგორც ცნობილია 1992 წლის 25-26 თებერვალს ოთხთვიანი ალყის შემდეგ სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, აზერბაიჯანში განლაგებული საბჭოთა არმიის 366-ე მოტომსროლელი პოლკის მონაწილეობით გატეხეს ქ.ხოჯალის დამცველთა წინააღ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
epn.ge - საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/droshaaa-300x201.jpg“ოკუპაციის კვირეულთან” დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს. სახელმწიფო დროშა დაშვებული ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დღის ბოლომდე დარჩება . 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 91 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა. იხილეთ epn.ge -
lenta.ru- Новый президент Йемена принял присягу
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Новый президент Йемена Абдураба Мансур Хади, избранный в ходе безальтернативных выборов, 25 февраля принял присягу. Хади заменит на президентском посту Али Абдуллу Салеха, который находился у власти 33 года. Срок полномочий нового лидера ограничен двумя годами. Торжественная церемония инаугурации пройдет 27 февраля. lenta.ru -
რამდენიმე დღის წინ ისრაელის პარლამენტის დეპუტატების და მთავრობის წევრების ავტორიტეტული დელეგაცია უცხოელ და ადგილობრივ ჟურნალიუსტთა დიდი გუნდის თანხლებით ეწვია გალილეაში მდებარე სოფელ რეიხანიას, რომელშიც 1500-მდე ეთნიკური ჩერქეზი ცხოვრობს. ისინი შეხვდნენ ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარეს სამირ ხარუნს და სოფლის რიგით მცხოვრებლებს. მათ დაათვალიერეს ჩერქეზული კულტურის მუზეუმი, გაეცვნენ ნაციონალური სკოლებისთვის პეგდაგოგების მომზადების სისტემას.ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებულება... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს საქართველოში დაშვებულია სახელმწიფო დროშები და წუთიერი დუმილია გამოცხადებული. ქვეყანაში პატივს მიაგებენ საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლს, რომლიც ყოველწლიურად 25 თებერვალს აღინიშნება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის 92-ე წლისთავთან დაკავშირებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 1921 წელს თბილისის დაცვისათვის წარმოებული ბრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.მიუხედავად ერთი წლით ადრე გაფორმებული მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Насколько успешной может быть стратегия Кремля, направленная на расширение своего собственного влияния в интернете? Может ли всемирная паутина использоваться в интересах власть имущих или ее строптивый характер окажется сильнее? Кремлевские политтехнологи часто заменяют качество массовостью. Тем не менее, большинство блогеров поддерживают оппозицию.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/kublashvili.-300x2021.jpgიურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პრაქტიკაში არ მოხდება, რომ ყადაღა მთლიან პარტიების ქონებასა და ფინანსებს დაედოს. პავლე კუბლაშვილმა ეს განცხადება, კონტროლის პალატის მიერ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ცვლილებების შეტანის გამო გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიების ფინანსებსა და ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის დაზუსტებაში პრობლემას ვერ ხედავს. კონტროლის პალატის მიერ პარტიისთვის ყადაღის დადების წესის შეცვლას საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” ითხოვენ, რომლებმაც შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინეს. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ყადაღის მექანიზმის არსებობა აუცილებელია და ის ამოქმედდება მაშინ, როდესაც პარტია უკანონო შემოსავლებს მიიღებს. “ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა თანხის ან ქონების მცირე რაოდენობაზეა დავა და ამის გამო მთელ ქონებას დაედოს ყადაღა, თუ კანონმდებლობაში დამატებითი დაზუსტებების ჩადებაა საჭირო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“,-განაცხადა კუბლაშვილმა კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება, რომ პარტიის მიერ აკრძალული შემოწირულობების მიღების და ფინანსური დარღვევების შემთხვევაში, ყადაღა დაედება მხოლოდ ამ კონკრეტული ოდენობის თანხას თუ ქონებას. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში წინადადებები საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებს” და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებსაც აქვთ. მომავალ კვირას ახალ წინადადებებზე მსჯელობა გაიმართება,სადაც სავარაუდოდ რიგ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. იხილეთ epn.ge
-
Специалисты по акциям утверждают, что повышение курсов на российском рынке в преддверии выборов, до которых осталась всего одна неделя, доказывает уверенность инвесторов в том, что премьер-министр Владимир Путин одержит победу на выборах благополучно и с достаточной долей легитимности, чтобы избежать даже кратковременной политической и экономической нестабильности.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/msvleloba-maxataze-300x175.jpgდღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი წირვას აღავლენს. ტაძარში ათონის ივერონის მონასტრიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის კანონიკური ასლია დაბრძანებული. წირვა 09:00 საათზე დაიწყება და მას აქციის მონაწილეები და ქტიტორები – გურამ დოჩანაშვილი, ლია სტურუა, ლაშა თაბუკაშვილი და სხვები დაესწრებიან. წირვის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპული იუნკერებისა და იმ ყველა გმირის სახელზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გასწირა, პანაშვიდს გადაიხდიან. ივერიის ღვთისმშობლის ხატისპირველი კანონიკური ასლი, ათონის მთიდან საქართველოში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამობრძანდა, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოჰყვა. ამ ხატის პირველი სასწაული ჩამობრძანებიდან 1 წელიწადში გამოვლინდა. ხატი სიონის საკათედრო ტაძარში პერანგით უნდა შეემკოთ და ამ დროს დამცავ მინაზე სასწაულებრივად აღბეჭდილი წმიდა გამოსახულება იხილეს. მოგვიანებით, ეს გამოსახულება დამოუკიდებელ ხატად იქცა და სიონის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკვდერში დაიდო ბინა. მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიული მშენებლობის აქციას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. სახალხო აქციაში უკვე 145 000 ადამიანია გაწევრიანებული. ისტორიულ მშენებლობაში მონაწილეობისათვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის ფილიალს ან ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ფონდ “ივერიისას” ნომერზე (2 14 04 84) მიმართოს. იხილეთ epn.ge
-
В Тунисе 25 февраля прошла встреча "Друзей Сирии" - группы стран, выступающих за смену сирийского режима. В ходе встречи была принята декларация, согласно которой оппозиционный Сирийский национальный совет признается законной властью в стране. Ранее оппозиция была признана легитимным представителем народа Сирии в ООН. lenta.ru
-
24 თებერვალს ტუნისში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც «სირიის მეგობრების» ეგიდით ჩატარდა და რომელსაც 70 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ტუნისის პრეზიდენტმა მოუწოდა ბაშარ ასადს დატოვოს სირია და ოჯახთან ერთად თავი შეაფაროს რუსეთს. მისივე თქმით, ეს უკეთესი გამოსავალია, ვიდრე სამხედრო ინტერვენცია ან სირიის სამთავრობო არმიიდან გაქცეულების შეიარაღება და მათი გამოყენება ოპოზიციური ძალების მიერ.ანალოგიური რეკომენდაციები ბაშარ ასადის მიმართ ადრეც იყო გამოთქმული, მაგრამ რუსეთის, ჩინეთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
</p> /get_img?ImageId=6509 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი XI წითელმა არმიამ დაიკავა. სერგო ორჯონიკიძემ კრემლს აცნობა, რომ თბილისზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა აფრიალდა. რამ გამოიწვია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვა, რამდენად იყო დიდი ინტერესი ევროპაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, რა შეიცვალა ამ პერიოდში რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობებში და რა როლს ასრულებს ოკუპაციის მუზეუმი ქართულ საზოგადოებაში. ამ საკითხებზე “ნეტგაზეთს” ისტორიკოსი, ოკუპაციის მუზეუმის კურატორი ლევან ურუშაძე ესაუბრა. ბატონო ლევან, ისტორიას რომ გადავხედოთ, თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია ის, რომ 1918 წელს შექმნილმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი არსებობის მესამე წელს არსებობა შეწყვიტა? ჩვენი უბედურება, იმდროინდელი საქართველოს გახლდათ ის, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მენშევიკების მხრიდან იყო აბსოლიტურად იძულებითი ნაბიჯი. ზუსტად იმ დღეს, სანამ ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობა გაიმართებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა უკანასკნელი სხდომა ე.წ ოზეკომის და გარდა ამისა, მენშევიკური პარტიის (სოციალ–დემოკრატების) შიდა პარტიული სხდომა. ორივე ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ცრემლთა ღვრას მენშევიკების მხრიდან იმის გამო, რომ საქართველო უნდა მოწყდეს დედა რუსეთს. აქ ამ პოზიციით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ პარტიის ლიდერები, დაწყებული ნოე ჟორდანიით და დამთავრებული ნოე რამიშვილით. ეროვნულ ნიჰილისტური მიდგომა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი იყო შავბნელი ნიშანი საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა რეალური სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გამოცდილება მათ არ გააჩნდათ, ისინი ვერ იტანდნენ ძალიან ხშირ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს, რაც პოლიტიკური საქმიანობისთვის დამღუპველია. პოლიტიკური პლურალიზმის არ ქონა არის კატასტროფის ტოლფასი პოლიტიკოსისთვის. მათ ჰქონდათ ზიზღი ეროვნული – მემარჯვენე მიმდინარეობის პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ. პირველ ყოვლისა, მაშინ ახლად დაარსებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მიმართ, რომელსაც სათავეში ედგნენ ისეთი ბრწყინვალე მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ კოტე აფხაზი, რეზო გაბაშვილი, სპირიდონ კედია და სხვები. მენშევიკები, ისვე როგორც ბოლშევიკები, აზროვნებდნენ ინტერნაციონალური დოგმებით, რაც, ასევე, ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის არ არის სასარგებლო. თუ გარკვეული დოზით არ გაქვს შეგრძნება და ცნობიერება ეროვნულ–სახელმწიფოებრიობის სუფთა, წმინდა ინტერნაციონალიზმის დოგმებით ხელმძღვანელობა სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველია. ასევე, აღსანიშნავია, რომ უდიდესი შეცდომა იყო ის, რომ სოციალ–დემოკრატები არ წყალობდნენ ეროვნულ რეგულარულ არმიას. მათ შექმნეს შიდა პარტიული გასამხედროებული ე.წ სახალხო გვარდია, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ნაბოლშევიკარი ვალიკო ჯუღელი. მთელი უბედურება ისაა, რომ სახალხო გვარდია იყო შიდაპარტიული მენშევიკების სტრუქტურა და მეორე უბედურება იყო ის, რომ სრული დილეტანტებით დაკომპლექტდა სახალხო გვარდია. ერთადერთი გენერალი, რომელიც სამხედრო საქმეს ფლობდა და ამ მხრივ გამოცდილი იყო გახლდათ გენერალი არტემ ჯიჯიხია. მენშევიკები არ წყალობდნენ, ასევე, კავალერიას, მათ ეს მიაჩნდათ ბურჟუაზიული წყობის გადმონაშთად. სულ თავიდან, როდესაც ყალიბდებოდა ეროვნული არმია ქაქუცა იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, და კავალერისტი იყო ქაქუცა. მას ევალებოდა საკავალერიო შენაერთების ჩამოყალიბება. უნდა ყოფილიყო ორი საკავალერიო პოლკი სრული ამუნიციით და ჟორდანიამ მოითხოვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკავალერიო პოლკი ჩამოყალიბებულიყო. მან პროტესტის ნიშნად დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა და საბჭოთა ოკუპაციამდე სწორედ იმ საკავალერიო პოლკს ედგა სათავეში. რაც შეეხება 1921 წელს ეროვნული არმიის აღჭურვილობას. როდესაც ჩვენ სრულად გავეცანით დოკუმენტურ მონაცემებს არმიის აღჭურვილობის შესახებ, ეს იყო უმაღლეს დონეზე აღჭურვილი არმია. წარმოიდგინეთ, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის დროს რუსებს ჰყავდათ ხუთი ჯავშნოსანი, ჩვენ გვყავდა ოთხი. ჩვენი თვითმფრინავების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო XI არმიის თვითმფრინავებზე, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ უკვე ოკუპაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საწყობებში დალუქული იყო საწვავი. გაუგებარი მიზეზებით არ გახსნა მენშევიკურმა მთავრობამ ეს საწყობები და საავიაციო და სატანკო შენაერთებმა ვერ გამოიყენეს თავისი ძალები. ეს უკვე პოსტ ფაქტუმ იქნა აღმოჩენილი. მიზეზი დღემდე უცნობია. იმ პერიოდში ევროპა რამდენად იყო აქტიური და დაინტერესებული ამ რეგიონით და კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობით. მართალია, ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ისევ და ისევ მენშევიკების უდიდესი შეცდომა იყო და ისევ განპირობებული იყო მნიშვნელოვანწილად იმით, რომ პოლიტიკურ ძალებს ედგნენ კრიჭაში. მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ეროვნულ–დემოკრატებს, ფედერალისტებსაც ძალიან ახლო კონტაქტები ჰქონდათ გერმანელებთან. თავიდან, მოგეხსენებათ, 1914 – 1917 წლებში გერმანიის პატრონაჟით შეიქმნა ჯერ ეროვნული საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი და შემდეგ ამ კომიტეტის ეგიდით, 1915 წელს ქართული ლეგიონი, რომელსაც გენერალი ლეო კერესელიძე ედგა სათავეში. ეს გერმანელების პატრონაჟით იყო. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების, აღდგენისა და გამტკიცების საქმეში უაღრესად მნიშვნელოვან როლს გერმანია ასრულებდა. შემთხვევითი არ არის, რომ გრაფი შულემბურგი იწოდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის რუხ კარდინალად. იმიტომ რომ ის ერთ–ერთი ავტორია ჩვენი დამოუკიდებლობის აქტის. თუმცა, ის აქტიურად გამოდიოდა ერთი პუნქტის ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ. აი, კიდევ ერთი შეცდომა მენშევიკების. საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში დაფიქსირებულია, რომ საქართველო არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო. ეს იყო დამღუპველი. სწორედ ამან განაპირობა ის, რაც შემდეგ მოხდა. გერმანია ამის წინააღმდეგი იყო. სოციალ–დემოკრატებმა გერმანელები ვერ აიტანეს და იძულებული გახადეს ძალიან მცირე ხნის შემდეგ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია და მოიწვიეს აქ დიდის ამბით ინგლისი. ერთადერთი ინგლისელი მოღვაწე, რომელიც აშკარად იცავდა საქართველოს ინტერესებს და ცდილობდა თავისი ხელისუფლება ამ კუთხით მოექცია ჩვენსკენ, თუმცა, უშედეგოდ, ეს პიროვნება გახდათ ოლივერ ვორდროპი, რომელიც ასრულებდა გენ–კონსულის მოვალეობას თბილისში. ინგლისს ფეხებზე ეკიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სამწუხაროდ ერთა ლიგის წევრი ქვეყნების განწყობას მნიშვნელოვნად განაპირობებდა ინგლისის დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი. ფაქტობრივად, ინგლისის პოზიციამ განაპირობა ის, რომ საქართველოს დააკლდა ხმები ერთა ლიგაში გაწევრიანების დროს. რაც შეეხება ანტანტს, ის იყო დაინტერესებული რომ საქართველო ყოფილიყო დმოუკიდებელი, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი ამ შემთხვევაში იყო ერთა ლიგაში გაწევრიანება. ძალინ ცუდი როლი ითამაშა ასევე საბოლოო ჯამში თურქეთის ფაქტორმა. საბჭოთა ოკუპაციას წინ უძღოდა მოლაპარაკებები ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის და მოხდა შეთანხმება, რომლის ძალითაც 1921 წლის თებერვალში თურქებმა დაიკავეს ბათუმი და აჭარის უდიდესი ნაწილი. რომ არა გენერალ მაზნიაშვილის საოცარი თავდადება, დიდი ალბათობით დავკარგავდით ბათუმს. რამდენად დიდია იუნკერების ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში? ამ ოკუპაციასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო იუნკერების გმირობა. მათი ღვაწლი დიდია. აქვე მინდა აღვნიშნო, ტელევიზიები ავრცელებენ სხვადასხვა მონაცემებს. თითქოს 510 იუნკერი დაეცა ბრძოლის ველზე. ეს ციფრი არ შეესაბამება სინამდვილეს. ზუსტი მონაცემები როგორც იუნკრებზე, ასევე მათ სკოლაზე თავის მოგონებებში გამოაქვეყნა იუნკერთა სკოლის უფროსმა, ქართული არმიის პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ. ეს მოგონებები (“სამხედრო სკოლა”) 1933 წელს გამოქვეყნდა. იქ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთლიანად იუნკრების კურსანტების საერთო რაოდენობა იყო 180. ამ 180–დან ჩხეიძემ ფრონტზე წაიყვანა ერთი ასეული –120 იუნკერი. გარდა ამისა, მას დაუქვემდებარეს კიდევ ორი ასეული, ერთი – წვევანდელი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული და მეორე მოხალისეთა, სულ 350 კაცი. მაგრამ რატომღაც მიიჩნევენ, რომ ისინი ყველანი იყვნენ იუნკრები. არა. იუნკერი იყო მხოლოდ 120 და ამ რაოდენობიდან დაიღუპა 18 იუნკერი. ისინი ყველანი დაკრძალეს ყოფილ სობოროსის ეზოში, დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ. ამდენად, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. დიდი იყო გმირული შემართება ამ ბიჭების, საოცარი შემართება გამოიჩინეს მათ. /get_img?ImageId=6508 <p> რაც შეეხება 1921 წლის საქართველოს შემდგომ პერიოდს საბჭოთა კავშირში, სტალინმა აქტიურად დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ავტონომიური რესპუბლიკების შექმნა. დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა ავტონომიების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით და თქვენი შეფასებით რამდენად მართებულია ტერმინის “სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრება? ავტონომიების შექმნა იყო აბსოლუტურად გამიზნული და წარმოადგენდა ერთგვარ ხანგრძლივი მოქმედების ნაღმს. სტალინმა კარგად იცოდა ქართველების ბუნება, რომ ისინი ასე წყნარად არ იქნებოდნენ. რომ ქართველი ერი არ შეეგუებოდა იმპერიის მარწუხებს. ავტონომიების შექმნის მთავარი მიზანი იყო შემდეგი, როგორც კი საქართველო ხმას ამოიღებდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ამოქმედდებოდა ნაღმი ე.წ ეთნო კონფლიქტების სახით. რა თქმა უნდა გაუმართლებელი იყო ამის შექმნა. აჭარის მაგალითზე, აჭარის ავტონომია შეიქმნა წმინდა რელიგიური ნიშნით, არანაირ ეთნიკურ ნიშანზე საუბარი არ შეიძლება. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, თვითონ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” არის სრული აბსურდი. “სამხრეთ ოსეთი”, როგორც ასეთი, არ არსებობს. კი, ოსების დასახლებები იყო საქართველოში და ცხოვრობდნენ XIV-XV საუკუნეებშიც. ალანებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ საქართველოს სამეფო კარს. მაგრამ ასეთი კომპაქტური დასახლებები ოსების ფართო ტერიტორიაზე მოხდა რუსეთის მიერ 1801 წლიდან. რაც შეეხება საბჭოთა ოკუპაციას, ოკუპაციის შემდეგ ეს სისტემატიურ ხასიათს იღებს. აქ მე ვფიქრობ, რომ უნდა ლაპარაკი ცხინვალის რეგიონზე ან ეს უნდა იყოს ნაწილი შიდა ქართლის. იმიტომ რომ ისტორიულ–გეოგრაფიული თვალსაზრისით ე.წ სამხრეთ ოსეთი არის განუყოფელი ნაწილი შიდა ქართლის. სამაჩაბლო ნაკლებად შეიძლება გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. სამაჩაბლო არის ის ტერიტორია, რომელიც შედიოდა მაჩაბლების გამგებლობაში. ამიტომ ტერმინ სამაჩაბლოს გამოყენება ამ შემთხვევაში მიუღებელია. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ უნიკალური შემთხვევაა. ავტოქტონი არის აფხაზი და ქართველიც. თვითონ აფხაზები ქართულ ადათებზე იზრდებოდნენ და ქართული ტრადიციების მიმდევრები იყვნენ. იგივე ანბანი. სანამ რუსებმა კირილიცას საფუძველზე არ შექმნეს ეს ანბანი, იყო ქართული. ჩვენ ერთი ძირის ხალხები ვართ, იბერიულ– კავკასიური. პარალელი რომ გავავლოთ 1921 წელსა და 2008 წლის მოვლენებს შორის, რუსეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი და თუ არსებობს დიალოგის დეფიციტი მხარეებს შორის. საერთოდ როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაზე, რუსეთის მიმართებაზე არარუსული სახელმწიფოებისადმი, რუსეთი ერთნაირ პოლიტიკას ატარებდა ცარიზმის დროს, ბოლკევიკურ–კომუნისტური წყობის არსებობისა და პოსტ–კომუნისტურ პერიოდშიც. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. უბრალოდ ნაჭუჭს იცვლიდა რუსეთი, იყო ცარისტული, ბოლშევიკური, არის პოსტ–კომუნისტური. რეალურად არსი ამ პოლიტიკის არასდროს არ შეცვლილა. ეს იყო დიდმპყრობელური პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია კარგ და ცუდ რუსეთზე ჩემთვის ეს აბსურდია. კარგი რუსეთი არის რუსეთისთვის, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთს იმდენად გაუჯდა ცნობიერებაში ეს იმპერიული პოლიტიკა, ამ ცნობირებიდან ესენი ვერ გამოვიდნენ. სანამ რუსეთი არ შეცვლის ამ ცნობიერებას, მათთან დიალოგი აბსურდია. სწორედ ამიტომ უალტერნატივოა დასავლეთისკენ მიმავალი კურსი. NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის ჰაერივით საჭიროა იმიტომ, რომ როგორმე მოვცილდეთ ამ იმპერიულ რუსულ ორბიტას. ოკუპაციის მუზეუმი 2006 წელს დაარსდა. თქვენი შეფასებით, ბატონო ლევან რა როლს ასრულებს ეს მუზეუმი ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რამდენად დიდია ინტერესი საზოგადოების ამ მუზეუმისადმი? მისი შექმნა იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის, საოცრად დადებითი მოვლენა. ბუნებრივია, მე ვისურვებდი, ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ მანამდე საქართველოს სათავეში ედგა სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული რეჟიმი ედუარდ შევარდნაძის, რომელიც არ დაუშვებდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ იმიტომ რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს სრულფასოვნად ის, რა გამოიარა საქართველომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წლებში, უნდა გაიაზროს ის, თუ რა შეცდომები იქნა მაშინ დაშვებული, რომ დღეს და სამომავლოდ იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული. ახლა გათვალისწინებულია ძალიან ფართო საგანმანათლებლო საქმიანობა მუზეუმის. სამწუხაროდ, გასულ წლებში ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ეროვნულ მუზეუმში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, მიმდინარეობდა სრული რეორგანიზაცია. საბოლოო ჯამში, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო სააგანმანათლებლო სამუზეუმო გაერთიანება, სადაც უკვე სრულფასოვნად არის შესაძლებელი ამ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა. უახლოეს ხანებში გაფართოვდება მუზეუმის ფორმატიც და შეიქმნება არა საბჭოთა ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის მუზეუმი, საბჭოთას გარეშე. ეს რეალურად იქნება რუსული ოკუპაციის მუზეუმი. ეს ფორმატი რას გულისხმობს - დაიწყება თხრობა 1783 წლიდან და დამთავრდება 1991 წლით, ასევე ამას დაემატება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ექსპოზიციაც. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Клуб Национальной хоккейной лиги "Вашингтон Кэпиталс" обыграл в пятницу, 24 февраля, "Монреаль Канадиенс" со счетом 4:1. Во встрече отличился заброшенной шайбой капитан "Кэпиталс" Александр Овечкин, его одноклубники Александр Семин и Дмитрий Орлов записали на свой счет по результативной передаче. lenta.ru
-
КНДР пригрозила начать "священную войну" в ответ на совместные учения Южной Кореи и США в спорных водах Желтого моря, подчеркнув, что расценивает действия двух стран как "безмолвное объявление войны". Учения Южной Кореи и США у морской границы с КНДР прошли 20 февраля и будут продолжены на следующей неделе. lenta.ru
-
По словам четверых присутствовавших на встрече людей, Медведев неожиданно заявил, что первый российский президент на самом деле не победил на выборах 1996 года в борьбе за второй срок. Иными словами, вторые в истории России президентские выборы были подтасованы. Если третье звено в этой цепи признается, что первое звено было обманом, кем тогда является сам Медведев? Какова тогда вся система?
-
Природный газ, особенно российского происхождения, имеет ярко выраженный политический запах. Официальный спикер газового монополиста по РФ Сергей Куприянов сделал очень громкое заявление: «Газпром» намерен исключить на данный момент главного транзитера российского газа на экспорт - Украину - из системы доставки российского газа на целевые рынки». Реакция Украины: "Бог вам в помощь".