Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60104.jpg საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული ეკლესიისთვის დაბრუნების თემაზე. `საკმაოდ უხეში და არაადეკვატური რიტორიკაა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ეს ლოგიკური გადმოსახედიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე საარჩევნო პროცესს რუსეთში, იმას თუ რა სურათს შექმნიან არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ამომრჩევლების თვალში. ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჩვევია მტრის ხატის შექმნა,`- განაცხადა კალანდაძემ. რაც შეეხება ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს, კალანდაძის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ისრაელში საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახურები. `ისინი მოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. როგორც წინამორბედი, ასევე ახალი ელჩი ემორჩილება ჩვენს ინსტრუქციებს და დაკავებულია ამ საკითხით. მას დროდადრო განსაკუთრებული ინსტრუქციებიც მიეცემა. რთული სათქმელია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამ დროისთვის, რამდენადაც მოლაპარაკებების პროცესი ყოველთვის მოიცავს ორი მხარის მონაწილეობას,`- განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე ინფორმაციით, ორივე მხარეს უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება არა მხოლოდ საგარეო უწყების წარმომადგენლებით, არამედ დარგობრივი სპეციალისტებითა და მეცნიერებით. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/parlamenti1-300x225.jpg ოპოზიცია, პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას მწვავე თემების წამოწევას აპირებს. როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, იგი მწვავედ დასვამს დევნილების საკითხს და მათ უფლებადარღვევას. დავითაია ასევე აპირებს ისაუბროს, საგარეო გამოწვევებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე. პარლამენტის უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრებს. „ძირითადად ვისაუბრებთ უმუშევრობის და ეკონომიკის პრობლემებზე. გვაინტერესებს, რამდენად სწორად და ზუსტად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტში მოქალაქეების მიერ შეტანილი სახსრები.“–განაცხადა თარგამაძემ. წარსდგება თუ არა 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება. დეპუტატები პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებზე იმსჯელებენ. პოლიტიკოსები გამომსვლელების თანმიმდევრობასა და რეგლამენტს განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ მოხსენებაში გასული წლის შედეგებს შეაჯამებს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, დასაქმება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები – ეს არის იმ ძირითადი თემების ჩამონათვალი, რომლებზეც ქვეყნის პირველი პირი გაამახვილებს ყურადღებას. ცნობილი ხდება რომ შესაძლოა სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივიდეს. პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს. პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს არე­გუ­ლი­რებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 138-ე მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში გა­მოს­ვ­ლე­ბი­სათ­ვის უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას, თი­თო­ე­ულს, 45 წუ­თი ეძ­ლე­ვა, ფრაქ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს (სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს) – თი­თო­ე­ულს 15 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლეს – 10 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის წევრს, რო­მე­ლიც არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი – 5 წუ­თი. ფრაქ­ცია, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა მათ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გ­ლებ­ში თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მათ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vybory-300x225.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა წინასწარ მიიღეს. “ლენინგორში განლაგებული გარნიზონის პირადმა შემადგენლობამ კენჭიყრაში მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში ხმა პირადი შემადგენლობის 100%-მა მისცა”, – განაცხადა ბაზის კომანდირის თანაშემწემ სერგეი მაქსიმოვმა. მისივე თქმით, ბაზაზე არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან. შექმნილია სპეციალური საარჩევნო კუთხე, სადაც სამხედროებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პრეზიდენტობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, პროგრამებსა და საარჩევნო კანონმდებლობას. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას. ამისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 საარჩევნო უბანია გახსნილი. იხილეთ epn.ge
  4. http://saqinform.ge/images/stories/society/11mindia_gulua-4.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა ისრაელში ვიზიტისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.<span style="font-size: 10pt;" />„პირისპირ შეხვედრისას გაიმართა გულახდილი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე – პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ქრისტიანული ძეგლების დღევანდელ მდგომარეობას და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქინფორმი
  5. http://saqinform.ge/images/stories/analitics/vaucherebi.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრების პირობებში, როცა საქართველოში სასურსათო პროდუქტებსა თუ მედიკამენტებზე ფასები ძალზე მაღალია, შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია. მაგრამ წლევანდელი იშვიათად ცივი ზამთრის პირობებში, ეს წვეთიც შეიძლება, ცოტათი მაინც გამოადგეს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და სხვა კატეგორიის გაჭირვებულ ადამიანებს.<span style="font-size: 10pt;" />ის, რომ აღნიშნული ვაუჩერების დარიგება უფრო წინასაარჩევნო პიარის ხასიათს ატარებს, სხვა საკითხია, როგორც ის, რომ ამ ვაუჩერების დაბეჭდვა-დარიგებაში დახარჯული თანხები თითქმის უტოლდება თვითონ ვაუჩერის საფასურს და უპრიანი იქნებოდა, ეს თანხებიც პირდაპირ აბონენტების ანგარიშებზე დარიცხულიყო. საქინფორმი
  6. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/putiiin-putin-vladimer.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ОРТ იუწყება, უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა აღკვეთეს. პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა. საქინფორმი
  7. http://saqinform.ge/images/stories/analitics/misha-alashvili.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი იქნება, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.<span style="font-size: 10pt;" />„მალე ჩვენ გვექნება არჩევნები, – განაცხადა მან 25 თებერვალს თავის სატელევიზიო გამოსვლაში გორის სამხედრო აკადემიაში სტუმრობისას. – მე ვიქნები იმის გარანტი, რომ საარჩევნო პროცესმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მონაწილეობის მიღებას გეგმავენ, ხალხს სიმართლე უნდა უთხრან. თითოეული მათგანი ვალდებულია, რომ ხალხის წინაშე მკაფიო და გახსნილი იყოს“. საქინფორმი
  8. ცხინვალის "ომბუდსმენი" დავით სანაკოევი და ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლეონიდ თიბილოვი ამ დროისათვის დარეგისტრირებულნი არიან ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ოკუპირებულ რეგიონში "პრეზიდენტობის" კანდიდატებად. შემოწმების შედეგად კიდევ ცხრა კანდიდატს რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი,- ამის შესახებ 25 თებერვალს ჟურნალისტებს აცნობა ცხინვალის ცსკო - ს ხელმძღვანელმა ბელა პლიევამ.სულ ცხინვალში რეგისტრირებული იქნა ე.წ. "პრეზიდენტობის" კანდიდატების წარმომდგენი 29 საინიციატივო ჯგუფი, ასევე მიღებული ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/p1160330-150x150.jpg ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 26 თებერვალს რომან ქევხიშვილის განცხადება არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (Ick.ge) ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ქარტიის მეათე პრინციპი არ დაარღვია. საქმე ეხება 28 იანვარს Ick.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება“. რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, ამ სტატიაში დარღვეული იყო ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, სადაც ნათქვამია „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. რომან ქევხიშვილი მიიჩნევდა, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობა მაშინ იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა. ქარტიის საბჭოს სხდომას არ დასწრებია არც განცხადების ავტორი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა საბჭოს წევრებს გამოუგზავნა შეპასუხების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მასალის გამოქვეყნების მომენტში, 28 იანვარს, მას აღარ ეკავა რედაქტორის პოსტი „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“. მთივლიშვილის თქმით, ის რჩება მხოლოდ შპს „ცენტრი – იმედის“ დირექტორად, რომლის პროექტიცაა Ick.ge. მისივე განმარტებით, ის აღარ ერევა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაში. წერილს თან ახლავს გელა მთივლიშვილის მიერ 9 იანვარს გაცემული ბრძანება, Ick.ge-ს რედაქტორის თანამდებობაზე მანანა აშკარელიშვილის დანიშვნის შესახებ. ამ ცვლილების შესახებ გელა მთივლიშვილს ქარტიის საბჭოსთვის არ უცნობებია იმ დროს, როდესაც რომან ქევხიშვილის განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადიოდა. რადგან ქარტიის სამი წევრის მიერ აღნიშნული განცხადება განსახილველად უკვე დაშვებული იყო, მსჯელობა გააგრძელეს და გადაწყვეტილებაც გამოიტანეს. საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესი არსებობს, ვინაიდან ის განკარგავს საჯარო ფინანსებს და მისი მეუღლეც ამავე გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელია. წყარო: media.ge argumenti.ge
  10. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/bg24-150x150.jpg სერბეთმა კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლით ევროკავშირში გაწევრიანების შანსები აიმაღლა. ბელგრადმა და პრიშტინამ ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი – რეგიონალური თანამშრომლობისა და საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ, რომლებიც, ფაქტიურად, სერბების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. სერბეთის ხელისუფლება დათანხმდა, რომ კოსოვოს დელეგაციებმა საერთაშორისო ფორუმებში მიიღონ მონაწილეობა. მანამდე პრიშტინას ინტერესებს კოსოვოში გაერო-ს მისია იცავდა. ახლა კი ბელგრადი “კოსოვოს” დასახელების გამოყენებაზე დათანხმდა, თუმცა მის გვერდით ვარსკლავს დაბეჭდავენ, რომელიც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის გაურკვეველ სტატუსს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადში აცხადებენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, თავად კოსოვოსა და აშშ-ში ამ ნაბიჯებს რესპუბლიკის დე ფაქტო აღიარებად მოიაზრებენ. თავად სერბეთში ამ შეთანხმებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვიეს. ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ სერბეთი დამცირებულია, ხოლო რადიკალუირი პარტიის ლიდერმა დრაგან ტოდოროვიჩმა შეთანხმებებს სახელმწიფო ღალატი უწოდა. შეთანხმებებს ხელი ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანამდე მოეწერა. ბრიუსელში არ მალავენ, რომ კოსოვოსთან შეთანხმებების მიღწევამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებზე დადებითად იმოქმედს. argumenti.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/agmochen-300x225.jpg კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში გასულ წელს აღმოჩენილ ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებს უახლოეს მომავალში გეგმავენ. მეცნიერები საბათლოში მიწის დამუშავების დროს აღმოჩენილი სვეტის ძირის წარმომავლობას სავარაუდოდ, მარტის თვეში შეისწავლიან. ამის შესახებ „ქიზიყს“ არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ აცნობა. სვეტის ძირი სოფელ საბათლოში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იაშა აღაჯაიანმა საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას 2011 წლის 10 აპრილს აღმოაჩინა. ექსპერტების თქმით, შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაქალაქარი გაითხაროს. „ჩვენი მიზანია დავადგინოთ ძეგლის რაობა და დავიცვათ შემდგომი განადგურებისგან. უნდა განვსაზღვროთ, რამდენად პერსპექტიულია და რისი გაკეთება შეიძლება მის შესასწავლად. ის, რომ მნიშვნელოვან აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, უკვე თავისთავად ცხადია“, – აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა იულონ გაგოშიძემ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საბათლოში აღმოჩენილი უცნობი წარმომავლობის სვეტის ძირი, ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში აგებული შენობის ნაწილი უნდა იყოს. სვეტის ძირი ამჟამად ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ინახება. ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა საბათლოში რომაელი ლეგიონერების დროებითი სადგომი. იხილეთ epn.ge
  12. დამწვრობის ცენტრში გამთენიისას მძიმე მდგომარეობაში 63 წლის მამაკაცი მოათავსეს. როინ ნაოჭაშვილმა ხანძრის შედეგად, 70-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა. ინციდენტი რუსთავის გზატკეცილზე მოხდა. მამაკაცი სახლმმართველობის შენობაში დარაჯად მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/biuro-300x199.jpgწარსდგება თუ არა 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება. დეპუტატები პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებზე იმსჯელებენ. პოლიტიკოსები გამომსვლელების თანმიმდევრობასა და რეგლამენტს განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ მოხსენებაში გასული წლის შედეგებს შეაჯამებს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, დასაქმება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები – ეს არის იმ ძირითადი თემების ჩამონათვალი, რომლებზეც ქვეყნის პირველი პირი გაამახვილებს ყურადღებას. ცნობილი ხდება რომ შესაძლოა სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივიდეს. პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს. პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს არე­გუ­ლი­რებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 138-ე მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში გა­მოს­ვ­ლე­ბი­სათ­ვის უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას, თი­თო­ე­ულს, 45 წუ­თი ეძ­ლე­ვა, ფრაქ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს (სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს) – თი­თო­ე­ულს 15 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლეს – 10 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის წევრს, რო­მე­ლიც არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი – 5 წუ­თი. ფრაქ­ცია, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა მათ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გ­ლებ­ში თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მათ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას. იხილეთ epn.ge
  14. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/preview.php_-150x150.jpg ლოს-ანჯელესში გამართულ “ოსკარის” დაჯილდოების 84-ე ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმად “არტისტი” დასახელდა. ფილმი „The artis” წლევანდელი ოსკარის გახდა. წარმატებული გამოდგა ოსკარის დაჯილდოვება ფილმ “ჰუგოსთვისაც”. საუკეთესო ფილმი და 84 დაცილდოების ცერემონიალის ფავორიტი გახდა ფილმი “არტისტი”. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ: “არტისტი”, “მებრძოლი ცხენი”, “სიცოცხლის ხე”, “ძალიან ხმამაღლა” და “ზღვარსმიღმა ახლოს,” “შუაღამე პარიზში”, “შთამომავლები”, “მოახლე ქალი”, “დროის მცველი 3D”, “ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა”. უცხოური მედიის ინფორმაციით, წლის საუკეთესო რეჟისორად მიშელ ხაზანავიჩუსი დასახელდა. მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის “ოსკარი” ჟან დუჟარდენმა მიიღო, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მერილ სტრიპმა. წლევანდელი ოსკარის გამარჯვებული ფილმია „The artis” . მისმა რეჟისორმა – მიშელ ჰაზანავიჩუსმა კი ოსკარი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მიიღო. მსახიობმა ჟან დუჟარდინმაც სწორედ ამ ფილმისთვის მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში. პირველი ოსკარი მსახიობმა, ორგზის ოსკაროსანმა ტომ ჰენკსმა ფილმ „Hugo“–ს გადასცა კინემატოგრაფში მიღწეული წარმატებისთვის. „Hugo“–მ ასევე მიიღო კიდევ სამი ოსკარი ნომინაციებში – მხატვრობაში მიხწეული წარმატებისთვის, საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის და საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის. კრიტიკოსების წინასწარმეტყველება ახდა და საუკეთესო მსახიობი ქალის შესრულებისთვის ოსკარი წელს უკვე მესამედ მერილ სტრიპს გადაეცა ფილმისთვის – „The Iron lady”. argumenti.ge argumenti.ge
  15. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60102.jpg საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 28 თებერვალს წარდგება. მიხეილ სააკაშვილი გასული წლის ანგარიშსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრებს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე შეთანხმდებიან, რის მიხედვითაც განისაზღვება გამომსვლელთა თანმიმდევრობა და დამტკიცდება რეგლამენტი. დღესვე დადგინდება, რომელ საათზე მივა პრეზიდენტი ხვალ საკანონმდებლო ორგანოში. თავის პოზიციებს რეგლამენტთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ოპოზიციაც წარადგენს. `ქრისტიან-დემოკრატები` დებატების პირდაპირ ტრანსლაციას ითხოვენ. View the full article
  16. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/central-150x150.jpg მთავრობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჰყიდის . ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე გატანილი იქნება შპს “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. ობიექტს 33 687 ლარის დებიტორული და 871 140 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. “თელასის” მიმართ არსებული 434 851 ლარის დავალიანების დაფარვა 2012 წლის 1-ელი იანვრიდან შემდგომი 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. კლინიკა ლუბლიანას ქ.N5-ში მდებარეობს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 950 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს; უზრუნველყოს ასევე სამედიცინო პერსონალის სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. ელექტრონული აუქციონი ვებ-გვერდზე – www.eauction.ge, დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. argumenti.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/central-300x239.jpgმთავრობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჰყიდის . ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე გატანილი იქნება შპს “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. ობიექტს 33 687 ლარის დებიტორული და 871 140 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. “თელასის” მიმართ არსებული 434 851 ლარის დავალიანების დაფარვა 2012 წლის 1-ელი იანვრიდან შემდგომი 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. კლინიკა ლუბლიანას ქ.N5-ში მდებარეობს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 950 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს; უზრუნველყოს ასევე სამედიცინო პერსონალის სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. ელექტრონული აუქციონი ვებ-გვერდზე – www.eauction.ge, დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba4-300x199.jpgკამპანიის – „ეს შენ გეხება“ – ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით 10 დღის წინ საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს, კვირის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ. 2 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კამპანიის ორგანიზატორები დაინტერესებული პირებისთვის გამართავენ მრგვალ მაგიდას, სადაც ისინი ისაუბრებენ როგორც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, ისე მათ მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტზე, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს კანონის დემოკრატიულობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2 მარტსვე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლენ გარკვეული ინიციატივით, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის ავტორები, ასევე, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან არსებობს გარკვეული მზაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკანონმდებლო წინადადებების გადახედვისა და შესაძლო დიალოგის წარმართვაზე. იხილეთ epn.ge
  19. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/images1-150x117.jpg„სილქნეტის” ახალი სერვის ცენტრი, რომელიც ვაკის, პეკინისა და დიდუბის ფილიალების ანალოგიურად თანამედროვე დიზაინით არის აგებული, გლდანში (I და II მ/რ-ებს შორის, „პოპულის” მიმდებარე ტერიტორია) 27 თებერვალს13:00 სთ-ზე გაიხსნება (დიზაინი – არქიტექტურული კომპანია „არქიტექტორები და გამომგონებლები”). ახალი სერვის ცენტრის გახსნასთან ერთად კომპანია იწყებს გლდანის დასახლების ოპტიკური ქსელით დაკაბელებას. ახალ სერვის ცენტრში „სილქნეტის” ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, ინფორმაციის მიღება, პროდუქტების დატესტვა და დავალიანების დაფარვაა შესაძლებელი. ახალ განყოფილებასთან ერთად კომპანია მომხმარებლებს განახლებულ სერვისებს შესთავაზებს. ამ დროისთვის „სილქნეტის” სატელეფონო ქსელში 450 000 აბიონენტია, ინტერნეტქსელში -170 000-მდე, SILK TV-ის კი 45 000 მაყურებელი უცქერს. თბილისში „სილქნეტის” სულ 11 სერვის ცენტრი მოქმედებს. argumenti.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images61.jpeg„სილქნეტის” ახალი სერვის ცენტრი, რომელიც ვაკის, პეკინისა და დიდუბის ფილიალების ანალოგიურად თანამედროვე დიზაინით არის აგებული, გლდანში (I და II მ/რ-ებს შორის, „პოპულის” მიმდებარე ტერიტორია) 27 თებერვალს13:00 სთ-ზე გაიხსნება (დიზაინი – არქიტექტურული კომპანია „არქიტექტორები და გამომგონებლები”). ახალი სერვის ცენტრის გახსნასთან ერთად კომპანია იწყებს გლდანის დასახლების ოპტიკური ქსელით დაკაბელებას. ახალ სერვის ცენტრში „სილქნეტის” ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, ინფორმაციის მიღება, პროდუქტების დატესტვა და დავალიანების დაფარვაა შესაძლებელი. ახალ განყოფილებასთან ერთად კომპანია მომხმარებლებს განახლებულ სერვისებს შესთავაზებს. ამ დროისთვის „სილქნეტის” სატელეფონო ქსელში 450 000 აბიონენტია, ინტერნეტქსელში -170 000-მდე, SILK TV-ის კი 45 000 მაყურებელი უცქერს. თბილისში „სილქნეტის” სულ 11 სერვის ცენტრი მოქმედებს. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili-chaafurtxet11-300x23512.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე კვირაში წარსდგება. ცნობილი ხდება რომ შესაძლოა სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივიდეს. პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს. პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს არე­გუ­ლი­რებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 138-ე მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში გა­მოს­ვ­ლე­ბი­სათ­ვის უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას, თი­თო­ე­ულს, 45 წუ­თი ეძ­ლე­ვა, ფრაქ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს (სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს) – თი­თო­ე­ულს 15 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლეს – 10 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის წევრს, რო­მე­ლიც არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი – 5 წუ­თი. ფრაქ­ცია, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა მათ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გ­ლებ­ში თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მათ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას. იხილეთ epn.ge
  22. ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დაადასტურა მედიასაშუალებების ცნობები უკრაინაში ტერორისტების დაკავების თაობაზე, რომლებიც გეგმავდნენ თავდასხმას რუსეთის პრემიერ-მინისტრზე. "ინფორმაციას ვადასტურებ, მაგრამ კომენტარს ჯერ არ ვაკეთებ", განუცხადა დიმიტრი პესკოვმა სააგენტო იტარ-ტასს. კომენტარს ჯერ არც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში არ აკეთებენ, მაგრამ რიგმა დამკვირვებელმა უკვე წამოაყენა ვერსია ჩავარდნილი ტერაქტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის რეიტინგის ასამაღლებლად გამოყენების მც... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. ცხინვალის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრმა თამაზ დოგუზოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, ციხიდან გაქცეული პატიმრები სისხლის სამართლის დანაშაულში, კერძოდ, ყაჩაღობაში იყვნენ ბრალდებულნი."ამჟამად პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათი ძებნის ოპერაციას ატარებენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებიან. იმედი გვაქვს, მათ უკან დავაბრუნებთ", - განაცხადა ცხინვალის დე-ფაქტო იუსტიციის მინი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. /get_img?ImageId=6514 უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტების გეგმა ჩაშალეს, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა იგეგმბებოდა, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო პირველი არხი. უკრაინაში, ოდესაში დააკავეს საერთაშორისო ძიებაში მყოფი "ბანდიტები". მათი ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი გეგმის განხორციელებას მოსკოვში, 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებდნენ. საინფორმაციო საშუალების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ინფორმაცია დაადასტურა ასევე პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. გაზეთ "მაარივის" 26 თებერვლის ცნობით, ისრაელის კორპორაცია "Israeli Aerospace Industries"-მა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან 1,4 მილიარდ დოლარად ღირებული იარაღის მიყიდვის შეთანხმებას. საქმე ეხება უპილოტო მფრინავი აპარატების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლეს სისტემებს.უახლოეს დღეებში ისრაელის სამხედრო სპეციალისტები გაემგზავრებიან აზერბაიჯანში, რომლებიც იქ მოამზადებენ კადრებს უპილოტო საფრენი აპარატების ადგილზე გამოსაშვებად. უკვე ამ წელს დამზადებული იქნება 60 უპილოტო მფრინავი აპარატი.ისრაელ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...