planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/israel-123-flag.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, მიმდინარე წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, თავდაცვის აკადემიაში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტის დავალებით დაიწყო მუშაობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე“. „ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს“, – განაცხადა სააკაშვილმა. <span style="font-size: 10pt;" />გუშინ, 2012 წლის 27 თებერვალს, აღნიშნულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, „სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე უფრო ადრე იყო დაწყებული მუშაობა. საქინფორმი
-
inosmi.ru Пакистан уничтожил убежище Бен Ладена
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Власти Пакистана завершили разрушение резиденции Осамы бен Ладена в Абботтабаде. Террорист был убит в своем убежище в результате рейда американских спецсил в мае прошлого года. Предполагается, что бен Ладен провел в этом доме последние шесть лет. -
В самые темные моменты прошлогодней аварии на АЭС японские лидеры, не знавшие истинного масштаба происходящего, втайне рассматривали возможность эвакуировать Токио, однако при этом пытались в публичных заявлениях приуменьшить опасность, заявила в понедельник организация, проводящая независимое расследование обстоятельств кризиса.
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60116.jpg მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ვიზიტი და სიტყვით გამოსვლა იყო დღეს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგის ერთერთი მთავარი თემა. მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიმართვა 25-გვერდიანია და გამოსვლისათვის ქვეყნის პორველ პირს, სავარაუდოდ, 50 წუთი დასჭირდება. მისი თქმით, გაჟღერდება ახალი ინიციატივები ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ. `ინიციატივები ეხება ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც არსებობს დასაქმების სფეროში, სოფლის მეურნეობაში, განათლებისა და ჯანდაცვის სფერობში. ასევე პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების საკითხები,`- განაცხადა მანჯგალაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. `2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა პრეზიდენტის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება,`- განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ გაჟღერდება სხვა თემებიც რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაირღვევა და მიხეილ სააკაშვილის მოხსენება ყოვლისმომცველი იქნება. პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. მანანა მანჯგალაძის განმარტებით, დღეს ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა სოციალური ქსელის საშუალებით - პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალყური პრეზიდენტის გამოსვლას, რომელიც ფეისბუქის საშუალებით განხორციელდება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60116.jpg მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ვიზიტი და სიტყვით გამოსვლა იყო დღეს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგის ერთერთი მთავარი თემა. მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიმართვა 25-გვერდიანია და გამოსვლისათვის ქვეყნის პორველ პირს, სავარაუდოდ, 50 წუთი დასჭირდება. მისი თქმით, გაჟღერდება ახალი ინიციატივები ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ. `ინიციატივები ეხება ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც არსებობს დასაქმების სფეროში, სოფლის მეურნეობაში, განათლებისა და ჯანდაცვის სფერობში. ასევე პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების საკითხები,`- განაცხადა მანჯგალაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. `2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა პრეზიდენტის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება,`- განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ გაჟღერდება სხვა თემებიც, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაირღვევა და მიხეილ სააკაშვილის მოხსენება ყოვლისმომცველი იქნება. პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. მანანა მანჯგალაძის განმარტებით, დღეს ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა სოციალური ქსელის საშუალებით - პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალყური პრეზიდენტის გამოსვლას, რომელიც ფეისბუქის საშუალებით გადაიცემა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60117.jpg საქართველოს საგარეო მინისტრი ისრაელში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს. შიმონ პერესთან საუბრის მთავარი თემა ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობები იყო. საუბარი ქვეყნებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასაც შეეხო. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ვაშაძის შეხვედრები ისრაელის ქნესეთის სპიკერთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან. View the full article
-
WIKILEAKS начал распространять более пяти миллионов электронных писем, написанных или полученных американской частной разведывательно-аналитической компанией Stratfor. Письма, написанные между июлем 2004 года и декабрем прошлого года, выявляют «сеть информаторов Stratfor, структуру и технику оплаты, псхологические методы».
-
ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. "რეგიონში უსაფრთხოების საკითხი გახდა ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენს მოლაპარაკებებში, იმდენად რამდენადაც [შიმონ] პერესს აინტერესებდა ვითარების დეტალური მდგომარეობა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თელ-ავივში შეხვედრის შემდეგ.მან აღნიშნა, რომ ასევე განიხილებოდა ორმხრივი დაინტერესების სხვა საკითხები. "ჩვენ ავღნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური განვითარების დონე და მათი გა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://saqinform.ge/images/stories/society/fosta---waqadze.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული ინფორმაცია საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად წაქაძემ მოაწოდა. მისი განმარტებით, პარტიის ოფისს მიმართა ქუთაისში მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელმაც შემდეგი ინფორმაცია გადასცა: „2011 წლის 16 იანვარს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, გარდაიცვალა 31 წლის ორსული ქალბატონი ხათუნა ბერაძე. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. გარდაცვალების მიზეზი გახდა ე.წ. ღორის გრიპის დაავადება“.<span style="font-size: 10pt;" />წაქაძის განმარტებით, ხათუნა ბერაძის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მისმა ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ ეკისრებოდათ მკურნალობის ხარჯების – 8068 ლარის, გადახდის ვალდებულება, რის საფუძველზეც მათ კუთვნილებაში არსებული ქონება დაყადაღდა. საქინფორმი
-
Сначала украинская полиция заявила, что взрыв, прогремевший вскоре после Нового Года, был вызван утечкой газа. Спустя несколько дней она сказала, что причиной взрыва был неумелый изготовитель бомб. Наконец, полиция сама взорвала бомбу-сенсацию: взрывное устройство было частью плана покушения на российского премьер-министра Владимира Путина.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/11iuri-vazagashvili.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ერთობის“ ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს პრეზიდენტს (ქართულ მედიას, საქართველოში მოქმედ საელჩოებსა და აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს)<span style="font-size: 10pt;" />ბატონო პრეზიდენტო, 2011 წლის 23 დეკემბერს „სამოქალაქო ერთობამ“ წერილობით გაცნობეთ ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ არასამთავრობო ორგანიზაციათა სამოქალაქო ერთობის მიერ ორგანიზებული საყოველთაო სახალხო ინიციატივის შესახებ. მოგმართეთ, საარჩევნო ხმის უფლების მქონე სამასი ათასი მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნით ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/society/hamarbergi-xatiashvili.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ბრიუსელში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამერბერგს შეხვდა და საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის ფაქტები გააცნო.<span style="font-size: 10pt;" />„ასოციაციის თავმჯდომარე ბრიუსელში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამერბერგს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იმ ადვოკატთა საქმეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა 2011 წლის შემდეგ. კერძოდ, რამინ პაპიძის, თამილა ქუთათელაძის, ნაირა ოტიაშვილის, გივი ექვთიმიშვილის, ტარიელ მურმანიშვილის, ირინა საღინაძის, ლალი ჯიმშერაშვილის, დავით დეკანოიძის, ჯუმბერ მილორავას, დიანა მარტიაშვილის, ქეთევან ვარდანაშვილის და სხვათა საქმეები. ზაზა ხატიაშვილმა თომას ჰამერბერგს თხოვნით მიმართა, დაეხმაროს საქართველოს ადვოკატთა კორპუსს, კიდევ ერთხელ შეისწავლოს ადვოკატთა დევნის საქმეები და შექმნილი მძიმე სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ ევროსაბჭომ მიიღოს მკაცრი რეზოლუცია საქართველოში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის და არაჯანსაღი სამართლებრივი გარემოს გამოვლენის მიზნით“, – განმარტავენ ასოციაციაში. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/society/garibebi-misha.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ახალი საავადმყოფო გახსნა. ღონისძიების შემდეგ მან ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება საკუთარი მთავრობის არაკორუმპირებულობაზე გაამახვილა.<span style="font-size: 10pt;" />„თანასწორობის იდეა იმას არ გულისხმობს, რომ ყველა ერთნაირად იცხოვრებს – ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც მეტი შემოსავალი ექნება და იქნება ისეთიც, ვინც ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმით იქნება განპირობებული, ვინ მეტს იშრომებს და ვინ – ნაკლებს. ამას არავითარი კავშირი აქ ექნება იმასთან, ვის შემორჩა ძველი დროიდან ნაძარცვი ქონება, ან ვინ მეტი მიწა მიითვისა თავის დროს. ზოგიერთები ტელევიზიით აცხადებენ, რომ თურმე იმ ხალხს, ვისაც ბევრი ფული არ აქვს, პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება. თურმე ასეთი ადამიანები არ უნდა აირჩიონ, მათ არც თანამდებობა ეკუთვნით და არჩევნებზე თუ არ მივლენ – კიდევ უკეთესი. სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდანაა წამოსული. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც შეძლებული ოჯახებიდან არიან, მაგრამ ასეთი სრული უმცირესობაა“, – განაცხადა სააკაშვილმა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/society/evrosoyuz1.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში შეკრებილმა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დოკუმენტი სამხრეთ კავკასიის თაობაზე, რომელშიც გამოხატულია კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მასში მკაფიოდაა დაფიქსირებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპისადმი. გარდა ამისა, ევროპა რუსეთს კიდევ ერთხელ ახსენებს აღებულ ვალდებულებებს და მოუწოდებს, საკუთარ თავზე აიღოს უკვე აღებული ვალდებულება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ.<span style="font-size: 10pt;" />დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო შეიარაღების ზრდა და ინფრასტრუქტურის განმტკიცება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/society/fosta-ocneba-qartuli.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნების“, მისი შემომწირველისა და კომპანიის დაჯარიმების თაობაზე მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება უკანონოა, რასაც მოძრაობის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ.<span style="font-size: 10pt;" />„ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა კვლავ გრძელდება. საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო – საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 200 ათასი ლარით დააჯარიმა. გასათვალისწინებელია ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივრითმიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტსაა დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და „ქართულ ოცნებაზე“ არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს კონტროლის პალატას და მოსთხოვეს მას, 27 თებერვალს, დილის 10 საათზე, დანიშნული საქმის განხილვა გადაედო 2 მარტისთვის, ანუ მთავარი სხდომის ჩატარებამდე, რაც კონტროლის პალატამ სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა“, – აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის მოძრაობაში. საქინფორმი