planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
2 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმს გახსნის სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინნი’ 2 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და თურქეთის ეკონომიკისა და სოციალური სწავლების ფონდის ეგიდით გაიმართება კონფერენცია – ‘თურქეთის სამხრეთ კავკასიური გეგმები: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების როლი’. 2 მარტს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 2 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი 2 მარტს, 11.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება. 2 მარტს, 11:00 საათზე, ‘ექსპო ჯორჯიას’ ტერიტორიაზე, #3-ე პავილიონში, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 2 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ‘რედისონში’ პროგრამა ‘ახალგაზრდული პარლამენტის’ პრეზენტაცია გაიმართება. 2 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და შპს `ფოტოსამყაროს’ ხელმძღვანელი მიხეილ ჭოხონელიძე მემორანდუმს გააფორმებენ. მის.: მელიქიშვილის გამზ. #6, `ფოტოსამყარო’. 2 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘ელექტრონული მმართველობის შემოღება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებშიპრეზენტაცია გაიმართება. 2 მარტს, 12.00 საათზე, ‘საავტორო უფლებათა ასოციაციის’ თავმჯდომარე გიგა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘სუხიშვილებისა’ და ‘რუსთავის’ ანსამბლებს შორის ცეკვა ‘ჯუთასთან’ დაკავშირებული დავის დარეგულირება. მის: მ. კოსტავას ქ. #63, II სადარბაზო, II სართული 2 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’, კამპანიაში – ‘ეს შენ გეხება’ გაერთიანებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ. მის: თელავის ქ. #20 2 მარტს, 13.00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ქვემო ქართლის რეგიონულ წარმომადგენლობაში გასვლით შეხვედრას გამართავს. მის: ქ. რუსთავი, კოსტავას № 20 2 მარტს, 13:30 საათზე, სასტუმრო ‘რედისონის’ წვეულებათა დარბაზში, BP-ს, საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარაოლიმპიური გუნდები 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე BP-ის მხარდაჭერით წარსდგებიან 2 მარტს, 13.45 საათზე, სასტუმრო `ჰოლიდეი ინნ’-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრი ვერა ქობალია თბილისში ვიზიტად მყოფ უკრაინის დელეგაციას შეხვდება. 2 მარტს, 14.00 საათზე, ‘ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’ მოსახლეობასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ჯეოსელის’ მიერ უნებართვოდ დამონტაჟებულ ანძებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანა’. მის: ს. კანდელაკის ქ. #55 საკონტაქტო პირი ნოდარ აფხაძე 599 92 56 48 2 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 2 მარტს, 15.15 საათზე, სასტუმრო `ჰოლიდეი ინნ’-ში საქართველოს ეროვნული საინვესტიცო სააგენტოს ორგანიზებით, ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის შეხვედრები გაიმართება. 2 მარტს, 19.00 საათზე, ‘თიბისი გალერეაში’ ლანა ღოღობერიძის წიგნის ‘ფრანგული პოეზიის’ პრეზენტაცია გაიმართება.’ იხილეთ epn.ge
-
Полпред президента России в Северо-Кавказском федеральном округе Александр Хлопонин уговорил участников протестной голодовки в Лермонтове прекратить акцию. "Суть разговора оставим в тайне, но этого достаточно для того, чтобы уйти по домам и прекратить голодовку", - сказал журналистам участник акции. lenta.ru
-
В Ереване задержан член оппозиционной партии "Дашнакцутюн" Аршавир Карапетян. Основанием для задержания стало то, что в строении, которое принадлежит оппозиционеру, обнаружено большое количество оружия, боеприпасов и взрывчатых веществ. Полиция завела уголовное дело по статье "Незаконное хранение оружия и боеприпасов". lenta.ru
-
იხილეთ epn.ge
-
Антифашисты перекрыли Садовое кольцо в районе Красных ворот. Активисты движения потребовали освободить Алексея Олесинова, задержанного 14 февраля по обвинению в хулиганстве за драку в клубе "Воздух" в декабре 2011 года. Акция продлилась несколько минут. Полиции в районе проведения акции не было. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images1.jpegხვალ, თიბისი გალერეაში ქართველი კინორეჟისორის, მხატვრისა და მთარგმნელის, ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის, „ფრანგული პოეზია“ პრეზენტაცია გაიმართება. შარლ ბოდლერი, პოლ ვალერი, პოლ ვერლენი, გიიომ აპოლინერი, პოლ ელუარი, ჟაკ პრევერი. ფრანგული პოეზიის შედევრებს თიბისი გალერეაში თავად მთარგმნელი წაიკითხავს. წიგნი გაფორმებულია ლანა ღოღობერიძის ილუსტრაციებით. შეხვედრა 19:00 საათზე, დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
Мэрия каталонского города Раскера одобрила законопроект, позволяющий выращивать марихуану. Для плантаций власти города выделят семь гектаров земли. Продукт будут выращивать исключительно для продажи Обществу потребителей каннабиса Барселоны. Проект позволит создать около 40 рабочих мест для жителей Раскеры. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images.jpegპარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ხვალ რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს ხვდება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა აზერბაიჯანის, მოლდოვეთის, ბელორუსიის, უკრაინის და თურქეთის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე იმ პირებთან გაიმართება, რომლებმაც ბერლინში, ბოშის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა გაიარეს. მათივე ინფორმაციით, წინა წელს ფონდმა და მისმა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სასწავლო კურსები ჩაატარონ თბილისში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე რეფორმატორ ქვეყანაში. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ყოფილი ევროკომისარი, გიუნტერ ფერჰოიგენია. ბოშის ფონდის წარმომადგენლები პარლამენტის გარდა შეხვედრებს სამინისტროებშიც გამართავენ. იხილეთ epn.ge
-
МВД Чечни опровергло сведения о том, что около 800 сотрудников ведомства переброшены в Москву. Ранее 1 марта депутат Госдумы от "Справедливой России" Илья Пономарев подал официальный запрос на имя президента Медведева с просьбой прокомментировать слухи о появлении в столице двух полков из Чечни. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images-14.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხვალ, თბილისში ვიზიტად მყოფ უკრაინის დელეგაციას შეხვდება. დელეგაციას ქალაქ ოდესის მერი ალექსეი კოსტუსევი ხელმძღვანელობს და მასში ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც შედიან. გარდა ამისა, ხვალვე, საქართველოს ეროვნული საინვესტიცო სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრები ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის. უკრაინის დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს სამშენებლო, ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობის სექტორებიდან. მათი მიზანია, საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. შეხვედრები სასტუმრო `ჰოლიდეი ინნ~-ში შედგება. იხილეთ epn.ge
-
2 მარტს 11:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე # 3 პავილიონში გაიმართება პრეზენტაცია, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გააჟღერებენ ახალ ინიციატივას საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (ITLC) შექმნის შესახებ. იხილეთ epn.ge
-
თბილისში სასტუმრო “რადისონში” პროგრამა “ახალგაზრდული პარლამენტის” პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამაში 18 ქალაქის 2000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება. პრეზენტაციას მინისტრი ვლადიმერ ვარძლაშვილი დაესწრება. “ახალაგზრდული პარალმენტი” არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ორგანიზაცია “საქარტველოს ახალგაზრდული პარლამენტის” ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს 18 ქალაქში იმიტირებული საპარლამენტო სხდომების ჩატარდება. პროგრამა გათვლილია 16–დან 20 წლამდე ახალაგზრდებისათვის. თითო ქალაქის ახალგაზრდულ პარლამენტის საქმიანობაში 100 ახალგაზრადა ჩაერთვება. ისინი კომიტეტებში განაწილდებიან, სადაც საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ და შესაბამისს რეზოლუციებს შეიმუშავებენ. ახალგაზრდული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალგაზრდები სხვდასხვა კომიტეტების რეზოლუციებს გაეცნობიან. იხილეთ epn.ge
-
პირველად მეტადონის პროგრამის დაფინანსებაში თბილისის მერია ერთვება. ამიერიდან პროგრამის გადასახადის იმ 30 პროცენტს, რომელსაც მოქალაქე თავად ფარავდა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით აანაზღაურებს. აქამდე მეტადონის პროგრამაზე მყოფ ნარკომომხმარებელს 70 პროცენტს სახელმწიფო უნაზღაურებდა, დარჩენილ ნაწილს კი პროგრამის მონაწილე თავად იხდიდა. პირველ ეტაპზე მერია მკურნალობის 30 პროცენტს სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაუფინანსებს, რომლებიც არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. მეორე ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვინც მუნიციპალიტეტს სპეციალური განაცხადით მიმართავს. მერია მათ რიგითობის მიხედვით დააფინანსებს. პროგრამის მიმდინარეობისა და დაფინანსების წესებზე დღეს საზოგადოებას ინფორმაცია მეტადონის პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა მიაწოდეს. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში დასრულდა. დელეგაციის წევრები, რომელშიც იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ფინანსთა მინისტრები, აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდნენ. შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ბანკისა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ინვესტიციების შემოდინებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაეხმარება. იხილეთ epn.ge
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ახალი ელექტრონული გაზეთი mastsavlebeli.ge შექმნა. “ონლაინ” გაზეთი სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებსა და მშობლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწვდის. საიტზე განთავსდება აუდიო და ვიდეოგაკვეთილებიც. „ონლაინ“ გაზეთის მიზანი საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა. იხილეთ epn.ge
-
გავიპარსო თუ არ გავიპარსო ? ამ პოსტში ნაჩვენებ ადამიანებს ეს კითხვა ნამდვილად არ აწუხებთ, მათი კითხვა იმაშია თუ როგორ გამოიყურებოდეს მათი ულვაში უფრო ორიგინალურად. ზოგი ადამიანი წვერს და ულვაშს ზედმეტად მიიჩნევს სახისთვის, ყოველდღე იპარსავენ და ილამაზებენ სახეს, თუმცა ზოგისთვის სილამაზე და თავის მოვლა სწორედ წვერ-ულვაშის მოვლაში გამოიხატება. View ucnauri.com
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე #77 სკოლაში თვეზე მეტია აღდგენილია, თუმცა ის სკოლაში არ გამოცხადებულა. მიხეილ ალექსიძის დედა, ლალი ლეკიშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო და ამის სათქმელად მას ოფიციალურად არავინ დაკავშირებია: “მე ექსტერნად სწავლასთან დაკავშირებით მივმართე რესურს-ცენტრს, რომ ბავშვს გამოცდები ჩაებარებინა 53–ე სკოლაში, ისინი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ექსტერნის გამოცდებს ბავშვი ჩააბარებდა #77 სკოლაში. ამის მიზეზი არ აუხსნიათ, დოკუმენტიც მაქვს რესურს–ცენტრისგან, რომ მხოლოდ გამოცდები გადაგვიტანეს, ბავშვი იმ სკოლაში ჯერ არ მისულა და არც გამოცდები ჩაუბარებია, დღეს კი გავიგე, რომ უკვე აღადგინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ დირექტორს, რომელიც, როგორც პრეზიდენტი და 53–ე სკოლის დირექტორი ამბობენ, “ქურდული მენტალიტეტის მქონე ბავშვის” სკოლაში მიღებას დათანხმდა,” – განაცხადა მიხეილ ალექსიძის დედამ. დღესვე #53 სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ალექსიძე სკოლიდან მხოლოდ შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო გაირიცხა: “ყველას უნდა ესმოდეს, რომ სკოლა არ არის ქუჩური გარჩევების ადგილი, ასე იყო წარსულში და გარწმუნებთ, რომ ეს წარსული აღარასდროს დაბრუნდება”, – განაცხადა ტარას შავშიშვილმა “palitratv”–სთან საუბარში. მიხეილ ალექსიძე 53–ე სკოლიდან, დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა, საქმე ამავე დღეს ჯგუფური ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 53–ე სკოლიდან ალექსიძის გარიცხვის ფაქტი დებატების საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვისას პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეს ხულიგანი უწოდა. ”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ეს იყო პრეზიდენტის პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა. პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება: "ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,"–აღნიშნა ვეფხვაშძემ. სააკაშვილის შეფასებას ასევე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა: “ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60150.jpg თბილისში, დღეს საღამოდან, მტკვრის დონის ხელოვნურად დაწევა დაიწყება. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიიღო. მტკვრის დაწევა ორთაჭალჰესიდან დაიწყება, დიდი რაოდენობის წყლის ნაკადი რუსთავამდე გადინდება. სულ, მდინარის დონემ 11 მეტრით უნდა დაიწიოს. მერია მოუწოდებს მოქალაქეებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილების დროს სიფრთხილე გამოიჩინონ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60150.jpg თბილისში დღეს საღამოდან მტკვრის დონის ხელოვნურად დაწევა დაიწყება. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიიღო. მტკვრის დაწევა ორთაჭალჰესიდან დაიწყება, დიდი რაოდენობის წყლის ნაკადი რუსთავამდე გადინდება. სულ მდინარის დონემ 11 მეტრით უნდა დაიწიოს. მერია მოუწოდებს მოქალაქეებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილების დროს სიფრთხილე გამოიჩინონ. View the full article
-
Мэрия Москвы согласовала митинг оппозиции 5 марта на Пушкинской площади. Власти предоставят оппозиционерам Тверской бульвар и Новопушкинский сквер, а также перекроют Тверскую улицу рядом с Пушкинской площадью. Акция "За честные выборы" будет объединена с митингом КПРФ, который был запланирован на этом же месте ранее. lenta.ru