planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
"ანქვაბის განცხადება იქნებოდა სასაცილო, სატირალი რომ არ ყოფილიყო", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, აფხაზური რეჟიმის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გამონათქვამების კომენტირებისას, რომელმაც 4 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხმა მისცა ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას.კალანდაძემ აღნიშნა, რომ ფაქტიურად "ანქვაბმა განაცხადა, რომ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მან ხმა მისცა თავის პრეზიდენტს. ყოველივე ამით კი მან აღიარა, რომ რეალურად არ არის მარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს ”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ” სოფელ განმუხურთან საქართველოს შს შამინისტროს საგუშგოზე მომხდარი თავდასხმის გამო.”კვირას მივიღეთ რა ინფორმაცია ინცინდენტის შესახებ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შემთხვევის რაიონში რამოდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გააგზავნა ინფორმაციის შესაგროვებლად იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, საუბარია მისიის განცხადებაში. - ჯერ ჯე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა მოინახულეს. 31-ე ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე გერმანიაში ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. ”ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ისინი სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. მათ აქვთ საუკეთესო სამედიცინო დახმარება. დღეს ვნახეთ რა პირობებში არიან ჩვენი სამხედროები, შევხვდით მათ მკურნალ ექიმებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ბიჭები დროზე გამოჯანმრთელდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში,” - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. ქართველი სამხედროები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saakashvili-chaafurtxet11-300x2351111.jpgმიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი საბჭოთა კავშირის მსგავსად, ყოველთვის იტყუება, რაც საქართველოს არ ახასიათებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახალი საავადმყოფოს დათვალიერებისას გააკეთა. მისი თქმით, როგორც კი შანსი მივეცით რუსეთს, რომ ქართველი ხალხისთვის რაღაც გაეკეთებინათ, ეგრევე შეცვალეს თავიანთი პირველი ჩვენება. “საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის იყო, რომ ყოველთვის იტყუებოდა. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებაშიც ასეა – ისინი მთელი ეს პერიოდი იძახდნენ, რომ პრობლემა არა ქართველ ხალხთან, არამედ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ, მაგრამ როგორც კი ვუთხარით, რომ მოდით, გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის და გაძლევთ შანს, რაღაც გაუკეთოთ ქართველ ხალხს და გააუქმეთ სავიზო რეჟიმი ქართველი ხალხისთვის-თქო, მაშინვე მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ტყუილს. როგორც კი შანსი მივეცით, რომ ქართველი ხალხისთვის რაღაც გაეკეთებინათ, ეგრევე შეცვალეს თავიანთი პირველი ჩვენება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/baqradze2-300x291111.jpgსაერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით “მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ” კანონში სპეციალური და მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, აქამდეც არ იზღუდებოდა. ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს დაავალა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ამ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართონ და აუხსნან, კანონი არც მათი და არც დონორების საქმიანობას არ აფერხებს. „პირველ რიგში ის საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მოწვეულები, რომლებმაც კანონთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო, პარტიებთან თანამშრომლობა დროებით შეჩერეს“,–აღნიშნა თავმჯდომარემ. ბაქრაძის თქმით, კანონში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც შევა დაზუსტება, რათა შიშის საფუძველი აღარ არსებობდეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/baramidze-g1-300x1991.jpgავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და ნატო-ში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა მოინახულეს. ”ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ისინი სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. მათ აქვთ საუკეთესო სამედიცინო დახმარება. დღეს ვნახეთ რა პირობებში არიან ჩვენი სამხედროები, შევხვდით მათ მკურნალ ექიმებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ბიჭები დროზე გამოჯანმრთელდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში,” განაცხადაგიორგი ბარამიძემ. 31-ე ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე გერმანიაში ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. ქართველი სამხედროები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo2.jpegსაქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ზურაბ ზურაბიშვილმა 2010-2011 წლებში საქართველოს სახვადასხვა ქალაქებში მდებარე ეკლესიებიდან ხატები და ჯვრები მოიპარა. „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი სარგებლობდა ვითარებით, როდესაც ტაძარში არავინ იმყოფებოდა, რა დროსაც ფარულად ეუფლებოდა სხვადასხვა სიწმინდეს. ამ გზით, მან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა: წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიიდან – მაცხოვრის ხატი, ილია მართლის სახელობის ეკლესიის საკურთხევლიდან – ალექსანდრე ნეველისა და მარიამ ეგვიპტელის ხატი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან – ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ა.შ.“,– ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებული იქნა: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტებით, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული იქნა ბრალის აღიარების საფუძველზე მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ზურაბ ზურაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ქურდობის ყველა ეპიზოდებში და მას განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 12 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. იხილეთ epn.ge
-
ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, საპრეზიდენტო არჩვნებში გაიმარჯვა, მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მიხეილ პროხოროვის პარტიასთან, თუკი ის მას შექმნის. "ვფიქრობ, თუ თქვენს გეგმას განახორციელებთ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის საფუძველი,"-განაცხადა პუტინმა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან შეხვედრის დროს. მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის მართლაც გეგმავს პარტიის შექმნას, რათა შემდეგ არჩვნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/putin-300x225.jpgმიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცესკო-ს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია, რუსეთის მეზობელი ქვეყნების მეთაურები კი პუტინს გამარჯვებას ულოცავენ. იაპონიის პრემიერმა იოშიჰიკო ნოდამ პუტინს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. “იაპონიის მთავრობამ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა”, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. ნოდამ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია და რუსეთი ორ ქვეყანას შორის არსებულ ტერიტორიულ დავას მოაგვარებენ. ჩინეთის პრეზიდენტმა ხუ ძინტაომ პუტინს გამარჯვება დეპოსიტ მიულოცა. ხუ დარწმუნებულია, რომ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებით ისევ განვითარდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პუტინს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა. ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები გაგრძელდება. პუტინს გამარჯვება ასევე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიულოცეს. იხილეთ epn.ge
-
პოკერი – თამაში , რომლის მიზანია მოიგო ფსონები, რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით, რომელიც 5 კარტით იქმნება, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში, ანუ ითამაშო ბლეფი. არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვს, მაგრამ ყველა სახის პოკერისთვის აუცილებელია კომბინაციები და ფსონები თამაშის მიმდინარეობისას.გამომდინარე იქედან , რომ მოთამაშემ არ იცის მოწინააღმდეგის ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60173.jpg საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახმეტას ესტუმრა და ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვადასხვა სპეციალისტთან ერთად დაათვალიერა. სადაზღვევო კომპანიის `იმედი L`-ის მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული სამედიცინო ცენტრი 17 თებერვალს გაიხსნა და უკვე 200-მდე პაციენტს გაუწია სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში 30 ჩვილი დაიბადა. საავადმყოფო 20-საწოლიანია და იქ 100-ზე მეტი ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. სადაზღვევო კომპანიამ `იმედი L`-მა 3,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saakashvili221-300x228.jpgმიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ირგვლივ არსებულ მითქმა-მოთქმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ახმეტის რაიონის მაცხოვრებლებს არსებულ საკითხთან დაკავშირებით მეგობრის გამოგზავნილი შეტყობინება წაუკითხა. “ცოტა ხნის წინ მეგობარმა მომწერა, რომ კუს ტბაზე სეირნობდა და ყური მოჰკრა, ერთი ქალი როგორ უყვებოდა მეორეს, „მიშა საავადმყოფოს ხსნიდა და პაციენტი არ ჰყავდა, ვიღაც ჰალსტუხიანი და პიჯაკიანი იპოვეს, ლოგინში ჩააწვინეს და საბანი გადააფარეს, ვერაფრის გახდა ვერ მოასწრესო”. თქვენ გეცინებათ და ეს ხალხი ამას სრულიად სერიოზულად საუბრობს და მერე უკვირთ, რომ ვამბობ, ვაი, ამათ პატრონს-თქო. მაგრამ სინამდვილეში ამას იგონებს, ისევე როგორც იმას, რომ აპარატურა ერთი საავადმყოფოდან მეორეში დაგვაქვს, ყველაზე მეტად თანასწორობის იდეა აღიზიანებთ“,–განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, იგონებენ ასევე იმას, რომ სხვადასხვა საავადმყოფოში აქეთ-იქით დააქვთ აპარატურა. ადამიანებს, ვინც ასეთ ჭორებს იგონებენ, ყველაზე მეტად აღიზიანებთ თანასწორობის იდეა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili-300x199.jpg„რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს, რა ვილები უნდა აიშენო და რა ანგარიშები უნდა გახსნა შვეიცარიულ ბანკში ისეთი, რომ შენი ქვეყნის მშენებლობაზე გაცვალო“,– ეს ანცხადება მიხეილ სააკაშვილმა ახმეტის ახალი საავადმყოფოს გახსნისას გააკეთა. მისი თქმით,ყველაფერი ის რაც საქართველოში გაკეთდა ატრის მისი და ხალხის. “ჩემი პირადი არაფერი არ არსებობს. ეს საავადმყოფო რომ გაიხსნა ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი. გზები, რომ შენდება ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი. სკოლები რომ შენდება ესეც ჩემი და თქვენია. ამ ყველაფრის გაკეთებით მე რაღაც შემოსავლები არ გამჩენია. რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს, რა ვილები უნდა აიშენო და რა ანგარიშები უნდა გახსნა შვეიცარიულ ბანკში ისეთი, რომ შენი ქვეყნის მშენებლობაზე გაცვალო”, – აღნიშნა პრეზიდენტტა. მისივე თქმით, პრეზიდენტობის პერიოდში იმაზე ფეტი ფული არ მიუმატებია, ვიდრე ხელფასს იღებდა, ასევე არ გაუმჯობესებულამინისტრების მატერიალური მდგომარეობ. “მინისტრებს რა ხელფასიც აქვთ იმ ხელფასზე ცხოვრობენ. მაგრამ, თუკი იმ ადგილებში, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან, ხალხი უკეთესად იცხოვრებს შესაბამისად ისინიც უფრო მდიდრები იქნებიან. თუკი პრეზიდენტის ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რა თქმა უნდა მე უფრო ხელგაშლილი და მდიდარი ვიქნები და ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციაში. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ბევრად არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო 5-6 წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო”, – განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა დღეს ახმეტის ახალი საავადმყოფო დაათვალიერა, რომელიც “იმედი L”-მა ააშენა. სადაზღვევო კომპანიამ სამედიცინი ცენტრის მშენებლობაში 3 მილიონის ინვესტიცია ჩადო. საავადმყოფო 20-საწოლიანია და იქ 120 ადამიანია დასაქმებული. ეს არის უკვე მეექვსე საავადმყოფო, რომელიც “იმედი L”- მა ააშენა. იხილეთ epn.ge
-
Полуголые активистки украинской группы Femen выступили и во время выборов президента, причем прямо на избирательном участке в Москве. Через минуту после того, как проголосовал премьер России Владимир Путин, активистки попытались украсть урну с его голосом. Полиция их задержала. Смотрите видеозапись.
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60171.jpg ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზიას - `მეცხრე არხს` ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ლაშა შონია ამ თანამდებობაზე ტელეკომპანია `მაესტროს` ყოფილმა ხელმძღვანლმა კახა ბექაურმა ჩაანაცვლა. როდის დაიწყებს მაუწყებლობას `მეცხრე არხი,` ბექაური ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს და მეცხრე არხის მაუწყებლობის დეტალებზე დამატებით ინფორმაციას ის მოგვიანებით გაავრცელებს. `არხის სტრუქტურა ჩამოყალიბების პროცესშია; ასევე განიხილება საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის პროცესი, მიმდინარეობს სავარაუდო კანდიდატებთან მოლაპარაკება,`- განაცხადა კახა ბექაურმა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili21-300x19911.jpgმიხეილ სააკაშვილის თქმით, რა არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს რუსეთში მას მომავალი არ აქვს რადგან წარსულს აშენებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტაში ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას ისაუბრა. მისი თქმით, წარსულის მშენებლობა არა მარტო საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენაში გამოიხატება, არამედ იმაში, რომ ისინი მენტალურად ცდილობენ აღნიშნული ეპოქის დაბრუნებას. “ისინი წარსულს აშენებენ არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, ან საბჭოთა იმპერიის შექმნას ცდილობენ, ანდაც საბჭოთა კავშირის, თუ ევრაზიური კავშირის აღდგენის ლოზუნგები აქვთ, ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას. ჩვენ კი საქართველოს ვაშენებთ. ე.ი აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა, რომელშიც მოქმედმა პრემიერმა ვალდიმერ პუტინმა ხმათა 63.75%-ით გაიმარჯვა. იხილეთ epn.ge
-
</p> /get_img?ImageId=6612 Image 6612<p>მატარებელი, რომელიც ერევანი - თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, დიდი თოვლის გამო იძულებული გახდა, შუა გზიდან უკან დაბრუნებულიყო, მგზავრებმა კი ღამე ვაგონში, სადგურ “გიუმრიზე” გაატარეს. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “განცხადებით, თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევდა. თბილისი – ერევანის მგზავრები, რომლებმაც რკინიგზის სადგური "ერევანი" 4 მარტს, 22:35 წუთზე დატოვეს, სადგურ “გიუმრიზე” 5 მარტს, შუაღამის 2 საათზე მივიდნენ და ვაგონებშივე მოუხდათ ღამის გათევა. მგზავრები დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ვაგონები დამატებით თბებოდა. 5 მარტს, დილის ცხრის ნახევარზე, მატარებელი 45 მგზავრით რკინიგზის სადურში “ერევანი” უკან დაბრუნდა. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “ დირექციის განცხადებით, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააბრუნონ ბილეთები და მათ ღირებულება ანაზღაურდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ ისარგებლონ ადრე ნაყიდი ბილეთებით, მას შემდეგ, რაც მოძრაობა ერევანი - თბილისის მიმართულებით აღდგება. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “განცხადებით, თოვლის ნამქერისგან რკინიგზის გაწმენდა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გზების გახსნა 5 მარტის საღამოს მოხდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Почти все западные издания отнеслись к российским президентским выбором весьма скептически. Но всегда ли совпадает мнение акул пера с позицией их читателей? Мы перевели некоторые комментарии читателей англоязычной и французской прессы.
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60170.jpg ხაშურის პოლიციაში მოქალაქე სოსო ქიმერიძის დაღუპვის ფაქტს დღეს `ქართული ოცნების` ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და ქიმერიძეს სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დანაშაულებრივი სისტემის მსხვერპლი უწოდა. `ყველაზე ცოტა გამოძიების დამთავრებამდე საჭირო იყო ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა და კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რა არის ყოველივე ამის მიზეზი და რა თქმა უნდა, ეს არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი,`- განაცხადა ივანიშვილმა და მიმართა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომ უკანონობის ჩამდენი ყველა პირს მკაცრად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. View the full article
-
Путин победил. Разумеется. В этом нет ничего нового. Но на этот раз не все идет гладко. Есть и такие, кто поднимает шум, протестует, обвиняет, открыто заявляет о многочисленных фальсификациях и надувательствах на избирательных участках. Этот шум эхом отдается среди 50 миллионов пользователей Интернета.
-
Даже если допустить, что голосование прошло без единого нарушения, - нет доверия к процессу в целом. Политологи поясняют: проблема не в том, как оно проходило, а в том, каковы с самого начала были правила игры. Прохоров хоть и стал "новым лицом в засаленной колоде", все же не является "протестным кандидатом". Да и выборы не были честными, говорят в блогах. newsru
-
/get_img?ImageId=6611 უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წილკაურმა, გადაცემა "აქცენტების" წამყვანის კითხვას იოსებ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უპასუხა. "რას აკეთებს პარლამენტი იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებმა ეჭვი არ აღძრას ადამიანებში? გირგვლიანის საქმეის შემდეგ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები იქნება მთავარი დარტყმა სამართალდამცველი სტრუქტურების იმიჯისთვის,"- გადაცემის წამყვანის ამ კითხვას წიკლაურმა ასე უპასუხა: “საქართველოს პოლიციის მხარდაჭერა ქართველი მოსახლეობის მხრიდან არის 87%, ეს მხარდაჭერა ასეთი მაღალი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნოლოგიური გადაიარაღება მოხდა, რომ პოლიციელებს უფრო კარგი ტანსაცმელი აცვიათ, ან უფრო კარგი ხელფასები აქვთ, ან – უფრო კარგი შენობები. უპირველეს ყოვლისა, ქართულმა პოლიციამ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინა კანონიერების და კანონის დაცვის რწმენა და ეს მოქალაქეებმა ადეკვატურად აღიქვეს. ერთია– ჩვენი პოლიციის, ჩვენი პატრულის მოქალაქეებთან დამოკიდებულება, მეორე საკითხია ის, რომ შეუძლებელია ასეთი რწმენა გაჩნდეს მოქალაქეებში, თუკი პოლიცია შიგნით არ არის მტკიცე კანონის დაცვაში. თუ თავის თავსაც ორმაგად არ თხოვს კანონის დაცვას, როგორც ის ამას მოქალაქეებს სთხოვს. სხვა პრეცენდენტს მსოფლიო არ იცნობს, რომ ასეთი მაღალი იყოს პოლიციის მხარდაჭერა და შიგნით პოლიციაში არ იყოს ძალიან მტკიცე კანონის დაცვა. როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება და ბატონი ქიმერიძს შემთხვევა ასეთია, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ღრმა მწუხარება გამოვხატო ამ ადამიანის გარდაცვალების გამო. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა სიცოცხლის უფლება. ადამიანი შევიდა პოლიციაში და იქიდან გამოიყვანეს გარდაცვლილი. პოლიციის ვალდებულებაა, რომ იყოს სრული მასშტაბური და ყოვლისმომცველი გამოძიება. პროკურატურა იძიებს, მე რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველი არის, მე რამდენადაც ვიცი, მაქსიმალურად ჩართული, პარლამენტი. მე დღეს ვესაუბრე ლაშა თორდიას, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტს, სხვადასხვა წევრებს. ყველა არის მოწოდებული, რომ ეს საქმე მაქსიმალურად გაწმენდილი იყოს ყოველგვარი ბურუსისაგან. ხოლო როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ ვიღაცა აწამეს, შემდეგ გადმოაგდეს და მოამტვრიეს, ამაზე მეტი უღირსობა მე უბრალოდ არ წარმომიდგენია. სულ რამდენიმე წამში ინციდენტიდან მოვიდნენ ბატონი ქიმერიძის ნათესავები, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანი იქვე იყო. ამ ადამიანებმა ყველაფერი თავისი თვალით ნახეს. ამათ უნდათ, რომ დახატონ სურათი, რომ ქიმერიძის ნათესავებს, მის დედას, მეუღლეს, შვილებს არ ანაღვლებთ ქიმერიძის გარდაცვალების ამბავი და ეს ანაღვლებს ბიძნა ივანიშვილს და ცაგარეიშვილს. ეს დამოკიდებულებაა ყველაზე უფრო სულმდაბალი დამოკიდებულება. მე, როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ აუცილებელია სრული გამჭირვალეობა ამ საქმესთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო გასცემს ამაზე პასუხს." ამავე თემაზე: სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video] ომბუდსმენი ქიმერიძის გარდაცვალების ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს მერაბიშვილი: " პოლიციამ მოსახლეობა პოლიციის შენობაშიც უნდა დაიცვას" სრული ინფო(netgazeti.ge)