Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Никого не удивило, что государственное российское телевидение назвало выборы победой Владимира Путина. Однако сейчас, когда Россия готовится к третьему президентскому сроку Путина, обстановка в российских коридорах власти далека от спокойной. Сколько бы Путин ни утверждал, что он воплощает собой стабильность, «есть ощущение, что все это долго не продержится».
  2. Читатели польских и чешских газет, в отличие от журналистов, отнеслись к результатам российских выборов не столь критично: кто-то считает, что Путин - лучший лидер для России, кто-то сравнивает ситуацию в России с Польшей, а кто-то с Китаем... Предлагаем вашему вниманию подборку комментариев.
  3. "ქართუ ბანკი" დღეს ერთი და იგივე მიზეზით ორმა თანამშრომელმა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მათ საბანკო ანგარიშზე "ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია" დაირიცხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ, რაც არ გააკეთეს. თანხები მათ ანგარიშზე 8 თებერვალს ჩაირიცხა, მაგრამ ინფორმაცია ამის თაობაზე მხოლოდ დღეს გაასაჯაროვეს. აღნიშნული სქემის თაობაზე დღეს ორივე მათგანმა ნაციონალური მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუებში განაცხადა: „ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის გაცხადებული მქონდა. ამის გამო დისკომფორტი არ შემქმნია ბოლო დრომდე, ვიდრე ბანკი აქტიურად არ ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში ღიად. ამან დაღი დაასვა ჩემს საქმიანობას და თანდათანობით მიჭირდა მუშაობა. ჩემი წამოსვლის ერთ–ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ჩამერიცხა ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია, რომელიც უნდა გადარიცხულიყო შემდგომში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე, რასაც მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ. მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ბანკი,“ - განაცხადა რამაზ ქურდაძემ, რომელმაც „ქართუ ბანკში“ ბანკის დირექტორატის წევრისა და იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.</p> /get_img?ImageId=6618 რამაზ ქურდაძე /get_img?ImageId=6617 ზვიად ხუხუნაშვილი<p> „8 თებერვალს ჩემს ანგარიშზე ჩამერიცხა მსხვილი ფულადი თანხა. ბანკის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და განმიცხადა, რომ 37 ათასი ლარი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე უნდა ჩამერიცხა, მე ვიყავი აპოლიტიკური პიროვნება, ეს არ გავაკეთე და თანამდებობა დავტოვე,“ - ეს განცხადება ზვიად ხუხუნაშვილმა გააკეთა, რომელმაც „ქართუ ბანკის" ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. უფრო მეტი დეტალების გარკვევის მიზნით, „ნეტგაზეთმა“ რამაზ ქურდაძესთან და ზვიად ხუხუნაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათი მობილური ტელეფონები მთელი დღის მანძილზე გამორთული იყო. „ქართუ ბანკში“ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ რამაზ ქურდაძის ანგარიშზე 55 500 ლარი, ხოლო ზვიად ხუხუნაშვილის ანგარიშზე 37 ათასი ლარი ჩაირიცხა მიმდინარე წლის 8 თებერვალს, თუმცა ეს ინფორმაცია მათ დღეს, 5 მარტს გაასაჯაროვეს. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ნატა ხაინდრავას თქმით, ქურდაძემ და ხუხუნაშვილმა, ასევე, დღეს, 5 მარტს მიმართეს ბანკის ადმინისტრაციას თანამდებობების დატოვების თაობაზე. გასულ კვირის განმავლობაში ორივე მათგანი ბანკში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. რამაზ ქურდაძე "ქართუ ბანკში" დაარსების დღიდან მუშაობდა. როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ამ უკანასკნელის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს პროკურორად. ზვიად ხუხუნაშვილი "ქართუ ბანკში" 2004 წლიდან დღემდე მუშაობდა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მისი მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია. "ქართუ ბანკში" განმარტავენ, რომ ქურდაძისა და ხუხუნაშვილის ანგარიშზე თანხა ბონუსის სახით ჩაირიცხა, თუმცა უფრო კონკრეტული განმარტებების გაკეთებას ბანკის ადმინისტრაცია მოგვიანებით გეგმავს. "ქართუ ბანკის" ცნობით, ქურდაძეს ანგარიშიდან თანხა არ გამოუყენებია, ხოლო ხუხუნაშვილმა 37 ათასი ლარი ანგარიშიდან აიღო, ხოლო შემდეგ ისევ ბანკში დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს კონტროლის პალატამ "ქართული ოცნება", შპს ""ქართუ მშენებელი" და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, ჯამში, 600 ათასი ლარით დააჯარიმა. კონტროლის პალატაში მაშინ განაცხადეს, რომ მათ გაშიფრეს კანონსაწინააღმდეგო სქემა, რომლის მიხედვით, "ქართულ ოცნებაში" შპს "ქართუ მშენებლის" თანამშრომელმა საკუთარი პრემიის ნახევარი გადარიცხა. კერძოდ, კონტროლის პალატის ინფორმაციით, "ქართუ მშენებელთან" გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი 3 დღეში "ქართული ოცნების" ანგარიშზე შეიტანა. კონტროლის პალატის ეს გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკანონოდ მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ. 2 მარტს კი საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საქართველოს მოქალაქეები სპეციალური მიმართვით გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათი გამოყენება ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის მომხდარიყო. "ჩვენი ინფორმაციით, არის მოქალაქეების კორუფციული სქემებისათვის გამოყენების ცალკეული მცდელობები. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. Против Путина выступает всего 15-20% российского населения, а остальные его поддерживают. Кроме того на этих выборах у Путина не было сильных соперников. Михаил Прохоров – это его человек, ведь именно Путин уговорил его баллотироваться. А все остальные – Геннадий Зюганов или Сергей Миронов – совершенно ни на что не годятся. Это доказывает, что российская оппозиция слаба.
  5. დღეს ქობულეთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას კოალიციის ლიდერები დავით უსუფაშვილი, კახა შარტავა და… ლინკი მედიანიუსზე
  6. “რუსეთს უკვე მკაფიოდ აქვს დეკლარილებული პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი პრიორიტეტები, ეს იქცა მის გეოპოლიტიკურ `მუდმივად~ და თუნდაც საქართველოში… ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეს პოლიტიკურმა პარტია ,,თეთრების“ თავმჯდომარემ თეიმურაზ შაშიაშვილმა და მოძრაობის ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ხვალ იგი ჩხოროწყუს ესტუმრება. იგი მოსახლეობას შეხვდება, მის პრობლემებს… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60163.jpg `რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებულია არალეგიტიმური მთავრობის მიერ,`- აცხადებს რუსეთის ოპოზიცია და საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. გამოცხადებული შედეგი ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ოპოზიციონერებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. რუსეთში იცოდნენ, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით და გაყალბების ხარჯზე, ვლადიმერ პუტინი სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მოაგროვებდა, თუმცა 60-ც პროცენტს, ან მითუმეტეს, უფრო მეტს, არავინ ელოდა. ოპოზიციონერთა ძირითად ნაწილს მეორე ტურის დანიშვნის იმედი ჰქონდა. მოსკოვი ოკუპირებულ ქალაქს დაემსგავსა. სამხედროებითა და პოლიციელებით სავსე ავტობუსები არა მარტო იმ მოედნებზე დგანან, სადაც საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, არამედ კრელის კედლებთანაც. რუსეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 12 ათასზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთვევაში ისინი უმკაცრესი ქმედებებით იმუქრებიან. ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები დღეს ვლადიმერ პუტინის პრეს–მდივანმაც გააფრთხილა. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, პუშკინის მოედანზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებზე საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. პუტინის საწინააღმდეგო მიტინგზე სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციის აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას კრემლის გარეშემო აპირებენ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღესვე პროცესს მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიებმა პირველი შეფასებები დღეს მედიას გაუზიარეს. დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანიისა და უშუალოდ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ყველა შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდეს. საბოლოო დასკვას საერთაშორისო მისიები ორ თვეში დადებენ. View the full article
  10. </p> /get_img?ImageId=6616<p>დღეს, 5 მარტს, ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნისთვის ჩასულმა პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვა პირადი მესიჯის წაკითხვით დაიწყო. სააკაშვილის თქმით, SMS-ი მის მეგობარს ეკუთვნის, რომელმაც კუს ტბაზე ვარჯიშისას გაგონილი დიალოგი გაუზიარა მეგობარს: “ერთი ქალი უყვებოდა დანარჩენ ორს, ამას წინათ მიშა საავადმყოფოს ხსნიდაო და პაციენტი არ ყავდათო, ხომ გეცინებათ? ვიღაც “გალსტუკიანი” და “ტუფლებიანი” კაცი იპოვეს, ლოგინში ჩააწვინეს და საბანი გადააფარესო, ვერაფრის გახდა ვერ მოასწრესო. აი, თქვენ გეცინებათ და ეს ხალხი ამას სრულიად სერიოზულად ლაპარაკობს, მერე უკვირთ, რომ ვიძახი, ვაი, ამათ პატრონს-მეთქი, სინამდვილეში, ის, ვინც ამას იგონებს, ისევე როგორც იმას, რომ საავადმყოფოში აპარატურა აქეთ–იქით დააქვთ და როცა წავალ, ამ აპარატურას წაიღებენ, ალბათ, ლაგოდეხში ან ყაზბეგში”. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანებს ყველაზე მეტად თანასწორობის იდეა აღიზიანებთ. მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვაში საპარლამენტო გამოსვლასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის ნათქვამს, რომ უფრო გამდიდრდა, არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს: “რა თქმა უნდა, მე არაფერი ფული არ მომმატებია, გარდა იმ ხელფასისა, რომელსაც ვიღებ, მაგრამ მე ის ვთქვი, რასაც ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ, ჩემი პირადი არ არსებობს. ეს საავადმყოფო რომ გაიხსნა, ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი; გზები რომ შენდება, ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი; სკოლები რომ შენდება, ეს არის ჩემი და თქვენი შვილების; ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რაღაც შემოსავალი გამიჩნდა. რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს და რა ვილები უნდა აიშენო? რა შვეიცარულ ბანკში ანგარიშები უნდა გახსნა ისეთი, რომ ეს გაცვალო იმაზე, რომ შენ ახალ ქვეყანას აშენებ? რომ შენ თანამოქალაქეებს ასეთ პირობებს უქმნი, რომ ქრთამს აღარავინ იღებს, რომ მოქალაქეებს აღარავინ ამცირებს, რა ფულზე იცვლება ეს და რა მატერიალურ კეთილდღეობაზე?” სააკაშვილის განცხადებით, არც მინისტრებს გაუმჯობესებიათ მატერიალური კეთილდღეობა: “მაგრამ თუკი მათ გარშემო სოფლებში რაღაც კეთდება, თუკი იმ სოფლებიდან, საიდანც ისინი წარმოშობით არიან, ხალხი უკეთესად იცხოვრებს, ე.ი. ისინიც უფრო მდიდრები არიან. თუკი პრეზიდენტის ქვეყანა, ჩემი ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რა თქმა უნდა, მეც უფრო მდიდარი ვიქნები და ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციებში. ჩემი დეკლარაციები ბევრით არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც იყო 5–6 წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო. აი, ეს საავადმყოფოა ჩემი დეკლარაცია; აი, ეს ახალი სკოლებია ჩემი დეკლარაცია, ეს ახალი ქალაქები, ახალი მთა–თუშეთი, რომელსაც გავაკეთებთ და გავალამაზებთ, ახალი თელავი, ახალი ყვარელი, ლაზიკა, ახალი ბათუმი, თბილისი, ამით წარვსდგებით ჩვენ ჩვენი ხალხის, მსოფლიოს და ისტორიის წინაშე.“ პრეზიდენტმა რუსეთსა და საქრთველოს ხელისუფლების მენტალურ სხვაობაზეც ისაუბრა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მისი ინიციატივის უკუკავშირი შეაფასა: “იქ ყველაფერს წყვეტს, თანამდებობის პირს რამდენი აქვს ფული ჯიბეში, იქ, პირველ რიგში, ფულს აძლევენ თანამდებობის პირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხამდე ის არ მივიდეს. რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, დღევანდელი მათი კურსი, დღევანდელი მათი პოლიტიკით, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ არ აქვთ მომავალი, ისინი აშენებენ წარსულს”. პრეზიდენტის განცხადეით, რუსეთის მხრიდან წარსულის შენება საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენითაც გამოიხატება და რუსეთს საბჭოთა იმპერიის ან ევრაზიის აღდგენის ლოზუნგები აქვს. “ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მომავალს, ე.ი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს.” მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლება ტყუილშიც ამხილა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკა, რომ პრობლემა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ და არა ქართველ ხალხთან, ტყუილია და მეტი არაფერი: “შევთავაზეთ, ჩვენ გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს და გაძლევთ შანსს, არაფერი არ გაუკეთოთ საქართველოს ხელისუფლებას, გაუკეთეთ ქართველ ხალხს და გააუქმეთ სავიზო რეჟიმი მათთვის. ამის საპასუხოდ ეგრევე შეცვალეს თავისი პირველი ჩვენება, უფრო მეტიც, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებმა, გადაწყვიტეს, რომ მათი ხალხის საქართველოში ჩამოსვლაც არ აწყობთ და ჩემი წინადადების საპასუხოდ გამოაცხადეს, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა არის საშიში, რადგან საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო. თუ რამდენიმე ასეული რუსეთის უშიშროების აგენტი არ მოკალათდა რუსეთის საელჩოს შენობაში თბილისში და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, არ შეიძლება იმათი აქ გამოშვება. აი, ეს არის განსხვავება, ჩვენ არ გვეშინია, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სადმე გაშვება, არამედ არ გვეშინია იმ ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დამპყრობელია. ჩვენი პატარა ქვეყანა დარწმუნებულია თავის ძალებში, თავის მომავალში, განვითარებაში. ამიტომ მათ ელოდებათ არასტაბილურობა, ამის ფონზე ჩვენ განსაკუთრებით ჩქარა უნდა განვვითარდეთ, განსაკუთრებით ბევრი უნდა ავაშენოთ, ვიშრომოთ, ფართოდ უნდა გავშალოთ ფრთები და, რა თქმა უნდა, შორს არ არის ის დრო, როცა საქართველო გათავისუფლდება. იმიტომ, რომ ის, ვინც წარსულს აშენებს, მას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ის, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე ბაზებს აშენებს, იმას არ შეიძლება მომავალში ჰქონდეს იმედი, რომ ამ ტერიტორიას შეინარჩუნებს. რაც უფრო მალე ავაშენებთ მომავალს, მით უფრო მალე ექნება ამ მომავალში ადგილი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს.” დღესვე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა ახმეტაში დაახლოებით 50 წლის მანძილზე მომუშავე ექიმი, ქირურგი ანზორ ალხანაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. По официальным данным, акция собрала 14 тысяч человек, оппозиционеры традиционно говорят, что больше. Единства среди выступавших нет: Кто-то призывал вести пропаганду "Путин вор", другие - приходить еще, а Удальцов и Пономарев решили, что останутся на Пушкинской бессрочно. newsru
  12. ხვალ სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად ახალი ინიციატივის… ლინკი მედიანიუსზე
  13. არასამთავრობო ორგანზიაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ხვალ ქვეყანაში მიმდინარე ჰოსპიტალური რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სპეციალურ… ლინკი მედიანიუსზე
  14. დღეს რუსეთში, პუშკინის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები რეზოლუციას მიიღებენ, რომლითაც ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვენ. ,,ლენტა.რუ”… ლინკი მედიანიუსზე
  15. ახალციხის ისტორიული უბნის, რაბათის რეაბილიტაცია 2013 წელს უნდა დასრულდეს. რაბათი სარეაბილიტაციო არეალად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, 2011 წლის აგვისტოში გამოცხადდა. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს შვიდ ქუჩას, მათ შორისაა ციხისძირის ქუჩა. ციალა შავაძე ახალციხეში, ციხისძირის ქ. #6-ში ცხოვრობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა მის საცხოვრებელ სახლსაც უტარდება, ისევე როგორც სხვა სახლებს, რომლებიც ამ ქუჩაზეა განთავსებული: “ძალიან ძველი და შესაკეთებელი იყო ჩემი სახლი, მაგრამ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ გაგვეკეთებინა და ალბათ, ვერც ვინატრებდით, რომ ასეთი პროექტი იქნებოდა და შეგვეხებოდა. ძალიან მიხარია, რომ ალამაზებენ და აკეთებენ ჩემს სახლს”, - ამბობს ციალა შავაძე. ვალია ვარდანიძეს, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, გამოზამთრება აცტოფარეხში მოუხდა. აქლაც იქ უწევს ცხოვრება, რადგან მის საცხოვრებელ სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ზუსტად არ იცის, რა იერსახეს მიიღებს მისი სახლი რესტავრაციის შემდეგ: “თავიდან ამბობდნენ, გარედან შეკეთდება და შიგნით არაფერი შეიცვლებაო. ახლა მოვიდნენ და გვითხრეს, რომ "პერეგაროდკებს" გავაკეთებთო. ეტყობა, დაავალეს ან გამგეობამ, ან იმათ… სახლს დაადგეს მესამე სართული, ერთი ოთახი ზემოდან, აივანი, ალბათ, ღია იქნება, ჯერ არაა დამთავრებული და არ ვიცი.” რესტავრირებულ საცხოვრებელ სახლებს მოჩუქურთმებული ხის აივნები ექნება. თუმცა, კერძო სახლების გარდა, მთავარი სარეაბილიტაციო სამუშაოები რაბათის ციხის ტერიტორიაზე ხორციელდება. რაბათის ციხის ტერიტორია შვიდ ჰექტარს მოიცავს, სადაც ქართული, თურქული, რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება. ამჯერად მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების მიწისგან გასუფთავება. ციხეს პირვანდელი სახე უნდა დაუბრნდეს, ამიტომაც ბოლო წლებში აშენებული შენონები პირწმინდად დაანგრიეს. რაბათის ციხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ჰოსპიტალი, რომლის ტერიტორიაზე ახლა ამფითეატრი, მუზეუმი, რესტორნები, კაფეები, კარიბჭიდან ხელმარცხნივ კი, მარანი გაკეთდება. რაბათის ციხის ტერიტორიაზე შესასვლელის რესტავრაციაც უკვე დაწყებულია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქვედა ციხიდან მდინარე ფოცხოვთან დამაკავშირებელ გვირაბზეც. ციხეს გარშემო ორი მეტრი სისქის გალავანი შემოევლება და მასზე სასეირნო ბილიკები გაკეთდება. რემონტდება 1752 წელს აგებული მეჩეთიც, მინარეთიც და მედრესეც. ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ერთმანეთის გვერდით დგას წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია. ახალციხის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, სწორედ რაბათიდან იწყება. “რაბათის უბანში ვარ დაბადებული და ძალიან მიხარია და მომწონს ეს ახალი პროექტი. რეაბილიტაციის შემდეგ განახლებულ სახეს მიიღებს რაბათის უბანი, რომლითაც ტურისტებსაც მიიზიდავს და ჩვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ძალიან სასიამოვნო იქნება ეს”, - ამბობს ახალციხის მკვიდრი ჰაიკანუშ მეითარჯიანი. “რაბათი ჩვენი სიამაყეა,” - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი. რაბათის უბნის რესტავრაციისთვის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 817 000 ლარია გამოყოფილი, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი– 9 მილიონი ლარი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია ოპოზიციას მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის დაღუპვის პოლიტიზებისაგან… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Gilauri-300x199.jpgნიკა გილაური „facebook”-ის “Inbox”–ში შემოსულ კითხვებს ვიდეო ფორმატში უპასუხებს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის „facebook”-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. „მოგესალმებით, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე “Inbox”–ში შემოსულ კითხვებს პრემირ-მინისტი, ყოველი თვის 20 რიცხვში, ვიდეო ფორმატში გასცემს პასუხს.პრემიერი პირადად გაეცნობა თქვენს შეკითხვებს, მოსაზრებებსა და შენიშვნებს, გთხოვთ იაქტიუროთ და მოგვწეროთ“,– ნათქვამია პრემიერ–მინისტრის ვებ გვერდზე. იხილეთ epn.ge
  18. Президентские выборы в России были нечестными, их результаты были явно сфальсифицированы в пользу Владимира Путина, сообщают в понедельник международные наблюдатели.
  19. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალური ქსელის, `ტვიტერის` გვერდზე ჩვეული მანერით დაწერა: `ძვირფასო ვლად, გასაოცარია. შენ გაიმარჯვე. რუსეთის მოსახლეობაც ტირის`. მაკკეინის განცხადება მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლას მოჰყვა, რომლის დროსაც მოქმედმა პრემიერმა ცრემლები ვერ შეიკავა. View the full article
  20. Мы нужны России не меньше, чем нам самим нужны ее энергоресурсы. Уже сейчас Европа могла бы вырасти в собственных глазах и глазах окружающих, если бы продемонстрировала скептицизм по отношению к прошедшим выборам. Ее позиция стала бы лишь сильнее, если бы она вела себя требовательнее в торговле с российским партнером. Достоинство гораздо важнее нескольких баррелей нефти и кубометров газа…
  21. По мнению международных наблюдателей, президентские выборы в России не были честными. Условия для голосования были явно в пользу Путина, сообщила в своем заключении в понедельник утром Организация по безопасности и сотрудничеству в Европе.
  22. სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმებმა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ვლადიმერ პუტინისათვის უკიდურესად მაღალი ”გამოცხადება” უზრუნველყვეს. ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებმა ტრადიციებს არც ამჯერად უღალატეს და რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთო ჯამში, 91,82 % ხმების რაოდენობა გაუგზავნეს.კერძოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ”საელჩოს” მონაცემებით, იქ რუსეთის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 74 ათას 135 ადამიანმა, რომელთაგან 67 ათას 424 ადამიანმა, ანუ 90,94 %, ხმა მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. /get_img?ImageId=6615 საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ნიკა გილაური Facebook გვერდზე Inbox–ში დასმულ შეკითხვებს ყოველი თვის 20 რიცხვში უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება. დაგროვილ შეკითხვებზე პასუხს ნიკა გილაური ვიდეოფორმატში გასცემს. "პრემიერი პირადად გაეცნობა თქვენს შეკითხვებს, მოსაზრებებსა და შენიშვნებს, გთხოვთ, იაქტიუროთ და მოგვწეროთ", – ნათქვამია განცხადებაში. პრემიერ–მინისტრი ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გააქტიურდა, რამდენიმე დღის წინ ის ბლოგერებსაც შეხვდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili42243.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ არ ეშინია საკუთარი მოქალაქეების სხვაგან გაშვება, არამედ არ ეშინია იმ ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაც, რომელიც დღეს ქვეყნის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის დამპყრობელია. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ახმეტაში ახალი სამედიცინო ცენტრის გასხნისას გააკეთა. პრეზიდენტი მოსკოვში გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ რუსეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ მოწესრიგდება, საქართველოში ჩამოსვლა რუსი მოქალაქეებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. “მათ გამოაცხადეს, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა, თურმე, საშიშია, რადგან არ არის რუსეთის საელჩო. თურმე, თუ რუსეთის უშიშროების რამდენიმე ასეული აგენტი თბილისში, რუსეთის საელჩოს ჭერქვეშ არ მოკალათდა და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, მათი აქ გამოშვება არ შეიძლება. აბა რომ გამოუშვან, ხომ შეიძლება რამე ჩაიდინონ? – წავიდნენ ღვინო დალიონ და მოიწამლონ. მეორე დღეს ბორჯომის დალევა მოუნდეთ და ამან კიდევ უფრო მოწამლონ, ხომ შეიძლება საერთოდ ჩვენი კურორტების ჰაერი არ მოუხდეთ? მე მათ ადგილზე, საელჩოს კი არ გავხსნიდი, ონიშენკოსაც გამოვაყოლებდი თან, რომ თვალყური ედევნებინა ხაშლამას და მწვადის ჭამას არ გადაყოლოდნენ და შარში არ გაბმულიყვნენ. ისიც ხომ შეიძლება არაკორუმპირებული თავისუფალი ქვეყნის ვირუსით დაავადნენ და იგივე მოინდომონ მერე საკუთარ ქვეყანაში? ძალიან საშიშია. აი, ეს არის განსხვავება ჩვენს შორის”, – აღნიშნა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  25. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60174.jpg საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა კრემლის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის არასტაბილურობის ფონზე, საქართველო მაქსიმალურად უნდა განვითარდეს და განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება. `2008 წლამდე ორი ადგილი დაბომბა რუსეთმა საქართველოში - აფხაზეთი და ახმეტა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს და გეტყვით რა განსხვავებაა ჩვენს შორის - იქ ყველაფერს წყვეტს თანამდებობის პირს ფული რამდენი აქვს ჯიბეში; იქ პირველ რიგში ფულს აძლევენ თანამდებობის პირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ფული ხალხამდე არ მივიდეს. რაც არ უნდა მოხდეს მათ ქვეყანაში, დღევანდელი მათი კურსით და მათი პოლიტიკით, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ არა აქვთ მომავალი, იმიტომ, რომ ისინი აშენებენ წარსულს. არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, და საბჭოთა იმპერიის შექმნას ცდილობენ ან ევრაზიის კავშირის აღდგენის ლოზუნგები აქვთ - ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მომავალს, ესე იგი ჩვენ აუცილებლად მივღწევთ ყველაფერს,` განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში გაკეთებულ იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას ეხება. პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ, რუსეთში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეების გამოშვება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო. `თურმე თუ რამდენიმე ასეული რუსეთის უშიშროების აგენტი არ მოკალათდა თბილისში რუსეთის საელჩოს ჭერქვეშ და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, ისე არ შეიძლება მათი აქ გამოშვება. აბა, რომ გამოუშვან, ხომ შეიძლება ისინი წავიდნენ, ღვინო დალიონ და მოიწამლონ?! ხომ შეიძლება მეორე დღეს ,,ბორჯომის» დალევა მოუნდეთ და და ამან კიდევ მოწამლოს?! საერთოდ. მე მათ ადგილზე მარტო საელჩოს კი არ გავხსნიდი, ონიშენკო რომ ჰყავთ, იმასაც გამოვაყოლებდი თან, რომ თვალყური ადევნოს, რაღაც შარში არ გაებან,` განაცხადა პრეზიდენტმა. View the full article
×
×
  • შექმენი...