planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ოკუპირებულ რეგიონში ცხინვალის ახალი „პრეზიდენტის“ „არჩევნების“ მოახლოებასთან ერთად იზრდება კრიტიკა მარიონეტული რეჟიმის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის მისამართით, რომელიც ადრე მოსკოვმა მოავლინა ჩელიაბინსკიდან ადგილობრივი „პრემიერ–მინისტრის“ თანამდებობაზე. ამ ჯერზე ბროვცევის კრიტიკით ცხინვალის სახალხო პარტიის“ ლიდერი, ადგილობრივი „პარლამენტის“ კომიტეტის მეთაური კაზიმირ ფლიევი გამოვიდა.სტატიაში „რისთვის ვომობდით?“ იგი სვამს კითხვას: &bdquo... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images-1.jpg“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში არსებული ცვლილებები საერთაშორისო ფონდებზე არ ვრცელდება, მათ შუძლიათ თავისუფლად იმოქმერდონ“,-განაცხადა აკაკი მინაშვილმა. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო ფონდების მიერ დასმული გარკვეული საკითხები იყო, რაც ამოწურულია. „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი პარტიების ინსტიტუციონალური განვითარება და ხელშეწყობაა და არა მათთვის ხმების მოგროვება, შეუძლებელია მათი საქმიანობა შეიზღუდოს. დღეს იყო აზრთა გაცვლა- გამოცვლა, თუ რა შეიძლება კანონში იყოს დამატებული მეტი გარანტიებისთვის, რაზეც მუშაობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება“,-აღნიშნა მინაშვილმა. მისი თქმით, კანონით ისედაც მკაფიოა, რომ საერთაშორისო ფონდების საქმიანობა არ იზღუდება, მაგრამ რადგან არსებობს გარკვეული წუხილები, კანონში დამატება შევა, თუმცა ეს დამატება ახალი მუხლი იქნება, ქვეპუნქტი თუ უბრალოდ ერთი წინადადება, ამაზე მსჯელობა დაიწყო და საბოლოო ფორმულირებაც ჩამოყალიბდება. დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის დავალებით გაიმართა. იხილეთ epn.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/topuria-150x150.jpg„მე ვარ მომღერალი რომელიც ხალხისთვის მღერის და არა პოლიტიკისთვის“,-ეს განცხადება მომღერალმა ქეთა ტოფურიამ, 23 თებერვალს ლუჟნიკების სტადიონზე გამართულ კონცერტზე გამოსვლისას ატეხილი აჟიოტაჟის გამო გააკეთა. განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია უკმაყოფილოა ჟურნალისტების არასწორი და არაპროფესიონალი დამოკიდებულებით მისი ინტერვიუების მიმართ. “მესმის, რომ უნდათ, გააკეთონ სკანდალური სიუჟეტები, მყვირალა სათაურებით გაყიდონ ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამისათვის ჩემი ნათქვამის დამახინჯება, გადაკეთება, დაჭრა, კონტექსტიდან ამოღება და ისე მიწოდება მკითხველისთვის, არ შეიძლება. მირეკავენ და მისვამენ პროვოკაციულ კითხვებს. შემდეგ ისე დაჭრიან ჩემს ნათქვამს, რომ მე თვითონაც ვერ გამომაქვს შინაარსი, აღარაფერს ვამბობ მკითხველზე.ამის გამო მთელი ჩემი ინტერვიუს ტექსტის აზრი იკარგება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მე არ მაღელვებს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი ხალხის და თანამემამულეების ბედი, რაც სრული აბსურდია და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ადამიანად, დავეუფლე ჩემს პროფესიას, სადაც ცხოვრობენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩემი მეგობრები, კოლეგები, ნათესავები, სადაც ყოველთვის მომიხარია, ყოველ მეორე თვეს… უმორჩილესად გთხოვთ, მინდა ყველას მოგაწვდინოთ ჩემი ხმა და გულწრფელად გთხოვოთ, არ მინდა გავხდე ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი, ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საქმე და არც არასოდეს იქნება. მე ვარ მომღერალი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა პროფესიული წარმატების მისაღწევად, მსმენელის კეთილგანწყობის და სიყვარულის მოსაპოვებლად, მომღერალი, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა პოლიტიკისთვის”, – განაცხადა ქეთა თოფურიამ. თოფურიას თქმით, თქმით, 23 თებერვალს მისი ჯგუფი ლუჟნიკების სტადიონზე ადგილობრივ სადღესასწაულო კონცერტზე მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად, რაზეც უარს ვერ იტყოდა, გამომდინარე იქიდან, რომ საკონცერტოი გამოსვლების განრიგს პროდიუსერები წერენ. “ჩვენ არ ვართ არანაირ პოლიტიკურ თუ მითუმეტეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ქართველ ხალხს – მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს – თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო… გულწრფელად გეტყვით,Mუდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია…Aამიტომ არავინ თქვას, რომ ჩემს ადგილას ჩემოდნებს ჩაალაგებდა, შვიდ წლიან დაუღალავ შრომას, უძილობას დაივიწყებდა და დაუფიქრებლად იტყოდა უარს ყველაფერზე… ვერავინ დამაჯერებს ამას… რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, მას პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოლიტიკა და პოლიტიკური შეხედულებები კი სულ სხვა თემაა, რომელშიც მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი”, – ნათქვამია ქეთა თოფურიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. argumenti.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/topuriya.jpg„მე ვარ მომღერალი რომელიც ხალხისთვის მღერის და არა პოლიტიკისთვის“,-ეს განცხადება მომღერალმა ქეთა ტოფურიამ, 23 თებერვალს ლუჟნიკების სტადიონზე გამართულ კონცერტზე გამოსვლისას ატეხილი აჟიოტაჟის გამო გააკეთა. განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია უკმაყოფილოა ჟურნალისტების არასწორი და არაპროფესიონალი დამოკიდებულებით მისი ინტერვიუების მიმართ. “მესმის, რომ უნდათ, გააკეთონ სკანდალური სიუჟეტები, მყვირალა სათაურებით გაყიდონ ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამისათვის ჩემი ნათქვამის დამახინჯება, გადაკეთება, დაჭრა, კონტექსტიდან ამოღება და ისე მიწოდება მკითხველისთვის, არ შეიძლება. მირეკავენ და მისვამენ პროვოკაციულ კითხვებს. შემდეგ ისე დაჭრიან ჩემს ნათქვამს, რომ მე თვითონაც ვერ გამომაქვს შინაარსი, აღარაფერს ვამბობ მკითხველზე.ამის გამო მთელი ჩემი ინტერვიუს ტექსტის აზრი იკარგება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მე არ მაღელვებს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი ხალხის და თანამემამულეების ბედი, რაც სრული აბსურდია და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ადამიანად, დავეუფლე ჩემს პროფესიას, სადაც ცხოვრობენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩემი მეგობრები, კოლეგები, ნათესავები, სადაც ყოველთვის მომიხარია, ყოველ მეორე თვეს… უმორჩილესად გთხოვთ, მინდა ყველას მოგაწვდინოთ ჩემი ხმა და გულწრფელად გთხოვოთ, არ მინდა გავხდე ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი, ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საქმე და არც არასოდეს იქნება. მე ვარ მომღერალი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა პროფესიული წარმატების მისაღწევად, მსმენელის კეთილგანწყობის და სიყვარულის მოსაპოვებლად, მომღერალი, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა პოლიტიკისთვის”, – განაცხადა ქეთა თოფურიამ. თოფურიას თქმით, თქმით, 23 თებერვალს მისი ჯგუფი ლუჟნიკების სტადიონზე ადგილობრივ სადღესასწაულო კონცერტზე მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად, რაზეც უარს ვერ იტყოდა, გამომდინარე იქიდან, რომ საკონცერტოი გამოსვლების განრიგს პროდიუსერები წერენ. “ჩვენ არ ვართ არანაირ პოლიტიკურ თუ მითუმეტეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ქართველ ხალხს – მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს – თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო… გულწრფელად გეტყვით,Mუდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია…Aამიტომ არავინ თქვას, რომ ჩემს ადგილას ჩემოდნებს ჩაალაგებდა, შვიდ წლიან დაუღალავ შრომას, უძილობას დაივიწყებდა და დაუფიქრებლად იტყოდა უარს ყველაფერზე… ვერავინ დამაჯერებს ამას… რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, მას პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოლიტიკა და პოლიტიკური შეხედულებები კი სულ სხვა თემაა, რომელშიც მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი”, – ნათქვამია ქეთა თოფურიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
<img src = "img/multimedia/a8055.jpg" > „ჩვენ 82 500 რუბლში გადაგვაგდეს“ – აღშფოთებით ამცნო „გაზეტა.რუ“–ს კორესპონდენტს ჭარმაგმა მამაკაცმა, რომელმაც მას გადასცა სავიზიტო ბარათი წარწერით: „მსახიობების შერჩევის აგენტი სერგეი ვასილევიჩი“. droni.ge
-
შეიძლება საქართველოში ცოტამ თუ იცივ ჯოსეპ კონის შესახებ, მაგრამ უნდა იცოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოგითხროთ ამ ადამიანის შესახებ.ჯოსეფ კონი ხალხს აჩვენებს იმას, რომ ის ღრმად მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ის იტაცებს ბავშვებს აფრიკაში. მისი “მოღვაწეობა” კი უგანდაში დაიწყო. გატაცებულ ბიჭებს ასწავლიან იარაღის გამოყენებას და აკვლევინებენ საკუთარ მშობლებს, გოგონები კი პროსტიტუციის ... View ucnauri.com
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/FFA7959D-150x150.jpgლუის ნავაროს თქმით, 2011 წლის დეკემბერში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს NDI–ს საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია. ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს საქართველოში NDI-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ნავარომ აღნიშნა, რომ NDI-ზე რაიმე განსაკუთრებული პრივილეგია არ ვრცელდება და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე ერთნაირი რეგულაციები მოქმედებს. თუმცა ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იცის, რომ მათი ძირითადი შეშფოთების საგანი ის არის, რომ კანონში ზუსტად გაწერილი “კრიტერიუმები, პროცედურები და განრიგი” არ არსებობს იმისა, თუ რის მიხედვით ხდება მოქმედება. “პარლამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელოდება მოლაპარაკებების შედეგებს და იმას, აღმოიფხვრება თუ არა ხარვეზები. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. argumenti.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/201007134945-150x150.jpgმართალია, პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილმა სადაზღვევო კომპანიები `მსუბუქად გააკრიტიკა~, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქართველოში სადაზღვევო ბიზნესი ხელისუფლების ხელშეწყობით ყვავის. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია `ტკვარცალებს~, გავლენიანი სადაზღვევო კომპანიებს `ნაციონალთა~ ოჯახის წევრები `კრიშავენო~. `ანტინაციონალთა~ თქმითვე, `დაკრიშვის~ სცენარი, დაახლოებით, ასეთია: მთავრობა ამა თუ იმ სადაზღვევო პროგრამაზე ტენდერს აცხადებს, რომელშიც ის კომპანია იმარჯვებს, რომელსაც `ანგარიშგასაწევი მფარველი~ ჰყავს… დენტერი ყოველ წელს `საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევაზეც~ ტარდება. ამ პროგრამას, რომელიც 2008 წელს დაიწყო და 2013 წლამდე გასტანს, პედაგოგთა მდგომარეობა თითქოს უნდა შეემსუბუქებინა, მაგრამ… ქეთევან გარაშვილი, მასწავლებელი: `_ მოგეხსენებათ, ადამიანი ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. ამიტო, თავდაპირველად ამ პროგრამის იმედი მქონდა და ვფიქრობდი, რომ დაზღვევა სამედიცინო ხარჯებს, ასე თუ ისე, შემიმსუბუქებდა, თუმცა წვალებისა და აქეთ-იქით სირბილის მეტი ხელში არაფერი შემრჩა. _ კონკრეტულად, რა ,,წვალებაზე” საუბრობთ? _ რა და, ჩვენთან,,გადამისამართებები~ ისევ კარგად მუშაობს, ანუ პრობლემა რომ გაქვს, ერთი ინსტანციიდან მეორეში გაგზავნიან, მეორედეან _ მესამეში და ამ სირბილში იმდენი თანხა იხარჯება, რომ ამ ფულით პრობლემებს დაზღვევის გარეშეც მოვიგვარებდი. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების კლინიკებში ძალიან ცუდი პირობებია: ყოფილა შემთხვევა, რომ რიგში რამდენიმე საათს ვმდგარვარ, მაგრამ ექიმამდე მაინც ვერ მიმიღწევია. დაზღვევით ზოგი გამოკვლევა ფინანსდება, ზოგი _ არა, თუმცა როცა სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულებას გვიდებს, ამას არ გვეუბნება. მთავარი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ სადაზღვევო მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციის თანხას ანაზღაურებს და რა გამოდის: ვიდრე ადამიანი სიკვდილის პირას არ მივა, არავინ მიხედავს?! _ ქალბატონო ქეთევან, არ გიცდიათ, რომ დახმარებისთვის ვინმესთვის მიგემართათ? _ ვის უნდა მივმართო? ჩვენს დაზღვევას სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს სადაზღვევო კომპანიების მუშაობა და მათ სადაზღვევო პირობების სამართლიანად შესრულება მოსთხოვოს, მაგრამ ჩვენთვის შედგენილი სადაზღვევო პაკეტები ისეთია, როგორიც სადაზღვევო კომპანიებს აწყობთ.~ სადაზღვევო კომპანიების მიმართ პრეტენზიები უნივერსიტეტების თანამშრომლებსაც აქვთ, მით უმეტეს, რომ მათზე ე.წ. უფასო დაზღვევის პროგრამა არ ვრცელდება და სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიურად გარკვეულ თანხას უხდიან. ნინო თევდორაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: `_ ჩვენ, მასწავლებლებისგან განსხვავებით, დაზღვევა არ გვინაზღაურდება და მთლიანად უნივერსტეტის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი. _ `უნივერსიტეტის კეთილი ნება~ რას ნიშნავს? _ სადაზღვევო კომპანია გვიფორმებს კორპორატიულ დაზღვევას, აქედან 20%-ს სასწავლებელი ფარავს, დანარჩენს კი, ჩვენ ვიხდით. სადაზღვევო კომპანია ,,აი სი ჯგუფში~ 35-ლარიანი დაზღვევა მქონდა, აქედან 10 ლარს უნივერსტეტი მიხდიდა, დანარჩენს მე ვფარავდი, მაგრამ დაზღვევა ვერაფერში გამოვიყენე. _ რატომ? _ ოპერაცია დამჭირდა, რომლის ხარჯებიც, წესით, სადაზღვევო კომპანიას უნდა აენაზღაურებინა, მაგრამ რეალურად, ერთი თეთრიც არ გადაუხდია. კომპანიაში მითხრეს, ხელშეკრულებაში გიწერიათ, რომ ონკოლოგიური დაავადებები არ შედის ჩვენს დაზღვევაშიო. არადა, ხელშეკრულება გულდასმით წავიკითხე და ეს პუნქტი არ შემხვედრია. შემდეგ, მითხრეს, რაღაც პუნქტის ქვეპუნქტიაო, მაგრამ ხომ უნდა მაჩვენო ეს ქვეპუნქტი, არა?! ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მედიკამენტების 70%-ი ნაზღაურდებოდა, მაგრამ დანიშნულება რომ მივიტანე, აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ 2-ლარიან წამლების საფასურს ანაზღაურებდა, იმ წამლებს კი, რომლებიც ძვირია, _ არა. როცა ამაზე სადაზღვევო კომპანიას პასუხი მოვითხოვე, მითრხრეს, ხელშეკრულებაში ეს მუხლი ვარსკვლავითაა აღნიშნული და უნდა დაინტერესებულიყავითო. _ იყო თუ არა ვალდებული სადაზღვევო კომპანიის აგენტი, რომ თქვენთვის ყველაფერი ეს განემარტა? _ დიახ, სადაზღვევო აგენტი ვალდებულია, ყველაფერი აგიხსნას, მაგარამ მასაც თავისი ინტერესი აქვს. _ რა ინტერესი? _ ყველაფერი გარკვევით რომ ახსნას, შემოთავაზებულ პირობებს ბევრი არ მიიღებს. მისთვის უკეთესია, რომ ბევრი დააზღვიოს. _ ამ ფაქტებზე პასუხი არავის მოსთხოვეს? _ ვისთვის უნდა მომეთხოვა? _ ხელშეკრულება შედგენილი ისე იყო, რომ ბრალი დაუდევრობაში დამდეს. ჩვენს ქვეყანაში სამართალს იპოვი?! სადაზღვევო კომპანიები ძალიან ბევრს იტყუებიან და თუ სამედიცინო ტერმინოლოგია გათავისებული არ გაქვს, ყველაფერს სათავისოდ ირგებენ.~ `ქართული სიტყვა~ სადაზღვევო კომპანია `აი სი ჯგუფთან~ ცდილობდა დაკავშრებას, თუმცა კომპანიის ოპერატორმა პასუხისმგებელ პირთან, უბრალოდ, არ დაგვაკავშირა… ისწინებენ. ცაბო გუგუნაშვილი ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
-
argumenti.ge რატომ ესიზმრებათ ბავშვებს კოშმარები
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/innocent-baby-boy-sleeping-150x150.jpgრომელ ლოცვებს უკითხავენ კოშმარებით შეშინებულ მოზარდებს, რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს და რატომ არ უნდა შევაშინოთ პატარა `გუდიანი კაცით~ კოშმარული სიზმარი, რომელსაც ძილში სიარული, საუბარი, ბორგვა, კვნესა და წამოყვირება ახასიათებს, პარასომნიის, ანუ ბუნებრივი ძილის დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძილის ყველაზე ღრმა სტადიაში წარმოიშვება და ადამიანს მოსვენებას გაღვიძების შემდეგაც არ აძლევს. თერაპევტების კვლევით, მათ, ვისაც ღამის კოშმარები სტანჯავთ, თვითმკვლელობისკენ მდრეკილება ხუთჯერ მეტად აქვთ, ვიდრე _ მათ, ვისაც ღამე მშვიდად სძინავთ. სხვათა შორის, კოშმარებისგან დაზღვეულნი არც ბავშვები არიან. არადა, ბავშვი, როგორც ამბობენ, უცოდველია. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ ესიზმრებათ მოზარდებს კოშმარები? ,,ქართულ სიტყვა~ ფსიქოლოგ სოფო მახარაძეს ესაუბრა: _ ფროიდის ფსიქოანალიზის მიხედვით, ადამიანი მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არსებობს ტენდენცია და სურვილი, რომელსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის, თუმცა ეს სურვილი განსხეულების საშუალებას მაინც პოულობს. საამისოდ კი, საუკეთესო საშუალება ძილია, ე.ი., დრო, როცა ცნობიერი შესუსტებულია. ყველა ადამიანის სიზმარს ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს, ანუ სიზმრის შინაარსი ყოველთვის სუბიექტის განწყობათა თავისუფალი გამოვლენის პროდუქტია. რაც შეეხება კოშმარს, ასეთი სიზმრის ფროიდისეული ანალიზი გვარწმუნებს, რომ ცნობიერში არაცნობიერიდან რაღაც შინაარსი იჭრება, რომლის შეცვლასაც სიზმრის დინამიკა ვერ ახერხებს და ამიტომ, დასახმარებლად სიფხიზლის ცნობიერებას მიმართავს. _ ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ესიზმრებათ ბავშვებს კოშმარები? _ ბავშვებში ძილის პროცესის დარღვევის მრავალი ფაქტორია არსებობს. თანამედროვე ფსიქოლოგია უფრო პრაგმატულია და ასკვნის, რომ ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკობრივი განვითარების სპეციფიკა, მოთხოვნილებათა იერარქია და სხვა მრავალი ფაქტორი. მოზარდებში, მით უმეტეს, ჩვილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკში, ანგარიშგასაწევია ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემა. აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ კომფორტსა და დისკომფორტზე _ საწოლზე, ჩვილის საფენზე და ა.შ. მოკლედ, ფიზიკურმა დისკომფორტმა ბავშვს შესაძლოა, ძილი დაურღვიოს და ამას მოჰყვეს წამოყვირება, ტირილი, ბორგვა, ან კვნესა. ასევე, მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი, გადანაყრება, მოყირჭება (ერთი და იგივე საკვების ხშირი მიღება) და სხვა. _ აისახება თუ არა დღის ემოციები ბავშვთა სიზმრებზე? _ ძილზე დღის განცდის გავლენა საყურადღებოა, რადგან ჩვენი ფსიქიკა მუშაობას ძილის პროცესშიც აგრძელებს და დღის შთაბეჭდილებები ძილის მდგომარეობაზე, ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ბავშვებშია. მაგალითად, ბავშვი გაბრაზებული დედის სახეს აღიქვამს, როგორც გაბრაზებას. მოზარდი კი, როგორც _ მოსიყვარულე დედის გაბრაზებას, ანუ ცნობილი ფსიქოლოგის, ერიკ ერიკსონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარია ის კი არაა, ბავშვს რას ვაჭმევთ და ვასმევთ, მთავარია, ამას როგორ ვაკეთებთ. _ იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბავშვებს კოშმარები ესიზმრებათ, შესაძლოა, ნახატი ფილმები, კომპიუტერული თამაშები, ან დაშინება იყოს? _ რა თქმა უნდა. განცდები, განსაკუთრებით, უარყოფითი, ძილის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საერთოდ, აგრესიული ქმედებების ვირტუალური თუ რეალური მანიფესტაცია ბავშვში, ირაციონალურ დონეზე, იწვევენ შიშს, რომელიც შესაძლოა, სიზმარზე აისახოს. ასევე, უნდა აღვნიშნო ბუნებრივი მოვლენების _ ჭეაქა-ქუხილი, ქარი, წვიმა _ გავლენა ბავშვის ემოციაზე. სიზმარში გარკვეულ ასახვას ჰპოვებს სიკვდილის, სიბნელის, მშობლების დაკარგვის, ნიღბიანი სახეებისა და სხვა რამის შიშიც. _ ბავშვის ძილის პროცესის დარღვევაზე გავლენას ოჯახური მდგომარეობაც ახდენს? _ ბავშვებში ორი ძირითადი მოთხოვნილება არსებობს. პირველი, ანუ დაკმაყოფილების მოთხოვნილება დაკავშირებულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების _ შიმშილი, წყურვილი, ძილი, სითბო _ დაკმაყოფილებასთან. მეორე კი, ანუ უსაფრთხოების _ სიყვარულთან, რომელიც გამოიხატება სითბოში, ალერსში, ტაქტილური შეხებაში, შექებასა და აღიარებაში. ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა გავლენას ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ახდენს, ემოციური მდგომარეობა კი, თავის მხრივ, შესაძლოა სიზმრებში აისახოს. _ რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც კოშმარები სტანჯავთ? _ პირველ რიგში, ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობა _ საჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა იყოს გამოკვლეული, რომ ე.წ. ჭიების არსებობა გამოირიცხოს. ძილის დროს ბავშვის შფოთვის მიზეზი, როგორც აღვნიშნე, შესაძლოა, საკვების ხარისხი, გვიან ჭამა, ან გადანაყრება გახდეს. თუ პრობლემები ამ მხრივ არაა, მაშინ მშობელი უნდა დაფიქრდეს, უკმაყოფილდება თუ არა ბავშვს ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები _ სწორად ახერხებს თუ არა მშობელი დასჯისა და წახალისების კომპონენტის გამოყენებას, ხომ არაა სასჯელი გადამეტებული. საერთოდ, ვიდრე მშობელი გარკვეული სასჯელის გამოყენებას გადაწყვეტს, სასურველია, ბავშვს რაც შეიძლება თბილად გაესაუბროს და აგრძნობინოს, რომ უყვარს და მის გვერდითაა. ასეთ დროს ბავშვი მშობლის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება და მოტივირებული ხდება, რომ თავისი ქცევა უკეთესობისკენ შეცვალოს. გარდა ამისა, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ რა სახის კომპიუტერული თამაშობებით ერთობა, ან რა ხასიათის ნახატ ფილმებს უყურებს ბავშვი. მართლმადიდებლური ეკლესია სიზმარს ეშმაკისეულად მიიჩნევს. _ ისინი, ვისაც კოშმარები ესიზმრებათ, არიან თუ არა ეშმაკიეულები? _ ამ შეკითხვით `ქართულმა სიტყვამ~ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ვახტანგ (კვიჟინაძე) მიმართა: _ წმინდა წერილი ზმანებას, მჩხიბაობასა და მკითხაობას უარყოფს. შესაბამისად, მართლმადიდებლური ეკლესია სიზმარს არ აღიქვამს ღვთის მფარველობად, ან გამოცხადებად. შეიძლება, იყოს გამოცხადება, მაგრამ ეს რჩეულების ხვედრია. სიზმარი მას სტანჯავს, ვინც ღვთისმოშიშობით არ ცხოვრობს _ არ კითხულობს ლოცვებს და არ ზრუნავს საკუთარ სულზე. ნათქვამია, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ანუ ადამიანი ძილშიც ისეთია, როგორიც _ რეალურ ცხოვრებაში. გონება ხომ არ იძინებს და ვინც აფორიაქებული ცხოვრებით ცხოვრობს, კეთილ სიზმარს როგორ ნახავს?! როცა ადამიანი ცნობიერი ცხოვრებითაა დატვირთული, სიზმარს არ ხედავს. შეიძლება, რაღაც ეზმანოს, მაგრამ გაღვიძების შემდეგ, აღარ ემახსოვრება იმიტომ, რომ გონებას ამისთვის არ სცალია. ვისაც ღვთისკენ არ აქვს ლტოლვა და არ შეუძლია შემეცნებითად იცხოვროს, სიზმრისგან შეპყრობილი საგონებელში ვარდება და ეშინია. ამიტომ, მათ ვურჩევ: დილა-საღამოს ლოცვები წაიკითხონ და მშვიდად ძილი ეღირსებათ! _ მამაო, თქვენი აზრით, პატარებს კოშმარები რატომ ესიზმრებათ? _ მოდით, ამასა მაინცდამაინც ინტერნეტს, ან ტელევიზორს ნუ დავაბრალებთ. ეს შეიძლება, დედის მხრიდან დაშინებამაც გამოიწვიოს. უფროსები ბავშვს ისე უნდა ელაპარაკებოდნენ, როგორც _ დიდს და არ უნდა აგრძნობინებდნენ, რომ ის ვიღაცაზეა დამოკიდებული. მშობელი შვილს ისე უნდა ექცეოდეს, როგორც _ პიროვნებას, უნერგავდეს უფლის სიყვარულს, უკითხავდეს ლოცვებს, თორემ მშობელი, რომელიც შვილს დამონებას დაუწყებს, ჯერ თვითონაა გასაზარდელი! _ კოშმარების, ასე ვთქვათ, საფუძველი შეიძლება, მოუნათლაობა იყოს? _ მაცხოვრის მფარველობა აბსოლუტურად ყველა ადამიანზე გადმოდის _ მოუნათლავზე და მონათლულზეც, რადგან ღვთის მადლის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს. ასე რომ, ნუ ვიტყვით, მოუნათლავები ეშმაკის ხელში არიანო. რაც შეეხება კოშმარებს, ამის მიზეზი შესაძლოა, მირონის არქონა იყოს. ეკლესიაში კოშმარებისგან შეშინებული ბავშვები ხშირად მოჰყავთ და მათ წმინდა მამების _ ვასილ დიდისა და იოანე ოქროპირის ლოცვებს ვუკითხავთ… 3 წლის ქეთის, როგორც დედამისი, ქალბატონი ნინო ამბობს, `ღამის შიშები~ ერთი წლის წინ დაეწყო. `შუაღამისას ყვირილს იწყებდა დამ თელ ოჯახს გვაღვიძებდა. დასახმარებლად არავისთვის მიმიმართავს, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ასაკობრივი იყო და გადაუვლიდა. მერე, დავასკვენი, ე.წ. გუდიანი კაცის ეშინოდა _ ბაღში, თურმე, მასწავლებელი ეუბნებოდა, თუკი საჭმელს არ შეჭამ, `გუდინი~ მოვა და წაგიყვანსო. საერთოდ, ქეთის ჭამა არ უყვარს და დაშინების ამ ხერხს მეც ვიყენებდი. ახლა კი ვცდილობ, მშვიდ გარემოში აღვზარდო _ საღამოობით ლოცვებს ვუკითხავ და პროგრესიც ჩანს,~ _ ამბობს 3 წლის ქეთის დედა. ქალბატონი მზია, 6 წლის ზურას დედა: `_ ზურას ძალიან უყვარს კომპიუტერული თამაშები, განსაკუთრებით, _ `თოფიან ჯარისკაცებზე~. ვცდილობდი, გამეკონტოლებინა, რომ კომპიუტერთან დიდი დრო არ გაეტარებინა, მაგრამ სიჯიუტით თავისი მაინც გაჰქონდა და ღამის კოშმარებიც მას შემდეგ დაეწყო, რაც ეს თამაშები ისწავლა. ერთხელ, ძილში აყვირდა, არ მომკლათო, თან კანკალებდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ კომპიუტერი სახლიდან მოგვეშორებინა… მეორე დღეს ზურა ეკლესიაში წავიყვანე, მოძღვარმა ლოცვები წაუკითხა და მესამი კვირაა, მშვიდად სძინავს.~ თათია ტაბეშაძე ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge -
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/bagaturia-300x203-150x150.jpg`ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან!~ _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადამდგარმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელის მხარდასაჭერადაც იპოდრომზე აურაცხელი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ… `ქაჯები~, ანუ `ნაციონალები~ არ წავიდნენ… `მიშა, მოვდივარ!~ _ დაემუქრა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლევან გაჩეჩილაძე მიხელ სააკაშვილს, მაგრამ… ეს მუქარაც ამაო აღმოჩნდა… მერე?.. მერე, იყო ე.წ. აპრილის პროტესტი და საკნები რუსთაველზე, მაგრამ… ამანაც `ჩაილურის წყალი~ დალია… და სწორედ მაშინ, როცა არავინ ელოდა და სწორედ მან, ვისგანაც ვერავინ წარმოიდგენდა, პრეზიდენტი გააქცია. ყოველ შემთხვევაში, `ქართული დასის~ ლიდერის გამოსვლისას, სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა!.. ასე იქცა ჯონდი ბაღათურია თანამედროვე მითოსის გმირად. `ყურადღება, პარლამენტო, სწორდი! რის ლავროვი, რის _ რაისი კონდი? არც კრემლი და არც _ სოროსის ფონდი, საქართველოს გადაარჩენს ჯონდი!~ _ წერენ სოციალურ ქსელებში… ჯონდი ბაღათურიასთან პოლიტიკური რანდევუც, ცხადია, ამ მითოსით დავიწყე… _ ჯონდი, თანამედროვე მითოსის გმირი ხარ. ასე, მაგალითად, სოციალურ ქსელებში შენზე ლექსებს წერენ და ამტკიცებენ, საქართველოს გადაარჩენს ჯონდიო… _ მესმის, რომ ემოციური ფონია, მაგრამ საქართველოს ღმერთი გადაარჩენს!.. _ კი ბატონო, მაგრამ შენდამი ხალხის გაზრდილ ყურადღებას ხომ გრძნობ? _ რა თქმა უნდა, თუმცა ხალხისგან შეშფოთებასაც ვგრძნობ, რაც დამაფიქრებელია. _ ანუ, მოსახლეობას ეშინია, რომ რამე არ დაგემართოს? _ დიახ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი სრულიად განადგურებულია, ანუ ხალხს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და შეუძლია, პოლიტიკური ოპონენტი ფიზიკურად გაანადგუროს. _ გამორიცხავ, რომ პროვოკაცია შენ, ან შენს ვაჟს მოუწყონ? _ გამორიცხვა არაფრის შეიძლება, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, ვფრთხილობ, თუმცა მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტია, თან უმოქმედობის ფუფუნება არ გვაქვს. _ მუქარას თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტმა პატივი და ღირსება შეგილახა, ანუ მარტივად რომ ვთქვა, შეურაცხყოფა მოგაყენა. არ აპირებ, უჩივლო? _ ჯერ ერთი, სააკაშვილმა შეურაცხყოფა საკუთარ თავსა და აღზრდას მიაყენა. მეორეც, პასუხი, მართალია, კორექტული, მაგრამ ჩემგანაც მიიღო და ამ თავლსაზრსით, როგორც იტყვიან, ბარი ბარში ვართ. ბოლოს და ბოლოს, დარბაზიდან გაიქცა!.. ვანო, სიმართლე გითხრა, ამის გამო რევანშის განცდა არ მაქვს… _ რევანშის არა, მაგრამ სიამაყის განცდა აუცილებლად გექნება, რადგან ის, რაც თავის დროზე, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ ვერ გააკეთეს, ჯონდი ბაღათურიამ ერთი ფურცლის აქნევით გააკეთე… სხვათა შორის, შენგან ამას არავინ ელოდა… _ მოდი, ასე ვთქვათ: ადამიანი გეგმავს, უფალი კი, განაგებს. თავის დროზე ლევანმა და სხვებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს და რეჟიმი შეარყიეს. ამიტომ, არ შემიძლია, რომ ჩემი კოლეგების მუშაობა არ დავაფასო, თუმცა არ მინდა, ყალბი ვიყო და გულწრფელად გეტყვი, რომ სააკაშვილის გაქცევით კმაყოფილი დავრჩი… _ სააკაშვილი სკამიდან რომ წამოდგა და მიხვდი, დარბაზს ტოვებდა, რა იგრძენი? _ თავიდან ძალიან გავბრაზდი, მაგრამ სკამიდან რომ ადგა, მაშინვე ჩემში პოლიტიკოსი დაბრუნდა და წამოვიძახე, პრეზდენტი გაიქცა-მეთქი. _ ამის შემდეგ დიპლომატებს შეხვდი? ხმა დადის, ამერიკის ელჩმა ჯონდისგან ის დოკუმენტები მოითხოვა, რომელიც პარლამენტში ააფრიალაო… _ ამას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, თუმცა პარასკევს, 9 მარტს დიპკორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას ვგეგმავ და მათ გავაცნობ გეგმას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ოჯახის შავ ბიზნეს-საქმიანობას შეისწავლის. ამასთან, დიპლომატებს იმ დოკუმენტებსაც გადავცემ, რომლებსაც ტრიბუნიდან ვაფრიალებდი და საკუთარი თვალით წაიკითხავენ… _ რას? _ იმას, რომ პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მისი და მისი ოჯახის წევრთა ოჯახის საკუთრებაში გადადის. ამასთან, ჩვენ გვაქვს ორი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს მისმა ოჯახმა `ქართუსგან~ საჩუქრად 456 ათასი, 2010 წელს კი, 644 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ეს თანხები დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს, რაც კორუფციაა. _ ჯონდი, ჯერ ერთი, შენი იდეა იყო, რომ სააკაშვილისთვის მისივე ქონებრივი დეკლარაცია აგეფრიალებინა და, მეორეც, პრეზიდენტი პარლამენტში შარშანაც იყო და კომპრომატები მაშინ რატომ არ გამოამზეურე? _ სააკაშვილის დეკლარაციის ნახვა `ქართუს~, ასე ვთქვათ, ეპიზოდის გამო გადავწყვიტე… მოკლედ, იდეა ჩემი იყო, თუმცა დოკუმენტებზე პარტიის აპარატი და ექსპერტები მუშაობდნენ. _ წარმოდგენილი გქონდა, პრეზიდენტს როგორი რეაქცია ექნებოდა? _ კი, სავარაუდო რეაქცია წარმოდგენილი მქონდა, ანუ ველოდი, რომ დარბაზში ყვირილი და ფეხების ბაკუნი ატყდებოდა, მაგრამ გაქცევას, უზრდელობის ასეთ ხარისხსა და მუქრას არ ველოდი. _ მართალია, უმრავლესობის წევრებმა შენი `დასამარება~ სცადეს და `ეთნოგრაფიული იშვიათობაც~ გიწოდეს, მაგრამ ერთ მათგანსაც კი არ უთქვამს, ჯონდი იტყუებაო. სამაგიეროდ, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მტკიცება დაიწყეს, ეს ვანო მერაბიშვილის სახლი არაა და ცაგარეიშვილი ცრუობსო… _ იცი, რა არის? უმრავლესობა, პრინციპში, პარალიზებული და შოკირებული იყო. როგორც კი პრეზიდენტი გაიქცა, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა და უმრავლესობა დაიბნა, რადგან არ იცოდა, პრეზიდენტი საერთოდ გაიქცა თუ დაბრუნდებოდა. წარმოდგენილი დოკუმენტი იმდენად დამაჯერებელია, რომ ამაზე კამათი უაზროდ ჩათვალეს და, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, რომ მიშას გული მოეგოთ… სხვათა შორის, ამ დოკუმენტებზე კონფიდენციალურად ვმუშაობდი, რომ ინფორმაცია არ გასულიყო, თუმცა ვინც პოლიტიკის ანბანი იცის, უნდა მიმხვდარიყო, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლამდე, მთელი სამი კვირის განმავლობაში, აქციებს ხან `სოკართან~ ვმართავდით, ხან _ სად და ხან _ სად, ანუ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლისთვის ფონს ვამზადებდი… _ მოკლედ, ასეა თუ ისე, პოლიტიკური შოუ შედგა! _ კი, შედგა! _ ისე, მეხსიერება თუ არ მღალატობს, შენსა და სააკაშვილს შორის ეს პირველი შოუა არ იყო… _ ალბათ, გინდოდა გეთქვა, დაპირისპირებაო… _ კარგი, ასე იყოს… ჯერ კიდევ მაშინ, როცა `მოქკავშირის~ სახე იყო, სააკაშვილს `ეროვნულ-დემოკრატებთან~ ინციდენტი მოუვიდა. მაშინ შენ `ედპ~-ს სახე იყავი და ითქვა, ყველაფერ ამის `ატამანი~ ჯონდი იყოო… _ სიცრუეა! მაშინ ცდილობდნენ, რომ რაღაც იაფფასიანი პიარი აეგორებინათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ სიცრუე იყო და გაჩერდნენ, თუმცა ჩემსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. საერთოდ, მთელი ცხოვრება `კოლექტიურ მიშას~, ანუ ადამიანთა ისეთ კატეგორიას ვებრძვი, რომელსაც უნდა, რომ სხვა დაჩაგროს. ადრე ამას მექანიკურად ვაკეთებდი, პოლიტკაში კი, _ გაცნობიერებულად. _ ჯონდი ბაღათურია, როგორც პოლიტიკოსი, შენი აზრით, გაიზარდა? _ ამაზე ლაპარაკი მეუხერხულება, თუმცა ვგრძნობ, რომ ხალხის მხარდაჭერა გაიზარდა. _ დღევანდელი მონაცემებით, `ქართული დასი~ არჩევნებში დამოუკიდებლად რომ გავიდეს, საარჩევნო ბარიერის გადალახვას შეძლებს? _ `ქართული დასი~ არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი პარტიაა. განსაკუთრებით კარგი, ასე ვთქვათ, განფენილობა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში გვაქვს. _ ალბათ, ხვდები, საუბარი საითკენაც მიმყავს… _ რეიტინგებისკენ? _ არა… ივანიშვილის კოალიციიდან შემოთავაზება გექნება, ანუ როგორც `ნაციონალები~ იტყოდნენ, შუშის სასახლეში კასტინგი კარგად გაიარე? ისე, მე რომ ჯონდი ვიყო და კოალიციაში გაწევრიანებაზე შემოთავაზება მიმეღო, უარს ვიტყოდი. ამით ჩემი რეიტინგი უფრო გაიზრდებოდა და… _ ვანო, იცი რაშია საქმე? როცა ქვეყანა უფსკრულის პირასაა, პირად რეიტინგსა და პიარზე ზრუნვა, ვფიქრობ, გამართლებული არაა. საერთოდ, რეიტინგი მარტის ამინდივით იცვლება. ამიტომ, მთავარი სიმართლე და გულწრფელობაა. ასეთ დროს უფლის შემწეობაც გექნება… ჩემი და `ქართული დასის~ მტკიცე და პრაგმატული პოზიციაა, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. `ქართული დასი~ ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, ანუ საარჩევნოდ დიდი `ოპოზიციური ბულდოზერი~ ჩამოყალიბდეს, რომელიც `ნაცმოძრაობას~ მიაწვება და პოლიტიკურ ასპარეზსს მისგან გაწმენდს! ის, რაც პარლამენტში მოხდა, მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას კი არა, ყველას გამარჯვება იყო _ მიშა ჯონდის კი არა, საქართველოს გაექცა! …ახლა, მნიშვნელოვან თემაზე გადავალ _ წავა თუ არა მიშა? ეს უსუსურების შეკითხვაა… _ ისე, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ შენი `მხილების~ მერე თქვა, არ წავალო… _ თუ არ გააგდე, არ წავა! მიშა ახალგაზრდაა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, ბიუჯეტი საარჩევნო ყულაბად აქვს `მოგდებული~ და კარგად ორგანიზებული ძალოვანი სტრუქტურა ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას არ დათმობს და საამისოდ `ოპოზიციური ბულდოზერია~ საჭირო! _ `ბულდოზერი~ გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ `ბულდოზერმა~ ოდიოზური ნაბიჯები არ უნდა გადადგას!.. რაც შეეხება შენგან ხსენებულ ანტიკორუფციულ საპარლამენტო კომისიას, მხოლოდ პრეზიდენტის საქმიანობას შეისწავლის თუ მთელი მმართველი ელიტის? _ კომისია მიშას და მისი გარემოცვის საქმიანობას შეიწსავლის. _ `გარემოცავში~ კონკრეტულად ვინ იგულისხმება? _ ვიდრე ხელში დოკუმენტები არ მეჭირება, ვერ ვილაპარაკებ, _ ეს ჩემი პრინციპია. ამჟამად მაქვს ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებულ კორუფციაზე. _ ე.წ. სახელმძღვანელოების ბიზნესს გულისხმობ? _ არა მხოლოდ… ინფორმაციები სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ზაზა გოროზიაზეც გვაქვს… განათლების სისტემაში არსებულ კორუფციული სქემის ერთ მაგალითს გეტყვით: ამ სფეროს მესვეურები კერძო სკოლებს ქმნიან, მერე, ოპტიმიზაციის მოტივით, ამ კერძო სკოლების ახლო-მახლო მდებარე საჯარო სკოლებს აუქმებენ და ბავშვები იძულებულნი ხდებიან, სწავლა კერძო სკოლებში გააგრძელონ. სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, საქართველოში 3174 საჯარო სკოლა იყო და აქედან ათასზე მეტი, ანუ ყოველი მესამე სკოლა დახურეს და ეს, პრაქტიკულად, განათლების სისტემის კოლაფსია. 112 ათასი ბავშვი სკოლის გარეთაა დარჩენილი, რადგან ან სწავლის გადასახადს ვერ იხიდის, ან რელიეფის გამო, შორ მანძილზე ვერ დადის. ვანო, ხვდები, როგორი ბინძური საქმეა? ამ სქემაში სახელები და გვარები გვაქვს, მაგალითად, გოროზიას ძმა, მისი სიმამრი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ… _ გასაგებია, რომ ამ დოკუმენტებს დიპკორპუსს გადასცემ, მაგრამ რატომ გგონია, რომ ელჩები დაგიჯერებენ? _ აშშ-სთვის კორუფცია სამარცხვინოა! ჩემი გამოსვლა მიშასთვის მომაკვდინებელი დარტყმა სწორედ ამიტომ იყო, ანუ კაბინეტურ შეხვედრებზე ამერიკელებს უხსნის, ზოგჯერ დემოკრატიული ღირებულებების გვერდზე გაწვევა გვიწევს, რადგან მეზობელი რუსეთია, მაგრამ იმაზე, რომ გამდიდრდა, არგუმენტები არ არსებობს. აშშ-ში ჩასული თავს იწონებს ხოლმე, კორუფცია გავანადგურეთო და ამ დროს პარლამენტის ტრიბუნიდან, დიპკორპუსის თანდასწრებით ვთქვი, რომ სააკაშვილმა და მისმა კლანმა კორუფციის პრივატიზება მოახდინა. _ ხმა დადის, ჯონ ბასმა თქვა, ხელისუფლების თარჯიმანი არ მჭირდება, ყველაფერს, რაც პარლამენტში ხდება, ჩემი თარჯიმანი მითარგმნისო… _ არ ვიცი… _ ამ, ასე ვთქვათ, ინციდენტის შემდეგ უმრავლესობის წევრებს შეხვდი? _ კი, სხდომათა დარბაზში და შეცვლილები არიან. ზოგიერთს მოსალმებისას შიშიც შევატყვე, ანუ არ უნდათ, გაუგონ, რომ მომესალმა… _ ისე, ტალახის აბაზანა ოდესმე მიგიღია? _ სხვათა შორის, არა… პრეზიდენტი ისე სამარცხვინოთ მოიქცა, რომ ისიც კი, ვისაც ტალახის აბაზანები მართლა სჭირდება, მათ მიღებაზე ცოტა ხანს, ალბათ, უარს იტყვის! სხვათა შორის, მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რუსეთში ემისრებს აგზავნის და ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ანუ არსებობს ეჭვი, რომ რუსებს რამე ანტისახელმწიფოებრივს სთავაზობს, თუმცა ეს, ვიმეორებ, მხოლოდ ეჭვია… ესაუბრა ვანო პავლიაშვილი გაზეთი `ქართული სიტყვა~ ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
-
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ფედერალური ოლქის ფსიქოლოგებმა სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირებისათვის კომპიუტერიზებული კომპლექსები მიიღეს. ახლა ოკუპირებული რეგიონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება სამხედრო ფსიქოლოგის ავტომატიზირებული სამუშაო ადგილის დახმარებით წარმოებს, რომელიც პერსონალურ კომპიუტერს წარმოადგენს ინფორმაციის დაცვის გაძლიერებული ხარისხითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.როგორც სამხრეთის სამხედრო ფედერალური ოლქის პრეს&nda... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ფედერალური ოლქის ფსიქოლოგებმა სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირებისათვის კომპიუტერიზებული კომპლექსები მიიღეს. ახლა ოკუპირებული რეგიონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება სამხედრო ფსიქოლოგის ავტომატიზირებული სამუშაო ადგილის დახმარებით წარმოებს, რომელიც პერსონალურ კომპიუტერს წარმოადგენს ინფორმაციის დაცვის გაძლიერებული ხარისხითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.როგორც სამხრეთის სამხედრო ფედერალური ოლქის პრეს&nda... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/1453340_20120307131036.gif-150x150.jpgდასავლური მედიის ყურადღება მხოლოდ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული და ეს გასაკვირიც არაა, რადგან რუსეთის სათავეში პუტინის მესამედ მოსვლა მსოფლიო წესრიგის სერიოზულად შეარყევს. `კრემლის ბელადმა პუტინმა გვირგვინი დაიდგა და საკუთარ თავს კიდევ 6 წელი აჩუქა რუსეთის ტახტზე, _ წერს `უოლსტრიტ ჟურნალი~, _ ანტიპუტინური მიტინგები ერთადერთი დადებითი ცნობებია რუსეთიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დენოკრატიამ ძალიან, ძალიან შორს გადაიწია რუსეთში.~ `ფანეშელ თაიმსი~: `პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადა მისთვის უკანასკნელი იქნება, პუტინის გამარჯვება მისი დამარცხების დასაწყისია~. გამოცემის აზრით, დასავლეთმა რუსეთის ოპოზიციის ლიბერალურ ნაწილთან უნდა აწარმოოს დიალოგი, რათა რუსეთში თავი აარიდოს დემოკრატიის უხეშ განვითარებას. დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საშინაო პოლიტიკაში, რათა პუტინის ეპოქა ქაოსით არ დამთვრდეს და დემოკრატიაზე გადასვლა ხავერდოვნად მოხდეს. რაც უნდა იყოს, რუსეთის მომავალი ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული და ე.წ. ორშაბათის მიტინგებზე გამოჩნდება, თუ როგორი იქნება რუსეთის მომავალი. იწყება ხანგრძლივი ბრძოლა კრემლის მანქანასა და ახალგაზრდობას შორის, რომელსაც შეუძლია, თავისი აზრის გამოხატვა და ინტერნეტით ამომრჩევლებთან ურთიერთობა. რუსეთის ეკონომიკის აღსადგენად, პუტინს მოუწევს მოდერნიზაციის განხორციელება, რომელიც არ გამოუვიდა დიმიტრი მედვედევს. რუსეთის რეფორმაცია გულისხმობს გახსნილობასა და ცივი ომისდროინდელი წარმოდგენების უარყოფას, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ პუტინმა შეძლოს.~ გამოცემა `თაიმსი~: `არჩვნებზე პუტინი თავის მეუღლესთან, ლუდმილასთან ერთად მოვიდა და გააქარწყლა მოარული ინფორმაცია, რომ მეუღლესთან გაშორებულია. ბოლო დროს, მათ ერთად აღარ ხედავდნენ. როგორც ჩანს, ქალბატონ ლუდმილას რუსეთის პირველი ლედის სტატუსში ვიხილავთ. პუტინის გამარჯვების მიუხედავა, `ედინაია როსიას~ პოპულარობა დაეცა და პუტინი იძულებული გახდება, ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და ახალი კონსენსუსი შეიმუშავოს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. პუტინის მოწინააღმდეგეებმა იციან: რაც მეტად იწონებს პუტინი თავს ძლევამოსილებით, მით უფრო დიდია აფეთქების რისკი, რაც რუსეთში არავის სურს.~ ხუთი მითი პუტინზე `ვაშინგტონ პოსტის~ მიხედვით მითი პირველი: `არჩევნებში გამარჯვება პუტინს რუსეთის სამუდამო პრეზიდენტად აქცევს!~ სინამდვილეში, პუტინის `ნეოცარიზმი~ უკვე ირყევა _ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა კორუფციით, პრობლემებით და ყვირის: `დოსტალი!~ ამ მომენტისათვის პუტინი, როგორც პოლიტიკოსი, იმისთვის იბრძვის, რომ გადარჩეს. მითი მეორე: `პუტინი ნავთობისა და გაზის კოლოსალურ რესურსს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს~. ყველაფერი კი, პირიქითაა _ რუსეთის ეკონომიკა ნავთობისა და გაზის მძევალია, რადგან რუბლის მაღალი კურსის გამო, რუსეთის მრეწველობა, იმპორტულთან შედარებით, ძალიან ძვირია. მითი მესამე: `პუტინს უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა!~ სინამდვილეში, პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ მეზობელი ქვეყნების ლიდერები სუვერენიტეტზე უარს არ იტყვიან. რუსეთის შედარებით მდიდარ მოქალაქეებს კი, არ სურთ, ხელისუფლებამ სუბსიდიები გასცეს მეზობელ ქვეყნებზე და ემიგრანტებით აივსოს რუსეთის დედაქალაქი. მითი მეოთხე: `პუტინის თამამი გამარჯვება ბოლო დარტყმა იქნება დემოკრატიულად განწყობილი ოპოზიციისათვის~. ლევადა-ცენტრის მონაცემებით, ამომრჩეველთა 35%-I პუტინის გამარჯვებას ლეგიტიმურად არ თვლის. ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონფრონტაცია გრძელდება. მითი მეხუთე: `აპუტინის ანტიამერიკული განწყობა ნიშნავს, რომ აშშ-ის მცდელობა, გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, წარუმატებელი იქნება~. პუტინთან საერთო ენის გამონახვა იოლი არ იქნება, მაგრამ პუტინი პრაქტიკული ადამიანია და მისი მოქმედები პრაგმატულია, თუ ეს რუსეთის ინტერესებს ეხება. პუტინი აცნობიერებს, რომ ძალიან ბევრ სფეროში აშშ-ისა და რუსეთი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.~ `დასავლეთმა ბანდიტი პუტინი ხმამაღლა უნდა გაასამრთლოს!~ გარი კასპაროვი წერს: `პუტინის გამარჯვებამ აჩვენა, თუ რამდენად მძლავრობს კორუპცია რუსეთში, რომელმაც პუტინის 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ფესვები ღრმად გაიდგა. რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა, რომელიც შეურაცხმყოფელია ღირსების მქონე ადამიანისთვის. პუტინის რეჟიმში კიდევ უფრო გააქტიურდება რეპრესიული მანქანა, ეკონომიკური კოლაფსი და ქაოსი დღითიდღე გაიზრდება. პუტინი გლობალური საშიოშროებაა მსოფლიოსთვის, პრეზიდენტის პოსტზე მას სრული კონტროლი ექნება ნავთობზე, გაზსა და ბირთვულ არსენალზე. პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი საშიში ელემენტი ისაა, რომ იგი მაქსიმალურად ძაბავს და ამწვავებს ირანისა და ისრაელის ურთიერთობას.~ კასპაროვი თვლის, რომ დასავლეთის ლიდერებმა ხმა უნდა აიმაღლონ, რათა პუტინმა და მათ, ვინც მის ბინძურ საქმეებს აკეთებენ, იცოდნენ, რომ იმ მხეცობისთვის, რომელიც ჩაიდინეს, პასუხს მოსთხოვენ! P.შ. რუსეთში 4 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკელი სენატორი ჯორ მაკკეინიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ `ტვიტერში~ დაწერა: `ძვირფასო ვლად, გასაკვირია! _ შენ მოიგე. რუსი ხალხიც ტირის!~ შეგახსენებთ: მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის მომხრეთა მიტინგზე, რომელიც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის გამარჯვებას აღნიშნავდნენ, კამერებმა პუტინის ცრემლები დააფიქსირეს. ამასთან, როგორც `სი-ენ-ენ~-ი იუწყება, მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს `თაღლითობა~ უწოდა. `რუსეთის არჩევნები თაღლითობა აღმოჩნდა. `არაბული გაზაფხული~ რუსეთში უკვე დადგა და ის გაგრძელდება. იგივე მოხდება ჩინეთშიც. ჩვენ ახალ თანამედროვე მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც 21-ე საუკუნეა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მუდმივად არ მოითმენს კორუმპირებულ ხელისუფლებას,~ _ ამბობს მაკკეინი. მარიკა კახაძე `ქართული სიტყვა~ ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
-
Движение присоединится к митингу на Новом Арбате 10 марта и предлагает вариант его организации. Акунин не ждет большого наплыва людей: сейчас будет "естественное оцепенение", а потом гражданская активность пойдет по другому пути. Лига обещает новую стратегию: покажет пример всей России на примере Москвы. newsru
-
Проведенный в Латвии соцопрос показал, что большая часть жителей страны не связывает возвращение Владимира Путина в Кремль с изменениями в отношениях между двумя странами, передает канал TV3. Тем временем министр обороны Латвии отметил, что Рига заинтересована в стабильной, процветающей, но не агрессивной России.<br /><br />
-
ცხინვალში სამხრეთოსეთური "ეროვნული ბანკის" საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება გადაწყვიტეს. გადაწყვეტილება "სათანადო ორგანოებისათვის" ამგვარი დავალების მიცემაზე ცხინვალის "პრეზიდენტის" მოვალების შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა მიიღო "ეროვნული ბანკის" დამკვირვებელთა საბჭოს წევრებთან, ადგილობრივი "პარლამენტის" დეპუტატებთან, აგრეთვე საკონტროლო–საანგარიშო პალატისა და შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად.როგორც სააგენტო "Рес"–ი იუწყება, ბროვცევთან თათბირზე ეროვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
«Меня зовут Эрик Дугу. Вы только что выступили на фестивале фильмов о правах человека. При этом в деле Banque Cantonale de Genève вы нарушили 9 из 30 статей Европейской конвенции о защите прав человека…» Кальми-Рей морщится: «Я? Я ничего не нарушала!» «Да неужели?» Продолжая смотреть ей в глаза, мужчина хватает правой рукой кусок торта и силой швыряет его в лицо бывшему президенту Конфедерации.<br /><br />