Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Компания Apple выпустила iOS-версию фотопрограммы iPhoto, а также обновила уже доступные на мобильных устройствах приложения iMovie, GarageBand, Keynote, Pages и Numbers. Программы из пакета iLife будут стоить 4,99 доллара, а из пакета iWork - 9,99 доллара за каждую. lenta.ru
  2. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/5376horo.gifვერძი - დღეს მოგიწევთ საკუთარ ვალდებულებაზე ზრუნვა და შემდეგ დასვენებაზე. შინაგანი ემოციური განწყობის გავლენით მოიმატებთ საზრუნავს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღის განმავლობაში, თავისუფალი დრო არ გექნებათ. სრულად ორიგინალი
  3. <img src = "img/multimedia/a8016.jpg" > ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ღრუბელი სრულიად მოულოდნელად, ნათელ, მზიან დღეს წარმოიქმნა და ყველა თვითმხილველი შოკში ჩააგდო... droni.ge
  4. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/9163keit.jpgყველაზე ცნობილი პრენცესას ორსულობის შესახებ გავრცელებული ხმები სიცრუე აღმოჩნდა. ქეით მიდლტონს, სამწუხაროდ, ბავშვების გაჩენა არ შეუძლია. მიუხედავად ამ ტრაგიკული ახალი ამბისა, მეუღლეები მაინც აპირებენ მშობლები გახდნენ, ბავშვს ისინი იშვილებენ. სრულად ორიგინალი
  5. Владимир Путин, после избирательной кампании, которая была просто пронизана антизападными сентенциями, выиграл президентские выборы, которые, по словам наблюдателей и новой оппозиции, были сфальсифицированы. Как должен отвечать Запад?
  6. დღეს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში პენსიის რეფორმის განხილვა მოხდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებისთვის დაგეგმილია, როგორც ფულადი სახის პენსიის, ასევე არაფულადი სახის, ჯანმრთელობის დაზღვევის გაცემა, ანუ შემოდის “საპენსიო პაკეტის” ცნება. გარდა ამისა, 67 წელს ზემოთ ექნება 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი, სადაც 15 ლარი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის სახით გაცემული, ხოლო 125 ლარი ფულადი სახით. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, მაგდა ანიკაშვილი და ჯონდი ბაღათურია გენდერულ დისკრიმინაციად აფასებენ იმას, რომ გაზრდილი პენსიის მისაღებად ქალბატონებს 7 წლით მოუწევთ ლოდინი, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ - ორი. გიგი წერეთელი არ დაეთანხმა ბაღათურიას გამოსვლას და აღნიშნა, რომ ქალბატონებს შეუძლიათ პენსიაზე როგორც 60 წლიდან, ისე 65 წლიდან გავიდნენ, მამაკაცებს კი მხოლოდ 65 წლიდან აქვთ ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ 65 წლიდან გავა ქალბატონიც პენსიაზე, მასაც 2 წლის განმავლობაში მოუწევს ლოდინი გაზრდილი პენსიის მისაღებად. ჯონდი ბაღათურია განხილვის განმავლობაში ცდილობდა უმრავლესობის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს. “ქართული დასის” გამოთვლით ეს 170 ლარია, თუმცა უმრავლესობის განცხადებით, პენსიის გაზრდა იმ ბიუჯეტის გათვალისწინებით მოხდა, რაც ქვეყანას აქვს. ბაღათურიას მოთხოვნას წარმოადგენდა ისიც, რომ ცვლილებები არა სექტემბრიდან, არამედ აპრილიდან განხორციელდეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ბაღათურიას შეთავაზა ინიციატივები კომიტეტს წინადადების სახით მიაწოდოს. გარდა ამისა, პენსიის დანიშვნის საფუძვლებიდან ამოღებულია შშმ პირების სტატუსის მინიჭება და მარჩენალის დაკარგვა, ხოლო მის ნაცვლად შემოღებული იქნება სოციალური პაკეტი. “საიას” წარმომადგენლის თათული თოდუას განცხადებით, სოციალური პაკეტის გაცემის წესები, მოცულობა მთავრობის დადგენილებებით დარეგულირდება: “ამ ადამიანთა ბედი გამოდის პარლამენტის კონტროლიდან და უფლება გადაეცემა მთავრობას, ვფიქრობთ, ეს არასწორია, რადგან მთავრობის მიერ გადაწყვეტილების პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა, ვიდრე პარლამენტში მიმდინარე პროცესები. მთავრობის ბრძანებები, დადგენილებები წინასწარ არ ქვეყნდება, სხდომები, როგორც წესი, დახურულია და მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაწყვეტილების პროცესზე გავლენა მოახდინონ, ვფიქრობთ ეს ფუნქცია პარლამენტის კომპეტენციაში უნდა დარჩეს,” – აღნიშნა თოდუამ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. <img src = "img/multimedia/a8015.jpg" > ნონა გაფრინდაშვილი: „ფეისბუქზე“, ბიძინა ივანიშვილის გვერდზე რა ვიდეოც დაიდო, მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ქმედება. იმ ვიდეოში არ ჩანს ჩვენი პასუხები მაგ თემაზე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამოიღონ ის ვიდეო, რაც საიტზე დადეს, ან დადონ სრული ვიდეო შეხვედრის. droni.ge
  8. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/2050sarishvili.jpgყოფილი პარლამენტარი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სამჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. ამჟამად სამ შვილს მარტო ზრდის. ბავშვები მისი ბიოლოგიური შვილები არ არიან. სრულად ორიგინალი
  9. В Сирии по результатам референдума поддержали прежнее направление развития государства, россияне снова избрали Путина, в Египте после выборов от демократии не осталось и следа, а Ливии остается только мечтать и прежнем процветании и покое. Черт, где эти европейские СМИ совершили ошибку?
  10. По случаю 8 марта и недавно прошедшего юбилея Валентины Терешковой представляем вашему вниманию польскую песню "Валентина-твист": "Валентина, Валентина, с ней хорошо знакома звездная страна. Были цветы для Гагарина, а теперь – твист для Вали".
  11. Владимир Путин сделал Михаила Ходорковского своим личным врагом, обвинив его в заказных убийствах. В таких условиях прозвучавшее 5 марта 2012 года, то есть на следующей день после избрания Владимира Путина на третий президентский срок, обращение Кремля к прокуратуре с требованием проверить «обоснованность» приговоров по делам 32 заключенных стало полнейшей неожиданностью.
  12. Значительная часть среднего класса вдруг перестала быть аполитичной и начала выступать против фальсификаций на парламентских выборах. «Когда мне в сентябре сказали, за кого я буду голосовать в марте, я действительно разозлился», - говорил мне один знакомый, который долгие годы гордился своей аполитичностью. Как оказалось, в Москве таких, как он, как минимум сотни тысяч.
  13. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/5715Charlotte%20Casiraghi.jpgტანსაცმლისა და აქსესუარის მწარმოებელმა, მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა Gucci-მ თავისი ახალი სარეკლამო კამპანიის სახე ევროპის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური წარმომადგენელი გახადა. სრულად ორიგინალი
  14. Хакерская группировка Anonymous 7 марта вывела из строя официальный сайт Ватикана. В соответствующем обращении к представителям ватиканского духовенства хакеры отметили, что атака является "ответом на абсурдные концепции, которые ваша организация, существующая ради получения прибыли, распространяет по миру". lenta.ru
  15. “ეს ფიქტიური განხილვა იყო. მეორე მხარე არც გამოცხადდა, არ წარმოადგინა საქმის მასალები, შესაბამისად, მათ მხოლოდ ჩვენი სამდურავი და მტკიცებულებები მოისმინეს,” – განაცხადა “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კონტროლის პალატაში "ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ. დღეს, 7 მარტს, კონტროლის პალატაში გაიმართა ღია სხდომა, რომლეიც საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას შეეხო. მასში მონაწილეობდნენ კონტროლის პალატის მხრიდან საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები: სხდომის თავჯდომარე შოთა თარხნიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, დევი ვეფხვაძე, სხდომის მდივანი – ივანე პეტრიაშვილი და კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნატო ზაალიშვილი. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე სხდომაზე დაუდგენელი მიზეზების გამო არ გამოცხადდა. ხოლო მეორე მხარე წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ და “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილმა განმარტა მათი საჩივრის ძირითადი არსი: “დღეს იგეგმება კონტროლის პალატის ქმედებების კანონიერების განხილვა. მან უკანონოდ სცნო “ქართული ოცნება” მონიტორინგის სუბიექტად, დაარღვია გამოხატვის თავისუფლება და “ქართულ ოცნებას” სჯიან მხოლოდ იმის გამო, რომ მის წევრებსა და ლიდერს აქვთ პოლიტიკური მიზნები ან ამოცანები. ისინი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილისა და იურიდიული პირის “ქართული ოცნების” მიზნებს”, – განმარტა ქუცნაშვილმა. კონტროლის პალატაში “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დაწყების დროდ, როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ქუცნაშვილმა განუმარტა, 17:00 საათი იყო მინიშნებული. თუმცა შეხვედრა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა ასეთი განცხადებაც კი გააკეთეს: “მე და სანდრო ბარამიძე, როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, აქ გამოვცხადდით დანიშნულების დროს და უკვე 20 წუთზე მეტია ველოდებით ღია სხდომის ჩატარებას. მხარემ რომ არ გამოიყენოს ეს საბაბი იმად, რომ ვითომ ჩვენ არ გამოვცხადდით და, შესაბამისად, არ შევდივართ სხდომათა დარბაზში. ვაკეთებ ამ განცხადებას იმისათვის, რომ დაადასტუროთ ჩემი გამოცხადება კონტროლის პალატაში,” – აღნიშნა ქუცნაშვილმა. მოგვიანებით ღია სხდომის დაწყება შეაფერხა იმ ფაქტმაც, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ აპარატურის, ვიდეოკამერებისა და აუდიოჩამწერების სხდომის დარბაზში შეტანის უფლება, ანუ შეიზღუდა ის უფლება, რაც ღია სხდომის ჩატარების შემთხვევაში ჟურნალისტს აქვს. “კონტროლის პალატამ დაარღვია კანონის მოთხოვნები. ჩვენ დაბეჯითებით მოვთხოვეთ, რომელი კანონით ხელმძღვანელობდა, როდესაც ჟურნალისტებს ჩამოართვეს კამერები და ჩამწერები, მათ ვერ მიუთითეს მსგავს კანონზე და ამან ფაქტიურად თავიდანვე წარმოშვა მათი ქმედებების მიკერძოების თაობაზე ეჭვი იმიტომ, რომ, თუ ობიექტურად იხილავ დავას, შენ პირიქით დაინტერესებული უნდა იყო იმაში, რომ ჩაიწეროს ეს სხდომა,” – განაცხადა ქუცნაშვილმა. ადვოკატებმა დააყენეს მოთხოვნა, რომ თუ ისინი (კონტროლის პალატა) ჟურნალისტებს არ უშვებდნენ ამ სხდომის ჩასაწერად, თავად მათ ჩაეწერათ აუდიოჩანაწერით დღევნდელი შეხვედრა. მათ ამაზე უარი განცხადეს და აღნიშნეს, რომ კალმით სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩაწერა იმისათვის, რომ შემდგომ სხდომის ოქმში ყველაფერი აისახულიყო. ჟურნალისტებს ტელეფონებიც დაატოვებინეს. შესაბამისად, ღია სხდომაზე ჟურნალისტები მხოლოდ საწერი კალმებით დაუშვეს, რომელი კანონის მიხედვით, ეს სხდომაზე არ განუმარტავთ კონტროლის პალატის წარმომადგენლებს. შესაბამისად, სხდომის დასაწყისში ქუცნაშვილმა განმხილველი პალატის მიმართ აცილება მოითხოვა, რაც შემდეგი ფაქტებით გაამყარა: სხდომის თავმჯდომარემ წევრებთან ერთად მიიღო ზეპირი და უკანონო გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მოხდა დანიშნული ღია სხდომის ნაწილობრივი დახურვა. რაც გამოიხატა მისი მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში. ეს ხელის შეშლა შემდეგში მდგომარეობს: ღია სხდომაზე პალატამ შექმნა დაბრკოლებები ჟურნალისტებისთვის, კერძოდ, ისინი სხდომაზე დაუშვეს ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე. რითიც ხელი შეუშალეს მათ პროფესიულ საქმიანობას. დარღვევა ასევე მოხდა მორიგ უკანონო ზეპირ მითითებაში, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ჩამოართვეს პირადი ტელეფონები. წარმომადგენლების მოთხოვნაზე, განემარტათ რომელი კანონის მიხედვით განხორცილედა ეს ქმედება, მან ბრძანა, რომ ეს არის ჩემი ზეპირი გადაწყვეტილება. აღნიშნულ ბრალდებებს არ დაეთანხმნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები და ეს აცილება არ დააკმაყოფილეს. სხდომაზე პროტესტი კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის გამოუცხადებლობამაც გამოიწვია. “ქალბატონი მოგელაძე ამ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომაში არ მონაწილეობდა, ის არ გამოცხადდა, არც რაიმე წერილობითი განცხადება წარმოუდგენია და არ მომისმენია მისი არგამოცხადების მიზეზი, რაც დაუშვებელია,” – აღნიშნა ბარამიძემ. სხდომაზე განიხილებოდა “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივარი და ის კონტროლის პალატის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების გაპროტესტებას შეეხო. “ქართულ ოცნებას”, როგორც საზოგადოებრივ მოძრაობას, აქვს უფლება, ჰქონდეს სიმპათიები, აქედან გამომდინარე, ეს არ შეიძლება გახდეს მისი მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების საბაბი," – განმარტა ადვოკატმა ბარამიძემ. რაც შეეხება კონკრეტულ საჩივარს, ღია სხდომაზე ქუცნაშვილმა შემდეგ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: “როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 7 ოქტომბერს, რომ მას აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მაშინ “ქართული ოცნება” ბუნებაშიც არ არსებობდა. ის შეიქმნა მოგვიანებით, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილის განცხადებების გაიგივება იურიდიულ პირ “ქართულ ოცნებასთან”. “ქართულ ოცნებას”, როგორც იურიდიულ პირს, აქვს უფლება, რომ ჰქონდეს პოლიტიკური მრწამსი და მათ შორის გამოხატვის მხარდაჭერა რომელიმე ჯგუფის მიმართ. ამას ამბობს როგორც ქართული კანონმდებლობა, ამასვე ამბობს გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დარგში, რომ ყველა პირს, როგორც ფიზიკურს, ასევე იურიდიულს, გამოხატვისა და მრწამსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, დაუჭიროს ამა თუ იმ პირსა თუ გაერთიანებას მხარი. აქედან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” იმის გამო სჯიან, რომ მას აქვს სიმპათიები ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. კონტროლის პალატამ არ გამოსცა აქტი და ისე სცნო “ქართული ოცნება” მონიტორინგის სუბიექტად. მას რომ გამოეცა აქტი, ეს აქტი რაღაც კანონზე უნდა დაყრდნობილიყო. ჩვენ ვითხოვდით ამ აქტს და ვერ მივიღეთ ეს აქტი. დღევანდელ სხდომაზეც ვითხოვეთ და არ მოგვცა ეს ამ განმხილველმა პალატამ. კონტროლის პალატამ მოჩვენებითად და თვალთმაქცურად მიიჩნია ის გარიგება, რომელი გარიგებაც დაიდო “ელიტა ბურჯსა” და “ქართულ ოცნებას” შორის. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჯერ ეს ერთი, ერთდროულად არ შეიძლება იყოს გარიგება მოჩვენებითი და თვალთმაქცურიც და მეორე მხრივ, საკუთარი ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნა არ ნიშნავს შემოწირულობას. იმიტომ, რომ შემოწირულობა ეს არის სხვა პირის მიერ სხვა თანხის მიცემა და არა საკუთარი თანხის უკან დაბრუნება. ნებისმიერი გარიგება კი ბათილად შეიძლება სცნოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლომ. შეგახსენებთ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძის კომენტარს ამ ფაქტის შესახებ: ”ქართულმა ოცნებამ” ორი მილიონი ლარი თითქოსდა ავეჯის დასამზადებლად გადაურიცხა შპს ”ელიტა ბურჯს”, თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღეში 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა ”ქართულ ოცნებას”, სამ დღეში კი შპს ”ელიტა ბურჯმა”, გარდა ამ 100 000 ლარისა, ”ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე. ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს და, შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც.” ადვოკატი ბარამიძე ადასტურებს, რომ მსგავსი გარიგება ავეჯის დასამზადებლად მართლაც დაიდო მხარეებს შორის. “თანხა წინასწარ ჩაურიცხა ”ქართულმა ოცნებამ” “ელიტა ბურჯს”. თუმცა შემდეგ მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა და “ქართულმა ოცნებამ” ისევ მოითხოვა აღნიშნული თანხის ეტაპობრივად უკან დაბრუნება,” – განაცხადა ბარამიძემ. სხდომაზე მხოლოდ ადვოკატები აქტიურობდნენ, კონტოლის პალატის წრმომადგენლების მხრიდან კითხვა არ დასმულა. ეს გარემოება კი საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნია ადვოკატმა ბარამიძემ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა. “ჩვენთვის გაუგებარი იყო, რომ სამმა თანამდებობის პირმა, რომლებმაც განიხილეს ჩვენი საჩივარი, მათ არავითარი შეკითხვები არ დაუსვამთ. მათ უბრალოდ მოისმინეს ჩვენი მხრიდან განცხადებები, მოსაზრებები, ის რაც წერილობით უკვე ჰქონდათ, ანუ დამატებით რაიმე კითხვები რატომღაც არ გასჩენიათ. ეს ყველაფერი მე უბრალოდ ძალიან მაკვირვებს და უბრალოდ მინდა ვიკითხო, წინასწარ ხომ არ არის უკვე გადაწყვეტილება მიღებული?!” – აღნიშნა ბარამიძემ. საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში, ერთ თვეში მიიღებს. აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატო ზაალიშვილმა განაცხადა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. <p>სhttp://www.Geonews.ge/uploads/images/2944434187549169.jpgაქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის კენჭისყრა გაიმართა. "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგს", ხოლო "გაგრა" გორის "დილას" დაუპირისპირდება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ "ჯეონიუსი" გუნდების მთავარ მწვრთნელებს ესაუბრა: სრულად ორიგინალი
  17. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/961beridze.jpgროგორც "მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა, ტელევიზია იქნება ობიექტური და დამოუკიდებელი. სამკაციანი საბჭო შეიქმნება, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკის დაცვას უზრუნველყოფს. სრულად ორიგინალი
  18. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/905323fa708c.jpgბობი კრისტინა ბრაუნის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ოპრა უინფრის გადაცემაში გავა. ცნობილმა ამერიკელმა წამყვანმა ახალი სეზონის პირველი გადაცემა უიტნი ჰიუსტონს მიუძღვნა და სტუდიაში მისი ოჯახის წევრები მიიწვია. სრულად ორიგინალი
  19. Прокуроры Международного трибунала по бывшей Югославии потребовали 28-летнего тюремного заключения для Воислава Шешеля. Лидер Сербской радикальной партии обвиняется по девяти пунктам военных преступлений и преступлений против человечности, совершенных в период с 1991 по 1993 год. lenta.ru
  20. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7945ramishvili.jpgშალვა რამიშვილის განცხადებით, მას პირადად დაუკავშირდა ხაშურში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის შვილი, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა და იქ ჩასვლა სთხოვა. სრულად ორიგინალი
  21. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/8212100_34333_995195.jpgქრისტიან-დემოკრატები მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალი საპენსიო პაკეტის პირობებს აპროტესტებენ და შემოთავაზებული ვარიანტით მისი მიღების შემთხვევაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებენ. სრულად ორიგინალი
  22. Apple представила третье поколение планшетов iPad. Аппарат получил экран Retina с разрешением 2048 на 1536 пикселей, новую камеру с возможностью записи видео в разрешении 1080p, а также процессор A5X и поддержку LTE. Цена на аппараты составит от 499 до 829 долларов США. lenta.ru
  23. Защита экс-министра внутренних дел Украины Юрия Луценко обжаловала обвинительный приговор, вынесенный Печерским районным судом Киева. Когда именно жалоба будет рассматриваться апелляционным судом, пока неясно, так как документ имеет достаточно большой объем, и для его изучения потребуется некоторое время. lenta.ru
  24. Apple представила новую версию телеприставки Apple TV. С помощью устройства можно выводить на внешний экран видео в разрешении 1080p. Пользователи получили возможность хранить купленные в iTunes фильмы и сериалы в облачном хранилище iCloud. Приставка будет стоить 99 долларов. lenta.ru
  25. საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში. ”Imagine Cup”-ში მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეუძლია. პირველი ეტაპი 7 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდება. რეგიონალური ფინალი, რომელშიც 10 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თბილისში 28 აპრილს გაიმართება. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2012 წლის 6-10 ივლისს ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში, 25 000 დოლარს პრიზის სახით მიიღებს. დღეს, კონკურსთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი ბაზრების გენერალურმა მენეჯერმა ვერონიკა პრიკრილოვამ და მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა ბრიფინგი გამართეს. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით იმართება და მას „მაიქროსოფთ საქართველო“ და სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ატარებს. მხარდამჭერებს შორისაა კომპანიები ”სინგულარ ჯგუფი” და ”ალგორითმი”. ავსტრალიაში ფინალისტთა გამგზავრება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ფინანსური მხარდაჭერით მოხდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო დარგის, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...