
planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ, სადაც მამა შალვა კეკელიას მიმართავს. როგორც სასულიერო პირი წერს, კეკელიამ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით მისი განცხადებები გააკრიტიკა. "მამა შალვა კეკელიას უთქვამს თუ დაუწერია, მღვდლის პირიდან წუწუნი მიუღებელიაო… მამა შალვა, რამდენ მღვდელს იცნობ თავად, ვისაც ძალიან უჭირს და განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს… რამდენს იცნობ, ვისაც პური ფული არ აქვს და მშიერი უკვდება ოჯახი, რამდენს იცნობ, ვინც კომუნალურებს ვერ იხდის და ამის გამო ან სესხულობს, ან მათხოვრობს… თუ არ იცნობ, აუცილებლად გაგაცნობ, ან სიას გამოგიგზავნი და ჩამოურეკე… კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე… თუ რამის თავი გაქვს, მოიკითხე ადამიანები და მხარში დაუდექი, თუ არადა, მორალის კითხვას თავი დაანებე, შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყვე და გულით დაგვლოცე, მორალურად მაინც დაგვიდექი… ღმერთმა დაგილოცოს ოჯახი, მადლი და წყალობა არ მოგაკლოს, გული გონიერი მოგცეს და იესომ გიწინამძღვროს, მაგრამ შენგან ჭკუის დარიგებას ვერ მივიღებ, ბევრი რამის გამო და აქ არ დავწერ ამას, რეების გამოც… ვაკეს არა, ღმერთს ემსახურე გულით და იმის იქითად გაიხედე…ბევრ რამეს არ დავწერ, არც მოგწერ და არც მომავალში ვიტყვი… ამ მჩვევია საჯარო პაექრობა…ეჰ, მამა შალვა, მამა შალვა!..კარგი, აღარ ვიტყვი!.. იმედია არც დამჭირდება!" - წერს პეტრე კოლხი. სასულიერო პირმა მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა. palitratv.ge
-
რამდენიმე დღის წინ, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ნიკას მეგობრები, ახლობლები, თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში დღემდე იხსენებენ და მის შესახებ მოგონებებს აქვეყნებენ. გარდაცვლილ მსახიობს ემოციურ პოსტს უძღვნის რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნენე აბრამიშვილი. "ნიკუშ, დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით..შენი პატარები თამაშობდნენ.. მარიტუნა ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა - მე მამა აღარ მყავს. ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი, ვერ მივხვდი რა მეპასუხა, მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა.. თითქოს ჩემთან ამოწმებდა მართლა აღარ იყო მისი მამიკო?! ღმერთო, როგორ დავიბენი, გავშრი, მეგონა გული გამისკდებოდა.. ძლივს ვუპასუხე..მარიტუნა შენ დედიკო გყავს, მამიდა, ბებიები, დეიდები, ბიძიები, შენი მამიკოს ბევრი მეგობრები. მარიტუნა იცი ჩემ შვილებსაც აღარ ყავთ მამიკო...ღმერთო, რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა..მერე ისევ მითხრა..- არა შენ ვერ მიხვდი მე მამა აღარ მყავს ჩავეხუტე ისევ. ცოტა ხანში მაგრძნობინა გამიშვიო..ძირს დავსვი და გაიქცა სათამაშოდ. ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა..ასეთი რამ პირველად თქვაო ღმერთოოო...როგორ გავუძლოთ ნიკუშ ამ ყველაფერს?!" - წერს ნენე აბრამიშვილი. palitratv.ge
-
"აბა გამოიცანით, "ყველაზე ჭკვიანებმა", რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ "საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები", ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, "ყველაზე ჭკვიანებმა", რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში? ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო, ბ) ამნისტიის გამო, გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო, დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. palitratv.ge
-
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2893 პირი. გუშინ საქართველოში 57 546 ტესტი ჩატარდა. palitratv.ge
-
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე ესპანეთის სუპერ თასზე საუბრობს barcamania.ge/url]
-
კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომ პედრი და ფერან ტორესი კორონავირუსისაგან განიკურნენ barcamania.ge/url]
-
როგორც ცნობილია, იუსუფ დემირის მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი იჩენს. მიუხედავად ამისა, მას დაბრუნება "რაპიდში" სურს. barcamania.ge/url]
-
1999 წლის 9 იანვარს "ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობდა, როდესაც კატალონიელთა მაშინდელმა თავკაცმა, ლუი ვან გაალმა 18 წლის ჩავი ერნანდესს გამოცდილი პეპ გვარდიოლა ამჯობინა. barcamania.ge/url]