planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_1072-263x300.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ორგანიზაცია ასაჩივრებს საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 27 დეკემბრის გამოცემულ #489 დადგენილებას “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -”112″-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” და მის ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, იმისათვის, რომ ნორმატიული აქტი ჩაითვალოს კანონიერად, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის კონსტიტუციის ნორმებს. „აღნიშნულ შეთხვევაში სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ, თანასწორობის ძირითად უფლებას, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებით, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით. მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგანაც “112″-ს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს.“–ნათქვამია უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „24–ე მუხლს“ მიაჩნია, რომ კონსტიტუცია არ მოითხოვს ყოვლისმომცველ, ტოტალურ გათანაბრებას, ის მხოლოდ მოითხოვს, რომ ადამიანთა ჯგუფებს შორის დიფერენცირება შეესაბამებოდეს მათ შორის რეალურ განსხვავებას და არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვნად თანასწორთა მიმართ არათანასწორ მოპყრობას. „თავისთავად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფების დიფერენცირების ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა მობილური ტელეფონით სარგებლობა და თვის განმავლობაში მობილური ოპერატორის მომსახურებაში დახარჯული თანხის ოდენობა, არაგონივრულია, რადგანაც მობილური ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მობილურის მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს 112-ის დახმარებას, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ტელეფონი ან საუბრისას მომჭირნედ ხარჯავს თანხებს. ვერ ვიტყვით რომ ამ ადამიანებს “112″-ს არსებობის გამო რაიმე უპირატესობა ექნებათ ან უკეთ იქნებიან დაცულები.“–ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის აზრით, გარდა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპისა, დადგენილების სადავო მუხლები გაუმართლებლად ლახავს საკუთრების უფლებასაც. მიუღებელი მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დავალდებულება კი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკუთრების უფლებას, რადგანაც პირის მიერ გადახდილი თანხა ირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, ეს მოქმედება კი არაფრით განსხვავდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევისაგან. ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი ითხოვს” საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #489 დადგენილების ბათილად ცნობას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/preview-241x300.jpgჯანდაცვის მინისტრის პოსტი ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაიკავა. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა. ჭიაბერაშვილმა ამ პოსტზე ანდრია ურუშაძე შეცვალა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ანდრია ურუშაძე თბილისსი მერის მოადგილის პოსტზე სოციალურ მიმართულებას გაუძღვება. “მინისტრი გახდება ზურაბ ჭიაბერაშვილი. ის უხელმძღვანელებს იმ რეფრომების დასრულებას, რომელიც ჩვენ ჯანდაცვის სფეროში დავწიყეთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი 2011 წლის 4 მარტიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში. იხილეთ epn.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-sos.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. სოციალურ ქსელში სტუდენტური ბლოგის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომებში გამოყენებული რუსულენოვანი ლიტერატურა არ უნდა აღემატებოდეს გამოყენებული წყაროების ერთ მეხუთედს. ამის შესახებ ბრძანებულებას ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა მოაწერა ხელი. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/yur.-pomoshC.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ იმ პირთა იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დახმარების მიზნით, რომლებსაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები დაკითხვაზე იბარებდნენ, იურისტების მობილური ჯგუფების შექმნას აპირებს. <span style="font-size: 10pt;" /> აღნიშნულ ინიციატივაზე კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. როგორც არჩევნებისა და პოლიტტექნლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა განაცხადა, გაუგებარია, რას ედავება კონტროლის პალატა უბრალო მოქალაქეებს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/lavrov-54578.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სათათბიროში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოზე საუბარს დაუთმო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.<span style="font-size: 10pt;" />რუსეთის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავის სთხოვს. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ivanisvili2-300x199.jpg„კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა და სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება”,- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, კონტროლის პალატის მიერ “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის ახსნა-განმარტების მასობრივად ჩამორთმევა, კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებაა. ივანიშვილის განმარტებითვე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანი, სწორედ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებია. “ჩვენმა ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი. სამართალს ანგარიშს აღარ უწევს და ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ახორციელებს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცანით ის სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარდა, კერძოდ ის ფაქტი, რომ ასეულობით მოქალაქეს იბარებენ, უწყობენ მათ გაუგებარ დაკითხვას; კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა და სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება”, – განაცხადა ივანიშვილმა. კოალიციის ლიდერმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს კანონს, სამართალს,რადგან მათ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ. მისივე შეფასებით, დიპლომატებს ამ ეტაპზე განცხადებები არ გაუკეთებიათ და მხოლოდ ინფორმაცია მიიღეს და აქვე დასძინა, რომ „ისინი თავიანთ სახელმწიფოებს ინფორმაციას მიაწვდიან და ალბათ რეაქცია იქნება მოგვიანებით”, იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/raziasnenie.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ. არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში.<span style="font-size: 10pt;" />ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქინფორმი
-
Они прячутся, не признают никакой иерархии и официально вообще не существуют - дать точную характеристику группе Anonymous не так просто. Это не политическая партия и не ассоциация. Движение зародилось вокруг идеи защиты свободы слова в интернете и в настоящий момент объединяет самых разных людей.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/vstreCi-burjanaZe.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება.<span style="font-size: 10pt;" />შეხვედრების მიზანია, ელჩები გაეცნონ პარტიის ხედვას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და უკანონობის თაობაზე, პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბელგიის 28 მოქალაქე, მათ შორის, 22 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. მიხეილ სააკაშვილი თანაუგრძნობს ბელგიელ ხალხს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. `შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც ბელგიელ ხალხს დაატყდა თავს. ამ მძიმე წუთებში მინდა ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოგიცხადოთ. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. თანაგიგრძნობთ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს,`- ნათქვამია პრეზიდენტის წერილში, რომელიც სააკაშვილის ვებ-გვერდზეა განთავსებული. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/A93098D8-2914-447E-A309-7BE09178A4B6_mw800_s-300x225.jpgბიზნესმენი გოგი თოფაძე პოლიტიკურ კოალიაცია “ქართული ოცნებაში” გაწევრიანდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თოფაძემ თავად გადაწყვიტა კოალიციასთან თანამშრომლობა. “გოგი თოფაძეს კარგად ვიცნობ, მასთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. მას თანამშრომლობას ყოველთვის ვთავაზობდი, თუმცა ვაცნობიერებდი – იქედან გამომდინარე, რომ იგი ბიზნესმენი, მასზე ზეწოლა გაიზრდებოდა. გოგი თოფაძემ თავად გადაწყვიტა კოალიციასთან თანამშრომლობა. როგორი ფორმით მოხდება ეს, პარტიის სახით თუ პიროვნულად, ამას ვარკვევთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვლმა. ივანიშვილის თქმით, შესაძლოა კოალიციას მთლიანად პარტია “მრეწველები” შეუერთდს. რაც შეეხება “სახალხო კრების” წინადადებასგაერთიანების შესახებ, ლიდერის განმარტებით, კოალიაცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანების პროცესი თითქმის დასრულებულია და მანვე დასძინა, რომ „ნინო ბურჯანაძის გვარი ხელოვნურად ტრიალებს“. ივანიშვილის განმარტებითვე, „სახალხო კრებასთან“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მათ რამდენჯერმე გააკეთეს განცხადება და სამომავლოდ ახალი არაფერი იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/erovnuli-banki3_200_200-300x300.jpgსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს მენო სნელს უმასპინძლა.რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს წარმომადგენელია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ვიზიტის მიზანი საბანკო სექტორში არსებული ვითარებისა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაცნობა იყო. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესთან. ბიზნესის განვითარების კუთხით არსებული სიტუაციის შესასწავლად მენო სნელი შეხვდა ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებსაც. საქართველოში ყოფნისას სტუმარი ეწვია შსს მომსახურების სააგენტოს და გაეცნო რუსთავის იუსტიციის სახლის ინოვაციურ სერვისებს. „საქართველომ შემოგვთავაზა 2013 წელს უმასპინძლოს ნიდერლანდების ჯგუფის წევრთა შეხვედრას. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს შეთავაზება, პირადად მე მხარს დავუჭერ აღნიშნულ ინიციატივას“,- განაცხადა მენო სნელმა. მისივე თქმით, მართალია სავალუტო ფონდის მორიგი პროგრამა მხოლოდ მხარდამჭერ ხასიათს ატარებს, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებული ეკონომიკური კურსის გაგძელებას. იხილეთ epn.ge
-
По мнению активистов, в перечень корреспондентов, писавших на адрес sam@alshahba.com, входит небольшая, но влиятельная группа людей. Адрес использовался как главный источник важных рекомендаций по стратегии, которые давала президенту его неоперившаяся пока пиар-команда и особенно тщательно отобранные советники. Среди важных людей, попавших в архив электронной почты, были, как считают активисты, следующие фигуры.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/sasjelar-300x199.jpgქსნის №15 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა დაიწყო,რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში ხორციელდება. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის შეიქმნება კომფორტული გარემო, გამარტივდება პროცედურული საკითხები, ამოქმედდება სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი. ასევე, მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს. საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება,ასევე განცხადების ჩაბარება. დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული. პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან გაიხსნა, ეტაპობრივად კი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება. იხილეთ epn.ge
-
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოჩენილი იქნა სამი მამაკაცის გვამი. ადგილობრივი მილიციის თანამშრომლების მიერ სახლის ეზოში ნაპოვნი იქნა 7,62 ყალიბის ავტომატური იარაღის 30-მდე მასრა.როგორც განუცხადა ჟურნალისტებს რაიონის მილიციის უფროსმა ლოურენს კოღონიამ, გამოძიების ვერსიით, უცნობებმა სამი მამაკაცი გასულ ღამეს ჩაცხრილეს, როდესაც ისინი გაშლილ სუფრასთან ისხდნენ. ამჟამად დგინდება მოკლულების ვინაობა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/davitaia-300x199.jpgპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაიამ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავითაიამ 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენა.ასევე მათი სულების უკვდავსაყოფად მარადიულ ცეცხლთან სანთლები დაანთო. “1993 წლის 15-16 მარტი ქართული ჯარის გამარჯვების დღეა. ამ დღეს ქართველმა მებრძოლებმა ტამიშთან გადმოსხმული რუსული დესანტის დიდი შემოტევა მოიგერია, რომლებიც ქალაქ სოხუმის აღებას აპირებდნენ. ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით და ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც თავი დადო ამ მძიმე ბრძოლაში და მტრის შემოტევა აღკვეთა”, – განაცხადა პაატა დავითაიამ. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი “ევროპელი დემოკრატების” წევრებმა და ვეტერანმა მებრძოლებმაც მიაგეს. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/parlament123.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი წაკითხვით მიიღეს ცვლილებები კანონში პენსიების შესახებ, რომლის თანახმადაც, 67 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს 1 სექტემბრიდან გაეზრდებათ პენსია.<span style="font-size: 10pt;" />67 წელს ზევით ასაკის ყველა პენსიონერი „საპენსიო პაკეტის“ შემადგენლობის ფარგლებში ავტომატურად მიიღებს 15-ლარიან დაზღვევას, რომელშიც მედიკამენტებით უზრუნველყოფაც შედის. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-kalaZe.jpgთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, კოალიციის წარმომადგენელი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ზეწოლასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:<span style="font-size: 10pt;" />„ჩემო თანამემამულენო, ბოლო ხანს მასობრივი ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ყოვლად აბსურდულმა დაკითხვებმა, კანონს ამოფარებულ ჩინოვნიკთა გარკვეული ნაწილი ზეწოლას ახდენს მოქალაქეებზე და ყოველივე ეს ხდება პიროვნების პატივისა და ღირსების ამყრელი მოქმედებით, მათ შორის, ყოვლად დამამცირებელი – ადამიანთა გაშიშვლებითაც კი. საქინფორმი
-
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. პენტაგონის ხელმძღვანელი ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზა "შუკვანს" ესტუმრა.როგორც იტყობინება თავდაცვის სამინისტრო, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.მან 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. პენტაგონის ხელმძღვანელი ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზა `შუკვანს` ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის. 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ. View the full article
-
</p> /get_img?ImageId=6736<p>დასუფთავების სერვისისა და შესაბამისი მოსაკრებლის ამოღებას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, რის შემდეგაც შესაძლოა, რეგიონებში დასუფთავების მოსაკრებლის განსაზღვრისა და ამოღების წესი შეიცვალოს. “თბილისში დასუფთავება მომგებიანი ბიზნესი გახდა და არ არის გამორიცხული, რომ ასეთივე სატარიფო პოლიტიკა რეგიონებშიც ამოქმედდეს,“ - ამბობს ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი. თბილისში გასული წლის 1 ივლისიდან დასუფთავების გადასახადი ელექტროენრგის ტარიფს მიება და 1 კილოვატსაათზე 5 თეთრით განისაზღვრა. შპს „თბილსერვისში“, რომელიც დედაქალაქში დასუფთავების სერვისს გასული წლის მაისიდან ახორციელებს, არ იძლევიან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ ახალი სატარიფო პოლიტიკის ამოქმედების შედეგად. კომპანიაში აცხადებენ, რომ წლიური შემოსავლების თაობაზე ინფორმაციას 2012 წლის მაისში გაასაჯაროვებენ. "თელასის“ ინფორმაციით, თბილისი ყოველწლიურად დაახლოებით 800–850 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამ მონაცემების მიხედვით, დასუფთავების გადასახადის სახით თბილისში წელიწადში 40–42.5 მილიონი ლარის აკუმულირებაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის ანალოგიურად შეიცვლება დასუფთავების ტარიფი სხვა თვითმმართველ მუნიციპალიტეტბშიც, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ კუთხით საბიუჯეტო შემოსავლები. ბათუმში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე 1.80 ლარითაა განსაზღვრული. 2012 წლის იანვარში ბათუმში დასუფთავების სექტორიდან მოსაკრებლის სახით ამოღებული იქნა 38 200 ლარი, ხოლო თებერვალში - 80 400 ლარი. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ბათუმი ზამთრის პერიოდში, თვეში 29 მილიონ კოლოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. იმ შემთხვევაში, თუ ბათუმში, თბილისის მსგავსად, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიას მიებმება, თვეში 1 მილიონ 450 ათასი ლარის აკუმულირება იქნება შესაძლებელი, წელიწადში კი 16 მილიონზე მეტი ლარის. დასუფთავების სერვისის განხორციელებისთვის კი ბათუმის ბიუჯეტიდან წელიწადში მხოლოდ 3 მლნ 411 ათასი ლარი იხარჯება. „ტარიფის შეცვლის შემდეგ დასუფთავება საკმაოდ მომგებიანი საქმეა. არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი სქემის გათამაშება რეგიონებშიც მოხდეს. ამ ცვლილების შედეგად, თანხის აკუმულირება პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მოხდება, ზედმეტი პროცედურების და თვითმმართველობის ორგანოების გავლის გარეშე. ამის მენეჯმენტს კი სააკაშვილის მთავრობის ერთ–ერთ ფავორიტი, რამაზ ნიკოლაიშვილი განახორციელებს,“ - აცხადებს ზაზა გაბუნია. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი პარლამენტში 5 მარტს შევიდა. პროექტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2012 წლის პირველ აპრილამდე (სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით) უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროფილის კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება. მისი 100%-ანი წილის მართვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კერძო სამართლის იურიდიული პირს, ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების სამსახურის ფუნქცია ექნება. ახალი უწყება, კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის პირველი მაისიდან, თვითმმართველ ერთეულებში ნაგავსაყრელების მოწყობას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციას განახორციელებს, ხოლო 2013 წლის პირველი იანვრიდან, უზრუნველყოფს ქუჩების დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების სამუშაოების ორგანიზებას. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი, დათო ნარმანია ამბობს, რომ დასუფთავების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უნდა აგვარებდნენ. „აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ ფუნქციონალური დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ხდება მაქსიმალური ცენტრალიზება იმ ფუნქციების და უფლებამოვალეობების, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს. არც ერთ ქვეყანაში ცენტრის საქმე არ არის ქალაქების და სკვერების დასუფთავება”, - აცხადებს ზაზა გაბუნია. დათო ნარმანიას თქმით, ამ კანონპროექტით საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებსა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს უპირისპირდება: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველო 2005 წელს მიუერთდა, რომლის პრინციპების თანახმადაც, ის უფლებამოსილება, რაც უნდა განხორციელდეს ქვედა დონეზე, ზედა დონეზე არ უნდა ავიტანოთ, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობის ქვედა დონეს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს ეს საკითხები. ამ შემთხვევაში ხელისუფლება არღვევს ქარტიის მთავარ პრინციპს“. კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობები ნაგავსაყრელების მოწყობის, დასახლებებში ქუჩების დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვის, განხორციელების ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზების უფლებამოსილებას კარგავენ. ეს უფლებამოსილება, თვითმმართველი ერთეულებიდან მხოლოდ თბილისს შეუნარჩუნდება. თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი, დედაქალაქში დასუფთავების კომპანიის კარგად მუშაობა გახდა. დათო ნარმანიას განმარტებით, დედაქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას, ორგანული კანონის გარდა, თბილისის შესახებ კანონიც არეგულირებს: „თბილისი გამონაკლისია, სადაც თვითმმართველობის უფლებამოსილებას და ფუნქციებს დედაქალაქის შესახებ არსებული კანონმდებლობა არეგულირებს“. რა ღირებულების ქონება გადაეცემა და რა პრინციპით იმუშავებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან შეიცვლება თუ არა დასუფთავების სატარიფო პოლიტიკა რეგიონებში, - ამ კითხვებით ჩვენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს საქართველოში არტილერიის დღეს აღნიშნავენ და იხსენებენ სამშობლოსათვის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს. 19 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ 15 მარტს ღამით ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ როდესაც რუსულ-აფხაზური (მედესანტეები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები) შეიარაღებული ფორმირებები მოჭარბებული ძალებით ახორციელებდნენ ხმელეთიდან შეტევას, ცდილობდნენ დესანტის გადმოსხმას და სოხუმს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, საქართველოს შეიარაღ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე