planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-bass-politika-2.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ თბილისსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის განსახილველი საკითხია, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ ირანი და საქართველო ერთ სამეზობლოს წარმოადგენენ.<span style="font-size: 10pt;" />ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონ ბასმა განაცხადა, რომ კარგია, როცა თბილისი ირანელებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რათა ისინი ესტუმრონ საქართველოს და ნახონ, რა ხდება მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონს არ სურს, რომ თუნდაც უნებლიეთ საქართველო გახდეს ის ადგილი, სადაც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანული კომპანიები ამ სანქციებისთვის თავის არიდებას შეძლებენ. საქინფორმი
-
კითხვის ნიშნის ქვეშაა დატოვებს თუ არა მიულერი მიუნხენის "ბაიერნს"... View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/basi-300x202.jpgაშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასის აზრით, ქართული საზოგადოება ნაკლებობად ტოლერანტულია. ამის შესახებ, “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა, რომლის თემაც იყო “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები – წარსული, აწმყო, მომავალი”. მისი თქმით, საქართველოს წინაშე მდგარ ერთ-ერთი მთავარ სირთულეს ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმა წარმოადგენს. ელჩმა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი გაიხსენა, სადაც ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა განუცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ელჩი ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებს. მისი თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოხატება. ეს კი თავის მხრივ განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში აისახება. “ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ოცწლიანი პროცესი, როდესაც ქართველები წყვეტენ, ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგიერთმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც, ქართველობა არის, იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ”, – აღნიშნა ჯონ ბასმა. ელჩის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მოწონებას იმსახურებს იმ თვალთახედვის ხელშეწყობისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც საჭირო იყო ყველა ქართველისთვის, მათი ეთნიკურობის და აღმსარებლობის განურჩევლად, მიეღოთ მონაწილეობა საზოგადოების მშენებლობაში თანაბარ დონეზე, შეესრულებინათ თავისი აღმსარებლობა და აერჩიათ ის მომავალი, სადაც მათი კულტურული ტრადიციები პატივმიგებული იქნებოდა. იხილეთ epn.ge
-
მექსიკაში, ქალაქ ქსალაპას ცენტრში, მექსიკელი ჟურნალისტის გვამი იპოვეს- ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას. ვიქტორ ბაეს ჩინო გაზეთ “Milenio”-ში მუშაობდა, სადაც კრიმინალურ ამბებს აშუქებდა. ის გატაცებიდან რამნდენიმე საათში მოკლეს. ნახევარი წლის მანძილზე ჩინო მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც ველაკრუსის შტატში მოკლეს. ამ შტატში ორ მძლავრ ნარკოკარტელს შორის მიმდინარეობს ბრძოლა. 15 ივნისი, 2012 - 12:22 15 ივნისი, 2012 - 12:22 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/victor_baez__mexican_reporter_n2.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/united-states-department-of-state-300x225.jpgმსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ, მალე დაიწყებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული. “ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან საქართველოს მიერ კონტაქტის ხელშეწყობის გზები. შეერთებული შტატები ვარგის სამგზავრო დოკუმენტად აღიარებს სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. აშშ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შერიგების პროცესის წამახალისებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც ხელს შეუწყობს მიმოსვლის თავისუფლებას, შეამცირებს დაძაბულობას და საქართველოს სუვერენიტეტის შეუბღალავად ადამიანებს შორის კავშირ-ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ”, – აღნიშნულია განცხადებაში. დეპარტემენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა სავიზო დიალოგის გაგრძელების და იმ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებული გეგმები, რომელიც ორი ქვეყანის სამეცნიერო საზოგადოებას ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებს. “სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რჩება აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და გაღრმავების გზაზე მდგარი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უმთავრეს მექანიზმად”, – ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
აგერ უკვე რამდენი ხანია, ნაც.მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილიც თავს იწონებენ, რომ საქართველოში ინვესტიციები იდება, კორპუსები გაგვილამაზდა და შადრევნებმაც კი ამოხეთქა ჩვენს გაბრწყინებულ სამშობლოში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, შეწყდა მაღალი ეშელონებიდან. სამაგიეროდ, ნაციონალების ერთგული მხარდამჭერებისგან ხშირად გაისმის ფრაზები : “მალე ნატოში მიგვიღებენ”, “რუსთაველზე გაისერინე და დატკბი”, “გუშინ ობამამ მიშას გმირი უწოდა”, “რასმუსენი მიშას ფანია” და სხვა… რამდენიმე დღის წინ, ჩემს ერთ-ერთ ნაცნობთან (სახელსა და გვარს შეგნებულად ვმალავ) მქონდა საუბარი ამ თემაზე და მივხვდი, რომ ჩემ გარშემოც ბევრი არაადეკვატური ადამიანი ტრიალებს. ჩემი რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგი მინდა გაგაცნოთ იმ მცირე რაოდენობის მკითხველს, რომელიც ტექსტის ამ ნაწილამდე მოხვედით. რაც ყველაზე მნიშვნელან არგუმენტად მიაჩნიათ მიშას მხარდამჭერებს საკუთარი პოზიციის “გაპრავებაში”, არის ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შუქი, წყალი, გაზი და, რაც მთავარია, გზები გვაქვს ისეთი, რომც მოინდომო, ფეხი არ წაგიცდება კაცს. აქ მიჩნდება, ჩემი აზრით, ძალიან ლოგიკური კითხვა – რატომ უნდა მიკვირდეს მე, 21-ე საუკუნის საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, რომ გზები დაგებულია და შუქი გრაფიკით არ მომეწოდება? სამაგიეროდ, მე მიკვირს, თუ რატომ… მაგრამ, მოდი, ამას პუნქტობრივად ჩამოვწერ, ბევრია: 1.მე მიკვირს, თუ რატომ მიწევს მინიმუმ 5 ხელგაწვდილი ადამიანის ნახვა მეტროთი მგზავრობისას (ე.წ “მათხოვარი”), მაშინ, როცა ქვეყანას აქვს პრეტენზია (უფრო სწორად, ხელისუფალს აქვს პრეტენზია), რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და სიღარიბე, ფაქტობრივად, დამარცხებულია (?!) 2.მე მიკვირს,თუ რატომ დატოვა უნივერსიტეტი ჩემმა კურსელმა გოგომ, რომელიც ყველაზე მაღალქულიან სტუდენტად ითვლებოდა ჯგუფში და რატომ ვერ გადაიხადა მან სწავლის საფასური (საქართველოში ხომ ყველას ულხინს?) 3.სხვათა შორის, ისიც გამიკვირდა, ჩვენს გაბრწყინებულ საქართველოში, ულუკმაპუროდ დარჩენილმა ადამიანმა (უსახლკაროობაზე აღარ ვლაპარაკობ), რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა, თავი რომ დაიწვა – სამაგიეროდ, ქეთა გაბიანს გაუკვირდა,საიდან იშოვა ამ ქალბატონმა ბენზინი, თავი რომ დაეწვა. 4.მიხეილ სააკაშვილი რომ გვპირდებოდა, მთავრობის წევრები მაღალფასიანი მანქანებით არ ივლიან და მე და სანდრა 3 ოთახიან ბინაში ვიცხოვრებთო, – სხვათა შორის, იმასაც დაგვპირდა, ხალხთან ერთად ავიღებ ხოლმე ბილეთებს და ისე ვიფრენ აქეთ-იქითო – დღეს რომ საკუთარი ბოინგი ჰყავს,საკუთარი სასახლე აქვს და მისი მთავრობის წევრების ხელფასები კოლოსალურ თანხებს რომ აღწევს (ჩვენთვის, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის კოლოსალურს), მოდი და ნუ გაგიკვირდება, მიშა ხომ არასოდეს ტყუის?! ეტყობა, მონტაჟი იყო “მაშინ!” 5.მიშა რომ ხიდებს ხსნის და მეორე დღეს ამ ხიდების ალი-კვალი აღარაა დარჩენილი, ესეც მიკვირს რატომღაც… 6.ერთი პერიოდი რომ ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ ნაცებს – “მე და მიშა გპირდებით, მალე სოხუმში ვიქნებით”-ო, და დღეს რომ საქართველოს იმაზე მეტი ტერიტორია “ჩამოაჭრა” რუსეთმა, ვიდრე შევარდნაძის დროს გვქონდა “ჩამოჭრილი”, ხოლო ნაცების მხარდამჭერები ამაზე რომ მპასუხობენ – რა მიშას ბრალია პუტინი თუ ნაბ**ვარიაო – ესეც მიკვირს. არა, პრინციპში, უკვე აღარ მიკვირს ეს. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/mishaa.jpg ჰოდა, ჩემს ნაცნობსაც და არამარტო მას, ნაც.მოძრაობის ყველა მხარდამჭერს მინდა გითხრათ – ჩვენ გვიჭირს, ბატონებო, და თქვენი ფასადური აღმშენებლობა – სულ ცალ ფეხზე გვკიდია! View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/department-of-state-logo-300x300.pngაშშ საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული. “მიმდინარე წლის 30 იანვარს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეული იყო პრეზიდენტ ობამას დაპირების შესრულების პროცესში. იგი გულისხმობს: ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით; ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდას ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ; საქართველოს სამხედრო და თავდაცვითი სისტემის შემდგომ რეფორმირებას. ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. დეპართამენტის ინფორმაციით, მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი შეიარაღება და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად. ამასთან, ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე აშშ-მ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერაც დააფიქსირა. იხილეთ epn.ge
-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს აჯამებს. სპეციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო დეპარტამენტი არც სამხედროების წვრთნაში დახმარებას გამორიცხავს.სახელმწიფო დეპარტამენტი იმასაც აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ვერტმფრენების მო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61061.jpg შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში იმ შედეგებზეა საუბარი, რასაც ბათუმში ოთხმა სამუშაო ჯგუფმა მიაღწია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება, ასევე განაახლებს ქვეყნის სამხედრო ვერტმფრენებს. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაატარებენ ტრენინგს ქართველი სამხედრო პერსონალისთვის. კლინტონის ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო და დემოკრატიის სამუშაო ჯგუფმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სასამართლოს რეფორმებზე ისაუბრა. განცხადებაში ხაზგასმულია ქვეყნის პროგრესი უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით. ვაჭრობის და ეკონომიკის ჯგუფმა თავისუფალი ვაჭრობის საკითხი განიხილა. გადაწყდა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ნეიტრალურ დოკუმენტებს აღიარებს. მხოლოდ ამგვარი საბუთით შეეძლებათ მათ შტატებში მოგზაურობა. მხარეებმა სავიზო რეჟიმზეც ისაუბრეს, რომელიც მალე სამეცნიერო დარგში მოღვაწე პირებისთვის საგრძნობლად გამარტივდება. View the full article
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-samartali-2-zevitt.jpgზუგდიდი, 15 ივნისი, საქინფორმი. რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან იტყობინება: მიმდინარე წლის 8 ივნისს ზუგდიდის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ტოიოტა პრადოს“ (სახელმწიფო ნომრით ZIZ-880) საქართველოს შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხიც უნდა განეხილათ, თუმცა მოულოდნელად დღის წესრიგი შეიცვალა და აღნიშნული საკითხი განსახილველად სხდომაზე საერთოდ არ გავიდა. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61062.jpg თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მკვლელობაში ბრალდებული დავით რუსიშვილის საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოიტანოს. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი უკვე მიიღეს და 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ ბრალდებული დამანაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. დავით რუსიშვილი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან ორ დღეში დააკავეს, მეორე ბრალდებული ივერი გოგიბერაშვილი კი 2011 წლის 267 დეკემბერს უკრაინაში დააკავეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/Aeroporti-15.6.12-300x199.jpgერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ტესტები უკვე საქართველოშია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტესტები,თბილისისა და რეგიონების მთავარ სამმართველოებშო განთავსდება,რათა მათი დაცვა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს გარანტირებული. ტესტები, საგამოცდო ცენტრებს,უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს. მათი გადაადგილება საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება. ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. ყუთები განთავსდა კონტეინერში რომელსაც ასევე სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო. როგორც ცნობილია 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული კომპანია აღიარებულია კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში ,სწორედ ამიტომ თანამშრომლობენ,ამ კომპანიასთან. კომპანია ”სტივენ ოსტინი” დღეისათვის მსოფლიოს 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
დიდი დიდი ხანია, არაფერი დამიწერია ...მხოლოდ იმ დადუნას ვხედავ,რომელიც ასი წლის არის, უკვე....დავიღალე...მოსაწყენი გავხდი და არ ვიცი,სად გაქრნენ ჩემი გულწითელა ოცნებები..სად გაქრა ის სითბო,რომელიც, როგორც მზე, ისე მითბობდა, დაცვარულ სხეულს...როცა შენთვის აკეთებ ჩანაწერს,უფრო თაფისუფალი ხარ..როცა იცი სხვებიც წაიკითხავენ შენს ნაწერს,პასუხისმგებლობას გრძნობ და შეზღუდული ხარ თითქოს...არადა ათასი სიგიჟე მინდა დავწერო.ფიქრები მენატრება..ბევრი ფიქრი და სახეტიალოდ მინდა წავიდე..ჩემი ძველი, ბალახებით სავსე,ჩანთა გადავიკიდო მხარზე და ყველაზე ლამაზი,ლურჯი ყვავილები ჩამოვკრიფო მიუვალი მთიდან...წავალ..წავალ და არ დავბრუნდები,რადგან არავინ ელოდება ჩემს დაბრუნებას..მხოლოდ ღრუბლები შეამჩნევენ ჩემს არყოფნას..შეამჩნევენ და იწვიმებს იმ დღით...ცისფერი წვიმა წამოვა ციდან და ეს ჩემი სულის, ცისფერი ცრემლები, იქნება..შეიძლება ყვავილებიც დაეფინოს დედამიწას...ცისფერი ყვავილები ,ჩემს სულში ცოცხლობენ,,..სულს ვუბერავ და მტვრიანა, მთელ ჩემს სხეულში ,იფანტება...მიხარია,ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და ჩემს თავთან, ვაგრძელებ, საუბარს...ასე მგონია, ძალიან დიდი ხანია,რაც ამქვეყნად გავჩნდი..ცადაზიდული მთების წლოვანება არაფერია ჩემს ასაკთან შედარებით...მზე მენატრება ...საკუთარ თავთან საუაბრს,მხოლოდ მზე არ მიშლიდა არასოდეს..ერთად ვსაუბრობდით მე და მზე..მე ბევრი საკტივარი მქონდა,მზეს არცერთი,რადგან მზე ყოველთვის იცოცხლებს..ყოველთვის გაათბობს ადამიანებს...ვიქნებოდი ცა,მზე,ყვავილები,ოღონდ ადამიანი არა..- რას უწუნებ ადამიანს?რით ვერ იპოვე შენი ადგილი?მეკითხება საკუთარი თავი?_ მე რაღაც უფრო სხვა მინდოდა..უფრო სრულყოფილი...ვამბობ და მეტირება..მსიამოვნებს ცრემლები.ჩემი არასრლყოფილების ამგვარი გამოხატვა...ჩემმა მეორე მემ,რომელიც ასი წლის არის უკვე,იცის სინამდვილეში,როგორია ადამინად ყოფნა..იცის და აღარ ღელავს...უბრალოდ დრო და დრო,ჩემი მოსმენა უწევს და უხარია,რაღაცნაირად,რომ მე ასეთი ვარ..ისევ პატარა და ჩემი სამოგზაურო ჩანთა,ყოველთვის ოცნებებით მექნება სავსე... თემის კატეგორია: სხვადასხვა View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/cvima2-300x199.jpgდღეიდან საქართველოში, მათ შორის თბილისში, სიცხე კლებას დაიწყებს, ხვალიდან კი კოკისპირული წვიმებია მოსალოდნელი. თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 3-4 გრადუსით ნაკლებია. 17 ივნისიდან მოსალოდნელია წვიმები, რის შედეგად საქართველოში აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსია მოსალოდნელი, დასავლეთში კი – 25 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია ქარი და სეტყვა. იხილეთ epn.ge
-
ნუკი კოშკელიშვილი- დაიბადა 06. 06. 1989. ის პირველად "მის საქართველოს" კონკურსზე გამოჩნდა სადაც მის ტელეგენურობა და მის ინტელექტი გახდა. შემდეგ ის "იმედის დილის" წამყვანად მოგვევლინა ამის შემდეგ იყო სერიალი "კლინიკა" სადაც მთავარი როლი შეასრულა. არ გასულა დიდი დრო და ის უკვე ახალი გადაცემის სტუდიას ამშვენებდა ია ფარულავასთან და სალომე გოგიაშვილთან გადაცემას "ყოფილი ცოლების კლუბი" ერქვა, რომელიც საკმაოდ რეიტინგული გამოდგა. ასევე იყო არა ერთი რეალითი შოუ და კონკურსი (მაგ: "ცეკვავენ ვარსკვლავები", "კოდი") სადაც ის კიდევ უფრო პოპულალური გახდა და უფრო მოიხვეჭა სახელი. სერიალებში "გოგონა გარეუბნიდან" და "შუა ქალაქში" ეპიზოდური როლებიც განასახიერა. ახლა ის დილის ეთერის წამყვანია და ვიმედოვნებთ რომ მისი კარიერა ამით არ დასრულდება. თემის კატეგორია: Lifestyle View the full article
-
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებასთან ერთად, რომლის მეხუთე ტურის მიმოხილვა გასულ კვირაში შემოგთავაზეთ, განახლდა თამაშები B ლიგაშიც. შეგახსენებთ, რომ აქ გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი. დასავლეთ ზონაში ჯგუფური ეტაპი უკვე დასრულდა. პლეი ოფში ქუთაისის პირველ, მეორე და მესამე გუნდებთან ერთად ფოთის რაინდებმაც გააღწიეს. პლეი ოფში რვა საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება. გადამწყვეტი ეტაპის მატჩები 6 სექტემბრიდან გაიმართება. მანამდე კი მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა აღმოსავლეთ ზონაში გრძელდება. აქ A ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს "არმია", რომელმაც მეცხრე ტურში შინ გაანადგურა აუტსაიდერი თელავის "მუტრუკები" - 114:0. არმიელებს ახლა 41 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ თბილისის "ჯიქებს" შვიდი ქულით უსწრებს. "ჯიქებმა" ასევე დიდი ანგარიშით შეძლეს ბოლოხანს დაუძლურებული თბილისის "ყოჩების" დამარცხება - 53:0. "ჯიქებს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა რუსთავის "ხარები", რომელმაც სტუმრად მოუგო თბილისის "ტორნადოს" - 30:7. სავარაუდოდ, პლეი ოფში გამსვლელი ორი ადგილისთვის ბრძოლა სწორედ ამ სამ გუნდს, "არმიას", "ჯიქებსა" და "ხარებს" შორის წარიმართება, რადგან მეოთხეადგილოსანი "ლელო 1" რუსთაველებს რვა ქულით ჩამორჩება. ლელოელებმა მეცხრე ტურში მოულოდნელად წააგეს გათამაშების დებიუტანტთან, თბილისის "ჯვაროსნებთან" - 3:10. ამ მარცხის გამო "ლელო 1"-მა პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი A ჯგუფი ჯიქები-ყოჩები 53:0, ტორნადო-ხარები 7:30, ლელო 2-ივერია 0:28, არმია-მუტრუკები 114:0, ჯვაროსნები-ლელო 1 10:3 სატურნირო მდგომარეობა 1. არმია - 41 ქულა, 2. ჯიქები - 34, 3. ხარები - 32, 4. ლელო 1 - 24, 5. ტორნადო - 21, 6. ყოჩები - 20, 7. ჯვაროსნები - 19, 8. ივერია - 16, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 5, 11. მუტრუკები - 0. ოთხ მატჩში 339:6 (83;0; 115:3; 141:0; 130:3) * * *B ჯგუფში მდგომარეობა ბევრად უფრო დაძაბულია. აქ პლეი ოფის ორ საგზურზე რეალურ პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს. ესენია: თბილისური გუნდები "ლოკომოტივი 1", "აკადემია", "ხულიგანა" და "არმაზი". სატურნირო ცხრილს სათავეში 37 ქულით რკინიგზელთა პირველი გუნდი უდგას, რომელმაც მეცხრე ტურში დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "ჩოხოსნებს" - 83:0. ლოკომოტიველებს სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა "აკადემია", რომელმაც "თიბისი" გაანადგურა 115:3. "ხულიგანასა" და "არმაზს", რომლებიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, 33-33 ქულა დაუგროვდათ. "ხულიგანამ" მეცხრე ტურში დებიუტანტი თბილისის "წიქარა" მოსრა - 141:0. "არმაზმა" კი ასევე უჩვეულოდ დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად კასპის "თსუ ლომები" - 130:3. ამავე ჯგუფში დედოფლის წყაროს "მიმინომ" შინ დაამარცხა თბილისის "ლოკომოტივი 2" - 21:12. B ჯგუფიაკადემია-თიბისი 115:3, თსუ ლომები-არმაზი 3:130, წიქარა-ხულიგანა 0:141, მიმინო-ლოკომოტივი 2 21:12, ლოკომოტივი 1-ჩოხოსნები 83:0. სატურნირო მდგომარეობა 1. ლოკომოტივი 1 - 37 ქულა, 2. აკადემია - 34, 3. ხულიგანა - 33, 4. არმაზი - 33, 5. კახები - 25, 6. მიმინო - 18, 7. ჩოხოსნები - 14, 8. თიბისი - 12, 9. თსუ ლომები - 11, 10. ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0. თემის კატეგორია: ბიზნესი საერთაშორისო ურთიერთობები სპორტი View the full article
-
ცხოვრება მწარეა...და ტკივილიანი... ძნელია დაშორდე იმას ვინც,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს... გზა კი უსასრულოდ გრძელდება.... მიდის და მიდის...ცხოვრება მწარეა... და ტკივილიანი... მეც ავდექი და წამოვედი... წავედი... წავედი შორს... თვითონაც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი... გზა კი არ ქრებოდა... პირიქით გრძელდებოდა... უსაშველოდ შორს ...სადღაც... მე კი მაინც დავდიოდი და ვეძებდი დასასრულს... ამ სევდიან და დაბურულ ტყეში... ვერა დავერ მივაღწიე... არა და ჩანდა პატარა წერტილი რომელიც მუქად ჩანდა ტყის ბოლოს... მე კი მისკენ მივიწევდი... მაგრამ მაინც ვერ ვუახლოვდებოდი... ტყე კი უფრო დაბნელდა... საშიში გახდა... დაიწყო წვიმა... წვიმს.. წვიმს... თან რა უსაშველოდ წვიმს ... მე კი ისევ მივდივარ მივდიოდი იქ სადაც ვერ ვაღწევდი... მაგრამ მაინც ვაგრძელებდი გზას... მივდიოდი და მივდიოდი... თემის კატეგორია: სხვადასხვა View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ivanishvili31-300x179.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხულოს რაიონის სოფელ დიოკნისეს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. “ქართული ოცნების“ ლიდერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ მთიანი რეგიონის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, მთა უნდა შენარჩუნდეს და ახალგაზრდობა ადგილზე დასაქმდეს. ივანიშვილმა ასევე სოფლის სალოცავი-მეჩეთი მოინახულა. ინფორმაციაშია აღნიშბულია, რომ შეხვედრას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაც მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი კოალიციის ლიდერთან დაპირისპირებას ცდილობდა. იხილეთ epn.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/sazgvari-300x225.jpg „გალის რაიონში ადგილობრივებს ქუჩებში გადაადგილება ისევ უჭირთ, განსაკუთრებით კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას ექმნებათ პრობლემები. გალელების თქმით, რუსი ოკუპანტები ყველგან დგანან, უფრო მეტიც, ე.წ. საზღვარს მალე რუსი ომონი გაააკონტროლებს“ – წერს „რეზონანსი“. „რეზონანსის“ ცნობით, ადგილობრივ უსაბუთოებზე რუსებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული – იჭერენ ყველა უსაბუთოს და თითოეულს 1000-1200 რუბლით (60-70 ლარი) აჯარიმებენ. „განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ ადრე უსაბუთოები გალის მილიციაში მიჰყავდათ, ახლა ადგილზე წერენ ჯარიმას, დაჯარიმებულმა თანხა 2-3 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდა გალში ბანკში ხდება და რაიონი სოფლებისგან შორსაა, ავტობუსი კი კვირაში მხოლოდ 3-ჯერ დადის, მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს, რომ ჯარიმა დათქმულ ვადაში გადაიხადოს, რათა არ გაორმაგდეს“ – ამბობენ ადგილობრივები. „თავდაპირველად დაგვპირდნენ, რომ გამშვები პუნქტები 2011 წლის ოქტომბრიდან გაიხსნებოდა, მერე გვითხრეს, რომ საახალწლოდ, მაგრამ დღემდე არცერთი მათგანი გახსნილი არ არის. ის გადასასვლელი ხიდები, რაც ჩვენ, მოსახლეობამ გავაკეთეთ, რუსმა ოკუპანტებმა დაგვინგრიეს. გალში იმასაც ამბობენ, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნა იმიტომ ჭიანურდება, რომ ამის გაკეთება რუსებს არ სურთო. აფხაზებს რუსების ისევე ეშინიათ, როგორც ჩვენ. ქართველებთან დიდგულობენ, მაგრამ როდესაც რუსი მოდის, ისევე ჩუმდებიან, როგორც ქართველები“ – ამბობს გალის მკვიდრი. „როცა ვეკთხებით აფხაზებს, რატომ არ იხსენება დაპირებული პუნქტები, გვეუბნებიან, ამას დრო ჭირდებაო, არადა, ამის მიზეზი რუსები არიან. მეტსაც გეტყვით, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მალე ე.წ. საზღვარზე სულ რუსი ომონი ჩადგება, რათა ეს ტერიტორია უკეთ იყოს დაცული. თუ ეს ასე მოხდა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა კიდევ უფრო გაგვიჭირდება“ – განაცხადა „რეზონანსთან“ კიდევ ერთმა რესპოდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/703812882.jpgცოტა ხნის წინ "ელდრაინის" სოლისტი - სოფო ტოროშელიძე დაოჯახდა. მისი რჩეული დიპლომატი და გიტარისტი დიტო კვინტრაძეა. სრულად ორიგინალი