planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/217d65c36f9f5d0db18f595e55e3d8f5.jpgდავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ისინი მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებაში ხელს არ უშლიან. ამის შესახებ "ივერონს" გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, მამა ილარიონმა განუცხადა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
##image#9438#1#შვედურ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულ სედერმალანდის საქალაქო საბჭოში, ლოკალური მემარცხენე პარტია მოითხოვს, რომ მამაკაცები ისხდნენ, როცა ისინი შარდავენ. პარტიის მონაცემებით, არსებობს ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იმისთვის, რომ მამაკაცთა შორის შარდვის დროს ჯდომა დაკანონდეს. მამრობით სქესში მოშარდვის ამ წესის დამკვიდრების ერთ-ერთ მიზეზად ისინი ჰიგიენურ მოსაზრებებს ასახელებენ. შარდის ბუშტის დაცლის დროს დგომა, უნიტაზზე კვალს ტოვებს, რაც საპირფარეშოს სხვა სტუმრებს პრობლემებს უქმნის – აცხადებენ პარტიაში. მათ ასევე მოჰყავს სამედიცინო კვლევები, რითაც ამტკიცებენ, რომ ადამიანები გაცილებით პროდუქტიულად შარდავენ, როცა ისინი სხედან. ამავე კვლევების საფუძველზე მემარცხენეები ამტკიცებენ, რომ მჯდომარე მდგომარეობაში შარდვა პროსტატის დაავადებათა რისკს ამცირებს . View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9b71280a13a08218ea2c115b4d6227f9.jpgპოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი დმანისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/5869832dcd8895383f82751401f33c4e.jpgოქროს გლობუსის მფლობელმა ინგლისელმა მსახიობმა ემილი ბლანტმა ჟურნალ "Manhattan"_ის ივნისის ნომრისთვის იპოზიორა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/cf8e93b57d079a8ae84d864ac9f948c7.jpgამერიკელი კინომსახიობები დემი მური და ბრიუს უილისი, პაპარაცებმა ერთად შეამჩნიეს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/b613110b6664c713779637d567203cb1.jpg1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლის ჯგუფი "The Beatles", რომელმაც 60 წლის მანძილძე მსოფლიო დაიპყრო დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადებში 17-ჯერ ლიდერობდა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
Новая Газета-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, სერგეი სოკოლოვმა, რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი, ალექსანდრ ბასტრიკინი მას ტყეში დაემუქრა. 13 ივნისს გაზეთის მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა გამოაქვეყნა ღია წერილი ბასტრიკინის მიმართ, მოთხოვნით, უზრუნველეყო რედაქციის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება. როგორც მთავარი რედაქტორი წერს, ბასტრიკინმა სოკოლოვი 4 ივლისს კავკასიაში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. მიწვევის მიზეზი კრიტიკული სტატია გახდა. შეხვედრის შემდეგ ბასტრიკინმა ის ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა. მთავარი რედაქტორის განცხადებით სოკოლოვმა რუსეთი მისი ”პირადი ბრძანებით”, უსაფრთხოების მოსაზრებებით დატოვა. ალექსანდრ ბასტრიკინმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. ”მე მსურს მოვუბოდიშო დიმიტრი მურატოვს იმ ემოციური აფეთქების გამო, რომელიც მე შეხვედრის დროს დავუშვი” – განაცხადა მან. ბასტრიკინმა მოგვიანებით უარყო ტყეში მომხდარი ინციდენტი და განაცხადა, რომ უბრალოდ ემოციურად აფეთქდა სოკოლოვის ”თავხედური” და ”უმსგავსო” სტატიის გამო. View the full article
-
##image#9360#1#1 ივნისს The New York Times-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დევიდ სანგერის წერილი, რომელიც ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებისთვის კიბერიარაღის გამოყენებას ეხებოდა. ამავე საკითხზე დაწერილი მისი წიგნი კი 5 ივნისს გამოვიდა. სანგერის ნაშრომი ამერიკელი და ევროპელი, ყოფილი და ახლანდელი ოფიციალური პირების, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. წერილის მიხედვით, კიბერიარაღზე მუშაობა 2006 წელს, ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის დროს დაიწყო საიდუმლო პროგრამის, „ოლიმპიური თამაშების” ფარგლებში. ბუში შეშფოთებული იყო ირანის ბირთვული პროგრამით და ისრაელის შესაძლო სამხედრო ჩარევით. მას არ სურდა ახლო აღმოსავლეთში ახალი ცხელი წერტილი გაჩენილიყო და კიბერალტერნატივის გამოჩენისთანავე დათანხმდა მასზე მუშაობის დაწყებას. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბუშის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, მან თავის მემკვიდრეს, ბარაკ ობამას სთხოვა, პროგრამა არ დაეხურა. ობამას კიბერიარაღის იდეა მოეწონა, ამიტომ პროგრამის გაფართოება და მოქმედებაში მოყვანა გადაწყვიტა. ირანის ბირთვული ამბიციების დასათრგუნად შექმნილი მავნე კომპიუტერული პროგრამის (რომელსაც აღმოჩენის შემდეგ Stuxnet-ი ეწოდა) ტექნიკურ მხარეზე ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების პერსონალი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო ისრაელიც. მათ ამერიკელებს მიაწოდეს როგორც ტექნიკური ექსპერტიზა, ისე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია. Stuxnet-ის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა. მას კონკრეტული სამიზნე ჰქონდა – ნათანზის ბირთვული რეაქტორის კომპიუტერული სისტემა (სხვა კომპიუტერულ სისტემებს Stuxnet-ი რაიმე სახის ზიანს არ აყენებს). ამოქმედებამდე პროგრამას ტესტირება უნდა გაევლო, რისთვისაც საჭირო იყო გერმანული კორპორაცია Siemens-ის P-1 მოდელის ცენტრიფუგები და მათი სამართავი სისტემა (რომლებსაც ირანელები ნათანზში იყენებდნენ). აღმოჩნდა, რომ საჭირო მოდელის ცენტრიფუგები ბედნიერი შემთხვევის წყალობით ამერიკელებსაც ჰქონდათ. 2003 წელს ლიბიის ყოფილმა დიქტატორმა მუამარ კადაფიმ საკუთარი ბირთვული პროგრამის გაგრძელება გადაიფიქრა და ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკას გადასცა. ტესტირების შემდეგ დღის წესრიგში დადგა Stuxnet-ის ნათანზის კომპიუტერულ სისტემამდე მიტანის საკითხი. ბირთვული რეაქტორი, უსაფრთხოების მოტივით, ინტერნეტთან პირდაპირ დაკავშირებული არ იყო, მაგრამ ამერიკამ და ისრაელმა რეაქტორში მომუშავე ინჟინრების დაუდევრობის თუ შპიონაჟის საშუალებით თავიანთი კიბერიარაღის დანიშნულების ადგილამდე მიტანა მაინც მოახერხეს. ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მალე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ცენტრიფუგები მწყობრიდან გამოდიოდა, ირანელები კი მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. მათ რეაქტორის პერსონალი შეცვალეს. Stuxnet-ის გამორჩეული ღირსება ის იყო, რომ ცენტრიფუგები მწყობრიდან ისე გამოჰყავდა (ზედმეტი და დაუბალანსებელი დატვირთვით), თითქოს მათი სამართავი კომპიუტერული პროგრამის მიხედვით ყველაფერი წესრიგში იყო. ამერიკელები ისრაელთან ერთად აახლებდნენ პროგრამას და გაუმჯობესებულ ვერსიებს უშვებდნენ ნათანზში. საბოლოოდ ამ განახლებებმა კიბერიარაღი გამოააშკარავეს. პროგრამა ინტერნეტში არ უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ერთ-ერთ განახლებაში პროგრამული შეცდომა გაიპარა და 2010 წლის დასაწყისში რეაქტორში მომუშავე ინჟინრის კომპიუტერიდან Stuxnet-ი ინტერნეტში გავრცელდა. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო მის შესახებ, თუმცა სანგერის მიერ ციტირებული ექსპერტები პროგრამას მაინც წარმატებულად აფასებენ, რადგან, მათი აზრით, Stuxnet-მა ირანის ბირთვული პროგრამა 1,5-2 წლით დაამუხრუჭა. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ირანელები მხოლოდ 1 წლით დაყოვნდნენ. სენგერი აღნიშნავს, რომ ობამა პროგრამის ინტერნეტში გავრცელებამ შეაშფოთა. თეთრი სახლი უარყოფდა საკუთარი ჩარევის ამბავს, ვინაიდან ამერიკის მიერ კიბერიარაღის გამოყენებას სხვა ქვეყნები ან ტერორისტული ორგანიზაციებიც შეიძლებოდა წაეხალისებინა კიბერიარაღის განვითარებისკენ. მიუხედავად ამერიკის კიბერშესაძლებლობებისა, ის ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ინფორმაციულ სისტემებზე. სანგერი ახალ მავნე კომპიუტერულ პროგრამაზე, Flame-ზეც (ასევე ცნობილია, როგორც Wiper და Viper) საუბრობს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს. თუ Stuxnet-ს კონკრეტული სამიზნე (ნათანზის ბირთვული რეაქტორის ცენტრიფუგები) ჰქონდა, Flame-ი უფრო მრავალფეროვანი პროგრამაა და მისი მიზანი შპიონაჟია. პროგრამის ფუნქციონალურობას ხაზს უსვამს ზომაც (20 მეგაბაიტი), რაც მავნე პროგრამისთვის ძალიან დიდია (Stuxnet-ი დაახლოებით 40-ჯერ ნაკლები მოცულობის, 500 კილობაიტი იყო). Flame-ი აგროვებს მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილ ყოველ სიმბოლოს და იპარავს კომპიუტერში განთავსებულ ##image#9361#1#ინფორმაციას. თუ მომხმარებელს ელექტრონული ფოსტა ან მესენჯერი პროგრამა (მაგალითად, ICQ) აქვს გახსნილი, მაშინ Flame-ი ყოველ 15 წამში აკეთებს სკრინშოტს. მას აგრეთვე შეუძლია კომპიუტერის მიკროფონის ჩართვა და საუბრის ჩაწერა, Bluetooth-ის ჩართვა და დაკავშირების არეალში არსებული სხვა მოწყობილობებიდან ინფორმაციის მოპოვება. მოგროვებულ ინფორმაციას Flame-ი რამდენიმე დანიშნულების პუნქტისკენ გზავნის. ექსპერტების განმარტებით, Flame-ის მიზანი მოსახლეობის თვალთვალი არ არის. თუ სერვერზე გაგზავნილი ინფორმაცია პროგრამის შექმნელებისთვის არაა საინტერესო, მაშინ Flame-ი კომპიუტერში თავადვე შლის საკუთარ თავს. ექსპერტები, რომლებიც პროგრამის კომპიუტერულ კოდს იკვლევენ, აღნიშნავენ, რომ Flame-ს საკუთარი კვალის გაქრობა უნაკლოდ შეუძლია. Flame-ის შექმნისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ის 2-3 წლის წინ გავრცელდა და მისი მოქმედების არეალი ახლო აღმოსავლეთია. ინფიცირებული კომპიუტერების დიდი ნაწილი პალესტინის, სუდანის, სირიის, ლიბანისა და ირანის სამთავრობო სააგენტოებს, საჯარო ინსტიტუტებსა და კერძო კომპანიებს ეკუთვნით. გამოითქვა ვარაუდი Stuxnet-ისა და Flame-ის ურთიერთკავშირის შესახებ, თუმცა მიმომხილველები, პროგრამების სირთულის გამო, მათზე ერთი და იმავე ჯგუფის მუშაობას გამორიცხავენ. სანგერი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებმა Flame-თან კავშირი უარყვეს. სანგერის წერილის გამოქვეყნებას ობამას ოპონენტები ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. მათ თეთრი სახლი ინფორმაციის გაჟონვის კიდევ ერთი მიზანმიმართული კამპანიის გამო გააკრიტიკეს. მარტში თეთრი სახლიდან გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს აზერბაიჯანი ისრაელს საკუთარ აეროდრომებს უთმობდა ირანზე თავდასხმისთვის. მაშინ თეთრი სახლი ისრაელის სამხედრო გეგმების საბოტაჟს ისახავდა მიზნად, ახლა კი, ობამას კრიტიკოსების აზრით, ადმინისტრაციის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ირანის თემის მანიპულაციით პრეზიდენტის იმიჯის ამაღლებაა. ჩარლზ კრაუტჰამერმა თეთრი სახლის ქმედება სკანდალად შეაფასა. ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც. პოლიტიკურმა მიმომხილველებმა, მათ შორის, კრაუტჰამერმა და უოლტერ რასელ მიდმა, თეთრი სახლი საიდუმლო ინფორმაციის გამხელაშიც დაადანაშაულეს. მათი თქმით, კიბერიარაღზე მუშაობის კოდური სახელწოდების, მასში ჩართული ამერიკისა და ისრაელის სამსახურებისა და ოფიციალური პირების გამჟღავნება მომავალში ორივე ქვეყნის ქმედებებს ხელს შეუშლის. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც სანგერის მიერ ციტირებული მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, კიბეროპერაციები ისევ გრძელდება. View the full article
-
Саймон Шустер из TIME взял в Киеве интервью у украинского президента Виктора Януковича. В нем он рассказал о полемике и противоречиях, окружающих его вражду с бывшим премьер-министром Юлией Тимошенко, которая в настоящее время сидит в тюрьме, осужденная за злоупотребление служебным положением. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg შინდისში მდებარე საცდელი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სადაც პომიდვრის ჩითილებს რგავენ, დღეს, პრეზიდენტმა დაათვალიერა. ნარგავები აქ ინოვაციური სისტემით ირწყვება – ჩითილებს, წყალთან ერთად, ყველა აუცილებელი მინერალიც მიეწოდება. მიხეილ სააკაშვილი ნაკვეთზე სწორედ იმ დროს მივიდა, როდესაც იქ აგროტური მიმდინარეობდა. პრეზიდენტი ტურის მონაწილეებს შეუერთდა და ნაკვეთის დათვალიერება მათთან ერთად განაგრძო. გზად პრეზიდენტმა რიგით შემხვედრ მოსახლეობას შესთავაზა, ერთად დაეთვალიერებინათ ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრი. ავტობუსით ერთად მგზავრობის დროს, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი სათხოვარიც მოისმინა. ზოგიერთი პრობლემის მოგვარება კი მან ავტობუსშივე დაიწყო. უშუალო საუბრის დროს ერთ-ერთმა ქალმა ისიც თქვა, რომ აქამდე პრეზიდენტისა და მოსახლეობის შეხვედრები მონტაჟი ეგონა, ვინაიდან არ სჯეროდა, რომ იქ ამდენი ხალხი მიდიოდა. თუმცა ახლა ამაში თავად დარწმუნდა. ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა და სოფლის მცხოვრებლებმა ისევ ერთად, ავტობუსით, დატოვეს ტერიტორია. View the full article
-
##image#9437#1#სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგების გამო დაკისრებული 126 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა გაუნახევრდა. ივანიშვილს საქმის განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებაც მოუწევს – 2000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება 239 ავტომობილის შეღავათიან ფასებში ”ქართული ოცნებისთვის” მიქირავების ბრალდებისთვის დაკისრებულ 22 მილიონს, აქაც ივანიშვილს მხოლოდ ნახევრის გადახდა მოუწევს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili2-300x199.jpgსაქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა საცდელი ნაკვეთი დაათვალიერა და აგროტურში მონაწილე ფერმერებთან ერთად გაეცნო მიმდინარე ტექნოლოგიურ და სამუშაო პროცესებს. ტურის დასრულების შემდეგ, ფერმერებსა და ადგილობრივებს სააკაშვილმა აგარის ტექნიკური მომსახურების ცენტრის დათვალიერება შესთავაზა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი სერვისცენტრში ავტობუსით მათთან ერთად გაემგზავრა. მომსახურების ცენტრის დათვალიერებას ქვეყნის პირველი პირი გზად შემხვედრ ადგილობრივ მოსახლეობასაც სთავაზობდა. “ახლა აქ წყლის უკმარისობაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გველეშაპები მოგვაჯდნენ ლიახვში, წყლის უკმარისობა არის ყველგან. ამიტომ, ჩვენ წყლის წვეთოვანს დავნერგავთ ყველგან. ყველა სოფელში უნდა შევიდეს წვეთოვანი”, -განაცხადა სააკაშვილმა იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ivanishvili31-300x179.jpgმოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგების გამო დაკისრებული 126 000 000 ლარიანი ჯარიმის თანხა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 63 110 095 ლარამდე შემცირდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ბიძინა ივანიშვილს საქმის განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებიც დააკისრეს, რომელიც 2 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება 239 ავტომობილის შეღავათიან ფასებში “ქართული ოცნებისთვის” მიქირავების ბრალდების საფუძველზე დაკისრებულ 22 000 000 ლარს, სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა და ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე ჯარიმის თანხად 11 214 970 ლარი და 65 თეთრი დააკისრა. იხილეთ epn.ge
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/219087-Royalty-Free-RF-Clipart-Illustration-Of-A-Group-Of-Diverse-School-Children-Telling-Stories1.jpg მე რომ პრეზიდენტი ვიყო, პირველ რიგში გავაშენებდი დიდ ბაღრს და დავდგამდი შადრევნებს,იმიტომ,რომ ძალიან მომწონს ,ბაბუამ მანახა ერთხელ შადრევანი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შემდეგ აუცილებლად გავანათებდი ქალაქს და დავაგებდი გზებს,ოღონდ ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვახდენდი,არ მიყვარს დიდი ხანი ლოდინი. აუცილებლად ავიხდენდი ოცნებას და ვისწავლიდი თვითფრინავის ტარებას და ვისეირნებდი F1-ის სპორტული მანქანით,ძალიან სწრაფია ! მე მეყოლებოდა დაცვაში ძალიან ბევრი ადამიანი,პრეზიდენტი ყოველთვის დაცული უნდა იყოს,თანაც,ძალაუფლება ძალიან მხიბლავს. რა თქმა უნდა, ვაჩუქებდი ჩემს კლასელს ერთ დიდ ტელე კომპანიას,მას ძალიან რომ ქონდეს მისი ტელევიზია და ამ ოცნებას აუცილებლად ავუხდენდი.დედიკოს ვუყიდიდი რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს,ის ძალიან კვალიფიციური პროფესორია,მაგრამ მამიკოს არ აქვს საშუალება,რომ თავის სასწავლებელი გახსნას. ძალიან ხშირად ვივლიდი ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,განსაკუთრებით დასავლეთში,ძალიან მიყვარს ევროპული ქვეყნები,მეც მინდება ხოლმე რომ მათნაირი ვიყო,განსაკუთრებული და უკომპლექსო…რუს ლილიპუტებს კი არ გვანან.რაც მთავარია,აუცილებლად დავიჭერდი და სასტიკად დავსჯიდი ქურდული სამყაროს წარმომადგნლებს,ისინი ჩემზე თითქმის ყოველდღიურად ძალადობენ,ცდილობენ რომ დამჩაგრონ და თუ ხმას შევუბრუნებ,სასტიკად მისწორდებიან. ერთი სიტყვით მე ავაშენებდი ძალიან მაგარ სახელმწიფოს ,სადაც მე ,ჩემი ნათესავები და მეგობრები,ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდით ! პატარა მიშას ფიქრები,მე პრეზიდენტი ვიქნები. View the full article
-
ცნობილი გახდა რომ Warner Bros-სა და Paramount-ს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, რომ მოიპოვონ უფლება პოპულარული ვიდეოთამაშის Splinter Cell-ის მიხედვით გადაიღონ ფილმი. Deadline-ის ცნობით ორივე კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს Ubisoft-თან, რაც ნიშნავს იმას რომ ფილმი უფრო მეტად დაფუძნებული იქნება ვიდეოთამაშზე, ვიდრე Tom Clancy-ს კომიქსებზე, რომლის მიხედვითაც თავის დროზე Ubisoft-მა შექმნა თამაში. გავრცელებული ინფორმაციით Paramount-ი პოლაპარაკებებში ლიდერის პოზიციას იკავებს View the full article
-
უკრაინის და საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბებმა უკვე დაასახელეს შემადგენლობები View the full article
-
##image#9436#1#ათონის წმიდა მთის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი, რომელსაც საბერძნეთი კორუფციულ საქმიანობაში სდებს ბრალს, ამავე ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ, სასამართლოსთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში გაამართლა. თუმცა ეს ბრალდების მხოლოდ მეორეხარისხოვანი ნაწილია. 2012 წლის დასაწყისში იღუმენმა ეფრემმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კორუფციული საქმეების ბრალდებით ციხეში სამი თვე გაატარა. იღუმენ ეფრემს, გამოძიების დაწყების შემდეგ მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოსკოვის საპატრიარქომ დაუჭირეს. წინა წელს, ეფრემმა ათონის მთიდან რუსეთში ღვთისმშობლის სარტყელი ჩაიტანა. მართლმადიდებლურმა რელიკვიამ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში მილიონობით ადამიანი მიიზიდა და ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა. ამჟამად ეფრემი სასამართლო განაჩენს ელოდება. საბერძნეთის სახელმწიფო ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის უკანონო გარიგებებმა ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. იღუმენი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ბარტერულ გარიგებებში მონასტერსა და სახელმწიფოს შორის ყველაფერი კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდა. View the full article
-
დიდხანს ვიფიქრე გამეხსნა თუ არა თემა ალუდაზე,ბოლოს გადავწყვიტე რომ დამეწერა... დამეწერა მასზე რადგან საშუალება ქონოდა ადამიანებს გამოეხატათ თავისი მწუხარება,სითბო და სიხარული ამ ადამიანის მიმართ. ალბათ ბევრი იტყვის,ჩვენ ხომ ასე ვართ ქართველები ადამიანს სიკვდილის შემდეგ ვაფასებთო,მაგრამ ვინც ეს ადამიანი გარდაცვალების შემდეგ გაიცნო ამ შემთხვევაში რა ვთქვათ? ვინც მხოლოდ მოგვიანებით მოისმინა მისი სიმღერები,მისი ხმა... მთავარი არაა ადამიანებო როდის დავაფასებთ ვინმეს,რა თქმა უნდა კარგია თუ ეს სიცოცხლეშივე მოხდება,მაგრამ როცა ამდენ ადამიანს გული შესტკივა მის გარდაცვალებაზე,წუხს და გამუდმებით მის სიმღერებს უსმენს ეს უკვე მისი აღიარება და დაფასებაა,რომელიც სიცოცხლეშივე არ აკლდა ამ ადამიანს...ღმერთმა ნათელში ამყოფოს და ჩვენ გველოცოს მისთვის და ყველა ჩვენი გარდაცვლილი ახლობელის სულებისთვის. თემის კატეგორია: სხვადასხვა View the full article