Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saia-300x225.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან” ერთად 17 ივნისს “ქართული ოცნების” მიერ ოზურგეთში დაგეგმილი აქციას დააკვირდება. ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. “ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 17 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება”, – ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. opinion.ge View the full article
  2. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ”ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის” არსებობა ადგილობრივი მედიასაშუალებებისათვის სიახლე აღმოჩნდა. სოხუმის სააგენტო ”Апсныпресс” - მა დაადასტურა ასეთი დოკუმენტის არსებობა იმ პუბლიკაციების შემდეგ, რომლებშიც მის არსებობაში ეჭვი გამოითქმებოდა.ჩვენ გაგვაჩნია ”ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”, - აცნობეს სააგენტოს აფხაზეთის უშიშროების საბჭოში, აღნიშნეს რა, რომ ის დამტკიცებული იქნა 2011 წლის 15 თებერვალს ექს - ”პრეზიდენტის” სერგეი ბაღაფშის მიერ - სამი თვით... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. Кировский районный суд города Астрахань завершил в пятницу рассмотрение дела о признании незаконными результатов выборов мэра Астрахани, которые состоялись 4 марта 2012 года. В удовлетворении требований истца - экс-кандидата Олега Шеина суд решил отказать. Эсер Олег Шеин оспаривает результаты на 204 участках из 316. View the full article
  4. ცხინვალის სეპარატისტმა მმართველებმა ახალგორის ცენტრში ზოგიერთ ქუჩას სახელწოდება შეუცვალეს. მაგალითად, მერაბ კოსტავას ქუჩას მოსკოვის ქუჩა ეწოდა, ზვიად გამსახურდიას ქუჩას კი სტალინის ქუჩა დაარქვეს.ე.წ. მოსკოვის და სტალინის ქუჩებზე ძველი აბრები უკვე ჩამოხსნეს. აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ ახალგორელებს ოფიციალურ დოკუმენტებში ქუჩის ახალი სახელები აქვთ მითითებული.მარიონეტული მმართველები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, არაოფიციალურ საუბარში კი განაცხადეს, რომ "არ უნდათ ჰქონდეთ იმ ადამიანების სა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ocndebaaaa9-300x279.jpgროგორც Presage.tv-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიისა” და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, კოალიცია “ქართული ოცნება” თვის ბოლოდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, “კარდაკარის” პრინციპით აღწერას დაიწყებს. მისივე თქმით, ისინი თავად ჩაატარებენ “კარდაკარის” კამპანიას და თვითონ აღწერენ მოსახლეობას. opinion.ge View the full article
  6. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-euro.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა უფროსმა ალენ გრინსპენმა განაცხადა, რომ ევროპის ერთიანი ვალუტის პროექტმა კრახი განიცადა. იგი კანადაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა სიტყვით.<span style="font-size: 10pt;" />„ერთიანი ევროპული ვალუტა კეთილშობილური ექსპერიმენტი იყო, რომელიც წარუმატებლობით დასრულდა“, – აღნიშნა გრინსპენმა. საქინფორმი
  7. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-rusul-chinuri.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ს აღარ სჭირდება ალ-ყაედასგან მტრის შექმნა, რადგან მას უკვე ნამდვილი მტერი ჰყავს, რომელიც დაჩქარებული ტემპებით ვითარდება: ღერძი რუსეთ-ჩინეთი, რომელსაც საკუთარი ფორუმი – შანხაის ორგანიზაცია აქვს.<span style="font-size: 10pt;" />ამ ჩასახული ცივი ომის საფუძველი არის არა იმდენად რაღაც კავშირი, რამდენადაც გარემოებათა თანხვედრა. რუსეთსა და ჩინეთს შორის სრულფასოვანი კავშირი შეუძლებელია. პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობებში კვლავაც სერიოზული უთანხმოებაა. ამასთან, გარემოებები ისე განლაგდა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა, მოხვდნენ რა უშიშროების საბჭოში, თანხვედრი მოქმედება გადაწყვიტეს. ამ ორი სახელმწიფოდან ვერცერთი ვერ ეგუება ერთპოლარულ მსოფლიოს ჩრდილოამერიკის ეგიდით და შესაძლოა, სწორედ ვაშინგტონისათვის წინააღმდეგობა ამტკიცებს ამ კავშირს. საქინფორმი
  8. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-migracia-samarTali-3.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსი კონსტანტინე რომოდანოვსკი აცხადებს, რომ საქართველოს 9000-ზე მეტი მოქალაქე რუსეთში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევით იმყოფება.<span style="font-size: 10pt;" />„ჩვენ ვიპოვით ამ ადამიანებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მათთან დაკავშირებით: ან საიმიგრაციო სამსახური, ან სასამართლო გააკეთებს ამას“, – განუცხადა რომოდანოვსკიმ ჟურნალისტებს, როგორც ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან. საქინფორმი
  9. “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე, შესაძლოა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდეს სამტრედიაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-ria-samartali-1.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. მრგვალი მაგიდა: „ადვოკატურა საქართველოში: პრობლემები და გადაწყვეტილებები“ გაიმართება დღეს, 15 ივნისს, 15 საათზე, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში.<span style="font-size: 10pt;" />ადვოკატურის პრობლემა დღეს ქართული სინამდვილის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. ამ იურიდიული ფენის საქმიანობის სამართლებრივი და სოციალური გარანტიები, საზოგადოებასა და სახელმწიფოში მისი დაბალი სოციალური ავტორიტეტი ბევრ საკითხს წარმოშობს, რომელთაც დაუყოვნებლივ ესაჭიროება გადაწყვეტა. საქართველოს ადვოკატურა, რომელსაც სტაბილურად მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა, მათ შორის – საბჭოთა პერიოდში, ახლა ღრმა კრიზისს განიცდის, საიდანაც გამოსვლა სახელმწიფოს და საზოგადოების ორმხრივი სურვილის გარეშე შეუძლებელია. საქინფორმი
  11. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-ivan-sazogadsoeba-3.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის საჩივარზე, რომელიც მის 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დაჯარიმების საკითხს ეხება, სააპელაციო სასამართლო დადგენილებას დღეს გამოაცხადებს.<span style="font-size: 10pt;" />მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, ლეილა მამულაშვილმა და ირაკლი შენგელიამ 14 ივნისის სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების – სანდრო ბარამიძისა და შალვა თადუმაძის – არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. საქინფორმი
  12. საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის 17% წილის მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქლაქე ალექსანდრ რონჟესი 15 ივნისს, გამთენიისას სამშობლოში გამეგზავრა. როგორც Media.Ge-ს „გლობალ TV“-ის მარკეტინგისა და განვითარების მენეჯერმა, ზურაბ ბაზლიძემ აცნობა, 14 ივნისს რონჟესის მოწმის სტატუსით დაკითხვა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. 15 ივნისი, 2012 - 13:56 15 ივნისი, 2012 - 13:56 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/33ef4c21bdfcf626fe461c58b23ee5ad.jpg სრული ტექსტი View the full article
  13. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-global-aqt3.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი.საკაბელო ოპერატორი კომპანია „გლობალ TV“-ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ში გამგზავრების წინ საპასპორტო შემოწმებისას დააკავეს.<span style="font-size: 10pt;" />ალექსანდრე რონჟესის თითქმის 5-საათიანი დაკითხვა მისი გათავისუფლებით დასრულდა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა მისმა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ გამოძიების კითხვები საქართველოში რონჟესის ფინანსურ ინტერესებს შეეხებოდა. რონჟესი მოწმის სახით დაიკითხა. საქინფორმი
  14. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წევრები პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან და მათთან ერთად რამდენიმე საკითხს განიხილავენ. კომისიამ საველე სამუშაოები უკვე დაასრულა და ახლა იმ მისამართებისა და პირების მონაცემთა გადამოწმება დაიწყება, რომლებთან დაკავშირებითაც გარკვეული პრობლემები არსებობს. კომისია პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეკომენდაციებს მიიღებს. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg თბილისის სააპელაციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საქმის განხილვას 21 ივნისს გააგრძელებს, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ლიდერის მხარე სათანადო მტიკიცებულებებს წარადგენს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს დილით მიიღო. `პროცესი გაჭიანურდა ხუთი თვის განმავლობაში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოებს ორ თვეს განუსაზღვრავს საქმის განხილვისათვის, ხოლო თუ საქმე განსაკუთრებით რთულია, მაშინ ხუთ თვემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს. რეალურად, არავითარ სირთულეებთან ეს საქმე არ არის დაკავშირებული,`- განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ. კიდევ ერთმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა კი განმარტა, რომ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და შემდეგ საქმე გადაიგზავნება ევროსასამართლოს. View the full article
  16. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61063.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა: •საუკეთესო მოსწავლე - გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძის სოსო ღვინიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამაზ ბაღდავაძე; •საუკეთესო მასწავლებელი - თბილისის №76 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია კობესაშვილი; •საუკეთესო მასწავლებელი - პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკას საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი თეონა ჯუღელი; •საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის(ბური) სახელობის №1 საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ჯეისონ დევიდ ბრენდონი; •საუკეთესო სკოლის დირექტორი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა; •საუკეთესო მანდატურები - თბილისის №76 საჯარო სკოლა - გელა ბეგდარაშვილი, ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - ბაბილინა ბარქაია, ქუთაისის №23 საჯარო სკოლა - პაატა ნანავა; •საუკეთესო საჯარო სკოლა - რუსთავის №4 საჯარო სკოლა; •საუკეთესო კერძო სკოლა - საერო სკოლა ”ალბიონი”; •საუკეთსო რესურსცენტრის ხელძღვანელი - სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი - ნინო შენგელია. დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ. View the full article
  17. В столице Кабардино-Балкарии со дня на день ожидают ареста мэра Залимгери Хагасова - оного из самых влиятельных членов команды главы республики Арсена Канокова. Он и сам, возможно, попадет под удар - есть "курортная версия" происходящего, причем в двух вариантах. Между тем эксперты удивлены: Кремль взялся рубить сук, на котором сам сидит. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg რუსეთის მოსახლეობა საქართველოს ყველაზე არამეგობრულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. სოციოლოგიური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 41 პროცენტი ემხრობა. ამასთანავე, მოსახლეობის 35 პროცენტის აზრით, შეერთებული შტატები რუსეთის მიმართ მტრულადაა განწყობილი, გამოკითხულთა მეოთხედი კი ფიქრობს, რომ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს. რუსეთის მეგობარ ქვეყნებად რესპონდენტებმა ყახაზეთი, ბელარუსი და გერმანია დაასახელეს. გამოკითხვა "ლევადა-ცენტრმა" 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში მონაწილეობა მიიღო 1,600-მა ადამიანმა. View the full article
  19. ანუ მნახველები??? ვერ გავერკვიე კარგად ( თემის კატეგორია: სხვადასხვა View the full article
  20. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-archevani-aqt2.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. დღეს, 14:00 საათზე, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება კოალიციის – „არჩევნის თავისუფლებისთვის“ – წარმომადგენლების შეხვედრა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით დაინტერესებულ აქტიურ მოქალაქეებთან. საქინფორმი
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ganatleba2-300x200.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა. საუკეთესო მოსწავლე გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძის სოსო ღვინიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამაზ ბაღდავაძე, საუკეთესო მასწავლებელი – თბილისის №76 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ლია კობესაშვილი; ასევე პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკას საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი თეონა ჯუღელი, საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი – პროექტის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბური) სახელობის №1 საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ჯეისონ დეივიდ ბრენდონი; საუკეთესო სკოლის დირექტორი – თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა; საუკეთესო მანდატურები – თბილისის №76 საჯარო სკოლიდან გელა ბეგდარაშვილი, ზუგდიდის №8 საჯარო სკოლიდან ბაბილინა ბარქაია, ქუთაისის №23 საჯარო სკოლიდან პაატა ნანავა; საუკეთესო საჯარო სკოლა – რუსთავის №4 სკოლა; საუკეთესო კერძო სკოლა – საერო სკოლა “ალბიონი”; საუკეთსო რესურსცენტრის ხელძღვანელი კი, სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი ნინო შენგელია გახდნენ. დიმიტრი შაშკინმა აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა. “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ”, – აღნიშნავენ სამინისტროში. იხილეთ epn.ge
  22. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-dazRveva-sazogadoeba-2.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა იქნეს შემოღებული.<span style="font-size: 10pt;" />„გავაკეთოთ დაზღვევა საყოველთაო და ამისკენ ჩვენ მივდივართ“, – განაცხადა მან 14 ივნისს ბათუმში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. საქინფორმი
  23. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg გუშინ ღამის 10 საათისთვის დასრულდა კომპანია `გლობალ ტივის` ამერიკელი მფლობელის დაკითხვა თბილისის აეროპორტში. ალექსანდრ რონჟესი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთის გავლით შეერთებულ შტატებში წასვლას გეგმავდა - მის მიერ შესრულებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით კი საგამოძიებო სამსახურს გარკვეული კითხვები ჰქონდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით" მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 ათას ლარად შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21”-ზე, 3 მილიონ 100 ათას ლარად და მიღებული თანხის დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც კანონით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას მან არ მოახდინა თანხის დეკლარირება, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ალექსანდ რონჟესი მოწმის სახით დაეკითხვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ "გლობალ ტივის" სხვა მფლობელები და რონჟესის ადვიოკატებიც. View the full article
  24. ფერნანდო ტორესი ამბობს, რომ გულშემატკივარმა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ძლიერი "ფურია როხა" დაინახა. View the full article
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/state_department_m-300x168.jpgაშშ საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანაბარი სამოქმედო ველისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე საუბრობს. ამასთან დაქავშირებით განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს, რომელშიც ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული. განცხადების მიხედვით, კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობის საკითხი ბათუმში ვიზიტისას, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა. “დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა, მათ შორის – 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში თანაბარი სამოქმედო ველის, ღია დებატისა და მოქალაქეთა მიერ ინფორმაციისა და შეხედულებათა ფართო სპექტრზე წვდომის მნიშვნელობა. აშშ-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევით დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება მოახდინოს და კიდევ უფრო განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა, მოქალაქეთა ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ასევე შეთანხმდა სისხლის სამართლის რეფორმის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ადმინისტრაციული კოდექსის რეფორმის მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. “აშშ-მა აღნიშნა უმცირესობათა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვილებების გზით და მხარდაჭერა გამოუცხადა უმცირესობათა ინტეგრირების მიზნით საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას”, – აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...