planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/komunikaciebis_komisia-300x136.pngსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “სტერეო +”-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შპს “სტერეო+”–ის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტს მიმართა და ტექნიკური დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულების სახით მოითხოვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ანალოგური სატელევიზიო კონვერტაციის მოწყობილობებს წარმოადგენენ ე.წ კოდეკები, რაც უზრუნველყოფს კოდირებული სიგნალის გავრცელებას, ხოლო სიგნალის მიმღები ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სკრემლერებით, რაც კოდირებული სიგნალის სრულფასოვან მიღებას უზღუნველყოფს. ტექნიკურ დასკვნაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზემოაღნიშნულის განხორციელება უპრობლემოდ არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ შპს “სტერეო+”–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ “სტერეო+”–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანია “მეცხრე არხის” სიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენა იყო. კომისიამ წინა კვირაში შესთავაზა “სტერეო+”–ს პრობლემის კოდირებული სიგნალის გაშვებით მოხსნა და, ამავე, დროს კომისიის რეკომენდაციისთვის უფრო მაღალი სანდოობის შეძენისთვის, ტექნიკური დასკვნისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიმართა. ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური დასკვნა დაემთხვა კომისიის პოზიციას, რაც კომისიისთვის არ ყოფილა მოულოდნელი. სურვილის შემთხვევაში, კომისია მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნის ასლი”. opinion.ge View the full article
-
აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად 16 წლის ასაკამდე ჩავიდნენ შესაძლოა მუშაობის ნებართვა მიეცეთ. ისინი აგრეთვე, თავიდან აიცილებენ დეპორტაციას. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. ახალი ინიციატივის თანახმად, 16-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში 5 წლის განმავლობაში უწყვეტად უცხოვრიათ, დეპორტაცია აღარ ემუქრებათ. უწყების წარმომადგენლის, ჯანეტ ნაპოლიტანოს განმარტებით, ”აშშ-ში არსებული კანონები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეული შემთხვევებისთვის ახლებული ვერსიები შემუშავდეს.” ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აშშ-ში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ლათინოსების ხმების მიზიდვაა. View the full article
-
ესპანეთის ნაკრების ნახევამრცველი ხავი გახნდა რეკორდსმენი გაკეთებული პასების მიხედვით. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/grigolvashaze2-300x216.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, პირველ ვიცე პრემიერ-მინისტრ ვალერი ხოროშევსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ კოსტიანტინ გრიშჩენკოსა და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ვოლოდიმირ ლიტვინს შეხვდა. შეხვედრებზე საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. აგრეთვე საუბარი შეეხო საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის შემდგომ სრულყოფას, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობებს განავითარებენ და ორი ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ერთობლივ განხორციელებას ხელს შეუწყობენ. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას და „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ოქმს მოაწერეს ხელი. opinion.ge View the full article
-
საინფორმაციო კოლაჟი. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/pFSD5AR4uFo palitratv.ge
-
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო წინა თვესთან შედარებით უფრო დამძიმებულია. ,,სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის და ზეწოლის -9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების -2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის -4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელისშეშლის -2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა.’’-განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებაც, ასევე ინფორმაციებს პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირებების შესახებ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მეორე შუალედური ანგარიში, 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასევე იმ მოვლენებს, რომლებიც 4 მაისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდში მიმდინარეობდა. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mixeil-saakashvili-546895460549-289x300.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, აგარის ტექნიკური მომსახურების ცენტრის დათვალიერებისას განაცხადა, რაც ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოხდა, გორის რაიონში წყლის პრობლემაა. “ახლა აქ წყლის უკმარისობაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გველეშაპები მოგვაჯდნენ ლიახვში, წყლის უკმარისობა არის ყველგან. ამიტომ, ჩვენ წყლის წვეთოვანს დავნერგავთ ყველგან. ყველა სოფელში უნდა შევიდეს წვეთოვანი”, -განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
-
The National Geographic Traveler აცხადებს ფოტოკონკურსს კატეგორიებში -მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტები, ქუჩის სცენები, სპონტანური მომენტები. კონკურსის გამარჯვებულები სამ ადგილას იმოგზაურებენ - მიიღებენ მონაწილეობას სანტა ფეს ვორკშოპში, გალაპაგოს ფოტოგრაფიის ექსპედიციაში და National Geographic -ის სამოგზაურო სემინარში, აგრეთვე საპრიზო თანხასთან ერთად გადაეცემათ სერთიფიკატები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://ijnet.org/opportunities/national-geographic-photo-contest-open-wo... 15 ივნისი, 2012 - 18:29 1 ივლისი, 2012 - 18:29 View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mamuka-jibladze-224x300.jpgმამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დღეს, მისმა კოლეგებმა, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა განცხადებას გაავრცელეს. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ: “მამუკა ჯიბლაძე არის უაღრესად ნიჭიერი, ფართო მათემატიკური ხედვის მქონე მათემატიკოსი. მას მიღებული აქვს მეცნირების დოქტორის ხარისხი ბელგიაშიც და საქართველოშიც. მამუკა არის ფუნდამენტური შრომების ავტორი და საერთაშორისო რანგის მეცნიერი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი არაერთ მათემატიკურ დარგში, განსაკუთრებით – კატეგორიათა თეორიაში, სადაც მისი წვლილი საქვეყნოდ აღიარებულია. წლების განმავლობაში მამუკა იყო ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2011 წლიდან იგი არის ამავე ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილების გამგე. მამუკა არასდროს ყოფილა დაინტერესებული ფორმალური რეგალიებით, მაგრამ მისი როლი ინსტიტუტის საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში სრულიად ფასდაუდებელია. გარდა ამისა, მამუკა მუშაობს განათლების სფეროშიც, კერძოდ, იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მამუკას წვლილი სკოლის საატესტატო გამოცდების კომპიუტერული სისტემის შექმნაში არის გადამწყვეტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მამუკა არის უაღრესად კეთილი, უკონფლიქტო, სიყვარულით აღსავსე, ღრმად მორწმუნე ადამიანი. თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მამუკა სარგებლობს განსაკუთრებული პატივისცემით და გულითადი სიყვარულით კოლეგებსა და მეგობრებში. სწორედ ამის გამო ძლიერ შეშფოთებულები ვართ მისი უეცარი გაუჩინარებით. ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოებისათვის სრულიად უნიკალური ადამიანის გაუჩინარების ფაქტს. მიგვაჩნია, რომ ყველა ძალა უნდა იყოს მიმართული მამუკას საპოვნელად. ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება და რესურსი მიმართონ ამ ფაქტის გამოძიებისკენ. ასევე გვინდა ვთხოვოთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიმართონ თავიანთი ყურადღება მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტისაკენ და დაეხმარონ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ ინფორმაცია ამ სრულიად განსაკუთრებული ადამიანის შესახებ”. opinion.ge View the full article
-
სირიის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილმა ვითარებამ მსოფლიო საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. როგორც ქვეყნის ხელისუფლებამ ისე მეამბოხეთა ლიდერებმა უგულვებელყვეს გაეროსა და არაბთა ლიგის სპეციალური რწმუნებულის კოფი ანანის გეგმა, რომელიც სირიაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად. თვითონ კოფი ანანმა არც თუ დამამშვიდებელი შეფასება მისცა იქ არსებულ სიტუაციას და განაცხადა, რომ სირიაში უახლოეს ხანებში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი გარდუვალია, რომელშიც რეგიონის სხვა ქვეყნებიც იქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<img src = "img/multimedia/a9818.jpg" > თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წელს 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში... droni.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/medvedev-300x224.jpgმედვედევი მოუწოდებს, ერვაზიული კავშირისთვის ერთიანი ვალუტის შემოღებაზე ფიქრი უკვე დღეს დაიწყოს. “ევრაზიულ კავშირში ერთიანი ვალუტის შემოღება დღევანდელი ამოცანა არაა, მაგრამ ამის შესახებ ფიქრი აუცილებელია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა. „საჭიროა ევრაზიული კავშირის მასშტაბით ვიფიქროთ, რომელიც 2015 წელს უნდა დაფუძნდეს, რომელიც სხვათაშორის მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ მიმდინარე საუბრების თემაა, თუმცა მათ შესახებ უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ გლობალური ბაზრების არასტაბილურობას“, – განაცხადა დ.მედვედევმა პარასკევს, ეკონომიკურ ფორუმზე „ერთიანი ეკონომიკური სივრცე: სამრეწველო განვითარების ახალი შესაძლებლობები“, სიტყვით გამოსვლისას. მან განმარტა, რომ იგულისხმება „ერთიანი ანგარიშგების ერთეულის შექმნის“ საკითხები. მისი თქმით, საუბარია ერთიან ვალუტაზე. „ეს დღევანდელი დღის აკვიატება არაა, ამაზე ფიქრია საჭირო“, – განაცხადა მედვედევმა. opinion.ge View the full article
-
<img src = "img/multimedia/a9817.jpg" > droni.ge
-
Госдепартамент признал, что в речи, в которой Клинтон обвинила Россию в разжигании насилия в Сирии, были опущены детали. Но пресс-секретарь Виктория Нуланд сказала: «Новые вертолеты или отремонтированные старые - нас заботит одно: то, что они будут использоваться в тех же самых целях, что все другие вертолеты в Сирии на данный момент, - для убийства гражданского населения». View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61064.jpg თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ დავით რუსიშვილს უკვე განუსაზღვრა სასჯელის ზომა. ის მომდევნო 21 წელს საპატიმროში გაატარებს. გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე იქნა მიღებული, რომელთაც 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ ბრალდებული დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. შესაბამისად, მათ მოსამართლეს სასჯელის დამამძიმებელი რეკომენდაციით მიმართეს. საბოლოოდ, მკველობისთვის რუსიშვილს 14 წელი მიესაჯა, კიდევ 4 წელი კი იარაღის უკანონო ტარებისთვის. ამასთანავე, მას პირობითი მსჯავრის 3 წელი აქვს მოსახდელი, რაც ჯამში 21-წლიან პატიმრობას ნიშნავს. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. დავით რუსიშვილი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან ორ დღეში დააკავეს, მეორე ბრალდებული ივერი გოგიბერაშვილი კი 2011 წლის 267 დეკემბერს უკრაინაში დააკავეს. View the full article
-
რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის სამმართველომ რუსეთის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში მიგრაციის კონტროლი დაიწყო. ინტერნეტში გამოჩნდა სპეციალური ანკეტის სკანირებული ასლი ”ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებიდან ჩამოსული პირებისათვის”, რომლის შევსებაც ცოტა ხნის წინ დაღესტნის მცხოვრებს ურალის ოლქის ქ.სურგუტში ჩაწერის დროს მოუწია. ”მე ვეკითხები პასპორტისტს: როდიდან არსებობს ეს კანონი? ის ამბობს - ცოტა ხნის წინ ასეთი ბრძანება მივიღეთ ფედერაციის მიგრაციული სამსახურის სამმარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Уже который день французская пресса активно обсуждает скандал, в котором оказались замешаны сразу три видные фигуры – президент Франции Франсуа Олланд, его бывшая подруга и политик Сеголен Руаяль и его нынешняя подруга журналистка Валери Трирвейлер. История о том, как одно сообщение в сети Твиттер стало причиной большого скандала, облетела всю Францию. View the full article
-
Avengers შურის მაძიებლებმა არაადამიანური სისწრაფით გადალახეს წინა რეკორდი და ყველაზე სწრაფად შეაგროვეს 1 მილიარდი დოლარი თავიანთ სალაროში. 10 დღის განმავლობაში სალარო 1 მილიარდი დოლარით შეივსო. ფილმი გამოუშვა კომპანია Marvel-მა.ამ ფილმში არის გაერთიანებული მარველის სხვადასხვა ფილმების გმირები:Iron Man , Hulk , Thor , Captain America.როლებში მონაწილეობდნენ:Robert Downey Jr, Chris Evans, ... View ucnauri.com