
planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s49.radikal.ru/i123/1004/90/dc1b9d34849c.jpg რაფა ბენიტესი მოუწოდებს ლივერპულის ფანებს ისე იაქტიურონ როგორც არასდროს. ლივერპულს გაუჭირდა 10 კაცით თამაში ბუნებრივია ეს ძალზედ რთულია. რაფა ბენიტესმა კი ისაუბრა ამ მატჩზე. რაფა:”ეს მატჩი ჩვენთვის არ დამთავრებულა ეს იყო მხოლოდ პირველი ნახევარი იმის რაც უნდა მოხდეს მომავალში”. ”მე დარწმუნებული ვარ კიდევ მოვახერხებთ პროგრესირებას და მზად ვიქნებით შემდეგი მატჩისთვის”. ”თავიდან კარგად ვითამაშეთ და გავიტანეთ გოლი უბრალოდ რთულია ითამაშო 60 წუთი 10 ფეხბურთელით თან გასვლით მატჩში”. ”მე გული მწყდება რამდენიმე მომენტზე სადაც ჩვენ შეგვეძლო დავწინაურებულიყავით”. ”ვიცი ბენფიკა არა თავშიხელწამოსაკრავი კლუბი მათ ყავთ კარგი ფეხბურთელები და თამაშობენ კარგად”. ”მათ გაგვიტანეს 2 გოლი ორივე თერთმეტმეტრიანით, მაგრამ შედეგი მაინც მაკმაყოფილებს ვფიქრობ არ ვიქნებოდი შედეგით კმაყოფილი 11-ნი რომ ვყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ვიყავით 10-ნი და ამან განაპირობა ჩვენი წარუმატებლობა”. ”ჩვენი ფანების წინაშე თამაში ენფილდზე ტიპიურად განსხვავებული იქნება ამ მატჩს ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ სიტყვას გაძლევთ”. ”როდესაც ყველაფერი შენწინააღმდეგ მეტყველებს გინდა რამის შეცვლა, მაგრამ ვერ ცვლი, როდესაც ისინი ჩამოვლენ ენფილდზე და ჩვენ ჩვენი ფანების წინაშე ვითამაშებთ ისეთი შეგრძნება გვექნება თითქოს 12-ნი ვიქნებით”. ”მე ვფიქრობ ფერნანდოს უნდა გაეტანა როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო”. ”ვფიქრობ ეს ღამე იყო იმის მაგალითი თუ რა შეუძლია გუნდს როდესაც იგი თავისი ფანების წინაშე თამაშობს, მაგრამ მე ვერც პორტუგალიელები და ვერც სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ გამაკვირვებენ თავიანთი ფანებით”. ”ინგლისელები ფანებით გამორჩეულები არიან მთელ პლანეტაზე და თვითონ ინგლისში კი ლივერპულელები, ისინი ფანტასტიურები არიან, მე მათ თამამად ვუწოდებ საუკეთესოებს პლანეტაზე, ჩვენი ფანების წინაშე შესანიშნავად ვითამაშებთ და გავიტანთ გოლებს”. ”კიდევ ვიმეორებ ეს იყო ამ მატჩის პირველი ნახევარი და ყველაფერი ენფილდზე გადაწყდება და ყველას დაანახებს ლივერპული რომ პროგრესირებს”. ”ჩვენ ახალი სისხლი გვჭირდებოდა ამიტომაც იოსი და ნ’გოგი შევუშვი ისინი ცდილობდნენ შეტევების ამწვავებას და დაცვაშიც ეხმარებოდნენ მცველებს, ისინი მიუხედავად რომ მათ არ უთამაშიათ ორივე ტაიმი საკმაოდ დაღლილები იყვენ მატჩის შემდეგ”. ”ასევე ფერნანდოც დაღლილი ჩანდა ძალიან მინდოდა მას გამოეყენებინა ძალზედ ხელსაყრელი შანსი”. ”რაც შეეხება პრემიერლიგას და მომდევნო მატჩს პრემიერლიგაში ეს ძალიან რთული იქნება არ არსებობს ადვილი მატჩი ინგლისში მითუმეტეს პრემიერლიგაში”. ”ჩვენ ეხლა უნდა დავივიწყოთ წყენა და განვეწყოთ პრემიერლიგისთვის ევროპის ლიგასა და პრემიერლიგაში სიტუაცია ტიპიურად განსხვავდება ჩვენთვის ევროპაზე შემდეგი მატჩია რომელსაც ჩვენ მოვიგებთ, და პრემიერლიგაში კიდევ ერთი მარცხი დამღუპველი იქნება და საბოლოოდ ჩამოგვაშორებს ოთხეულს”. ”ჩვენი შემდეგი მეტოქე ბირმინგემია ისინი კარგ სეზონს ატარებენ და კარგად გამოიყურებიან, მაგრამ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ ამიტომაც ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევეცდებით, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი მატჩი”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_429/foto_429220_CAS.jpgკატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ “ატლეტიკთან” მატჩის წინ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უნდა ითამაშოს ისე, როგორც “არსენალთან” ითამაშა. “არსენალთან” გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ არ გაგვიმართლა, ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ის მატჩი ნამდვილად უნდა მოგვეგო. თამაშის მხრივ კმაყოფილი ვარ, მსურს ისეთივე თამაში ითამაშონ ჩემმა შეგირდებმა უახლოეს მატჩებში”. გვარდიოლამ ბილბაოს “ატლეტიკის” ფეხბურთელები [...] სრულად ბარსამანიაზე
-
ცნობილი ანტინარკოტიკული პაკეტის ავტორის გიგი წერეთელის მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებთან დაკავშირებით ლიბერალური პოლიტიკის გატარების კუთხით არაფრის კორექტირება არ მომხდარა. ამის შესახებ პირWელს წერეთელმა არასამთავრობოთა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, View the full article
-
პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ალასანიას ალიანსთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პირWელს სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა, პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს . View the full article
-
დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საზღვარზე სამგზავრო ავტობუსი დააყაჩაღეს. როგორც პირWელს გალის რაიონიდან აცნობეს, ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთ ქალბატონს 600 ლარი გამოსძალეს. შემთხვევას რამდენიმე გასროლაც მოჰყვა, თუმცა ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. View the full article
-
ლეიბორისტული პარტია მობილური კავშირის კომპანიებისგან საუბრის ტარიფების დაწევას მოითხოვს. ლეიბორისტების განცხადებით, კომპანია ჯეოსელმა მათი აქციების გამო სააბონენტო გადასახადი გააუქმა და ერთი წუთი საუბრის ღირებულება 28–დან 25 თეთრამდე დაწია, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ფასები უნდა განახევრდეს. View the full article
-
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი გოგა თავაძეა და მასში მსახიობები ნუგზარ ჩიქოვანი, მერაბ ბრეკაშვილი, ნინო შავგულიძე, მარინა სოლომონია, ზაზა ასანიშვილი და ნუგზარ წერედიანი მონაწილეობენ. View the full article
-
დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე რუსული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. თოფაძე თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების ადამიანების პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი მოგვარების პირობაც დადო. View the full article
-
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, დაღესტანში მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ მედვედევმა რუსეთის სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან საუბრისას განაცხადა. გუშინ, დაღესტანში ვიმყოფებოდი, რესპუბლიკაში მდგომარეობა სტაბილურია და იქ სიწყნარეა. ყიზლარში განხორცილებული ტერაქტი მოსკოვის ტერაქტთან კავშირშია. View the full article
-
თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩს მომავალ კვირას დააბრუნებს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აშშ-ში ელჩი ნამიკ ტანი დიპლომატიურ სამსახურს იქამდე დაუბრუნდება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში ერდოღანის ვიზიტი შედგება. View the full article
-
მრეწველების მერობის კანდიდატთან გოგი თოფაძესთან ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. როგორც პირWელს ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრაში გაჩეჩილაძესთან ერთად ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და ოპოზიციონერი ლიდერი კოკა გუნცაძე მიიღებენ მონაწილეობას. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ierusalimi-150x150.jpgმართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო აღდგომისთვის უკვე ემზადება. პასექის დღესასწაულთან დამთხვევის გამო ისრაელმა ბეთლემის საგუშაგო პალესტინელებისთვის დახურა. სამართალდამცველები მაცხოვრის შობის ადგილას ტურისტებს მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ უშვებენ. დილიდან ხალხმრავლობაა იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ეზოში. მაცხოვრის საფლავთან ლოცვისა და გარდამოხსნის რიტუალის შესრულების შემდეგ პილიგრიმებმა უკვე დაიწყეს მსვლელობა ვია დოლოროსის მიმართულებით. წმინდა მიწაზე ქრისტეს ჯვარცმის სცენა გააცოცხლეს. მლოცველებმა გოლგოთამდე ის გზა გაიარეს, რომელიც სახარების თანახმად, იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მაცხოვრის გზა გოლგოთასკენ ათასობით ქრისტიანმა სასულიერო პირებთან ერთად გაიარა. კოსტუმირებული მსვლელობა ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით იყო დადგმული. პროცესია 14 ადგილზე შეერთდა, ისე როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. მსვლელობა გოლგოთას მთაზე მაცხოვრის საფლავამდე გაგრძელდა. იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, პალესტინელი ქრისტიანები კი, წმინდა ქალაქში შეზღუდული რაოდენობით შეუშვეს. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ღამის ლიტანიობაზე ზეციდან წმიდა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, როგორც ქრისტეს აღდგომის ნიშანი და მახარობელია. იერუსალიმის ამ წმიდა ტაძარში შიგნით არის მოქცეული სწორედ ის გამოქვებული, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი დაასვენეს. გამოქვაბულის ადგილზე მცირე ზომის ეკლესიაა აგებული. აღდგომა ღამეს იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის ამ პატარა ტაძარში და ლოცულობს. სამღვდელოება და მორწმუნეები კი გარეთ დგანან და ცეცხლის გადმოსვლას ელიან. რამდენიმე წუთში იელვებს ცისფერი ნაპერწკლები და საფლავის ქვაზე წინასწარ მომზადებული კანდელი თავისით ინთება. პატრიარქს ხელში უჭირავს საგანგებოდ მომზადებული, ერთად შეკრული 33 კელაპტარი (იესო ქრისტე 33 წლისა აცვეს ჯვარს). პატრიარქი ანთებს კელაპტრებს და ზეციური ცეცხლი მორწმუნეებთან გამოაქვს. პირველი 10 წუთის განმავლობაში ცეცხლი არავის წვავს. იგი შეგიძლია მიიტანო სახესთან, მიადო ხელი და არ დაგწვავს, რადგან ის ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, 10-15 წუთის შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებებს იძენს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ზეციური წარმოშობისაა. იერუსალიმიდან ზეციური მადლმოსილი ცეცხლი ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩააქვთ. საქართველოშიც, ყოველწლიურად იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაბრძანებენ ხოლმე ღვთაებრივ ცეცხლს. ეს კანდელი საპატრიარქოში ინახება. მისგან ანთებული კანდელი სიონის ტაძრის საკურთხეველშიც ანთია. იხილეთ epn.ge
-
http://s40.radikal.ru/i088/1004/06/1ee83b373de0.jpg რაფაელ ბენიტესის თანაშემწე სემი ლი აცხადებს რომ ლივერპულს შესანიშნავად აქვს საქმე ევროპის ლიგაზე მიუხედავად მარცხისა. მიუხედავად იმისა რომ ლივერპულმა დამარცხება იწვნია ბენფიკასთან მატჩში გასვლაზე სემი ლი ლივერპულის ძალაში დარწმუნებულია და იგი აცხადებს რომ ლივერპული შეძლებს გასვლას შემდეგ ეტაპზე. მიუხედავად მარცხისა სემი ლი ამბობს რომ ისინი ერთ შესანიშნავ ენფილდურ ღამეს შესთავაზებენ სტადიონზე მისულ ფანებს ბენფიკასთან განმეორებით მატჩში. სემი ლი:”ეს მატჩი იქნება ტიპიურად განსხვავებული მატჩი რაც პორტუგალიაში იყო, ეს იქნება შესანიშნავი ღამე ენფილდზე რომელსაც სტადიონზე მოსული ლივერპულის ქომაგები იხილავენ”. ”ჩვენ არ ვიქმნით არანაირ ილუზიას იმასთან დაკავშირებით რომ ბენფიკას ჩვენი დაჯაბვნა შეუძლია თან ჩვენს სამეფოში ენფილდ როუდზე, მაგრამ ისინი ძალზედ სახიფათოები არიან შეტევაში, და შეეცდებიან ჩვენ კარში გოლის გატანას”. ”ვფიქრობ ეს იქნება მჭიდრო მატჩი, მაგრამ პირობას გაძლევთ ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ გოლებს გავიტანთ ენფილდზე”. ”მე ვფიქრობ მათ ამოწურას თავისი შესაძლებლობები ანუ გვაჩვენეს ბენფიკას ნამდვილი ძალა ჩვენ კი ეს პორტუგალიელებისთვის არ გვიჩვენებია, თან ისინი ნაცნობ შესანიშნავ ატმოსფეროში თამაშობდნენ, მაგრამ ისინიც ჩამოვლენ ენფილდზე და მერე ჩვენ ვიცით”. ”იმედგაცრუებულები ვართ იმ თვალსაზრისით შევძელით სწრაფი გოლის გატანა და ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ ბაბელის გაძევებამ ჩვენზე ძალზედ იმოქმედა”. ”მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებდნენ ეს რომ გადამწყვეტი მატჩი ყოფილიყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ არის”. ”ვმწუხვარ ბაბელის გამო, მაგრამ მსაჯს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცია იმისთვის რაც მათ ფერნანდოს უქნეს ეს შემაძრწუნებელი იყო ამან რაიანიც ააღელვა, თავდაპირველად ბაბელს არ აუტეხავს მოწინააღმდეგისთვის ჩხუბი რაც იყო და როგორც მოხდა ყველამ ნახეთ”. ”ჩვენი ფანები რომლებიც პორტუგალიაში იყვნენ ძალზედ იმედგაცრუებულები იყვნენ მათ ჩვენ დაგვაფასეს ჩვენ კი იმედი გავუცრუეთ, მაგრამ ჩვენ შეცდომას გამოვასწორებთ და ფანებს დიდ სიამოვნებას მივანიჭებთ ენფილდზე როდესაც ბენფიკას დავამარცხებთ”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
http://img175.imageshack.us/img175/4936/barcasaoratl.jpg სურათზე: წინასწარი საორიენტაციო შემადგენლობა ხვალისთვის ხვალ ,,ბარსელონა” უმასპინძლებს ისტორიულ მეტოქე – ბილბაოს ,,ატლეტიკს”. ხოსეპ გვარდიოლას საკმაოდ ბევრი საფიქრალი აქვს თუ ვინ ათამაშოს ამ შეხვედრაში. გუნდი მგზავრობით გადაღლილია, ამ თამაშიდან რამდენი დღეში კი ,,არსენალი” და ,,რეალი” ელის. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ალვეში, ტრავმის გამო კი ინიესტა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ აბიდალი დაუბრუნდება სასტარტო შემადგენლობას, [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://s003.radikal.ru/i203/1004/a7/ac446e370c6b.jpg რაფაელ ბენიტესი ძალზედ ბედნიერია აგერის კარგი თამაშით. დანიელ აგერმა ლივერპულს უდიდესი უპირატესობა მიანიჭა მან სტუმრად შეძლო გოლის გატანა და ამით წითლებს საქმე ძალზედ გაუადვილა. ჯერარდი აგერის თამაშმა ლივერპულის დააწინაურა, ჯერარდის მოწოდებული ჯარიმა აგერმა გოლად აქცია და ძალზედ მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა, რადგანაც მერსესაიდელებს ბევრი შანსი ნამდვილად არ ჰქონდათ. ამის შესახებ რაფა ბენიტესმა ისაუბრა. რაფა:”შესანიშნავი გოლი იყო, გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი, მაგრამ ეს გოლი სულ სხვა იყო, შესანიშნავი კომბინაციის შედეგი”. ”გული მიგრძნობდა რომ ამას აგერი და ჯერარდი შეძლებდნენ რადგანაც ამ ორ ადამიანს მსგავსი გოლი სხვა კლუბების კარშიც გაუტანიათ”. ”მიუხედავად იმედგაცრუების მე თუ მკითხავთ 2:1 სჯობდა თუ 1:0, მე გეტყვით, 2:1 უფრო ხელსაყრელია ლივერპულისთვის”. ”ეხლა მთავარია ბირმინგემზე მოვახდინოთ კონცენტრაცია რადგანაც ეს მატჩი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ევროპის ლიგის პირველი მატჩი”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/stiqia-150x150.jpg13-დან 17 მარტის ჩათვლით, სტიქიამ კახეთს 1 455 000 ლარის ზარალი მიაყენა. მანმადე კი, 30-31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს სტიქიამ კახეთი 7 მლნ 865 ათასი ლარით აზარალა. სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ მცირედი დახმარება მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიიღო, თუმცა სოფელ უზუნთალაში ერთი ოჯახი ამ დრომდე უსახლ – კაროდ არის დარჩენილი, მოსახლეობა კი საკუთარი ხარჯებით ქვა – ღორღით გავსებული ტერიტორიების გაწმენდას ვერ ახერხებს, – ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ ზედაპირულად ჩატარდა. ხევების გარკვეულ მონაკვეთზე კალაპოტები გააღრმავეს, სოფელ ალვანში დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალი ამოტუმბეს და იყალთოში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის, გარესამყაროს არცერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი. ლაგოდეხის რაიონის სოფელი უზუნთალა სტიქიამ ხუთი თვის წინ დააზარალა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ – სათესი მიწები დღემდე ქვა – ღორღით არის გავსებული. ადგილობრივები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ. სოფელ უზუნთალაში დღემდე უსახლკაროდ არის დარჩენილი 21 წლის ჯეიჰუნ რამაზანოვის ოჯახი. წყალდიდობის შედეგად მისი სახლი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლებას დაზარალებულისთვის დახმარება არ გაუწევია. ამის მიზეზად ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილე დიმიტრი ლოლაძე იმას ასახელებს, რომ რამაზანოვებს საჯარო რეესტრში სახლი საკუთრებად დარეგისტრირებული არ ჰქონდათ და დოკუმენტები არ აქვთ. გარემოსდამცველების ინფორმაციით, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში სტიქიური გეოლოგიური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდება. საფრთხე კახეთის რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც გაზაფხულზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა. ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების არ ქონას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს. ოფიციალური მონაცემებით, მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდე შეამცირა. იხილეთ epn.ge
-
ფლორენციის "ფიორენტინას" მცველის, ხუან მანუელ ვარგასის აგენტი, თავისი კლიენტის მომავალს კონკრეტულად ვერსად ვერ ხედავს. იხილეთ realmadrid.ge
-
http://news.bbc.co.uk/media/images/47093000/jpg/_47093404_tiago766.jpgმადრიდის "ატლეტიკოს" სურს უახლოეს მომავალში გამოისყიდოს ტიაგო მენდეშის ტრანსფერი. Sportmediaset_ი იტყობინება რომ "ატლეტიკოს" არ სურს ფეხბურთელთან განშორება, საარენდო ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც, რომელიც ივნისში იწურება. "ატლეტიკო" მზადაა "იუვენტუსს" 8,5 მილიონი ევრო გადაიხადოს. ""ატლეტიკოს" იმდენად არ უჭირს რომ 8,5 მილიონი ევრო ვერ გადაიხადოს"– აცხადებს ატლეტიკოს დირექტორატის ერთ–ერთი წევრი. შეგახსენებთ რომ ტიაგო მადრიდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და გუნდში საკმაოდ კარგად თამაშობს და გასაკვირი არაა რომ "ატლეტიკოს" მისი დატოვება რომ სურს.{jcomments on} View the full article
-
http://news.bbc.co.uk/media/images/47093000/jpg/_47093404_tiago766.jpgმადრიდის "ატლეტიკოს" სურს უახლოეს მომავალში გამოისყიდოს ტიაგო მენდეშის ტრანსფერი. Sportmediaset_ი იტყობინება რომ მადრიდულ კლუბს არ სურს ფეხბურთელთან განშორება, საარენდო ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც, რომელიც ივნისში იწურება. "ატლეტიკო" მზადაა "იუვენტუსს" 8,5 მილიონი ევრო გადაიხადოს. "გუნდს იმდენად არ უჭირს რომ 8,5 მილიონი ევრო ვერ გადაიხადოს"– აცხადებს ატლეტიკოს დირექტორატის ერთ–ერთი წევრი. შეგახსენებთ რომ ტიაგო მადრიდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და გუნდში საკმაოდ კარგად თამაშობს და გასაკვირი არაა რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი დატოვება სურს.{jcomments on} View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xe-tye1-150x150.jpgკახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს სატყეო უბნის N4 სამცველოში, ჭალის მუხის უკანონო ჭრის ფაქტზე სოფელ ვარდისუბნის მცხოვრები ჯუმბერ ყრუაშვილი და ელგუჯა ტეფნაძე დააკავეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხე–ტყის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა – 936.32 ლარი შეადგინა. ასევე, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმაართველოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიების შედეგად, გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნის ტრანსპორტირების ფაქტზე, დაკავებულ იქნა სოფელ ვაჩნაძიანის მცხოვრები გოგი ცაცაბაშვილი. მის მიერ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1175 ლარი. ორივე საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/patimari.gifსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თავდებით, სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი 4 მსჯავრდებული სააღგომოდ შვებულებით ისარგებლებს. პატიმრები თავიანთ ოჯახებში სამ-სამ დღეს გაატარებენ, შემდეგ კი კვლავ დაწესებულებაში დაბრუნებიან. სასჯელაღსრულების პრობახციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლევადიანი შვებულება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას ემსახურება. იხილეთ epn.ge
-
http://img52.imageshack.us/img52/8162/henrym.jpg როდესაც ფეხბურთელი (ანრი) გუნდის ისტორიაში (,,არსენალის”) საუკეთესო ბომბარდირია გამორიცხულია, რომ მას ტაში არ დაუკრან და თვითონ ფეხბურთელიც განცდებში არ იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია – ანრი უკვე გამოთხოვა ლონდონელ გულშემატკივარს 2009 წლის 4 ოქტომბერს, – როდესაც მან სიმბოლურად შეიყვანა ბურთი თამაშში ,,არსენალი” – ,,ბლექბერნის” თამაშისას. ,,ბარსელონაში” ანრის თამაშმა და ქმედებებმა მცირე [...] სრულად ბარსამანიაზე