planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s42.radikal.ru/i098/1004/26/75249e99c715.jpg ლივერპულის დანიელი ცენტრ ფორვარდი დანიელ აგერი აცხადებს რომ მისგან მეტს უნდა ველოდოთ. დანიელ აგერს სეზონის დაწყების დროს ტრამვები აწუხებდა, მაგრამ იგი ჩადგა ფორმაში და იგი დღესდღეობით ლივერპულის დაცვის წამყვანი ფიგურაა. აგერმა ისაუბრა თავის თავზე და აცხადებს რომ მას შეუძლია ითამაშოს უკეთ და მოახდინოს პროგრესირება. აგერი:”ლივერპულს შესანიშნავი გუნდი ჰყავს ეხლა მთავარია გუნდის თითოეული ფეხბურთელი ფორმაში იყოს და ყველამ თავისი თავის მაქსიმუმი წარმოაჩინოს”. ”ვფიქრობ ჩემი კარგი ფორმა მთლიანად გუნდს წაადგება, როდესაც მატჩი მთავრდება ყოველთვის ფიქრობ დაშვებულ შეცდომებზე ეს რაღაც მხრივ კარგიც არის მიუხედავად იმისა მისი გამოსწორება იმ მატჩში უკვე შეუძლებელია, მაგრამ შეცდომებზე უნდა ისწავლო ყველაფერი”. ”ყოველთვის მნიშვნელოვანია როდესაც გინდა იყო უკეთესი და განწყობილი ხარ იმისთვის გაუმჯობესდე, შენ შენ თავს უსვავ კითხვას მატჩის შემდეგ, არის ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი? შემიძლია ვიყო უკეთესი? ამაზე ყველა ფეხბურთელი ფიქრობს”. ”გუნდში მთავარია დასახული იყოს მიზანი და იყოს შემართება და ყველაფერი გამოვა, მაგრამ ხანდახან შეიძლება არ გაგიმართლოს მაგრამ ყოველთვის ვერ მოიგებ”. ”მიუხედავად იმისა რომ ლივერპული კარგად უტევს აუცილებელია ჰყავდეს კარგი დაცვა და მნიშვნელოვანია კარის სუფთად შენახვა”. ”აუცილებლად გავალთ ნახევარფინალში მითუმეტეს ენფილდ როუდზე უნდა ვითამაშოთ, ჩვენ შეგვეძლო იმ მატჩის მოგებაც მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ყველამ დაინახა რაც ხდებოდა სტადიონზე რაიანის გაგდებამ ლივერპული გატეხა, რაც არაა ლივერპულის სტილი”. ”ლივერპული ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი კლუბია ევროპაში და ეს ლივერპულმა არაერთხელ დაადასტურა”. ”ბენფიკასთან მარტო ბაბელის გაგდებასაც არ უმოქმედია უარყოფითად ითამაშო 60 წუთი 10 კაცით ძალზედ რთულია, მაგრამ ყველაფერი მათ სასარგებლოდ იყო, თვით მსაჯიც კი მათ ეხმარებოდა ამის თქმა თამამად შეიძლება”. ”რაც მსაჯმა სტადიონზე გააკეთა ეს უდავოდ მის დაბალ დონეს ადასტურებს”. ”ჯერ არის დრო და ყველაფერი წინ არის”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
ესპანური ფეხბურთის ორმა გრანდმა, "რეალმა" და "ბარსელონამ" წელს მორიგი რეკორდი დაამყარეს... იხილეთ realmadrid.ge
-
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და "კორინთიანსის" მაისურს მოირგებს, ამაზე ბრაზილიური კლუბის ცოცხალი ლეგენდა, რობერტო კარლოსი ოცნებობს. იხილეთ fanebi.com
-
http://img51.imageshack.us/img51/9357/mic10.jpg Mediterranean International Cup – არის საერთაშორის ტურნირი ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის, რომელიც უკვე 1 დეკადას ითვლის. ამ ტურნირში მონაწილეობს 5 კონტინენტის 27 ქვეყნის (+ კატალონია) 172 სანაკრებო თუ საკლუბო გუნდი, ტურნირს ესწრება დაახლოებით 200 000 მაყურებელი და თამაშობენ 91, 94, 96 და 98 წელს დაბადებული ფეხბურთელები. წელს ეს ტურნირი კატალონიაში, კოსტა ბრავაში [...] სრულად ბარსამანიაზე
-
ბაბი და მარი ბავშვობის მეგობრები არიან. ჯერ კიდევ ბაღში სიარულისას მღეროდნენ ერთად კაბარე, რომელიც ნიჭიერში შეასრულეს, 3 წლის წინ იმღერეს სკოლაში, ერთ-ერთი კონცერტზე პირველად. მასწავლებელი არ ჰყოლიათ არასდროს, თავისით მოამზადეს პირველი კასტინგისთვის ყველაფერი, თუმცა ნახევარფინალისთვის უკვე დაიხმარეს პროფესიონალი ვოკალისტი, რადგან ამას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ჯერ არ იციან მომავალში ერთად სიმღერას გააგრძელებენ, თუ სოლო კარიერას აირჩევენ, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მოსწონთ ერთად სიმღერა! უგულშემატკივრეთ ბაბის და მარის, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9129. ერთდროულად 5 ზარისთვის მათ ნომერს მიუწერეთ 5-იანი! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1271.jpgბაბი და მარი რეპეტიციაზე ბაბი და მარი კასტინგზე: nichieri.ge
-
http://s49.radikal.ru/i126/1004/74/50032f43fe08.jpg ლივერპულის შემტევი ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი დარწმუნებულია რომ მიუხედავად ბირმინგემთან მარცხისა მერსესაიდელებს შეუძლიათ ევროპის ლიგის ნახევარფინალის საგზურის მოპოვება. ლივერპულის ებრაელი ნახევარმცვლი ძალზედ იმედგაცრუებულია ლივერპულის ამ საშინელი მარცხით. იოსი აცხადებს რომ ისინი შესანიშნავ სანახაობას პირდებიან ლივერპულის ფანებს ხუთშაბათს ღამით როდესაც ისინი ბენფიკას გაანადგურებენ. ბენაიუნი:”ძალზედ იმედგაცრუებულები ამ მატჩით მითუმეტეს რომ პირველი გოლის გატანა სტივენ ჯერარდმა შეძლო”. ”ჩვენ ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე შესანიშნავი მომენტი ჩვენ შეგვეძლო დაწინაურება და გოლის გატანა, მაგრამ ვერ გავიტანეთ”. ”ჩვენ წინა მატჩებში ძალზედ შედეგიანად გამოვდიოდით, მაგრამ ამ მატჩში არ გაგვიმართლა ერთადერთი რაც ყველას შეგვიძლია ეს არის მოვახდინოთ კონცენტრაცია ბენფიკაზე რადგანაც წარსულს ვერ შევცვლით”. ”ლივერპულს შესწევს ძალა ითამაშოს უკეთესად ბევრად უკეთესად და ამას ჩვენ ბენფიკას წინააღმდეგ დავამტკიცებთ”. ”რაც შეეხება ბენფიკასთან მატჩს სანერვიულო ნამდვილად არის ბენფიკა არაა სუსტი კლუბი, სანერვიულო არ გვაქვს ანგარიშის მხრივ მითუმეტეს ჩვენ გასვლით მატჩში გავიტანეთ გოლი დარწმუნებული ვარ ჩვენ შეგვწევს ძალა გავანადგუროთ ისინი”. ”ევროპული ტურნირი ყოველთვის დიდებულია ენფილდ როუდზე, რადგანაც აქ არიან ჩვენი კლუბის ქომაგები ისინი მუდმივად გამხნევებენ, და საფეხბურთო კლუბი ლივერპული და ლივერპულის თითოეული ფეხბურთელი ვაპირებთ მათ გაოცებას და მათთვის უდიდესი სიამოვნების მინიჭებას”. ”ბირმინგემი საკმაოდ რთული მეტოქეა ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს, ჩვენ ვერ დავამარცხეთ ისინი მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ”. ”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ უნდა დავნებდეთ”. ”ძალიან ბევრი იმედგაცრუებულია ჩვენს მსგავსად, ეს სრულიად ლოგიკურია მათ უყვართ ლივერპული და განიცდიან ამ კლუბის წარუმატებლობას”. ”იმედი ბოლოს კვდება ჩვენ განვაგრძობთ ვარჯიშს ჩვეულ რიტმში და გვეიმედება ის რომ მეტოქეები ქულებს დაკარგავენ”. ”ჩვენ მიუხედავად ყველაფრის ოთხეულისკენ მივისწრაფებით”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
http://www3.pictures.gi.zimbio.com/Chelsea%20v%20Barcelona%20UEFA%20Champions%20League%20aurclc2xSjNl.jpg ხერარდ პიკე არის პიროვნება, რომელიც მუდმივად იწვევს გაკვირვებას. 23 წლის ცენტრალური მცველის გარეშე “ბარსელონა” უკვე წარმოუდგენელი გახდა. ხერარდი ამბიციური, გაბედული და ხანდახან თავხედი ფეხბურთელიც კი არის. ის ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. მან წიგნიც კი დაწერა: “Viatge d’anada i tornada’-Viaje de ida y vuelta” (უჩვეული გამოცდილება ფეხბურთელისა, რომელიც თავისი საკუთარი გზებით [...] სრულად ბარსამანიაზე
-
გუგა ბიტბოქსს უკვე ერთი წელია სწავლობს ინტერნეტში ნანახი ვიდეოების მიხედვით. მისი მუზები ცნობილი ბიტბოქსერები, პულპო და ბირდმენი იყვნენ. როგორც მან თქვა, იმისთვის, რომ ეს გამოგივიდეს მთავარია ნიჭი, შრომა და მონდომება! გუგა სკოლის მოსწავლეა, პარალელურად ფეხბურთზე დადის, დინამოს აკადემიაში თამაშობს და აპირებს ბოლომდე ფეხბურთს გაჰყვეს. ძალიან უნდა, რომ საქართველოში ბიტბოქსი პოპულარული გახდეს და ბევრი მიმდევარი გამოუჩნდეს ამ ჟანრს ნიჭიერის სხვა კონკურსანტებიდან გულშემატკივრობდა ავთო გოგეშვილს, ახლა დავით რობაქიძეს უგულშემატკივრებს. დაეხმარეთ გუგას ფინალის საგზურის მოპოვებაში, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9128! ერთდროულად ხუთი ხმის მისაცემად აკრიფეთ 91285 http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1264.jpgგუგა რეპეტიციაზე გუგა კასტინგზე: nichieri.ge
-
იხილეთ მარკას მიერ შედგენილ პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრები. იხილეთ fanebi.com
-
რამაზ გარშაულაშვილი 1986 წლიდან საცირკო საქმიანობას ეწევა. ის თბილისის ცირკშიც მუშაობდა, იყო საცირკო-საესტრადო სასწავლებელში პედაგოგიც. ამ საქმიანობების პარალელურად, ყოველთვის დადიოდა გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში, მართავდა წარმოდგენებს და უფრო და უფრო იღრმავებდა ცოდნასაც. საცირკო ხელოვნებით პატარაობაში დაინტერესდა. მასწავლებლის და დახმარების გარეშე გააკეთა ის, რითაც მაშინდელი პრესა და ტელევიზია დააინტერესა… ამზადებდა ნომერს გაწვრთნილი ვირებით, სადაც ოსურ ცეკვას და ვალსს ცეკვავდნენ ვირები! სოფელში, ტყეში ხიდან ხეზე ჰქონდა გაბმული ტროსები, ქვემოთ ეკლები იყო მოფენილი და ისე ვარჯიშობდა. თვლის, რომ სწორედ ამის გამო ისწავლა კარგად ბაგირზე სიარული! ის თვლის, რომ ყველაფერი სეუძლია გააკეთოს ერთმა კაცმა, რასაც ცირკში ბევრი აკეთებს. ანუ შეუძლია გააკეთოს ერთი მსახიობის ცირკი, სადაც კლოუნიც თვითონ იქნება, ბაგირზე მოსიარულეც, ხანლების მყლაპავიც და ა.შ. სხვათაშორის, თურქეთში, ძალიან წარმატებულ სატელევიზიო პროექტში მუშაობდა და ასწავლიდა ვარსკვლავებს საცირკო ხელოვნებას. აქვს საკუთარი მოძრავი ცირკი “შაპიტო ანტრე” და წარმოდგენებს მთელ საქართველოში მართავს! ნიჭიერში ოლიმპური პრინციპით მონაწილეობსნ- მთავარია მონაწილეობა! დაუჭირეთ მხარე რამაზ გარშაულაშვილს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 91 27! ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91 27 5 http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1268.jpgრამაზ გარშაულაშვილი რეპეტიციაზე რამაზი კასტიგნზე: nichieri.ge
-
http://img196.imageshack.us/img196/759/el9marcaperiod.jpgდღეს გთავაზობთ მადრიდული სპორტული გაზეთი ,,მარკას” და კატალონური ყოველდღიური გამოცემა ,,ელ პერიოდიკოს” მიერ შედგენილ 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდებს. ,,ელ პერიოდიკომ” სიმბოლურში – ალბათ კურიოზული ფაქტია და – 8 ,,ბარსელონას” ფეხბურთელი მოახვედრა: ვალდესი, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ბუსკეტსი, მაქსველი, ბოიანი და მესი; ეს ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ ,,რეალმა” საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჩაატარა და [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/1/13/1263414004040/Maxi-Rodriguez-002.jpg არგენტინელი ნახევარმცველი ლივერპულმა შეიძინა მადრიდის ატლეტიკოდან კონკურენციის გასაზრდელად კლუბში. დირკ კუიტის აზრით როდრიგესი ბოლო დროს ერთერთი საუკეთესოა ლივერპულის რიგებში. “იგი თანდათან აუმჯობესებს და ხვეწავს თამაშის ხარისხს,” განუცხადა ჰოლანდიელმა ლივერპულის ოფიციალურ საიტს. “მაქსი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და მოხარული ვარ მისი კლუბში ასეთი სწრაფი ადაპტაციით. “იგი შორეული ქვეყნიდან არის, საუბრობს განსხვავებულ ენაზე, მაგრამ მაინც, იგი ყველაფერს აკეთებს და თავს არ ზოგავს გუნდის კეთილდღეობისთვის.” “იგი დიდ დახმარებას გვიწევს და დიდი როლს თამაშობს თამაშის წარმატებულად დაგვირგვინებისთვის. მას შემდეგ რაც არგენტინელი შემოგვიერთდა, გუნდი გაძლიერდა.” “ახლა უკვე ყველას უწევს ბოლომდე დახარჯვა და თავდაუზოგავი ვარჯიში თავისი ადგილის შესანარჩუნებლად კლუბში, ეს მისასალმებელია.” “ესპანელი თანაგუნდელები ეხმარებიან ყველაფერში. დააკვირდით ნახავთ, თუ რა სწრაფად გადის ადაპტაციას და რა სწრაფად ეჩვევა ჩვენი თამაშის სტილს. ეს ყველაფერი მის მაღალ კლასზე მიუთითებს,” დაასრულა კუიტმა. წყარო: www.LiverpoolFc.Tv View the full article
-
ბოლო დროს ATI Eyefinity-მ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგს კიარადა ბევრს არ მოსწონს ეს სისტემა გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ ATI არ ჩერდება და სიახლეებს წარმოგვიდგენს. პირველი მათგანი არის პროექტორი, რომელსაც შეუძლია წესიერი გამოსახულების მიღება ნებისმიერ ზედაპირზე, იქნება ეს სწორი კედელი თუ დაღრეცილი ფარდა. ხოლო მეორე სიახლე გახლავთ “მოღუნული” ეკრანი. პრინციპში ეს ეკრანი სიახლე არცაა, ჯერ კიდევ CES-ზე იყო წარდგენილი: http://images.geotorrents.com/images/x5nji1b2cfm6qligri6.jpg http://images.geotorrents.com/ http://images.geotorrents.com/images/8uk01fzuj1rub4huz4.jpg და როგორც ხედავთ უკან საკმაოდ დიდი “ტრ*კი” აქვს, ასე რომ არ ვიცი რამდენად კომფორტულად იგრძნობთ მასთან თავს, მაგრამ არ გადავიწყდეთ, რომ სამი ასეთი დისპლეი 270 გრადუსიან გამოსახულებას გაძლევთ! overclockers.ge
-
პროექტი"ნიჭიერი" დარჩა 1 დღე – ხვალ “ნიჭიერია”!
planetanews replied to planetanews's თემა in მასმედია
მებონიების ოჯახში ყველა მღერის. მამა პოლიციელია, დედა სასცენო ხელოვნებას ასწავლის წალენჯიხის რაოინში, რეჟისორია. სწორედ დედამ ასწავლა სიმღერა შვილებს. ის თვითონაც წერს ლექსებს მეგრულ და ქართულ ენებზე. შვილები სკოლის მოსწავლეები არიან. ბიჭებს ძალიან უყვართ თევზაობა. ენგურთან ცხოვრობენ და ხშირად არიან ამ საქმიანობით დაკავებულები. გოგონას უნდა დიზაინერი გახდეს, კარგად ხატავს. სულ უმცროსს კი ყველაზე მეტად ჭამა უყვარს! მხარი დაუჭირეთ მებონიების ოჯახს, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9125. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად, აკრიფეთ 91255. http://nichieri.ge/files/2010/04/SGPhoto_2010_04_05-13_54_51.png მებონიები კასტინგზე: nichieri.ge -
ამჯერად რევიუ H55 ჩიპსეტის მქონე მინი-დედადაფებს ეძღვნება, რომელთაგან სამი microATX, ხოლო ერთი – MiniITX ფორმატისაა. ამ ფორმატებს “მეორე სუნთქვა” სწორედ Intel-ის “ერთჩიპიანმა” ჩიპსეტებმა გაუხსნა, რადგან SB აღარ არსებობს და შესაბამისად, დედადაფაზე ნაკლები ადგილია საჭირო. რათქმაუნდა ყველამ იცით, რას წარმოადგენს ჩიპსეტი H55: http://images.geotorrents.com/images/hjtr9g7wru3924fx75.png http://images.geotorrents.com/ და როგორია იგი გარეგნულად: http://images.geotorrents.com/images/mc3la9tf210emlitang.jpg ასე რომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. ეს კონკურსანტი დედადაფების მახასიათებლებია: http://images.geotorrents.com/images/7bcp93u4l9lirnfrqfvu.jpg ახლა კი დეტალურად განვიხლიავ თითოეულ მათგანს. პირველია Asus P7H55-M EVO. 138 დოლარიანი დედადაფა microATX სტანდარტის ჰაი-ენდ კლასში გადის. აქვს ლამაზი რადიატორები (ნეტა წარმადობაც თუ ლამაზი აქვს?), ასუსს დიზაინი არ ეშლება ხოლმე ჰაი-ენდ ნაწარმში. http://images.geotorrents.com/images/6dy1wg9m92s899jahj.jpg http://images.geotorrents.com/images/4jchbz182wgbq0t26dd.jpg დაფა Asus Xtreme Design-ს განეკუთვნება, რაც მაღალი ხარისხის დეტალებსა (პირველ რიგში კონდენსატორებს) და 8×3 კვების ფაზას გულისხმობს. http://images.geotorrents.com/images/wlrnwmov5yadnp7gop4b.jpg http://images.geotorrents.com/images/co6ekd8n8a00qfiiinet.jpg http://images.geotorrents.com/images/wzozy5nfx5571umx67be.jpg ევო აღჭურვილია ორი PCIe x1, ერთი PCIe x16 და ერთი PCI სლოტით. თვალში ასევე მოგხვდებათ USB 2.0 და 3.0, eSATA, FireWire და მსგავსი კონექტორები. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს. Gigabyte GA-H55M-USB3 http://images.geotorrents.com/images/64g0m0a3tcoddrd9lr3e.jpg http://images.geotorrents.com/images/x47subgubhnxjvj5b0h.jpg მეორე კონკურსანტი ASUS-ის კონკურენტი Gigabyte-ს დედადაფაა, რომელიც ზემოხსენებულზე 27 დოლარით იაფია. დედადაფა UD3 კლასისაა, რაც აგრეთვე მაღალი ხარისხის დეტალებს გულისხმობს (ისევე, როგორც ასუსის Xtreme Design). http://images.geotorrents.com/images/0olfk8kidmbhjutjdrw.jpg http://images.geotorrents.com/images/0rjrl9u4rm8gqlipav5w.jpg აქვეა ორი PCIe სლოტი, რომელთაგან პირველი (ზედა) x16, ხოლო მეორე – x8 სქემით მუშაობს. ამ სლოტში x8, x4 და x1 აპარატურის ჩადგმა შეიძლება. ისინი უპრობლემოდ იმუშავებენ, რადგან მოცემულ სლოტს პროცესორის მაგიერ ჩიპსეტი აკონტროლებს. აქვეა ორი ცალი PCI სლოტი. http://images.geotorrents.com/images/ho39oml7zfwuouro3mpf.jpg და რათქმაუნდა ათასგვარი წვრილმანი… ოღონდ ერთი განსხვავებით – გიგაბაიტის დედადაფას DisplayPort-იც აქვს, რაც ასუსს არ გააჩნია. Intel DH55TC http://images.geotorrents.com/images/rjgd0iexpn5udfffdtul.jpg http://images.geotorrents.com/images/rdmq7buht65f6hs40m74.jpg ახლა იფიქრებთ “ამას აქ რა უნდაო” და მართლებიც იქნებით. ინტელის წარმოების დედადაფები არასდროს სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. რატომ? არ ვიცი. ეს თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მე ასუსის P5LD2-ზე დავბერდი http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif . http://images.geotorrents.com/images/qqvtzxznpb9rce2tkbp6.jpg http://images.geotorrents.com/images/44dn3qtsgigufj9hixg4.jpg ერთადერთი დადებითი მხარე, რაც მას შეიძლება გააჩნდეს – სიიაფეა, თუმცა ოვერქლოქინგის მხრივ როგორ იქნება საქმე, არ ვიცი. მას აქვს ერთი PCIe x16, ორი PCIe x1 და ერთი PCI სლოტები. IDE სისტემის მხარდაჭერა და შესაბამისად მისი კონექტორი, დედადაფიდან ამოღებულია. http://images.geotorrents.com/images/e82k03xsn8hj3jbtq05j.jpg სტანდარტული “უკანა” პანელი, ოღონდ USB 3.0-ის გარეშე… ინტელს ისიც დაენანა ჩასამონტაჟებლად. დაბოლოს, Zotac H55 ITX. http://images.geotorrents.com/images/yfu2vvlr5wpgxjkolyvv.jpg ეს ყველაზე პატარა კონკურსანტია, MiniITX ფორმატისა. საერთოდ ზოტაკს უყვარს ეს ფორმატი და Nvidia-ს ვიდეოჩიპის მქონე MiniITX დედადაფებს ჯერ კიდევ 775 სოკეტზე უშვებდა. ინჟინრებმა დიდი გაჭირვებით მოახერხეს დაფაზე PCIe x16 სლოტის დადგმა, თუმცა მასში ვიდეოდაფას რომ ჩასვამთ, ის აუცილებლად “გარეთ” გამოეჩრება. http://images.geotorrents.com/images/u52ocp8j7a04dr79uh2.jpg დაფა მოკლებულია PCIe x1, PCI და IDE-ს, თუმცა ექვსი SATA-თია “დახუნძლული”. უფრო მეტიც, დაფაზე 802.11 სტანდარტის WiFi ადაპტერისთვის მოიძებნა ადგილი http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif . გაგიჟდება კაცი რა. http://images.geotorrents.com/images/gn0rv1ehit0bs1277xfd.jpg http://images.geotorrents.com/images/yt7rsqthmbamoa5tc.jpg “უკან” ხედავთ WiFi-ს ანტენას, იდუმალებით მოცულ ღილაკს (ალბათ WiFi-ს ჩასართავია) და სხვა რაღაცებს. რასაც ვერ დაინახავთ, არის VGA კონექტორი. ჩვეულებრივი დისპლეის შესაერთებლად ამ დაფაზე DVI to VGA კონვერტერი დაგჭირდებათ. დასასრულს დავძენ, რომ MiniITX დედადაფები კარგად ვერ მუშაობენ Intel-ის TubroBoost ტექნოლოგიასთან. ამ შეცდომის გამოსწორება BIOS-ის დაფლეშვით შეიძლება, მაგრამ სხვათა შორის Zotac-ი ნებისმიერ მსგავსი პრობლემის მქონე დედადაფას სრულიად უფასოდ შეგიცვლით ახლით (აბა სხვა რომელი ფირმა იზამდა იგივეს? ღორები http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/2z6in9g.gif ). სატესტო სისტემა: პროცესორი – Intel Core i3-530 ვიდეოდაფა – პროცესორის “დეფალტ” ვიდეოჩიპი დედადაფა – იცით ისედაც ოპ. მეხსიერება – OCZ, 4GB 1333MHz. მოდელი იდუმალებითაა მოცული http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif . სიხშირე დაწეულია 1066MHz-მდე, ტაიმინგები დაკლებულია. მყარი დისკი – Western Digital Raptor WD1500ADFD, 150GB ოპერაციული სისტემა – Microsoft Windows 7 Ultimate x64 მეხსიერების წარმადობა http://images.geotorrents.com/images/mhjkt8yrvjcdxacdz1rb.gif http://images.geotorrents.com/images/ka7t6s21g412jixh6p02.gif როგორც ხედავთ, აქ Zotac და Gigabyte ლიდერობს. ენერგომოხმარება http://images.geotorrents.com/images/z7bfwt5tue8g1wrswxta.gif http://images.geotorrents.com/images/t4wqlc3stu7mo6thxve1.gif აქ კი Intel უპირობო ლიდერია ორივე ტესტში. მართალა დაუტვირთავ სისტემაზე Zotac-საც კარგი შედეგი აქვს, მაგრამ დატვირთვისას როგორც ჩანს მადა ეხსნება აჩქარება ASUS http://images.geotorrents.com/images/w0h8b8y7c0xe5xh2wi.jpg Gigabyte http://images.geotorrents.com/images/rw6o6v4yjpr0ckmyel5.jpg Intel http://images.geotorrents.com/images/a1yow2r223kamcy4wrz1.jpg Zotac http://images.geotorrents.com/images/bfr4kwe1edik41lrrpe.jpg ეს მაქსიმალური შედეგებია ძაბვის შეცვლის გარეშე. ასუსმა ყველაზე კარგად აჩვენა თავი, შემდეგ მოდის გიგაბაიტი, ზოტაკი და ბოლოს ინტელი (ახლა ვხვდები, რატომ არ უყვართ ოვერქლოქერებს http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/D.gif). ალბათ აშკარაა, რომ ფასი/ხარისხი და ფასი/წარმადობა კრიტერიუმებით ყველას Gigabyte GA-H55M-USB3 ჯობია. რათქმაუნდა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაიხადოთ 27 დოლარით მეტი იმიტომ, რომ ასუსის ფანი ხართ, იმიტომ, რომ გიგაბაიტის დაფაზე არსებული DisplayPort არაფერში გჭირდებათ და გინდათ დაფა, რომელზეც მაქსიმალურ Bus Speed-ს “დადებთ”, მაგრამ ცხოვრება ხომ მხოლოდ ოვერქლოქინგი არ არის მინდა ზოტაკის დაფასაც შევეხო, რომელიც ყველაზე ძვირია, განსხვავებული და კაცმა რომ თქვას ამ მიმოხილვაში არც უნდა ყოფილიყო. ისიც კარგი არჩევანია, მაგრამ ზედმეტად სპეციფიური. overclockers.ge
-
ბარსელონას ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საბოლოოდ გამოირიცხა არსენალის წინააღმდეგ მატჩისთვის... View the full article
-
http://i42.tinypic.com/31776sj.jpgროგორც მოგეხსენებათ 6 აპრილს ძალიან საინტერესო შეხვდერა აიღებს სტარტს.ერთმანეთს ბარსელონა და არსენალი კატალონიაში ბარსელონას საკუთარ მოედანზე კამპ ნოუზე შეერკინებიან.პირველი მატჩი ლონდონში 2-2 დასრულდა.აი სწორედ ამ მატჩის მიმოხილვა: ასევე 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომელიც 50 გათამაშება იყო ჩემპიონთა ლიგის ამ ტურნირის ისტორიაში სწორედ ეს 2 გუნდი პარიზში შეერკინენ ერთმანეთს.ამ მატჩში 2-1 ბარსელონამ იმარჯვა.თავდაპირველად არსენალს მეკარე იენს ლემანი გაუგდეს შემდეგ 10 კაციანმა არსენალმა გოლის გატანა შეძლო გოლი სოლ კემპბელმა გაიტანა.ხოლო 14 წუთით ადრე სანამ მატჩი დასრულდებოდა სამუელ ეტოომ და ჟულიანო ბელეტიმ მოუტანეს ბარსელონას გამარჯვება.აი სწორედ ამ მატჩის მიმოხილვა. ასევე დიდ ინტერესს იწვევდა პირველ მატჩში ტიერი ანრის დაბრუნება ლონდონში და ემირეითს სთედიუმზე.როგორც მოსალონდელი იყო არსენალის ფანები მეთოფეების ცოცხალ ლეგენდას ძალიან გულთფილად შეხვდნენ და ასეთივე გულთფილი შეხვდერა ჰქონდა ანრის არსენალის ფანებთან რომელიც თამაშის მერე ავტოგრაფებს ურიგბდე არსენალის ფანებს.არანაკლებ ინტერესს იწვევს როგორ ითამაშებს ტიერი ანრი კამპ ნოუზე არსენალის წინააღმდეგ.ასევე შეგახსენებთ რომ ანრი 2006 წლის ფინალში არსენალის მაისურით და კაპიტნის სამკლაურით ბარსელონას წინააღმდეგ თამაშობდა და აი სწორედ ეს ვიდეო ანრი ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში 2006 წლის ფინალში: წინა მატჩში როდესაც არსენალმა 2-2 ეთამაშა საკუთარ მოედანზე ბარსელონას პირველი გოლი არსენალიდან შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა ტეო უოლკოტმა გაიტანა.საერთოდ ტეო უოლკოტი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია.პირველი მატჩის შემდგომ პეპ გუარდიოლამ მასზე თქვა,რომ არ იცის თუ როგორ უნდა გააჩეროს ის.ტეო უოლკოტი 100 მეტრს ფარავს11.5 ხოლო 40 მეტრს 4.72 ფარავს.ჩვენ გთავაზობთ მის თამაშს ბარსელონას წინააღმდეგ ლონდონში რომელიც 2-2 დასრულდა. ასევე პირველ მატჩში ლონდონში უდიდესი წვლილი იმაში,რომ არსენალმა არამედ არ წააგო არამედ დიდი ანგარიშით არ წააგო უდიდესი წვლილი სწორედ ესპანელ მეკარეს მანუელ ალმუნიას მიუძღვის.ეს ის ალმუნიაა რომელმაც 2006 წლის ფინალში ლემანი შეცვალე და მოედანზე გამოვიდა.ალმუნიამ პარიზში კარგად წარმოაჩინა თავი და ბევრჯერ გადაარჩინა არსენალის კარიც რომ არა ბოლო წუთებში დაშვებული საბედისწერო შეცდომა როდესაც ბელეტიმ გაუტანა გოლი.ასევე იყო ლონდონშიც მანუელ ალმუნიამ შესანიშნავად ითამაშა და ბევრჯერ იხსნა არსენალის კარი გოლისგან,რომ არა ის შეცდომა რომელიც მან ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი გოლისას დაუშვა როდესაც “გამოვარდა” კარიდან.ჩვენ გთავაზობთ მანეულ ალმუნიას თამაშს ბარსელონას წინააღმდეგ ლონდონში რომელიც 2-2 დასრულდა. ამ მატჩში არსენალს ვერ დაეხმარებიან:ფაბრეგასი,არშავინი,პერსი,გალასი,რამსი,გიბსი და ჯურუ.ხოლო კატალონიის ბარსელონას ვერ დაეხმარებიან:პუიოლი,პიკე,იბრაჰიმოვიჩი და ასევე ეჭვქვეშ დგას ანდრეას ინიესტას თამაშიც. მატჩის მთავარი მსაჯი იქნება გერმანელი Stark_ი ამ მატჩს პირდაპი ეთერში გვთავაზობს ტელეკომპანია რუსთავი 2 და საიტი livetv.ge View the full article
-
როკ ჯგუფი “შუშა” უკვე ერთი წელია რაც არსებობს. მიუხედავად ამ მცირე დროისა, მათ უკვე მიაღწიეს წარმატებებს და კონკურსში “თსუ-ს ხმა 2009″ პირველი ადგილი დაიკავეს! გარდა ამისა, დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ Tbilisi open air alter vision-შიც მიიღეს მონაწილეობა. ისინი თავიანთ მუსიკას თვითონ ქმნიან. ყველა კომპოზიციის და ტექსტის ავტორებიც თვითონ არიან. ის სიმღერაც, რასაც ნახევარფინალში მოვისმენთ, მათი დაწერილია სპეციალურად “ნიჭიერისთვის”. კონკურენტებს ვერ ასახელებენ, რადგან მათი სფერო ყველასგან განსხვავებულია. მხარი დაუჭირეთ “შუშა”-ს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9124. ერთდროულად ხუთი ხმისთვის- 92245 http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1258.jpg"შუშა" რეპეტიციაზე შუშას ვიდეო კასტინგიდან: nichieri.ge
-
მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოს" არგენტინელი თავდამსხმელით, მაურო სარატეთი დაინტერესდა. 23 წლის ფეხბურთელმა რომაული კლუბის დატოვების სურვილი უკვე არაერთხელ გამოხატა, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მისთვის "რეკორდმაისტერის" ვარიანტი მისაღები უნდა აღმოჩნდეს. იხილეთ fanebi.com
-
http://img69.imageshack.us/img69/541/abiz.jpg პეპ გვარდიოლამ ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ,,ეს (უოლკოტი) როგორ უნდა გააჩერო არ ვიცი, უფრო სწრაფია ვიდრე ჩემი 11 ფეხბურთელი ერთად, ის 100 მეტრს 10.38 წამში გარბის”. ყველაფერი მართალია – თეო უოლკოტს შეუძლია 100 მეტრის 11.5 წამში დაფარვა. საინტერესოა, რომ ესპანეთის რეკორდი 100 მეტრზე სირბილში (მძლეოსნობა) არის 10.14 წამი. ყველას ახსოვს [...] სრულად ბარსამანიაზე
-
6-8 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ნორვეგიაში გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრს იონას გარ სტორეს და სახელმწიფო მდივანს ესპენ ბარტ ეიდენსს შეხვდება. View the full article