planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
შეგახსენებთ დღეს "მადრიდელებმა" კიდევ ერთხელ ივარჯიშეს. ასევე გეტყვით რომ ვარჯიში ჩაბიმ გამოტოვა. როგორც ვიცით მის ტრავმაზე არაფერი გვსმენია, მაშ რატომ გამოტოვა ჩაბიმ დღევანდელი ვარჯიში? იხილეთ realmadrid.ge
-
რობენის შესანიშნავმა გოლმა "მანჩესტერის" კარში, "ბაიერნი" ლიგის 1/2-ფინალში გაიყვანა. ვიზუალური თვალსაზრისით არა იმდენად ეფექტურმა, მაგრამ ანალგოიური მნიშვნელობის გოლმა, რომელიც სნეიდერის აქტივზეა, "ინტერს", ასევე ლიგის 1/2-ფინალის საგზური გაუნაღდა. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც გასულ წელს "რეალის" ღირსებას იცავდნენ, ამათ დამატებული კაკა და კრიშტიანუ რონალდუ, ამ ყველაფრის შემდეგ წარმოგიდგენიათ რა გუნდი იქნებოდა "რეალი"?! - განაცხადა საფეხბურთო ექსპერტმა ალფრედო რელანომ.... იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachidze1-150x150.jpgგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აჭარის რეგიონს სტუმრობდა, სადაც მდინარე ჩაქვისწყალზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყალის მარჯვენა ნაპირზე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი განხორციელდა. როგორც ხაჩიძემ განაცხადა, მოსახლეობისა და საკარმიდამო ნაკვეთების დასაცავად მოეწყო ნაპირდამცავი დამბა, საერთო სიგრძით 383 მ. მდინარის ერთ ნაპირზე სამუშაოები დასრულებულია, მეორე სანაპიროზე კვლავ მიმდინარეობს. “სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ნიუ-ენერჯი”–მ შეასრულა. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობაზე 200 ათას ლარამდე დაიხარჯა. ნაპირსამაგრი სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო ჩაქვისწყლის ადიდების გამო, მიმდინარეობს ორივე ნაპირის გამაგრება, ერთი ნაპირი უკვე მორჩა და მალე მთლიანად დასრულდება აქ ნაპირსამაგრი სამუშაოები.“ – განაცხადა ხაჩიძემ. 2010 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდა და გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური სახე მიიღო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/par11-150x150.jpgპარლამენტმა უმრავლესობის წევრი ირაკლი ქავთარაძე აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა. ქავთარაძის კანდიდატურას დეპუტატებმა კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. შეგახსენებთ, რომ ქავთარაძე ამ მოწვევის პარლამენტის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ქავთარაძე 1973 წელს დაიბადა. 1996 წელს დაამთავრა ვანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ელჩის თანანმდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ელჩის პოსტი ივანე ნონიაშვილმა დატოვა. ამასთან, ნონიაშვილი ამ თანანმდებობაზე დანიშვნამდე პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი იყო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/DeepPurple-150x150.jpg“ბილაინი” აბონენტებს ლეგენდარული როკ ჯგუფის ‘DEEP PURPLE’ კონცერტზე დასწრების შანსს აძლევს. კონცერტი 25 მაისს ქალაქ ერევანში გაიმართება და მასზე მოხვედრის საშუალება’ბილაინის 14 აბონენტს ექნება. გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ სიტყვა YES ნომერზე 5555, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ კითხვებს და სავარაუდო პასუხებს. სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ერთ ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში აბონენტს ქულა არ დააკლდება. გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება ორი ბილეთით, უზრუნველყოფილი იქნება გზის და სასტუმროს ხარჯებითაც. ბილაინის’ გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება ყოველ ორშაბთს, 24 მაისის ჩათვლით. ერთი შMშ – ის ღირებულებაა 50 თეთრი, მონაწილეს რეიტინგის გაგება შეუძლია ნომერზე 5555 სიმბოლოს თ გაგზავნით. როკ-ჯგუფი ‘DEEP PURPLE’ 1967 წელს დაარსდა. ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მუსიკალური დისკი აქვს გაყიდული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti19-150x150.jpgსახელმწიფო ჯილდოზე – ,,ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე’’ ერთდროული ფულადი პრემიის ოდენობა, ნაცვლად 4 ათასი ლარისა, ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილება ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების და წესების შესახებ” კანონში შედის. პროექტი დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულია იმ დათქმით, რომ დამატებით შეთანხმებას კანონის ამოქმედების ვადა საჭიროებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს. იხილეთ epn.ge
-
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დღეს http://www.epn.ge/wp-content/uploads/ceretelii1-150x150.jpgგაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფიულეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ წერეთელმა განაცხადა, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. წერეთლის თქმით, ფიულემ რომელიც პასუხისმგებელია გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის დარგში, მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყანასთან. დეპუტატის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გატარდება ის ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას, გააუმჯობესებს სავაჭრო პრეფერენციებს და აქტიურ ფაზაში გადაიყვანს ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამასთან, პარლამენტში სტუმრობამდე ევროპელმა დიპლომატმა შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც გამართა. იხილეთ epn.ge
-
ის, რომ "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაინტერესებულია მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელით ბენზემათი ცნობილია, თუმცა დღეს ფრანგულმა "L'Equipe"-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ბენზემა "მანკუნიანელების" უმთავრესი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონი ბენზემას შეძენას მაშინაც ცდილობდა, როდესაც კარიმი "ლიონის" ღირსებას" იცავდა. იხილეთ realmadrid.ge
-
ის, რომ "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაინტერესებულია მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელით ბენზემათი ცნობილია, თუმცა დღეს ფრანგულმა "L'Equipe"-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ბენზემა "მანკუნიანელების" უმთავრესი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონი ბენზემას შეძენას მაშინაც ცდილობდა, როდესაც კარიმი "ლიონის" ღირსებას" იცავდა. იხილეთ realmadrid.ge
-
ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, სოზარ სუბარი ალიანსის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად რჩება. ამის შესახებ გამყრელიძემ ალიანსის თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს კოლეგებს შეთანხმების სურვილი რეალურად ჰქონდათ. View the full article
-
ფინანსთა სამინისტროსა და ბაზრობების წარმომადგენლებთან მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც პირWელს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთანაც მიმდინარეობს View the full article
-
ეროვნული ფორუმი რიგგარეშე ყრილობისთვის ემზადება. ყრილობა მაისის დასაწყისში გაიმართება. როგორც პირჭელს პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა, რიგგარეშე ყრილობამდე ეროვნული ფორუმი საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა და საკუთარ გეგმებს მოსახლეობას ადგილზე გააცნობს. ჩვენ ვემზადებით რიგგარეშე ყრილობისთვის, View the full article
-
ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი მზადაა, ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუ მისი ბრალეულობა ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების შედეგებით დამტკიცდება. მის განცხადებას სააგენტო 24 KG ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბაკიევი უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს, View the full article
-
ხვალ გორში ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე აღინიშნება. ხვალვე ტრადიციულად, 9 აპრილის სახელობის სკვერში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. როგორც პირWელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, View the full article
-
ეროვნულმა ფორუმმა დღეს რიგით 84-ე - სიღნაღის რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. როგორც პირWელს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა, ორგანიზაციას ნოდარ კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, აპრილის ბოლომდე კიდევ 9 რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება იგეგმება. View the full article
-
სახალხო დემოკრატების ლიდერი ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ და მთელმა სახელისუფლებო გუნდმა თბილისში არაფორმალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, View the full article
-
მეგობარი ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამენ. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის View the full article
-
როგორც calcionews.net იტყობინება TMW- ზე დაყრდნობით “მილანის” სპორტულმა დირექტორმა არეიდო ბრაიდამ უარყო ის ხმები, რომ “როსონერი” ცდილობს გერმანიის “შტუტგარტის” თავდამსხმელის კაკაუს გადმოყვანას გუნდში. მისი სიტყვებით “მილანი” უბრალოდ არ არის დაინტერესებული გერმანელი თავდამსხმელის შეძენით. “ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. ეს ყველაფერი არის უბრალოდ გამოგონილი. მე არ შემიძლია სხვა რამის თქმა ამის შესახებ.” ბევრი ინგლისური და ესპანური კლუბები ბრძოლობენ გერმანელი 29 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესებს კაკაუს მისამართით იჩენენ “ვალენსია” და “ბოლტონი”. შეგახსენებთ, რომ მისი კარიერის განმავლობაში კაკაუ არასდროს არ ყოფილა გოლეადორი. ამ სეზონში გერმანიაში მან გაიტანა 8 გოლი, 20 თამაშში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი(ბარსელონა). წყარო: www.fanacmilan.com ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
ამ სტატიაში მინდა შეგატყობინოთ “მილანის” ფეხბურთელებთან დაკავშირებით ორი სიახლე. პირველი არის ის, რომ: რონალდინიო დათანხმდა ხელფასის შემცირებას. ის გაახანგრძლივებს თავის კონტრაქტს “მილანთან” ორი წლით, მიუხედავად იმისა, რომ ორი მილიონით ნაკრები ხელფასი ექნება. ამას გვატყობინებს Goal.com და იტალიური СМИ. რამდენიმე დღის წინ იგივე СМИ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ რონალდინიო არ დათანხმდებოდა ხელფასის შემცირებას, მაშინ ის ბრაზილიის სერია ა-ში დაბრუნდებოდა, კერძოდ კი “ფლამენგოში”. თუმცა როგორც ჩანს, ბრაზილიელი ამას ჯერ არ აპირებს. თავად რონის აქვს ნათქვამი, რომ კარიერის დასრულება ბრაზილიაში სურს, თუმცა “მილანს” მაინც არ გამორიცხავს. აქამდე რონი “მილანში” წელიწადში 8 მილიონ ევროს იღებდა, თუმცა ის გაახანგრძლივებს კონტრაქტს და გადაუხდიან 6 მილიონს. რონალდინიო “მილანში” კატალონიური “ბარსელონადან” გადმოვიდა 25 მილიონ ევროდ. ახლა კი მეორე სიახლე. TMW იტყობინება, რომ მარკო ბორიელომ შესაძლოა, ვერ მიიღოს მონაწილეობა მაზეგ “კატანიასთან” მატჩში. მიზეზი არის ის, რომ TMW-ს ცნობით, ბორიელომ გუნდისგან ცოტა მოშორებით ივარჯიშა და შესაბამისად ტრავმა აქვს. როგორც “მილანის” ექიმები ვარაუდობენ, ტრავმა არაა სერიოზული, მაგრამ იტალიელის თამაში უახლოეს მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://img59.imageshack.us/img59/7055/messi4real.jpgსურათზე: მესი ალყაში – მას ,,ბერნაბეუზე” არ წაუგია. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას ,,ბარსელონას” ბანაკიდან. ანხელ კაპა (მენოტის თანაშემწე ,,ბარსაში” და ვალდანოს თანაშემწე ,,რეალში”) – ,,ლეო მესის ფესვები არგენტინულია, თუმცა ის მთელი მსოფლიოს საკუთრებაა – მესი ხორხე ლუის ბორხესივითაა, ის აჭარბებს იმ შესაძლებლობებს,არ ჯდება იმ ლიმიტებში, რაც მისმა გენებმა, ნაციამ მიანიჭა” მესის დიდი გულშემატკივარი [...] სრულად ბარსამანიაზე
-
მაზეგ “მილანი” “სან სიროზე” დაუპირისპირდება “კატანიას”, მთავარი მსაჯი კი იქნება დანიელე ორსატო. თამაში დაიწება ჩვენი დროით 17:00 საათზე. ორსატომ “მილანის” თამაშზე შვიდჯერ იმსაჯა, გუნდმა აქედან 3 თამაში მოიგო, 3 ითამაშა ფრედ და 1 წააგო. ასევე “კატანიას” მატჩზე იყო მთავარი მსაჯი 5-ჯერ, აქედან გუნდმა 1 ითამაშა ფრედ და 4 წააგო. Official Web Site სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
“მილანის” პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი სეზონის ბოლოს არც ისე კეთილად არის განწყობილი და პესიმისტურად საუბრობს. “მილანის” შემტევი ფეხბურთი რაღაც კარისგან შორსაა და როგორ იტანენ გოლებს?!” სამაგიეროდ კლაას იან ჰუნტელაარს სჯერა, რომ სკუდეტოს მოგების შანსები ჯერ არ დაუკარგავთ. ” მე მაქვს იმედი, ეს ჩემი პირველი სეზონია “მილანში”. ჩვენ გვაქვს შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ორი გუნდი გვისწრებს. ჩვენ შემდეგი ორი და სამი თამაში უნდა მოვიგოთ და მოწინააღმდეგეებმა ქულები უნდა დაკარგონ. მე მჯერა, რომ “ინტერს” გაუჭირდება “ფიორენტინასთან” სასურველი შედეგის მიღწევა. ისევ ვიმეორებ, რომ თუ “რომა” და “ინტერი” დაკარგავენ ქულებს, ჩვენ მათ მივუახლოვდებით. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ გავიგოთ მოწინააღმდეგეების შედეგები. იტალიურ ფეხბურთთან ჩემი შეგუება და ადაპტირება აუცილებელი იყო. ამის გაკეთება ადვილია, თუ შენ თამაშობ. მაგრამ ბოლო თამაშებში უფრო დიდი შანსები მაქვს რომ გავიტანო ხოლმე გოლი. მე მომწონს ჩემი ფასეულობის ჩვენება. მე შემიძლია გოლების გატანაც და კარგად თამაში სხვა მხრივაც.” P.S.ბერლუსკონის 4-2-ფანტაზია უნდა, მაგრამ ფულის გადახდა არა? თუმცა დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს ტრანსფერებს ამ ზაფხულს. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif აბა შენ იცი ბერლუ http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge