Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxurdia11-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას განცხადებით, 2004 წელს მას ნაციონალური მოძრაობის მესვეურებმა სამეგრელოს გუბერნატორობა შესთავაზეს. ამის შესახებ გამსახურდიამ დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ვარდოსნებმა სწორედ მას შემდეგ დაიწყეს მისი ათვალისწუნება. “2004 წელს ნაციონალურმა მოძრაობის მესვეურებმა სამეგრელოს გუბერნატორობა შემომთავაზეს. მე ამ წინადადებაზე 2 მიზეზის გამო ვთქვი უარი. პირველი,- ჩემთვის ნათლად ჩანდა პოსტრევოლუციური ხელისუფლების კურსი და მოქმედებები და მეორეც,- მე ჩემი დამოკიდებულება გამაჩნია სახელმწიფო სამსახურის მიმართ”,- განაცხადა გამსახურდიამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას დღეს 9 წელი და 6 თვე შეუფარდა. ცოტნე გამსახურდიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxurdia10-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას 2 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ იმისთვის, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება პიარ-აქციად ექციათ. ამის შესახებ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამსახურდიამ თავის საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამაში აქტიურ მონაწილეობას მისი ძმაც ღებულობდა. “8 თვიანი წვალების და მცდელობის შემდეგ, მოვახერხე მამაჩემის ნეშთის გადმოსვენება სამშობლოში, ამას თუ სამშობლო ჰქვია. იმ დროიდან რაც თბილისში დავბრუნდი, ჩემთან ვაჭრობა დაიწყეს. 2 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ, რათა მამაჩემის გადმოსვენება პიარ-აქციად ექციათ. მე მათთან ვაწრობას არ დავთანხმდი,”- განაცხადა გამსახურდიამ. ექს-პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ, სწორედ ამ ამბებს მოჰყვა მის წინააღმდეგ ჭორების გავრცელება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, რაც მისი განმარტებით, ხელისუფლების ქმედებით იყო გამოწვეული. “ე.წ სატელეფონო ჩანაწერებში მე გამოვხატე ჩემი აზრი. მართალია, ეს არაკორექტულად იყო, მაგრამ ეს ჩემი პირადი საუბრები იყო და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ მოწოდებას არ შეიცავდა. ამ ყველაფრით კი ჩემი უფლებები შეილახა,”- აღნიშნა გამსახურდიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას დღეს 9 წელი და 6 თვე შეუფარდა. გამსახურდიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/moscow_11-150x130.jpgრუსეთის მთავრობა ჩეჩნეთის და დაღესტანის მოსახლეობის სარჩელების მიხედვით, 2 მილიონამდე დოლარს გადაიხდის. სტრასბურგის სასამართლომ ჩეჩნეთში და დაღესტანში მცხოვრებ 7 ადამიანის სარჩელი დააყმაყოფილა. სიცოცხლის, თავისუფლების და თავდაცვის ეფექტური საშუალების გამოყენების უფლება, წამების და თავისუფლების აკრძალვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის სწორედ ეს მუხლები დაარღვია რუსეთის მთავრობამ. რუსეთი ჩეჩნეთის და დაღესტანის მაცხოვრებლებს 7 სარჩელისთვის 720 ევრო უნდა გადაუხადოს. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთის ომის დროს დაღუპულთა და გაუჩინარებულთა ნათესავებმა სამართლიანი გადაწყვეტილება სამშობლოში ვერ მიიღეს და ევროპის უმაღლეს ინსტანციას მიმართეს. ერთ სარჩელში რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაღესტანის დაცხრილვის დროს დაღუპული 7 წლის გოგონის სახელიც ფიგურირებს. რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ გოგონა ბოევიკებმა ააფეთქეს, რომლებიც მისი ოჯახის სახლში იმალებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალევაში შევა იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მხარეები საქმის გადაცემას სამი თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში არ მოითხოვენ. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/konservatoreb2-150x130.jpg“კონსერვატიული პარტიის” თელავის ორგანიზაციამ საარჩევნო სიების მონიტირინგი დაასრულა. მის ფარგლებში თელავში 9 ქუჩა და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი გადამოწმდა. მონიტორინგის შედეგად “კონსერვატორებმა” დარღვევები აღმოაჩინეს. კერძოდ საუბარია სიებში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანაზე და რეალური ამომრჩევლების სიიდან ამოღებაზე. მაგალითისთვის პარტიის იურისტმა ანა ღარიბაშვილმა იყალთოს, რუსთაველის და ალაზნის ქუჩები დაასახელა, სადაც მისი მტკიცებით სიები დარღვევებით არის შედგენილი. “სიებში არიან გარდაცლილი, პატიმარი და წლების განვალობაში საქართველოდან წასული პირები. საარჩევნო სიებში ასევე შეყვანილი არიან იძულებით გდაადგილებული პირები, რომელთა მისამართებად მითითებულია ,,სასტუმრო კახეთი’’,არადა უკვე სამი წელია აღნიშნული შენობა ლტოლვილებმა დატოვეს”, – განაცხადა ანა ღარიბაშვილმა. “კონსერვატორები” აღნიშნული დარღვევების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობებენ და რეგირებას მოითხოვენ. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha11-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა წარმატებული საზოგადო მოღვაწეები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ბრწყინვალების ორდენი 16 სხვადასხვა პროფესიის მოღვაწეს გადაეცა, მათ შორის არიან: ცნობილი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ექიმი ფრიდონ თოდუა, კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი და დამსახურებული პედაგოგი ლამარა მარგველაშვილი. ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა დიპლომატი ეკატერინე მიქაძე და არქიტექტორი მიქელე დელუჩი, რომელმაც საქართველოში პრეზიდენტის სასახლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის და ევროპის მოედანზე აშენებული ახალი ხიდის პროექტი შექმნა. იხილეთ epn.ge
  6. http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/madrid-150x150.jpg ესპანეთის ჩემპიონატის რანგით გამართულ შეხვედრებში ,,ბარსელონას” მადრიდის ,,რეალის” სტადიონებზე 87 ბურთი აქვს გატანილი. გთავაზობთ ყველა გოლის ავტორს. ტიერი ანრის 3 ბურთი აქვს გატანილი, ლეო მესის 2, ჩავის პუიოლს და პიკეს კი თითო-თითო. ანრი 3 რივალდო 3 რონალდინიო 3 ხუან მანუელ ასენსი 3 ხოსე ანტონიო სალდუა 3 მესი 2 კლუივერტი 2 ლუის ენრიკე 2 გილერმო ამორი 2 ხულიო სალინასი 2 ეტო’ო 2 ენრიკე [...] სრულად ბარსამანიაზე
  7. დღეს, 22:00 საათზე, მეორე არხის გადაცემა „თავისუფალი ტრიბუნის“ სტუმრები იქნებიან „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი. View the full article
  8. http://i018.radikal.ru/1004/5d/ed61b445fb65.jpg დღეს არსენალის ოფიციალურმა ვებ გვერდმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოავლინა და ეს ფეხბურთელი დანიელი თავდასხმელი ნიკლას ბენდტნერია. 22 წლის ფეხბურთელმა ხმათა უმრავლესობის 33.1% ერგო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილზე ესპანენელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი, რომელმაც 26.3% ხმა მიიღო, ხოლო მესამეზე ფრანგი ფეხბურთელი სამირ ნასრი გავიდა 22.7%-ით. ხოლო დანარჩენი ხმები სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს. ასე რომ მარტის თვის EA SPORTS ფეხბურთელი ნიკლას ბენდტნერია, რომლის ანგარიშზეც მარტის თვეში 6 გატანილი გოლია. View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakiev-150x150.jpgყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი მის მიერ ქვეყნის დატოვების ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ბაკიევმა რადიო “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ამჟამად ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში იმყოფება. ბაკიევმა აღნიშნა, რომ იგი დამარცხებას არ აღიარებს, თუმცა თავის ხალხთან ომს არ აპირებს. ოპოზიციის ქმედებებს მან “ვაკხანალია” უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მომხდარი მოვლენები გარე ძალების დახმარების გარეშე არ განხორციელდებოდა. ბაკიევმა “გარე ქვეყანა” არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ მთავრობა მომხდარი მოვლენებისთვის მზად არ იყო. პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ ქვეყნის მართვას განაგრძობს, თუმცა საუბარში მას არ დააკონკრეტებია, როგორ აპირებს ძალაუფლების დაბრუნებას. გამოცემა “ფერგანა.რუ”-ს ინფორმაციით, ყირგიზეთის პრეზიდენტი ამ დროისთვის სოფელ მარკაიში იმყოფება და მას შეიარაღებული დაჯგუფებები იცავენ. სოფელში ბაკიევის ნათესავების დახმარებით შტაბი შეიქმნა. ბოლო ინფორმაციით, პრეზიდენტთან ერთად მისი ძმები ამხათი და ჯანიში იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უახლოეს დროში ყირგიზეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერით ხალხს მიმართავს. საპროტესტო აქციები ყირგიზეთში 6 აპრილს დაიწყო. არეულობების შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/wm-ilia-martlis-sazogadoeba01-150x134.jpgექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივის მამანა არჩვაძის მომხრეები საქალაქო სასამართლოს წინ საპროტესტო აქციას აწყობენ. აქციის რამოდენიმე მონაწილემ “რუსთავი 2”-ის და “1 არხის” ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველი პრეზიდენტის ქვრივის მომხრეები ცოტნე გამსახურდიას დაუყონებლივ განთავისუფლებას და მიხეილ სააკაშვილი გადადგომას მოითხოვენ. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ სცნო, სსკ-ის 236-ე მუხ I და მე-2 ნაწ, 19,108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მას სასჯელი 9 წლითა და 6 თვით მიესაჯა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს, იგი ბრალდებებს უარყოფს. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kyrgyz2-150x150.jpgყირგიზეთის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლოტ შერნიაზოვმა სახალხო მილიციას მარადიორებზე ცეცხლის გახსნის ბრძანება მისცა. “მეDდღეს მარადიორების მიმართ იარაღის გამოყენებას ნება დავრთე და მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობას, სახალხო მილიციასთან შეერთებისაკენ და ქალაქის, კომპანიების და ხალხის საკუთრების დაცვისაკენ,” – განაცხადა შერნიაზოვმა ყირგიზეთის სახელმწიფო არხის პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, დღეს საღამოს ბიშკეკეთის ქუჩებზე სახალხო მილიცია და სამედიცინო მუშაკები იმოძრავებენ. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში არეულობების შესაჩერებლად სახალო მილიცია შეიქმნა, რომელსაც უკვე ასობით ადამიანი შეუერთდა. იხილეთ epn.ge
  12. ხუთშაბათი – ტრივიას დღე ბლოგზე. ვისაც გაუმარჯვია და მოსაწვევები მიუღია – დამეთანხმებიან, დარბაზში ბევრად უფრო სახალისოა “ნიჭიერის” კონცერტის ნახვა, ვიდრე ტელეეკრანთან. პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით. კითხვები: 1. რამდენი სიმღერა აქვს დაწერილი ანი პავლიაშვილს? 2. ვისი სიმღერა შეასრულეს მამა-შვილმა ღამბაშიძეებმა ნიჭიერის ნახევარფინალში? 3. გაიხსენეთ ნიჭიერის მონაწილე მოცეკვავე გოგონა, რომელმაც სპეციალურად კასტინგისთვის შეიძინა სამუხლეები, მაგრამ გამოყენება არ დასცალდა. 4. რა ნიჭითაა დაჯილდოებული თელაველი ლუდვიგ სხირტლაძე? 5. საიდან არის ნახევარფინალისტი ჯგუფი “ფანტაზია”? 6. რა პროფესიისაა ალა პუგაჩოვას მოტრფიალე ნატა მესხი? 7. რატომ გადაწყვიტა ავთანდილ ნაცარაშვილმა გიტარის შესწავლა? 8. გადავიდა თუ არა ნახევარფინალში ნიჭიერის მონაწილე ზურა კვარაცხელია? 9. ვინ არის რუსთაველი მომღერალი, კომპოზიტორი და დიჯეი, რომელსაც ბლოკავენ? 10. რამდენი წლისაა ყველაზე ძლიერი ყურების მქონე თედო ულუნბელაშვილი? კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. IV ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას. სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს. nichieri.ge
  13. http://a8.vietbao.vn/images/vn875/the-thao/75186321-Roberto-Baggio.jpgროგორც იცით, რობერტო ბაჯო, ოთხმოცდაათიანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ახლაც ბარსელონაში იმყოფება. იგი პეპ გვარდიოლასთან ერთად იტალიური კლუბ “ბრეშაში” თამაშობდა. მისი აზრით, “ბარსელონას” დამრიგებელის წარმატება გასაკვირი სულაც არ არის. პეპ გვარდიოლა და რობერტო ბაჯო “ბრეშაში” დამეგობრდნენ. ამ კვირაში იტალიელი ბარსელონაში ჩამოფრინდა, “არსენალთან” მატჩს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ვარჯიშს დაესწრო. “Barca TV”-თან [...] სრულად ბარსამანიაზე
  14. “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ვერ ხედავს “მილანს” სერია ა-ს მოგების ფავორიტებში-წერს calcionews.net Radio Kiss Kiss-ის დამოწმებით. სამი ტურის შემდეგ “როზანერო” ეთამაშება “მილანს”, მაგრამ სიცილიელთა გუნდის პრეზიდენტი სულაც არ ღელავს ამის გამო და ძალიან მშვიდადაა. “დარჩენილ ექვს შეხვედრაში მე ყველაზე ნაკრებად მაღელვებს “როსონერისთან” ჩასატარებელი მატჩი. ყველა დარჩენილი მოწინააღმდეგე ბრძოლაზე დამუხტულია, მაგრამ “მილანს” არ შესწევს ძალა იბრძოლოს სკუდეტოსთვის და გაუწიოს წინააღმდეგობა “რომასა” და “ინტერს”.-აცხადებს ძამპარინი. აქვე მოგახსენებთ, რომ დარჩენილ ტურებში აქვს სათამაშო შემდეგ გუნდებთან: “კიევოსთან” სახლში 11 აპრილს, “კალიარისთან” გასვლა 18 აპრილს, “მილანთან” სახლში 24 აპრილს, “სიენასთან” გასვლა 2 მაისს, “სამპდორიასთან” სახლში 9 მაისს და “ატალანტასთან” სტუმრად 16 მაისს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში “პალერმომ” ანგარიშით 2-0 დაამარცხა “მილანი”. წყარო 1 <a href="http://goal.com/en/teams/italy/143/palermo">წყარო 2 სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge
  15. უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ხვალ დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაეგებენ და ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავენ. დეპუტატები 9 აპრილის მემორიალთან 11:45 საათისათვის შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ სასტიკად იქნა დარბეული. ოპერაციის შედეგად 20-მდე მომიტინგე დაიღუპა, ხოლო დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti-31-150x127.jpg 1991 წლის 9 აპრილს კი საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და უზენაესმა საბჭომ ,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი~ მიიღო. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/SHENOBEBI2-150x150.jpgთბილიის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას განაჩენზე კომენტარი სასამართლოს პრეს-სპიკერმა ეკა არეშიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ ცნო დავით ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში. დანაშაულთა ეთობლიობით სასამართლომ გამსახურდიას სასჯელი 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პრეს-სპიკერის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა იქნა დადასტურებული. სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ სცნო, სსკ-ის 236-ე მუხ I და მე-2 ნაწ, 19,108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს, იგი ბრალდებებს უარყოფს. იხილეთ epn.ge
  17. მადრიდის "რეალის" ვიცე კაპიტანმა გუტიმ რადიოსადგურ "ონდო მადრიდის" ეთერში სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით მას მობეზრდა მადრიდის "რეალი" და აპირებს ამ სეზონისბოლო დატოვოს სამეფო კლუბი. იხილეთ realmadrid.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti02-150x150.jpgპარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩების პოსტებზე კანდიდატურები დაამტკიცა. ესპანეთის სამეფოსა და ანდორის სათავადოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა ნიკოლოზ ნათბილაძე. ნათბილაძეს 2009 წლის დეკემბრიდან დღემდე დაკავებული აქვს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი ჯანჯღავა. გიორგი ჯანჯღავა 2009 წლიდან დღემდე არის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა დავით კერესელიძე. დავით კერესელიძეს 2006 წლიდან დღემდე დაკავებული აქვს დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტს აღნიშნული კანდიდატურები გასულ კვირას უნდა დაემტკიცებინა, თუმცა სხდომას ელჩის კანდიდატურები არ ესწრებოდნენ, რის გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პროეტესტი გამოთქვა და მათი დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. მოგვიანებით, კი ბიუროს საგარეო უწყებამ თხოვნით მიამრთა, რომ ელჩები სხდომათა დარბაზში მათი დასწრების გარეშე დაემტკიცებინათ, რადგან აღნიშნული პირები სამუშაოს მივლენილ ქვეყნებში ასრულებენ, მათი საქართველოში ჩამოსვლა კი ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/beqauri-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას ადოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, დღევანდელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. მისი თქმით, დღევანდლი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება და ასევე სარჩელს სტრასბურგში შეიტანენ. “დღევანდელი პროცესი სამარცხვინოდ დამთავრდა. ეს იყო მართლმსაჯულების შეურაწყოფა და გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონო იყო”-განაცხადა ბექაურმა. ცოტნე გამსახურდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წელი და 6 თვე შეუფარდა. სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ ცნო, სსკ-ის 236-ე მუხ I და მე-2 ნაწ, 19,108-ე მუხლებით. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს, იგი ბრალდებებს უარყოფს. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartvelebi-filipinebshi-150x150.jpg21 წლის ქართველი მეზღვაური გიორგი შავიშვილი თავისუფალია. ფილიპინების დედაქაალაქ მანილადან თბილისში ის დღეს ჩამოფრინდა. გიორგი შავიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ მიიღო, რაგან გაირკვა, რომ ის არასწორად იყო იდენტიფიცირებული როგორც გემის კაპიტანი. გიორგი შავიშვილი არის ერთ-ერთი იმ 13 მეზღვაურთაგან, რომლებიც თითქმის 9 თვის წინ დააკავეს მანილაში. 12 მათგანი საქარტველოში 12 მარტს დაბრუნდა. შავიშვილი ამ წუთებში ბათუმში მიემგზავრება. იხილეთ epn.ge
  21. http://images.geotorrents.com/images/27fgafc6aufpfzfft13.jpgლივერპულის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა საინტერესო და ლამაზი სურათები. … http://assets.liverpoolfc.tv/uploads/pic5765.jpgს http://farm3.static.flickr.com/2794/4473686801_fe2a2268c8.jpg http://farm1.static.flickr.com/34/96233842_427d878c83.jpg http://farm3.static.flickr.com/2718/4409923245_53968a37d9.jpg http://farm5.static.flickr.com/4032/4412333270_7cd2be122a.jpg http://farm3.static.flickr.com/2626/3843727670_8d2bbec10a.jpg http://farm3.static.flickr.com/2549/4076870463_1254679146.jpg http://farm3.static.flickr.com/2685/4470237835_a31bf02d57.jpg http://farm5.static.flickr.com/4054/4422524786_461a6a00b8.jpg http://farm5.static.flickr.com/4024/4290982230_1ac5b72385.jpg http://farm5.static.flickr.com/4042/4459542971_8c23c274f8.jpg http://farm5.static.flickr.com/4030/4462204518_3a17b932be.jpg http://farm5.static.flickr.com/4036/4343340179_bd5fb90df6.jpg http://farm5.static.flickr.com/4032/4387322878_f2fdc483c2.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/facup_4bb4956227ab9759880739.jpg http://farm5.static.flickr.com/4038/4476696095_dde6ef07c2.jpg View the full article
  22. შაბათს ესპანეთის დედაქალაქი, კერძოდ კი "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონი "ელ კლასიკოს" უმასპინძლებს. ინტერესი ძალიან დიდია ამ მატჩისადმი, რადგან ერთმანეთს "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს ლა ლიგის გამარჯვებულის ბედს. ამ მატჩთან დაკავშირებით გამოცემა "ასი" გამოკითხვას აწარმოებს, რომელიც შემდეგ ინტერაქტივს შეიცავს. - "თქვენი აზრით, ვინ მოიგებს "კლასიკოს"?! იხილეთ realmadrid.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsakhurdia_cotne_0013-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წელი და 6 თვე შეუფარდა. ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები სასამართლო დარბაზში ამ წუთებში განაჩენს აპროტესტებენ. ისინი მოსამართლეს და პროკურორს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მხარდამჭერების სასამართლო დარბაზიდან გამოყვანას მანდატურები ცდილობენ. იხილეთ epn.ge
  24. „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ ალიანსის თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „სოზარ სუბარი ალიანსის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად რჩება. არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს კოლეგებს შეთანხმების სურვილი რეალურად ჰქონდათ. ჩვენ პირნათელი ვართ საზოგადოებასთან და ამომრჩეველთან, რადგან მცდელობა არ დაგვიკლია, რომ ერთობისთვის მიგვეღწია. ალიანსს ერთობა ნამდვილად არ აკლია. საზოგადოებისა და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის განწყობაც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის გამოკვეთილი ლიდერი. ჩვენ არჩევნებზე გამარჯვებისთვის მივდივართ“. View the full article
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini27-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში – შტეფან ფულეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში – პიტერ სემნებს და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს – პერ ეკლუნდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და განათლების სფეროში განსახორციელებელ ახალ ინიციატივებს შეეხო. როგორც შაშკინმა განაცხადა, ევროპელ პარტნიორებთან იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ხორციელდება. “ასევე ვისაუბრეთ იმ როლზე, რომელიც შეიძლება ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დემოკრატიული რეფორმების განვითარებისთვის ითამაშონ, რათა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...