Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://image.geotorrents.com/images/xmdz6u23x5mqxlxok15.jpg "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ალბერტო ძაკერონი არ აპირებს ძირითად შემადგენლობაში დააყენოს ბრაზილიელი ფლეიმეიკერი,რადგან მან სულ ახლახან მოიშუშა ტრამვა,რომელიც უკვე 2 კვირაა აწუხებს.დიეგომ ამ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და მიუხედავათ რთული ოპონენტისა,თავკაცი სავარაუდოდ პირველ თერთმეტეულში არ ჩასვამს.დიეგოსგან განსხვავებით ძირითადში იქნება მომო სისოკო,რომელიც გუნდს დაუბრუნდა.სავარაუდოდ,პირველივე წუთიდან "ბებერი ქალბატონი" 4-4-2 ტაქტიკით ითამაშებს. View the full article
  2. http://i274.photobucket.com/albums/jj242/muffinjuve/Camoranesi.jpgმაურო კამორანეზის "იუვენტუსში" დარჩენა, დრო და დრო სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდება. იტალიაში ვრცელდება ჭორები, რომ მსოფლიო ჩემპიონი "ბებერი ქალბატონის" დატოვებასა და ფრანგულ "მარსელში" გადაბარგებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ მაუროს ტურინულ გრანდთან, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მისი აგენტი კარიერის საფრანგეთში გაგრძელებას, არ გამორიცხავს: " რა თქმა უნდა, მაუროს მიმართ, საფრანგეთის დივიზიონში ინტერესი არსებობს. "ლიონში" გადაბარგებასთან ის ყველაზე ახლოს 2006 წელს იყო, მაგრამ დიდიერ დეშამმა მის გაშვებაზე უარი განაცხადა, რადგან კამორანეზის იმედი ჰქონდა. ასეა თუ ისე, არ გამოვრიცხავ, რომ "მარსელის" შემოთავაზების შემთხვევაში, მან ახალ გუნდთან, კონტრაქტი გააფორმოს. " View the full article
  3. http://u.goal.com/50600/50606.jpg"მილანის" ვიცე პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ ტურინის "იუვენტუსს" მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, დღეს საღამოს გამართულ შეხვედრაში, ის "ბებერ ქალბატონს" უგულშემატკივრებს: " გაინტერესებთ ვუგულშემატკივრებ თუ არა "იუვენტუსს"? თქვენი აზრით? ეს გადამწყვეტი კვირაა და ვფიქრობ ორშაბათს "სკუდეტოს" მომავალი მფლობელის სახელი უკვე გვეცოდინება. "ინტერი" - "იუვენტუსი", "სამპდორია" - "მილანი" და "ლაციო" - "რომა". ეს ის სამი შეხვედრაა, რომელსაც ჩემპიონატის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. " View the full article
  4. http://s13.radikal.ru/i186/1004/ff/aed019bc9962.jpg გთავაზობთ მასკერანოს საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს, სადაც მან ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. მათ შორის, მან მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა. … “არგენტინის ნაკრები ჯერ მასკერანოა, მერე დანარჩენი” -ეს ვიღაცის კი არა, დიეგომ არადონას სიტყვებია. რა საოცარია, როცა ლეო მესი გყავს და ამას ამბობ მარადონა ! დაინიშნა თუ არა დიეგო არგენტინის მთავარ მწვრთნელად, კაპიტნის სამკლაური მასკერანოს მისცა.მასკემ ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა. - “საკმაო ხანია რაც ლივერპულში თამაშობთ. მოკლედ როგორ შეაფასებდით ამ კლუბში გატარებულ დროს?” - “ფანტასტიკური წლებია და ამაზე მოყოლა არ მომბეზრდება. ლივერპულში ჩემს ოჯახსაც პატივს ცემენ და საერთოდ, აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.” - “ლივერპული ბრწყინვალე ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად კი არა, ყოველ საათობრივად ვითარდება. ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლივერპულში?” -”უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთის თამაშს ვაღმერთებ. ლივერპული არის საპორტო ქალაქი. აქ ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. რომ შემეკითხონ ყველაზე ხშირად სად იქნებოდიო, მე ვუპასუხებდი – ბითლზის ან ენფილდის მუზეომებში!” - “ინგლისი თქვენი მეორე სამშობლო გახდა, არგენტინა არ გენატრებათ?” - “5 წელია, რაც არგენტინის გარეთ ვარ და რა თქმა უნდა მენატრება. თითქოს მივეჩვიე კიდეც, მაგრამ როგორც კი პრემიერლიგის განრიგს ჩავხედავ და თავისუფალ პერიოდს აღმოვაჩენ, მაშინვე ვჯავშნი თვითმფრინავის ბილეთს არგენტინაში გადასაფრენად.” - “არგენტინის კლუბში გადასვლა არ გინდათ?” - “ვერასოდეს გამოიცნობ რა მოხდება ხვალ, მაგრამ სამუდამოდ ინგლისში დარჩენას არ ვაპირებ. 3-4 წელი ვიქნები ამ დიდ კლუბში, შემდეგ კი წავალ არგენტინაში, კერძოდ – “რივერ პლეტში”". - “ლივერპულში რამოდენიმე არგენტინელი და ესპანელი ფეხბურთელია ყველაზე კარგად ინგლისური ვინ იცის?” - “რა თქმა უნდა რაფაელ ბენიტესმა. ის დიდი ხანია ლივერპულში მუშაობს და ლაპარაკი ხშირად უწევს ინგლისურად.ყველაზე კარგად ფეხბურთელებიდან ინგლისურს პეპე რეინა ფლობს. მე და პეპე ესპანურად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ როცა გუნდია ინგლისური, გუნდსაც პატივი უნდა სცე.” - “და ყველაზე ცუდად ვინ ლაპარაკობს ინგლისურად?” - “რა თქმა უნდა მაქსი როდრიგესი. ის ჯერ ახალი გადმოსულია, მაგრამ ვეხმარებით.” - “ფერნანდო ტორესი კვლავ შევიდა კარგ ფორმაში. რისი გაკეთება შეუძლია მას მსოფლიო ჩემპიონატზე?” - “დიახ ტორესმა მოუმატა და ეს გუნდს ძალიან წაადგება. ახლა ის სათანადო ფიზიკურ ფორმაშიც შედის. თუ ის ფორმას შეინარჩუნებს, მსოფლიო ჩემპიონატზეც ბრწყინვალე თამაში შეეძლება.” - “როდესაც გაქებენ, უხერხულობას გრძნობთ?” - “არა, სიამაყეს ვგრძნობ, მითუმეტეს თუ მწვრთნელი მაქებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე კარგი ფეხბურთელი ვარ.” - “მარადონამ ნაკრების კაპიტნათ დაგნიშნათ, რა იგრძენით მაშინ?” - “არსებითად არაფერი შეცვლილა, მაგრამ როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. მე ვეცდები, რომ ჩემ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გავხდე.” - “იმ ჩემპიონატიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ და რა გამოცდილება წაიღეთ?” - “პირველ რიგში უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის გამოცდილება შევიძინე. იმ დროს ბევრ ვარსკვლავთან ერთად არ მიწევდა ვარჯიში, ახლა კი ერთხელ მაინც ვხვდები საუკეთესოს.” - “თქვენ პოზიციაზე მოთამაშეს რომელს გამოარჩვდით?” - “არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავს ყოველთვის მაკელელეს შემხედვარე ვაწყობდი, მის წინაამდეგ რომ ვითამაშე მივხვდი, რომ მაკელელე საუკეთესო იყო.” - “ამასწინათ მარადონამ ინტერვიუში თქვა, რომ როგორც მე ავწიე თასი 1986 წელს, ასევე ასწევს მასკერნანოო, რას იტყვით?” - “ეგოისტობას არ დავიწყებ და ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ. ჩემთვის სულერთია რომელი არგენტინელი აწევს თასს. მთავარია ის ჩვენი გახდეს. ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება. როგორც ღმერთი ინებებს ისე იქნება.” </span> <span style="color: #ff0000;"> View the full article
  5. http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/boja-2-150x150.jpg ,,ბარსას” ახალგაზრდა ფორვარდი ბოიან კრკიჩი, – მისთვის განკუთვნილი წუთების სიმწირის მიუხედავად, ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ახალგაზრდა, ცნობილი და პერსპექტიული ფორვარდებიდან, – რომლებზეც უდიდეს იმედებს ამყარებენ – ბოიანს ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აქვს ევროპაში: ყოველ 130 წუთში 1 გოლი. მას დაახლოებით სამჯერ ნაკლები აქვს ნათამაშები, ვიდრე წელს ბრწყინვალედ ,,მოასპარეზე” პედროს, თუმცა [...] სრულად ბარსამანიაზე
  6. ინგლისური გამოცემა 'The Sun' ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის რეალი ზაფხულში უეინ რუნის გადასაბირებლად 102.... View the full article
  7. http://www.fcbarcelona.com/web/thumbnails/199_150/Imatges/2009-2010/futbol/primer_equip/plantilla/2009-07-20_CARA_TOURE_01.jpgაფრიკელმა,რომელიც გახდა ბოლო გოლის ავტორი “დეპორტივოსთან” განაცხადა: “საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ ექვსივე დარჩენილი თამაშის მოგება. და სამი მათგანი იქნება ძალიან რთული.”მას მხედველობაში აქვს “კორნელაზე”, “ვილიარეალში” და “სევილიაში”.მაგრამ ყველაზე მეტად აწუხებს დერბი.”ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობს საკუთარ სტადიონზე.ისინი შესანიშნავად ემზადებიან”-განაცხადა მან.ტურე თვლის, რომ “ესპანიოლი” იქნება ძლიერ მოტივირებული იმით, რომ მატჩი გაიმართება “კორნელაზე”.”ამ გუნდს [...] სრულად ბარსამანიაზე
  8. http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8igxG35DiI/AAAAAAAADkA/mPc7q9N-3PQ/s200/9125_101153789903331_100000261328287_27754_5299839_n.jpgმიმიდინარე წლის 14 აპრილს ჟურნალისტთა კავშირმა "ობიექტივი" ახალი და უპრეცენდენტო მედია–პროექტის განხორციელება დაიწყო. რადიო "მონტე კარლოს" ეთერში, სიხშირეზე 101,4 "ობიექტივის" 7 საათიანი პირდაპირი ეთერი გაიხსნა. "ობიექტივის" მედია–პროექტი ითვალისწინებს ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებების, თოქ–შოუებისა და დებატების მომზადებას. კვირის მანძილზე გადაცემებს 7 სხვადასხვა ჟურნალისტი წარუძღვება. როგორც "ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" წარმომადგენლები განმარტავენ,– რადიო–პროექტის ერთსაათიანი ტელევერისია ბათუმის 25–ე არხის ეთერში ყოველდღიურად განთავსდება. პარალელურად,კვირაში ერთხელ გამოიცემა გაზეთი "ობიექტივი", რომელიც მოსახლეობას საჩუქრად დაურიგდება. ირმა ინაშვილი: "ჩვენ ეთერს ვუხსნით ყველა ტიპის რესპონდენტს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა და მრწამსისა. ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივი რადიოს მოდელს, რომელიც ამბობს სიმართლეს და არ ახარისხებს რესპონდენტებს სასურველებად და არასასურველებად. ყოველდღიურ გადაცემებს გაუძღვებიან ჟურნალისტები : ლუბა ელიაშვილი, ნინო ცხოიძე, ელგა ფოლადიშვილი, ანი მიროტაძე, ირაკლი კორძაია, ექსპერტი გია არეშიძე. ირმა ინაშვილის განცხადებით, "ობიექტივის" მედია–პროექტში ერთდროულად რამდენიმე მედია–ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საინფორმაციო სააგენტოები "ჯეოპოტნიუსი" და "პირWელი". ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი" "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს დაფუძნდა და 6 წლის მანძილზე არა ერთი მედია–პროექტი განახორციელა. მათ შორის იყო ათობით საგამოძიებო ფილმი, "ქუჩის ტელევიზიის" პროექტი, რომელიც 2009 წლის გაზაფხულზე ხორციელდებოდა და საკმაოდ პოპულარული იყო მოსახლეობაში. "ობიექტივს" ეკუთვნის გახმაურებული გამოძიება მედია–სიხშირეების წართმევასთან დაკავშირებით. 2005 წელს ჟურნალისტთა კავშირს ხელისუფლებამ 35–ე დეციმეტრული არხი წაართვა და ტელეკომპანია "ალანიას" საჩუქრად გადასცა. ამ თემაზე ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა არა ერთი სენსაციური ფაქტი, დოკუმენტი და ფოტო გაავრცელა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif http://www.facebook.com/group.php?gid=334607155051გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article
  9. http://epn.ge/wp-content/uploads/IMG_40381-150x150.jpg ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ თბილისის მერობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს რადიო უცნობში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილობას აზრი არ აქვს, თუ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ ეყოლება. იხილეთ epn.ge
  10. http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2009/5/21/1242896390275/Gordon-Brown-addresses-th-001.jpg ლივერპულის მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს სჯერა, რომ ახალი თავჯმდომარის, მარტინ ბრაუტონის გამოჩენა ნიშანია იმის, რომ კლუბი პროგრესირებს. ახალი ამბავი ენფილდზე პარასკევ დილას გახმოვანდა, აგრეთვე Barclays Capital დაეხმარება კლუბს, ახალი მეპატრონის შოვნაში.ფინანსური კრიზისის და დიდი დაძაბულობის ფონზე, ჯილეტს და ჰიკს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ რაფასთან, ბოლოს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საშიშროება გაჩნდა, ბენიტესს კლუბი არ დაეტოვებინდა და ტურინის იუვენტუსში არ გადასულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა კლუბის გაყიდვის შესახებ, დაძაბულობამ იკლო და ფანების მოწონება დაიმსახურა. ”ჩვენ ახალი თავმჯდომარე გვყავს, იგი საქმის კურსშია,” განაცხადა მწვრთნელმა. ”ამჯერად, პირადად ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მთავარია შემდეგი თამაშისთვის მომზადება.” ”ვფიქრობ, კლუბი სწორი გზით მიდის და კარგად პროგრესირებს, რაც საუცხოოა. ნამდვილად კარგი ამბავია.” ბრაუტონი იუწყება, რომ არცერთ ფეხბურთელზე არ იქნება ზეწოლა და მოთხოვნა კლუბის დატოვების შესახებ. არცერთი ვარსკვლავი არ დატოვებს ზაფხულში კლუბს, არც ტორესი და არც ჯერარდი. იგი ლივერპულს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ზაფხულში ტრანსფერების ფული ლივერპულს ექნება. ”მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, იმის, რომ ვაიძულოთ ფეხბურთელები დატოვონ კლუბი. ყველა გახარებულია, ფანები, ფეხბურთელები და მწვრთნელი, ლივერპულის მომავალი ნათელია,” განაცხადა მარტინ ბრაუტონმა. ”ტრანსფერებისთვის გამოყოფილი იქნება საკმაო რაოდენობის თანხა, თუმცა კონკრეტულ ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ.” მარტინი აცხადებს, რომ ლივერპულის მომავალ მეპატრონე, უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი, იმისთვის, რომ კლუბს წინსვლა და წარმატებები ჰქონდეს. თავმჯდომარემ აგრეთვე განაცხადა, რომ იგი ”გაგიჟდება” თუ ახალი მეპატრონე ახალ სტადიონის მშენებლობას არ დაასრულებს.” ”კლუბისთვის კარგი იქნმება, თუ ვინმე მოვა ისეთი, ვინც სტადიონის მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს. აგრეთვე მე მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ახალი მეპატრონე კლუბს ფინანსურად ხელს შეუწყობს,” განაცხადა მან. ”სტადიონის პროექტს გავეცანი და დავრწმუნდი, რომ მართლაც სერიოზული თანხაა გასაღები სტადიონის ასაშენებლად. ნებიემიერმა მყიდველმა უნდა დაასრულოს ეს საქმე. ბრაუტონმა აგრეთვე ნათელი მოჰფინა ესპანელი მწვრთნელის მომავალს, მან განაცხადა, რომ ბენიტესი მერსისაიდში დარჩება. ”რაფა კარგი მწვრთნელია, ჩვენ გინდა მან თავისი კარიერა ლივერპულში გააგრძელოს, აგრეთვე მას კონტრაქტიც უწყობს ამაში ხელს,” დაასრულა ლივერპულის ახალმა თავმჯდომარემ. www.SkySports.com View the full article
  11. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული დავით კირკიტაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს მარნეულის რაიონში იმყოფებოდნენ. მინისტრმა და რეგიონის პირველმა პირმა სოფელ კაჩაგანში სარწყავი არხების გაწმენდისა და რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესუბრნენ. View the full article
  12. სახელისუფლებო გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი პარტიული სიის ფორმირებას 17 აპრილს დაასრულებს. მმართველი გუნდის სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსუდან კერვალიშვილი იქნება. პირWელისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა თანმიმდევრობით დაალაგებს მმართველი გუნდი View the full article
  13. ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები ხვალ ახალგაზრდობაში არსებული პრობლემების გამოსავლენად ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამარათავენ. გიორგი თარგამაძის ახალგაზრდა თანაგუნდელები იმის გამოსახატად თუ რამდენად აქცევს ყურადღებას ხელისუფლება ამ პრობლემებს, პრეზენტაციას იმიტირებული სახით მოაწყობენ. View the full article
  14. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მინისტრმა სასტუმრო შერატონ-მეტეხი პალასში ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. View the full article
  15. პაატა ბურჭულაძის ფონდი იავნანა მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ყველასთვის საყვარელი მსახიობი იავნანას ერთგული მეგობარი იყო და თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ქველმოქმედებასა და ბავშვების დახმარებას მიუძღვნა . არტისტის პროფესიაში ყველაზე ძნელად მისაღწევი და ამავე დროს, ყველაზე მთავარი ხალხის სიყვარული და სახალხო აღიარებაა. View the full article
  16. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საერთაშორისო ექსპერტმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. როგორც პირWელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, View the full article
  17. 18 აპრილს საზოგადოებრივი მოძრაობა პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე აქციას გამართავს. როგორც პირWელს აღნიშნული მოძრაობიდან აცნობეს, საწვავის ფასების არასამართლიანობის განცდას ბაზრის ანალიზიც მიუთითებს. View the full article
  18. საქართველოს შს სამინისტრო ქართული ჯავშანტრანსპორტიორების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევას უარყოფს. როგორც პირWელს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. View the full article
  19. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის პილოტის არკადიუშ პროტასიუკის რუსული ენის არცოდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ MIGnews მფრინავის იმ მეგობარზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც ფრენებს პროტასიუკთან ერთად ახორციელებდა. პროტასიუკის მეგობარი და ტუ-154 ერთ-ერთი პილოტი ბორტოშ სტროინსკი View the full article
  20. ჩვენ უკვე გვყავს ათი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ მოსაწვევებს ორშაბათს, “ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალური კონცერტისთვის. გამარჯვებულები ცოტა მოგვიანებით გამოცხადდებიან, მანამდე კი ტრივიას პასუხებს გთავაზობთ: 1.დაასახელეთ 3 ტყუპი, რომლებიც მოხვდნენ “ნიჭიერის” ნახევარფინალში. ელენე და ეკა თორიები ნაზი და ქეთი ასიტაშვილები ჯამბულ და ხვიჩა ქაძანაიები ლაშა და გიორგი ქარქაშიძეები 2. სულ რამდენი ნომერი აქვს მომზადებული ვასილ ხაჩიძეს? 70 ნომერი 3. რამდენი გოგონა ცეკვავს ჯგუფ “ფანტაზიაში”? 9 გოგონა 4. ვისი სიმღერა შეასრულეს ნახევარფინალში ბაბიმ და მარიმ? ბარბარა სტრეიზანდის 5. რამდენი მოცეკვავე დაემატა თამარ კურდღელიას ნახევარფინალის ნომრისას? 2 მოცეკვავე 6. ვინ დაამზადა ელენე ჩიხლაძის შანდალი? მისმა მეუღლემ 7. რამდენი ხანია, რაც ილია მამაგულაშვილი და ჯგუფი მოზაიკა ჯექსონის ცეკვებზე მუშაობენ? 2 წელი 8. რამდენი წლისაა ნიჭიერის ყველაზე პატარა პარკურისტი? 9 წლის 9. საიდან არიან ნიჭიერის ნახევარფინალისტები, ვერკა და გიორგი? ჭიათურიდან 10. რა მიუტანა საჩუქრად დათო რობაქიძემ ჟიურის წევრებს? ბუშტი, რომელიც შემდეგ გადაიქცა სასმელად. nichieri.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti23-150x130.jpgპარლამენტი მთავრობას განათლების სიტემაში ანტინარკოტიკული ღონისძიებების გატარების მიზნით რეაგირებას სთხოვს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მიზნით ჯანდაცვის უწყებას შესაბამის თხოვნასაც გაუგზავნიან. როგორც სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოადგილე აკაკი გამყრელიძემ განაცხადა, განათლების სისტემაში ანტინარკოტიკული ღონისძიებები საერთოდ არ ტარდება. მისი თქმით, მისასალმებელია ინიციატივა სკოლებში მანდატურების შემოღების შესახებ, თუმცა მანდატურები ნარკოტიკების შესახებაც უნდა იყვნენ ინფორმირებულები. კერძოდ, მანდატურეს უნდა შეეძლოს როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების, ასევე, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის სიმპტომების გარჩევა. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqraze2-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ეუთოს წარმომადგენელთან მასმედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩთან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ სტუმარს ის ღონისძიებები გააცნო, რომელიც მედიის თავისუფლებისკენ არის მიმართული. ბაქრაძემ დუნია მიატოვიჩთან იმ საკანონმდებლო ბაზაზეც ისაუბრა, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებია დაფუძნებული. ეუთოს წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული შეხვედრით და განაცხადა, რომ როგორც მისი ოფისი, ასევე მთლიანად ეუთო მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს საქართველოს. მისი განცხადებით, ეუთოს მასმედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ოფისი მზადაა ინფორმაციის ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლოს ქართულ სახელმწიფოსთან. მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა პარლამენტის როლს ქვეყნის განვითარების საკითხში და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ჩამოყალიბებული ტრადიცია შეიმუშაოს კარგი კანონები. შეგახსეებთ, რომ დუნია მიატოვიჩი მედიის თავისუფლების საკითხებს სამხრეთ კავკასიაში, უკრაინასა და მოლდოვაში იკვლევს. იხილეთ epn.ge
  23. "კლასიკოში" განცდილი ტრაგიკული მარცხის შემდეგ, "რეალმა" მოედანი კვალ გამარჯვებულმა დატოვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რაფაელ ვანდერ ვაარტს, რომელმაც "ალმერიას" 3 ქულის მომტანი ბურთი გაუტანა. თამაშის დასრულების შემდეგ ჰოლანდიელმა კომენტარი გააკეთა... იხილეთ realmadrid.ge
  24. "რეალ მადრიდის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პარასკევს წარადგინა ჩემპიონთა ლიგის თასი. აქ ასევე იყო ხორხე ვალდანო, ემილიო ბუტრაგუენო, მიგელ პადრესა, ყოფილი ფეხბურთელი ჰენტო და ახლანდელი შემადგენლობის ფეხბურთელები: რაული, კაკა და კრიშტიანუ რონალდუ. იხილეთ realmadrid.ge
×
×
  • შექმენი...