planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/bidzina-ivanishvili-photo-by-reuters1-300x213.jpg„ივანიშვილის გადაუხდელ ჯარიმებთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით ისევ უცნობია, ხელისუფლებას მისი რა ქონების დაყადაღება მოუწევს. ამის შესახებ არც ხელისუფლების და არც ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან არანაირი განცხადებები არ კეთდება“ – წერს „რეზონანსი“. „საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი უძრავ ქონებას მხოლოდ ჭორვილაში, წყნეთში, საგურამოში, ბაკურიანსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში უნდა ფლობდეს. აქედან კი დაჯარიმებული მილიარდერის საკუთრება რა არის, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ მის სახელზე არ არის გაფორმებული არც თბილისში არსებული ე.წ. მინის სასახლე და არც სხვა რომელიმე ქონება. თუმცა, თუკი ეს საკუთრება საკმარისი არ იქნება, ხელისუფლება ივანიშვილის სამეწარმეო წილებზე გადავა“ – გვატყობინებს გამოცემა. გაზეთის ცნობით, ჯარიმის ვადა გუშინწინ ამოიწურა. იმისთვის, რომ სააღსრულებომ თანხის ამოღების პროცედურა დაიწყოს, მას კონტროლიოს პალატამ უნდა მიმართოს. ივანიშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ბიურო ჩაერთვება. „შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კიდევ 7 დღე უნდა მისცეს აღსრულებისთვის. ამის შემდეგ კი აღმასრულებელი გადაწყვეტს, რა იძულების გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ. საია-ს იურისტის, ბექა დოჭვირის განმარტებით, „7 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება, რომ მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქართველოში მის სახელზეა დარეგისტრირებული, გაიტანონ აუქციონზე ან მოხდეს უკვე ამ ქონების იძულებითი მართვა სახელმწიფოს მხრიდან“. „რეზონანსის“ თქმით, ვერც ივანიშვილის ადვოკატები და ვერც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რა ქონებას ფლობს ივანიშვილი საქართველოში. „თუმცა, როგორც ბექა დოჭვირი განმარტავს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მის სახელზე არსებული ნებისმიერი ქონება, იქნება ეს პირადად მის სახელზე გაფორმებული თუ არის სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რომელიმე კომპანიაში, ხელისუფლებას ამის დაყადაღება და მართვაში აღება მაინც შეეძლება.“ გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული ოქნება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამოიღონ ეს თანხა, შესაძლებელია, მიმართონ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც მას აქვს ქონება და ამ ორგანოების მიერ გადაწყვეტილების ცნობის შემთხვევაში, აღასრულოს თავად ამ ქვეყანამ მის ტერიტორიაზე. „ივანიშვილის ოჯახის წევრების სახელზე არსებულ ქონებას კი ამ შემთხვევაში ვერ შეეხებიან. ასევე, როგორც ბექა დოჭვირი ამბობს, უშუალოდ ჯარიმის გადაუხდელობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა პირის დაკავებას ან დეპორტაციას არ ითვალისწინებს“ – წერს „რეზონანსი“. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი გუშინ მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვადის ახალი ათვლა დაიწყო. იმის გამო, რომ ივანიშვილის ქონებაზე მისი ადვოკატები არ საუბრობენ, ეჭვი გაჩნდა, რომ მის სახელზე საქართველოში არანაირი ქონება არ არის გაფორმებული. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/43b36d749b0b407727eba75f19973f35.jpgაღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადასახდელად 7-დღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ "ივერონს" ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/cixe-300x186.jpg„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ამანათით პრესის შეტანა ბოლო რამდენიმე თვეა არაოფიციალურად აიკრძალა, თუმცა სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უფლებადამცველები და ადვოკატები პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ“ – წერს „რეზონანსი“. „განსაკუთრებით თავისუფალ ჟურნალ-გაზეთებს კრძალავენ. ეს ბრძანება ოფიციალური არ არის და ყველაფერი არაოფიციალურად ხდება. ტელევიზიასთან და რადიოსთან ხელმისაწვდომობაც პრესასთან ერთად აიკრძალა. როგორც პატიმრების პატრონები და თავად პატიმრები ამბობენ, დღეს ციხეებში პრესა საერთოდ არ შედის, აქამდე განსაკუთრებული შეზღუდვა ოპოზიციურად განწყობილ გაზეთებზე იყო, მათ შორის სასტიკად იკრძალებოდა ასავალ-დასავალის“ შეგზავნა. დღეს კი ეს აკრძალვა ყველა გაზეთს შეეხო. რაც შეეხება წიგნებს, აქაც შეზღუდვებია დაწესებული. წიგნებზე მკაცრად განსაზღვრული წონები დააწესეს, ფიქრობდნენ, ეს ციხეებში პრესის და წიგნების შეტანას შეზღუდავდა, მაგრამ პირიქით მოხდა, პატიმრები საჭმელზე მეტად ინფორმაციას ითხოვენ და ამან არ გაამართლა. ახლა კი პირდაპირ გადავიდნენ აკრძალვაზე“ – აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, აზერბაიჯანელი უფლებადამცველების თქმით, აზერბაიჯანში ასეთი რამ გამორიცხულია, ჩვენთან კი რეალობა სხვაგვარია. იგი პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ პრესის შეზღუდვა პატიმრებისთვის იმ დროიდან დაიწყო, რადგა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა: „როგორც კი საზოგადოება აქტიური გახდა, ქვეყანაც შეიცვალა. ხელისუფლება კიდევ უფრო დახურული, დაუნდობელი და სასტიკი გახდა. აქ უკვე აღარ არის საუბარი, არადემოკრატიულობაზე, ეს არის იმ შიშის შედეგი, რაც ახალმა პოლიტიკურიმა ძალამ გააჩინა“. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც, კაკაბაძის მსგავსად, ციხეებში პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. „დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე ჟურნალი – „გზა“, „თბილისელები“, „რეიტინგი“. დანარჩენი გაზეთები პრაქტიკულად აკრძალულია. 27 მაისამდე „კვირის პალიტრასაც“ უშვებდნენ, მაგრამ ესეც სასტიკად აიკრძალა. ჩემი შეფასებაც არ ჭირდება, პატიმრებიც ამბობენ, რომ სწორედ პოლიტიკური პროცესებია პრესის აკრძალვის მიზეზი… გაზეთებთან ერთად ტელეარხების ჩვენებაც იკრძალება. ადრე ხელმისაწვდომი იყო „კავკასია“ და „მაესტრო“, ახლა ესეც აკრძალულია და მხოლოდ იმედს და რუსთავი-2-ს აჩვენებენ, პირველი არხის ჩვენებაც კი აკრძალულია. „პატიმრების გარკვეული კატეგორია არჩევნებში მონაწილეობას იღებს და არ უნდათ მათი ინფორმირება. მათზე ზეწოლა და ზემოქმედება ძალიან ადვილად შეიძლება. აქედან გამომდინარე გასაგებია, რატომ ამყოფებენ მათ ინფორმაციულ ვაკუუმში“ – ამბობს ნიკოლაიშვილი. საია-ს იურისტის, ნინო გობრონიძის თქმით, პატიმრებისთვის პრესის აკრძალვა დეკემბრიდან დაიწყო. „საია-მ იანვარ-თებერვალში მონიტორიგნი ჩაატარა და მაშინ გამოვლინდა, რომ ძირითადა ჟურნალები იყო დაშვებული. გაზეთებიდან მცოლოდ კროსვორდებს უშვებდნენ. გლდანის მე-8 დაწესებულებაში კი მხოლოდ რუსულენოვანი ჟურნალები აღმოჩნდა. რაც შეეხება ამანათის გაგზავნას, პატიმრების თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომელები ეუბნებოდნენ, რომ გაზეთების შეგზავნა ფოსტით შეიძლება, მაგრამ აფრთხილებნდნენ, ოპოზიციური გამოცემების შემოტანას მოერიდეთო. ჩვენ არ გადაგვიმოწმებია ეს ინფორმაცია და ამიტომ დაზუსტებულად ვერაფერს გეტყვით“ – ამბობს გობრონიძე. მისი თქმით რამდენიმე დაწესებულებაში ტელევიზიაც დაშვებულია, თუმცა ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის, რუსთავი-2-ის არხებით შემოიფარგლებიან. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/782129bd19e4cec3b1494b7424f4a7c8.jpgსააპელაციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოაცხადებს. ამის შესახებ მოსამართლემ დღეს ივანიშვილის სარჩელის განხილვის დასრულების შმდეგ განაცხადა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
«Главная светская львица страны», «русская Перис Хилтон», ведущая популярных развлекательных телепрограмм... Кажется, еще год назад никто и представить себе не мог, что гламурная дива будет выступать на одной сцене не с Иваном Ургантом, а с Сергеем Удальцовым и петь песни не с Тимати, а с Леонидом Парфеновым... Невероятно, но факт! View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/TBCbank-300x193.jpg“თიბისი გალერეაში”, დღეს მხატვარ ლულუ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. როგორც “ექსპრესნიუსს” გალერეადან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლულუ დადიანის მიერ სხვადასხვა დროს, 1990-იანი წლებიდან დღემდე, შექმნილი 30-მდე ნამუშევარი. ექსპოზიცია ლულუ დადიანის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთგვარი რეტროსპექტივაა, რომელშიც ჩანს მხატვრის ინდივიდუალიზმი, მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი – სწრაფვა მისტიკურობისაკენ. იხილეთ epn.ge
-
გალის რაიონის სამხედრო კომისარი ბესიკ კირთაძე უწყებაში იმ აბიტურიენტებს იბარებს, ვინც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში აპირებს სწავლის გაგრძელებას.ოკუპირებული რეჟიმის სამხედრო კომისარი გალის რაიონის სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მოსთხოვა უზრუნველყონ თბილისში სწავლის მსურველი ბიჭების გამოცხადება გალის კომისარიატში.ბესიკ კირთაძემ სკოლის დირექტორებს განუცხადა, რომ გალში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სამხედრო სავალდებულო სამსახური აფხაზურ ჯარში უნდა გაიარონ. წყარო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/control-298x300.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შემოწირულობის სახით 12 660 ლარი აქვს მიღებული, “ახალ მემარჯვენეებს” – 116 451, 50 ლარი, “ქართულ პარტიას” – 53 700 ლარი, “ქრისტიან დემოკრატებს” – 50 000 ლარი, “თავისუფალ დემოკრატებს” – 208 179 ლარი, “განახლებულ საქართველოს” – 431935 ლარი, “ეროვნულ ფორუმს” – 171 249.15 ლარი, კუკავას პარტიას – ტავისუფალ საქართველოს” – 216 819 ლარი, ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას – ერთიან საქართველოს” – 54 526.10 ლარი, რესპუბლიკელებს – 147 456, 60 ლარი,” კონსერვატიულ პარტიას” – 171 518, 40 ლარი, ხოლო “მწვანეთა პარტიას” – 200 ლარი, რომელიც პარტიას მისმა ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ შესწირა. პარტია “ერთობა რეალური იდეისათვის” მხოლოდ 130 ლარი შესწირეს, “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლესთვის” კი მოქალაქე მიხეილ სალუაშვილს კი 436,08 ლარი არ დაენანა. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 1 768 492 ლარი. იხილეთ epn.ge
-
##image#9527#1#ეგვიპტეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ტელეკომპანია იუწყება. გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგები დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის განცხადებით, აუცილებელია დამატებითი დრო, რათა შესწავლილ იქნეს კანდიდატების მიერ შესული საჩივრები. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი – მუსლიმთა საძმოს მუჰამედ მურსი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი აცხადებენ, რომ აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს. ეგვიპტეში ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რომელიც გასული წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, პირველად გააკეთა. სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქვეყანას მუბარაქის გადადგომის შემდეგ მართავენ, განაცხადეს, რომ ეგვიპტის მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს. თავად ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქვეყნის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, უკანასკნელ დღეებში მკვეთრად გაუარესდა. იგი მაადის სამხედრო ჰოსპიტალში ინსულტის გადატანის შემდეგ გადაიყვანეს. მას აქტივისტების მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბარალად. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61116.jpg უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. ყვარელში, ილიას ტბაზე 19 წლის ბიჭი დაიხრჩო. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალას მკვიდრი ტბაზე მეგობრებთან ერთად იყო წასული. წინასწარი ინფორმაციით, ის წყალში საბანაოდ ნასვამი შევიდა. ახლობლები ამბობენ იმასაც, რომ მან ცურვა არ იცოდა. ახალაგზრდის ცხედარი ტბაში ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. დაღუპული კაბალას საჯარო სკოლაში კომპიუტერის მასწავლებლად მუშაობდა. View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/c7c4c5af503c6d34a2aa13aa73c4620c.jpgამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეს ყელი გამოჭრეს. ტრაგედია მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში დატრიალდა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/nacionaluri_mozraoba.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. პარტიას ფიზიკურმა პირმა ნოდარ ხადურმა, 31 მაისს 11 361 ათასი ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარისგან მანანა კობახიძისგან 10 562,50 ლარი მიიღო, ფიზიკური პირი თემურ კობახიძისგან კი – 2 000 ლარი. 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილის პარტიას ზურაბ აზმაიფარაშვილმა 20 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ქარდავამ – 6,46 ლარი. მმართველი პარტია “ქართულ ოცნებაზე” 40-ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო. 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1 768 492 ლარი შესწირეს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პარტიის სასარგებლოდ თანხა 75-მა პირმა გადარიცხა. მათ შორის, მაქსიმალური შემოწირულობა 60 ათასი ლარის ოდენობით პარტიისთვის ამირან ქორთიაშვილმა, ჯამბულატ ჯაყელმა, მიხეილ ესიაშვილმა, ზურაბ გოზალიშვილმა, გიორგი დევაძემ, ნიკოლოზ ღონიაშვილმა, კახაბერ დამენიამ, იზაბელა გუტიძემ, დავით ჩანტლაძემ, შოთა აბულაძემ, მურად წკრიალაშვილმა, ნოდარ ალადაშვილმა, იაგო ჩოჩელმა და იაგო გვრიტიშვილმა გაიღეს. მინიმალური შემოწირულობის სახით “ნაციონალურმა მოძრაობამ” 4 ათასი ლარი მიიღო. შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა. იხილეთ epn.ge
-
Она звонила и в ультимативной форме требовала. Понимая, что нам это невыгодно. Потому что это было выгодно ей... Именно так объясняет кулуарную сторону договоренностей перед подписанием рокового для Украины газового контракта глава украинского МИД. View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/be0ff3808e932d2acc37d81416987e00.jpg"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ხვალ, სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ხარისხზე ისაუბრებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ivanishvili31-300x179.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო დღეს განაახლდებს. წინა პროცესზე მხარეებმა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. ივანიშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგინა. ამაზე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აპელანტი მხარის განცხადებები კანონთან შეუსაბამობაშია და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონის საფუძველზეა მიღებული. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატები შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი იცავენ, პრეზიდენტის მხარეს კი წარმოადგენენ თინათინ სირაძე, ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი. საქმეს იხილავენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძამისტარაშვილი, ირაკლი შენგელია და ქეთევან დუგლაძე. სააპელაციო განხილვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
-
ბეკეკები ძაღლზე აცოცებას ცდილობენ. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/SfLJWePFPfw palitratv.ge
-
თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ცნობით, 20 ივნისს საავიაციო დანაყოფებმა დაბომბა ქურთი მეამბოხეების პოზიციები ჩრდილოეთ ერაყში, რასაც 26 ბოევიკის დაღუპვა მოყვა.იმავე წყაროს ინფორმაციით, ეს იყო საპასუხო შურისძიება, რადგან წინა დღით ქურთი მეამბოხეების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში 30 თურქი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე