Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ##image#9592#1#რი­ყის პარ­კის და ნა­რი­ყა­ლას და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი სა­ბა­გი­რო გა­იხ­სნა. სა­ბა­გი­რო ხა­ზის სიგ­რძე 500 მეტ­რია. მას­ზე 7 გონ­დო­ლაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, მათ­გან ერ­თი სრუ­ლი­ად გამ­ჭვირ­ვა­ლეა. მსურ­ვე­ლე­ბი რი­ყის პარ­კი­დან ნა­რი­ყა­ლას ცი­ხის ტუ­რის­ტულ ბი­ლიკ­სა და ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში ას­ვლას 2 წუთ­ში შეძ­ლე­ბენ. სა­ბა­გი­რო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე. სა­ბა­გი­რო­თი ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ ლარს შე­ად­გენს. სტუ­დენ­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბი ნა­ხე­ვარ ფა­სად იმ­გზავ­რე­ბენ, ხო­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი უფა­სოდ. სა­ბა­გი­რო სა­ზაფ­ხუ­ლო რე­ჟი­მით დღის 12 სა­ა­თი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს. View the full article
  2. მერკელი 22 ივნისს პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთისა და გერმანიის მატჩს დაესწრო. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/uev_Ag64bN0 palitratv.ge
  3. "დამწვარი ძაღლი" და გაშარჟებული გამვლელები. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/M-Z-SrShuVI palitratv.ge
  4. 55 წლის ასაკში თბილისის "დინამოსა" და სსრკ ნაკრების თავდამსხმელი რამაზ შენგელია გარდაიცვალა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/pnrd5H2JOQk palitratv.ge
  5. <img src = "img/multimedia/a9959.png" > ჯორჯ კლუნი - ფილმი „ბეტმენი“ – „გეთანხმებით, ნეხვი ფილმია! თავადაც ხედავთ ამას!“ droni.ge
  6. ორი წლის წინათ, Presa.ge-სათვის მოვამზადე მასალა, სახელმძღვანელოებით დამძიმებული სასკოლო ჩანთების შესახებ. „მძიმე ბავშვობა – რამდენს იწონის მოსწავლის ჩანთა?“ - ასე ჰქვია ამ ნამუშევარს, რომელიც იმავე დღეს ტელევიზიების ინტერესის საგანი გახდა. 23 ივნისი, 2012 - 16:01 23 ივნისი, 2012 - 16:01 By: მაკა ჯაიანი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/grim.336204.2.1.jpg სრული ტექსტი View the full article
  7. გაბრაზებულმა პატარძალმა ლიმუზინს წიხლები დაუშინა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/vi9JwR2l6XU palitratv.ge
  8. ##image#9590#0#სა­ქარ­თვე­ლო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ბაქ­რა­ძემ დღეს კი­დევ ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს ავალ­დე­ბუ­ლებს, ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხი გა­ავ­რცე­ლონ. “სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის გავ­რცე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას კა­ნო­ნით გან­საზ­ღვრულ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში აი­ღე­ბენ”, – აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, მა­უწ­ყე­ბელ­სა და სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ას შო­რის ფას­სა და პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა არის კო­მერ­ცი­უ­ლი სა­კით­ხი, თუმ­ცა არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი და ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რესს, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, რა­თა მან გა­ა­კე­თოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი. “სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებ­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს შო­რის აღ­ნიშ­ნულ სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ერ­თი მხრივ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­გან, მე­ო­რე მხრივ კი ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი ხმა მი­აწ­ვდი­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბას. რაც მთა­ვა­რია, მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ის­მი­ნოს ყვე­ლა­ნა­ი­რი აზ­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს”, – გა­ნაც­ხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, წი­ნა­სარ­ჩევ­ნოდ ყვე­ლა სა­კა­ბე­ლო პა­კეტ­ში ყვე­ლა მა­უწ­ყებ­ლე­ბის ჩარ­თვის თა­ო­ბა­ზე მმარ­თველ გუნ­დში მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ხით პარ­ლა­მენ­ტში მო­მა­ვალ კვი­რას იქ­ნე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი. View the full article
  9. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saxalxo_kreba_11-150x1502.jpg“სახალხო კრებამ” “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” სოლიდარობა გამოუცხადა. “სახალხო კრება” კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიზანია, ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ის არც ადრე და მით უფრო არც ახლა, როდესაც ორიოდე თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, საკუთარი მოქალაქეების დატერორებას არ ერიდება. “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ფუნქციონირების შეჩერება და ქონების დაყადაღება, კიდევ ერთხელ ადასტურებს “სახალხო კრების” მიერ არაერთგზის გაცხადებულს, რომ ოპოზიციის კონსოლიდირებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია მოქმედი რეჟიმის დამარცხება. უკვე წელიწადზე მეტია, “სახალხო კრების” ძვირადღირებული ქონება ხელისუფლებას აქვს გატაცებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პრაქტიკულად არც ერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან ელემენტარული სოლიდარობა არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია “სახალხო კრების” განცხადებაში. opinion.ge View the full article
  10. ##image#9465#0#თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­დე­საც გა­ი­ფიქ­რებ, თუ მი­სი რა­ი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი ოდეს­მე წა­გი­კით­ხავს, მა­შინ­ვე ფრიდ­რიხ ჰა­ი­ე­კი უნ­და გა­გახ­სენ­დეს. ამ წე­რი­ლის და­წე­რა იმან მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ ჰა­ი­ე­კი წა­კით­ხუ­ლი აქვს, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფორ­მუ­ლა გა­ვახ­სე­ნო. პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ას სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი რომ აქვს, არა­ხა­ლია. ჰა­ი­ე­კის გარ­და ამ თე­მა­ზე ბევ­რი სხვა ეკო­ნო­მის­ტიც წერ­და და სა­მი მათ­გა­ნი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლია. სწო­რედ მა­თი ნა­აზ­რე­ვის კვალ­დაკ­ვალ, 1960 წლი­დან, ეკო­ნო­მი­კის ახა­ლი სკო­ლაც გაჩ­ნდა – სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის სკო­ლა, რო­მელ­მაც ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზი და დაგ­ვა­ნა­ხა, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­სტი­ტუტ­მა ადა­მი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მხო­ლოდ შეზ­ღუ­დუ­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მთავ­რო­ბას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მიდ­რე­კი­ლე­ბა გა­ბე­როს ხარ­ჯე­ბი, გა­მო­ი­გო­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბი, აი­ღოს ვა­ლე­ბი – მოკ­ლედ, გახ­დეს ყვე­ლას პატ­რო­ნი და ჩვე­ნი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რით ჩა­ა­ნაც­ვლოს. რა მოჰ­ყვე­ბა, მა­გა­ლი­თად, ისეთ პო­ლი­ტი­კურ ნა­ბიჯს, რო­გო­რი­ცაა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ყვე­ლას დაზ­ღვე­ვა, რო­გორც ამას ახ­ლა ბ-ნი ივა­ნიშ­ვი­ლი გვი­ყი­ჟი­ნებს? უზარ­მა­ზა­რი გაფ­ლან­გვა, სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბის მუდ­მი­ვი ზრდა, არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი და უხა­რის­ხო ჯან­დაც­ვა, ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ნიშ­ნავს სი­ღა­რი­ბე­ში დარ­ჩე­ნას და მუდ­მივ პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლო­ბას. სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის სკო­ლამ „აღ­მო­ა­ჩი­ნა”, რომ ასე­თი პროგ­რა­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­ხეა, სა­ი­და­ნაც უკან გა­მოს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მის გა­უქ­მე­ბას მხარს არ და­უ­ჭერს. ამის ნაც­ვლად, მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ეც­დე­ბა ამ მა­ხის რე­ფორ­მი­რე­ბას და გარ­დაქ­მნას, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი ფუ­ლის ხარ­ჯვას და გაფ­ლან­გვას. ამას მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს – სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ამ მა­ხის გა­უქ­მე­ბის რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს! უფ­რო დი­დი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის ეკო­ნო­მის­ტე­ბი ამ­ჩნე­ვენ, ისაა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­პი­რე­ბუ­ლი ზღაპ­რუ­ლი იდე­ე­ბი ამომ­რჩევ­ლის სურ­ვი­ლის თა­მა­სას მაღ­ლა სწევს. ერ­თი ასე­თი და­პი­რე­ბის შემ­დეგ მათ უკ­ვე მტკი­ცედ სჯე­რათ, რომ მი­სი შეს­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხო­ლო თუ არ სრულ­დე­ბა, მხო­ლოდ ცუ­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო, ვინც ბევრს იპა­რა­ვენ. მო­მა­ვალ­ში ამ და­პი­რე­ბის გა­უქ­მე­ბას ან გა­ქარ­წ####­ბას ვე­რა­ნა­ი­რი ექ­სპერ­ტი­ზა, გა­მოც­დი­ლე­ბა ან შე­გო­ნე­ბა ვე­ღარ შვე­ლის. ცხა­დია, ის, ვინც დღეს ამ და­პი­რე­ბე­ბით სცო­დავს, ხვალ შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე მა­ხე­ში აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ მას ამ დროს მხო­ლოდ ერ­თი ამო­ცა­ნა აქვს – მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს. რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა და მთე­ლი პრო­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა მის ხელ­ში იმუ­შა­ვებს, ან არა და, ოპო­ზი­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კას გა­აგ­რძე­ლებს. სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის თე­ო­რია ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც ბა­ზარ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზეც კონ­კუ­რენ­ცი­ას ეჯა­ხე­ბი­ან. ეს მათ აი­ძუ­ლებთ, კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და­პი­რე­ბე­ბი აკე­თონ და ამით შე­ე­ჯიბ­რონ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს. იმის გა­მო, რომ ამ და­პი­რე­ბე­ბი­სას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სხვი­სი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მა­თი საზ­ღვა­რი სხვა­გან გა­დის – გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შორს რე­ა­ლო­ბი­სა­გან. ასეთ რის­კზე ვერ­ცერ­თი ყვე­ლა­ზე თა­მა­მი ბიზ­ნე­სი ვერ წა­ვა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის სხვი­სი რე­სურ­სე­ბის გაფ­ლან­გვა უფ­რო ად­ვი­ლია, რად­გან მათ პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ელით. პი­რი­ქით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოც დარ­ჩე­ბა – არ და­ა­ცა­დე­სო, იფიქ­რე­ბენ. ეს გრძნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მით უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა, რო­ცა მათ იცი­ან, ან ჰგო­ნი­ათ, რომ მთავ­რო­ბა სხვის რე­სურ­სებს წი­რავს და არა მათ პი­რადს. მა­გა­ლი­თად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი სხვის ხარ­ჯზე გვპირ­დე­ბა – იმა­თი მეშ­ვე­ო­ბით, ვინც დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ხვალ ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის და­ის­ჯე­ბა. შე­იძ­ლე­ბა პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს, მაგ­რამ რაც მეტ ფულს და­ხარ­ჯავს ახ­ლა მთავ­რო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, მით ნაკ­ლე­ბი შან­სია იგი გან­ვი­თარ­დეს: ქა­ლა­ქი სოფ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს. აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში დარ­ჩე­ბა იმა­ზე მე­ტი ხალ­ხი, ვიდ­რე ამ სექ­ტორს შე­უძ­ლია, რომ ეფექ­ტი­ა­ნად და­ა­საქ­მოს ანუ პრო­დუქ­ცია გა­ამ­რავ­ლოს, მო­გე­ბა გა­ზარ­დოს და და­ნა­ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­როს. მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა ახ­ლა სწო­რედ აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, მათ შო­რის, დღგ-ის გა­დახ­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც. ეს და­უ­დევ­რო­ბაა მო­მავ­ლის მი­მართ, რად­გან, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიმ­ტკი­ცებს, ერ­თხელ დაწ­ყე­ბუ­ლი ასე­თი პო­ლი­ტი­კის გა­მოს­წო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სულ მცი­რე, დი­დი შეც­დო­მა და ჰა­ი­ე­კის იდე­ე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა მგო­ნია მთავ­რო­ბის მი­ერ გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ახა­ლი იდეა, რომ­ლის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი­დან 2% (ეს დღეს, 2015 წლი­დან კი 5%) სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მი­ი­მარ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ფონ­დში, რო­მე­ლიც მას მო­ქა­ლა­ქის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გა­ნა­თავ­სებს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­საქ­ტი­ვებ­ში. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ხე, რო­მელ­საც ვე­რას­დროს და­ვაღ­წევთ თავს. რა არ მომ­წონს ამ იდე­ა­ში, მოკ­ლედ აქ ჩა­მოვ­თვლი: 1. მთავ­რო­ბა აპი­რებს პი­რი გა­ტე­ხოს და 20% გა­და­სა­ხა­დი და­ტო­ვოს – მარ­თა­ლია, 2% პირ­და­პირ არ შე­დის ბი­უ­ჯეტ­ში, მაგ­რამ არც პი­როვ­ნე­ბის და არც ბიზ­ნე­სის ჯი­ბე­ში არ მი­დის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ეს 2%-ია­ნი შემ­ცი­რე­ბა და­ბეგ­რი­ლი პი­როვ­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მარ­თლაც არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ იგი დარ­ჩე­ბო­და ბიზ­ნესს, რა­თა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც შე­ექ­მნა. 2. არას­წო­რია ის, თით­ქოს ამ რე­სურ­სის (სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ნა­ტა­ნით მი­ღე­ბუ­ლი 2%) გა­მო­ყე­ნე­ბა უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბა, თუ ამას სა­ხელ­მწი­ფო გა­ა­კონ­ტრო­ლებს. ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი და მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სწო­რედ ამას გვი­თი­თებს, რომ მა­თი ცოდ­ნის ხა­რის­ხის აღ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უამ­რავ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ და გა­მო­იწ­ვი­ეს კი­დეც მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. ჰა­ი­ე­კის და მი­სი მიმ­დევ­რე­ბის იდეა სწო­რედ ისაა, რომ მთავ­რო­ბას არა­სო­დეს აქვს ისე­თი ხა­რის­ხის ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასე­თი სირ­თუ­ლის და­გეგ­მვის ამო­ცა­ნე­ბი დაძ­ლი­ოს და სწო­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს. ცხა­დია, რის­კი ამო­ცა­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა, ხო­ლო ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. 3. ამ იდე­ის ერთ-ერ­თი სუს­ტი წერ­ტი­ლი მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­ტროლ­შია. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს უნ­და გა­ა­კე­თოს ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა, რო­მე­ლიც, თუ ჰა­ი­ეკს და მის მიმ­დევ­რებს და­ვუ­ჯე­რებთ, თა­ვად წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ რისკს, რომ­ლის გა­მოც საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სე­ბი ძვირ­დე­ბა. სტივ ჰენ­კი და რო­ბერტ შუ­ლე­რი თა­ვი­ანთ წიგ­ნში აღ­ნიშ­ნა­ვენ: ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი გა­უმ­ჭვირ­ვა­ლე და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. მის მი­ერ სა­ბან­კო რის­კე­ბის გა­დაზ­ღვე­ვა მხო­ლოდ რის­კე­ბის ზრდას იწ­ვევს და მის­მა მო­ნე­ტა­რულ­მა უდის­ციპ­ლი­ნო­ბამ, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე კარ­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მაც ჩა­აფ­ლა­ოს. 4. სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ შემ­თხვე­ვას, რო­მელ­შიც სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და კვა­ზი­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი პრაგ­მა­ტულ ბა­ლან­სშია. ბო­ლო წლებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბა მო­ხერ­ხდა და შე­დე­გად, ამ პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უახ­ლო­ეს წლებ­ში შან­სი გვაქვს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფი­ნან­სუ­რი რის­კის ქვეყ­ნად ვიქ­ცეთ. ეს მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და არ მო­ვახ­დენთ მათ უსაზ­ღვრო აკუ­მუ­ლი­რე­ბას, რაც და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით ჰკი­დია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თავ­ზე. ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის­თვის ალ­ბათ სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ცოდ­ნა, რომ იმის აზ­რით, ვინც ასე­თი მო­დე­ლი ყვე­ლა­ზე ად­რე ჩი­ლე­ში სცა­და – გა­მო­ჩე­ნი­ლი ეკო­ნო­მის­ტი და ჩი­ლე­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­ნა­ზო­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­პენ­სიო სის­ტე­მის დან­გრე­ვის ინი­ცი­ა­ტო­რი ხო­სე პი­ნე­რა (რო­მელ­საც ავ­ტო­რე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით მე პი­რა­დად ვიც­ნობ) – სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი უფ­რო ჯან­სა­ღია, ვიდ­რე ჩი­ლე­სი. 5. და­ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა სჭირ­დე­ბა – სწო­რედ ადა­მი­ა­ნე­ბის, და არა თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის, პი­რად ინი­ცი­ა­ტი­ვას და მო­ტი­ვა­ცი­ას შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა. ზუს­ტად ასეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­ლო­დე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან, ვი­საც ფრიდ­რიხ ჰა­ი­ე­კი წა­უ­კით­ხავს. View the full article
  11. სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას კომპანიები კანონით განსაზღვრულ საარჩევნო პერიოდში აიღებენ - დავით ბაქრაძე. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/JtIkHILN2HM palitratv.ge
  12. HBO-მ ცოტა ხნის წინ გადაიღო ფილმი ლეგენდარულ მწერალ ერნესტ ჰემინგუეიზე, არაჩვეულებრივი მსახიობების ნიკოლ კიდმანისა და კლაივ ოუენის მონაწილეობით. HBO რის HBO იქნებოდა ფილმში კარგი Adult სცენები რომ არ გამოეყენებინა და გამოიყენა კიდეც. მართალია არა იმდენი რამდენიც True Blood-ში ან Game of Thrones-ში, თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ ნიკოლ კიდმანის ორწუთიანი გაშიშვლება სპარტაკუსის თუნდაც მთელს სეზონს სჯობს. ფილმის View the full article
  13. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/davit_bakradze2-300x225.jpgიმ ინიციატივის შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო კომპანიებს ავალდებულებს, ყველა სატელევიზიო არხი გაავრცელონ დავით ბაქრაძემ დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. “საკაბელო კომპანიები ყველა სატელევიზიო არხის გავრცელების ვალდებულებას კანონით განსაზღვრულ საარჩევნო პერიოდში აიღებენ”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ბაქრაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მაუწყებელსა და საკაბელო კომპანიას შორის ფასსა და პირობებზე შეთანხმება არის კომერციული საკითხი, თუმცა არსებობს გამონაკლისები და ეს გამონაკლისი შეეხება მოსახლეობის ინტერესს. “აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში არსებობს განსხვავებული რეგულაციები, ამის მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ასევე კომერციულია. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენთან მოქმედებს განსხვავებული წესი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიები ვალდებულები არიან, უფასოდ გადასცენ პოლიტიკური პარტიების სატელევიზიო რეკლამა. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ საარჩევნო პერიოდში დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს სხვა პერიოდში, ანუ არ ერევა კერძო სუბიექტების ურთიერთობაში, საარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს განსხვავებულად, ანუ სახელმწიფო ჩაერთოს და დაავალდებულოს როგორც საკაბელო კომპანიები, ასევე სატელევიზიო არხები, რომ მათ მიაღწიონ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ერთი მხრივ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მეორე მხრივ კი ყველა სატელევიზიო არხს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ხმა მიაწვდინოს მოსახლეობას. და რაც მთავარია – მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს ყველანაირი აზრი და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ეს ვალდებულება საკაბელო კომპანიებს საარჩევნო პერიოდში, ანუ კანონით განსაზღვრულ პერიოდში ექნებათ. opinion.ge View the full article
  14. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/turqeti3-300x216.jpgსტამბულში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილეს. როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსამსახური გვამცნობს, ცენტრალური აზია -კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის შესწავლის პროგრამის (Central Asia-Caucasus Institute & Silk Road Studies Program) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები შვედური მხარის ინიციატივით განიხილეს. განსახილველ თემებს შორის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც იყო. კერძოდ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების თემები. სტამბულში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა. opinion.ge View the full article
  15. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/leiboristuli-partia3.jpg“ლეიბორისტებმა” ზაფხულის პერიოდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ყოველდღიური შესატანი თანხის შემცირება მოითხოვეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პაატა ჯიბლაძის თქმით, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობამ თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები შემოიყვანა და ამ ბიზნესის მონოპოლიზაცია მოახდინა. “მიკროავტობუსებში დღემდე არ არის ჩართული კონდიციონერები. ამის მიზეზი არის ის, რომ მძღოლებს ყოველდღიური შესატანი თანხა ძალიან დიდია და, ეკონომიის მიზნით, მათ არ აქვთ სურვილი, მიკროავტობუსში კონდიციონერი ჩართონ. მოვუწოდებთ სააკაშვილი-უგულავა-შარანგიას ტრიუმფარატს, რომლებიც ფლობენ ამ ბიზნესს, ზაფხულის პერიოდში მოიკლონ საკუთარი წილები და აღნიშნულ პერიოდში მძღოლებისთვის შესატანი გეგმა შეამცირონ”, – განაცხადა ჯიბლაძემ. მისივე მტკიცებით, დედაქალაქში 4000-მდე მიკროავტობუსია, ხოლო თითოეულ მძღოლი ვალდებულია, ხაზების მიხედვით, ყოველდღიურად 63-დან 150 ლარამდე თანხა უნდა შეიტანოს. opinion.ge View the full article
  16. იყიდება მინი–სტუდია SONY–ს ბაზაზე, ინტერნეტ–ტელევიზიისთვის და ვიდეო–ბლოგინგისთვის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/kaxa-kukava1.jpgროგორც “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავმა განაცხადა, „აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“. კახა კუკავამ ბათუმში, “ქართული დასისა” და “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გამოხატება როგორც კულტურულ, ისე ეკონომიურ ექსპანსიაში. “სამარცხვინოა, როცა იმ ადგილზე, სადაც თურქული შაურმა იყიდება, გადმოკიდებულია თურქეთის დროშა. ყველაზე მეტი მუშახელი ამ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა 60% აღწევს, თურქეთის მოქალაქეები არიან. ამ ცინიზმის ლოგიკური სიმბოლო გახდა ის, რომ მოინდომეს აზიზის მეჩეთის მშენებლობა ბათუმის ცენტრში. ეს ხდება ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, საზოგადოების და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დუმილის ფონზე, ვინაიდან პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილს ერიდება არ გაანაწყენოს სხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ურჩევნია, გაანაწყენოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები”, – აღნიშნა კახა კუკავამ. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა სოლიდარობა გამოხატა ქართველი მუსულმანების მიმართ. “ჩვენ ვართ სოლიდარული ქართველი მუსულმანებისა და არ გვაქვს პროტესტი, მათ ჰქონდეთ მეჩეთები და სალოცავი ადგილები, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს შეხება თურქეთის ფინანსებთან და თურქი დამპყრობელი სულთანის სახელთან”, – აღნიშნა კახა კუკავამ. საზოგადოებას ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კუკავამ, 30 ივნისს, 19:00 საათზე გმირთა საფლავთან შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. opinion.ge View the full article
  18. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/baqradze-dato-249x3001.jpgპარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და პარლამენტში ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) გენერალურ დირექტორს, პროფესორ როლფ-დიტერ ჰოიერს შორის დღეს შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ ქართველ ფიზიკოსებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მეცნიერებას გაყვნენ, ექნებათ შესაძლებლობა გამოცდილება მიიღონ და მუშაობა შვეიცარიაში განაგრძონ. “მეცნიერება ჩვენი პრიორიტეტია და თანამედროვე მეცნიერების განვითარება უცხოეთთან ინტენსიური კონტაქტების გარეშე შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, CERN-ი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრია და მასთან ურთიერთობის განვითარება ქართული მეცნიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ. თავად როლფ-დიტერ ჰოიერის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საქართველოში მეცნიერების განვითარების და უმაღლესი განათლების განვითარების საკითხები განიხილეს. “ძალიან მოგვწონს წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია, რასაც მე აეროპორტიდან აქ მოსვლამდე ვხედავდი, თუ რამდენად განსხვავდება საქართველო იმისგან, რაც ორი წლის წინ იყო” – აღნიშნა როლფ–დიტერ ჰოიერმა. opinion.ge View the full article
  19. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/EDP20112-300x105.jpgაქცია სახელწოდებით “ცოდნა ძალაა”, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს გამართა. “ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატები” ხელისუფლების წინაშე რამდენიმე უმთავრეს მოთხოვნას ვაყენებთ. პირველ რიგში, უმაღლესი განათლება ყველასათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფინანსური სიდუხჭირის გამო სწავლას უნივერსიტეტებში ვერ აგრძელებენ. ასეთი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფომ დამატებითი შეღავათები აუცილებლად უნდა დააწესოს. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას არცერთი განათლებული ახალგაზრდის უყურადღებოდ დატოვება. დღეს განათლება-დასაქმების გარეშე დაკარგული თაობაა”, – განაცხადა ედპ-ის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა სიმონ ბერძენაძემ. opinion.ge View the full article
×
×
  • შექმენი...