planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/41528948.jpg“სამართლიანი საქართველოსთვის“ 100-მდე წარმომადგენელი სახელფასო დავალიანებას ითხოვს და პარტიას თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც რადიო “ჰერეთს“ ნოღაიდელის პარტიის წევრებმა განუცხადეს, მათ პროგრამა კარდაკარისთვის სამი თვის განმავლობაში იმუშავეს და საკუთარი თანხებიც კი დახარჯე იმ იმედით, რომ პარტია დაპირებულ ხელფასებს გასცემდა, თუმცა 100-მდე წევრს სამ-სამი თვის ანაზღაურება არ მიუღია. მათივე თქმით, ხელფასების გაცემას ბოლოს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი დალი აბაშიძე დაპირდათ, თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად დალი აბაშიძე ამბობს, მათი პარტიის ყველა წევრი სახელფასო დავალიანებას მიიღებს, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს. აბაშიძე ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავე, რის შემდეგაც ზუსტად ეცოდინება ვალის დაფარვის ვადები. ნოღიდელის პარტიის წევრები სახელფასო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, პარტიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vazagashvili1.jpgმოძრაობა „გადარჩინე სიცოცხლე” წევრებს კორტებთან ჩამოხსნილი მემორიალის გამოსაძიებლად სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები კორტებთან საპროტესტო აქციას გამართავენ და ჩამოხსნილი მემორიალს აღდგენენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jaz.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/photo3-150x150.jpgგეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტები ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ და ადგილობრივი არჩევნების ცატარების პროცესებზე ისაუბრეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xaratishvili.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/ugulava_mzia_saganelidzis_foto__7__360385677-300x213.jpgგიგი უგულავა გია ჭანტურიასა და ირაკლი ალასანიას შეხვდა . შეხვედრის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსთან” ალასანიასა და უგულავას პრესსამსახურებმა და თავად გია ჭანტურიამ დაადასტურეს. გიგი უგულავას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქმედი მერი თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატების ნაწილს უკვე შეხვდა. “თბილისის მერმა გამოთქვა ოპოზიციის მერობის კანდიდატებთან თანამშრომლობის სურვილი და რამდენიმე მათგანს შეხვდა კიდეც. მერი დანარჩენ კანდიდატებსაც შეხვდება”, – აღნიშნეს გიგი უგულავას პრესსამსახურში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატმა, გია ჭანტურიამ, ასევე, დაადასტურა გიგი უგულვასთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა დეტალებზე ვერ გვესაუბრა. ”ამჟამად საქრათველოში არ ვიმყოფები, შეხვედრაზე ვარ. ორ დღეში დავბრუნდები და ამის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გია ჭანტურიამ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> უგულავა-ალასანიას შეხვედრა “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურშიც დაადასტურეს. “შეხვედრაზე თბილისის განვითარების შესახებ ხედვების გაზიარება მოხდა”, – აღნიშნეს “ალიანსის” პრესსამსახურში. Share View the full article
-
http://s006.radikal.ru/i213/1006/2d/f23c856f58f7.jpg ჩვენ განვარგძობთ გახსენებას მნიშვნელოვანი ეტაპებისა რაფა ბენიტესის კლუბში მენეჯერად ყოფნის დროს… 2007/08 ათენში დამარცხების, შემდეგ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდისთვის რეკორდულ თანხად შეიძინა ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი. http://ifotka.ru/images/a57gs8ey6d02l9wlay85.jpg ”წითლებმა” სეზონი 11 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით დაიწყეს, პარალელურად ასპარეზობნდნენ ჩემპიონთა ლიგაში. სწორედ ლიგაზე დაამარცხეს ”წითლებმა” თურქეთის ბეშიქთაში გამანადგურებელი სხვაობით 8:0. თუმცა ხდება ტრადიციული ზამთრის ვარდნა, მაგრამ გუნდს გაზაფხულზე დიდი ოთხეულში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, სამაგიეროდ ჩემპიონობისთვის ბრძოლას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. თუმცა ზამთარშივე საშინელი და სამარცხვინო მარცხი ინლისის თასზე ”წითლები” ბარნლსიმ დაამარცხა, ლიგაზე მერსისადელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, ჩემპიონატს გამოთიშეს მილანის ინტერი ზედ კი ”მეთოფეებიც” მიაყოლეს. მაგრამ ევროპული ოცნება დასრულდა, ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში ფინალის საგზური ლონდონის ჩელსიმ მოიპოვა. ადგილი -4, ქულა – 78. 2008/09 ზედიზედ მეორე სეზონი ტრაფეის გარეშე და ჩნდება ეჭვი, რომ ესპანელ სპეციალისტს არ გააჩნია იმის უნარი, რომ კლუბს ტრიუმფი მოუტანოს. ახალ 2009 წელს ლივერპული საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთო. http://ifotka.ru/images/c5d4ax41w7jdw3cuvd3.jpg ”წითლებმა” თავის თავში ძალა იპოვეს ქვეყნის ჩემიპონატში ზედიზედ 11 მატჩი მოიგეს, ერთ-ერთი კი იყო ისტრიული გამარჯვება ” Old trafford”-ზე 4-1, შემდეგ იყო ორი მატჩის ჯამში განადგურებული ევროპული გიგანტი, მადრიდელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ”წითლებს” და 5-0 დამარცხდნენ საერთო ჯამში. თუმცა ბრწყინვალე გამარჯვებების სერია სამწუხაროდ კრახით დასრულდა, ლივერპულმა პრემიერ ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფილაში დრამატულ ბრძოლაში ”ჩელსისთან” ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. ადგილი -2, ქულა – 86. 2009/10 ბრწყინვალე სეზონის, შემდეგ გუნდი ოპტიმიზმით იყო აღსავსე, მათი მიზანი პრემიერ ლიგის მოგება და ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევა გახლდათ, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ოცნება ოცნებადვე დარჩა. არადამაჯერებლი გამოსვლები ამხანაგურ მატჩებში, გუნდმა დაკარგა ხაბი ალონსო, ფეხბურთელი, რომელიც მთელ გუნდს აერთიანდებდა და ლივერპულის შეუცვლელი ფიგურა იყო, ამას დაემატა უამრავი ტრავმები, რამაც გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო, არადამაჯერებლი თამაში პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენა, ინგლისის თასზე ქვედა დივიზიონის რედინგმა ”წითლები” ჩემპიონატს გამოთიშა, გუნდს სწორედ, მაშინ აქვს მიღებული დარტყმა, როცა საჭიროა ძალები გაძლიერებისთვის. გუნდს ყველანაირი იმედი დაკარგული ჰქონდა, რომ პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს დაიკავებდა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებდა, უეფას თასზე კი ატლეტიკოსთან მატჩში დიეგო ფორლანის გოლმა ”წითლები” საშინლად დაამწუხრა და ჩემპიონატს გამოთიშა. http://ifotka.ru/images/ykatuc7frpvwtgr44nn.jpg ნულოვანი ფრე პრემიერ ლიგის მიღმა დარჩენილ ჰალთან, ასეთი წარუმატებელი სეზონის, შემდეგ ლივერპულის ბოსებმა გადაწყვეტილება მიიღეს გუნდიდან გაეშვათ ესპნაელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი. ადგილი – 7, ქულა – 63. http://ifotka.ru/images/yjmet6rp007rscavw56.jpg ნახვამდის რაფა, მადლობა და YNWA. View the full article
-
ჩემი ახალი სიყვარული – კრეტეკი. ინდონეზიური სიგარეტი, ოღონდ მთლად სიგარეტი არა, მიხაკის ხის ნაყოფისა და სხვადასხვა არომატების ნარევი, ძალიან მსუბუქი და არომატული. დეტალური ინფორმაცია კრეტეკის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. მთლად ახალი შემოტანილია საქართველოში, ჯერ ყველა მაღაზიაშიც კი არ იყიდება (ზუსტად ვიცი, რომ არის “კონტინენტალში”, ყაზბეგზე). საქართველოში კრეტეკის ყველაზე გავრცელებული ბრენდი, Djarum შემოიტანეს – Djarum Black და Djarum Cherry. Black – დარიჩინის არომატითაა, Cherry – ალუბლის. მე, როგორც ბლოგერს, მერგო მისი გასინჯვის ექსკლუზიური პატივი. უფრო სწორად, მარტო მე არა, ამ დღეებში ბლოგერული დევიშნიკი გვქონდა თაასთან და 10-მა მდედრმა ბლოგერმა დავაგემოვნეთ. http://m.blog.hu/ci/cigi/image/Cigik/Djarum-black.gifძალიან ლამაზი კოლოფი აქვს, ღერებიც ელეგანტურიატკაცუნებს (თავიდან მეგონა, რომ თმა შემეტრუსა, მაგრამ თურმე სახელი ამ ტკაცუნის გამო ჰქვია)არ აქვს თამბაქოს მძაფრი სუნი (არც ოთახში და არც ხელზე)არომატულია (ყველას, ვისაც გავასინჯე, გაუჩნდა ჩილიმის ასოციაცია)მსუბუქიაბევრს ვერ მოწევ (მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქია)ტუჩებზე მოტკბო გემოს ტოვებსკბილი მტკივა ეს დღეებია და მეჩვენება, რომ მიყუჩებს კიდეც ტკივილს. მაგრამ ეგ მგონი პლაცებო უფროა, ვიდრე კრეტეკის ღირსება. Filed under: Ad, Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1773/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1773/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1773/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1773/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1773/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1773&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე საშუალო სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. როგორც „მედიანიუსს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, 4,9 ბალის მიწისქვეშა… ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ltolvil-150x150.jpgსაქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სასამრთლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ltolvil.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/sozar.subari-08-09-09-newalliance-300x249.jpg“ალიანსის საქართველოსთვის” ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კონსულტაციები დაიწყეს. როგორც “პირWელს” სუბარმა განუცხადა, ალიანსიდან წასვლის შემდეგ მან ბურჯანაძესთან შეხვედრა უკვე გამართა და საკუთარი ხედვები გააცნო. “ჩვენ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავაცანით, ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, უფრო კონკრეტულის თქმას კი ა ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი. გაგრძელდება თუ არა ჩვენს შორის მოლაპარაკებები, დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა სუბარმა. ამასთან, ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი “დემოკრატიულ მოძრაობაში” გადასვლასთან დაკავშირებით ბურჯანაძის შეთავაზებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარმა ალიანსის დატოვების შესახებ არჩევნების შემდეგ განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, სუბარი შესაძლოა, სწორედ ბურჯანაძის პარტიაში გადავიდეს. Share View the full article
-
ლარის ვარდნა, ეკონომიკის ექსპერტების თქმით, ინფლაციის ზრდას და პროდუქტებზე ფასების მკვეთრ მატებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის ინფლაციის ოფიცილაური მაჩვენებელი -0,4%-ია, მაკროეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ თუ დოლარის კურსი კვლავ გაიზარდა, ივნისის ბოლოს სტატიკისტიკის ეროვნული სამსახური „ვეღარ იამაყებს“ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით. მაისის თვეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი -0,4% იყო. „მაისი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, მე ვფიქრობ, რომ ივნისში იქნება ინფლაცია“,-ამბობს ხადური. მისი თქმით, ინფლაციას გამოიწვევს, ივნისის თვეში დოლარის კურსის მატება და ქვეყანაში დღევანდელი ეკონომიკური ვითარება. რაც, თავის მხრივ, პროდუქტებზე ფასებს გაზრდის. „გაძვირდება არა მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტები, არამედ ადგილობრივიც“,-ამბობს ხადური. რადგან იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ადგილობრივ პროდუქციაზეც ფასების მატებას განაპირობებს. ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს. დოლარზე მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტიციებია, რომლის მოცულობაც კლებულობს. ასევე იწურება ის დახმარებები, რომლებსაც საქართველო 2008 წლის ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ ღებულობდა. დარღვეულია ქვეყანაში ექსპორტსა და იმპორტს შორის ბალანსი. „სამწუხაროდ, იმპორტის სასარგებლოდ, ანუ ქვეყნიდან ვალუტა გაედინება, მის შემოდინებაში კი პრობლემაა“,-ამბობს ხადური. ამ წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, ექსპორტი 466 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 51 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2009 წელს 399 მილიონი ლარს შეადგენდა ), ხოლო იმპორტი კი 1404 მილიონი ა.შ.შ. დოლარია, 9%-ით მეტი წინა წლის მონაცემებთან შედარებით (შარშან 1283 მილიონი ლარი იყო). „ეროვნულ ბანკს გააჩნია დოლარები, მას შეუძლია დოლარის მიწოდება გაზარდოს და კურსზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს. უბრალოდ, დასაანგარიშებელია, რამდენად უღირს ქვეყანას სავალუტო რეზერვების შემცირება. დღეს ეროვნულ ბანკს 2 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო რეზერვი აქვს“, - ამბობს ხადური. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, როდესაც დოლარის კურსმა მატება დაიწყო, აპრილის შუა რიცხებში, როდესაც 1 დოლარი 1 ლარი და 75 თეთრი ღირდა, თვის ბოლოს კი 1,78 დაფიქსირდა, ეროვნული ბანკი არ ჩაერია ვალუტის კურსის ცვლილებაში. დღეს გამოჩნდება, რა მიმართულებით გააგრძელებს ეროვნული ბანკი მუშაობას, განაგრძნობს „ვერ დანახვის“ პოლიტიკას, თუ გარკვეული ტიპის ჩარევა მოხდება. გასაგებია, რომ კურსი მცურავია, თუმცა მცურავია და არა მხტუნავი.“ პარასკევს, საღამოს, ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა ლარის მიმართ დოლარის გაცვლის ასეთი კურსი –1 დოლარი 1, 84 თეთრი. ხადურის თქმით, ამან გამოიწვია აჟიოტაჟი ბაზარზე. „შაბათს ბაზარი ოფიციალურად არ მუშაობდა, ამიტომ მოსახლეობამ დაიწყო საკუთარი ლარების მოშორება და დოლარის ყიდვა, ამან გამოიწვია დოლარის კიდევ უფრო გაძვირება.“ თუ შაბათს კურსი 1 ლარი და 95 თეთრი იყო, კვირას –1, 89-მდე ჩამოვიდა. ხადურის თქმით, ბაზარმა შეგუება დაიწყო ახალ წონასწორულ კურსთან, „რაც, ალბათ, 1,90-ია. თუ კურსი კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას”, ფიქრობს მაკროეკონომიკის ექსპერტი. დღეს, საღამოს, ეროვნული ბანკი გაცვლით კურსს დააფიქსირებს. ამ დროისთვის კი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერზე 1 დოლარი 1,84 თეთრია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ეროტიკული ფარული კამერა რამდენიმე სასაცილო პრიკოლი View the full article