planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8650 ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/choleron-150x150.jpgავერსი_რაციონალმა ახალი მედიკამენტის ქოლერონის წარმოება დაიწყო. ქოლერონი წარმოადგენს ჰეპატოპროტექტორულ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მემბრანის მასტაბილიზებელი, ნაღვლმდენი, ქოლელითოლიზური, ასევე ჰიპოქოლესტერინემიული და იმუნომოდულაციური მოქმედება. მისი საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ურსოდეოქსიქოლის მჟავაა. პრეპარატი გაიცემა რეცეპტით. იხილეთ epn.ge
-
http://images.icnetwork.co.uk/upl/ldp2/feb2009/4/4/LFCs_Fernando_Torres_celebrates_460_221664196.jpg ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში… დიდი ვარსკვლავები ხაბი ალონსო, კრიშტიანო რონალდო ახლახანს გადავიდნენ ”ლა ლიგაში”, ასევე ბარსელონა სესკ ფაბრეგასისადმი იჩენს ინტერესს, თუმცა ფერნანდო მიიჩნევს, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ”ლა ლიგა” ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს. მან განაცხადა: ”როგორც ტურნირი, პრემიერ ლიგა საუკეთესოა.” ”ესპანეთში, თამაშობს მრავალი მაღალი კლასის ფეხბურთელი, მაგრამ როგორც ჩემპიონატი ”ლა ლიგა” ინგლისი ჩემპიონატს ნამდვილად ვერ სჯობს.” ”მე მითამაშია ესპანეთში და შემიძლია გულახდილად გითხრათ, რომ პრემიერ ლიგა ბევრად უკეთესია.” წყარო:Liverpoolfc.tv View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/zaman.jpg საბინა ფრეიზერი როდესაც სამშაბათს რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი სტამბულში ჩავა, ის თავის თურქ კოლეგასთან რეჯეპ ერდოღანთან და პრეზიდენტ აბდულა გიულისთან ერთად საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს, როგორც აზიაში ნდობისა და ურთიერთქმედების შესახებ კონფერენციის (CICA) ფარგლებში, ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებზეც. თუმცა ისეთი საკითხი, როგორიცაა გადაუჭრელი კონფლიქტები საქართველოში ან უფრო ზუსტად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – საეჭვოა დღის წესრიგში იდგეს. ეს არამხოლოდ სამწუხარო, არამედ უცნაურიცაა. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – თურქეთის საზღვრიდან 150 კილომეტრში – რუსეთმა 8 000–დან 10 000–მდე ჯარისკაცი განათავსა. ამ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია უდაოდ მნიშვნელოვანია რუსეთის და თურქეთის არეალში ნდობის განმტკიცების, თანამშრომლობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მას შემდეგ, მათი დამოკიდებულება მოსკოვზე მუდმივად იზრდება. მთელი მსოფლიო, ოთხი ქვეყნის გამოკლებით, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილებად მიიჩნევს. თუმცა პრაქტიკაში ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის კონტაქტი ფაქტობრივად არ არსებობს – მათ უკვე აღარ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება და ვაჭრობა, ხოლო 2008 წელს დევნილებად ქცეულ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ. რუსეთმა ასევე შეწყვიტა ყველა ოფიციალური სამთავრობო კონტაქტი საქართველოსთან. სამხრეთ ოსეთში მთავრობის ნახევარზე მეტს და ბიუჯეტის 99%–ს რუსეთი აკომპლექტებს, ის ასევე 4 000 ჯარისკაცის და 800 მესაზღვრის საშუალებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 2008 წლის ომმა რეგიონს მძიმე ფიზიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური დარტყმა მიაყენა. მისი მუდმივი მოსახლეობა 1990–იანი წლების დასაწყისიდან განუხრელად მცირდებოდა და ახლა საეჭვოა 30 000 ადამიანს აჭარბებდეს. რუსეთის მიერ გაღებულმა 840 მილიონმა დოლარმა (28 000 დოლარი კაცზე) კორუფიის გამო ადგილზე სიტუაცია დიდად ვერ გააუმჯობესა. რადგან სავაჭრო გზები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს დანარჩენ საქართელოსთან აკავშირებს ჩაკეტილია, ოსური ეკონომიკა რუსეთის სამხედრო და სამშენებლო პერსონალისთვის ფაქტობრივად სერვისის მიმწოდებლად იქცა. დღეს სამხრეთ ოსეთს ცოტა რამ თუ განასხვავებს რუსეთის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისგან. აღიარებისა და დახმარების სანაცვლოდ რუსეთმა აფხაზეთსიგან უძვირფასესი სტრატეგიული აქტივები მიიღო. მან 465 მილიონი დოლარი ჩადო სამხედრო ბაზების, მათ შორის გუდაუთის ბაზის (სამხრეთ კავკასიაში უმსხვილესი სამხედრო აეროდრომი) მოდერნიზაციასა და მშენებლობაზე. რუსეთმა აფხაზეთი 15 წლის თავზე აღიარა მას შემდეგ, რაც თბილისმა ტერიტორიაზე კონტროლი ფაქტობრივად დაკარგა, ხოლო იქ მცხოვრები 210 000 ეთნიკური ქართველი ძალით გამოყარეს. ამ წლებში ანკლავმა, 200 000 მოსახლით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, კანონების და ეკონომიკის შექმნა დაიწყო. დღეს, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ბევრი აფხაზი უკმაყოფილოა ჩრდილოეთ მეზობელზე მზარდი დამოკიდებულების გამო და მათი პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ ზედმეტად მოქცევის ეშინიათ. თუმცა, ამის მიუხედავად ისინი მოსკოვს ძველებურად საკუთარი უსაფრთხოების ძირითად გარანტად აღიქვამენ. ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, რომელიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოსგან მიჯნავს, 200 უიარაღო ევროპელი დამკვირვებელია, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენენ. რუსეთი მათ ამ ტერიტორიებზე არ უშვებს. 2009 წელს რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს და ეუთოს მანდატების გაგრძელებას საქართველოში, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ვრცელდებოდა. მოსკოვი არ აპირებს ასევე 2008 წლის აგვისტო–სექტემბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების პირობების შესრულებას, რომლის თანახმადაც მან საკუთარი სამხედრო კონტიგენტის მოცულობა ომამდელ რიცხოვნებამდე უნდა შეამციროს, გაიყვანოს ჯარები იმ რაიონებიდან სადაც ისინი არ მდგარან და საერთაშორისო დამკვირვებლები და ჰუმანიტარული დახმარება ტერიტორიებზე უნდა დაუშვას. ეს დამატებით აძლიერებს არასტაბილურობას რეგიონში. რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ბუფერულ სამხედრო ზონებად გადაქცევას გეგმავს, რომლებიც საქართველოს და ნატოს შემდგომი გაფართოვების წინააღმდეგაა მიმართული. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო აღარ ესაზღვრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) ყოფილი თურქეთ–საბჭოთა საზღვრის მიხედვით, სამხედრო კონტიგენტების გაზრდამ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე უარმა სტრატეგიული აზრი დაკარგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის და რუსეთის ლიდერები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ახლა ყველაზე დროულია მიმდინარე მილიტარიზაციის, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების, ასევე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხების დაყენება. რუსეთი და თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. 2004–2009 წლებში ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდა, რუსეთი როგორც სავაჭრო პარტნიორი მეორე ქვეყანაა თურქეთისთვის და მხოლოდ გერმანიაა, რომელიც თურქულ კურორტებზე მეტ ტურისტს აგზავნის. სტაბილურობა და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის, მით უფრო, რომ ორივეს მასთან მტკიცე ისტორიული კავშირები აქვთ. ჯერჯერობით ვერც აშშ–მ და ვერც ევროკავშირმა ვერ შეძლეს პრემიერ–მინისტრ პუტინის დათანხმება ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაშვებაზე. თუკი თურქეთს მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საკუთარ თავზე რეგიონალური ლიდერის როლის აღება და იმავდროულად ამ საქმეში რეალური შედეგების მიღწევა სურს, ამ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე მან საქართველოს სახიფათო კონფლიქტს, რომელიც დღემდე მიჯნავს მას რუსეთისგან (ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად) იგნორირება არ უნდა გაუკეთოს. საბინა ფრეიზერი – კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ევროპული პროგრამის დირექტორი ორიგინალი ორიგინალი
-
სლოვაკებმა რუსეთის ნაკრების საკვალიფიკაციო ფლეი–ოფში დამარცხებით სანუკვარ მიზანს მიაღწიეს და ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად თამაშს შეეცდებიან იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/tvitmkleloba-300x242.jpgთბილისში, ლეჩხუმის ქუჩაზე 13 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითკვლელობით დაასრულა. ადამ ჯინდოიანმა საკუთარი სახლის სამზარეულოში რკინის მილზე ჩამოიხრჩო თავი. გარდაცვლილი მისმა 12 წლის დამ აღმოაჩინა. ოჯახის წევრთა განცხადებით, მათთვის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. ”არანაირი ჩხუბი მას არასდროს არავისთან მოსვლია. შესაბამისად, არც რაიმე სახის სერიოზული პრობმლემები ჰქონია. რატომ მიიღო ადამმა ეს გადაწყვეტილება, არ ვიცით”,- განაცხადა გარდაცვლილის მამამ ასლან ჯინდოიანმა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. პირWელი Share View the full article
-
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რამონ აბრამოვიჩი მადრიდის "რეალის" დაცვის ბურჯის, სერხიო რამოსის შეძენას აპირებს. რამოსმა წელს არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა და თავისთავად მიიპყრო გრანდების ყურადღება. იგი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, გარდა ამისა მის ძლიერ მხარედ ითვლება ისიც, რომ დაცვის ცენტრშიც და ფლანგზეც ერთნაირი წარმატებით თამში შეუძლია. იხილეთ fanebi.com
-
ბრაზილიაში გადახვეწილი 'იმპერატორი', სერია A-ს უბრუნდება... იტალიურ მედიასთან საუბარში, ადრიანომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალ სეზონს იგი "რომას" შემადგენლობაში გაატარებს. იხილეთ fanebi.com
-
სერბეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი სამხრეთ აფრიკაში ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს, რადომირ ანტიჩი კი კიდევ ერთი გამოწვევისთვის ემზადება იხილეთ fanebi.com
-
ბრიუსელში დაფუძნებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი“ (International Crisis Group), სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანგარიში წარმოადგინა და კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მხარემ ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფლად გადაადგილება უნდა შეძლოს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინოს. ანგარიშს, რომელსაც „სამხრეთ ოსეთი: აღიარების ტვირთი“ ჰქვია, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების მდგომარეობას და რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის გავლენის მასშტაბებს შეეხება. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, სამხრეთ ოსეთს მეტი დამოუკიდებლობა მაინც ვერ შესძინა. „კრიზის ჯგუფი“ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სამომავლო პესრპექტივებს, როგორც „ძალიან მცირეს“, ისე აფასებს. 2008 წლის ომმა რეგიონის მოსახლეობას, რომლის რიცხვი დღეს 30 000 არ აღემატება, მძიმე ფიზიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური დარტყმები მიაყენა. ანგარიშის შეფასებით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა დანარჩენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტა, მისი ეკონომიკა, ძირითადად, რუსი სამხედროებისა და სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის მომსახურებით შემოიფარგლა. როგორც კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი, ლორენს სკოტ შითსი ამბობს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობამ მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება უფრო მეტად გაამყარა, –“2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა, სადაც ბიუჯეტის 99 პროცენტი და მთავრობის წევრთა თითქმის ნახევარი სწორედ რუსეთიდან მოდის, ძალიან გავს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას.” ანგარიშის მიხედვით, რუსეთს პირდაპირი რეკომენდაცია ეძლევა , რომ მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს და სახმრეთ ოსეთის წარმომადგენლობას მოუწოდოს, საქართველოს ხელისუფლებასთან, ადამიანების, პროდუქციის გადაადგილების, უსაფრთხოებისა და 20 000 ეთნიკური ქართველი დევნილის ეტაპობრივი დაბრუნების საკითხების განხილვა დაიწყოს. იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთი არ გადაიქცეს უკაცრიელ ტერიტორიად, ყველა მხარემ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებზე. მოსკოვმა უნდა გაამკაცროს კონტროლი მის მიერ ფინანსურ გადარიცხვებზე, ებრძოლოს კორუფციას და აღმოფხვრას დე ფაქტო მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეინარჩუნონ ან განაახლონ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლებასა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე, გააგრძელონ რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობა სამხრეთ ოსეთის საკითხზე. საქართველომ უნდა გამოძებნოს სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გზები, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლებასა და მცირე ეკონომიკური საქმიანობოს აქტიურ ხელშეწყობაში. ამის გარდა, მან ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირს, გაეროს, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას და სხვა სტრუქტურებს, განახორციელონ ისეთი პროექტები, რომლებიც შეამცირებენ სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულებას რუსეთზე. კრიზისების ჯგუფის ევროპის პროგრამის დირექტორი, საბინ ფრეიზერი ამბობს, რომ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას საკმაოს დიდი დრო დასჭიდება. “მხოლოდ დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები და ორიენტირებულია ეროვნული უმცირესობების პრობლემების გადაჭრაზე, შეუძლია გააღვივოს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა ნდობა საქართველოსადმი, –აცხადებს საბინ ფრეიზერი. ” სრული ინფო(netgazeti.ge)

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/15070-150x150.jpgსპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული-რეკეტული დაჯგუფების წევრები გრიშა კომახიძე და ლევან ღვინიაშვილი, დააკავეს. დაკავებულმა კომახიძემ და ღვინიაშვილმა ჯერჯერობით სხვა პირებთან ერთად, 2010 წლის 13 იანვარს, საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის, ხელმძღვანელი ნუგზარ ბოჭორიშვილი და მისი დაჯგუფების აქტიური წევრი გიორგი ჩეჩელაშვილი გაიტაცეს. გამტაცებლებმა ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტის მფარველობის სანაცვლოდ მოსთხოვეს 250 000 ევროს გადახდა. ნუგზარ ბოჭორიშვილმა გამომძალებს მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადაუხადა და შემდეგ ესპანეთში გაიქცა, საიდანაც შაქრო კალაშოვის დახმარებით გამომძალველების ჩამოშორება მოახერხა. გრიშა კომახიძესა და ლევან ღვინიაშვილს ჩადენილი დანაშაულის გამო, 25 წლამდე ტავისუფლების აღკვეთა ემუქრება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/poklice.jpg itvს ლინკი