planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mw-150x150.jpgადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებისთვის გამოყენებული სახრების ანგარიშის წარდგენის ვადა ცესკოში დღეს ამოეწურათ. 30 მაისის ადგიობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არსებული მომნაცემებით, გამარჯვებულია 5 საარჩევნო სუბიიექტი : “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ; “ალიანსი საქართველოსთვის” ; “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანება”; “ეროვნული საბჭო”; “თოფაძე-მრეწველები”. ვინ რამდენი დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის და რომელი იყო ყველაზე ძვირადღირებული საარჩევნო კამპანია, ნახეთ ნინო კვირიკაშვილის რეპორტაჟში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/cesko.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/georgian_lari-150x150.jpg“ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია” მთავრობას ლარის ხელოვნურ გაუფასურებაში ადანაშაულებს. სიუჟეტიდან ასევე გაიგებთ როგორ შეიცვალა სამომხმარებლო ბაზარზე ფასები ბოლო დღეების განმავლობაში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/lari.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Shss1-150x130.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველომ ჰაინრიხ ბიოლის ცენტრის დირექტორს, ირის კემპესა და ბერლინის ოფისის წარმომადგენელს, ვალტერ კაუფმანს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მიზანი, შ.ს.ს-ს არქივის გაცნობა და ქართულ-გერმანული გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა კი სამომავლოდ არაერთი საერთო პროექტის განხორციელება დაგეგმეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha18-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელისეის სასახლის მრჩეველთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოაწერა. პრეზიდენტი ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდება, სადაც საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/8f908073-03a8-4409-aac8-7ae965e50961_mw800_s-150x150.jpgვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საბაზისო კანონპროექტს დადებითად აფასებს. ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტის პრეზენტაცია და განხილვა 4-5 ივნისს გაიმართა. კომისიის წევრებს პროექტი თავად ავთანდილ დემეტრაშვილმა წარუდგინა. მისი განმარტებით, მიღებული იქნება კონსოლიდირებული დასკვნა პროექტის შესახებ. ამასთან, საკონსტიტუციო პროექტის პარლამენტში განხილვისას თბილისს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ეწვევა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sakonstituci.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/parlamenti-biuro-150x150.jpgპარლამენტში არჩევნების შემდეგ ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, პარლამენტი პრეზიდენტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და საზაფხულო არდადაგებზე არ წავა. ამავე დროს დეპუტატები ეცდებიან, კანონშემოქმედებითი საქმიანობა ისე დაგეგმონ, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებსაც ადევნონ თვალყური. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biuro.jpg itvს ლინკი
-
გაზიარება ["ახალი 7 დღე", 18:33 07.06.2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TA0C94x-ekI/AAAAAAAADvI/2w82d3GflFA/s200/rolandis+dzegli.gifდღეს ზუგდიდის ცენტრში, რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, სადაც წლების განმავლობაში იაკობ გოგებაშვილის ძეგლი იყო, სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, კარიკატურული ბიუსტი გაიხსნა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ცენტრალურმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს, აქციის ოპრგანიზატორმა, „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ, შეკრებილ მოსახლეობას სიახლის შესახებ ამცნო და მოგვიანებით „ახალ 7 დღესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ეს უკვე მეორე ჯილდოა, რომელიც სამეგრელოს მამად წოდებულმა როლანდ ახალაიამ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებისგან მიიღო. 2010 წლის 10 დეკემბერს მიქაიას და მისი მომხრეების ინიციატივით სამეგრელოში დაწესდა ადამიანის უფლებების დამრღვევთა ჯილდო–მედალიონი, რომელზეც ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი არიან გამოსახული. ახალაიას მედალიონი საფოსტო გზავნილის მეშვეობით მიუვიდა... კახა მიქაია, „დაიცავი საქართველო“: „ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი იდგა. ბიუსტი მოიპარეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკვერი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, რაიონის გამგეობის შენობის წინ, მის აღდგენაზე არავის უზრუნია და ეს არც არის გასაკვირი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ხომ სააკაშვილის მმართველობის ხანაში ვცხოვრობთ და ამიტომ, ბუნებრივია, გოგებაშვილის, ლაღიძის, გამსახურდიასა და სხვა გამოჩენილი მამულიშვილების ადგილი უნდა დაიკავონ სააკაშვილის პერიოდში აღზევებულმა ახალაიებმა, გოროზიებმა, ქობალიებმა და სხვებმა. ჩვენც ვუერთდებით ახალი ათასწლეულის გამოწვევას და დღევანდელი ჩვენი ღონისძიებით გვინდა ნაციონალ–ბოლშევიკებს გავეჯიბროთ ზუგდიდში მოღვაწე სასიქადულო მამულიშვილების უკვდაყოფის საქმეში და ამ სკვერში აღვმართოთ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერისა და სასიქადულო შვილების აღმზრდელის, როლანდ ახალაიას, ბიუსტი. სამეგრელო მაგალითი უნდა გახდეს მთელი საქართველოსთვის ნაციონალ–ბოლშევიზმის დამყარების საშვილიშვილო საქმეში, რადგან სამეგრელო ნაციონალ– ბოლშევიზმის მებაირახტრეა. რევაზ ლაღიძის ქუჩას გრიშა ქობალიას ქუჩა ეწოდა. ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სიცოცხლეშივე დავუდგათ როლანდ ახალაიას ძეგლი იქ, სადაც იაკობ გოგოებაშვილის ძეგლი იდგა. ახლა ახალაიებისა და ქობალიების დროა. ამ ბიუსტსა და დღევანდელ საზეიმო განწყობას არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობასა და მათ წინამძღოლ ნაციონალ–ბოლშევიკებს ვუძღვნით, არამედ ბოლო თვითმართველობის არჩევნებში ხელისუფლების კარიკატურულ დანამატს, თითო კაცით საკრებულოებში გასულ ე.წ. ოპოზიციასაც. ერთ-ერთი ქრისტიან-დემოკრატის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ყოფილა მთავარი და არა გამარჯვებისთვის ბრძოლა, თითქოს 30 მაისს საქართველოში არა ადგილობრივი თვოთმმართველობის არჩევნები, არამედ ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყოს. ჩვენ მოვუწოდებთ საკრებულოს წევრებს, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე პირველივე საკითხად იმ სკვერის მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც როლანდ ახალაიას ბიუსტი გაიხსნება, როლანდ ახალაიას სახელის მინიჭების საკითხი გაიტანონ.“ http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
epn.ge - რადიო “ობიექტივმა” მაუწყებლობა განაახლა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/obieqtivi-logo-150x150.jpgმცირე ტექნიკური ხარვეზის დაძლევის შემდეგ რადიო “ობიექტივი” მაუწყებლობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც “ექსპრესნიუს” რადიო ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, მცირე ტექნიკური ხარვეზი ანძაზე დაფიქსირდა, რის გამოც რადიო “ობიექტივმა” მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ “ობიექტივი” ფმ 101.4 მაუწყებლობას აგრძელებს. შეგახსენებთ, რადიო “ობიექტივი” საზოგადოებრივი რადიოს მოდელია სადაც ღია ეთერი ყველა ჟურნალისტს ეთმობა. იხილეთ epn.ge