planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://cdn.wn.com/ph/img/e8/6e/445df59f8b7a8f2539ff4d4bf3c5-grande.jpg დღეს ბენიტესი “ინტერთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ და “ლივერპულიდან” წასულმა რაფაელ ბენიტესმა შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს – თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია და კონტრაქტი ოფიციალურად სამშაბათს (ანუ დღეს) გაფორმდებაო. მორატისვე თქმით, მოლაპარაკების პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შექმნილა და მხარეებმა საერთო ენის გამონახვა მალევე შეძლეს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ბენიტესი “ინტერთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება. “პრინციპში, ხელშეკრულება უკვე მზად გვაქვს. მხოლოდ ხელმოწერების დასმა დაგვრჩა და ამ პროცედურასაც მალე შევასრულებთ”, – განაცხადა მორატიმ. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულში” გატარებული 6 სეზონის შემდეგ, ბენიტესმა “მერსისაიდული” კლუბი გასულ ხუთშაბათს დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, მას უქმად ყოფნა დიდხანს არ მოუწევს. View the full article
-
ფულემმა გახსნა თავისი საზაფხულო სატრანსფერო შენაძნების სია და პირველი ამ სიაში არსენალის შვეიცარიელი მცველი ფილიპ სენდეროსი აღმოჩნდა.კლუბმა ფეხბურთელთთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა... იხილეთ fanebi.com
-
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ილიან კანდელაკი კვლავ გრაცის "შტურმის" ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ კანდელაკმა გასული სეზონი საკმაოდ კარგად და სტაბილურადაც ჩაატარა და გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქართველი ფეხბურთელი სწორედ იმ მოთამაშეების რიცხვში არის, რომლებიც მომდევნო სეზონში გუნდის ბირთვი უნდა წარმოადგინონ. იხილეთ fanebi.com
-
ბიზნესმენი ვიქტორი თავის ცოლთან სოფიასთან ერთად მივლინებაში მიდის ვერონაში, მსოფლიოში ყველაზე რომატიკული სიყვარულის ქალაქში – რომეო და ჯულიეტას სიყვარულის. სოფია ვიქტორის გარეშე სცდილობს მოწყინებას თავი გაართვას და შეუერთდება ჯგუფს, როელიც პასუხობს სასიყვარულო გზავნილებს, რომლებიც ვერონაში მსოფლიოს მთელი ქვეყნიდან მოდის. ერთხელაც მას ხელში ჩაუვარდება 1951 წელს გამოგზავნილი წერილი დიდი ბრიტანეთდან, რომელშიც ვინმე კლერ სმიფი წერს თავის უსაზღვრო სიყვარულზე იტალიელის მიმართ, რომელიც მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდა. სოფია უპასუხებს მოხუცებულ ინგლისელს... IMDB Rating: 6.3/10 (1 491 votes) ხანგრძლივობა: 01:38:09 View the full article
-
რამდენიმე დღის წინ , იტალიურ პრესაში ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა . აღმოჩნდა,რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ქომაგებს ძალიან აღშფოთებთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება. იხილეთ fanebi.com
-
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ უკანასკნელი ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა გუშინ ტანზანიის ნაკრებთან, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა მასპინძელთა გუნდი. პირველი ტაიმი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებმა რობინიოს ორი გოლის წყალობით მოიგო. რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარში, სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა 4 გატანილი გოლი იხილა. ბრაზილიელებმა შესძლეს კიდევ სამი გოლის გატანა, თუმცა აფრიკელებმა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. იხილეთ fanebi.com
-
ინგლისის ნაკრებს პირველ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უასპარეზია.არ იფიქროთ, რომ ბრიტანელებმა შესარჩევი ეტაპი ვერ დასძლიეს, უბრალოდ ბრიტანელებმა ფიფას შეუთვალეს, რომ ჩვენ ამ ჩემპიონატს არ ვცნობთო და შესაბამისად, არც თამაშს ვაპირებთო. იხილეთ fanebi.com
-
სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ვარსკვლავი დააკლდება. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების გარემარბი ლუის ნანი მუნდიალს ბარძაყის ძვლის დაზიანების გამო გამოტოვებს. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ენდრიუ რეტმანი ბრიუსელი – გერმანია და რუსეთი ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უსაფრთხოების ახალი ფორუმის შექმნისკენ მოუწოდებენ ისეთი პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიც მაგალითად დნესტრისპირეთია. შაბათს (5 ივნისს) გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გერმანიის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე მეზებერგის სასახლეში ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე ინიციტივით გამოვიდნენ. „ახლა ბრიუსელში წარმომადგენელთა კომიტეტი ფუნქციონირებს, რომელიც უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაზე მუშაობს“, – განაცხადა ქალბატონმა მერკელმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოსთან არსებულ უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხების კომიტეტს (PSC) გულისხმობდა. „ამ კომიტეტის განვითარება შესაძლებელია იმისთვის, რომ მას რეგულარული და მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს არამხოლოდ წარმომადგენელთა დონეზე, არამედ, ევროკავშირს და რუსეთს შორის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც“. მან დასძინა, რომ ბერლინი ამ იდეას ბრიუსელში, სამშაბათს PSC–ს მომავალ შეხვედრაზე წარმოადგენს, რათა „ამგვარი მექანიზმის“ შექმნა „დაიწყოს“. პრეზიდენტმა მედვედევმა იდეას მხარი დაუჭირა. მან განაცხადა: „ჩვენ უნდა შევქმნათ სპეციალიზირებული ფორუმი, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებათა გაცვლა. ჩვენ შეგვიძლია ასევე თანამშრომლობის სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტებზე რეკომენდაციების მომზადება“. მხარეებმა დნესტრისპირეთი ახსენეს, მოლდავეთის მიწის ნაწილი, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის აჯანყებულები აკონტროლებენ და სადაც რუსეთის ბაზაა განთავსებული, როგორც ერთგვარი პრობლემა რომელთან შეჯახებაც ახალ კომიტეტს მოუწევს. „ჩვენი იდეის მოსინჯვა კონკრეტულ მოვლენებზე შეიძლება, რომლებიც ჩვენ აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენი აზრით, დნესტრისპირეთის სიტუაცია – საკმაოდ ადექვატური მაგალითია“, – განაცხადა ქალბატონმა მერკელმა. მეზებერგში შეხვედრის დროს ორი ლიდერი და მათი მთელი რიგი მრჩევლები დახურულ კარს მიღმა 10 საათის განმავლობაში თათბირობდნენ, იუწყება გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA. ქალაქ როსტოვი–დონზე ევროპულ–რუსული სამიტის გამართვიდან კვირაზე ნაკლები დრო გავიდა, რომელზეც ევროკავშირმა არ მიიღო რუსეთის წინადადება უვიზო გადაადგილებაზე შეთანხმების დაჩქარებულ გაფორმებაზე, და რომელზეც მხარეებმა ვერ შეძლეს დეტალური მემორანდუმის შემუშავება რუსეთისთვის, მისი ეკონომიკის მოდერნიზებაში ევროკავშირის დახმარებაზე. შაბათს, მედვედევი ცდილობდა ვიზების საკითხის წამოწევას. „ჩვენი მოქალაქეებისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ამ საკითხში ჩვენ წინსვლას მივაღწევთ, ის შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ეს ჩვენ ნამდვილ პარტნიორებად გვაქცევს“, – განაცხადა მან. გაურკვეველი რჩება, იყო თუ არა უსაფრთხოების კომიტეტის შექმნის წინადადება, რომელიც გულისხმობს რეგულარულ შეხვედრებს საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის, განხილული ეშტონის კაბინეტთან. „ჩვენ იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს მთლიანობაში ევროკავშირზე დადებითად აისახება“, – განაცხადა ქალბატონმა მერკელმა. ჟურნალისტების კითხვებზე, რატომ განიხილებოდა საკითხი ორმხრივ შეხვედრაზე და არა ევროკავშირის დონეზე, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ გერმანიას და რუსეთს აქვთ პარტნიორული თანამშრომლობის „ხანგრძლივი“ ისტორია. „ყველა იდეას მისი ფუძემდებლები ჰყავს, რომლებიც მათ განამტკიცებენ და წინსვლას უწყობენ ხელს. ამ თვალსაზრისით, მე შეიძლება კარგი იდეების განხილვა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს დავიწყო“, – განაცხადა მან. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრიუსელს არ ვითვალისწინებთ ან ბრიუსელთან თანამშრომლობის შეცვლა სახელმწიფოებთან თანამშრომლობით გვსურს. უბრალოდ იდეები პირადი ურთიერთობების დონეზე ჩნდება“. ქალბატონმა მერკელმა განაცხადა: „ეს ორმხრივი შეთანხმება არ არის. თუმცა ის ამ მიზანსაც ემსახურება. ყოველთვის არსებობს სიტუაციები, როდესაც ბლოკის ერთი წევრი–სახელმწიფო რომელიმე სფეროში სხვებს ცოტათი უსწრებს ხოლმე“. ორიგინალი ორიგინალი
-
ზომით პატარაა მაგრამ საინტერესო სტრატეგიაა თუ დამიჯერებთ ბევრ დიდი ზომის თამაშებს ჯობია View the full article
-
მიმდინარეობს ლიბანის პირველი ომი. 1982 წლის ივნისი. ტანკი და მედესანტეთა რაზმი იღებს დავალებას - გაჩხრიკოს დასახლებული პუნქტი ლიბანის სამხრეთით. ქალაქს უკვე ”გადაუარა” ისრაელის ავიაციამ. დავალება რთული არ ჩანს. 2 საათი და ყველაფერი შესრულებული იქნება. მაგრამ ყველაფერი არ მიდის გეგმის მიხედვით და ქალაქი ტანკისტებისთვის სასიკვდილო მახე ხდება. წვება ღამე და ისრალელები მოკვეთილი არიან თავისებისგან და ალყაშემორტყმული სირიის ჯარებისგან View the full article
-
კინო გმირების შპალიერები View the full article
-
ლამაზმანების სურათები ფართო ეკრანიანი მონიტორებისთვის View the full article
-
სხვა და სხვა ჟანრის ულამაზესი ეკრანის შპალიერი View the full article
-
http://a.pix.ge/k/o93vq.jpgმანჩესტერ სიტიმ მოამზადა შეთავაზება ტორესისთვის, რომლის თანახმადაც, ესპანელი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი გახდებოდა. სიტიმ ტორესს შესთავაზა კვირაში 200,000 ევრო, ასეთი მაღალი ანაზღაურება მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ ქონია კონტრაქტის მიხედვით, მაგრამ ესპანელმა სიტი უარით გაისტუმრა იტყობინება ESPN. ამავდროულად მანჩესტერული კლუბი ვერც ლივერპულთან შეთანხმდა ტორესის ფასზე. როგორც ეს ჟურნალი იტყობინება, ტორესი ისედაც ღებულობს კვირაში £200,000 ზე მეტს, (ხელფასი + სხვადასხვა ბონუსები). ტორესის მიმართ ასევე დიდი ყურადღებას იჩენს ლონდონის ჩელსი, მათი აზრით ტორესის გადაყვანა სტემფორდ ბრიჯზე, უფრო რეალურ თანხადაც შეიძლება, (£ 50 მილიონი) ვიდრე ლივერპული მოითხოვს მის სანაცვლოდ , £ 70 მილიონი. ესპანელ თავდამსხმელს დიდი სურვილი აქვს, ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. წყარო: Goal.com View the full article
-
მარტივი გასართობი სახალისო თამაშია. ვოვა სექსუალური ფანტაზიების გმირია მისი ამოცანაა გააბედნიეროს ყველა 18 წლამდე უმცროსებისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
16 თემა ვინდოუსისთვის View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/france-diplomatie.jpg 6–9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბერნარ კუშნერი პრეზიდენტს 8 ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიან ვახშამზე მიიღებს. ეს ვიზიტი იმის შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა და განვამტკიცოთ ფრანგულ–ქართული ურთიერთობები, რაც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ესენია: თანამშრომლობა შიდა უსაფრთხოების საკითხებზე, ავღანეთში ფრანგული ნაწილების დისლოკაციის ადგილას საქართველოს 172 სამხედრო პირის სამსახური, რეგიონში გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებისთვის განზრახულობათა დეკლარაციების გაფორმება. გარკვეულწილად განხილული იქნება ასევე ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის პერსპექტივები. დღის წესრიგში დგას ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან, რასაც საფრანგეთი აქტიურად უჭერს მხარს, ისევე როგორც სხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები. ჩვენ შევეხებით ასევე საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს. საფრანგეთი მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომლის უახლოესი რაუნდი 8 ივნისს გაიმართება. საფრანგეთი კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს, მინისტრებს ეკოლოგიის, ენერგეტიკის, გრძელვადიანი განვითარების და ზღვის დარგში მწვანე საფარის შენარჩუნების ტექნოლოგიებსა და კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკების მიზნით. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg პარიზი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოთხშაბათის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება, სადაც თავის შეშფოთებას გამოთქვამს ფრანგული სამხედრო გემის „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვის გეგმაზე, საფრნგეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი პრესსამსახურის განცხადებით, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საფრანგეთში კვირას ჩამოვიდა, სამშაბათს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდება. ის მოლაპარაკებებს გამართავს პრემიერ–მინისტრ ფრანსუა ფიიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან. საქართველო შეშფოთებულია რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ მიყიდვის გეგმით, რომლის საშუალებითაც რუსეთს სურს საკუთარი შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობის ამაღლება, სამხედრო მოქმედებების დროს, საკუთარი დესანტის გადასროლის ოპერაციების სწრაფად განხორციელება. თებერვალში პარიზში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტის შემდეგ ამ გემის შესყიდვა პარიზსა და მოსკოვს შორის „ექსკლუზიური მოლაპარაკებების“ საგნად იქცა. რუსეთს ერთი ეგზემპლიარის შესყიდვა და დამატებით სამი გემის საკუთარ გემთსაშენებში აგება სურს. ამ თემაზე მოლაპარაკებები, რაც ასევე იწვევს ბალტიის ქვეყნების შეშფოთებასაც, ხუთშაბათს და პარასკევს რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინის პარიზში ვიზიტის ფარგლებშიც გაგრძელდება. საფრანგეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებსაც მოიცავს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ორშაბათს, თავის ფრანგ კოლეგა ჟან–ლუი ბორლოოსთან ერთად, ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც განახლებადი ენერგეტიკის სფეროში, რამდენიმე გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს. სამშაბათს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური კვლევების ისნტიტუტში კონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელსაც ხუთასამდე მონაწილე დაესწრება. 2008 წლის აგვისტოში, საქართველო და რუსეთი, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლისთვის, ერთამნეთს ომში დაუპირისპირდნენ. საფრანგეთს, რომელიც მაშინ ევროკავშირს თავჯმდომარეობდა, კონფლიქტის სწრაფად დასრულების მიზნით, შუამავლის სახით ჩაერთო. ორიგინალი ორიგინალი
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01457/albert_riera_1457356c.jpgლივერპულის” ესპანელი ნახევარმცველი ალბერტ რიერა კლუბში კიდევ 2 სეზონს გაატარებს. ამ ინფორმაციას გამოცემა AS ავრცელებს.ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იგი 2012 წლამდე “წითლებში” აპირებს თამაშს. იგი ასევე შეეხო ბენიტესის წასვლას გუნდიდან. “მე “ლივერპულში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვთამაშობ ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდში. რა თქმა უნდა ბენიტესის წასვლამ გული დამწყვიტა. ეს სეზონი გუნდისთვის საშინელი იყო, მაგრამ დამერწმუნეთ ამ სეზონში ყველა დაშვებულ შეცდმობას გამოვასწორებთ.” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა. ინფორმაციის წყარო: As.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf-7-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf-mzaaa.jpg itvს ლინკი
-
8 ივნისს 11:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. 8 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამედიცინო სადაზღვევო კომპანია ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამედიცინო კაბინეტს გახსნიან. მის: ჭავჭავაძის №38 8 ივნისს 12:00 საათზე სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ახალგაზრდული გაერთიანება რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტისაკენ მსვლელობა-აქციას მოაწყობს. 8 ივნისს 12:00 საათზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 8 ივნისს 12:30 საათზე პარტია მომავალი საქართველოს ლიდერი გიორგი ლაღიძე პრეკონფერენციას გამართავს. თემა: ინიციატივები მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით. მის: ხორავას 9 8 ივნისს 12:30 საათზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე, საზოგადოებრივ ადვოკატებთან ერთად, თბილისის №#53 საჯარო სკოლას ესტუმრება. მის: ბარნოვის ქ. #46 8 ივნისს 13:00 საათზე “ქართული დასის” ლიდერი ჯონდო ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რატომ იხურება ჯანდაცვის სახლემწიფო პროგრამები “ქართული დასის” სათათბირო ოთახი 8 ივნისს, 13.00 საათზე, ა/ო “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” (აფბა) ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში გამართავს ბრიფინგს. თემა: ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული არაჯანსაღი სიტუაცია; წამლის ხარისხის კონტროლი 2009 და 2010 წელს. მის: სასტუმრო ძველი მეტეხის აღმართი #3 8 ივნისს 13:00 საათზე პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ახლად არჩეული მერის ძველი სახე პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 8 ივნისს 13:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “მოზარდებში უფასო ფსიქოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შესახებ. მის: რუსთაველის გამზ. #21 8 ივნისს 14:00 საათზე ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი”" და “მწვანეთა პარტია” პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “ცენტრის მიერ მიღწეული წარმატება და საკანომდებლო ინიციატივა”. მის: კანდელაკის ქ. #55 8 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: `პირველი ქართული კომპანია, რომელიც ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებს. მის: რუსთაველის გამზ. #13 8 ივნისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია `ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი~ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `ყოფილი სახალხო დამცველი სიმართლის პოვნას სტრასბურგში ეცდება~. მის: ასათიანის ქ. #10 (ყოფილი ენგელსი) 8 ივნისს 14:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი 8 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 8 ივნისს 16:00 საათზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 8 ივნისს 17:00 საათზე საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 8 ივნისს 18:00 საათზე პარლამენტის შენობასთან ~ქართველი ემიგრანტების~ მიტინგი გაიმართება. 8 ივნისს 19:00 საათზე `თიბისი ბანკის~ გალერეაში ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის წიგნის “შორეული ახლობელი” პრეზენტაცია გაიმართება. მის: მარჯანიშვილის ქ. #7 იხილეთ epn.ge