planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101638363.jpg ინგლისის ნაკრების და ლივერპულის კაპიტანი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც რუნისთან, კაპელოსთან და ნაკრების სხვა მესვეურებთან ერთად ინგლისის პრინცს ესაუბრა ვიდეოთვალით და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებებს დაჰპირდა… იხილეთ სტივის ფოტოები სამხრეთ აფრიკიდან… <p style="text-align: center;"> http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101637671_4c0cd27eb8382190071213.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101583239.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101566180.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101577817.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101583048.jpg View the full article
-
http://sport.teenee.com/sport/img5/69928.jpgამდენმა პრობლემამ ყველას დაავიწყა მილან იოვანოვიჩის ტრანსფერი, რომელიც რამოდენიმე კვირაში ოფიციალურად განხორციელდება. … სერბ თავდამსხმელს “ლივერპულში” გადმობარგება სწორედ რაფაელ ბენიტესმა შესთავაზა, რის გამოც ტრანსფერი საკმაოდ გაიწელა. იოვანოვიჩს დიდი სურვილი ჰქონდა ესპანელ მწვრთნელთან ემუშავა. მის გადმოსვლას წინ აღარანაირი პრობლემა აღარ აქვს და მალე “წითლების” რიგებშიც ჩაირიცხება. წყარო: Daily Post View the full article
-
„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებმა, დაპატიმრებული თანამოაზრეების გათავისუფლების მოთხოვნით, ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა „კავკასიის“ ოფისის დაკეტილ კარებთან გააკრეს ტრანსპარანტი წარწერით: „დარეკეთ პატრულში! ჩვენც დაგვაპატიმრონ!“ კავკასიის შენობიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კავკასიის წარმომადგენლებთან შეხვედრა არც სურდათ. „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების ჩატარებას გეგმავენ. ნეტგაზეთი აქციაზე მისულ ლელიკო ჯაფარიძეს, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრს,“ გაესაუბრა: „აქცია მართლმადიდებელ ახალგაზრდა, უდანაშაულო, ქრისტიანი ბიჭების დაპატიმრებასთან დაკავშირებით იყო. ეს შვიდი ადამიანი ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობამ თითზე ჩამოთვლით დააპატიმრებინა. ამიტომაც ვიყავით აქ.“ ლელიკო ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა: „არჩევნების დროს პატიმრებს აშანტაჟებდნენ და რას არ უკეთებდნენ, რომ ამათი ხმა ჩაედოთ ჯიბეში. მაგრამ ჩემთვის ეს არ არის საინტერესო. საინტერესოა ის, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი", გიგი თევზაძე და ამისთანა ხალხი, მთავრობასთან ერთად, ცდილობს მიწასთან გაასწოროს ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თავისი ტერიტორიის, ენისა და, რაც მთავარია, რწმენის შესანარჩუნებლად იბრძოდა.“ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის 7 წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მაისს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოძრაობის წევრები 7 მაისს კავკასიის შენობაში შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე (ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა) და 239–ე მუხლებით (ხულიგნობის მუხლით). პირველი მუხლი ორ წლამდე, მეორე კი, ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია, ევროზონა გაფართოებას გეგმავს. 2011 წლიდან ესტონეთის ოფიციალური ვალუტა შესაძლოა ევრო გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ევროს ინფლაციას ვარაუდობს. სააგენტო ბლუმბერგი წერს, რომ ევროპის ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ესტონეთში ევროს შესვლას, მიუხედავად ევროპის ცენტრალური ბანკის გაფრთხილებისა. ბანკის განცხადებით, ესტონეთს გაუჭირდება ინფლაციის კონტროლი. ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეკრებაზე ლუქსემბურგში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა: ”2011 წლის 1 იანვრიდან ესტონეთი ევროზონის მე-17 წევრი გახდება”. ესტონეთის ევროზონაში შესვლის საკითხს ქვეყნების მმართველები უკვე 17 ივნისს ოფიციალურ შეხვედრაზე გადაწყვეტენ, წერს ინტერფაქსი. ესტონეთი ევროზონის ქვეყნებს შორის ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით (14მლრდ ევრო) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მალტას უსწრებს. ინფლაცია ესტონეთში 2008 წელს 10,6% იყო. იმავდროულად, 12 თვით ადრე, 2010 წლის მარტში (ესტონეთის საგამოცდო პერიოდი ევროზონაში შესასვლელად), დაფიქსირებული იყო დეფლაცია 0,7%, ევროზონაში შესვლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 1% უნდა იყოს. მაგრამ ფასების ცვლილება შესაძლოა აისახოს ”დროებით ფაქტორებში” და რთული იყოს მაკროეკონომიკური არამდგრადობის აღმოფხვრა, მათ შორის, ინფლაციის მაღალი ზრდის ტემპის”,-განაცხადა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში. ამავდროულად, ევროზონაში შესვლისთვის ესტონეთი კიდევ რამდენიმე ტესტს გადის: საბიუჯეტო დეფიციტის დონის კონტროლი, ქვეყნის ვალების მოცულობა, ვალუტის სიმყარე. ევროზონაში ესტონეთის შესვლის შემდეგ, მისი გაფართოება რამდენიმე წლით გადაიდება. ლიტვა და ლატვია, რომლებიც ევროზონაში შესვლის სურვილს გამოთქვამენ, გეგმას, საუკეთესო შემთხვევაში, 2014 წელს განახორციელებენ. რაც შეეხება პოლონეთს და ჩეხეთს, მათ არ აქვთ კონკრეტული თარიღი ევროზონაში გაწევრიანებისთვის. ამ დროისთვის ევროზონაში შემავალი 16 ქვეყანაა: გერმანია, ბელგია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, კიპრი, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ავსტრია, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი. სრული ინფო(netgazeti.ge)

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/8/21/1250876468989/Ryan-Babel-001.jpgპრესა იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება შეიძინოს “ლივერპულმა”, აღარ იწერება, თუმცა ვინ შეიძლება გაიყიდოს, მრავლადაა გაშუქებული … დიდი ხანია “ბირმინგემ სიტი” დაინტერესებულია რაიან ბაბელით, თუმცა რაფამ რამოდენიმეჯერ უარითაც გაისტუმრა. ახლა კი გუნდი მთლიანად დაუცველია და ყველა “წითლების” ფეხბურთელებისკენ იყურება … შემოთავაზება რეკორდული, £10 მილიონია. 23 წლის ჰოლანდიელმა ადრე გამოთქვა ენფილდის დატოვების სურვილიც, თუმცა ბენიტესმა კვლავ შეაჩერა ის. ახლა კი დიდი შანსია, დიდი ხნის წვალების შემდეგ “ბირმინგემმა” ნიჭიერი ფეხბურთელი ხელში ჩაიგდოს. http://d.yimg.com/i/ng/sp/empics/20091026/01/1636567825-soccer-barclays-premier-league-liverpool-v-manchester-united-anfield.jpgმეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის შეძენის სურვილიც პირველად გახმაურდა პოპულარურ ჟურნალებში, ემილიანო ინსუაა. ”ფიორენტინა” მისითაა დაინტერესებული. – იტყობინება “La Gazzetta dello Sport” 21 წლის არგენტინელი 2007 წელს შემოუერთდა “ლივერპულს”. წელს მას საკმაოდ კარგი შანსი მიეცა თავის გამოჩენის და ბევრ გულშემატკივარსაც შეაყვარა თავი. მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბრაზილიელმა აურელიომ უვე დატოვა კლუბი და თუ მის კვალს ინსუაც გაჰყვება, ფლანგი დაუცველი, მხოლოდ ცენტრალური მცველის, აგერის იმედად დარჩება. მისი ფასი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. View the full article
-
ევროკომისიამ საქართველოს 2010 წლის სამოქმედო პროგრამა დაუმტკიცა, რომლის ღირებულება 37 მლნ. ევროს შეადგენს. ევროკომისიის აღნიშნული დახმარება საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და რეგიონულ განვითარებას ისახავს მიზნად. ევროკომისია, ასევე, ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციას. ამას გარდა, ორგანიზაცია მხარს უჭერს მიმდინარე საჯარო ფინანსების მენეჯმენტის რეფორმას, რომელიც ქვეყნის ვალისა და საჯარო ფინანსების მართვის ეფექტური სისტემის შემუშავებისკენაა მიმართული. ევროკომისია საქართველოს ეხმარება იმ რეფორმების წახალისებაში, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. აღნიშნული თანხა, ევროკომისიამ ევროპული სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის (European Neighbourhood and Partnership Instrument (ENPI)) ფარგლებში გამოყო. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/y/cjksn.jpg“Soccernet-თან” ინტერვიუში “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ის თავისი კლუბის ერთგულია და არსად გადასვლას არ აპირებს … მიუხედავად ამისა, 100% -ით გამორიცხული მაინც არ არის მისი “ლივერპულში” მოსვლა. მას საკმაოდ მტიკცედ უკავშირებენ “წითლებს”. ჰარის 1 წლიანი კონტრაქტიღა აკავშირებს “ოთხეულში” შესულ დებიუტანტ “ტოტენჰემთან.” გარდა ამისა, არც შემოთავაზებები ჰქონია გაგრძელებისა. მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩქარობს ახალი კლუბის მოძებნას. “მე ტოტენჰემის” ერთგული ვარ. მინდა რომ დავრჩე აქ და 1 წლიანი კონტრაქტიც მაკავშირებს. ახლის შემოთავაზების შემთხვევაშიც სიამოვნებით დავთანხმდები.” ჰარი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი იყო “ლივერპულის” მენეჯერობისა, თუმცა ისიც გამოირიცხა … წყარო: soccernet.espn.go.com View the full article
-
ასოციაცია “Global Star“-ი 18-20 ივნისს, „Georgia Palace Hotel“-ის მიერ დაგეგმილ სეზონის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. რის შემდეგაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია, ასევე, სამუშო შეხვედრები აჭარის რეგიონში მოქმედ რესტორნებსა და სასტუმროებთან. ასოციაცია „Global Star“-ი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და კულტურის, ძეგთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სასტუმროების ევროპის ერთიან სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, საქართველოს სასტუმროების კლასიფიკაციის (ვარსკვლავების მინიჭების) ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სასტუმროების წარმომადგენლებისათვის სემინარების საშუალებით ევროპის ერთიანი სტანდარტის მოთხოვნების გაცნობას უზრუნველყოფს. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ასოციაციის მიერ შესრულებული რიგი აუდიტებისა და მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, სასტუმრო „ღივერ შიდე“„River Side“-ს (თბილისი, ბროსეს ქუჩის შესახვევი) სამვარსკვლავიანი კატეგორია მიენიჭა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. სასტუმროს ხელმძღვანელობამ სერვისების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, გარკვეული რეორგანიზაციული ღონისძიებები დაგეგმა, რის შედეგადაც „River Side“-ის მენეჯმენტს შესაძლებლობა ექნება დააკმაყოფილოს არსებული კლასიფიკაციის სისტემის უფრო მაღალი კატეგორიის მოთხოვნები და ყველა საჭირო ცვლილების წარმატებულად განხორციელების შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღებს ოთხი ვარსკვლავის შესაბამის კატეგორიას. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/avari-150x150.jpgდღეს დილით აღმაშენებლის ხეივანში #15 ავტობუსისა და “აუდის” მარკის ჯიპის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან შვიდი ავტობუსის მგზავრია, სამი კი - “ჯიპის”. დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და მე-4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიდი დიღმის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ამის შესახებ ჟურნალისტრებს მერიის კულტურისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა. ამ დროისთვის ავარიის შედეგად დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ექიმების შეფასებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის. გოგა ბერიძე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/avaria.jpg itvს ლინკი
-
http://a.pix.ge/h/06jh6.jpgმარტინ შკრტელი დამწუხრებულია რაფაელ ბენიტესის წასვლით, თუმცა იმედოვნებს, რომ ახალ მწვრთნელზეც დიდ შტაბეჭდილებას მოახდენს, რადგან მას მხოლოდ “ენფილდზე” უნდა თამაში … სლოვაკი მცველი აცხადებს, რომ ძალიან დასწყდა გული ესპანელის წასვლის გამო. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია, ის სწორედ ბენიტესმა მოიყვანა გუნდში და სწორედ “წითლების” რიგებში მიაღცია უდიდეს წარმატებასაც. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტინი სიამოვნებით გაჰყვებოდა რაფას, მას მხოლოდ ენფილდზე უნდა კარიერის გაგრძელება. “მე ვიმუშავებ ძალიან ძლიერად, რათა დავანახო ახალ მწვრთნელს ჩემი შესაძLებლობები. ყველაფერს ვიზავ, რომ შემდეგ სეზონში “ლივერპულის” სტაბულური ფეხბურთელი ვიყო.” იგი ტრამვირებული იყო, თუმცა განაცხადა, რომ 3-4 დღეში სრულად შეეძლება ვარჯიშების განახლება. წყარო: ლივერპულის ოფიციალური საიტი View the full article
-
10-11 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინას, სადაც დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან… ლინკი მედიანიუსზე
-
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სტივ ბერდი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ გალში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისინი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. ეს წყაროები სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ბერდის თქმით, რა ხდება დღეს გალში, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გალის რაიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, ჭრილობები მიიღეს სხვა პირებმაც, ადგილი ჰქონდა დაკავებათა რიგს და გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწყვის შესახებ. ბერდი ამბობს, რომ გალში ვითარების დეტალები მისთვის უცნობია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს რეგიონში. ”მას (მისიას) არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა.” ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. ”თავშეკავება არის საჭირო იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას” არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. სრული ინფო(netgazeti.ge)