planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საინტერესო დაპირისპირება გველოდება დღეს 22.30 საათზე, სტადიონ Soccer City Stadium–ზე ბრაზილიისა და კოტ დ'ივუარის ნაკრებთა შორის. . პირველი შეხვედრა ბრაზილიამ 2:1 დაამარცხა ჩრდილოეთ კორეა, ხოლო აფრიკელებმა კი პორტუგალიასთან ფრე ითამაშეს 0:0. ეს გუნდები აქამდე არასდროს არ შეხვედრიან და ფავორიტად მიჩნეულ ბრაზილიას საკმაოდ უხერხული მეტოქე ჰყავს. მატჩს მოემსახურება ფრანგი სტეფან ლანოი. იხილეთ fanebi.com
-
2010 წლის 19 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერად მარგველთა მეტოქე ავსტრიული ფეხბურთის ერთპიროვნული ლიდერი, ქვეყნის ჩემპიონი, ზალცბურგის საფეხბურთო კლუბი ”რედ ბული” გახლდათ. იხილეთ fanebi.com
-
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, დაპირებისამებრ გუნდის უკლებლივ ყველა წევრი შეკრიბა და მათთან მეტად მნიშვნელოვანი საუბარი გამართა. იხილეთ fanebi.com
-
უკვე დიდი ხანია ჩვენი საიტი ქართველ და არამარტო ქართველ ფეხბურთის გულშემატკივარს ემსახურება.ბევრს ჰქონდა კიდეც სურვილი ჩვენთან ემუშავა და ჩვენს საიტზე დაწერილიყო მისი სტატიის ბოლოს საამაყო სახელი და გვარი.ამიერიდან ამის შესაძლებლობა გეძლევათ.გამოგვიგზავნეთ თქვენი სტატიები მაილზე info@fanebi.com და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ყველა გამოვაქვეყნოთ. გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები და აზრები 4000 -მდე ადამიანს,ჩვენ არ გზღუდავთ,იყავით ფეხბურთის ფანი Fanebi.com-თან ერთად. იხილეთ fanebi.com
-
რამდენიმე წუთში იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მეორე მატჩში ჩაატარებს და ახალ ზელანდიას შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონები, რომლებიც წლევანდელი მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლებიან, პარგვაისთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. იტალიაში ყველა გამოცემამ დაწერა, რომ ასეთი თამაშით ლიპის გუნდს სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდა, თუმცა გამოცდილი სპეციალისტი არ ღელავს და ამბობს, რომ ჯგუფიდან აპენინელები აუცილებლად გავლენ, ფლეი-ოფში კი სწორედ ის თამაში იწყება, რომელშიც იტალია ძალიან ძლიერია. იხილეთ fanebi.com
-
vso_image_resizer4_setup ციფრული ფოტოების რედაქტორი View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/kuyt_1.jpg გთავაზობთ დირკ კიუტის ფოტოებს იაპონიის წინააღმდეგ… ლივერპულის მეთვრამეტე ნომერმა დირკ კიუტმა დღეს 90 წუთი ითამაშა მისი ნაკრების მაისურით იაპონიის წინააღმდეგ, ეს თამაში ჰოლანდიელებმა იაპონელებს 1–0 სძლიეს. ჰოლანდიელებმა მხოლოდ 53–წუთზე შეძლეს გოლის გატანა, როდესაც დირკმა ჩააწოდა კუთხური ბურთი მიუვიდა ინტერის ათიან ვესლი სნეიდერს და შეაგდო კიდევაც ბურთი იაპონელთა კარში. ჰოლანდიელები ამჟამად E ჯგუფის ლიდერები არიან. ეხლა კი გთავაზობთ დირკის ფოტოებს იაპონიის წინააღმდეგ: http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/kuyt_22.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/kuyt_3.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/kuyt_5.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/kuyt_6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/dirk_10.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/dirk_11.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/dirk_end_shot.jpg View the full article
-
გაზიარება [სალომე ცეცხლაძე. 21:08 19-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBz5rqonMII/AAAAAAAAD0o/iOQmInLUQjg/s200/mishaia.gif"ფილოსოფია, რომლის უკანაც პირადად მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი და მდგომარეობს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია - ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი, გვყავს თავისუფლად არჩეული ადგილობრივი მთავრობა, გვყავს ერთმანეთისაგან განსხვავებული სტრუქტურის პოლიტიკური პარტიები... თუ ეჭვი გეპარება ღია საზოგადოებაში, ვერ განავითარებ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 ივნისს ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე. კადრები ტელეკომპანია "მაესტრომ" მოგვაწოდა. თემას შაბათს ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტმეტრში" განიხილავენ. გარდა იმისა, რომ გუშინ მთელი დღე საუბარი იყო ერთ ქართულ საოცრებაზე - როგორ დაიკარგნენ ნაციონალები კონსტიტუციის თარგმანში და როგორ გაუგზავნეს ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტის შეცვლილი ვერსია, დღეს ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ვენეციაში ქართული მედიაც გვარიანად მილანძღა და ჟურნალისტებს, საუკეთესო შემთხვევაში, სულ საძაგლები უძახა. მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, თავისუფალი მედია თავისთავად გამორიცხავს "აგრესიულსა და საძაგელს". მისი თქმით, საქართველოში არის როგორც თავისუფალი გაზეთები, რადიოები და ტელევიზია, ასევე საკმაოდ აგრესიული და არაგამჭვირვალე სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაც. ქორიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არც ისე დემოკრატიული გარემოა, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელისუფლებიდან, თქვას, რომ ეს არის "აგრესიული და საზიზღარი მედია" - თუ რამე მავნე ჩვევა აქვს ჩვენს მედიას, ერთ-ერთი პირველი ხელისუფლების დამსახურებაა. მედიაექსპერტის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი დაეწესებინა ელექტრონულ მედიასაშუალებებზე საქართველოში. კითხვაზე, როგორია პრეზიდენტის დამოკიდებულება ქართული მედიის მიმართ, ექსპერტი პრეზიდენტის სიტყვებსვე იმეორებს: "აგრესიული და საძაგელი". ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს მიაჩნია, რომ რადგან სააკაშვილმა მედიის მიმართ ასეთი რაღაც თქვა, ე.ი თემა მისთვის პრობლემატურია და ის გულწრფელი იყო. "მე არ ვიცი, რა აზრი ჩადო პრეზიდენტმა თავისივე სიტყვებში. ფაქტია, რომ მისი ამ სიტყვების გაგონება ჟურნალისტთა ნაწილს არ სიამოვნებს - ეტყობა, პრეზიდენტმა ეს შეგნებულად გააკეთა", - აღნიშნა პაიჭაძემ. მედიაექსპერტი ია ანთაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობაში პრობლემა არა იმდენად პრეზიდენტის განცხადებები, მისი კრიტიკაა, არამედ რეალური მდგომარეობა - როცა ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მედია უნდა აკონტროლოს, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. "გაცილებით საშიში ისაა, რომ საინფორმაციო პოლიტიკა ნაციონალურ ტელევიზიებზე გაკონტროლებულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტი ამბობს, მედია მის მიმართ მტრული და არამეგობრულია. ამავე დროს, მედიის პოლიტიკა არ არის, იყოს მეგობრული პრეზიდენტის და ხელისუფლების მიმართ". ანთაძის თქმით, მედიის დანიშნულებაა, აჩვენოს სიმართლე, რეალურად აღწეროს მოვლენები. თუ გარემო არის ხელისუფლების მიმართ არამეგობრული, ცხადია, მედია ვერ იქნება მეგობრული. "სინამდვილეში მედია გაცილებით არამეგობრული უნდა იყოს, თუნდაც ის ნაციონალური არხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ", - ამბობს ანთაძე. მისი თქმით, მიუხედავად პრეზიდენტის მხრიდან მედიის შოკისმომგვრელი ფორმით დახასიათებისა, ფორმაზე უფრო შინაარსია მნიშვნელოვანი. "სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რომ ეთქვა, მედია ჩემ მიმართ არამეგობრულიაო, არავის გაუკვირდებოდა, რადგან ეს მისი მოვალეობაა. პრეზიდენტმა ამით თითქოს ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული მედია გვაქვს. ნეტავ, მართლა ასეთი "საძაგელი" იყოს ჩვენი მედია", - ამბობს ანთაძე. პრეზიდენტის პრესპიკერ მანანა მანჯგალაძის თქმით, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მის უფლებამოსილებას სცილდება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ალანა გაგლოევამ კი მანჯგალაძესთან გადაგვამისამართა: "იქნებ მანანას დაურეკოთ, მანანა არის პრესსპიკერი და ის უფრო კარგად გაგცემთ მაგაზე პასუხს". მოგვიანებით გაგლოევამ გვითხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ელჩთან იტალიაში, კოტე გაბაშვილთან კომენტარის ჩაწერა იყო. "რეზონანსმა" მასთან იტალიაში დაკავშირება ვერ შეძლო. "რეზონანსი" View the full article
-
გაზიარება 21:03 19-06-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBz4ro1NjLI/AAAAAAAAD0g/aHDhfGZavfI/s200/goga+xaindrava.gif30 მაისის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის იმედი აღარ არსებობს , - ამის შესახებ "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ გუშინ, რადიო "პალიტრის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ხაინდრავამ მიუნხენში ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ახალი სტრატეგიის დასაგეგმავად შეიკრიბნენ. "ისინჯება ხედვები და მზადყოფნა რადიკალური ქმედებებისთვის. საქართველოში რადიკალიზმი არ ყოფილა. რადიკალიზმი იყო საბერძნეთსა და ტაილანდში", - განაცხადა ხაინდრავამ. მისივე თქმით ამ ეტაპზე პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები ამოწურულია და ახლა საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას. "სააკაშვილის რეჟიმის ხელში რაიმე სახის დემოკრატიაზე საუბარი ამ არჩევნებით დასრულდა. არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მე არ მინახავს. ამ ვითარებაში გამოსავალი აჯანყებაა", - განაცხადა ხაინდრავამ. "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გააკრიტიკა ოპოზიციის იმ ნაწილის ქმედებები, რომლებიც საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ. "ჩემი აზრით, აბსოლუტურად დაუშვებელია ითანამშრომლო ხაზინის ქურდ გიგი უგულავასთან. ეს პოლიტიკურად და ზნეობრივადაც მიუღებელია", - განაცხადა ხაინდრავამ. interpressnews.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
დღეს ჩვენი საიტის რეზერვის გუნდმა დაამარცხა GEOPES-ის გუნდი “გამანადგურებელი” ანგარიშით 20:0. აღსანიშნავია თითოეული ჩვენი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს რეზერვის გუნდს http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://i056.radikal.ru/1006/b5/34360c3bc27b.jpg View the full article
-
http://cdn.picapp.com/ftp/Images/2/4/8/0/03.JPG?adImageId=7935537&imageId=2763976“ესპანელები ამჯერადაც მაგრები არიან მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სახლში ისევ პირველები ბრუნდებიან” – პეპე რეინამ სცადა ამ “აქსიომის” სიმცდარეშე დავერწმუნებინეთ… ესპანეთი 0:1 შვეიცარია, მატჩი, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად “უძლეველი არმადის” მარცხით დასრულდა, მსოფლიო ჩემპიონატის სენსაციად იქცა. ფეხბურთის გულშემატკივართა აზრით, ნაკრები, რომელიც აქამდე 2010 წლის მუნდიალის ფავორიტად ითვლებოდა ძველ სიძლიერეს კარგავს. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, პეპე რეინამ თავისი ქვეყნის ნაკრების და საერთოდ მუნდიალის შესახებ ისაუბრა: “ყველასათვის ნათელია, შვეიცარიასთან მატჩში დავმარცხდით. ეს თამაში ესპანეთის ნაკრებისთვის უკან გადაგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. თითოეული ჩვენთაგანი უდიდეს იმედგაცრუებას გრძნობდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. 2 მატჩი გველის წინ და ახლა კონცენტრირებას მასზე ვახდენთ. შესაძლოა ეს მარცხი ჩვენს ნაკრებს სასიკეთოდ წაადგეს. მომავალში უფრო მეტი შემართებით გავალთ სტადიონზე.” ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში თავდაჯერებული, მტკიცე გადაწყვეტილებით ჩავიდა – ბოლომდე უნდა იბრძოლოს დანარჩენ 31 ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად. ” ჩვენ არასდროს ვამეტებთ თავს სხვა რომელიმე ნაკრებს, თუმცა ისიც ვიცით, რომ ბევრი ფავორიტად მიგვიჩნევს. 2010 წლის მუნდიალზე ბევრი ნამდვილად კარგი ნაკრები ასპარეზობს, როგორებიც ბრაზილია, არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და კიდევ ბევრი გუნდია. თუმცა ერთი რაღაც თითოეულმა ჩვენთაგანმა გაითავისა – გვსურს მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე დავიხარჯებით ამისთვის. წინასწარ ვერასოდეს იტყვი რა იქნება მომავალში, განსაკუთრებით , როცა საქმე ფეხბურთს ეხება. მაშინ, როცა სტადიონზე გადიხარ, შვეიცარიისნაირი მეტოქე გხვდება, რთულია გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხო და ადვილად სძლიო მას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა პირველ მატჩში, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – ესპანეთის ნაკრების დროც დადგა, მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენი მომომავალი ჩვენს ხელთაა. პეპე რეინამ ფერნანდო ტორესის შესახებაც თქვა რამოდენიმე სიტყვა: “ფერნანდო უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ჩვენთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მომდევნო მატჩებში აუცილებლად გაიტანს გოლებს. შესაძლოა, ის ჯერ კიდევ არ იყო 100%–ით მზად თამაშისთვის. მაშინ, როდესაც დაახლოებით 2 თვეა სტადიონზე არ გასულხარ, რთულია ჩვეულ ფორმაში მალე ჩადგე. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს თავისი ქვეყნის წარმატებისათვის!” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://www.oknation.net/blog/home/blog_data/102/40102/images/royhodgson.jpg”THE MirroR” -ის ინფორმაციით, ლივერპული მომდევნო კვირას ეცდება როი ჰოჯსონის გადმობირებას. 62 წლის ჰოჯსონმა 2 წლის წინ გადაარჩინა ფულემი პრემიერ ლიგიდან გავარდნას და წელს მოახერხა ევროპის ლიგის ფინალში გასვლა. მოლაპარაკებები ხუთშაბათს ან პარასკებს გაიმართება. BBC სთან მიცემულ ინტერვიუში კი ჰოკსონმა განაცხადა: ”მე ჯერჯერობით ფულემის მწვრთნელი ვარ” ”მე ბედნიერი ვარ ფულემში, მართალი რომ გითხრათ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება მაგრამ მე ვერცერთს ვერ გეტყვით წყარო: http://assets2.liverpoolfc.tv/uploads/mediawatchlogos/mw_logo_general_press.png View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/images1.jpegკრეატიული სტუდია “iGeo”-ს ორგანიზებით პროექტის “ვიმეგობროთ უსინათლოებთან” ფარგლებში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა.ანთოლოგიებში 40 მდე თანამედროვე მწერლისა და 60-მდე პოეტის ნაწარმოებია შესული.ნახეთ,ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/usinatloeb.jpg itvს ლინკი
-
gtn.ge- სახალხო დამცველის ოფისი შენობას იცვლის
planetanews posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/3838-300x250.jpgსახალხო დამცველის ოფისი ვაკეში, ნინო რამიშვილის #6-ში მდებარე “საქპატენტის” შენობაში ორშაბათიდან გადავა .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც “ინტერპრესნიუსს” “საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ღვალაძემ განუცხადა, “საქპატენტი” შესაძლოა, მაჩაბლის ქუჩაზე, სახალხო დამცველის ყოფილ შენობაში გადავიდეს. ”ამ დროისთვის “საქპატენტი” ვაკეში, ძველ მისამართზე რჩება. ჩვენ ამ მისამართზე სამი შენობა გვაქვს, აქედან ერთს სახალხო დამცველის ოფისი დაიკავებს, ორში კი ჩვენ დავრჩებით. შესაძლოა შემდეგ მაჩაბელზე გადავიდეთ”,- აღნიშნა ღვალაძემ. მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისს ახალ შენობაში გადასვლის პროცესი დაწყებული აქვს. Share View the full article -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/500px-plusminussvg-150x150.pngზურაბ ნოღაიდელის განცხადებით მიუნხენში ოპოზიციური გაერთიანების და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული რეცეპტი არ შემუშავებულა. ნაღაიდელი ოპოზიციური გაერთიანების დეტალებსა და გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ გაერთიანებაში შესვლა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეეძლება და არანაირი ,,მინუს ფორმულა” არ იმუშავებს. ნოღაიდელი ამბობს რომ ოქრუაშვილთან შეხვედრას არა ეროვნული საბჭოს არამედ მოძრაობა ,,სამართლიანი საქაღთველოს” სახელით აწარმოებდა http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/nogaidel.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg სამხრეთ კავკასიის ლიდერებმა რეგიონალურად უნდა იაზროვნონ და ამის წასახალისებლად ევროკავშირმა აქ სპეციალური წარმომადგენლები უნდა შეინარჩუნოს თომას დე ვაალი მათ, ვინც სამხრეთ კავკასიასთან მუშაობს, იმის გაგონებაზე, რომ ევროკავშირის ახალი, საგარეო საქმიანობის სამსახური სამხრეთ კავკასიაში თავისი სპეციალური წარმომადგენლის პოსტის (EUSR) თავიდან მოცილებას განიხილავს, განგაშის ტალღამ გადაუარა. და მაინც რა საჭიროა ევროკავშირის ახალ, პოსტ-ლისაბონურ ერაში პოსტი, რომელიც შვედ დიპლომატს, პეტერ სემნების უკავია? უპირველესად ყოვლისა იმიტომ, რომ ამ ქვეყნების ძველმოდური ვერტიკალური იერაქრქიებისთვის პერსონალიებს მნიშვნელობა აქვს. იმ ორ და სამ ლიდერს, რომელიც აქ საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს, მოსწონს, როდესაც ერთი, მუდმივი თანამოსაუბრე ყავთ, ის, ვისთანაც საქმის დაჭერა შეიძლება. EUSR-ის შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ლიდერებს ჰენრი კისინჯერის კითხვაზე „ რა ნომერია ევროპის ტელეფონი“ პასუხი მზად ჰქონდათ. რამდენიმე შემთხვევაში წარმომადგენლების დიპლომატიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სემნების წინამორბედმა, ფინელმა ჰეიკი ტალვიტიემ (Heiki Talvitie) 2004 წელს საქართველოს ავტონომიურ პროვინციასთან, აჭარასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას შეუწყო ხელი. 2008 წლის ივნისში, გვიანი ღამის მოლაპარაკებებით, სემნებიმ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა არ გამოეცხადებინა რუსული სამშვიდობო ძალები აფხაზეთში არაკანონიერად და ამით აფხაზეთი პოტენციური კონფლიქტისგან იხსნა. სამწუხაროდ, ვერც მან და ვერც სხვებმა იგივე ილეთის ჩატარება ვეღარ მოახერხეს ორი თვის შემდეგ, როდესაც სამხრეთ ოსეთის კრიზისი ომში გადაიზარდა. მეორე, საერთაშორისო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ შებოჭილი იქნება, თუ ის სამ ორმხრივ ურთიერთობად გარდაიქმნება, ურთიერთობად საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. იმისთვის, რომ ამ რეგიონს იმედისმომცემი მომავალი ჰქონდეს, მან საბოლოოდ, როგორც რეგიონმა, ისე უნდა იმოქმედოს. ამას მოყვება კონფლიქტების გადაწყვეტა, დანგრეული სარკინიგზო ქსელების აღდგენა, საბაჟო ბარიერების მოხსნა და საზღვრების გახსნა ისე, რომ ის რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის მიმზიდველ, ღია ტრასად იქცეს. დღეს ძალიან ბევრი ფეოდალი კავკასიაში არსებული მდგომარეობის გამო თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან დახურული საზღვრები მათ თავისი კარტელებისა და მონოპოლიების შენარჩუნებისა და მათი მამულების კონტროლის საშუალებას უტოვებს. გარდაუვალია ის, რომ ერთი ქვეყანისთვის შექმნილი დღის წესრიგი, ბაქოს, თბილისისა და ერევნის მთავრობებს აიძულებს მხოლოდ ქვენის შიგნით იყუროს და დაივიწყოს რეგიონალური თანამშრომლობა. ეს კი განხეთქილებას ჩაცხრობის ნაცვლად, გააძლიერებს. რეგიონალური ინტეგრაციის ქმედითი ლობირება მხოლოდ იმ გარეშე პირს შეუძლია, ვინც მთელს რეგიონზე მუშაობს. ეს ყველაფერი აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში სამი პირქუში კონფლიქტის გადაწყვეტაზე მუშაობასაც ნიშნავს. 2008 წლის ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი გარე სამყაროსთვის დახურულია, მაგრამ სემნებიმ მოახერხა შეენარჩუნებინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობასთან – ამას თბილისში მჯდომი დიპლომატები ვერ გააკეთებს. (სემნების პარალელურად, ევროკავშირის დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე პიერ მორელი ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში. ეს ამაო ამოცნა ბოლოს და ბოლოს უნდა გადაიხედოს, რადგან ჟენევის მოლაპარაკებები მთლიანად ჩიხშია შესული). და მესამე გადაუწყვეტელი სოხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი რეგიონში, მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, ყველაზე დაფარული და სახიფათოა. ევროკავშირს ამჟამად სამშვიდობო პროცესში სათანადო როლი არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ერთ-ერთია მიმსკის პროცესში მონაწილე სამ შაუამავალს შორის. ადრე თუ გვიან ეს ძალაგამოცლილი სამშვიდობო პროცესი ახალ ენერგიას მოითხოვს და ევროკავშირს იმ როლის შესრულება მოეთხოვება, რომელიც მან პოს-დეიტონის ბალკანეთში შეასრულა – აღმშენებლობის, კონტროლის და პოლიტიკური რეფორმების გარანტორის. მაგრამ ამას ისევ და ისევ ადრე ნახსენები წარმომადგენელი დასჭირდება, რათა დაამტკიცოს, რომ ამ ევროკავშირს მშვიდობიან ცვლილებებში შუამავლის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს. სამხრეთ კავკასია ევროკავშირის ყველაზე არამდგრადი მეზობელია და პოტენციაში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამას ერთი წარმომადგენლის მარჯვე და პერსონალური ხელმძღვანელობა სჭირდება იმისთვის, რომ მისია მიღწევადი გახდეს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ucxoe-150x150.jpgუცხოეთის ამბები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ucxoeti1.jpg itvს ლინკი
-
http://realmadrid200708.files.wordpress.com/2009/06/manuel-pellegrini-4.jpgჭორებმა იმის შესახებ, რომ მანუელ პელეგრინიმ უკვე გააფორმა კონტრაქტი, საკმაოდ იმძლავრა. ის მალე ოფიციალურად გახდება “ლივერპულის” ახალი მწვრთნელი. … ClickLiverpool – იტყობინება, რომ წინა ღამეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მანუელ პელეგრინიმ “წითლების” მწვრთნელის პოსტი დაიკავა. View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01213/steven-gerrard-eng_1213714c.jpg2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “ციებ–ცხელება” თითქმის ყველას შეეყარა. ყველა თავისი ფავორიტი ნაკრების იმედი მაქვს. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა თანაგუნდელების და ნაკრების შესახებ ისაუბრა. …2010 წლის მუნდიალი სულ უფრო და უფრო უცნაური ხდება. მსოფლიოს წამყვანი ნაკრებები, რომლებიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, არც თუ ისე კარგად ასპარეზობენ და ამ ტიტულს ნელ–ნელა თმობენ. ინგლისი მუნდიალზე არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობს, ფაქტია, ამერიკასთან მატჩში უფრო მეტი შეეძლო. ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: “უეინ რუნი ის ადამიანია, რომლისაც ინგლისის თითოეულ გულშემატკივარს უნდა სჯეროდეს. ის მსოფლიოს ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ საგოლე მომენტები შევუქმნათ მას, რათა უფრო და უფრო წინ წავიდეთ. ვფიქრობ, ნაკრებში თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ესმის ერთმანეთის. მე კი მსიამოვნებს მაღალი დონის ფეხბურთელების გვერდით ერთ ნაკრებში ყოფნა. არ შემიძლია არ გავიხსენო ამერიკასთან მატჩი. ეს თამაში ფრე, 1:1 დასრულდა და ვფიქრობ მეტი შეგვეძლო. ჩვენ 3 ქულაზე ვიყავით კონცენტრირებული. წესით, შემდეგმა მატჩებმა უფრო და უფრო კარგად უნდა წარმოაჩინოს ჩვენი სიძლიერე და მოტივირებულობა. თუმცა არ ვიცი რა მოხდება… 2010 წლის მუნდიალის ფინალამდე გზა ბევრი წინააღმდეგობით იქნება სავსე, თუმცა ეს ჩვენი შანსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება.” წყარო: sport.scotsman.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/bakur-kvezereli-150x150.jpgსაქართველო 1962 წლის შემდეგ მეორედ ღვინის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kvezereli.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/gggggggggggg-150x150.jpg„კონსერვატიული პარტიისა” და „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლებმა დღეს იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესი გააპროტესტეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ipodromi.jpg itvს ლინკი