Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. წლევანდელი უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ყველაზე დაძაბული მეოთხედფინალური შეხვედრა შოტლანდიელმა ენდი მარეიმ (4) და ესპანელმა დავიდ ფერერმა (7) ჩაატარეს. ბრიტანელმა პირველი სეტი თაიბრეიკით დათმო, თუმცა მომდევნო სამში იმარჯვა (ორში თაიბრეიკით, ერთიც 6:4 მოიგო) და კარიერის განმავლობაში ზედიზედ მეოთხედ გააღწია უიმბლდონის ნახევარფინალში.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=fa74d1f1-ce49-4130-9877-561171001cda.jpg&size=500 View the full article
  2. ფორმულა ერთში მიხაელ შუმახერის მომავალი ექვს კვირაში გაირკვევა. სწორედ მასზეა დამოკიდებული „მერსედესის“ შემდგომი ნაბიჯი საკადრო საკითხში. თუ შუმახერი დარჩება, სამქიმიანებსაც აღარ მოუწევთ ახალი პილოტის ძებნა, თუ წავა, მაშინ მისი შემცვლელი იქნება მოსაყვანი.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=ac399106-6a13-4e5d-84e3-6703d1f65fc8.jpg&size=500 View the full article
  3. უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას ყაზახეთის "აკტობე" ქუთაისში გამართავს. გაევროპელებული შუააზიელები სავარდო და სამაისო ქალაქს დღეს 13:00 საათზე ეწვივნენ და სასტუმრო "იმერში" დაბინავდნენ. ვარჯიში სტუმრებმა საღამოს 8 საათზე დაგეგმეს, ნახევარი საათით ადრე კი, “ცენტრალურზე”, "აკტობეს" მთავარმა მწვრთნელმა - ვლადიმირ მუხანოვმა პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრა კლუბის პრესატაშემ - მარატ ჯუმბაევმა გახსნა, რომელიც შეკრებილებს ქართულად მოგვესალმა და შემდეგ მშობლიურ ენაზე კლუბის წარმატებებზე გვესაუბრა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=39836e70-496c-41db-b873-e007916663b6.jpg&size=500 View the full article
  4. როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული დიდი ალბათობით წლევანდელი უიმბლდონის ჩემპიონი გახდება. ბაზელელი და ბელგრადელი ჩოგბურთელების სანუკვარი მიზანი პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის კიდევ ერთხელ მოგებაა, თუმცა, პარასკევს, 6 ივლისს გასამართ მატჩს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს. საქმე ისაა, რომ როჯერ ფედერერს მსოფლიოს რეიტინგსიაში მოწინავე პოზიციაზე დაბრუნების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუკი უიმბლდონს მოიგებს, ხოლო ჯოკოვიჩი ფინალში ვერ გავა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=47c32b4b-4033-4e54-bc29-4ebe401a1d9d.jpg&size=500 View the full article
  5. ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური რაუნდი მერაბ გაგუნაშვილის (2578) გარეშე ჩაივლის. ქართველმა მოჭადრაკემ ნახევარფინალურ რაუნდში 12.5 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე გავიდა, მომდევნო ეტაპის საგზურს კი მხოლოდ ლიდერთა სამეული იღებდა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=2c8e2592-0ddc-476a-8a0c-2cd540367b96.png&size=500 View the full article
  6. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ქუთაისის "ტორპედომ" ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მიიღო. ქუთათურთა მიერ მოპოვებულმა წლევანდელმა ბრინჯაომ რიონისპირელებს უეფას ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მისცათ. ბუნებრივია, ევროპულ ასპარეზზე გამოსვლა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. შესაბამისად, ქუთაისში ევროპის ლიგის პირველი თამაშის მიმართ ცხოველი ინტერესი სუფევს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=8b2a4e8a-2a7f-4c76-9890-5cf485c8aedf.jpg&size=500 View the full article
  7. 5 ივლისს, 11:45 საათზე, პარლამენტის აპარატის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. მის: ქუთაისი, მთავრობის სახლი 5 ივლისს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. 5 ივლისს, 12.00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ხაშურის რაიონის სოფელ გომში, საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებენ. 5 ივლისს, 12.00 საათზე, ‘ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის’ სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელობა ზუგდიდში, ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ ადგილობრივ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: ‘ქალთა აქტივობა პოლიტიკაში და ედპ-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა დიასახლისის სოციალურ სტატუსთან დაკავშირებით’. მის: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #52 5 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება. 5 ივლისს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `ახალი პრემიერ-მინისტრი და მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა’. მის: ჟ. კალანდაძის ქ.#3 5 ივლისს, 13:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში ‘ქართული დასის ლიდერი’ ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘საარჩევნო კოალიციები’. 5 ივლისს, 13:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (ორ წიგნად) პრეზენტაცია გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი 5 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თეთრიწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება, ასევე ‘კოდის’ მეფრინველეობის ფაბრიკას მოინახულებს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება. 5 ივლისს, 13.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე გორში, ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ სტუდენტებს შეხვდებიან. მის.: სტალინის ქ. #7 5 ივლისს, 14:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები საპროტესტო აქციას გამართავენ. 5 ივლისს, 14:00 საათზე, ‘მწვანეთა პარტიის’ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `ენერგეტიკის სამინისტრომ `მადნეულის’ რუს მეპატრონეებს ბოლნისის მოსახლეობის მოწამვლის უფლება 13 მილიონად მიჰყიდა’. მის: კანდელაკის ქ. #55 5 ივლისს, 15:00 საათზე, გორში, კოალიციის – ‘არჩევნის თავისუფლებისთვის’ და გორის ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის’ ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით. 5 ივლისს, 15.30 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე პედაგოგებს შეხვდებიან. მის.: თავისუფლების მოედანი #3, სასტუმრო ‘ციტადინი’ იხილეთ epn.ge
  8. ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, დღეს, 4 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მინისტრები იქნებიან ღია და თითოეული პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ყურადღებას მიაქცევენ. აგრეთვე მთავრობა იქნება ღია პრესისა და მოქალაქეებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ქართული მედიისთვის მცირე დროის დათმობის გამო პრემიერ-მინისტრმა გუშინ, 3 ივლისს, მოიბოდიშა. 5 ივლისი, 2012 - 00:01 5 ივლისი, 2012 - 00:01 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/24fb6c1226b6fcc74c6d2c41c7a437d5.jpg სრული ტექსტი View the full article
  9. ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ახალი დირექტორის, ვასილ კობაიძის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის თქმით, „პირველი სტერეოს“ ტექნიკა მაუწყებლის ხელმძღვანელობის განკარგულებაშია და ყოფილი მფლობელის, დავით ზილფიმიანის კაბინეტში არსებული აპარატურაც მათ ეკუთვნით. 4 ივლისი, 2012 - 22:46 4 ივლისი, 2012 - 22:46 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/yeaaaa.jpg სრული ტექსტი View the full article
  10. “უარი თქვა კომენტარზე? კარგი რა. კი, სიუჟეტში ვიტყვით, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ თემაზე ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ეს უთხრა მაყურებელს?”- პასუხობს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი, ირინა ყურუა ჟურნალისტს, რომელიც სიუჟეტს საინფორმაციო პროგრამა “მაცნესთვის” ამზადებს. 4 ივლისი, 2012 - 22:01 4 ივლისი, 2012 - 22:01 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/100_0325.jpg სრული ტექსტი View the full article
  11. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7186391392_461630500521367_1104516523_n.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძე წარუდგინა. სრულად ორიგინალი
  12. ##image#9810#1#სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად იმ­ყო­ფე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ჰერ­მან ვან რომ­პო­იმ, რო­მე­ლიც დღეს სა­ღა­მოს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა. მე­დი­ის­თვის გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რომ­პო­იმ გა­ნაც­ხა­და, რომ “სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თია” და ყუ­რად­ღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე და რე­ფორ­მებ­ზე, რო­მელ­მაც ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს­გა­რე­მოს შე­იქ­მნას შე­უწ­ყო ხე­ლი. თუმ­ცა, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­დერ­ნი­ზა­ცია უნ­და გაგ­რძელ­დეს და ამ მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო და შემ­დგომ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა. რომ­პო­იმ ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნაც­ხა­და, რომ ”პროგ­რე­სია თა­ვი­სუ­ფა­ლი, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბაც”. რომ­პოი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­საც შე­ე­ხო და გა­ნაც­ხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირს აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი მოგ­ვა­რე­ბის ძლი­ე­რი ინ­ტე­რე­სი აქვს. თა­ვის მხრივ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ წინ წა­ი­წია ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, რაც ქვე­ყა­ნა­ში და­მა­ტე­ბით ათა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნას შე­უწ­ყობს ხელს. მან ასე­ვე ყუ­რად­ღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კით­ხზეც. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ოქ­ტომ­ბე­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ დამ­კვირ­ვე­ბელს ეპა­ტი­ჟე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­დან. “გვინ­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღოს ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს პრო­ცე­სი უნ­და იყოს გამ­ჭვირ­ვა­ლე, გახ­სნი­ლი და ყვე­ლა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სა­გან გაწ­მენ­დი­ლი, მოს­ყიდ­ვი­სა­გან, ფუ­ლი­სა­გან, მით უმე­ტეს უც­ხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლი­სა­გან გაწ­მენ­დი­ლი იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ შევ­ძლოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა”, – გა­ნაც­ხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. View the full article
  13. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/1335572012-1-300x166.jpg შესავალი ვისაც გჯერათ, რომ სულ მალე სუპერთანამედროვე ქალაქი ლაზიკა გაშენდება, საქართველოს ყველა ქალაქი პარიზს და ნიცას დაემსგავსება და 37 ევროდ კიევში გადავფიქრდებით, წინ გადმოჯექით და ყურადღებით მომისმინეთ. ყველაზე ადვილი გზა, რომ ადამიანს თვალები აუხვიო, ფანტასტიკური და მისთვის სასურველი მომავლის შეთავაზებაა. სწორედ ასე ვტყუვდებით, აგერ უკვე რამდენი წელია, რეალურად კი სახეზეა: გაღატაკებული ერი ფეშენებელური კურორტები, რომელთაც რიგითი ქართველის ჯიბე ვერ წვდება უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი პოლიტიკური ნიშნით დევნა დახოცილი ახალგაზრდები და დაუსჯელი მკვლელები დაკარგული ჯარისკაცები და ჯარისკაცებთან ერთად დაკარგული ტერიტორიები პატიმრების წამება მშვიდობიანი აქციებისა და თავისუფალი ტელევიზიების დარბევა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერც ერთი დაპირების ხორცშესხმა ვერ ვიხილეთ, მთავრობა ძალას არ იშურებს ახალ-ახალი დაპირებებითა და ენთუზიაზმით აგვავსოს. CNN-ის რეპორტაჟი ამბიცია თუ რეალობა? კითხვას CNN-ის ჟურნალისტი, დაიანა მეგნი სვამს. ნაწყვეტი მისი სიუჟეტიდან „52 სახეობის ჩიტი, ბაყაყები და ძროხები, თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ ამ ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ, რომ აქ უნდა აშენდეს უმაღლესი სტანდარტების ქალაქი – ლაზიკა. ქალაქი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, იქნება საპორტო დამაკავშირებელი წერტილი (მათ შორის „აბრეშუმის გზის“ შემთხვევაში) და ქალაქი, რომელიც ბიზნესის სწორედ აქ დაბანდებისა და ეკონომიკის განვითარების საშუალებად იქცევა. საქართველოს მთავრობა, ფანტასტიკურ დაპირებებს იძლევა. შესაძლებელია კი, ეს რეალურად?“ ერთერთი მაცხოვრებელი ამავე სიუჟეტში ამბობს: „რატომ უნდა იყოს ახალი ქალაქის აშენება საჭირო, მაშინ როდესაც აგერ არის ქალაქი ფოთი, უკვე არსებული ქალაქი, რომლის რეკონსტრუქცია გაცილებით მარტივი იქნებოდა?“ „საქართველოს მთავრობის დაპირებით, ეს ქალაქი 5 წელიწადში აშენდება, ჯერჯერობით კი, ის ისევ ძროხებს ეკუთვნით, რომლებსაც აქვთ ცოტაოდენი დრო ტალახში ჩაწოლილები ლურჯი ცით დატკბნენ, დაიანა მეგნი, CNN, ლაზიკა, საქართველო“ – ასე მთავრდება სი-ენ-ენის რეპორტაჟი. რეალობა VS მთავრობის იდეები სანამ მთავრობა დაპირებებით იქაფებს პირს, ხოლო „ლაზიკაში“ ჯერ კიდევ ძროხების ყმუილი და ბაყაყების ყიყინი ისმის, მოდით, რეალობას გადავხედოთ. CNN-ის რეპორტაჟში, მაცხოვრებელის მიერ გამოთქმულმა აზრმა, ფოთელი ბლოგერის პოსტი გამახსენა, სახელად „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საჯუნგლეთში“, სადაც იმ საშინელ სიტუაციას აღწერს, რომელიც ფოთის სანაპიროზეა. რა თქმა უნდა კარგია, ლამაზი ქალაქი, სუპერთანამედროვე სიტუაციით, დასაქმების პერსპექტივითა და ზღვის ლამაზი ხედით, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა მაშინ, როცა გვერდით მდებარე ქალაქ ფოთში „სანაპიროზე მისვლამდე უნდა გაჩერდეთ, დაფიქრდეთ, როგორ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ისე, რომ ან “ფუნაში” არ ჩაყოთ ფეხი, ან მაზუტით არ დაგესვაროთ ტერფები და კიდევ უარესი არ შეგერჭოთ – შპრიცი” ქართველი რომ არ ვიყო და არ ვიცოდე რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ ბათუმი რომ მქონდეს ნანახი, ისიც ინტერნეტში ან ტელევიზორში და წარმოდგენა არ მქონდეს რა ხდება რეალურად, ვიფიქრებდი საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ახალ ქალაქს ააშენებს და ამ ქალაქით მიღებულ მოგებას სხვა ქალაქების და ზოგადად ქართველების კეთილდღეობას მოახმარსთქო, ცოტათი შემშურდებოდა კიდეც და მოვიწონებდი ამ ყველაფერს, მაგრამ როცა ვიცი, რომ დაუსახლებელი ტერიტორიები კი არა, დასახლებული გვაქვს მისახედი, რომ ფოთის პორტი და მიმდებარე ტერიტორია სამარცხვინო მდგომარეობაშია, მიჩნდება კითხვა: „ რას ემსახურება ახალი ქალაქის იდეა რეალურად?“ როგორ გავისქელოთ ჯიბეები, ანუ რას ემსახურება „ფანტასტიკური გეგმები“ წარმოიდგინეთ, რომ ნაგებობაა ასაშენებელი. მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1000 კვ/მ-ია. აქედან 500კვ/მ-ზე საძირკველია აშენებული, დანარჩენი 500 ცარიელია. ცარიელ ადგილზე ახალი საძირკველის აშენებით „მშენებელთა ჯგუფი“ მეტ მოგებას ნახავს, რადგან დამქირავებელი საძირკველისთვისაც და დანარჩენი საქმიანობისთვისაც გადაიხდის, ძველი საძირკველი კი ისე დარჩება. რას იზამდა კარგი დამქირავებელი ამ დროს? მშენებელთა ჯგუფს არსებულ საძირკველზე მოსთხოვდა სამუშაოს გაგრძელებას და ნაკლები ფინანსები დაეხარჯებოდა. ამ შემთხვევაში: „დამქირავებლის ჯიბე“ – საქართველოს ბიუჯეტია. „მშენებელთა ჯგუფი“ - საქართველოს მთავრობა, რომელიც ახალი „საძირკველის“ დახმარებით მეტ ფულს ჩაიჯიბავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშენებლობის დასრულება ვერ მოასწრო. „ცუდი დამქირავებლები“ - სამწუხაროდ ჩვენ, ქართველები ვართ, ჩვენი ჯიბიდან ახალი საძირკველისთვის ფულის გაფლანგვას არ ვაპროტესტებთ და მშენებელთა ჯგუფს ვამდიდრებთ. სამაგიეროდ, „მშენებლები“ ფანტასტიკური დაპირებებით გვიხვევენ თვალებს, იმ დაპირებებით, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ამბიციაა… შედეგები და ალტერნატივა უკვე ბევრჯერ მოვტყუვდით, ეს ერთი, მარტივი მაგალითია იმ უამრავიდან, რომელთა დახმარებითაც მთავრობამ ჩვენთვის თვალის ახვევა სცადა. დროა გავერთიანდეთ და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ, დროა თვალები გავახილოთ და იმ გზას დავადგეთ, რომელიც რეალურად ქართული ოცნების ახდენას და არა ვიღაცის ჯიბის გასქელებას ემსახურება! View the full article
  14. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/6021sinodi.jpgსოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ სინოდი ხვალ სავარაუდოდ ერთ წევრს გარიცხავს. ამ საკითხმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სინოდის სხდომაზე ხვალ, სრულად ორიგინალი
  15. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4556germania16.jpgუცხოური მედიის ინფორმაციით გერმანიაში მამაკაცმა, რომელსაც სასამართლოს ძალით ასახლებდნენ, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ოთხი მძევალი აიყვანა, მათ შორის იყვნენ სასამართლოს სრულად ორიგინალი
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/brifingi1-300x199.jpgვანო მერაბიშვილი ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ უნდა დავაკავშიროთ. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საღამოს ვახშამზე რომპოისა და პრეზიდენტს შეუერთდება ასევე პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. „ქვეყანამ წინ წაიწია ასევე ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.“–აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ელის და მთავრობა ეპატიჟება მაქსიმალურად ბევრ დამკვირვებელს ევროკავშირის მხრიდან. „ჩვენ ვპატიჟებთ ევროპელ დამკვირვებლებს, გვინდა ისინი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით, დაკვირდნენ არჩევნებს ოქტომბერში, ევროპამ აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა, არჩევნების თავისუფლად წარმართვაში, რაც მთავარია, კორუფციისგან თავისუფალი გარემო უნდა იყოს.“–განაცხადა სააკაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული ორიენტაციის მყარ საფუძველს წარმოადგენს ასევე ხალხის ნებაზე დაფუძნებული პროცესები და არა მოსყიდვაზე, დაშინებასა და რეპრესიულ მანქანაზე. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/rompuy3-300x199.jpgსაქართველოს და რუსეთს სჭირდება დიალოგი და ორივე მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. ეს განცხადება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს ძლიერი ინტერესი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები მოგვარდეს. “ვიქნებით ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონფლიქტების ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ძალის არგამოყენებაზე. შემდგომი პრაგმატული ნაბიჯებია საჭირო კონფლიქტების მოგვარებისათვის”, – განაცხადა რომპოიმ მსისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარების კურსთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
  18. ნამდვილი სისხლი მართლაც ფენომენალური სერიალია, მეხუთე სეზონი ჯერ სულ ახალი დაწყებულია და HBO-მ ის უკვე მეექვსე სეზონით განაახლა. ვერ გეტყვით, რომ ეს სიახლე ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან სერიალი ზაფხულის ყველაზე მაღალრეიტინგული შოუა და ფანების უზარმაზარი გილდია ჰყავს, თუმცა ასეთ ადრეულ განახლებას მაინც არ ველოდი, რადგან როგორც წესი პროდიუსერები სეზონის ბოლოს ეპიზოდების საშუალო რეიტინგის მიხედვით წყვეტენ The post HBO-მ ნამდვილი სისხლი უკვე განაახლა appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
  19. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/52069099navtobi2.jpgსპეციალისტების თქმით, ირანში ბირთვული კრიზისისა და ნორვეგიაში წარმოების შეფერხების შედეგად ნავთობის ფასი კვლავ 100 - დოლარიან ნიშნულს გადასცდა, სრულად ორიგინალი
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/rompuy4-300x199.jpgსაქართველო რეგიონში სხვა ქვეყნებისათვის მაგალითია თუმცა, ოქტომბერში გასამართი არჩევნები დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნათელია, რომ საქართველომ დემოკრატიის სფეროში მეტი გამოცდილება მიიღო. “საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი მეზობლებისთვის და მთლიანად რეგიონში. პროგრეს განიცდის ღრმა მოლაპარაკება სავაჭრო საკითხზე და მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. ყველასათვის ნათელია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს პროგრესი და მხარი დაუჭიროს ტოლერანტულ პოლიტიკურ კულტურას. მე მივესელმაბი სააკაშვილის მიზანს, რომ მრავალ საერთაშორისო დამკვირებელი ჩაერთოს საპარლამენტო არჩევნებში.”–განაცხადა ჰერმან ვან რომპოიმ. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით საქართველო საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და წინა პლანზეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. იხილეთ epn.ge
  21. http://www.Geonews.ge/uploads/images/3569Untitled.jpgუიმბლდონზე ფრანგ ჩოგბურთელ ჯო უილფრედ ცონგას და ამერიკელ მარდი ფიშის თამაშის დროს პატარა ინციდენტი მოხდა. ფიშის ჩაწოდებისას ხაზის მსაჯმა დროული რეაქცია არ გამოავლინა და მას ბურთი პირდაპირ თვალში მოხვდა. სრულად ორიგინალი
  22. ძლიერი სეტყვა დაახლოებით 7-8 წუთი გრძელდებოდა http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/7mUqJlFdVp4 View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპეი, ჩამოვიდა. ევროპელი დიპლომატი და პოლიტიკოსი თბილისში, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, იმყოფება. ვან რომპეი, დღის ბოლოს, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარ თემას საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო წარმოადგენდა. ჰერმან ვან რომპეიმ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. მოლაპარაკების მთავარი თემა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლაზე დაწყებული დიალოგი იყო. დღის ბოლოს, ჰერმან ვან რომპეი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მოლაპარაკების მთავარი თემა ევროკავშირთან ინტეგრაციასთან ერთად, სამთავრობო ცვილებების და მოახლოებული არჩვენები იყო. შემოდგომაზე, არჩევნებზე, ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნას აპირებს. ერთობლივ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჰერმან ვან რომპეის დამოკიდებულება და და ის მოწოდებები გაიხსენა, რომლიც ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მისამმარტით კეთდებოდა. View the full article
  24. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ჩამოვიდა. ევროპელი დიპლომატი და პოლიტიკოსი თბილისში კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ვან რომპეი დღის ბოლოს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარ თემას საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო წარმოადგენდა. ჰერმან ვან რომპეიმ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. მოლაპარაკების მთავარი თემა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლაზე დაწყებული დიალოგი იყო. დღის ბოლოს ჰერმან ვან რომპეი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მოლაპარაკების მთავარი თემა ევროკავშირთან ინტეგრაციასთან ერთად, სამთავრობო ცვილებების და მოახლოებული არჩვენები იყო. შემოდგომაზე არჩევნებზე ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნას აპირებს. ერთობლივ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჰერმან ვან რომპეის დამოკიდებულება და და ის მოწოდებები გაიხსენა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მისამართით კეთდებოდა. View the full article
×
×
  • შექმენი...