planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ახალი მაღაზია გამსახურდიას გამზირზე N24-ში მდებარეობს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/L021UtV9K2Y View the full article
-
გინესის რეკორდების წიგნი კიდევ ერთი "ექსპონატით" შეივსო http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/ulah3t7GmSE View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61263.jpg ფრანგული გაზეთი `ლემონდი` ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის სკანდალური წერილს აქვეყნებს. წერილში სათაურით `განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში` ვილფრედ მარტენსი სტრასტბურგში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა. `მიზანმიმართული ტყუილები, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მიზანმიმართული პროცესები ზედმეტად ხშირად გამოიყენება 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამას წინათ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპის ლიბერალური პარტიის პრეზიდენტმა გრემ ვატსონმა, პარლამენტის წევრმა, რომლის თვისებებსაც მე პატივს ვცემ, ჩემდა გასაოცრად გამოიყენა არგუმენტების ის კლასიკური არსენალი, რასაც საქართველოს ამ ხელისუფლების ოპონენტები მექანიკურად იყენებენ. მაგრამ ჩემი გაოცება სწრაფადვე გაქრა, როგორც კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახელი წავიკითხე, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ კონკურეტნად მოიხსენებდენ. ეს ნეოოლიგარქი მოსკოვის დახმარებით ცდილობს ფსონი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დადოს და მას ამაში ხელის შემშლელი არაფერი აქვს - ფორბსის შეფასებით, მისი ქონება 6.4 მილიარდი ევროა. შედარებისთვის, საქართველოს ბიუჯეტი მხოლოდ 5.7 მილიარდია ევროა. ეს თავისთავად პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ პრობლემად იქცევა, როგორც კი მსგავსი რესურსები ნაკლებად ლეგიტიმური ქმედებებისკენაა მიმართული. უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ევროპელი პარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, ინტელექტუალების და ჟურნალისტების მობილური ტელეფონები არ ჩერდება და მათი მობილური საფოსტო ყუთები გადაჭედილია. ლობისტების და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია არ არის ის, რაც ჩანს, რომ მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ის ”გადაარჩინოს” - ეს ”ფილანთროპი” მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. მოვლენათა ასეთი დასურათება მხოლოდ ღიმილს უნდა იწვევდეს. მაგრამ, საუბედუროდ, ეს არაპროპორციული ძალისხმევა, რომელიც ათობით პიარ ოფისის მობილიზებას ახდეს, მათ შორის ყველაზე ძვირისას ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში, მხოლოდ გამოძახილია იმ ათობით მილიონი ევროსი, რომელიც თავად საქართველოშია დახარჯული და სამწუხაროდ, სხვა მიზნებისთვის, ვიდრე ფილანთროპულით. ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეებისათვის ასჯერ მეტი ხელფასის შეთავაზება, თუ ისინი სამთავრობო სტრუქტურებს დატოვებენ, ათი ათასობით სატელიტური ანტენა, მაცივრები და ტელევიზორები, რომელთაც პოლიტიკური პარტია არიგებს, პარალელური სტრუქტურები, რომლებიც არჩვენებზე დაკვირვებისთვის შექმნა და დააფინანსეს იმავე პარტიულმა სტუქტურებმა - ეს არის რეალობა, რომელიც ”ქართულ ოცნებას” აღწერს, ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომლის ლიდერთა ცალკეული გამონათქვამების შემდგომი ანალიზი ბევრ ევროპარლამენტარს შოკში ჩააგდებს. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. საქართველოს მაგალითი, ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ განსაკუთრებით ცხადი, ნათლად გვახსენებს ასეთი კავშირების საფრთხეს. ამიტომ მე მივმართავ ევროპის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობას, ჩვენ, ვინც რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნიორობაში, ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლებთან სტრუქტურირებულ ურთიერთობაში. რა გზავნილის მიტანა გვსურს ამ ქვეყნების ლიდერებამდე? რა პერსპექტივას ვაძლევთ მათ? საქართველო ნაწილობრივ კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას არღვევს. - თემა, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს მათი მხრიდან, ვინც ახლო წარსულში რეგიონისადმი ინტერესი გამოხატა. ეს არის დამოუკიდებლობის ტესტი ქვეყნისთვის, არის თუ არა შესაძლებელი ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიის განვითარება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომ კორუფცია არის ბოროტება, რომლის დაძლევა შესაძლებელია. მე მქონდა საშუალება 2008 წლის შემდეგ რეგულარულად ვყოფილიყავი საქართველოში და მენახა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ყველა საერთასორისო ორგანიზაცია აღიარებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ და მხატვრულ სფეროში, რომელიც შესაშურია ბევრი დასავლური დემოკრატიისთვის. პრობლემა, რომლის წინაშე საქართველო დღეს დგას, უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. როგორ შეძლებენ ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტები გაუმკლავდნენ ფულის ასეთ ნაკადს, რომელიც დესტაბილიზაციისთვისაა ხელმისაწვდომი? რა დონემდე შეუძლიათ ლობისტებს და კონმუნიკატორებს გავლენა მოახდინონ ევროპულ პოლიტიკაზე? საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ამისათვის მან ყველა მიმართულებით ჩვენი დემოკრატიული ნორმები და ღირებულებები უნდა დაიცვას. საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზეა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მე მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს: ევროპარლამენტმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა, ევროპის საბჭომ და ეუთომ გაგზავნოს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი. მოდით, მივცეთ ამ ახალგაზრდა დემოკრატიას შანსი გამოხატოს თავისი აზრი და არ გახდეს დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მის მაგიერ ცდილობენ ისინი, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობს გარყვნას პოლიტიკა და ცდილობს სადამკვირვებლო მისიების შედეგი წინასწარ განსაზღვროს. ამ ახალგაზრდა ევროპელ ერს ბოლო წლებში საკმარისზე მეტი უსამართლობის ნახვა მოუხდა და შევეცადოთ დაუფიქრებელი ქმედებებით დამატებითი პრობლემები აღარ შევუქმნათ. მე მეამაყება, რომ წარმოვადგენ პოლიტიკურ ოჯახს, ევროპის სახალხო პარტიას, რომლის რიგებში პრეზიდენტი სააკაშვილია. მე ვამაყობ, როცა ვხედავ, რომ ევროპის სახალხო პარტია ყოველთვის ქართველი ხალხის მხარესაა, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას. ეს მხარდაჭერა არ იყიდება. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეძლებს,`- ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორი ვილფრედ მარტენსი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტია. მისი პოლიტიკური კარიერა 35 წელს ითვლის. ის პარტიის პრეზიდენტობამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება ევროპის სახალხო პარტიის დაფუძნება. მარტენსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასული წლის დეკემბერში იმყოფებოდა. სამხრეთ კავკასიაში 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში, მან მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისრტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართა. იგი ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61262.jpg საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობაზე დებატები გაიმართა სტრასბურგში. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და უახლესი საკანონდებლო ცვლილება, საკაბელო ოპერატორების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ლიცენზირებული ტელეარხის ტრანსლირების შესახებ დადებითად შეაფასეს. დებატებზე ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასაც შეეხნენ. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა ყოვლად დაუშვებელია. სტრასბურგში პოლიტიკურ პარტიებს კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების პერიოდში კრემლიდან მომდინარე საფრთხეზეც. `პრეზიდენტი ვან რომპეი ამჟამად თბილისში იმყოფება. მისი ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წამრომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოსთან ურთიერთობების გამყარებით და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი განვითარებით. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციონერ კანდიდატ ივანიშვილს, მეორე მხრივ, არსებობს აზრი, რომ ბატონი ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსურ რესურსებს იყენებს საარჩევნო თამაშისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული კონკურენციის გარემო და ხმები არ იყიდება,`- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრეას მავროიანისმა. `ქვეყანაში ოპოზიციის ახალი ლიდერი გამოჩნდა, ადამიანი, რომელსაც მილიარდობით დოლარი აქვს და მისი ბიუჯეტი საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტს აღემატება. ეს ფული სწორად არ არის გამოყენებული. მე გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა საკითხი და აღმოჩნდა, რომ 18 ბრიტანული, გერმანული და სხვა კომპანია დაიქირავა ამ ადამიანმა. მინდა ერთი რამ გარკვევით აღვნიშნო: პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასოდეს მთავრდება კარგად. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ქართული ოპოზიციისთვის,`- განაცხადა კრისტოფ ლიზეკმა. View the full article
-
წარმოგიდგენთ ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის შეშლილი მაქსის (Mad Max: Fury Road) პირველ კადრებს გადასაღები მოედნიდან. ფილმში კი მთავარ როლებში იქნებიან ტომ ჰარდლი (Tom Hardy), ულამაზესი შარლიზ ტერონი (Charlize Theron), ასევე როზი ჰენტინგტონ-უათლი (Rosie Huntington-Whiteley) და სხვები… ხოლო ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. ახლა კი სურათები:   The post შეშლილი მაქსის რიმეიქის პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
წარმოგიდგენთ ფილმის მეტ დეიომონის (Matt Damon) მონაწილეობით Elysium-ის და ჯეიმს ფრანკოს (James Franco) მონაწილეობით Oz: The Great and Powerful-ის ახალ ოფიციალურ პოსტერებს. ორივე ფილმი გამოვა 2013 წლის მარტს, Elysium-ი გამოვა 1-ში , ხოლლო Oz: The Great and Powerful 8-ში The post Elysium და Oz: The Great and Powerful – ახალი ოფიციალური პოსტერები appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61261.jpg ძლიერმა სეტყვამ სოფელ ბოლნისის, ქვემო ბოლნისისა და ზვარეთის მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. დაზარალდნენ ქალაქ ბოლნისის მკვიდრნიც. სეტყვის დროს მსუბუქად დაშავდა ერთი ქალბატონიც. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შემდეგ გადაწყდება, რა დახმარებას მიიღებენ დაზარალებულები. View the full article
-
აშშ–ის შტატ ფლორიდაში მაშველმა, რომელმაც სანაპიროზე მისთვის გამოყოფილი ტერიტორია დატოვა, რათა ადამიანი გადაერჩინა, სამსახური დაკარგა. 21 წლის ტომას ლოპესი მაიამის ჩრდილოეთით მდებარე ერთ–ერთ სანაპიროზე მორიგეობდა, როდესაც მას აცნობეს, რომ პლაჟის სხვა მონაკვეთში ადამიანს დახმარება ესაჭიროებოდა. კომპანიის ხელმძღვანელებმა, რომელიც სანაპიროს მართავს, მიიჩნიეს, რომ ლოპესმა აღნიშნული ქმედებით მითითებები დაარღვია და აგრეთვე, პოტენციურად საფრთხეში ჩააგდო სხვა დამსვენებლების სიცოცხლე, როდესაც მისთვის გამოყოფილი ტერიტორია დატოვა. BBC–ის ინფორმაციით, პლაჟის რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც ლოპესთან ერთად მუშაობდნენ, პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. თავად მაშველი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, არ ნანობს საკუთარ საქციელს და აცხადებს, რომ “იგი სასაცილო მიზეზის გამო გაათავისუფლეს, რადგან სანაპიროზე ნებისმიერ დამსვენებელს შეიძლება დასჭირდეს დახმარება.” View the full article
-
გასაოცარმა ადამიანმა ობობამ (The Amazing Spider-Man) პრემიერის პირველივე დღეს ამერიკაში დააგროვა 35 მილიონ დოლარზე მეტი. ეს არის ახალი რეკორდი ამერიკაში. წინა რეკორდი კი ეკუთვნის ტრანსფორმერებს (Transformers), ისიც ხუთი წლის წინ. მან კი დააგროვა 27.8 მილიონი დოლარი. ასე რომ ფილმი მოლოდინზე გაცილებით მეტ შემოსავალს შემოიტანს. ამიტომაც გასაკვირი არც არის, რომ შიძლება ეს ტრილოგიის დასაწყისი იყოს. ეს The post გასაოცარმა ადამიანმა ობობამ ტრანსფორმერების რეკორდი მოხსნა appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
ჟურნალისტ სალმან დაგირის ინფორმაციით, ვებ-საიტებზე გამოჩნდნენ დაღესტნელი შურისმაძიებლებმა, რომლებიც ერთი ერთზე იმეორებენ ყაბარდო-ბალყარელი და ჩრდილოეთ ოსეთელი "შავი ქორების" ხელწერას. კუნთმაგარი და ნიღბიანი ახალგაზრდა მამაკაცები ემუქრებიან ბოევიკებს, რომ დაღუპული ახლობლებისთვის შურს იძიებენ მათი ოჯახების განადგურებით. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას მხარში ამოუდგნენ უშიშროების ფედერალურ სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა ძალები დგანან "შავი ქორების" უკან ძნელი გამოსაცნობი არ არის - აცხა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
3 ივლისს ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის მორიგი სხდომის ჩასატარებლად მოსკოვიდან მაჰაჩკალაში ჩავიდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხლოპონინი. სხდომაზე ასევე მოწვეული იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სუბიექტების პირველი პირები, ძალოვანი უწყებების და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მეთაურები და სხვები.მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური ოპერაციების შედეგად 4 ივლისს ნეიტრალიზებულია 7 სავარაუდო ბოევიკი.ქ.კასპიისკში მოკლულია ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები: 1985 წელს დაბადებული მურად აბდურახმანოვი, 1987 წელს დაბადებული ყურბან ჯაპაევი, 1988 წელს დაბადებული ულუბეკ ნუცალოვი და 1988 წელს დაბადებული მევლუდინ მესრიხანოვი.ხასავიურთში მოკლულია 1991 წელს დაბადებული ელდარ მუზიევი და 1986 წელს დაბადებული შარაპუდინ ნიმატულაევი, რო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Недавно аналитики, комментируя назначение Игоря Сечина фактическим главой новой комиссии при президенте по стратегическому развитию ТЭК, отмечали, что Путин наделяет своего "серого кардинала" все большей властью, в то время как влияние премьера Дмитрия Медведева тает на глазах. View the full article
-
<img src = "img/multimedia/a10167.jpg" > ტყუპების დედას ნონა ვარშავიძეს ბავშვებისთვის სახელები ჯერ არ შეურჩევია. მას უკვე ჰყავს 10 წლის შვილი. ახლა კი, ნონა 5 შვილის დედაა. droni.ge
-
ფორმულა ერთის გუნდ „მარუსიას“ ტესტ მრბოლმა, ესპანელმა ქალმა მარია დე ვილოტამ, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დროს მომხდარი ავარიის შედეგად, მარჯვენა თვალი დაკარგა. ამასთან, ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული და იმავდროულად, სტაბილურია.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=92205e8b-989c-4116-9ca6-9e1cd0d1357f.jpg&size=500 View the full article
-
ფრანგულმა ”მარსელმა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ელი ბოპი დაამტკიცა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 57 წლის სპეციალისტმა ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა, ადრე კი მას ”ბორდოში”, ”სენტ ეტიენში”, ”ტულუზაში” და ”ნანტში” უმუშავია. შეგახსენებთ, რომ ”მარსელი” დამრიგებლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც დიდიე დეშამმა თანამდებობა დატოვა. მის ხელში კლუბმა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა, თუმცა კი, ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=b27d9f8e-eceb-47f8-b832-d113d5e0c35a.jpg&size=500 View the full article
-
ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუსიო ტურინის “იუვენტუსის” წევრი ოფიციალურად გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, ”იუვესთან” კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მანამდე კი ტურინში სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=a7a169fe-59d3-4d99-8460-0b74f567e810.jpg&size=500 View the full article
-
სებასტიან ფეტელმა დაარწმუნა „რედ ბულ რეისინგი“ იმაში, რომ ის „ფერარისთან“ მოლაპარაკებას არ აწარმოებს - სააგენტო როიტერსთან საუბრისას განაცხადა ავსტრიული გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა. ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „რედ ბულში“ უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ამას მათ შორის არსებული ახლანდელი კონტრაქტი ავალდებულებს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=e1ece7a8-5c94-43a6-ac27-e191caec831a.jpg&size=500 View the full article