planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-dumba-samarTali-1.jpgთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. რუსმა სამართალდამცველებმა ქართველი გენერლის – რომან დუმბაძის, მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.<span style="font-size: 10pt;" />რუსეთის საგამოძიებო ორგანო დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ისინი წარმოშობით საქართველოდან არიან. დაკავებულია, სავარაუდოდ, სამი პიროვნება. მათ ბრალს როგორც მკველობაში, ისე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში წაუყენებენ. საქინფორმი
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/dimitri-lortqifanidze-5901-252x300.jpgროგორც პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან. სადაც წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს განუცხადა, „არავის აქვს უფლება, ადამიანის თავისუფალ ნებაზე იძალადოს“. “2011 წლის 1 აგვისტოს ბათუმში ერთიანი ინტეგრირებული ელექტრონული ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობა ფეიერვერკით იქნა აღნიშნული, რამაც ალტერნატივით სარგებლობის საშუალება გამორიცხა და რეალურად, ამან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფა მოახდინა, ვინაიდან ყველგან მსოფლიოში ადამიანი, რომელიც სახელით და გვარით იბადება და ენიჭება პირადი ნომერი, ეს მისი იდენტიფიკაციისთვის საკმარისია. ელექტრონული, ინტეგრირებული და ჩიპიზირებული ბარათების თავს მოხვევა არის ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ამასთან დაკავშირებით არაერთი აქცია გაიმართა საბერძნეთში, უკრაინასა და რუსეთში, სადაც მრევლმა როგორც რელიგიური ნიშნით, ისე წმინდა ადამიანური უფლებების თავლსაზრისით მიაღწია შესაძლებლობას, რომ მათთვის ალტერნატიული პირადობის მოწმობები გამოყოფილიყო. ეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმაა და არავის აქვს უფლება, ადამიანის თავისუფალ ნებაზე იძალადოს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. opinion.ge View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-saia.jpgთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის აუქციონზე გატანილი ქონება, მსურველის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფოს ნატურის სახით გადაეცეს. <span style="font-size: 10pt;" /> როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა ლიკა წიკლაურმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების მყიდველი არ გამოვლინდა, შესაძლოა, განმეორებითი აუქციონი დაინიშნოს ან გამოიცეს განკარგულება, რომლითაც ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. საქინფორმი
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/parlamenti1-300x225.jpgსაია უარყოფითად აფასებს სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ. “საია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ამ უკანასკნელს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, კანონიდან ხდება მე-12 მუხლის 22, მე-4 და მე-7 პუნქტების ამოღება. აღნიშნული ნორმები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, სხდომაზე გატანილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა. კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საკითხზე, თუ სხდომას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს არა საკანონმდებლო აქტი, არამედ რეგლამენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. ამგვარად, აღნიშნული ცვლილებით პარლამენტს ერთმევა უფლება, დაარეგულიროს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას მთავრობის კონტროლი წარმოადგენს. პარლამენტის მიერ მთავრობაზე ეფექტური კონტროლი არის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობა და საპარლამენტო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი, კონსტიტუცია ისედაც მცირედ მოიცავს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, ღნიშნული ცვლილებით კიდევ უფრო კნინდება პარლამენტის როლი მთავრობისათვის გადაწყვეტილების მიღების წესების დადგენის გზით გააკონტროლოს მისი საქმიანობა. ამასთან ერთად, ცვლილებები აჩენს კითხვებს მისი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და კანონით. მთავრობის სხდომა, რაც მიზნად ისახავს განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებას, წარმოადგენს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას (თუ ერთადერთი საქმიანობის ფორმას არა), ამიტომ აღნიშნული სხდომის ჩატარების წესის განსაზღვრა არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, არამედ მთავრობის რეგლამენტით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ ნორმას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის შესუსტებას. შესაბამისად, მოუწოდებს პარლამენტს, თავი შეიკავოს, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან დაავშირებით იმგავარი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისგან, რაც ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საკონტროლო ფუნქციების სათანადო განხორციელებას.” opinion.ge View the full article
-
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში გარემოს დაცვის პრობლემებზე ისაუბრებენ უყურეთ პირდაპირ ეთერში http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/-5W2wlAHE_I View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg დარეგისტრირებული 40 ათასიდან პროფესიული უნარები 32 ათასამდე მასწავლებელმა ჩააბარა. საგამოცდო ცენტრებში პედაგოგოებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა დღეს დასრულდა. საგამოცდო ცენტრში დღეს განათლების მინისტრი მივიდა. ხატია დეკანოიძე მასწავლებლებს გაესაუბრა და მათ წარმატება უსურვა. წელს გამოცდები ყოველგვარი ექსცესებისა და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. პედაგოგთა გამოცდებზე ოთხი დღის განმავლობაში პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ ერთი პედაგოგი მოიხსნა, დაგვიანების გამო არ დაიშვა ოთხი, არ გამოცხადდა 8%. 6 ივლისიდან პედაგოგებისთვის საგნობრივი გამოცდები იწყება. პირველი ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. View the full article
-
##image#9819#1#ისლამაბადმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ავღანეთში ტვირთის ტრანზიტისთვის საზღვრები კვლავ გაუხსნა. დღეიდან ნატო ავღანეთში მომსახურე სამხედრო ძალებს სხვადასხვა საგნებს პაკისტანის ტერიტორიის გავლით მიაწვდის. BBC-ის ინფორმაციით, ისლამაბადმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონის სახელით პაკისტანს ოფიციალური ბოდიში მოუხადა. ისლამაბადმა ალიანსს სატრანზიტო გზა მას შემდეგ ჩაუკეტა, რაც ნოემბერში ნატოს ჯარების მიერ განხორციელებული შემთხვევითი რეიდისას 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ნატოს პირველმა სატვირთო მანქანებმა დღეს დილით პაკისტანის ტერიტორიის გავლით ავღანეთის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. View the full article
-
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი ხმაური ატეხა გაეროს გენერალური ასამბლეას მიერ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გამო.შეგახსენებთ, რომ სამშაბათს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილა საკითხი "სუამ-ის სივრცეში გაჭიანურებულ კონფლიქტებზე და მათ შედეგებზე საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარებისათვის". სხდომის მონაწილეებმა მოიწონეს რეზოლუცია "''აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება იზრდება. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას დეპუტატები დღეს მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. ცვლილებების თანახმად, უქმდება მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობა და ისევე, როგორც მინისტრთა კაბინეტს, ასევე კანცელარიის აპარატს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. დღესვე პარლამენტი მუშაობას დაასრულებს რიგგარეშე ფორმატშიც. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-alasaa-sazogadoeba-3.jpgთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ალსანიას, განცხადებით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კოალიციის სარჩევნო სიის სათავეში იქნება, ბოლოში თუ საერთოდ არ იქნება მასში.<span style="font-size: 10pt;" />როგორც გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ალასანიამ აღნიშნა, კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვინ სიის სათავეში მოხვდება, ვინ – ბოლოში, თუმცა თვისობრივად სიის რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კოალიციაში ყველანი თანასწორნი არიან. საქინფორმი
-
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გუშინ რუსული ოკუპაციის ხაზზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური თათბირი მოიწვია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიონეტული რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა და სხვა ჩინოვნიკებმა.ანქვაბს წარედგინა ოკუპაციის ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამშვები პუნქტების კეთილმოწყობის წინადადებები.როგორც "Апсныпресс"- ი იუწყება, ანქვაბმა აღნიშნა ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის კოორდინირების მნიშვნელობა ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Российская делегация уверена, что британцы не дают визы из-за Сирии и Магнитского, но, возможно, все дело в Олимпиаде и русской безалаберности, отмечают эксперты. Дипломатические проблемы - не главное разочарование России на "Фарнборо-2012": русской технике, похоже, больше не доверяют. И "Витязей", похоже, не будет. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-SaSk-sazogadoeba-1.jpgთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის უწყების თანამშრომლებისათვის ახალი მინისტრის – დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა, შაშკინი იდეების გენერატორი და მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელია.<span style="font-size: 10pt;" />საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების იდეას სულელურს უწოდებს. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg `ქართული ოცნების`ლობისტების დიპლომატიური მარცხის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია `მაესტრომ`. სატელევიზიო ეთერში შეფასებებს კოალიციის წევრი თინა ხიდაშელი აკეთებდა. მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ევროპარლამენტარები საკუთარ შეფასებებს აკეთებდნენ, გამომსვლელებიდან ერთადერთი, ვინც ხელისუფლების ინტერესებს იცავდა, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო. თინა ხიდაშელმა მის განცხადებებს არაადეკვატური უწოდა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ტელეკომპანია რუსთავი ორი არ დასწრებია - ყველა გამოსვლა ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე დევს და მისი ნახვა ნებისმიერ პირს შეუძლია. View the full article
-
##image#9813#1#რუსეთში მოკლული ყოფილი გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს, რომან ბელქანიას, ალექსანდრე ბერიშვილსა და შატაია თარუღაშვილს მოსკოვის სასამართლომ 21 აგვისტომდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების მტკიცებით, რომან დუმბაძეს ბელქანია უთვალთვალებდა, ხოლო ალექსანდრე ბერიშვილი მართავდა იმ მოტოციკლს, რომლიდანაც თარუღაშვილმა ყოფილ გენერალს ესროლა. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ბერიშვილი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან მოტოციკლით ნამდვილად მიიყვანა შემთხვევის ადგილზე თარუღაშვილი, მაგრამ მკვლელობის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა გამოძიების ცნობით, ბერიშვილმა მკვლელობის შემდეგ ფული აიღო, რაც მის მკვლელობაში თანამონაწილეობაზე მიუთითებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი რომან დუმბაძე, მოსკოვში, საკუთარ სახლთან ახლოს 21 მაისს მოკლეს. ყოფილი გენერალი რუბლოვსკაიას გზატკეცილზე მოტოციკლიდან დაცხრილეს. რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-pravitelstvo-politika2.jpgთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ განახლებული მთავრობა პრემიერ-მინისტრ ვანომერაბიშვილის ხელმძღვანელობით და მისი ახალი ოთხწლიანი პროგრამა დაამტკიცა.<span style="font-size: 10pt;" />ბაჩოახალაია, რომელიც 2009 წლიდან თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა – ეს პოსტი თითქმის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მერაბიშვილს ეკავა. ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლების მინისტრმა დიმიტრიშაშკინმა შეცვალა. პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატიადეკანოიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჩაუდგა სათავეში, განათლების მინისტრი გახდა. დალიხომერიკმა, რომელსაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანი შეცვალა. საქინფორმი
-
გორის რაიონის სოფელ წედისში, 4 ივლისს, „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი რეზო ნადირაძე და ოპერატორი ლექსო ალექსიძე სოფელში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. წედისელები სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, გზის გადაკეტვას აპირებდნენ. მოულოდნელად სოფელში, მერსედესის მარკის მანქანა გამოჩნდა ნომრით (SOV 001). 5 ივლისი, 2012 - 11:54 5 ივლისი, 2012 - 11:54 By: გოგა აფციაური, გორი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/untitled_8.jpg სრული ტექსტი View the full article
-
მთავრობის დადგენილების თანახმად, ამიერიდან ხმის უფლების მქონე წევრი არის არა პრემიერ-მინისტრი, არამედ სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/bvYTXkm_src View the full article