planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მოგეხსენებათ, მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ფიფამ გადაწყვიტა, რომ მატჩს ინგლისელი ჰოვარდ უები განსჯის. აქვე შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი 11 ივლის იოჰანენსბურგის Soccer City Stadium-ზე და შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/a/wp7qd.pngსახელი: Gefle IF - გეფლე. სრული სახელი: Gefle Idrottsförening დაარსების წელი: 1982 საშინაო არენა: Strömvallen ეს შვედური კლუბი,იქნება ჩვენი გუნდის,თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.SOCCER DAY კი გთავაზობთ მცირედ ინფორმაციას "გეფლეს" შესახებ. სრულად იხილეთ
-
http://epn.ge/wp-content/uploads/jioev-150x150.jpg“ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ე.წ. სამხრეთ ოსეთში” ლუის მოლინა კუადრა და “ვენესულეას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ე.წ. სამხრეთ ოსეთში” უგო ჰოსე გარსია ერნანდესი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. “ელჩების” თქმით, მათთვის დიდი პატივია იყვნენ თავიანთი სახელმწიფოების პირველი ელჩები ე.წ. სამხრეთ ოსეთში. მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადეს. დღეს ე.წ. ელჩები რწმუნებათა სიგელებს ოსი სეპარატისტების ლიდერს ედუარდ კოკოითს გადასცემენ იხილეთ epn.ge
-
დღეს იტალიაში არცერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა არ გამოსულა. სატელევიზიო და რადიო ეთერში არ გადის საინფორმაციო გადაცემები. პროტესტს საინფორმაციო სააგენტოებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში ჟურნალისტების საყოველთაო გაფიცვა იტალიური ბეჭდვის ნაციონალურმა ფედერაციამ მოაწყო. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანონპროექტია, რომელიც სატელეფონო საუბრების საინფორმაციო საშუალებებით გავცელების შეზღუდვას გულისხმობს. მასკომუნიკაციების წარმომადგენლების აზრით, ამ კონონით იტალიის მთავრობა სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. კანონპროექტის ინიციატივა ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, სილვიო ბერლუსკონი თვითონაც ბევრჯერ გამხდარა სატელეფონი მოსმენების ობიექტი, რის გამოც სკანდალშიც არაერთხელ იყო გახვეული. თუკი კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა, სატელეფონო საუბრების გავრცელების შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და გამომცემელებს სერიოზული სასჯელი ელით. კანონპროექტის განხილვა იტალიის პარლამენტში 29 ივლის არის დაგეგმილი. ჟურნალისტების პროტესტმა რეზონანსი საზოგადოებაშიც გამოიწვია. პროტესტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელბი შეუერთდნენ. გუშინ, საღამოს 9 საათიდან, იტალიის რკინიგზამ 24 საათით შეწყვიტა ფუნქციონირება. იტალიის მსხვილ ქალაქებში არც მეტრო და არც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/picture14-150x150.jpgგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თომას დე მეზიერის მანქანა გაიტაცეს. ინციდენტი 7 ივლისს მოხდა. გატაცებული ავტომობილის ძებნაში რამდენიმე საპატრულო მანქანა ჩაერთო. 8 ივლისს მანქანა პოლონეთის საზღვართან აღმოაჩინეს, რომლის გადაკვეთას გამტაცებელი ცდილობდა. ბოროტმოქმედმა მიმალვა სცადა, თუმცა იგი პოლიციამ დააკავა. გამტაცებელი 33 წლის პოლონელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გატაცება მას შემდეგ მოხდა, რაც მინისტრმა ავტომობილების გატაცების წინააღმდეგ კამპანია გამოაცხადა. იხილეთ epn.ge
-
/get_img?NrArticle=1925&NrImage=22 დღეს კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) სამოქალაქო აქტივისტები სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის პეტიციის პრეზენტაციას გამართავენ. თვენახევრის წინ დაწერილი და ინტერნეტში განთავსებული პეტიციის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი არიან. სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პრეზენტაციის მიზანი პეტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. პეტიციის მთავარი შეტყობინება რელიგიური შეუწყნარებლობას და ამ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას უკავშირდება. მიმართვის ტექსტში სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროების მკაფიოდ გამიჯვნაზეცაა საუბარი. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებას საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არაადექვატურად იქცევა, როდესაც რელიგიური ექსტრემიზმის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საქმეს ხულიგნობის მუხლით აღძრავს. პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი, ფილოსოფოსი და კავშირის ”ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის” თავჯდომარე, ლელა გაფრინდაშვილი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სტრატეგიის მიზეზებზე საუბრობს: ”სახელმწიფოს არ უნდა სიტუაციის რადიკალიზაცია, რაც, როგორც წესი, უფრო სახელისუფლებო, მმართველ ძალებს უბრუნდება ცუდად, ვიდრე ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს” და მიიჩნევს, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის გამწვავების პროცესში საზოგადოება ნაკლებად პასუხისმგებელი არ არის, - ”თუ საზოგადოება არ არის რეზისტენტული, სახელმწიფო ყოველთვის დუნდება. სახელმწიფო სტრუქტურები არანაირ რეაქციას არ მისცემენ, თუ არ იციან, რომ ამ რეაქციას საზოგადოება ელის და რომ ამ რეაქციაზე მოთხოვნა არსებობს”. ლელა გაფრინდაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის არათანმიმდევრულობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტებზე საზოგადოების მყისიერ რეაქციასთან ერთად, პერმანენტული და სტრატეგიული ბრძოლაა საჭირო. პეტიციის მიხედვით, ფუნდამენტალისტური ტენდენციების გაღვივება საქართველოს ევროინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორია. ”ქსენოფობიური, ეთნოცენტრისტული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები ჩვენს ევროინტეგრაციასაც ხელს შეუშლის. ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, რომ მას გზა გაეხსნას ევროპისკენ. საუბარია ფასეულობებზე და ფასეულობების დაცვაზე. შეიძლება ჩვენთან სახელმწიფოს დეკლარირებული სახით პრობლემა არ ჰქონდეს თქვას, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, მაგრამ ყოველდღიურობაში ჩვენ სხვა ქმედებებს ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან”, - თვლის ლელა გაფრინდაშვილი. ამ წუთისთვის პეტიციას 446 ხელმომწერი ჰყავს. ორშაბათს დაგეგმილია პეტიციის ტექსტისა და ხელმომწერთა სიის ადრესატებისვის გაგზავნა. პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის განმეორებითი შეხვედრები რომლებშიც ორი ქართული გუნდი: თბილისის "დინამო" და ზესტაფონის "ზესტაფონი" იღებდა მონაწილეობას. იხილეთ fanebi.com