planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/5107ab5ed0c6c426603ac4cad366257d.jpgევროკავშირისა და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 99%-სთვის გასულ წელს ქრთამი არცერთხელ არ მოუთხოვიათ. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
წარმოგიდგენთ ახალი სტატეგიული ჟანრის ვიდეო თამაშის Total War: Rome II-ის გრანდიოზულ კინომატოგრაფიულ ტრეილერს. თამაში ახლახან დარელიზდა და ის გამოვა 2013 წელს. მისი შემქმნელის სტუდია კი არის Creative Assembly. მათი თქმით თამაშში იქნება უამრავი ეპიკური ბრძოლები, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო. ასევე წარმოუდგენლად ბევრი ჯარისკაცები სხვადასხვა ქვედანაყოფებში. თავისუფალი გადაადგილების ახალი კამერა, რომლითაც უფრო რეალისტური იქნება ბრძოლები… ახლა The post Total War: Rome II – კინომატოგრაფიული ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/640cd65de2def8b38fee2894edddea0a.jpgსირია ქვეყნის არმიის კიდევ ერთმა გენერალმა დატოვა. იგი თურქეთში გადავიდა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
გთავაზობთ მძაფრსიუჟეტიანი RPG ვიდეო თამაშის Darksiders 2-ის კინომატოგრაფიულ ტრეილერს. ეს არის ვიდეო თამაშის Darksiders: Wrath of War-ის გაგრძელება, სტუდია Vigil Games-ისგან, ხოლო სიუჟეტი ვითარდება ერთდროულად პირველი თამაშის დროს. Darksiders 2 მთავარი პერსონაჟი ამჯერად იქნება აპოკალიპსის ერთ-ერთი მხედარი, კერძოდ “სიკვდილი”, რომელიც ჩვენს მხარეზეა და ცდილობს გაარკვიოს, თუ ვისი ბრალია, რომ ასე ადრე დაიწყო სამყაროს დასასრული… თამაში გამოვა The post Darksiders 2 – კინომატოგრაფიული ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61271.jpg ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმი დავით გიორხელიძე მოინახულა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ექიმზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტით დაინტერესდა და განცხადა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. მინისტრი ქუთაისის სასაწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურშიც მივიდა. სამედიცინო პერსონალთან საუბრისას ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო მომხდარი ძალადობის ფაქტი და სასწრაფო დახმარების პერსონალს პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულებაში მხარდაჭერა აღუთქვა. ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს 29 ივნისს ერთ-ერთი გამოძახების დროს სცემეს. ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებების გამო თვალი დაკარგა. View the full article
-
სულ ცოტა ხნის წინ საიტზე დავდე პოსტი სათაურით: “პირველი ადამიანი დედამიწაზე”.პოსტმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. კომენტარებში წავიდა გარჩევები ღმერთისარსებობასთან დაკავშირებითაც კი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ისევე როგორც სხვა ცოცხალიორგანიზმები თანდათან შევიცვალეთ. ამ ეტაპობრივ ცვლილებას კი ევოლუცია ეწოდება.მისი წამმართველი ძალა ბუნებრივი სელექცია, ანუ გადარჩევაა. გარემოსთანკარგად შეგუებული ორგანიზმები, ბუნებრივი სელექციის წყალობით, გადარჩენასადა გამრავლებას ახერხებენ.რაც შეეხება დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას, ეს უფრო რთული საკითხიავიდრე მისი შემდგომი განვითარება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწათავიდან იმდენად მხურვალე იყო, რომ სიცოცხლე ოკეანეებსა და მათ ფსკერზეუნდა გაჩენილიყო. მარტივმა მოლეკულებმა დროთა განმავლობაში საკუთარიასლის შექმნა დაიწყეს და ჯერ უჯრედები, ხოლო შემდეგ რთული ორგანიზმებიშექმნეს.ინგლისელმა მეცნიერმა, ჩარლზ დარვინმა ასობით ცხოველის, მცენარისადა ნამარხის შესწავლის შემდეგ ევოლუციის თეორიას ჩაუყარა საფუძველი.დარვინი მიხვდა, რომ უამრავი სახეობა ერთმანეთს ენათესავება და საერთოწინაპარი ჰყავს. მან ასევე შენიშნა, რომ ცხოველებისა და მცენარეებისუმეტესობის შთამომავლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი გადარჩება ხოლმედა ზრდასრულობასაც სწორედ ისინი აღწევენ. მაშასადამე, ბუნება გარემოსთანკარგად შეგუებულ ორგანიზმებს “ირჩევს” და მათ საჭირო თვისებებისმომავალი თაობებისთვის გადაცემის საშუალებას აძლევს.ნამარხები გვატყობინებს, რომ დედამიწის არსებობის მანძილზე ცხოვრება შეიცვალა.ქანის თითოეულ ფენაში დაცული სახეობა მის ქვემოთ ან ზემოთ მოქცეულ ქანშიდაცული სახეობისაგან განსხვავდება. მეცნიერები ნამარხებს იკვლევენ,გენეალოგიურ შტოზე ათავსებენ და ევოლუციის მიმდინარეობას ასეადევნებენ თვალყურს. საერთოდ ორგანიზმები შემდეგ თაობას მემკვიდრეობითინფორმაციას დნმ-ის საშუალებით გადასცემენ.დნმ გენებად წოდებულ მონაკვეთებად იყოფა. თითოეულ გენში გარკვული თვისების კოდი ინახება. დნმ-ის მოლეკულები ორგანიზმის ყველა უჯრედში მჭიდროდაა ჩაწყობილი ქრომოსომების სახით. View ucnauri.com
-
გაზაფხულის მიწურულს ესპანეთის პატარა ქალაქ კასტილკო დე მურსიაში იმართება განწმენდის უჩვეულო ფესტივალი სახელწოდებით „ელ-კოლაჩო“„ელ კორაჩოს“ პირველი რიტუალი ჯერ კიდევ 1620 წელს ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანი წინა წელს დაბადებული პატარების სულის განწმენდა იყო. ადგილობრივ მცხოვრებლებს დღემდე სჯერათ, რომ ეს დაიცავს ბავშვებს ბნელი ძალებისგან, დაავადებებისგან, სხვადასხვა ფიზკური დაზიანებისგან და ბოროტი თვალისგან.რიტუალი ამგვარი ... View ucnauri.com
-
ინგლისში წარმოადგინეს ყველაზე დიდი ნაყინი მსოფლიოში, რომლის სიმაღლე შეადგენდა ოთხ მეტრს, ხოლო წონა კი- ტონაზე მეტს. ასეთი მასის გაყინვას თვეზე მეტი დასჭირდა. ორგანიზატორები შეეცადნენ ... View ucnauri.com
-
საჭვოა რომ მოახერხოთ დავარდნილი დანა-ჩანგლის აღება ამ რესტორანში. თავბრუდამხვევი სიმაღლე ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გადაარჩენს თქვენს დანას ან ჩანგალს, სამაგიეროდ იგრძნობთ ... View ucnauri.com
-
რელიგია განმარტავს, როგორ წარმოიშვა სამყარო, რა ხდება სიკვდილის შემდეგდა როგორ უნდა ვიცხოვროთ. რელიგიური ადამიანები იკრიბებიან, რათაილოცონ და დღესასწაულებში მიიღონ მონაწილეობა. მათ სწამთ უხილავი,სულიერი სამყაროს არსებობისა, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის.იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა რელიგიათა ერთი “ჯგუფია”. ამ ჯგუფსაბრაამისეულ რელიგიებს უწოდებენ. სამივე რელიგიაში რწმენის ერთ-ერთიფუძემდებელია აბრაამი. ისლამი და ქრისტიანობა ემიგრანტებმა და მისიონერებმამთელ მსოფლიოში გაავრცელეს.ქრისტიანებს ბეთლემში დაბადებული იესო ქრისტესი სწამთ. ქრისტიანებისრწმენით ის მოკლეს, მაგრამ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ქრისტიანულიბიბლია ებრაული თანახისგან, ანუ ძველი აღთქმისგან, და ახალი აღთქმისგანშედგება. ქრისტიანობაში უამრავი განშტოება არსებობს და მათგან უდიდესირომაული კათოლიციზმია. ... View ucnauri.com
-
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსმა სერგეი ჩენჩიკმა განაცხადა, რომ აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე დაღესტნის მაღალი რანგის იმ ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ავიაგადაზიდვებზე. მათ ბრალად ედებათ თაღლითობის გზით სახელმწიფოსთვის დიდი რაოდენობის ფინანსური ზარალის მიყენება.მიმდინარე წლის მაისში ანალოგიური ბრალდებებით დაღესტანში დაპატიმრებული იყო რეესტრის რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი.ყაბარდო-ბალყარეთს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ფეხბურთის მატჩი, რომელიც 5 ივლისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ადგილობრივ "ტორპედოსა" და ყაზახეთის გუნდ "აკტობეს" შორის, ფრედ - 1:1 დასრულდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის სერგეი ჩენჩიკის 5 ივლისის განცხადების თანახმად, უახლოეს დღეებში ჩეჩნეთიდან დაღესტანში გადაიყვანენ სამართალდამცავი ორგანოების 800 სამხედრო მოსამსახურეს. ს.ჩენჩიკის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ოპერატიული ვითარება სტაბილურად დაძაბულია, მაგრამ ყველაზე საშიში მდგომარეობა დაღესტანშია.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ჩეჩნეთის ხანკალას ბაზიდან დაღესტანში გადაისროლეს 20 ათასის სამხედრო მოსამსახურე, 19 ივნისს კი მაჰაჩკალაში დაფიქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყაბარდო-ბალყარეთის მთავარი ხაზინადარის ლეონიდ ზრუმოვის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით, რაც 5 წლამდე პატიმრობით ან ფულადი ჯარიმით ისჯება. წაყენებულ ბრალდებაში მთავარია გაყალბებული დოკუმენტებით 19,8 მილიონი რუბლის მითვისება არარსებული ობიექტის გარემონტების მიზნით.როგორც ცნობილია ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან მოულოდნელად ჩამოსულმა ძალოვნების ასკაციანმა ბრიგადამ კორუფციის ბრალდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Таджикский президент Рахмон сообщил американскому коллеге Обаме о намерении кардинально усилить американское направление, эксперты не исключают даже, что он готов подарить американцам аэродром "Айни", который ранее обещали не передавать никому, кроме Москвы. Также наблюдается резкое оживление сотрудничества Таджикистана с Индией и Катаром. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg მეთიუ კოლინი თბილისი – კახი კალაძის ოფისი მისი საფეხბურთო გამარჯვევების გამოსახულებებითაა მორთული, მაგრამ დღეს ის თავის ყველაზე მწვავე ოპონენტს, საქართველოს მთავრობას უპირისპირდება და მისი გადაყენების კამპანიაშია ჩართული. „როდესაც განვაცხადე, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულდა, ვთქვი, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ახლა იწყებოდა“, განაცხადა ფეხბურთიდან ახლახანს წასულმა მცველმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში. იტალიის „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს. „ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს“, ამბობს კალაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლეს უყურებს მდინარე მტკვრის მეორე ნაპირიდან თბილისში. ბოლო კვირებში დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან „ქართული ოცნების“ უმდიდრესი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმეს იმ ბრალდებით, რომ თითქოს გამარჯვებისკენ გზის ყიდვას ცდილობდა. „ეს ყველაფერი ხელისუფლების შიშის შედეგია“, ამბობს კალაძე, რომელიც დღესაც ფეხბურთის იტალიელი ვარსკვლავივით გამოიყურება. „ის რასაც ჩვენ ვაწყდებით უკანონო და უსამართლოა“, თქვა მან. ამ უძლიერესმა მცველმა საკუთარი რეპუტაცია ჯერ თბილისის დინამოში გამოძერწა, სადაც ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე კიევის დინამოში გადავიდოდა და თავის წარმატებებს სამ უკრაინულ ჯილდოს შემატებდა. შემდეგ მასთან კონტრაქტი იტალიის „მილანმა“ გააფორმა საქართველოსთვის რეკორდულ ფასად 16 მილიონ ევროდ, მაგრამ მომდევნო წლებში მის ცხოვრებაში წარმატებასთან ერთად ტრაგედიებიც მოხდა. მან იტალიის სერია ა-ს ტიტული მოიპოვა, ორჯერ მოიგო ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯილდო, მაგრამ დაკარგა ძმა ლევანი, რომელიც ქართველმა კრიმინალებმა მისგან ფულის გამოძალვის იმედით გაიტაცეს. ის მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 2006 წელს მოკლული იპოვეს. კალაძემ წელს ფეხბურთი დატოვა, დღემდე თამაშობს რა სერია ა-ში გენოაში, თუმცა მალევე გააცნობიერა, მის ახალ მატჩში ნაკლებად ჯენტლმენური წესებით თამაშობენ. „პოლიტიკაში ბევრად მეტი გამოწვევაა ვიდრე სპორტში“, ამბობს ის და დასძენს, რომ ის „წინ რთულ მატჩებს ელოდება“ მთავრობასთან, რომელიც არ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას. საქართველოს პრო-დასავლელმა ლიდერმა ივანიშვილი, რომელმაც მისი $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში დაადანაშაულა, რომ ის მოსკოვის მარიონეტია, რომელთანაც თბილისს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა და დღემდე არ გაყავს არმია საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონიდან, რომლებსაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უზარმაზარი რუსული ფული მოდის საქართველოში პირდაპირი ბრძანებებით კრემლიდან“, განაცხადა ახლახანს სააკაშვილმა. კალაძე ამბობს, რომ „აბსურდია“ ოპოზიციის დახასიათება „პუტინის ადამიანებად“, მაგრამ ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს, თუკი მის ქვეყანას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება უნდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსებთან დიალოგის დაწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები, რომელიც ახლა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული“, ამბობს იგი. უმწვავესი წინასაარჩევნო ბრძოლის გარდა, კალაძე პროსამთავრობო ტელევიზიამ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირებში დაადანაშაულა ახლახანს გასულ სიუჟეტში რომელსაც ის „იაფფასიან ცილისმწამებლურ კამპანიას“ უწოდებს. „არაფერი საერთო არ მაქვს მაფიასთან, არც წარსულში მქონდა და არც ახლა“, თქვა მან. ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის უჩვეულო არ არის ამომრჩეველთა მოსაზიდად მათთვის კანდიდატებად ცნობილი ადამიანების შეთავაზება. „პრობლემაა, როდესაც ქვეყანაში არ გყავს პოლიტიკაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები ან შეჯიბრი იდეოლოგიურ საფუძველზე“, ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია. მართალია საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს ოპოზიციას, თუმცა ნოდია ფიქრობს, რომ კალაძეს კარგი შანსი აქვს არჩეულ იქნას მისი მშობლიური ქალაქის, სამტრედიის საარჩევნო ოლქში. „ის იქ დიდი გმირია და არ გამიკვირდება თუკი გაიმარჯვებს“, ამბობს იგი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-deflacia.jpgთბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის ივნისში ინფლაციის დონემ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2 % შეადგინა, რაც უკვე მეხუთე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. მაისში წლიურმა ინფლაციამ -3.3 % შეადგინა.<span style="font-size: 10pt;" />საქსტატის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 % შეადგინა. საქინფორმი
-
ბოროტების სავანე: შურისძიება არის ყველაზე წარმატებული ზომბებზე შექმნილი ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილი. რამდენიმე კვირის წინ საშუალება მოგვეცა, რომ გვეხილა ამ კინომოვლენის სრულმეტრაჟიანი ტრეილერი, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა 9 ახალი ექშენ-პოსტერი, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო ახლოდან შევხედოთ პერსონაჟებს. ელისის როლს რათქმაუნდა კვლავ მილა იოვოვიჩი ასრულებს, სიენა გუილორი კი კლერ რედფილდის როლს შეასრულებს, რომელიც პირველად მეორე ნაწილში The post ბოროტების სავანე: შურისძიება – 9 ახალი პოსტერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/eurasia-review-150x80.png რიკ როზოფი როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინგლისური ვებ- გვერდიდან სულ ახლახან გახდა ცნობილი, თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი საქართველოს ერთი კვირით ეწვია გასულ ივნისში. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, NATO–ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, ასევე ამერიკელები და NATO-ს უმაღლესი გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე მიჩისლავ ბუნუკი იმყოფებოდნენ ქვეყანაში გასულ თვეში; ვერშბოუს სტუმრობის დროს ვიცეპრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მის ქვეყანას სექტემბერში ეწვევა. აშშ-სა და NATO-ს ოფიციოზის უმაღლეს წარმომადგენლებს რაღაც იზიდავს სამხრეთ კავკასიური ქვეყნისაკენ. 2 ივლისს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ხარშილაძეთან შესახვედრად აშშ-ს კონგრესმენთა ექვსწევრიანი დელეგაციაც ჩავიდა, რათა NATO-ს მიერ ავღანეთის ომში ჩასანაცვლებლად ამერიკელთა გაწვრთნილ ქართულ ჯარს დაკვირვებოდნენ. ვერშბოუ, ყოფილი ელჩი NATO-სა და რუსეთში, თავდაცვის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, იმყოფებოდა ქვეყანაში თავდაცვისა და უშიშროების კონფერენციაზე დასასწრებად 29 ივნისს; მას თან ახლდა თავდაცვის მდივნის თანაშემწე (თავდაცვის მდივნის უფროსი მრჩეველი ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის საკითხებში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით) ენდრიუ ვებერი; თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში სელესტა ვოლანდერი და კონტრადმირალი მარკ მონტგომერი – აშშ-ს ევროპული მთავარსარდლის მოადგილე, დაგეგმარების პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორი. ადმირალი მონტგომერი პირველი იყო, ვინც NATO-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მაისში განაცხადა, რომ აშშ-NATO-ს ევროპული ავიაგამანადგურებლების, ყუმბარმტყორცნების სისტემამ საწყის შესაძლებლობას მიაღწია ამერიკული სამხედრო ხომალდების ჩანაცვლების საქმეში, რომელიც აღჭურვილია სტანდარტული ყუმბარმტყორცნებით, თურქეთში განლაგებული თანამედროვე რადარებითა და აშშ-ს ავიაბაზის ცენტრით რამშტაინში, გერმანიაში. საქართველოში კონფერენციის ჩატარებამდე ვერშბოუ შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციასა და ავღანეთში სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო მალე NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება. პოლონელი გენერალი ბიენიეკი, NATO-აშშ-ს გაერთიანებული მთავარსარდლობის მეორე პირი, ასევე იმყოფებოდა საქართველოში ივნისში ორი დღით, როდესაც მან ლექცია წაიკითხა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ NATO-ს წევრ სახელმწიფოთა სამხედრო ატაშეებს. ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია დააკვირდება ამერიკელების და ქართველთა ერთობლივი წვრთნის პროცესს ავღანეთში ჩანაცვლების მიზნით, რომელიც აშშ-ს საელჩოს პრესრელიზის თანახმად წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალას (ISAF). დელეგაციის ჩამოსვლის წინა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულებს ქუთაისში და განაცხადა შემდეგი: „საქართველოში არმიაზე უფრო ავტორიტეტული არაფერია“. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ მარადიული სიფხიზლე, უნდა იყვნენ მუდმივად მობილიზებულნი, რადგანაც „მას, ვისაც სურს სრულიად საქართველოს დაპყრობა, არ სძინავს“. „ჩვენ უზარმაზარი არმია არასოდეს გვეყოლება, მაგრამ ამავდროულად ჩვენს განკარგულებაში იქნება 100 000-მდე რეზერვისტი, რომლებიც მზად იქნებიან დაიცვან ჩვენი სოფლები, ქუჩები, ჩვენი მიწა–წყალი, თუკი ამას საჭიროება მითხოვს’’. 21 ივნისს რამსფელდი დაბრუნდა საქართველოში. მისი პირველი მოგზაურობა შედგა 2001 წლის დეკემბერში, თერთმეტ თვეში მას შემდეგ რაც ის აშშ-ს თავდაცვის მდივანი გახდა, რასაც მოჰყვა თავდაცვის დეპარტამენტისაგან საქართველოსთვის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელსაც თავდაპირველად უძღვებოდა აშშ-ს მწვანებერეტიანთა საგანგებო ძალები, შემდეგ – აშშ-ს საზღვაო კორპუსი და ბრიტანეთის არმიის პირადი შემადგენლობა. პროგრამამ გასტანა 2004 წლამდე, როცა საქართველომ მიაღწია სტაბილურობას. საბოლოო ჯამში აშშ-მ და მისმა NATO-ელმა მოკავშირეებმა გარდაქმნეს ქართული შეიარაღებული ძალები ერაყსა და ავღანეთში ჩანაცვლებისათვის, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და რუსეთთან ომისათვის 2008 წელს. 2003 წლის 5 დეკემბერს რამსფელდი მაღალი რანგის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი იყო, ვინც ქვეყანას ეწვია ექსტრალეგალური პუტჩის შემდგომ პერიოდში, რომელიც ვარდების რევოლუციის სახელითაა ცნობილი, რის შედეგადაც მომდევნო თვეში 96 პროცენტიანი მაჩვენებლით სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის იძულებითი გადადგომიდან ორი კვირის შემდეგ, რამსფელდი თბილისში გახლდათ. თავის სიტყვაში მან „ხაზი გაუსვა ამერიკის უაღრესად მტკიცე მხარდაჭერას და სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოში“. მისი კომენტარი მკაცრი გაფრთხილება იყო აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, რომელთა ხელმძღვანელობასაც არავითარი მონაწილეობა არ სურდა ‘’ვარდების‘’ საქართველოში და მათი პრეზიდენტები მოსკოვს გაეშურნენ სასწრაფო კონსულტაციებისათვის თბილისის გადატრიალების შემდეგ, 23 ნოემბერს. იგი შეხვდა ‘’ვარდების’’ ტრიუმვირატს, მაშინდელი საქართველოს დროებით პრეზიდენტს, ნინო ბურჯანაძეს, სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას (ვისი ოჯახიც 2005 წელს მისი გარდაცვალების გამო სააკაშვილს უყენებს ბრალდებას) და პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს. იგი ასევე ინსპექტირებაზე იმყოფებოდა კრწანისის ნაციონალურ საწვრთნელ ცენტრში, დედაქალაქთან ახლოს, სადაც წინა წლიდან მოყოლებული აშშ ქართულ ჯარს ავარჯიშებდა (რაც ამჟამადაც გრძელდება). იმ ადრეულ პერიოდშიც, NATO-ში პარტნიორობისა და სამშვიდობო პროგრამის მიხედვით, რამსფელდი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მიზნით განუწყვეტელი წინსვლა ჰქონოდა, სრული წევრობის ჩათვლით. მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით მან მოსთხოვა მოსკოვს „გაეყვანა რუსეთის ძალები საქართველოდან“, გულიხსმობდა რა მშვიდობისმყოფელთა მცირე კონტიგენტებს აჭარასა და სამხრეთ ოსეთში. ნინო ბურჯანაძემ, ამჟამად სააკაშვილის ოპონენტმა, პენტაგონის შეფთან შეხვედრაზე თქვა: „ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ აშშ-სთან ურთიერთობას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; იმასაც ვადასტურებთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და NATO-ში შესვლა პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მადლობელი ვიყავით მისტერ რამსფელდისა საქართველოსათვის ქმედითი დახმარების გაწევის გამო…“ თავის მხრივ, რამსფელდმა განაცხადა: „საქართველოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება NATO -სთან ახლო თანამშროლობისა. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც ახალი ხელმძღვანელობის მიერაც დადასტურდა. ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მიახლოებას დასავლეთის დემოკრატიასთან“. თბილისში ყოფნისას, თავისი დროის უდიდესი ნაწილი მან დაუთმო ნავთობსადენის შემოწმებას, რომელიც შემდეგში ჩაერთო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ნავთობის ტრანსპორტირების პროექტში, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პოლიტიზირებული ნავთობსადენის რეპუტაცია აქვს. თბილისში ჩამოსვლიდან ექვსი დღის შემდეგ ქართული საგანგებო ძალები შევიდნენ ისედაც დანგრეულ სამხრეთ ოსეთში. ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ შეფასებით : „ქვეყანაში კიდევ უფრო გაღვივდა დაძაბულობა, რაც სამოქალაქო ომისკენ უბიძგებდა მას“. მისი წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ, პირველმა ოთხმა ქართულმა ბატალიონმა, რომელსაც წვრთნიდა აშშ-ს სამხედრო პირადი შემადგენლობა, წვრთნისა და აღჭურვის ქართული პროგრამის შესაბამისად დაასრულა მეცადინეობა. 2004 წლის მაისში აჭარა მოექცა პრეზიდენტ სააკაშვილის კლანჭებში, რასაც ფართო მასშტაბის ქართული სამხედრო წვრთნები მოჰყვა მისსავე საზღვარზე; სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ შემდეგი აფხაზეთი იქნებოდა; ოთხი წლის შემდეგ მან იგივე სცადა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალებმა აქეთ მოუწყვეს ინტერვენცია. 2005 წლის მაისში რამსფელდის მთავარსარდალი ჯორჯ ბუში პირველი და დღემდე ერთადერთი ამერიკელი სახელმწიფო მეთაური გახდა, ვინც კავკასიას ეწვია, როცა იგი 700 კაციანი დელეგაციით ჩავიდა საქართველოს დედაქალაქში და მიტინგზე სიტყვითაც გამოვიდა სააკაშვილთან ერთად. მისი გამოსვლა მოგვაგონებდა პრეზიდენტ ჯონ კენედის სიტყვას, წარმოთქმულს 1963 წელს ბერლინის კედელთან: „თქვენი გამბედაობა დემოკრატიული რეფორმებით ერთგვარი მესიჯია მსოფლიოს ხალხებისათვის, კერძოდ კავკასიისათვის, ცენტრალური აზიისათვის, ახლო აღმოსავლეთისათვის, სადაც იგივე სურვილი გამოსჭვივის თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდა ადამიანების გულებში“. „უკანასკნელ თვეებში მსოფლიო მოწმეა იმედისმომცემი ცვლილებებისა ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბიშკეკამდე, მაგრამ აქამდე ხომ ერაყში ჰქონდა ადგილი მეწამულ რევოლუციას და ნარინჯისფერ რევოლუციას უკრაინაში ან კიდევ კედარის რევოლუციას ლიბანში და ახლა კიდევ ვარდების რევოლუციას საქართველოში’’. ბიშკეკის მაგალითიც ხომ ერთგვარი მინიშნებაა 2005 წლის მარტში ყირგიზეთში მომხდარი ე.წ. ტიტების რევოლუციისა. გასული თვის ბოლოს, როდესაც რამსფელდი დაბრუნდა საქართველოში, მას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიესალმა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თაობაზე აშშ-სა და NATO-ს მფარველობის ქვეშ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, რამსფელდისა და ახალაიას შეხვედრის დროს „ფოკუსი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვის უნარებისა და სამხედრო განათლების დონის ამაღლებისაკენ“. ორივე მხარე „ასევე შეეხო საქართველოს ჩართვას ISAF-ის მისიაში და NATO-ში ინტეგრირების პერსპექტივაში’’. საქართველოს თავდაცვის შეფმა „გამოხატა თავისი მადლიერება თავდაცვის ყოფილი მდივნის მიმართ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“. შემდეგ ახალაიამ დასძინა, რომ „ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა პენტაგონში, სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში’’. ათიოდე დღის წინ რამსფელდს, დამსახურებისამებრ, საქართველოში პენტაგონ – NATO -ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად შემოწმებას გადის ახალი კონფლიქტის მზადყოფნისათვის. ორიგინალი ორიგინალი
-
5 ივლისის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება სხდომის დასრულებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ მედიას გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ გააცნო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ოთხშაბათს მაღალი სოციალური სტიმულების შექმნის პირობა დადო, მათ შორის იყო პენსიების მკვეთრი მატება. ეს ყველაფერი ხდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გათვლით, როდესაც მთავრობა ახალი ოპოზიციური პარტიის წინსვლას შეებრძოლება. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილი პრემიერმინისტრად გასულ კვირას დაასახელა, სთხოვა, დაეძლია 16 პროცენტიანი უმუშევრობა და გაეტარებინა სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის რეფორმა. მიმართა რა პარლამენტს დამტკიცების პროცედურაზე, მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ ყურადღებას გადაიტანს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღარიბებს გამოუყოფს უფრო მეტ სოციალურ დახმარებას, გაზრდის პენსიებს და სამედიცინო დაზღვევას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. „ჩვენ, მომავალი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენს პროგრამაშია წარმოდგენილი,“ განაცხადა მერაბიშვილმა. მისი იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელსაც „მეტი სარგებელი ხალხს“ ჰქვია, პენსიები 2013 წლიდან 100 დოლარამდე გაიზრდება. დღეს პენსია 65 დოლარია და ეს ზრდა 6 მილიარდი ლარის მეშვეობით განხორციელდება. ამავე პროგრამის მიხედვით, 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება ჯანმრთელობის დაზღვევაზე, 4 მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობაზე, 4 მილიარდი ლარი განათლებაზე და 3 მილიარდი ლარი სოციალურ დახმარებებზე. მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ მოიზიდავს $4 მილიარდის საგარეო ინვესტიციას და მომავალ 4 წელიწადში შექმნის 270,000 ახალ სამუშაო ადგილს. საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომითა და ამის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისით, რომელმაც შეამცირა საგარეო ინვესტიციები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იძულებული გახადა საერთაშორისო დახმარების იმედად დარჩენილიყო. სააკაშვილის მმართველი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახლად შექმნილი ოპოზიციური ჯგუფის მზარდი კონკურენციის პირისპირ აღმოჩნდა. ამ ახლად შექმნილ ჯგუფს სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამორჩება, მაგრამ მან დემონსტრაციებზე დიდი რაოდენობით ხალხს მოუყარა თავი ამ კავკასიურ ქვეყანაში, სადაც 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. „ამ ნაბიჯის (მერაბიშვილის დანიშვნის) მიზანი იყო მმართველი პარტიის შემდგომი განმტკიცება არჩევნების წინ, იმ არჩევნების წინ, რომელშიც გამარჯვების იმედი პარტიას აქვს,“ განაცახად ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელმა. „სააკაშვილმა დააწინაურა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი, რომელიც ასე პოპულარულია,“ განაცხადა რონდელმა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შეცვლის მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. განათლების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი მიიღო და გახდა ეროვნებით რუსი თავდაცვის პირველი მინისტრი საქართველოში. 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში, 44 წლის მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა. ის შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდანაა და სწორედ მან უხელმძღვანელა პოლიციის რეფორმასა და კორუფციის დამარცხებას და ამით ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტისა და დამკვირვებლის ქება დაიმსახურა. მაგრამ ოპონენტები მას 2007 და 2010 წ.წ. ოპოზიციური გამოსვლების სასტიკ რეპრესირებაში სდებენ ბრალს. პრეზიდენტივით მასაც პრო-დასავლელად და მოსკოვისადმი მტრულად განწყობილად მიიჩნევენ. ორიგინალი ორიგინალი
-
უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” შეშფოთებულია აზერბაიჯანული გაზეთის, “ტოლიშ სიადოს” რედაქტორის, ხილარ მამედოვის წინააღმდეგ წარმართული სასამართლო მოკვლევით, რის შედეგადაც მას, შესაძლოა სამუდამო პატიმრობა დაემუქროს. 5 ივლისი, 2012 - 19:16 5 ივლისი, 2012 - 19:16 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/mamedov.jpeg სრული ტექსტი View the full article