planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ka-150x150.jpgმოძრაობა ‘’7 ნოემბერი” მოითხოვს შეიქმნას ფონდი რომელიც ქუჩაში მყოფ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმარება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kakab.jpg itvს ლინკი
-
15 ივლისს საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ში სამართლის დოქტორის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ კვარაცხელიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. სადაც განხილულ იქნა მისი ოთხი მონოგრაფიული ხასიათის წიგნი. გაზიარება [ჟურნალი "ღია ბოქლომი". 14:52 15-07-2010]<div>http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TEA5jVw34UI/AAAAAAAAD64/2o4SHCJFd0U/s200/ramaz+kvaracxelia.gifაკადემიაში შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ვაჟა ეგრისელი - პოეტი, აკადემიკოსი (იურისტი), აკადემია “ქალდეა”-ს პრეზიდენტი; ალექსანდრე კვაშილავა - იურიდიულ მეციერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი; ჯუმბერ ლეჟავა - მსოფლიო მოქალაქე, აკადემიკოსი; ლევან ღვინჯილია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოთარ გამყრელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ზურაბ ლიპარტია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემია “ქალდეა”-ს ვიცე-პრეზიდენტი; გულნაზ ხარაიშვილი - პოეტი, აკადემია “ქალდეა”-ს სწავლული მდივანი; სიმონ ზაქარაია - მეცნიერებათა დოქტორი, აკადემია “ქალდეა”-ს ვიცე-პრეზიდენტი; გია კვაშილავა - მკვლევარი აკადემიკოსი; ვახტანგ გაჩეჩილაძე - ექიმი, პროფესორი; ვახტანგ თორაძე - პროფესორი, აკადემიკოსი; ვანო შუშტაკაშვილი - პროფესორი, აკადემიკოსი; ვანო მეგრელი - პოეტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; გიული ჩქარეული - პოეტი აკადემიკოსი; ლარისა ხაჭაპურიძე - მსახიობი, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი. ლამზირა შეყილაძე - პოეტი; როსტომ გაფრინდაშვილი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სხვა მოწვეული სტუმრები. აკადემიის პრეზიდენტმა ვაჟა ეგრისელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება სამართლის დოქტორის, პროფესორის რამაზ კვარაცხელიას აკადემიის წევრად არჩევისა და აკადემიკოსის წოდების მინიჭების შესახებ და გადასცა აკადემიის დიპლომი. რამაზ კვარაცხელია 1983 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა ქ. წალენჯიხის სკოლა-ლიცეუმ „ქიაჩი“. 2001-2006 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია. 2006-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ პროფესორ ოთარ გამყრელიძის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესში, თემაზე “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისათვის” და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2010 წლის 15 ივლიის საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა აკადემიის წევრად და მიენიჭა აკადემიკოსის წოდება. 2005 წლის ოქტომბრის თვიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწედ. 2006 წლის ოქტომბრის თვიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში და ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მისი მეცნიერული კვლევის სფეროს შეადგენს ადამიანის, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხები. არის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. <div style="text-align: justify;">2006 წლიდან არის ამერიკის სასამართლო ადვოკატირების ნაციონალური ინსტიტუტის
-
რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. ყაზახური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში რუსთავის "ოლიმპი" შემდეგ ეტაპზე თელ–ავივის "ჰაპოელს" შეხვდება, რომელიც შემდეგ ეტაპზე პრაქტიკულად გასულია, დაამარცხა რა "ჟელეზნიჩარი" ანგარიშით 5:0. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ara-150x150.jpgმოძრაობა “არა”-ს მიერ ინიცირებული “მიუსაფართა დახმარების პროექტს” საკრებულოს წევრების _ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განიხილება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/mozraoba_ara.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sakrebulo1-150x150.jpgქალაქ თბილისის შემდგომი განვითარების და განაშენიანების პროექტი განიხილება დღეს თბილისის საკრებულოში. პროექტის ინიციატორი ქალაქის არქიტექტურის სამსახურია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sakre.jpg itvს ლინკი
-
ამ წუთებში შვეიცარიის ქალაქ ნიონში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, სადაც გაირკვევა ქართული კლუბის რუსთავის "ოლიმპის" მეტოქე, იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველები ყაზახური "აქტობეს" ბარიერს გადალახავენ. ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ კი გაიმართება ევროპის ლიგის წილისყრა, სადაც გაირკვევა "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" მეტოქეები. FANEBI.COM საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ ეთერში უყუროთ ორივე ტურნირის წილისყრას. იხილეთ fanebi.com
-
ამ წუთებში შვეიცარიის ქალაქ ნიონში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, სადაც გაირკვევა ქართული კლუბის რუსთავის "ოლიმპის" მეტოქე, იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველები ყაზახური "აქტობეს" ბარიერს გადალახავენ. FANEBI.COM საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ ეთერში უყუროთ ჩემპიონთა ლიგის წილისყრას იხილეთ fanebi.com
-
<p style="text-align: left;">http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/kouchner_saakashvili.jpgსაფრანგეთი აძლიერებს რუსეთზე ზეწოლას, რომ მან პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან დაწყებული ომი და გაიყვანოს მისი სამხედრო ნაწილები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, განაცხადა საფრანგეთის დიპლომატიის შეფმა ხუთშაბათს თბილისში. polity.ge
-
გორის საინფორმაციო ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით , დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში 40–ზე მეტმა დევნილმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც რეგიონის დევნილთა დასახლებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერიან კოპალეიშვილიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ იგი გორში არ ჩამოსულა, რამაც დევნილთა აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, უამრავი პრობლემაა დაგროვილი , რომელთა გადაჭრის გზებზე სამინისტროს წარმომადგენელს უნდა ესაუბრა. დევნილთა შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე პაატა ზაქარეიშვილი პასუხობდა. მისი აზრით, მთავარი პრობლემა ხელისუფლების გაუმჭვირვალობაა. დევნილებს არა აქვთ ინფორმაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსები რაში და როგორ იხარჯება. ზაქარეიშვილის აზრით, ასეთი სახის შეხვედრები, სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, დევნილთა ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება. მისი თქმით, ბოლო დრომდე სამინისტროს წარმომადგენლის ჩამოსვლა გორში გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მისთვის უცნობი მიზეზის გამო ეს არ მოხდა. შეხვედრაზე დევნილებმა მთავარ პრობლემად დაუსაქმებლობა დაასახელეს. მათი აზრით, როგორც არასამთავრობო სექტორმა, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებმა ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა გადამზადებასა და მათთვის ახალი პროფესიების შესწავლას უნდა დაუთმონ, რაც უმუშევრობის დაძლევის ერთ–ერთი გზა იქნება. გარდა ამისა, დევნილები ხელისუფლებას ყოფითი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით დევნილებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?NrArticle=2011&NrImage=3 საქართველოში კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, როგორც წესი, დაგვიანდებით იწყება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც შავი ზღვის ჯაზფესტივალი აღმოჩნდა. პროგრამის მიხედვით, ყველა წარმოდგენის დასაწყისი საღამოს რვა საათია. მას შემდეგ, რაც რვა საათს 40 წუთი გადასცდა და სტუმრებმა სანახევროდ შეავსეს ტენისის კორტებზე მოწყობილი საკონცერტო სივრცე, ფესტივალის ორგანიზატორმა, ისთერნ ფრომოუშენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა გიორგაძემ შავი ზღვის ჯაზფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. ”იქნებ მოხვიდეთ 15-20 წუთით ადრე. ერთმანეთს ვნახავთ, გავესაუბრებით, წინა დღის შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ. ურთიერთობის თემაა, ტუსოვკის თემაა”, - ასეთი თხოვნით მიმართა მიშა გიორგაძემ კორტებზე შეკრებილ სტუმრებს, რომელთა რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა, სანამ მოგვიანებით ყველა სკამი არ შეივსო. ყველაზე პუნქტუალურები ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც კორტების შესასვლელთან ნახევარი საათით ადრე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ასე ერთად თავმოყრილები მოედანზე შეუშვეს, პროფესიული თამაშის წესები საგანგებოდ შეახსენეს და სცენის წინ ზეზეულ მდგომარეობაში განათავსეს. ამ დროს, ყველა ჟურნალისტს კარგად ახსოვდა იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომელსაც ხელი თბილისში, კულტურის სამინისტროში მოაწერეს და რომელიც, მასალის არგამოქვეყნების შემთხვევაში, ჟურნალისტს ხუთიათასლარიან ჯარიმას აკისრებს. ასეთი იყო ვითარება, როცა სცენაზე ახალგაზრდა ქართველი ჯაზპიანისტი, ბექა გოჩიაშვილი გამოვიდა ტრიოს ორ მონაწილესთან, კონტრაბასისტ ბენ უილიამსთან და დრამერ რიჩი ბარშაისთან ერთად. /get_img?NrArticle=2011&NrImage=1 ბექა გოჩიაშვილი, ბენ უილიამსი, რიჩი ბარშაი ბექა გოჩიაშვილი 14 წლისაა და უკვე რამდენიმე თვეა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად გამოდის ნიუ იორკის ჯაზ კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში (Blue Note, Lincoln Center, Birdland, Creole). ნიუ-იორკის ჯულიარდის მუსიკალური სკოლის მოსწავლე კონცერტებს ევროპულ ჯაზფესტივალებზეც მართავს. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მას უკვე ჰქონდა ორი კონცერტი ვენის ჯაზფესტივალსა და მონტროში, სადაც გასულ წელს აზერბაიჯანელ პიანისტთან, ისფარ სარაბსკისთან ერთად საფორტეპიანო კონკურსის პირველი ადგილი გაიყო. ბათუმის გამოსვლამდე ორი დღით ადრე ბექა გოჩიაშვილის ტრიომ კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა. ჯაზფესტივალზე ის გაცილებით თავისუფალ ფორმაში წარსდგა მსმენელის წინაშე, ვიდრე თბილისის კონცერტზე იყო, სადაც 14 წლის მუსიკოსის კვალობაზე მან შეუდარებელი საშემსრულებლო ტექნიკა და იმპროვიზაციის შესაძლებლობები გამოავლინა, თუმცა, პერიოდულად, იმ ნაწილებში, რომელშიც ბექა დომინანტური არ იყო, ბენ უილიამსთან და რიჩი ბარშაისთან ურთიერთობა უჭირდა. შავი ზღვის ჯაზფესტივალის კონცერტზე პიანისტმა კიდევ ერთხელ აჩვენა პუბლიკას, რომ შეუძლია იყოს შესანიშნავი იმპროვიზატორი და აკომპანიატორიც. კონცერტებს შორის პაუზის დროს ნეტგაზეთი კახა თოლორდავას ესაუბრა, რომელიც პირველი იყო, ვინც ორი წლის წინათ ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მეშვეობით ქართველ მკითხველს ბექა გოჩიაშვილის შემოქმედება გააცნო. კახა, რა შეიცვალა ამ ორი წლის განმავლობაში? ორი წლის შემდეგ ბექას ყველაფერი აქვს. ის, რაც დღეს მოვისმინე, არის მისი დაპირება იმისა, თუ რამდენად დიდი მუსიკოსი შეიძლება მისგან გაიზარდოს. ამ ეტაპზე ლაპარაკიც არ არის არც ჯაზის ვოკაბულის ბოლომდე ცოდნაზე, მაგალითად, დრამატურგიაში ხშირად რაღაცეები უჭირს, მაგრამ როცა ბექა უკრავს, შეუდარებელია. ბექას ჯერჯერობით არ უნდა შეხედო ისე, როგორც ჩამოყალიბებულ მუსიკოსს, არამედ როგორც დაპირებას, რომ სრულიად მოულოდნელად ქართულმა სივრცემ შეიძლება გაზარდოს უბრალოდ ძალიან დიდი ჯაზმუსიკოსი. რომელ მუსიკოსს გაიხსენებდი, ვისაც ამ ასაკში ასე დაეკრას? ასეთი ვუნდერკინდ მუსიკოსები ბევრნი არიან მსოფლიოში, მაგალითად, ელდარ ჯანგიროვი, რომელიც ბიშკეკიდან არის. ახლა ყველგან და ყველასთან იწერს, სადაც შესაძლებელია. როგორ შეაფასებდი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მნიშვნელობას? თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ჯაზ ფესტივალზე უკრავს როი ჰარგროუ, რენდი ბეკერი, დეივ უექლი, მაიკ სტერნი და ჰიუ მასაკელა, ეს ნიშნავს, რომ არანაირი განსხვავება იმ ფესტივალებს შორის, რაც შეიძლება იყოს ევროპაში ან ამერიკის ნებისმიერ ქალაქში, არ არის. ფესტივალს ხომ მსმენელიც განსაზღვრავს? ფესტივალს ყოველთვის განსაზღვრავენ მუსიკოსები და მათი დაკრულის ხარისხი. კარგი მსმენელი შეიძლება სამი იყოს დარბაზში, შეიძლება დაახლოებით ასი ათასი. არ აქვს მნიშვნელობა. ქართველი მუსიკოსებისთვის რისი მომცემი შეიძლება იყოს საქართველოში ასეთი ფესტივალების არსებობა? ქართველი მუსიკოსებისთვის ყველაზე დიდი, რისი მომცემიც შეიძლება იყოს, არის ის, რომ (და ამას ისთერნ ფრომოუშენი აკეთებს) თუნდაც ჯემსეიშენებზე დაუკრან. ბექას გარდა გიორგი მიქაძეც უკრავს წელს, რომელსაც აქვს ფოკუსი იმისკენ, რისი გაკეთებაც უნდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბექამ შეიძლება თავისი ნიჭი დაკარგოს, გააფუჭოს ყველაფერი, იმ დროს, როცა გიორგი მიქაძე, თავისი მუშაობით და მონდომებით, შეიძლება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. გიორგი მიქაძის ტრიო დღეს საღამოს წარსდგება მსმენელის წინაშე. ეს იქნება მესამე კონცერტი, რომელსაც შავი ზღვის ჯაზფესტივალზე მოისმენენ ბექა გოჩიაშვილისა და ბრიტანული ჯგუფის, ეისიდ ჯაზის მიმდევრების, The Brand New Heavies შემდეგ. სხვათა შორის, ”ბრენდ ნიუ ჰევისს” ქართველი მსმენელი დიდი ხალისით შეხვდა. სცენის წინ შეკრებილებმა ენდი დევენპორტის ნამღერი ტექსტები ზეპირად იცოდნენ. აცეკვებულმა და ამღერებულმა პუბლიკამ თავისი აქტივობით კორტების სცენას საკმაოდ დიდხანს შემორჩენილი ბრიტანელი მუსიკოსების გული ერთმნიშვნელოვნად მოიგო. /get_img?NrArticle=2011&NrImage=2 The Brand New Heavies სრული ინფო(netgazeti.ge)
-
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. "ბათუმელების" წყაროს ინფორმაციით, მინისტრის სავარძელი ტაკიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე 3 დღის წინ დატოვა. განათლების სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. აცხადებენ, რომ მინისტრი თბილისშია და სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. ყოფილი მინისტრის პირადი მობილური ტელეფონი კი დღეს მთელი დღის განმავლობაში გამორთულია. მათე ტაკიძემ 2008 წელს ამ თანამდებობაზე ალექსი ჩიკვაიძე შეცვალა. უცნობია გადადგომის მიზეზები. აჭარის განათლების სამინისტრო დისკუსიის საგანი ორი კვირის წინაც გახდა, როცა კონტროლის პალატამ აჭარის ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში-უმაღლეს საბჭოში 2009 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. კონტროლის პალატის დასკვნაში წერია, რომ განათლების სამინისტროში გამოვლენილია დარღვევები, რომელიც შესწავლისთვის შესაბამის უწყებას გადაეცა. სრული ინფო(netgazeti.ge)