planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/fuli128.jpgლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.8465 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი/1. 8465 ლარი . დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.8460 ლარი ღირდა. 2.3938 ლარის ნიშნულზე დაეცა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. დღევანდელი ოფიციალური კურსით 1 ევროს ყიდვა 2.3675 ლარად იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
-
http://sports.orange.fr/orange/images/200952/172-loic_remy_max.jpgდღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ როი ჰოჯსონს თავის კლუბში სურდა ენახა “ნიცას” თავდამსხმელი ლუის რემი.“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება იმას რომ “წითლებმა” შეთანხმებას მიაღწიეს “ნიცას” უფროსობასთან. ფრანგი ფეხბურთელი წელს აუცილებლად ითამაშებდა პრემიერ ლიგაში…კონკრტულად კი – ენფილდზე. მას შემოთავაზებები ასევე “ტოტენჰემისგან” და “ვესტ ჰემისგან” ჰქონდა. “მე ამჟამად შვეიცარიაში ვიმყოფები და ფიზიკურად არ შემიძლია საფრანგეთში ჩასვლა, თუმცა “ლივერპულის” სკაუტები იქ არიან და ჩემი აზრით ყველაფერი სულ მალე დამთავრდება. ლუისის გადმოყვანა კლუბის სკაუზერებმა შემომთავაზეს და მეც თანხმობა მივეცი. ის არის ფეხბურთელი რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცი, მაგრამ თუ საჭირო გახდა აუცილებლად გადავფრინდები და დავაკვირდები” – განაცხადა “ლივერის” ბოსმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/bne.jpg სამანტა შილდსი ივლისში თავისი ევროპული ტურის დასასრულს, საქართველოში ხანმოკლე ვიზიტისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეეცადა დაემშვიდებინა ქართველთა ნერვები და დაერწმუნებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი ქვეყანა კვლავინდებურად აშშ-ს პრიორიტეტთა ნუსხის სათავეშია. მაგრამ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მომხდარი ცვლილებები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობათა ”გადატვირტთვის” ამერიკული პოლიტიკის გამო მოხდა და ქართველთა მცდელობები დაიბრუნონ რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაკარგული ინვესტორები, იმის ნიშანია, რომ ქვეყნის, როგორც რეფორმების ბასტიონისა და ზრდის ვარსკვლავი ისე აღარ ანათებს, როგორც ეს 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დიდებული დღეების შემდეგ იყო. ”შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა კლინტონმა მისი და სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მანამდე, ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე მან პირველად გააკეთა რამდენიმე დამადანაშაულებელი მინიშნება სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მსვლელობისას რუსეთის ქმედებებზე. ”თქვენ შემოჭრისა და მიმდინარე ოკუპაციის რეალობაში ცხოვრობთ. თქვენ ცდილობთ ხელი შეუწყოთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას”. სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში მკაცრ ფორმულირებებს მიესალმა და განაცხადა, რომ მიუხედავად თავდაპირველი შეშფოთებისა, გადატვირთვის პოლიტიკა ახლა რუსეთის მოდერნიზაციისკენ წაქეზებად გამოიყურება. პატარა გასეირნება კლინტონთან შამპანურითა და სადღეგრძელოთი დასრულდა და გარშემო ყველა იღიმოდა. ”საქართველო, როგოც მოწიფული, ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყანა დაბრუნდა. და ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ საღი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს”- განაცხადა სააკაშვილმა. მაგრამ ამჯერად კლინტონს ათასობით მოზეიმე ქართველისთვის სიტყვით არ მიუმართავს ისე, როგორც ეს 2005 წელს საქართველოში ჩამოსულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა. მაშინ მან ქვეყანას ”თავისუფლების შუქურა” უწოდა და სააკაშვილს აეროპორტიდან თბილისის ცენტრისკენ მიმავალი გზატკეცილისთვის მისი სახელის დარქმევის სურვილი გაუჩინა. და ვაშინგტონში გაფრენამდე კლინტონი ორ საკვანძო ოპოზციურ ფიგურას შეხვდა და ქვეყნის დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად უფრო მეტი ფულის გამოყოფას დაპირდა. ახალი სახეები 2005 წელს სააკაშვილი დემოკრატიული გზნების ტალღაზე ხელისუფლებაში მოსული, ძალიან პოპულარული იყო. საქართველოს მშპ-ს ზრდა სულ 10 % იყო და რეგიონში, რომელიც ცნობილი იყო ნეპოტიზმითა და ჩრდილოვანი ბიზნეს-გარიგეგებით, მტკიცე რეფორმებისა და ანტი-კორუფციული სწრაფვის წყალობით $0.5 მილიარდის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. 2007 წლისთვის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 12.4 %–ს შეადგენდა, ხოლო FDI $2 მილიარდზე მეტს. მაგრამ მერე ომმა და გლობალურმა კრიზისმა ეკონომიკურ ზრდასა და FDI-ს ნაკადს დარტყმა მიაყენა. და მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზის თანახმად, მშპ-ს ზრდა წელს 4.5 % უნდა იყოს, მას მერე, რაც გასულ წელს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, წელს, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა დაღმასვლამ 42 %, ანუ $75 მილიონი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკური განვითარების მეორე მინისტრი იმის გამო, რომ ვერ შესძლო ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვა, სამსახურიდან დაითხოვა. მისი განცხადების თანახმად, ის იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი თანამდებობაზე ”ბევრ წელიწადს” დარჩება. ახალი მინისტრი, 28 წლის ვერა ქობალია ბოლო 15 წელია კანადაში ცხოვრობს და საქართველოში ხუთი თვის წინ დაბრუნდა. ისევე, როგორც წინა მინისტრს, მას მოსთხოვეს ინვესტიციების შემოდინების ზრდა და პრივატიზაციის დაჩქრება. პირველ პრეს-კონფერენციაზე ივლისში, მან ტურიზმის განვიტარების გეგმის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საქართველო დიდი ხანია ცდილობს მოიზიდოს ინვესტორები ამ პოტენციურად მომგებიანი სექტორისათვის, მაგრამ იმ დროს, როდესაც თბილისში რამდენიმე დასავლური ყაიდის სასტუმრო გაიხსნა, მთისა და საზღვაო კურორტები დანარჩენ საქართველოში დაბალი ხარისხისაა. წელს უცხოური ინვესტიციების სამიზნე რიცხვი $800 მილიონია, ამბობს ვატო ლეჟავა, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი. გასულ წელს ის მთლიანად $759.1 მილიონს შეადგენდა, 2008 წლის მონაცემზე თითქმის 50 %–ით ნაკლებს. ”ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო ისევ არსებობს: დაბალი კორუფცია და დაბალი გადასახადები. ჩვენ მხოლოდ ხმის მიწვდენა გვჭირდება” – ამბობს იგი. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ინვესტორთა რწმენის შერყევაში თავისი როლი ითამაშა. შარშან, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმიტირებულ საკნებში პროტესტანტები გასულ ზაფხულს თვეების მანძილზე ისხდნენ. ლეჟავას თქმით, პირველ კვარტალში FDI იმიტომ იყო დაბალი, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, რომლებმაც მშვიდობიანად ჩაირა, საპროტესტო გამოსვლებს ელოდნენ. კლინტონმა მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდა არ ჩავარდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მთელ დროს ძალაუფლებისათვის ბრძოლას მოანდომებენ და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა და დემოკრატია მხარდამხარ მიდიან. ”როდესაც თქვენ უყურებთ საქართველოს დემოკრატიას, კონსოლიდირებულ დემოკრატიას, ეს ძალიან შთამბეჭდავია… მაგრამ აქ ჯერ კიდევაა ნაკლოვანებები. ჩვენ გვინდა საქართველოს მოვუწოდოთ განაგრძოს ”ვარდების რევოლუციის” საქმე” – განაცხადა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/UOQVFICA8JXGP7CAGKX5X1CA28KAGJCAHQHQ0WCA4BKZ4NCA7PGPU0CAKPZ9RECAKIOPRFCA76F0OHCA1PYNFNCAAR8YZ2CA9UAJYKCAY01XVRCA1ZIJXKCAETZPAVCA9E27NCCAJ4UOJMCAQQ0ZMB-300x299.jpgმოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი, დღეს 19:00 საათძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” მოძრაობის ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა, ბრიფინგზე პოლიტპატიმრების შესახებ სპეციალურ გამცხადებას გააკეთებს. მისამართი: რუსთველის # 14 Share View the full article
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png გუშინდელი სამარცხვინო მარცხის შემდეგ "ვიტ ჯორჯიადან" გელა გომელაური წავიდა – "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალური ვებგვერდს თუ ვერწმუნებით, საკუთარი გადაწყვეტილებით. "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელად კვლავ მერაბ კოჭლაშვილი განაგრძობს მუშაობას", - ვკითხულობთ იგივე ინტერნეტ-საიტზე. დიახ, "ვიტ ჯორჯია" 0:6-ისთვის არა მთავარ მწვრთნელს, არამედ მის ასისტენტს ათავისუფლებს... თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ გუნდის "დე-ფაქტო" მთავარი მწვრთნელი გომელაური იყო, რის შესახებ თავადაც უთქვამს. ეს ისედაც ჩანდა ვეტერინართა ვარჯიშებზეც და მატჩებზეც. გელა გომელაურმა ინტერვიუს პირობა მოგვცა და იმედია, მასთან საუბრის საშუალება მართლაც მოგვეცემა... სრულად იხილეთ
-
http://a.pix.ge/o/tt751.jpg დღეს გაიმართა უეფას ევრიპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა,სადაც სავარაუდოდ 3 ქართული გუნდიდან 2იასპარეზებს.გაგაცნობთ მათ სავარაუდო მეტოქეებს. "სტაბეკი" (NOR) / "დნეპრი" (BLR) - "ვიტ-ჯორჯია" (GEO) / "ბანიკი" (CZE) "კრ რეიკიავიკი" (ISL) / "კარპატი" (UKR) - "ზესტაფონი" (GEO) / "დუკლა" ბანსკა-ბისტრიცა(SVK) "შტურმი" (AUT) - "გეფლე" (SWE) / "დინამო" თბილისი(GEO) სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/loladzeebi-150x150.jpgყოფილი ჰიდროპროექტის ბალანსზე რიცხული გლდანის ექსპერიმენტალური სარემონტო-მექანიკური საწარმოს ადმინისტრაციული კორპუსის ორი, კეთილმოუწყობელი ოთახი 84 წლის გიორგი ლოლაძის და მისი 34 წლის უსინათლო შვილის, დავით ლოლაძის ერთადერთი თავშესაფარია. ოჯახი აქ 1991 წლიდან ცხოვრობს. შენობაში შესახლების უფლება მათ ჰიდროპროექტის თანამშრომელთა კიდევ 4 უბინაო ოჯახთან ერთად მიიღეს და შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმეს. შენობიდან მათ გამოსახლებას დღეს, მისი ახალი მეპატრონე ცდილობდა . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/loladzeebi_16_07_2010wmv_000003480.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg რეჟი ჟენტე გუშინ ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირებაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს საქართველო–ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებამ ასოცირებულ შეთანხმებაზე ბერნარ კუშნერს შესაძლებლობა მისცა მხარი დაეჭირა თბილისისთვის, ამ უკანასკნელის კონფლიქტში მოსკოვთან. ამგვარად, ფრანგული დიპლომატიის ხელმძღვანელმა რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთს მოუწოდა მისი ჯარები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც მას კონფლიქტის დაწყებამდე ეკავა. „ჩვენს მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, რუსეთის არმია კონფლიქტამდე განსასაზღვრულ პოზიციებს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა“, – განაცხადა მან. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, კიდევ ერთხელ აღნიშნა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რასაც 2008 წელს რუსეთის მხრიდან სეპარატისტული რესპუბლიკების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – აღიარების შემდეგ, საფრთხე დაემუქრა. „ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (…) ქართული რეგიონები და ტერიტორიებია, და ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის (…), რომ ეს ტერიტორიები კვლავ საქართველოს დაუბრუნდეს. აქ საფრანგეთის პოზიცია უკიდურესად ცხადია“, – დააზუსტა მან. პარიზი შუამავლის როლს თამაშობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დარეგულირებაში, როდესაც რუსეთის არმიამ უკუაგდო საქართველოს ჯარის შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რაც მანამდე ოსი და ქართველი ჯარისკაცების შეტაკებებს მოჰყვა. „მეთოდის შეცვლა“ თუმცა, ბერნარ კუშნერის და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის ვიზიტების ძირითადი ამოცანა, პირველ რიგში ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება იყო. თბილისი იმედოვნებს, რომ ორი–სამი წლის შემდეგ ბრიუსელს მოელაპარაკება როგორც პოლიტიკურ ასოცირებაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე აქცენტით, ასევე ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების საფუძველზე. „ამ წლის მაისში უშიშროების საბჭოს სხდომის დროს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირებაზე შეთანხმება ამიერიდან საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი ნატოში გაწევრიანების იდეაზე უარს ამბობს, რაც რუსეთის პირობებში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო ელემენტია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებმა მათი მოქმედების გეგმა შეცვალეს და მიაჩნიათ, რომ ნატოში გაწევრიანების საუკეთესო გზა ევროპასთან მაქსიმალური დაახლოებაა“, – გვიხსნიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში. საუბარი აქ უფრო მეტად ტაქტიკის და არა პრიორიტეტეტების კორექტირებაზეა და პოლიტიკური რიტორიკის ტონის ცვლილებაზე. ამ პოლიტიკის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ხელმძღვანელობა 34 წლის ფრანგ–ქართველ პოლიტოლოგ თორნიკე გორდაძეს დაავალა, რომელიც ივნისის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ქართველები, რომელთა ქვეყანამაც რუსეთისგან დამანგრეველი სამხედრო დარტყმა მიიღო და ნატოში სწრაფი გაწევრიანების იმედი დაკარგა, ახლა აქტიურად საუბრობენ ევროპისკენ ლტოლვის შესახებ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/arrest-150x150.jpg2007 წლის 20 იანვარს მოხმდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიციამ 1987 წელს დაკავებული უჩა კორძახია დააკავა, რომელსაც ბრალად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის უჩა კორძახიას მკვლელობა ედება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/policia1.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/B8874247-6FCF-42DD-96E3-A1D5467E97B6_mw800_mh600-300x225.jpgსახალხო დამცევლის ანგარიშს პარლამენტში მხოლოდ 18 დეპუტატი ისმენს. სწორედ ამ რაოდენობის პარლამენტარი იმყოფება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ამ წუთებში ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2009 წლის II ნახევრის ანგრიშით გამოდის. 18 დეპუტატიდან ოთხი ოპოზიციის წარმომადგენელია. კერძოდ, როგორც აღმოჩნდა ოპოზიციიდან ტუღუშის ანგარიშით გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და ფრაქცია ~ქრისტიან-დემოკრატების” წევრი თამაზ კვაჭანტირაძე დაინტერესდნენ. Share View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01400/dirk-kuyt_1400821c.jpg ბრიტანული გამოცემის GOAL.COM-ის ექსპერტებმა დაიწყეს 09-10 სეზონის 50 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. ლივერპულის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კი 46 ადგილი დაიკავა… მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, დირკი ერთ-ერთი ნათელი წერილი იყო ჩაბნელებულ მერსესაიდში. სუპერვარსკვლავების, ტორესის და ჯერარდისგან განსხვავებით მას ტრამვა არ მიუღია, არც ჩავარდნა ჰქონია და ბენიტესის ნდობაც არასოდეს დაუკარგავს. ამავდროულად მან თითქმის ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო და გუნდში სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა. კიუტს მთელი სეზონის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს მეტოქეებთან გადამწყვეტი გოლი გაჰქონდათ. მან არსენალის და ტოტენჰემის კარის ბადე შეარხია და ასევე ორჯერ დალაშქრა ლივერპულის მოსისხლე მტრის, ევერტონი კარები… მთლიანობაში კიუიტმა 9 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და გუნდის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102583575.jpg კლუბისგან გასნხვავებით ნაკრებში კიუიტმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. ჯერ დიდი როლი ითამაშა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპზე 100% შედეგით გასვლაში. მუნდიალზე კი სამხრეთ აფრიკაში ნარინჯისფერთა სასტარტო შემადგენლობის უცვლელი ფიგურა იყო. მას გუნდის კაპიტანიც და მთავარი მწვრთნელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ და გუნდისთვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ასახელებდნენ. მან დანიასთან ფაქტიურად გამარჯვების გოლი გაიტანა. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, მათ შორის 1-1-ზე ბრაზილიასთან და სნეიდერს უმნიშვნელოვანესი გოლი გაატანინა… მთლიანობაში კიუტისთვის 09-10 სეზონი მართლაც განსაკუთრებული იყო… პ.ს. GOAL.COM-ი ნელ-ნელა აქვეყნებს რეიტინგებს და თუ რომელიმე ლივერპულის ფეხბურთელი კვლავ მოხვდება სიაში, აუცილებლად შეიტყობთ… View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/alasania_iraklii-150x150.jpg„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბშის სტუმარი იყო. რა კითხვები დაუგროვდათ მის მიმართ ბოლო დროს ჟურნალისტებს და რას პასუხობს ირაკლი ალასანია ნინო ბურჯანაძის ბრალდებებს, მის ხელისუფლებასთან გარიგებასთან დაკავშირებით… ნახეთ ჩვენი სიუჟეტი http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/alasania.jpg itvს ლინკი
-
http://en.uefa.com/MultimediaFiles/Photo/competitions/Draws/01/50/00/40/1500040_w2.jpg შვეიცარიის ქალაქი ნიონში დასრულდა უეფას ევროპის ლიგის კენჭისყრა, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლივერპულის მეტოქე გაირკვა… წითლები 29 ივნისს ენფილდზე, მაკედნოიურ “რაბოტნკიკი”-სა და სომხურ “მიკა”-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 1 კვირის შემდეგ კი გაიმართება ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი… მეორე ეტაპის პირველ რაუნდში რაბოტნიკმა 1-0 დაამარცხა მიკა, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში სომხეთი მასპინძლობს მაკედონიელებს და ყველაფერი არმენიაში გადაწყდება… ასე რომ შესაძლოა ლივერპულის ფეხბურთელების ხილვით სომხებმა ისიამოვნონ… View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/grizlov_big.jpgრუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “მოკვეთილი” უწოდა . გრიზლოვმა აღნიშნული განცხადება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე საუბრისას გააკეთა. გრიზლოვის შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. ”საქართველოსთან ურთიერთობის ნებისმიერი გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ადამიანი იქნება. მიხეილ სააკაშვილი მოკვეთილია”, – განაცხადა გრიზლოვმა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ასევე გააკრიტიკა ბელორუსის ხელისუფლება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს ბელორუსის ტელევიზიით გამოსვლის საშუალება მისცეს. ”ისინი, ვინც სააკაშვილს თავს პრეზიდენტად აგრძნობინებს, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არ გამოიწვევს”, – განაცხადა გრიზლოვმა. IPN Share View the full article
-
დასრულდა უეფას ევროპის ლიგის წილისყრა, სადაც გაირკვა ქართული კლუბების "ზესტაფონისა" და "დინამოს" მოწინააღდეგეები. ეს იმ შემთხვევაში, თუ ზესტაფონელები სლოვაკურს, ხოლო თბილისელები შვედურ ბარიერს დაძლევენ, რაც სავსებით რეალურია. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე "ზესტაფონი" უკრაინულ "კარპატს", ხოლო "დინამო" კი ავსტრიის თასის მფლობელ "შტურმს" დაუპირისპირდება. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/kav_telshi_aurzauri_nodar_tskhvirashvilis_photo_17_605220311-300x194.jpgტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ივლისს, 14:00 საათზე განახლდება . როგორც “ინტერპრესნიუსს” განსასჯელების ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, მომავალ სხდომაზე ელოდებიან ~კავკასიის~ თანამშრომლების დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილის და ალეკო ელისაშვილის დაკითხვას. დასაკითხია ასევე ბექა მინდიაშვილი და თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, პრაქტიკულად უკვე დასრულდა მოწმის სტატუსით პოლიციელთან დაკითხვა. ”პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ვერც ერთი განსასჯელი ვერ ამოიცნო. ერთმა ბლიაძის ნაცვლად შალამბერიძეს დაადო ხელი. მათ განსასჯელების ამოცნობა ვერ შეძლეს”, -განაცხადა კობახიძემ. საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. საქმეში 8 განსასჯელია შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი. მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა სასჯელის მაქსიმუმი. ”კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა. Share View the full article