planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
არაბეთის გაერთიანებული საემიროების საფეხბურთო კლუბმა “ალ-აინმა” განელი თავდამსხმელის ასამოა გიანის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=98665dc0-9ce2-461c-9cf8-6d76abad477a.jpg&size=500 View the full article
-
არაადაკვეტური უწოდა ევროპარლამენტის ლიტველ დეპუტატ ვიტაუტას ლანდსბერგისს ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს, 6 ივლისს, ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპარლამენტში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მეგობარი დეპუტატები გამოვიდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/dayadageba6-300x199.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს “ბურჯი” საბანკო ანგარიშები და ქონება დააყადაღა. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, შპს “ბურჯმა” 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს ემსახურება. “ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად შპს “ბურჯმა” 2012 წლის 1-ელი იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 30 ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს უფასოდ ემსახურებიან. ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს “ბურჯის” სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს “ბურჯი” ოფშორულ ზონაშია დაფუძნებული და საქართველოში მისი უშუალო ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილია. “კომპანია მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს, როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაგან, ასევე, კახა კობიაშვილისგან. საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანა CHISTA ENTERPRISES LIMITED-ის მეშვეობით ზემოთ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხები შპს “ბურჯს” მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა. შპს “ბურჯმა” კი თავის მხრივ, თვალთმაქცური სქემის საფუძველზე მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_06131-300x200.jpgისტორიულ ტაო–კლარჯეთში ქართული ძეგლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. განსაკუთრებით საგანგაშოა ქართული კულტურის ერთ–ერთი ბრწყინვალე ძეგლის ოშკის მდგომარეობა, რომელიც გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია იშხნის მონასტერი და სხვა ქართული ძეგლებიც, რომლებიც მრავალად არის ამ მხარეში. იშხანი: http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_06191-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0627-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0628-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_06521-300x200.jpg დავით ხოშტარია–ხელოვნების ისტორიკოსი „ოშკის მონასტრის ჩრდილო–დასავლეთით გუმბათქვეშა აფრაში არსებული ბზარი ყოველ წუთს ქმნის გუმბათის ჩამოქცევის საფრთხეს. რა თქმა უნდა, საჭიროა გადაუდებელი მოქმედება ამის თავიდან ასაცილებლად. მე მაქვს ინფორმაცია თურქი კოლეგებისგან, რომ წელს დაიწყება მუშაობა ოშკის ტაძარში, თუმცა ეს იქნება საპროექტო სამუშაოები, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. რაც შეეხება ფიზიკური სამუშაოების დაწყებას, წელს არ მაქვს მაგის იმედი. რა თქმა უნდა, იშხანშიც არ არის კარგი მდგომარეობა. იქაც მარტო გუმბათქვეშა ბურჯებია, კამარები კი ჩამონგრეულია. ნალექების ( თოვლის, წვიმის) დროს კედელის დანგრევის საფრთხე მუდმივად იზრდება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე აღადგენს ამ ძეგლებს. მთავარია ჩატარდეს გამაგრების სამუშაოები, რომ შენობა არ დაინგრეს.“ ოშკი: http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_04971-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_04872-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_05361-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_05291-300x200.jpg გიორგი ბაგრატიონი–ხელოვნების ისტორიკოსი „თვე–ნახევრის წინ ვიყავი ტაო–კლარჯეთში და ვნახე ტაოს ძეგლები, მათ შორის ოშკი და იშხანი. მათი მდგომარეობა სავალალოა, აღდგენა კი აუცილებელია და თავისთავად კარგი იქნება. იშხანში პატარა სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 10 წლის წინ სავარაუდოდ თურქეთის კულტურის სამინისტროს დაკვეთით, რაც სარესტავრაციო პრინციპების დარღვევით მოხდა. აკრული აფსიდის საკურთხევლის ქვედა ნაწილი არასწორად აღადგინეს. რა თქმა უნდა, უმჯობესია დროულად მივხედოთ იქ არსებულ ქართულ ძეგლებს, რომ სწორად მოხდეს მათი აღდგენა.“ ხანძთის მონასტერი: http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0939-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0912-300x200.jpg ბანა: http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0116-300x200.jpg ნონა გედენიძე opinion.ge View the full article
-
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს "ბურჯი" დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში და http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/pZoNrcsOaNM View the full article
-
დღეს, სასტუმრო რედისონში საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს. უახლესი საერთაშორისო კვლევის ,,ევრობარომეტრის’’ შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის გასულ წელს ქრთამი არცერთხელ არ მოუთხოვიათ. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებთან შედარებით, ოთხჯერ ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ,,საქართველომ ფაქტობრივად შეცვალა ის წარმოდგენა, თითქოს კორუფციის დამარცხება რთულია. თუ მოინდომებ ყველაფერი შეიძლება გააკეთო. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი.’’-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ. საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები ასევე წარმოადგნეს ორგანიზაციებმა – EBRD ,IFC და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობის მიერ კორუფციასთან საბრძოლველად გადადგმული ნაბიჯები ეფექტურია, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კვლევების თანახმად, NATO-ს წევრობის მსურველ ევროპულ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია. ,,კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით შედეგს მიაღწია. მოსახლეობის მაღალი პროცენტი ამბობს, რომ ფინანსურ სტრუქტურებში, მთავრობაში, იუსტიციის სფეროში კორუფცია არ არის. ეს კარგი მიღწევაა და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვის.”-აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. View the full article
-
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 6 ივლისს გაავრცელა გაცხადება, სადაც დაგმობილია საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები. 6 ივლისი, 2012 - 18:02 6 ივლისი, 2012 - 18:02 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/383419_381580781892414_1661861648_n.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ეროვნულ კინოცენტრში დღეს აჭარის რეგიონული კინოფონდის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტით, რომელიც საქართველოში კინოფონდის არსებობის ანუ კინოს განვითარებისთვის ალტერნატიული წყაროს მოძიების პირველი პრეცენდენტია, აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის ყოველწლიური პროგრამა იწყება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გამოყოფს. კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით შეიქმნა. იდეის ავტორების განცხადებით, აღნიშნული პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონში დამატებითი თანხების მოზიდვას გამოიწვევს, ამასთან ერთად რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარებას, ცნობადობის გაზრდასა და კულტურული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. აჭარის რეგიონული კინოფონდიდან კინომწარმოებელზე ერთი ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 40 000 ლარი გაიცემა. თანადაფინასება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში არანაკლებ 100 000 ლარის კვალიფიციური დანახარჯი განხორციელდება. კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში არის დარეგისტრირებული. თუ პროდუქცია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქმნება, ამ შემთხვევაში განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართველი კო-პროდიუსერის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ. განაცხადები მიიღება 2012 წლის 20 ივლისიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. View the full article
-
საქართველოს პირველი ადგილი უკავია ევროპაში კორუფციასთან ბრძოლაში და არის ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ნატოში გაწევრიანების მსურველ კანდიდატებს შორის. ამის შესახებ გაცხადებული იქნა დღეს თბილისში კორუპციასთან ბრძოლის გამოკვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის ორგანიზაციების IBRD, IDEX და ”საერთაშორისო გამჭვირვალობის - საქართველო” - ს დაფინანსებით.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 99% მეტი 2011 წლის განმავლობაში არ დამდგარა ქრთამის მიცემის აუცილებლობის წ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ოკუპაციის ზოლს გასწვრივ დამატებით კიდევ 5 საგუშაგოს გახსნის. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აფხაზეთის ე.წ. "უშიშროების საბჭოს მიერ", რომელიც ამავე რეჟიმის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის თავმჯდომარეობით გუშინ ჩატარდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდეს ის გარემოება, რომ თითქოს გალის რაიონში გაუარესდა ოპერატიული ვითარება - გახშირდა ტერაქტები, შეიარაღებული თავდასხმები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ცოდვებში აფხაზური მხარე საქართველოს სპე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
##image#9846#1#1958 წელს ნიუ-იორკის ლიტერატურულ ჟურნალთან ინტერვიუში ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ აღნიშნა, რომ თავისი ცნობილი რომანის ”მშვიდობით, იარაღო!” დასასრული მან 39-ჯერ გადაწერა. მწერლის შვილიშვილმა შონ ჰემინგუეიმ ბაბუის ხელნაწერების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს სინამდვილეში 47 ალტერნატიული დასასრული აქვს. The New York Times -ის ინფორმაციით, რომანის დასასრულის სხვადასხვა ვარიანტს, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე წინადადებისგან და აბზაცისგან შედგება, ნაწარმოების ახალ გამოცემაში გააერთიანებენ. რომანის ახალი ვერსია, რომელიც 330 გვერდისგან შედგება და ნაწარმოების შავ მასალასაც შეიცავს, მომავალ კვირას გამოქვეყნდება. ”ვფიქრობ, ადამიანებისთვის, რომლებიც მხატვრული ლიტერატურით არიან დაკავებულნი, საინტერესო იქნება ამ უდიდესი ნაწარმოების შექმნის პროცესისთვის თვალის დევნება.” – აღნიშნა შონ ჰემინგუეიმ. ”მშვიდობით, იარაღო!” 1929 წელს გამოცემული ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის ფონზე განვითარებული სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. View the full article
-
epn.ge - დავით ბაქრაძემ ეუთო-ს რეზოლუცია შეაფასა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/baqradze1-300x199.jpgეუთო-ს რეზოლუციიის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს 55 ქვეყნის პარლამენტის პოზიციას, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეუთოს პროექტი, საქართველოსთვის ცალსახად დადებითია რადგან დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის მხრიდან აღებული ვადებულებების შესრულების აუცილებლობაზე, ასევე, რეზოლუციაში აღნიშნულია რომ აუცილებელია დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება. “ყველაფერი ეს კი, სამომავლოდ უკავშირდება საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას”, – აღნიშნა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შეძლო, მყარად ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო აზრი, რომ რუსეთი არის აგრესორი. მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ რუსეთის ქმედებები აშეაფასოს როგორც უკანონო მოქმედება და სხვისი ტერიოტორიების მითვისება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,ამ დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რეზოლუციას მყისიერად არ შეასრულებს. მისივე თქმით, ადრე თყ გვიან რუსეთი მსოფიოს აზრს გაითვალისწინებს. “ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ მსოფლიო პოლიტიკური აზრის გათვალისწინება”, – დასძინა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. იხილეთ epn.ge -
მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მხრიდან აღებული ვადებულებების შესრულების აუცილებლობაზე http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/3mVU0_IsWnw View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/rurua-300x199.jpgპატრიარქის იუბილე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. ეს განცხადება პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის წევრმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ სხდომის დასრულების სემდეგ გააკეთა.გააკეთა. როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა წელს მისი უწმინდესობის სამმაგი იუბილეა – 35 წელი მისი აღსაყდრებიდან, 50 წელი, მისი სასულიერო ცხოვრებაში მოღვაწეობიდან და ა 80 წელი მისი დაბადებიდანწელი სრულდება, ამიტომ ეს იუბილე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს. „მისი უწმინდესობის საქმიანობა იმსახურებს, რომ იუბილე ღირსეულად აღინიშნოს”,–განაცხადა კულტურის მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს პატრიარქის საიბილეო ღონისძიებების საორგანიზაცია ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. იხილეთ epn.ge
-
"მე და ნადიას ურთიერთობის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ვისურვებდით, რომ ის მრავალსერიან ხარისხიან მხატვრულ ფილმს დაედოს საფუძვლად, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდება" http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/4RctNBf-PsQ View the full article