planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ჩინეთში ავტომანქანა მიწაში ჩავარდა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/mnKwpE6qeK4 palitratv.ge
-
ქართული მედია გარემოსდაცვითი საკითხებით (პრობლემებით) იშვიათად ინტერესდება და ამ დაინტერესებას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს. - ასეთი დასკვნა გამოიკვეთა ქართულ მედიაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგად. 6 ივლისი, 2012 - 19:31 6 ივლისი, 2012 - 19:31 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/monitoringi_3.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61283.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ახლად დაბადებული ტყუპები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ქალთა სამედიცინო ცენტრ ”ახალ სიცოცხლეს” ესტუმრა. პრეზიდენტმა ოჯახს მათი დაბადება მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა. ნონა ვარშანიძემ 4 ივლისს ოთხი ტყუპისცალი - ორი ბიჭი და ორი გოგონა -საკეისრო კვეთით გააჩინა. დედაც და პატარებიც - დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია, - თავს კარგად გრძნობენ. ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი - ნინი - 12 წლისაა. ამავე კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა ნათელა ძირკვაძეც, რომელმაც ქალიშვილს პირველი ლედის პატივსაცემად სანდრა დაარქვა. ქალბატონი უშვილო იყო და მკურნალობა სწორედ იმ რეპროდუქციული პროგრამის ფარგლებში გაიარა, რომელიც სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ტარდება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61283.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ახლად დაბადებული ტყუპები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ქალთა სამედიცინო ცენტრ ”ახალ სიცოცხლეს” ესტუმრა. პრეზიდენტმა ოჯახს მათი დაბადება მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა. ნონა ვარშანიძემ 4 ივლისს ოთხი ტყუპისცალი - ორი ბიჭი და ორი გოგონასაკეისრო კვეთით გააჩინა. დედაც და პატარებიც - დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია თავს კარგად გრძნობენ. ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი - ნინი 12 წლისაა. ამავე კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა ნათელა ძირკვაძეც, რომელმაც ქალიშვილს პირველი ლედის პატივსაცემად სანდრა დაარქვა. ქალბატონი უშვილო იყო და მკურნალობა სწორედ იმ რეპროდუქციული პროგრამის ფარგლებში გაიარა, რომელიც სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ტარდება. View the full article
-
მეუფე იობმა პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით წმინდა სინოდისგან გაფრთხილება მიიღო – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ საინფორმაციო სააგენტო ტრიბუნას განუცხადა. წმინდა სინოდმა გუშინ განაჩინა, რომ რომელიმე პოლიტიკურ აქციაში ღვთისმსახურთა მონაწილეობა მიუღებელია. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ განჩინება სინოდის წევრების ერთსულოვანი თანხმობის შედეგი იყო. მისივე თქმით, სასულიერო პირს შეიძლება ქონდეს პირადი პოზიცია, მაგრამ ეკლესიამ ნეიტრალურობა უნდა შეინარჩუნოს: „სინოდის გადაწყვეტილება არის ყველასთვის მისაღები და ერთნაირად მნიშვნელოვანი, მათ შორის იმათთვისაც, ვინც გამოვიდა და ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ან კიდევ გამოვდა და რომელიმე ოპოზიციურ ძალას დაუჭირა მხარი. რადიკალიზმი არ უნდა იყოს არც საზოგადოებაში და არც ეკლესიაში,“- განაცხადა მეუფე სტეფანემ. მთავარეპისკოპოსის თქმით, მეუფე იობს აქვს ცალკეული პოზიცია, მაგრამ ის სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირა დღეს მეუფე იობმა ქართული ოცნების აქციაზე ამ პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tina-xidasheli-300x243.pngდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ევროპის პარლამენტში 4 ივლისს საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე გამოსვლების ამონარიდები წარმოადგინა. კერძოდ, დებატები ევროპის პარლამენტში იმ მოხსენების გარშემო წარიმართა, რომელიც ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მავერინიუსმა, საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის სახელით წარმოადგინა. “პრეზიდენტმა ბაროსომ, კომისარმა ფულემ და თავისთავად ქეთრინ ეშტონმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ბრიუსელში შეხვედრების დროს ხაზგასმით აღნიშნეს თანაბარი პოლიტიკური კონკურენციის და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოოდეს. გადამწყვეტი მნიშვნელობა საარჩევნო პროცესში ხალხის ნდობას მიენიჭება. პლურალისტული არჩევნები საჭიროებს ძლიერ, სანდო და სერიოზულ ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობს და კონსტიტუციასა და კანონს პატივს სცემს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერს ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში; იყენებს ყველა რესურს მის წინააღმდეგ და პარტიის დაფინანსების და ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული კანონები გამოიყენება ცალმხრივად. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ კანონმდებლობა ტრანსპარენტულად და სწორედ იყოს გამოყენებული, რათა არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი ეჭვი აღმოიფხრას. მეორე მხრივ, არის მოსაზრება, რომ ივანიშვილი საარჩევნო მიზნებისთვის არათანაბარ ფინანსურ რესურსს იყენებს. ეს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ დემოკრატიული კონკურენცია გულისხმობს თანაბარ პირობებს ყველა მოთამაშისთვის და ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის შეუძლებლობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიქცეულია მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე. კარგად არის ცნობილი, რომ ორი სახელისუფლებო არხი სარგებლობს გაცილებით დიდი დაფარვის ზონით, ვიდრე – კრიტიკულად განწყობილი სატელევიზიო არხები. ჩვენ მოვიწონეთ პარლამენტის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში “მასტ ქერი – მასტ ოფერ”-ის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ სამომავლოდ ამ საკითხის კიდევ გადახედვასა და გაძლიერებას”, – ნათქვამია მოხსენებაში. “მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, არ გადაამეტონ, მაგრამ არც დააკნინონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და ორივე მხარე სავსე იარაღს იყენებს. თუ გინდათ დაეხმაროთ საქართველოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, მოქმედების დრო არის ახლა და არა – არჩევნების დღეს”, – განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა კრისტიან ვიგენინმა. ბრიტანელი ლეიბორისტი რიჩარდ ჰიუიტი: “თავისუფალი არჩევნები ძალადობისგან თავისუფალ კამპანიას ნიშნავს. სწორია, რომ წინასწარ ვაყენებთ საკითხს და ვსვამთ კითხვებს დაპატიმრებების, საკუთრების ჩამორთმევის, მედიაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ მომავალი არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, საკაბელოების მიერ ისეთი ტელევიზიის მთელი პაკეტების ამოღება, რომელიც ოპოზიციურ აზრს ავრცელებს, აბსოლუტურად მიუღებელია”. ლიბერალების ფრაქციის წევრი ნორიკა ნიკოლაი: “მე ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც შეშფოთებული ჩანდა, რომ მას პირველად გაუმოუჩნდა რეალურად ერთიანი ოპოზიცია. მე გუშინ მოვისმინე ბრალდებები, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი არ არის დამტკიცებული. მაგრამ მინდა, აღვნიშნო, ჩემი ჯგუფის სახელით, რომ დემოკრატია არ არის ომი სატელიტურ სადგურებსა და ბრძოლა მედიას შორის, არამედ ეს არის, როცა ერთზე მეტი ტელევიზია გამოხატავს აზრთა სხვადასხვაობას მედიის საშუალებით. ეს არის საშიშროება სიმართლის მონოპოლიზაციაზე, რაც საშიშია დემოკრატიისათვის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ძალზედ მდიდარი კაცია, არ არის კანონდარღვევა, რადგან სიმდიდრე ან სიღარიბე არც მანკიერებას და არც ღირსებას არ წარმოადგენს და არ უნდა იყოს ეჭვისა და შეშფოთების საგანი. სოციალ-დემოკრატი ლიბორ როუჩეკი: “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს. მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ მეგობრებს, ორივე მხარეს, ოპოზიციასა და მთავრობას, რომ საქართველოს სიტუაციის დამშვიდება სჭირდება და უნდა შეიქმნას სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო პირობები, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტიკურ თუ ოპოზიციურ ჯგუფს, კოალიციის ჩათვლით, უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა მედიაზე, რადგანაც ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, ღია და სამართლიანი, რადგან ეს საქართველოსათვის გადამწყვეტი იქნება, მოლაპარაკების გასაგრძელებლად”. ინგლისელი კონსერვატორი რიჩარდ ჰუიტი: “მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენს პარტიას ნაციონალური მოძრაობა მომავალ კვირას ბათუმში დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომელსაც შესაძლებელია, ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ მისი მიზანია, სააკაშვილის პარტიას დაეხმაროს. ამ პარლამენტში ჩვენი როლია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას და ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ კარგად, თუ აღმოჩნდება რომ მესამე ქვეყანაში, არჩევნების დროს, ერთი პარტიის წარმატებაზე მუშაობთ”. მწვანეთა ფრაქციის წევრი ულრიკე ლუნაჩეკი: “რაც მე პირადად მაფიქრებს და რაზეც უნდა წარიმართოს ჩვენი დებატი, ესაა, გავაფრთხილოთ ქართველები – როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რომ სიტყვების ომი და გაუმჭვირვალე პირობები საქართველოს სახეს აზიანებს არა მხოლოდ ამ პარლამენტში, არამედ – საერთოდ ევროპაში და თავად საქართველოშიც. პირადად მეც არ მიყვარს პოლიტიკაში მოსული ოლიგარქები, მაგრამ ვინმეს კუთვნილი ფულის რაოდენობა მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად არ უნდა იქცეს. აქ მთავარია სამომავლო ხედვები და როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა დემოკრატიის გაუმჯობესება. რაც მაშფოთებს, არის ქვეყნის ციხეების გადატვირთულობა. დიახ, დანაშაული შემცირდა, მაგრამ ამას წინათ შევიტყვეთ, რომ ორ პოლიტიკურ აქტივისტს, 35 და 45 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ასეთი რამ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არ უნდა ხდებოდეს”. opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/merabishvili6-300x203.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თერჯოლის მოსახლეობას ხიდს აღდგენის პირობა მისცა. პრემიერი თერჯოლის სოფელ აჯამეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობამ ვანო მერაბიშვილს იმ ხიდის აღდგენა სთხოვა რომელიც მდინარე ყვირილას ადიდების შედეგად ჩაინგრა.მოსახლეობა ამჟამად შემოვლითი გზით სარგებლობს. იხილეთ epn.ge
-
საინფორმაციო კოლაჟი. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/FhjbrOUGdxM palitratv.ge
-
##image#9847#1#გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია ქართულ ოცნებას 15 ივლისს, გორის კულტურის სახლთან აქციის გამართვის ნება დართო. კოალიციის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, ქართული ოცნების აქცია 15 ივლისს, 19:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება. ქართულ ოცნებას თავდაპირველად აქციის გამართვა გორის ცენტრალურ მოედანზე სურდა, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიციას აღნიშნული მოედნის გამოყოფაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ ეს ტერიტორია საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს და მისი პარალიზება არ არის მიზანშეწონილი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo-sasamartlo1.jpgპარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დაუსაბუთებლობის გამო 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად პირველ ეტაპზე 32 პირი მიიწვია, მათგან “სულ – 27 პირი გამოიკითხა შემოწირულობის კანონიერება კი 10-მა პირმა დაასაბუთა”, – ნათქვამია განცხადებაში. მათგან, ვინც შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა, 5 პირი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 1 პირი – “ეროვნული ფორუმის”, 1 – “კონსერვატიული პარტიის”, 2 – “რესპუბლიკური პარტიის”, ხოლო 1 – “ქართული ოცნების”. მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა. მათგან 1 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 4 – “თავისუფალი საქართველოს”, 7 – “ეროვნული ფორუმის”, 4 – “კონსერვატიული პარტიის”, 1 კი – “ქართული ოცნების” და ის ზაალ გოგსაძეა. შესაბამისად, იმ 17 პირის მიმართ , რომლებმაც შემოწირულობების კანონიერება ვერ დაასაბუთა, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. იხილეთ epn.ge
-
ამ ბოლო დღეების განმავლობაში,იმდენი საინტერესო რამ მოხდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში,არც კი ვიცი,რით დავიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო,რომ აწ უკვე ყოფილი შს მინისტრი,ვანო მერაბიშვილი,პრემიერ მინისტრად მოგვევლინა.როგორც ჩემს მიერ დაწერილ წინა პოსტში ავღნიშნე,ეს მოსალოდნელი იყო და პირადად მე,დიდად არ გამკვირვებია. სამაგიეროდ გამაკვირვა იმ ფაქტმა,რომ ნაციონალებმა პრინციპში ვერ შემოგვთავაზეს ახალი სახე და ფაქტიურად ვერ გადაახალისეს მინისტრთა კაბინეტი. ორადორი მინისტრი,რომელიც მთავრობის ახალ წევრად შეიძლება ჩაითვალოს,არის პაატა ტრაპაიძე,რომელიც მანამდე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ”-ის დირექტორი გახლდათ,ასევე შეიცვალა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი,კობა სუბელიანი და მის ადგილას დალი ხომერიკი მოგვევლინა, რომელსაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. შს მინისტრად ბაჩანა ახალაია,თავდაცვის მინისტრად დიმა შაშკინი,მის მოადგილედ დათა ახალაია,განათლების მინისტრად კი ხატია დეკანოიძე მოგვევლინა,რომელიც ჯერ პოლიციის აკადემიის რექტორი იყო,ხოლო შემდეგ მაია მიმინოშვილი შეცვალა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა,სულ რამდენიმე დღეში კი მინისტრის თანამდებობაც “დაირტყა.” აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ხატია დეკანოიძე კვლავ ხელმძღვანელობს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ამასთან ერთად,განათლების მინისტრის თანამდებობასაც ითავსებს. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/8e3a89c4737a03459c1070ad43b2cb21.jpg კობა სუბელიანის “მოტეხვა”,უეჭველად იმ ფაქტს უკავშირდება,რომ მან ფაქტიურად ვერ და არ მიხედა ლტოლვილებს,რითაც მოსახლეობის დიდი გულისწყრომა დაიმსახურა.ივანე მერაბიშვილმა ბოდიშიც კი მოიხადა იმის გამო,რომ თავის დროზე სუბელიანმა განსახლება ძალის გადამეტებით და უკანონოდ მოახდინა. საინტერესოა,ვინ უნდა აგოს პასუხი სუბელიანის დანაშაულებებზე,თავად სუბელიანმა,ვინმე სხვამ თუ საერთოდ არავინ? ეს ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება,ფაქტი კი ისაა,რომ სუბელიანი ნაცებმა მოიშორეს. საინტერესოა ასევე ხატია დეკანოიძის “გადაადგილების” სქემა. ის ჯერ ძალიან ტეხნიკურად გადაისროლეს შსს-დან განათლების სფეროში,შემდეგ კი მინისტრადაც დაგვინიშნეს. მერაბიშვილის გუნდი ფაქტიურად სრულად ჩამოშორდა შსს-ს.მერაბიშვილთან და დეკანოიძესთან ერთად შსს-დან წავიდა ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსიც,შოთა უტიაშვილი,რომლის ბედიც ჯერ-ჯერობით უცნობია,თუმცა,მას სავარაუდოდ დააწინაურებენ.სულ რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა,რომ მის ადგილას,კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გადადგა…უფრო სწორად,გადაბარგდა და შოთა უტიაშვილის ადგილას , ანუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. ახალაიებს რომ სააკაშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა,ეს აქამდეც ცნობილი იყო,თუმცა ახლანდელმა გადაადგილებებმა ეს ეჭვი კიდევ უფრო განამტკიცა. 2 ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო ძმებს,ბაჩოს და დათას ჩაბარდათ.შაშკინი რომ ფასადური ფიგურა იყო , არის და იქნება,ამას ალბათ საუბარი არ სჭირდება. პირადად მე ვერ წარმომიდგენია,როგორ უნდა იუფროსოს დათა ახალაიაზე ისეთმა ფიგურამ,როგორიც დიმიტრი შაშკინია. ის,რომ ბაჩო ახალაიას ამაზრზენი ხასიათი აქვს და თანამშრომლების სრული უმრავლესობა მას ვერ იტანდა,აქამდეც ცნობილი იყო. როგორც ამბობენ,დათა მასზე ბევრად გაწონასწორებულია და თანამშრომლების მიმართაც ბევრად ლოიალურო. სოც.ქსელებში იმასაც კი ამბობდნენ,ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან წასვლა,შამპანიურებით აღნიშნეს ამავე სამინისტროში,ხოლო შსს-ში თანამშრომლები ტრაურში არიან,უმეტესობა განცხადებას წერს და საერთოდ მიდის სამსახურიდანო. ასეა თუ ისე,ფაქტია,რომ მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება და ჩემი ვარაუდით,უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო ფაქტების მომსწრენი გავხდებით. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bachuki-qardava-300x253.jpgროგორც ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, “დასაქმების პრობლემა ვირტუალურ საქართველოში და აბსტრაქტულ დროში კი არ მოაგვაროს, არამედ აქ და ახლავე”. “ჩვენ ხელისუფლებისგან უმუშევრობის დაძლევის კონკრტული მექანიზმი ჯერ არ მოგვისმენია, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, რომ დასაქმების პროგრამა ვირტუალურ საქართველოში და აბსტრაქტულ დროში კი არ უნდა მოაგვაროს, არამედ აქ და ახლავე”, – განაცხადა ქარდავამ. მოსახლეობამ ედპ-ის ლიდერთან შეხვედრაზე საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას ედპ-ის ინიციატივა გააცნო. “ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ისეთი მექანიზმი შემუშავდეს, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ამ ადამიანებისთვის საბანკო დავალინებების ჩამოწერა და მხოლოდ ძირი თანხის გადახდა იყოს მათთვის შესაძლებელი”, – განმარტა ქარდავამ . ბაჩუკი ქარდავამ “დიასახლისის სოციალური სტატუსის“ შესახებაც ისაუბრა. “ეს არის საკითხი, რომელიც ყველა დიასახლისისთვის ერთნაირად მისაღები და აუცილებელია, რადგან ყველა ქალბატონს, რომელიც შვილების მოვლითა და ოჯახზე ზრუნვითაა დაკავებული, არ აქვს შესაბამისი შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს და არ აქვს სამუშაო, მათთვის სახელმწიფომ დიასახლისის სოციალური სტატუსი უნდა შემოიღოს, რომელიც მათ სოციალურ მდგომარეობას დასაქმებული მოქალაქის სოციალურ მდგომარეობასთან გაათანაბრებს”, – აღნიშნა ქარდავამ. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo1-300x198.jpgროგორც “ახალი მემარჯვენეების” ზესატაფონის რაიონული ორგანიზაციის და საკრებულოში “ახლების’ ფრაქციის ხელმძღვანელი კახა შავგულიძე აცხადებს, მას „”ინფო-9“-ს ჟურნალისტ ნატალია დუგლაძისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებლად მიაჩნია“. “ბოლო დღეებში საზოგადოებამ მედია-საშუალებებით “ინფო-9″-ს ჟურნალისტის ნატალია დუგლაძის მიმართ განხორციელებული აგრესია იხილა, რაც მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და მის მიმართ არაეთიკურ გამოხტომებში გამოიხატა. ამასთან ერთად, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, სრულიად გაურკვეველი მიზეზით ნატალია დუგლაძე და სხვა ჟურნალისტები ზესტაფონის საკრებულოს ოფიციალურად ღია სხდომაზე არ დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული პრეტენზია გვქონდეს “ინფო-9″-ს ჟურნალისტთან მის მიერ მომზადებული მასალის ობიექტურობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტზე ამგვარი მეთოდით ზემოქმედების მოხდენა და მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია. ეს არც ეთიკურ და არც სამართლებრივ სტანდარტებში არ ჯდება. ამაზე რეაგირება სათანადო ორგანოებს მართებთ”, – განაცხადა შავგულიძემ. opinion.ge View the full article
-
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/0rjdtZjTRuc View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/kontrolis-palata1-300x198.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს “ბურჯის” და შპს “მენეჯმენტ სერვისის” საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს და პროკურატურას გამოძიების თხოვნით მიმართავს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამჯამად მათი უწყება შპს “ბურჯის” და შპს “მენეჯმენტ სერვისის” საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას სწავლობს. დოკუმენტაციის შესწავლა კომპანიების საქმიანობის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონთან” შესაბამისობის თაობაზე გონივრული რწმუნების მიღების მიზნით ხორციელდება. “შპს “მენეჯმენტ სერვისმა” იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა პარტიული ოფისები, თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს. ასევე, კომპანიამ პარტიებისთვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს “ბურჯს” შეუკვეთა. შპს “ბურჯი” პარტიულ ოფისებში ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებს, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტაციას აყალბებს, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და რემონტისათვის დახარჯულ თანხებს მიზერული რიხვებით ღნიშნავს. შპს “ბურჯის” მიერ კონტროლის პალატაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაშიკოალიცია “ქართული ოცნების” ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია აღმოჩნდა , რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს “მენეჯმენტ სერვისისთვის” წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან ეს კი შესაბამისად, იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს იძლევა , რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეულ ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა. შპს “მენეჯმენტ სერვისის” და შპს “ბურჯის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
ყოფილ მოჭიდავემ, 30-მდე სპორტული ჯილდოს მქონე რიკ ფლერმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და განრისხებული ცოლის, 41 წლის ჟაკლინ ბიმისაგან თვალში მუშტი მიიღო. კონფლიქტს თვითმხილველი არ ჰყოლია. თავად რიკი იხსენებს, რომ ვერაფრით დააშოშმინა აღელვებული მეუღლე, ნაცემმა კი პოლიციას გამოუძახა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=4bf38f4a-116a-4d29-b814-d7014f74f02e.jpg&size=500 View the full article
-
გერმანიის ქალაქ ფრისინგში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში ევროჩელენჯის გათამაშების კენჭისყრა შედგა, რომლის შედეგებითაც გაირკვა, რომ საკალათბურთო ევროთასზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, ქვეყნის ჩემპიონი არმია H ჯგუფში ბელგიურ “ანტვერპენთან”, გერმანულ “ტელეკომ ბასკეტსთან” და ებრაულ “ჰაპოელ ჰოლონთან” ითამაშებს. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=5233d1b6-ccfd-4f51-8af8-5131568a9e01.jpg&size=500 View the full article
-
ინგლისური “ნიუკასლის” ფორვარდმა დემბა ბამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ამით, მან “კაჭკაჭების” ქომაგები დაამშვიდა და მსურველ კლუბებსაც მტკიცე უარი შეუთვალა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=15134a8e-6c9c-4132-a601-c5f867be9d2d.jpg&size=500 View the full article
-
საფრანგეთის ქალაქ დენაინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, სოფო შაფათავას გარეშე გაგრძელდება. ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-8 ნომრად განთესილ ხორვატ ანა ვრლიჩს გადაეყარა და 5:7, 6:1, 2:6 წააგო. წყვილთა ნახევარფინალში შაფათავა და რუსი გაბუევა ფრანგულ დუეტთან (გეორგესი-ჩესკუიერე) 3:6, 2:6 დამარცხდნენ. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=e1c2c093-7a76-4fed-b114-6c66c3180636.jpg&size=500 View the full article
-
განვლილი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემი აზრით ჰოლანდიის ნაკრების ფიასკო იყო. აბა, სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბერტ ვან მარვიიკის გუნდის გამოსვლას, რომელმაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ხოლო ორი წლის შემდეგ ჯგუფიდან ვერ გავიდა. მითუმეტეს, არასოდეს მომხდარა, რომ მსგავს ფორუმებზე ჰოლანდია ჯგუფში ჩარჩენილიყო და თან თამაშიც ვერ მოეგო. არადა, “ნარინჯისფერებს” ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდათ – რობენი, ვან პერსი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი.... ხარკოვში ჰოლანდიელთა სამივე მატჩს დავესწარი და შესაბამისად დასკვნების გაკეთების საშუალებაც უფრო ახლოდან მქონდა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=ffeae070-7b5c-480f-b248-bfdcf7055d2f.jpg&size=500 View the full article
-
8 ივლისს აიჩის პრეფექტურაში, კერძოდ კი, ნაგოიაში სტარტს აიღებს მორიგი სუპერტურნირი სუმოში, რომელშიც ტრადიციულად სამი ქართველი სეკიტორი – ტოჩინოშინი, გაგამარუ და კოკაი ჩაებმება. დღეს, მომავალი ბაშოს საწყისი დღეების განრიგიც გამოქვეყნდა. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=af755cec-9e35-4981-8e35-209523b58cd5.jpg&size=500 View the full article
-
შესაძლოა, ლონდონის “ჩელსიმ” მარცხენაფლანგელი ეშლი კოული მიმდინარე სატრანსფერო სეზონშივე გაყიდოს. Soccernet-ის ცნობით, კლუბი და ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე, ჯერჯერობით, ვერ თანხმდებიან.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=2354331f-b078-4345-b8ab-7b2693f95ba5.jpg&size=500 View the full article
-
საკალათბურთო ევროლიგის 2012-2013 წლების გათამაშებაში ქართველი გულშემატკივარისთვის საინტერესო ორი გუნდი ჩაებმება. თელ ავივის “მაკაბი”, რომელშიც ახალი სეზონის წინ გიორგი შერმადინი ჩაირიცხა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზეა დაშვებული. აი, ქართველი ცენტრის ყოფილი კლუბი, “პალაკანესტრო კანტუ” კი, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრთაგან მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილი შემორჩა, საკვალიფიკაციო რაუნდში ძირითადი ტურნირის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებს. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=095db4ac-6da4-43ca-ab96-b4dc1699e7a3.jpg&size=500 View the full article