Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/eleqtr-150x150.jpgენერგოსისტემაში ავარიის შედეგები აღმოიფხვრა და სისტემა ამ წუთებში სრული დატვირთვით მუშაობს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/xetaguri.jpg itvს ლინკი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/colombia_1-150x150.gifპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 აგვისტოს, კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციაზეა მიწვეული. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 7 აგვისტოს გაიმართება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mish.jpg itvს ლინკი
  3. მშვენიერი ჯოანნა ექსტრევაგანტული ნათესავისგან იღებს მებკვიდრეობას . ცვივის ფიგურების მუზეუმს სადაც წარსულის სექს გმირების ქანდაკებებია. ამასთან იგი სახლში პოულობს მედალიონს. გოგონა მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრება მემკნიდრეობის სანახავად და მედალიონსაც თან წაიღებს. მუზეუმში ჯოანნა მედალიონს გაუკეთებს ერთ-ერთ ქანდაკებსა და იგი გაცოცხლდება. გოგონა და მისი მეგობრები აღმოჩნდებიან სასიყვარულო სცენების მონაწილენი ისეთი ადამიანებისა როგორებიც იყვნენ ბარონ დე სადი , კახანოვა , კლეოპატრა ..... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  4. დავით მაღრაძე, რომელიც ”ქართულ პენს” 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა, ქართული პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და პენის ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთაშორისო პენ ცენტრის საერთაშორისო მდივანს, იუჯინ შელგინს ამის შესახებ წერილობით აცნობა. წერილში ამ გადაწყვეტილების მიზეზად იგი თავის სამუშაო გრაფიკს ასახელებს: “ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემს უცხოელ პარტნიორ გამომცემლებთან ერთად ვადგენდი მომავალი ერთი წლის შემოქმედებით გრაფიკს”. მაღრაძე ასევე წერს, რომ საერთაშორისო პენისთვის გაგზავნილ “ქართული პენის” წევრების სიაში მისი გვარი მასთან შეუთანხმებლად ფიგურირებს. ნეტგაზეთმა პოეტი დავით მაღრაძე 2 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებამდე ჩაწერა. მაშინ იგი არ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და განაცხადა, რომ პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენა პენის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თხოვნით მოხდა. მაღრაძის გადადგომას წინ უძღოდა პენის საერთაშორისო ცენტრის მდივნის საქართველოში სტუმრობა. იუჯინ შელგინთან ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ, გამომცემლობა ”სიესტაში” გაიმართა. იმ დროისთვის არსებული ქართული პენის შემადგენლობიდან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე წევრი დაესწრო. (მაღრაძის თქმით, ორგანიზაციაში დაახლოებით 40 წევრია). ამ შეხვედრას დავით მაღრაძე არ ესწრებოდა (მოგვიანებით ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო). რამდენიმე მწერლის ინფორმაციით, სწორედ მაშინ დაიგეგმა ქართული პენის გადახალისება და ახალი საბჭოს შექმნა. პენის საბჭო მალევე შეიკრიბა, დავით მაღრაძე კი კვლავ პრეზიდენტის პოსტზე დარჩა. პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა მაღრაძე “კავკასიურ სახლში” 28 ივლისს გამართულ პენ კლუბის პრესკონფერენციასაც. ამ დღეს ჟურნალისტებს ქართული პენის ბორდის წევრები წარუდგინეს. ქართული პენის საბჭოს წევრები არიან: მწერალი დავით ქართველიშვილი, ჟურნალ ”ლიბერალის” გამომცემელი შორენა შავერდაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, პოეტი გიორგი კეკელიძე, გამომცემლობა ”სიესტას” დირექტორი ქეთი კიღურაძე, მწერალი ნაირა გელაშვილი და ლიტერატურული კაფეების ქსელის მფლობელი ნინო ჟვანია. პრესკონფერენციაზე საბჭოს არ უსაუბრია, თუ დღემდე რას აკეთებდა ქართული პენ კლუბი. ეს სწორედ ის თემაა, რომლის გამოც, ზოგიერთი მწერლის თქმით, მაღრაძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. პოეტი ზაზა კოშკაძე ამბობს, რომ ”სიესტაში” გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი იყო მაღრაძის ამ თანამდებობაზე დარჩენა და ბორდის წევრების გვერდით მისი გამოჩენა. “სიესტაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მომხდარიყო მაღრაძესთან შეხვედრა და რომ მას ორგანიზაცია უნდა დაეტოვებინა. ამაში ეჭვი არავის გვეპარებოდა”. “იუჯინს ვუთხარით, მას უნდა აღელვებდეს, რომ პენი ასეთი არაპოპულარულია ახალგაზრდა ავტორებისთვის. მე არასდროს გავწევრიანდები იმ ორგანიზაციაში, რომელშიც ჯანსუღ ჩარკვიანი და დათო მაღრაძე არიან”-ამბობს კოშკაძე. “იუჯინს არ უთარგმნეს, როცა ვამბობდი, რომ ქართული პენ ცენტრის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი იმ აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომელზეც ჩემი მწერალი მეგობრების სურათები დაწვეს”. ამას პოეტი შოთა დიღმელაშვილიც ადასტურებს, და ამბობს, რომ იმ დღეს ბატონი იუჯინი პენის წევრებთან შეხვედრას ელოდებოდა, ამის ნაცვლად კი დახვდნენ ის მწერლები, რომლებსაც პენთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და რომლებიც პენის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ. ქართული პენის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი ილიას უნივერსიტეტთან წელს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რომელზეც ერეკლე დეისაძის წიგნის ”საიდუმლო სირობის” უნივერსიტეტში პრეზენტაციას აპროტესტებდნენ. ვიდეომასალაში ჩარკვიანი ჰომოფობურ განცხადებებსაც აკეთებს. ქართული პენი არ გამოხმაურებია ირაკლი დეისაძის წიგნის გამოცემის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს, რომლებზეც დეისაძის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ფოტოები დაწვეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ავტორების ნაწილი სწორედ ამ ფაქტების გამო მიიჩნევდა, რომ ქართული პენის საქამიანობა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო პენის მისიას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, მწერლების და ჟურნალისტების უფლებების დაცვაა. გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაღრაძე ამბობს: "არც წიგნის (ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობა"), არც მისი ავტორის და არც პრეზენტაციის შესახებ არაფერი ვიცი. რაღაცა კი გავიგე, მაგრამ აღარ დავინტერესებულვარ და, ალბათ, არც დავინტერესდები. ჩემი საპირწონე ეგ ნამდვილად არ არის. არც ეგ ბიჭი ვიცი და არც მისი ნაწერი.” პოეტი პაატა შამუგია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას არ ჰქონია ქართული პენის ცენტრისგან მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ მისი, როგორც მწერლის გამოხატვის თავისუფლებას აშკარად და ღიად ზღუდავდნენ. "ანტიტყაოსნის" გამოცემის შემდეგ თვეების განმავლობაში იყო მუქარები, პირველი კვირების განმავლობაში, საერთოდ, მოკვლით, ყელის გამოჭრით და სამუდამოდ დაინვალიდებით მემუქრებოდნენ. გაზეთმა "ასავალ–დასავალმა" ჩემი წიგნის და თავად ჩემი (ავტორის) დაწვის ინიციატივით მიმართა მთელს ქართველ ერს. შენახული მაქვს ეგ ნომრები. არც "პენ–კლუბი" და არც სხვა ორგანიზაცია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია, არადა, პრესით ეს ამბავი რამდენჯერმე გაშუქდა”- აცხადებს შამუგია. ინტერვიუში, რომელიც ნეტგაზეთმა მაღრაძესთან 28 ივლისს ჩაწერა, ქართული პენის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: “ყველა ის მონაკვეთი ჩვენი ისტორიიდან, როდესაც იზღუდებოდა თავისუფალი სიტყვა… ყველა ინფორმაციას ვაწვდიდით საერთაშორისო პენ კლუბს”. მაღრაძის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იუჯინ შელგინის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან: “საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, საერთაშორისო პენ კლუბს წარმოდგენა არ გვქონდა საქართველოს პენ კლუბის საქმიანობის შესახებ”. ნაწილი მწერლებისა მაღრაძეს აკრიტიკებს, ნაწილი კი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ მაღრაძე პენ კლუბის კარგი პრეზიდენტი იყო. სწორედ ასე განაცხადა ნეტგაეზთთან საუბრისას ირაკლი კაკაბაძემ: “მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ მაღრაძე ოდესმე გაქცეოდა პასუხისმგებლობას…..ის იყო ქართული პენის ძალიან კარგი ხელმძღვანელი ბოლო წლების მანძილზე”. ქართული პენ კლუბის ამჟამინდელი საბჭოს წევრი, პოეტი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ წლების მანძილზე მას მხოლოდ სმენოდა ქართული პენის შესახებ: “ქართულ პენ კლუბზე გაგებული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რას აკეთებდა. საქართველოში არანაირი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და, შესაბამისად, მეც აღარ ვადევნებდი თვალყურს. ერთ–ერთ მკვდარ ორგანიზაციად წარმომედგინა”. ქართული პენ ცენტრი 1992 წლიდან არსებობს. მისი პირველი პრეზიდენტი ჭაბუა ამირეჯიბი იყო, რომელიც შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანმა შეცვალა. 1997 წლიდან 2010 წლის 2 აგვისტომდე კი პრეზიდენტი დავით მაღრაძე იყო. საერთაშორისო პენ კლუბის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებოდეს. ნეტგაზეთთან საუბარში ქართული პენის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პენის წევრი “მთავრობის მეხოტბე ვერ იქნება”. 1999 წელს, ქართული პენის თავმჯდომარეობის დროს, მაღრაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის სიით. 1992-1995 წლებში პენის წევრობის პარალელურად კი კულტურის მინისტრი იყო. ახალი საბჭო დღეიდან უკვე დავით მაღრაძის გარეშე განაგრძობს მუშობას. დავით ქართველიშვილი, მწერალი და ქართული პენის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იუჯინ შელგინის საქართველოში ყოფნისას, როდესაც ის შეხვდა ქართველ ავტორებს, მან თქვა, რომ საჭირო იყო საბჭოს შექმნა. ეს საბჭო შეიქმნა იუჯინ შელგინთან შეთანხმებით, არჩევნების გარეშე. “ვინაიდან ეს არის დროებითი საბჭო, ამიტომ ის პირდაპირ იუჯინთან შეთანხმებით შედგა. მან შეხვედრისას გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით საბჭოს წევრები, ისინი, ვინც ამ შეხვედრაზე აქტიურობდნენ”. “ეს (საბჭოს წევრობა) არ ნიშნავს, რომ ამ ჩემი თანხმობით რაღაც დოზით გავინაწილებ წინა პერიოდების პასუხისმგებლობას”-ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა 2011 წლის ოქტომბერში იგეგმება, ამ დროს თბილისში დაგეგმილია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/american-tourists-150x150.jpgსაქართველოში, ტურისტული სეზონი პიკს აღწევს. ტურიზმის ასოციაციის მონაცემებით, დამსვენებელთა რიცხვმა წინა წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ზღვისა და ღამე გართობის მოყვარულები აჭარის სანაპიროს აქტიურად იკავებენ, მთის ჰაერზე მშვიდი დასვენების მსურველები კი ბორჯომ-ბაკურიანის ტურისტულ მარშუტებში ერთვებიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/turizmi.jpg itvს ლინკი
  6. ფოთის საქალაქო სასამართლომ უკრაინული გემის “აკორდის” კონფისკაცია მოახდინა, მისი 11 მეზღვაური კი, გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლა. “აკორდი”… ლინკი მედიანიუსზე
  7. ბაქოში გამართულ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დაჩქარდება. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  8. ხალხური გადმოცემები იმის თაობაზე, რომ ქართული პენ-კლუბი დიდი ხანია არსებობს, ადრეც მსმენოდა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით მხოლოდ ახლახანს გავიგე, რომ თურმე საქართველოში პენ-კლუბი ჯერ კიდევ 1997 წელს დაფუძნებულა. მე კარგი ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა ევროპელ და აზიელ მწერლებთან, რომლებიც თავ-თავიანთ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში არიან პენ-კლუბის წევრები და ჩემთვის, ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან არის ცნობილი ის აქტივობები, რომლებიც ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირდება. ასეც რომ არ იყოს, პენ-კლუბი მთელ მსოფლიოში იმდენად ცნობილი და ისეთი მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ორგანიზაციაა, რომ სალიტერატურო ცხოვრებაში მისი როლისა და ფუნქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციების მოპოვება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტში. ასევე, ძნელი წარმოსადგენია სხვა ანალოგიური ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურად უკეთ იქნებოდა უზრუნველყოფილი. მართალია, იმთავითვე პენ-ის პირველადი ფუნქცია მსოფლიოში მწერალთა პოლიტიკური თვითშეგნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ავტორთა თავისუფალი აზრის დაცვა, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინირებული მწერლების მხარდაჭერა, სინდისის პატიმარ მწერალთა გათავისუფლებისთვის ბრძოლა, ლტოლვილი ავტორების სოციალურ დაცულობაზე ზრუნვა წარმოადგენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში საერთაშორისო კომუნიკაციების გაძლიერებამ, საერთო ამოცანების ირგვლივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწერალთა გაერთიანებამ სხვადასხვა წყობისა და რეჟიმის სახელმწიფოებში მწერალთა სასარგებლოდ სამართლებრივი მექანიზმების დახვეწა და გაუმჯობესება გამოიწვია. მხოლოდ წარმოდგენაც კი ისეთი რეალობისა, როცა აფრიკის რომელიმე ახლადაღმოცენებულ სახელმწიფოში პოლიტიკური ნიშნით დაჩაგრული ყველასთვის უცნობი მწერლის მხარდასაჭერად შეიძლება ორგანიზებულად აიმაღლონ ხმა ევროპისა და ამერიკის უცნობილესმა მწერლებმა და ამოქმედდეს ყველაზე ეფექტური პოლიტიკური მექანიზმები, პენ-კლუბის გავლენაზე ბევრს მეტყველებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პენ-კლუბის ღირებულება მხოლოდ დრამატულ სიტუაციებში სასწრაფო დახმარების როლის შესრულებით შემოიფარგლება. უზარმაზარია პენ-კლუბის მნიშვნელობა ღარიბ და მსოფლიო სალიტერატურო კონტექსტიდან ამოჭრილ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მწერლებისთვის საერთო ინტელექტუალური და სამართლებრივი პლატფორმის შესაქმნელად და, საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, აზროვნების ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, დროის ეკონომიის კულტურის გამოსამუშავებლად და ისეთ საკითხებზე კამათისგან თავდასაღწევად, რომლებიც დიდი ხანია ნორმირებული სტანდარტების კუთვნილებაა. ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო კომუნიკაციების გასაძლიერებლად, საერთაშორისო ლიტერატურული პროექტების განსახორციელებლად, მწერალთა ლინგვისტური მოტივაციის ასამაღლებლად და მრავალი სხვა სიკეთის მისაღებად, საერთაშორისო პენ-კლუბთან თანამშრომლობა პატარა ქვეყნებისთვის ბრწყინვალე პერსპექტივებს იძლევა (რაც მთავარია, პენ-ი არ აერთიანებს ავტორებს სახელგანთქმულობის, ცნობილობის, პოპულარობის თუ წარმატებულობის ნიშნებით). აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როცა ქართული პენ-კლუბის ცამეტწლიანი ბიოგრაფიის შესახებ შევიტყვე, შერლოკ ჰოლმსის უნარები არ დამჭირვებია იმის გამოსაცნობად, რომ ქართული პენ-კლუბი დაარსებისთანავე პრივატიზებულ იქნა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი მწერალთა კავშირის რამდენიმე წევრის და მათთან თბილისური ყაიდის მეგობრობით დაკავშირებული მოკალმეების მიერ. ის, რომ პერიოდულად, ალბათ, ქართულ პენ-ზე ინფორმაცია გაკრთებოდა ხან აქ და ხან იქ, სიტუაციას არ ცვლის (ასეთი ფანდებით დღეს ვერავის მოატყუებ). ცხადია, პოსტსაბჭოთა სივრცეში იმ დროს არსებული საერთო ვითარების, პირველ რიგში კი ინფორმაციის გავრცელებისა და გადამუშავების უკიდურესად დაბალი კულტურის გათვალისწინებით, საერთაშორისო პენ-ი დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ქართული პენ-ის მატერიალური და სხვა სახის წახალისებით, ასევე – იმ პრივილეგიების სიგნალიზებით, რომლებიც პენ-კლუბის აქტიურ წევრად ყოფნა პირდებოდა ქართველ მწერალს. შესაბამისად, ქართული პენ-ის მესაჭეებიც არჩევნის წინაშე დადგნენ: ეს სიკეთე მხოლოდ განდობილთა მცირე წრეს შეეტკბო თუ ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია საჯარო გაეხადა, როგორც ეს ხდებოდა და ხდება ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუ არ ჩავთვლით აფრიკის ერთ-ორ სახელმწიფოს, სადაც მოვლენები საქართველოს მსგავსად განვითარდა და საერთაშორისო პენ-კლუბი იძულებული გახდა, პროცესში ისე ოსტატურად ჩარეულიყო, როგორც ამჯერად საქართველოში ჩაერია და პრობლემის აქტუალიზება პენ-ის სტრატეგიების სასარგებლოდ გამოიყენა (ვისაც ესთეტიკური აღქმის უნარი დაბლაგვებული არა აქვს, ის ამ პროცესით ტკბობის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს). ქართველმა პიონრებმა კი მაშინვე საიდუმლო ორდენად ამ ორგანიზაციის გადაქცევა გადაწყვიტეს, რითაც იმთავითვე უღალატეს საერთაშორისო პენ-ის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონსაც და ქართულ მწერლობასაც. პირადად ჩემთვის სხვა კუთხითაც არის საინტერესო ეს მოვლენა. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ქართული პენ-კლუბის საიდუმლო ორდენის დაარსებამდე ერთი წლით ადრე დავწერე “უზნეობის მსხვერპლი”, რომელშიც საქართველოში კულტურის ფუნქციონირების მექანიზმებს მწერალთა კავშირის მაგალითზე ვაანალიზებდი. უზნეობად მე მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კი არა, მწერალთა კავშირის წევრების ქცევის და ურთიერთობის წესები გამოვაცხადე. გასაგებია, რომ ქართული პენ-ის არსებობაც ურთიერთობების საბჭოური წესების იმ მორალის ერთგულებით დაიწყო, რომელსაც ღირსების კანონებთან საერთო არაფერი აქვს (არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ქართული პენ-ის პირველი ტალღის ხელმძღვანელობამ, იგრძნო თუ არა, რომ “სიკვდილის ბუზი” დააჯდა, თავისი უბადრუკი ბიოგრაფიის გადაფარვის მიზნით, ბოლო დროს თავის რიგებში დაჩქარებული წესით ახალი წევრების მიღება და კლუბის გაბევრება სცადა). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოკალმეთა რაღაც ჯგუფი ცამეტი წელიწადი ერთი და იგივე პრეზიდენტის ირგვლივ იყო გატრუნული (თვით ეს პრეზიდენტი კი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, საქართველოში პოლიტიკურ დიქტატურას ებრძვის). ჩემთვის ისიც უდავოა, რომ მოკალმეების მიერ თავიდანვე ღირსეული არჩევნის გაკეთების შემთხვევაში, გაძლიერდებოდა არა მათი სულიერი ჩანჩურიზმი, არამედ – ქართული მწერლობა. პრინციპულად ვერ დავეთანხმები სათნოებითა და მოყვასისადმი უსაზღვრო სიკეთით გაცისკროვნებულ იმ პოზიციას, რომ ქართული პენ-კლუბის სამარცხვინო ბიოგრაფია მიიჩქმალოს და ყველაფერი ისე დაიწყოს ნულიდან, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. მითუმეტეს, მიუღებელია ჩემთვის შესაძლო მზაკვრობა (თუ ასეთი რამ ვინმემ უკვე ჩაიფიქრა): რეორგანიზაციის პროცესის მშვიდად ჩამთავრების ან სხვა მიზეზებით საჩვენებელი დათმობებისა და დამბანგველი მიმტევებლობის მერე ქართული პენ-ის “პრივატიზატორებთან” ანგარიშსწორება. ასეთი უკიდურესობები ყოველთვის გადაავადებს ხოლმე აწმყოს. მითუმეტეს, რომ, ადრე თუ გვიან, ვინმე აუცილებლად დაწერს ქართული პენ-კლუბის ისტორიას, როგორც ამას უკვე აკეთებენ სხვა ქვეყნებში, და გულდასაწყვეტი იქნება, ქართული კულტურის ისედაც მრავალმხრივ გაყალბებულ ისტორიაში კიდევ ერთ ყალბ ფურცელს თუ ჩავაკერებთ. ბოლოსდაბოლოს, პენ-იც ერთ-ერთია და არა ერთადერთი, და სამომავლოდ ქართულ კულტურას თანამედროვე გარესამყაროდან წამოსულ სხვა მრავალ ინიციატივასთან ურთიერთობის გამოცდა ელის. პენ-ის ისტორია საქართველოსა და აფრიკაში კი არა, ევროპის ქვეყნებშიც არ არის უღრუბლო. ჩემთვის ცნობილი ფაქტებიდან მხოლოდ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდები, რომ ავსტრიაში, სადაც პენ-კლუბი 1923 წელს ჩამოყალიბდა, იგი დღემდე ისე არსებობს, რომ ერთ მშვიდ და უხმაურო წელიწადს არ მოსწრებია. 30-იან წლებში ხომ იქ კლუბი საერთოდაც ორ მტრულ ბანაკად გაიყო და ყველაზე უფრო ავტორიტეტული მწერლები დაერივნენ ერთმანეთს; კულმინაცია კი 60-იანი წლების ბოლოზე მოდის, როცა ავსტრიის პენ-კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდერ ლერნეტ-ჰოლენია მხოლოდ იმიტომ გადადგა თანამდებობიდან, რომ ნობელის პრემია მემარცხენე ჰაინრიხ ბიოლმა მიიღო, ამ მოვლენიდან ცოტა ხნის მერე კი ავსტრიელი მწერლების ავანგარდისტული ფრთა კონსერვატორების მიერ კონტროლირებად პენ-ს დაუპირისპირდა და “გრაცის ავტორთა გაერთიანება” ჩამოაყალიბა, პენ-ის ერთგვარი ალტერნატივა, რომელიც თავიდან, 1973 წელს, არც მეტი და არც ნაკლები, მოითხოვდა, რომ ის ავსტრიაში პენ-ის ახალ ცენტრად ეღიარებინათ. სახალისო ის არის, რომ “გრაცის ავტორთა გაერთიანების” წევრთა, სხვათაშორის უმნიშვნელოვანეს ევროპელ ავტორთა, ერთი ნაწილი დღესდღეობით ტრადიციულ პენ-ში ირიცხება. და მაინც: მე არ ვიცი ქართული პენ-კლუბის არც ერთი წევრის გვარ-სახელი, მაგრამ სიამოვნებით დავუსვამდი ერთადერთ შეკითხვას: მათი პირადი ცხოვრებიდან რომ ნებისმიერი ცამეტი წელიწადი და ის ყველაფერიც ამოეჭრათ, რაც მათ ამ ნებისმიერი ცამეტი წლის განმავლობაში საკუთარი თავის სასარგებლოდ გააკეთეს, ექნებოდათ თუ არა იმის რაინდული შეგრძნება, რომ მათ სამართლიანად მოექცნენ? დათო ბარბაქაძე თბილისი, 30.07.2010 სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მანანა ოთარაშვილის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყებას და სისხლის სამართლის… ლინკი მედიანიუსზე
  10. ელექტროგადამცემ ხაზ `კოლხიდა 2-ზე~ მომხდარი ავარიის გამო, დღეს დაახლოებით 14.00 საათისთვის თბილისს ელქტროენერგია გაეთიშა. გაითიშა მეტროსადგურებიც. … ლინკი მედიანიუსზე
  11. ყალბი საბანკო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://images.mirror.co.uk/upl/m4/mar2009/6/0/image-5-for-premier-league-team-of-the-week-march-14-15-gallery-522740611.jpg ფაბიო აურელიო უბედნიერესი ადამიანია, იმიტომ რომ იგი ენფილდზე დაბრუნდა და შეუძლია ჰოჯსონის ”ახალი ერის” დასაწყისში თავისი სიტყვა თქვას ენფილდზე. ფაბიო აურელიოს კონტრაქტი დაუმთავრდა და მისთვის არც თუ ისე კარგი სეზონის შემდეგ კლუბი დატოვა. თუმცა ლივერპულის ახალმა ბოსმა ფაბიო დააბრუნა ენფილდზე და მასთან ახალი 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აურელიო: “ძალიან უცნაური სიტუაცია იყო. მე არ მინდოდა ლივერპულის დატოვება, მაგრამ კონტრაქტი მიმთავრდებოდა და სხვა გზა არ იყო უნდა დამეტოვებინა კლუბი, მოულოდნელად მე მომეცა შესაძლებლობა იმისა რომ ლივერპულში დავრჩენილიყავი და ამით აღტაცებული ვარ”. “ძალიან გამიმართლა, ჩემ ოჯახს ძალიან უყვარს აქ ცხოვრება და ეს ქალაქი შესაძლებელი იყო ჩვენ აქედან გადაბარგება დაგვჭირვებოდა, მაგრამ არა მე აქ ვრჩები ჩემ უსაყვარეს ქალაქში და აქ განვაგრძობ თავდაუზოგავ ვარჯიშს”. როი ჰოჯსონმა აურელიოს თამაშის საშვალება მისცა ბორუსიის წინააღმდეგ სამწუხაროდ ლივერპულმა ეს თამაში დათმო მინიმალური ანგარიშით 1:0. “მე მაქვს ლეგენდარული და საოცარი შანსი დავრჩე ენფილდზე 2 წლით და თუნდაც მეტიტაც”. “მე წინ ვიყურები და ვემზადები მხოლოდ მომავალი სეზონისთვის, გასულ საზიზღარ სეზონს კი უბრალოდ ვივიწყებ“. “არ ველოდი რომ მე როი დამირეკავდა, მაგრამ მან ეს გააკეთა და ერთადერთი რაც მე ვუთხარი იყო “გმადლობთ”. “მე არ ვიყავი 100 პროცენტით ფორმაში და გამიცდა ძალიან ბევრი თამაში, მაგრამ მე მქონდა დასვენება და ამ დროის განმავლობაში შევეცადე მიმეღწია მაქსიმუმისთვის და მგონი ეს გამომივიდა”. “ჩვენ გვყავს ფანტასტიური შენაძენები: ჯო კოული და მილან ივანოვიჩი და ვართ ძალიან გაძლიერებულები. ასეთი შემადგენლობით უდიდესი შანსები გვაქვს რომ საწადელ მიზანს მივაღწიოთ”. ფაბიო მზად არის დაიხარჯოს 100 პროცენტით და გახდეს წითლების შეუცვლელი ფიგურა. ფაბიო:”მე ვფიქრობ ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ გავაუმჯობესო, სულ ვცდილობ წარმოვაჩინო ჩემი თავი მაქსიმალურად და გუნდს დავეხმარო, მინდა ვხედავდე ბედნიერს ფანების სახეებს, და არა ისე დაღვრემილს როგორც ეს წლევანდელ სეზონში იყო”. “მინდა ვივარჯიშო სულ უფრო მეტი და მეტი ისე როგორც პირველ ოთხ წელიწადში ვაკეთებდი”. “კლუბში ფანტასტიური და უნიკალური მოთამაშეები გვყავს ლივერპული უდიდესი სტარტისთვის ემზადება, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს რადგანაც ასეთი მოთამაშეების გვერდით მიწევს თამაში, მათთან ერთად ყველაფერი გამომივა”. View the full article
  13. ლეიბორისტული პარტია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს მობილური სატელეფონო საუბრების ტარიფის 7 თეთრით შემცირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათი… ლინკი მედიანიუსზე
  14. ბოლო დროს მოღონიერებულმა ბენფიკამ, რომელმაც რამდენიმე ძლიერ გუნდს დიდი ანგარიშით მოუგო, ტოტენჰემსაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით დამარცხდა. იხილეთ fanebi.com
  15. დღეს კუთვნილი შვებულებიდან დაბრუნებულ არიენ რობენს ბაიერნის სამედიცინო შტაბმა დაგეგმილი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი ბურთს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ გაეკარება. იხილეთ fanebi.com
  16. საქართველოს პრეზიდენიტის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საორგანიზაციო ჯგუფმა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერ ეკა… ლინკი მედიანიუსზე
  17. კომპანია `თელასის” ქვესადგურში `დანამო” პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების გამო 4 აგვისტოს ღამის 1 საათიდან დილის 7 საათამდე დიდუბე-ჩუღურეთის… ლინკი მედიანიუსზე
  18. არსენალის 19 წლის ინგლისელი ვინგერი ლიდს იუნაიტედში გადავიდა. იხილეთ fanebi.com
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/books-150x140.gifთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა განცხადება გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ganatleba.jpg itvს ლინკი
  20. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის განკარგულებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სპეციალური პუნქტები გაიხსნება, რომლებშიც ხანძრით დაზარალებული რუსებისთვის… ლინკი მედიანიუსზე
  21. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიიწვიეს. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...