Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საგურამოში მდებარე “ჯორჯიან უოთერ პაუერის” კუთვნილ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად ბუჩქებს გაუჩნდა. უკვე დამწვარია 30 ჰექტრამდე… ლინკი მედიანიუსზე
  2. „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს, აშშ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ რესპუბლიკელ… ლინკი მედიანიუსზე
  3. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატის“ წევრი ზაზა გაბუნია გარემოვაჭრეებზე `განხორციელებული ძალადობის~ გამო თბილისის მერიასა და პოლიციისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi3-150x150.jpgსოფელი ფოცხო - აფხაზეთიდან დევნილთათვის და 10 ათასი დოლარი სამაჩაბლოდან დევნილებს - ასეთია შეთავაზება, რომლის სანაცვლოდაც დღეს ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებული პირები ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან გამოასახლა. გამოსახლების პროცესი დილის 7 საათიდან დაიწყო. როგორ მიმდინარეობს გამოსახლება სამართალდამცავების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლების თანდასწრებით. დეტალები ნახეთ ნინო კვირიკაშვილის რეპორტაჟში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi3.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/breadwhite-150x150.jpgრატომ გაძვირდა საქართველოში პროდუქტები და მოიმატებს თუ არა ისევ ფასები პურის მოსალოდნელი გაძვირების შემთხვევაში - შემოდგომიდან საქართველოში პურის გაძვირების პერსპექტივას მთავრობა უკვე ადასტურებს. ფასების ზრდის მიზეზები და პროგნოზები ნახეთ ბექა გომელაურის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/faseb.jpg itvს ლინკი
  6. „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობას რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით… ლინკი მედიანიუსზე
  7. რუსეთმა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ს-300 განათავსა. ეს ინფორმაცია რუსულ მედიას დაუდასტურა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ალექსანდრ ზელინმა.… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ყვარლის რაიონის… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg არიელ კოენი ვიდრე ობამას ადმინისტრაცია „რბილ ძალას“ ანიჭებს უპირატესობას, მოსკოვი კვლავ იარაღის ენით საუბრობს ახლახანს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრმი მედვედევმა, ევრაზია, რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების ზონად“ გამოაცხადა. მოსკოვმა საკუთარი სიტყვები დაადასტურა მის არსენალში არსებული ყველა საგარეოპოლიტიკური საშუალებით: დიპლომატიით (მათ შორის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებით), იარაღის მიწოდებით, სამხედრო ხელშეკრულებებით, ბაზების მშენებლობით, და რეჟიმების შეცვლითაც კი. ამ თვეში, რუსეთ–საქართველოს ომს ორი წელი შეუსრულდა. ამ კონფლიქტმა შეაჩერა თბილისის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე საბოლოოდ მოწყვიტა საქართველოს პრორუსული სეპარატისტული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რეგიონში გაბატონებული პოზიციის გაძლიერებით, რუსეთმა აქტიურად შეუწყო ხელი აპრილში ყირგიზეთის პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაკიევის დამხობას. ეს ბაკიევის ქმედებაზე საპასუხო ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც აეროპორტ მანასში ამერიკელების სამხედრო–საჰაერო ბაზის დახურვაზე უარი განაცხადა, ასევე გაკვეთილი მათთვის, ვინც რეგიონში რუსეთის დიქტატს არ დაემორჩილება. რუსეთი ზეწოლას ახდენს ბელორუსზეც, მოითხოვს რა მისგან ალექსანდრე ლუკაშენკოზე უარის თქმას და დიქტატორის შეცვლას უფრო დამყოლი, პრომოსკოვური, მაგრამ არა აუცილებლად დემოკრატიული ხელმძღვანელით. გასულ კვირაში, რუსეთმა ხელი მოუჭირა საქართველოს და მოლდავეთს, უბრძანა რა მის საბაჟო პარტნიორებს, ყაზახეთს და ბელორუსს, შეწყვიტონ ქართული მინერალური წყლის, ასევე ქართული და მოლდავური ღვინოების იმპორტი. ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების რეაქცია, საუკეთესო შემთხვევაში დაბნეულია. ახლახანს კავკასიაში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნას როგორც იქნა უწოდა ქართული ტერიტორიების „ოკუპაცია“. მაგრამ კლინტონმა დროის დიდი ნაწილი „რბილი ძალის“ მნიშვნელობასა და სამხედრო ძალასთან შედარებით მის უპირატესობებზე საუბარს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალა დღემდე საკვანძო როლს თამაშობს ამ რეგიონში. სამწუხაროდ, ობამას ადმინისტრაცია იშვიათად გადადის სიტყვებიდან საქმეზე. მან უარი თქვა თავისუფლების გავრცელების 20–წლიან, დიდწილად ძალისმიერი ორპარტიული პოლიტიკის პრაქტიკაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის სამხედრო ყოფნასთან წინააღდეგობას, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას, ასევე პოსტსაბჭოთა სახელწიფოებს შორის – უზბეკეთიდან უკრაიანასა და მოლდოვამდე – კავშირების განმტკიცებას გულისხმობდა. თუკი ოაბამას ადმინისტრაცია „რბილ ძალას“ ანიჭებს უპირატესობას, მოსკოვი კვლავ იარაღის ენით საუბობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მან ხუთი სამხედრო ბაზა ააშენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ თვეში პრეზიდენტ მედვედევის ერევანში დაგეგმილი ვიზიტის დროს მოსკოვი სომხეთს სამხედრო გარანტიებს მისცემს და საკუთარ თავზე აიღებს აზრბაიჯანისგან და თურქეთისგან ამ ქვეყნის საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობას. პრემიერ–მინისტრმა პუტინმა მოამზადა და მედვედევს წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად სომხურ ქალაქ გიუმრისთან მდებარე სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული რუსული არმიის გამოყენებას, ასევე ერევნისთვის შეიარაღების მოწინავე სისტემების მიწოდებას გულისხმობს. ბაქო და ანკარა ძალიან გაბრაზებულები უნდა იყვნენ. თუკი წინა შეთანხმება გიუმრის ბაზის 2015 წელს გაუქმებას ითვალისწინებდა, ახალი დოკუმენტი რუსეთს იქ 2049 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. ეს შეთანხმება უკრაინის სევასტოპოლში რუსული ფლოტის იჯარის 2042 წლამდე გაგრძელებას გავს, რადგან ორივე ხელშეკრულება ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას უშლის ხელს. რუსეთის ვალდებულება დაიცვას სომხეთი, აზერბაიჯანს არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს. ეს აშკარა გაფრთხილებაა, რომ აზერბაიჯანმა არ უნდა გაბედოს სეპარატისტული მთიანი–ყარაბახის ან სომხების მიერ ოკუპირებული მისი შვიდი რაიონის დაბრუნება. ასევე ცხადია ამ ყველაფრის ქვეტექსტიც: ან აზერბაიჯანი ამცირებს დასავლეთთან თანამშრომლობის ხარისხს, თუ არა თავის თავს დააბრალოს. რუსულ–სომხური შეთანხმება რუსეთს ამიერკავკასიაში დომინანტ ძალად აქცევს, რადგან აშშ და ნატო უარს ამბობენ ამ რეგიონში ხანგრძლივ სამხედრო ყოფნაზე. ბაქოს მოსკოვთან მოლაპარაკების მცდელობები გაზის და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შეძენაზე, ჯერ–ჯერობით უშედეგოა. იმავდროულად, რუსეთი ოსტატურადაა შეთამაშებული ორივე მხარესთან და მალე შეიძლება გამონახოს სომხეთთან თავდაცვითი პაქტის გაფორმებაზე ბაქოს გაჩუმების ხერხი. გასულ კვირაში, რუსული გაზეთი „ვედომოსტი“ იუწყებოდა, რომ მოსკოვმა აზერბაიჯანს ყველაზე თანამედროვე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები С-300 მიჰყიდა. თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, აზერბაიჯანისამ – დაადასტურა. თუკი С-300–ზე გარიგება შედგა, ეს დიდწილად ახსნის ბაქოს მოულოდნელ დუმილს რუსულ–სომხურ თავდაცვით ხელშეკრულებაზე. საკუთარი სამხედრო ყოფნის გაფართოვებით, მოსკოვი იმავდროულად ცდილობს მთიანი–ყარაბახის ტერიტორიულ დავაში მთავარი შუამავლის როლი ითამაშოს. კრემლი იმედოვნებს კავშირების შენარჩუნებას მის ტრადიციულ მოკავშირე სომხეთთან, მაგრამ იმავდროულად ახალ პარტნიორ აზერბაიჯანსაც ეფლირტავება. ამასთანავე, ვერ იტყვი, რომ მოსკოვს კონფლიქტის დარეგულირება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. არა, ის მიისწრაფვის როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან თანამშრომლობისკენ, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, ორივე ქვეყანაზე მისი გავლენის გაზრდისა და მათთვის იარაღის მიყიდვის მიზნით. გიუმრიში, სამხედრო ბაზის იჯარის გაზრდაში თავისი როლი ითამაშა, როგორც ჩანს, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულმა დაძაბულობამ. „ცხელი“ კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს წინ აღუდგეს კავკასიაში აშშ–ს და მისი მოკავშირეების ჯარების განთავსებას, ასევე იქ არსებული ავიაბაზების გამოყენებას. ამიერკავკასიის საჰაერო სივრცის კონტროლით სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საკუთარი ბაზებიდან, რუსეთს შეუძლია იქ მოსკოვის თანხმობის გარეშე აშშ–ს ავიაციის მოქმედების შესაძლებლობა წაართვას. იმავდროულად, ვაშინგტონი, როგორც ჩანს კმაყოფილია „რბილი ძალის“ მნიშვნელობაზე ქადაგებით. მისი ფსევდო–პრაგმატული მიდგომა „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“, მხოლოდ უბიძგებს მოსკოვს საკუთარი ჰეგემონიის გაძლიერებისკენ. რეგიონში, კრემლის მზარდი გავლენის შესუსტებისთვის, ვაშინგტონმა უნდა გააფართოვოს სამხედრო–პოლიტიკური თანამშრომლობა ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებთან. მან უნდა გააუქმოს საქართველოში შეიარაღების მიწოდებაზე მოქმედი დე–ფაქტო ემბარგო, ასევე სერიოზული ძალისხმევა მიმართოს ისეთი სფეროებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მმართველობა. ვაშინგტონმა უნდა იფიქროს „პეტრიოტის“ რაკეტების და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე აზრბაიჯანისთვის; ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებთან ერთად გააძლიეროს პროექტ „ნაბუქოს“ მხარდაჭერა და ტრანსკასპიური გაზსადენების მშენებლობის იდეა; ასევე ხელი უნდა შეუწყოს ღიაობს, დემოკრატიის გაძლიერების და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ამ რეგიონში. მოკლედ, ევრაზიაში ამერიკული ინტერესების დაცვის მიზნით, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან მისი გადატვირთვის პოლიტიკა უნდა გადატვირთოს. არიელ კოენი – ფონდ Heritage Foundation–ის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, რუსული და ევრაზიული კვლევების და საერთაშორისო ენერგეტიკული საკითხების სპეციალისტი ორიგინალი ორიგინალი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saelcho-150x150.jpgმაჩაბლის რვა ნომერში მცხოვრებმა დევნილებმა ამერიკის საელჩოსთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saelcho.jpg itvს ლინკი
  11. გლობალური დათბობის პროცესი საქართველოში ყველაზე მეტად ფოთს, დედოფლისწყაროს რაიონსა და ლენტეხს დააზარალებს. როგორც “მედიანიუსს” გარემოს დაცვის… ლინკი მედიანიუსზე
  12. საერთაშორისო ორგანიზაციის Greenpeace-ს განცხადებით, ცენტრალურ რუსეთში რადიაციული ინფიცირება მოხდა. ამ ორგანიზაციის ცნობით, ცეცხლი იმ ადგილებში მძვინვარებდა, სადაც… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gabunia-150x150.jpgსაკრებულოს წევრმა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა ზაზა გაბუნია, გარემოვაჭრეების პრობლემებთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gabunia.jpg itvს ლინკი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/garevachroba-150x150.jpgქუჩაში წიგნების, სუვენირებისა და სამკაულების გაყიდვაც იკრძალება. ნებადართული მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობაა, თუმცა ვინ განსაზღვრავს სუვენირების სტატუსს ჯერჯერობით უცნობია. გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ და გასაყიდ საქონელზე დიფერენცირებულ აკრძალვებს მოითხოვენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/garevachr.jpg itvს ლინკი
  15. მაშინ, როდესაც საქართველოში ინტერნეტი ტექნიკურად რთულად ხელმისაწვდომი იყო, უცხოური ფილმების ნახვისა და მუსიკის მოსმენა ჭირდა. მართალია, არსებობდა ვიდეოგაქირავების პუნქტები, მაგრამ მათი შემოთავაზებაც მწირი იყო. ერთ–ერთ შესაძლებლობას ფილმების და მუსიკის არალეგალურად ჩაწერაც კი წარმოადგენდა. მელიქიშვილზე ან გრიბოედოვის თეატრის გვერდით მდებარე პატარა მაღაზიაში საქონლის ფასი საათების მიხედვით ითვლებოდა. მელომანები ყურადღებას კასეტების ხარისხსაც აქცევდნენ, მაგალითად, ე.წ. ქრომის ფირიან კასეტაში ორჯერ მეტი უნდა გადაგეხადათ – 5 ლარი. ეგეც ყველგან არ იშოვებოდა. მერე ნელ–ნელა ინტერნეტი გაჩნდა, ოღონდ ინტერნეტ–კაფეებში, სადაც ელექტრონული ფოსტის გახსნას, სხვა სიკეთეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საათები სჭირდებოდა. თუკი ამ დროს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტი იყავით, თქვენს ხელთ მხოლოდ ორასიოდე უცხოური ფილმის და დაახლოებით მაგდენივე ქართული ფილმის ახლა უკვე თითქმის ხმარებიდან გამოსული VHS–ები იყო. თვალის უკეთ გავარჯიშებაში პროფესორების საკუთარი კინოკოლექციებიდან ლექციაზე საჩვენებლად წამოღებული ფილმების დასტა თუ დაგეხმარებოდათ. ამ დროს კინოთეატრებში (მრავლობითში წერა ცოტა საჩოთიროა, როცა საქმე 2–3 კინოთეატრს ეხება, მაგრამ გრამატიკას ვერ გავექცევით) ძირითადად სისულელეებს აჩვენებდნენ. იყო გამონაკლისებიც – ერთი ოზონი, ერთი–ორი ალმოდოვარი და ვუდი ალენი. სულ ესაა. არსებობდა კინოს სახლიც, სადაც უხარისხო გამოსახულებით ტკბობა 1 ლარად შეიძლებოდა. ხარისხს ვინ დაგიდევდათ, ბორშის სუნში გახვეულ დარბაზში ქვად ქცეულ სკამებზე ჯდომა შესანიშნავი გამოცდილება იყო. თან სკამის არაკომფორტულობისგან შეწუხებული მაყურებლები ხშირად ცქმუტავდნენ და ამ ცქმუტვაში ერთმანეთსაც ათვალიერებდნენ, იყო მზერათა ერთი გაცვლა–გამოცვლა. მოკლედ, გაჭირვება და კინოს სიყვარული ადამიანებს აერთიანებდათ. არც ისე შორეული წარსულია ეს. მაშინ საკაბელოებიც იყო უკვე. მაგრამ სატელიტური თეფში თუ არ გქონდა, ARTE-ს არ იჭერდა, Mezzo კი იყო სატელიტური მოწყობილობის გარეშეც. კიდევ რუსული არხები ახალი ფილმებით, მაგრამ საკაბელო ყველას არ ჰქონდა. ძირითადი მასისთვის კი ყოველგვარ საკაბელოს „ფსიქო“ ცვლიდა, მთავარი იყო ტრაგედია არ დატრიალებულიყო და შუქი არ ჩამქრალიყო შუა ჩვენების დროს. მერე ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, შუქი მოვიდა, მეტ–ნაკლებად გაჩნდა ინტერნეტი, ინტერნეტში კი საოცრებათა სამყარო – rapidshare, torrents... დღეს კინოს და მუსიკის მოყვარულები ყვებიან, რომ პირველი ფაილების გადმოტვირთვა და ფილმად გადაქცევის მიზნით, ამ ფაილების შეწებება (extraxting) ნამდვილი ექსტაზი იყო. ინტერნეტის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ფაილების ურთიერთგაზიარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა აქვთ. არსებობს ბევრი უცხოური ვებ–გვერდი, რომელიც არ შეიცავს არალეგალურ მასალას, მაგრამ მათ მიერ შეთავაზებული ინდექსებით მომხმარებლებს შეუძლიათ მცირე ზომის BitTorrent ფაილები ჩამოწერონ, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ ციფრულ ინფორმაციას ატარებენ. დღეს, როდესაც კინოთეატრების რიცხვი საბჭოთა აპოკალიფსის მომდევნო პერიოდიდან მოყოლებული არ გაზრდილა და ეროვნული ტელეარხები მეყურებლების ინტერესების სრულად დაკმაყოფილებისგან შორს არიან, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობის ლიცენზირებული DVD-ების ფასი საშუალოდ 35 ლარია, ინტერნეტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ და მდიდარ წყაროდ რჩება. კინოსა და მუსიკის მოყვარულებისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ისევე როგორც ამ დარგებში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სარგებელთან ერთად ნეტი ზიანსაც აყენებს. რამდენიმე წელია ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი გასართობი საიტები გაჩნდა, რომლებიც ათასობით ციფრულ ფაილს მოიცავენ და არათუ მათი გაზიარების, არამედ პირდაპირი ჩამოწერის შესაძლებლობას აძლევენ გვერდის დამთვალიერებელს. www.top.ge-ს მონაცემების მიხედვით, ქართული კინოპორტალები რეიტინგებში პირველ ადგილებს იკავებენ. ყველაზე პოპულარული ქართული ვებ-გვერდების ჩამონათვალში მყოფი allmovies.ge, avoe.ge, gol.ge ისევე, როგორც ყველაზე რეიტინგული myvideo.ge და tvali.ge პირატული ვებ-გვერდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ინფორმაცია არალეგალურადაა განთავსებული და ფაილების გადმოწერის შესაძლებლობაც არღვევს ზოგად წესებს საავტორო უფლების შესახებ. კინოპორტალებს ყოველდღიურად ათიათასობით უნიკალური სტუმარი ჰყავს. ისინი პირველობას ტოტალიზატორის, ავტომობილების და მუსიკალურ პორტალებს ეცილებიან. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კინოინდუსტრიის ბაზარი არ არსებობს, ახალი ფილმების ინტერნეტში განთავსებას საწარმოო კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზარალი მოაქვს. ქართულ პირატულ ვებ–გვერდებზე ახალი ქართული და უცხოური ფილმები კინოთეატრებში ფილმის ჩვენების პარალელურად, სატელევიზიო დისტრიბუციამდე და DVD გაყიდვებამდე იდება. შესაბამისად, ბევრი ადამიანი, რომელსაც ფილმის ჩამოწერის შესაძლებლობა აქვს, კინოთეატრში აღარ მიდის. ასე ხდება, როგორც ეროვნული, ისე უცხოური პროდუქციის შემთხვევაშიც. ინგლისურენოვან საიტებზე პერიოდულად იმართება დისკუსიები და გამოკითხვები იმის თაობაზე, თუ ვინ როგორ მოიქცევა სასურველი ფილმის ნახვის და მოწონების შემდეგ: წავა და ფილმს შეიძენს ან კინოში ნახავს თუ მხოლოდ დაბალი რეზოლუციის მქონე ციფრული ფაილის ქონას დასჯერდება. ქართულ ვებ-გვერდებზე, სადაც ათასობით ფილმი და მუსიკალური ერთეული უფასოდაა განთავსებული, ასეთი კითხვები თითქმის არ ისმება. ფილმების „გასეირნება ყარაბაღში“ და კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერი ლევან კორინთელი ამბობს, რომ ქართულმა ვებ–გვერდებმა მას ზარალი მიაყენეს: „კონფლიქტის ზონა", იმის გამო, რომ საიტებზე იდო, დვდ–ებზე არ დაგვიბეჭდავს. მთელი რუსეთი გადაჭედილია საქართველოდან გადაწერილი ასლებით. ამან სერიოზულად შეგვიშალა ხელი დისტრიბუციაში“. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროდიუსერს ქართული ვებ–გვერდებისთვის არ უჩივლია: „საჩივარი არ შემიტანია, ალბათ უნდა შემეტანა, მიუხედავად იმისა, რა პასუხსაც მივიღებდი. მაგრამ, რომ არ გაქვს ნდობა სასამართლოს მიმართ, ამიტომაც არ შეგაქვს, აზრი არ აქვს შეტანას“. 2008 წლის პირველ ნოემბერს ატვირთული ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“ დღეის ჩათვლით ვებ გვერდის www.join.ge მეშვეობით 3750–ჯერ ჩამოიწერა, „კონფლიქტის ზონა“ 3527-ჯერ. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ 1136–ჯერ. ამ უკანასკნელის ნახვა ყოველგვარი საფასურის გარეშე ასევე შეგიძლიათ პორტალზე www.tvali.ge. საკუთარი პროდუქციის უკითხავად გამოყენების ფაქტს რეჟისორი დავით სიხარულიძეც ნეგატიურად უყურებს. მისი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გავარდნილები“, რომელსაც www.hop.ge–ზე იპოვით, პირველი არხის სატელევიზიო ეთერში შარშან მხოლოდ ერთხელ აჩვენეს. ვებ–გვერდზე ფილმის განთავსება ადმინისტრაციას ფილმის ავტორებთან არ შეუთანხმებია. მისი აზრით, „საქართველოში დისტრიბუციის თვალსაზრისითაც ეს არ შეიძლება ზიანის მომტანი არ იყოს. თუ ადამიანს უფასოდ გადმოწერა და ყურება შეუძლია, დისკი რატომ გაიყიდება? ხარისხზეც თავს არ იკლავენ“. განსხვავებული მოსაზრება აქვს რეჟისორ თამარ სულამანიძეს. მისი მოკლემეტრაჯიანი ფილმები „კავკასუს ონლაინის“ ვებ–გვერდებზე მასთან შეთანხმებითაა განთავსებული (www.gol.ge, www.avoe.ge). „საქართველოში კინო არ იყიდება, ამიტომ დადონ, სახლში დადებას ჯობია gol .ge –ზე იდოს. ვინც უარი უთხრა, სულელი და არასერიოზული მგონია. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მოკლე ფილმები ოდესმე სადმე გაიყიდება. კინო მასკულტურაა. თუ არ აჩვენე, კარგავს თავის პირველად ფუნქციას“, – თვლის რეჟისორი. „რა აინტერესებს კლიენტს ინტერნეტში? უპირველეს ყოვლისა, გართობა“ , – სვამს კითხვას „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომელი დავით ჯაში და პასუხსაც თავად სცემს. ქართული გასართობი ვებ–გვერდები www.gol .ge, www.avoe.ge და www.bude.ge 2003-2004 წლებში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა და „კავკასუს ონლაინის“ ფარგლებში გაერთიანდა, რომ მომხმარებელს გართობის საშუალება ჰქონოდა. დავით ჯაშის თქმით, თუკი უცხოური სერვერებიდან ჩამოტვირთული ფილმი ადგილობრივ სერვერზე დევს, „გზა ფაილისკენ გაცილებით უფრო ახლოსაა“. ამ მიზნით, საიტებისთვის უცხოური სერვერებიდან ფილმების ჩამოწერა დაიწყეს. იმის გასარკვევად, არის თუ არა ფაილებისკენ მიმავალი გზა ლეგალური, ნეტგაზეთმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელს, ლალი პეტრიაშვილს მიმართა. სიტყვა „პირატული“ საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ნახსენები არ არის. უფრო მეტიც, აქ საერთოდ არაა პირდაპირი მითითება ვებ–გვერდების შესახებ. არის მხოლოდ ერთი თავი (IX), რომელიც საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებელთა უფლებების დაცვას ეთმობა. ლალი პეტრიაშვილის განმარტებით, კერძო პირისთვის ასლის მიღება კანონის ფარგლებში შესაძლებელია, „მაგრამ თავად ასლი ვებ–გვერდზე არ უნდა იყოს განთავსებული უფლებების დარღვევით. ვინც ვებ–გვერდს აწარმოებს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, ასლი ვებ-გვერდზე ფართო მოხმარებისთვის განათავსოს. თუ ასე არ ხდება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საავტორო უფლებების დარღვევას, მათ შორის ავტორის ქონებრივი უფლების დარღვევასაც“. საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. მას შემდეგ კანონში მნიშვნელოვანი და ბევრი ცვლილება არ შესულა. „ძალიან ბევრი საკითხი ამ კანონში არის ძალიან ღიად დატოვებული. თვითონ კანონი არც კი ყოფნის სასამართლოს დავის გადაწყვეტისთვის“, - ამბობს იურისტი. სასამართლო დავის გადაწყვეტა მოცემული კანონის გარდა ბერნის კონვენციის მოშველიებითაც არის შესაძლებელი, რომლსაც საქართველო 1995 წელს შეუერთდა. თუმცა ბერნის კონვენცია, ისევე, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, მხოლოდ ეროვნულ პროდუქციაზე ვრცელდება და არა უცხოურზე. შესაბამისად, „პარამაუნტი“ ან რომელიმე სხვა უცხოური კომპანია, ქართული კანონმდებლობის მოშველიებით, საკუთარი პროდუქციის ქართულ ინტერნეტ პორტალებზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავას ვერ გადაწყვეტს. კანონის დაუხვეწაობაზე ყურადღებას ამახვილებს დავით ჯაშიც „კავკასუს ონლაინიდან“: „საქართველოში კანონმდებლობა არ არის ბოლომდე გამართული“. ასეთი მოსაზრება კი კომპანიებს თავისუფალი ქმედების საშუალებას აძლევს. კითხვაზე, ირღვევა თუ არა საავტორო უფლებების ცნება კავკასუსის ვებ-პორტალებზე, ჯაშს ერთადერთი პასუხი აქვს: „ნებისმიერ მომენტში, როცა საავტორო უფლებების მქონე პიროვნება, ქართველი იქნება, ფრანგი თუ ებრაელი, დაგვირეკავს და დაგვისაბუთებს, რომ აქვს თხოვნის უფლება, ფაილს ვებ-გვერდიდან უპრობლემოდ ვშლით“. ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი სახის ციფრული ფაილების მიღება ორ მეთოდს ეფუძნება: ფაილების პირდაპირი ჩამოწერა და მათი ურთიერთგაზიარება. აქედან მეორე, უფლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით გააზრების შესაძლებლობას იძლევა: თავისუფალ მოქალაქეებს უფლება აქვთ, ერთმანეთს ის და ისეთი შინაარსის ინფორმაცია გაუზიარონ. ბოლო წლებში ევროპაში დაწყებული პირატული პარტიების მოძრაობა ამტკიცებს, რომ თუკი გლობალურ ქსელში ინფორმაციის ინდუსტრია ამ შესაძლებლობას ზღუდავს, ამით ადამიანის სამოქალაქო თავისუფლება იზღუდება. დღეს ევროპარლამენტში შვედეთის პირატულ პარტიას ორი წარმომადგენელიც ჰყავს და ამ მხრივ გამონაკლისია – არც ერთ ევროპულ პირატულ პარტიას ევროპარლამენტში არ აქვს ხმა შვედეთის გარდა. ყველაფერი კი სტოკჰოლმში ვებ-გვერდის www.thepiratebay.org არსებობით დაიწყო, რომელიც თავად არ არის არალეგალური ინფორმაციის შემცველი, მაგრამ მომხმარებლებს არალეგალური ფაილების ურთიერთგაცვლის საშუალებას აძლევს. წინააღმდეგობებისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ვებ-გვერდი დღემდე განარგძობს არსებობას. საკუთარი და მომხმარებლის უფლებებისასთვის ბრძოლამ შარშან პოლიტიკური ბრძოლის სახე მიიღო. Pirate Bay ევროპაში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ინსპირატორი გახდა. პირატული პარტიების მთავარი მიზანი მომხმარებლების მიერ ინტერნეტში განთავსებული მასალების თავისუფალი ურთიერთგაცვლაა. საავტორო უფლებებით დაცული შინაარსის მქონე ფაილების კერძოდ ფლობა, ინფორმაციის თავისუფალი ცირკულაცია და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა პირატული პარტიების პრიორიტეტებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში Pirate Bay დაბლოკილია. 2010 წლის 30 ივნისიდან აშშ-ს მთავრობამ არალეგალური ფაილების გაზიარებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ვებ-გვერდების გაუქმების წარმატებით დაიწყო. საქართველოში, ჯერჯერობით, Pirate Bay და ყველა მსგავსი ტიპის საიტი ხელმისაწვდომია. /get_img?NrArticle=2214&NrImage=2 avoe.ge სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. მაშინ, როდესაც საქართველოში ინტერნეტი ტექნიკურად რთულად ხელმისაწვდომი იყო, უცხოური ფილმების ნახვისა და მუსიკის მოსმენა ჭირდა. მართალია, არსებობდა ვიდეოგაქირავების პუნქტები, მაგრამ მათი შემოთავაზებაც მწირი იყო. ერთ–ერთ შესაძლებლობას ფილმების და მუსიკის არალეგალურად ჩაწერაც წარმოადგენდა. მელიქიშვილზე ან გრიბოედოვის თეატრის გვერდით მდებარე პატარა მაღაზიაში საქონლის ფასი საათების მიხედვით ითვლებოდა. მელომანები ყურადღებას კასეტების ხარისხსაც აქცევდნენ, მაგალითად, ე.წ. ქრომის ფირიან კასეტაში ორჯერ მეტი უნდა გადაგეხადათ – 5 ლარი. ეგეც ყველგან არ იშოვებოდა. მერე ნელ–ნელა ინტერნეტი გაჩნდა, ოღონდ ინტერნეტ–კაფეებში, სადაც ელექტრონული ფოსტის გახსნას, სხვა სიკეთეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საათები სჭირდებოდა. თუკი ამ დროს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტი იყავით, თქვენს ხელთ მხოლოდ ორასიოდე უცხოური ფილმის და დაახლოებით მაგდენივე ქართული ფილმის ახლა უკვე ხმარებიდან თითქმის გამოსული VHS–ები იყო. თვალის უკეთ გავარჯიშებაში პროფესორების საკუთარი კინოკოლექციებიდან ლექციაზე საჩვენებლად წამოღებული ფილმების დასტა თუ დაგეხმარებოდათ. ამ დროს კინოთეატრებში (მრავლობითში წერა ცოტა საჩოთიროა, როცა საქმე 2–3 კინოთეატრს ეხება, მაგრამ გრამატიკას ვერ გავექცევით) ძირითადად სისულელეებს აჩვენებდნენ. იყო გამონაკლისებიც – ერთი ოზონი, ერთი–ორი ალმოდოვარი და ვუდი ალენი. სულ ესაა. არსებობდა კინოს სახლიც, სადაც უხარისხო გამოსახულებით ტკბობა 1 ლარად შეიძლებოდა. ხარისხს ვინ დაგიდევდათ, ბორშის სუნში გახვეულ დარბაზში ქვად ქცეულ სკამებზე ჯდომა შესანიშნავი გამოცდილება იყო. თან სკამის არაკომფორტულობისგან შეწუხებული მაყურებლები ხშირად ცქმუტავდნენ და ამ ცქმუტვაში ერთმანეთსაც ათვალიერებდნენ, იყო ერთი მზერათა გაცვლა–გამოცვლა. მოკლედ, გაჭირვება და კინოს სიყვარული ადამიანებს აერთიანებდათ. არც ისე შორეული წარსულია ეს. მაშინ საკაბელოებიც იყო უკვე. მაგრამ სატელიტური თეფში თუ არ გქონდა, ARTE-ს არ იჭერდა, Mezzo კი იყო სატელიტური მოწყობილობის გარეშეც. კიდევ რუსული არხები ახალი ფილმებით, მაგრამ საკაბელო ყველას არ ქონდა. ძირითადი მასისთვის კი ყოველგვარ საკაბელოს „ფსიქო“ ცვლიდა, მთავარი იყო ტრაგედია არ დატრიალებულიყო და შუქი არ ჩამქრალიყო შუა ჩვენების დროს. მერე ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, შუქი მოვიდა, მეტ–ნაკლებად გაჩნდა ინტერნეტი, ინტერნეტში კი საოცრებათა სამყარო – rapidshare, torrents... დღეს კინოს და მუსიკის მოყვარულები ყვებიან, რომ პირველი ფაილების გადმოტვირთვა და ფილმად გადაქცევის მიზნით ამ ფაილების შეწეპება (extraxting) ნამდვილი ექსტაზი იყო. ინტერნეტის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ფაილების ურთიერთგაზიარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა აქვთ. არსებობს ბევრი უცხოური ვებ–გვერდი, რომელიც არ შეიცავს არალეგალურ მასალას, მაგრამ მათ მიერ შეთავაზებული ინდექსებით მომხმარებლებს შეუძლიათ მცირე ზომის BitTorrent ფაილები ჩამოწერონ, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ ციფრულ ინფორმაციას ატარებენ. დღეს, როდესაც კინოთეატრების რიცხვი საბჭოთა აპოკალიფსის მომდევნო პერიოდიდან მოყოლებული არ გაზრდილა და ეროვნული ტელეარხები მეყურებლების ინტერესების სრულად დაკმაყოფილებისგან შორს არიან, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობის ლიცენზირებული DVD-ების ფასი საშუალოდ 35 ლარია, ინტერნეტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ და მდიდარ წყაროდ რჩება. კინოსა და მუსიკის მოყვარულებისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ისევე როგორც ამ დარგებში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სარგებელთან ერთად ნეტი ზიანსაც აყენებს. რამდენიმე წელია ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი გასართობი საიტები გაჩნდა, რომლებიც ათასობით ციფრულ ფაილს მოიცავენ და არათუ მათი გაზიარების, არამედ პირდაპირი ჩამოწერის შესაძლებლოაბს აძლევენ გვერდის დამთვალიერებელს. www.top.ge-ს მონაცემების მიხედვით, ქართული კინოპორტალები რეიტინგებში პირველ ადგილებს იკავებენ. ყველაზე პოპულარული ქართული ვებ-გვერდების ჩამონათვალში მყოფი allmovies.ge, avoe.ge, gol.ge ისევე, როგორც ყველაზე რეიტინგული myvideo.ge და tvali.ge პირატული ვებ-გვერდებია. რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ინფორმაცია არალეგალურადაა განთავსებული და ფაილების გადმოწერის შესაძლებლობაც არღვევს ზოგად წესებს საავტორო უფლების შესახებ. კინოპორტალებს ყოველდღიურად ათი ათასობით უნიკალური სტუმარი ჰყავს. ისინი პირველობას ტოტალიზატორის, ავტომობილების და მუსიკალურ პორტალებს ეცილებიან. ისეთი ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კინოინდუსტრიის ბაზარი არ არსებობს, ახალი ფილმების ინტერნეტში განთავსებას საწარმოო კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზარალი მოაქვს. ქართულ პირატულ ვებ–გვერდებზე ახალი ქართული და უცხოური ფილმები კინოთეატრებში ფილმის ჩვენების პარალელურად, სატელევიზიო დისტრიბუციამდე და DVD გაყიდვებამდე იდება. შესაბამისად, ბევრი ადამიანი, რომელსაც ფილმის ჩამოწერის შესაძლებლობა აქვს, კინოთეატრში აღარ მიდის. ასე ხდება როგორც ეროვნული, ისე უცხოური პროდუქციის შემთხვევაშიც. ინგლისურენოვან საიტებზე პერიოდულად იმართება დისკუსიები და გამოკითხვები იმის თაობაზე თუ ვინ როგორ მოიქცევა სასურველი ფილმის ნახვის და მოწონების შემდეგ: წავა და ფილმს შეიძენს ან კინოში ნახავს თუ მხოლოდ დაბალი რეზოლუციის მქონე ციფრული ფაილის ქონას დასჯერდება. ქართულ ვებ-გვერდებზე, სადაც ათასობით ფილმი და მუსიკალური ერთეული უფასოდაა განთავსებული, ასეთი კითხვები თითქმის არ ისმება. ფილმების „გასეირნება ყარაბაღში“ და კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერი ლევან კორინთელი ამბობს, რომ ქართულმა ვებ–გვერდებმა მას ზარალი მიაყენეს: „კონფლიქტის ზონა, იმის გამო, რომ საიტებზე იდო, დვდ–ებზე არ დაგვიბეჭდავს. მთელი რუსეთი გადაჭედილია საქართველოდან გადაწერილი ასლებით. სერიოზულად შეგვიშალა ხელი დისტრიბუციაში“. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროდიუსერს ქართული ვებ–გვერდებისთვის არ უჩივლია: „საჩივარი არ შემიტანია, ალბათ უნდა შემეტანა, მიუხედავად იმისა რა პასუხსაც მივიღებდი. მაგრამ რომ არ გაქვს ნდობა სასამართლოს მიმართ, ამიტომაც არ შეგაქვს, აზრი არ აქვს შეტანას“. 2008 წლის პირველ ნოემბერს ატვირთული ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“ დღეის ჩათვლით ვებ გვერდის www.join.ge მეშვეობით 3750–ჯერ ჩამოიწერა, „კონფლიქტის ზონა“ 3527-ჯერ. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ 1136–ჯერ. ამ უკანასკნელის ნახვა ყოველგვარი საფასურის გარეშე ასევე შეგიძლიათ პორტალზე www.tvali.ge. საკუთარი პროდუქციის უკითხავად გამოყენების ფაქტს რეჟისორი დავით სიხარულიძეც ნეგატიურად უყურებს. მისი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გავარდნილები“, რომელსაც www.hop.ge–ზე იპოვით, პირველი არხის სატელევიზიო ეთერში შარშან მხოლოდ ერთხელ აჩვენეს. ვებ–გვერდზე ფილმის განთავსება ადმინისტრაციას ფილმის ავტორებთან არ შეუთანხმებია. მისი აზრით, „საქართველოში დისტრიბუციის თვალსაზრისითაც ეს არ შეიძლება ზიანის მომტანი არ იყოს. თუ ადამიანს უფასოდ გადმოწერა და ყურება შეუძლია, დისკი რატომ გაიყიდება? ხარისხზეც თავს არ იკლავენ“. განსხვავებული მოსაზრება აქვს რეჟისორ თამარ სულამანიძეს. მისი მოკლემეტრაჯიანი ფილმები „კავკასუს ონლაინის“ ვებ–გვერდებზეა მასთან შეთანხმებითაა განთავსებული (www.gol.ge, www.avoe.ge). „საქართველოში კინო არ იყიდება, ამიტომ დადონ, სახლში დადებას ჯობია gol .ge –ზე იდოს. ვინც უარი უთხრა, სულელი და არასერიოზული მგონია. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მოკლე ფილმები ოდესმე სადმე გაიყიდება. კინო მასკულტურაა. თუ არ აჩვენე, კარგავს თავის პირველად ფუნქციას“, – თვლის რეჟისორი. „რა აინტერესებს კლიენტს ინტერნეტში? უპირველეს ყოვლისა, გართობა“ , – სვამს კითხვას „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომელი დავით ჯაში და პასუხსაც თავად სცემს. ქართული გასართობი ვებ–გვერდები www.gol .ge, www.avoe.ge და www.bude.ge 2003-2004 წლებში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა და „კავკასუს ონლაინის“ ფარგლებში გაერთიანდა, რომ მომხმარებელს გართობის საშუალება ჰქონოდა. დავით ჯაშის თქმით, თუკი უცხოური სერვერებიდან ჩამოტვირთული ფილმი ადგილობრივ სერვერზე დევს, „გზა ფაილისკენ გაცილებით უფრო ახლოსაა“. ამ მიზნით საიტებისთვის უცხოური სერვერებიდან ფილმების ჩამოწერა დაიწყეს. იმის გასარკვევად, არის თუ არა ფაილებისკენ მიმავალი გზა ლეგალური, ნეტგაზეთმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელს, ლალი პეტრიაშვილს მიმართა. სიტყვა „პირატული“ საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ნახსენები არ არის. უფრო მეტიც, აქ საერთოდ არაა პირდაპირი მითითება ვებ–გვერდების შესახებ.არის მხოლოდ ერთი თავი (IX), რომელიც საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებელთა უფლებების დაცვას ეთმობა. ლალი პეტრიაშვილის განმარტებით, კერძო პირისთვის ასლის მიღება კანონის ფარგლებში შესაძლებელია, „მაგრამ თავად ასლი ვებ–გვერდზე არ უნდა იყოს განთავსებული უფლებების დარღვევით. ვინც ვებ–გვერდს აწარმოებს, მას უნდა ჰქონდეს უფლება ასლი ვებ-გვერდზე ფართო მოხმარებისთვის განათავსოს. თუ ასე არ ხდება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საავტორო უფლებების დარღვევას, მათ შორის ავტორის ქონებრივი უფლების დარღვევასაც“. საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. მას შემდეგ კანონში მნიშვნელოვანი და ბევრი ცვლილება არ შესულა. „ძალიან ბევრი საკითხი ამ კანონში არის ძალიან ღიად დატოვებული. თვითონ კანონი არც კი ყოფნის სასამართლოს დავის გადაწყვეტისთვის“, - ამბობს იურისტი. სასამართლო დავის გადაწყვეტა მოცემული კანონის გარდა ბერნის კონვენციის მოშველიებითაც არის შესაძლებელი, რომლსაც საქართველო 1995 წელს შეუერთდა. თუმცა, ბერნის კონვენცია, ისევე როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, მხოლოდ ეროვნულ პროდუქციაზე ვრცელდება და არა უცხოურზე. შესაბამისად, „პარამაუნტი“ ან რომელიმე სხვა უცხოური კომპანია ქართული კანონმდებლობის მოშველიებით საკუთარი პროდუქციის ქართულ ინტერნეტ პორტალებზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავას ვერ გადაწყვეტს. კანონის დაუხვეწაობაზე ყურადღებას ამახვილებს დავით ჯაშიც „კავკასუს ონლაინიდან“: „საქართველოში კანონმდებლობა არ არის ბოლომდე გამართული“. ასეთი მოსაზრება კი კომპანიებს თავისუფალი ქმედების საშუალებას აძლევს. კითხვაზე ირღვევა თუ არა საავტორო უფლებების ცნება კავკასუსის ვებ-პორტალებზე, ჯაშს ერთადერთი პასუხი აქვს: „ნებისმიერ მომენტში, როცა საავტორო უფლებების მქონე პიროვნება, ქართველი იქნება, ფრანგი თუ ებრაელი, დაგვირეკავს და დაგვისაბუთებს, რომ აქვს თხოვნის უფლება, ფაილს ვებ-გვერდიდან უპრობლემოდ ვშლით“. ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი სახის ციფრული ფაილების მიღება ორ მეთოდს ეფუძნება: ფაილების პირდაპირი ჩამოწერა და მათი ურთიერთგაზიარება. აქედან მეორე უფლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით გააზრების შესაძლებლობას იძლევა: თავისუფალ მოქალაქეებს უფლება აქვთ ერთმანეთს ის და ისეთი შინაარსის ინფორმაცია გაუზიარონ. ბოლო წლებში ევროპაში დაწყებული პრატული პარტიების მოძრაობა ამტკიცებს, რომ თუკი გლობალურ ქსელში ინფორმაციის ინდუსტრია ამ შესაძლებლობას ზღუდავს, ამით ადამიანის სამოქალაქო თავისუფლება იზღუდება. დღეს ევროპარლამენტში შვედეთის პირატულ პარტიას ორი წარმომადგენელიც ჰყავს და ამ მხრივ გამონაკლისია – არც ერთ ევროპულ პირატულ პარტიას ევროპარლამენტში არ აქვს ხმა შვედეთის გარდა. ყველაფერი კი სტოკჰოლმში ვებ-გვერდის www.thepiratebay.org არსებობით დაიწყო, რომელიც თავად არ არის არალეგალური ინფორმაციის შემცველი, მაგრამ მომხმარებლებს არალეგალური ფაილების ურთიერთგაცვლის საშუალებას აძლევს. წინააღმდეგობებისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად ვებ-გვერდი დღემდე განარგძობს არსებობას. საკუთარი და მომხმარებლის უფლებებისასთვის ბრძოლამ შარშან პოლიტიკური ბრძოლის სახე მიიღო. Pirate Bay ევროპაში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ინსპირტორი გახდა. პირატული პარტიების მთავარი მიზანი მომხმარებლების მიერ ინტერნეტში განთავსებული მასალების თავისუფალი ურთიერთგაცვლაა. საავტორო უფლებებით დაცული შინაარსის მქონე ფაილების კერძოდ ფლობა, ინფორმაციის თავისუფალი ცირკულაცია და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა პირატული პარტიების პრიორიტეტებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში Pirate Bay დაბლოკილია. 2010 წლის 30 ივნისიდან აშშ-ს მთავრობამ არალეგალური ფაილების გაზიარებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ვებ-გვერდების გაუქმების წარმატებით დაიწყო. საქართველოში, ჯერ-ჯერობით, Pirate Bay და ყველა მსგავსი ტიპის საიტი ხელმისაწვდომია. /get_img?NrArticle=2214&NrImage=2 avoe.ge სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. პრემიერ ლიგის ახალწვეულმა "ბლექპულმა" სეზონის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე ზედიზედ ოთხი ახალი ფეხბურთელის დამატება ოფიციალურად დაადასტურა. იხილეთ fanebi.com
  18. /get_img?NrArticle=2213&NrImage=200 დევნილების გასახლება დევნილების გასახლება თამარაშვილის ცხრა ნომრიდან, ეგრეთ წოდებული ”ზაკოს” შენობიდან, დილის ექვსი საათიდან მიმდინარეობს. შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია, სასწარფო, სატვირთო მანქანები და ეგერთ წოდებული ”ყვითელი ავტობუსები”. როგორც გაგრიდან დევნილი ინდირა რატიანი ამბობს, ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია: ” გუშინ, დღის მორე ნახევარში, ათამდე პოლიციელი მოვიდა. მათ გვითხრეს, რომ გვასახლებდნენ. კითხვებს რომ ვუსვამდით, გვეუბნებოდნენ, სამინისტროში გაარკვიეთო. ამბის გასაგებად ორმოცდაათამდე მაცხოვრებეელი წავიდა სამინისტროში, მარგამ იქ ჩხუბი ამტყდარა და ნაცემები და დაშინებულები დაბრუნდნენ.” რატიანის თქმით, მათთვის უცნობია, თუ კონკრეტულად სად აპირებენ მათ ჩასახლებას. მხოლოდ სხვებისგან გაიგო, რომ საცხვრებელი ფართი წეროვანში და სოფელ ფოცხოში, სამეგრელოს რაიონშია მათთვის გამოყოფილი. როგორც დევნილები ამბობენ, 10 აგვისტოს ასოცამდე მაცხოვრებელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიიყვანეს და სთხოვეს დაეწერათ, რა სურდათ, ფულადი კომპენსაციის მიღება, თუ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება. მათ შორის აღმოჩნდა თამარ ხეთაგაშვილი. სამაჩაბლოდან დევნილ ხეთაგაშვილს ფულადი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია: ”ჩემს შვილთან გადავდივარ საცხოვრებლად, მის ბინაში. ამიტომ ფულადი კომპენსაცია მოვითხოვე, მაგრამ ჯერ არ ჩანს”. ”ზაკოს” (Закавказский Ваенный Округ) ყოფილ შენობაში, როგორც ეგრეთ წოდებული ”ძველი”, ისე ”ახალი დევნილების” უმრავლესობა ორი წლის წინათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დროებით შეასახლეს. ათსართულიანი შენობა იძულებით გადაადგილებულებს მთლიანად ჰქონდათ დაკავებული. /get_img?NrArticle=2213&NrImage=2 დევნილების გასახლება სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...