planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://footballholic.net/wp-content/uploads/2010/03/Ryan-Babel-Liverpool.jpgროგორც Sky Sports იტყობინება, რაიან აბბელმა დაასრულა მოლაპარაკებები “ტოტენჰემთან” და ის ლონდონში 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავა. … ჰარი რედნაპი ცდილობდა ფლანგიდან შეტევები გაეძლიერებინა და ამისთვის ჰოლანდიელი რაიან ბაბელი ამოარჩია. როგორც ჩანს, როის გეგმებში არც რაიანი შედიოდა, მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 13 წუთი ითამაშა ამ სეზონში. View the full article
-
http://a.pix.ge/p/fjqkc.jpgლივერპულის ოფიციალურმა საიტმა გამაოქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ პაულ კონჩესკიმ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახლა სამედიცინო შემოწმებას გადის … http://assets2.liverpoolfc.tv/uploads/assets/p263.jpg ინფორმაცია ფეხბურთელზე: სრული სახელი: პაულ მარტინ კონჩესკი (Paul Martyn Konchesky) დაბადების ადგილი: ბარკინგი, ინგლისი დაბადების თარიღი: 15 მაისი, 1981 წ (29 წლის) სიმაღლე: 1.78 მ. პოზიცია: მარცხენა მცველი მისი პროფესიონალური კარიერა 1997 წელს “ჩერლტონ ატლეტიკში” დაიწყო და 8 წელი დაჰყო იქ. 2003 წელს ტოტენჰემმა ინათხოვრა და კვლავ უკან დაბრუნდა. 2005-07 წლებში ის “ვესტ ჰემის” სახელს იცავდა მანამ, სანამ 2009 წელს “ფულემში” არ გამოიძახეს. ახლა კი ის “ლივერპულელია”! ის ბოლოს 2005 წელს გამოიძახეს ინგლისი ნაკრებში. View the full article
-
სამოქალაქო განათლების გაღმავების მიზნით საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“, დაიწყო. ნოემბრიდან საქართველოს 20 სკოლაში სიმულაციური თამაშები მოეწყობა. მოსწავლეები იდებატებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე და შეადგენენ სამოქმედო გეგმას, რომელსაც შემდეგ ,,სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში“ წარადგენენ. სამოქმედო გეგმას პარლამენტი დაამუშავებს, რის შემდეგაც ახალგაზრდები ერთობლივ დეკლარაციას შექმნიან და ბრიუსელში ევროკავშირის თანამდებობის პირებს გააცნობენ. პროექტი ,,დემოკრატია იწყება შენით!’’ სამხრეთ კავკასიის რეგიონებსა და უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების გაღრმავებზე პარტნიორებთან ერთად გერმანიის კორნარდ ადენაუერის ფონდი და თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრი იზრუნებენ. ,,ჩვენი ამოცანაა, რომ მოსწავლეები და მათი მასწავლებლები გავარკვიოთ იმაში თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდამ ისწავლოს სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა. თანამედროვე სამყაროს თანამედროვე პროცესების ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით“, – არმაზ ახვლედიანი, თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრის დირექტორი. პროექტი სამხრეთ კავკასიის რეგიონებში, – სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში,– მიმდინარეობს. თითოეული ქვეყნიდან განათლების სამინისტრომ წარადგინა 20 სკოლა, ხოლო თითოეულმა სკოლამ 3 მასწავლებელი. მასწავლებლები ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგები კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, რის შემდეგაც უხელმძღვანელებენ სიმულაციურ თამაშებს სკოლებში. სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მიიღებენ. სიმულაციის პირველი ეტაპი სკოლებში გაიმართება. ,,ოთხ დღიან სიმულაციურ თამაშებზე მოეწყობა დისკუსიები, იქნება ლოკალური პრობლემები განხილული, ვთქვათ რა პრობლემა აქვს სოფელს თუ რაიონს. მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის აზრის მოსმენასა და პატივისცემას’’, – ამბობს პროექტის მენეჯერი გოგა მახვილაძე. პირველ ეტაპზე მოსწავლეები შეიმუშავებენ არსებული პრობლემებთან სამოქმედო გეგმას და ჩაატარებენ არჩევნებს. ხმათა უმრავლესობით არჩეული სკოლის ერთი წარმომადგენელი სკოლის სამოქმედო გეგმას ,,სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში“ წარადგენს. პარლამენტში ახალგაზრდები მოისმენენ თითოეულ სამოქმედო გეგმას, გაიმართება დებატები, და შემუშავდება სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდობის ერთობლივი დეკლარაცია. ამის შემდეგ პარლამეტი აირჩევს 15 წარმომადგენელს, ხუთ–ხუთს თითოეული ქვეყნიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელებიც გაემგზავრებიან ბრიუსელში. სიმულაციური თამაშების ბოლო ეტაპზე ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიღებულ დეკლარაციას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს გააცნობენ. ,,რა არის პროექტის მთავარი პრინციპი? ის, რომ დემოკატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე, მას მხოლოდ წიგნებით ვერ ისწავლი. ჩვენი პროექტიც სწორად ამას ემსახურება. ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაკტიკულად დაინახონ რა არის დემოკატია’’, – ამბობს ბრონე პოტი, პროექტის ხელმძღვანელი. პროექტში მონაწილეობენ როგორც ქართული ასევე აზერბაიჯანული, სომხური და რუსული სკოლები. სამი წლის განმავლობაში პროექტში დაახლოებით 5400 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პროექტისათვის ,,დემოკრატია იწყება შენით“ ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?NrArticle=2303&NrImage=202 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარაში იმყოფება. ილია მეორემ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები მოხუცები მოინახულა, ასევე ეწვია წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლს და იქ მცხოვრებნი დალოცა. გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა პატრიარქმა დეკანოზი გიორგი ბეჭვაია. დეკანოზის ხარისხი მიენიჭათ აჭარაში მოღვაწე მღვდლებს - ლუკა მიქაბერიძეს, აბრაამ გორდელაძესა და გიორგი მამალაძეს. დეკანოზი გახდა მღვდელი ვახტანგ გოგოლაძეც, რომელიც პატრიარქმა ასევე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. ოქროს ჯვრის ტარების უფლება და იღუმენიას ხარისხი აქვს უკვე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს მონაზონ სიდონიას. ბათუმისა და სხალთის ეპარქიის საეპისკოპოსოს ინფორმაციით, პატრიარქი აჭარაში ათ დღეს დარჩება. იგი საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის რეზიდენციაში ცხოვრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8307 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური … ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/200905061351-150x150.jpgვახტანგ მაისაიაზე საპყრობილის ხელმძღვანელობის მხრიდან, შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა- ამის შესახებ ინფორმაციას პატიმრის ადვოკატი და საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი ავრცელებს. ეკა ბესელია საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/beseli.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ენ აპელბაუმი სამშაბათს ბარაკ ობამა ერაყთან დაკავშირებით სიტყვას წარმოთქვამს. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკონსულტაციო უფლებამოსილებით ჯერ კიდევ რჩება 50,000 ამერიკელი სამხედრო, ის გამარჯვებაზე განცხადებას ვერ გააკეთებს, ამიტომ სანაცვლოდ ”საბრძოლო ოპერაციების დასასრულს” იზეიმებს. თუ იმათ მაგალითს მიბაძავას, ვინც ეს ამბავი უკვე აღნიშნა, მაშინ მისი კომენტარები ერაყზე შემდეგ თემებზე იქნება ფოკუსირებული: დემოკრატიის მდგომარეობა ერაყში, ძალადობის დონე, გავლენა, რომელიც ერაყის საზოგადოებაზე შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე ომმა მოახდინა. ეს ყველაფერი საკმაოდ სამართლიანია. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ობამა სულ რამდენიმე წუთს მოიტოვებს და იმაზეც ისაუბრებს, თუ რა გავლენა მოახდინა ომის 7 წელიწადმა ამერიკულ საზოგადოებასა და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. მე მხარს ვუჭერდი ერაყში ინტერვენციას, ვფიქრობ, რომ ინტერვენცია წარმატებული იყო და მჯერა, რომ ერაყული დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში სამუდამოდ შეიძლებოდა გამხდარიყო რევოლუციური ძალა. მაგრამ ძალადობამაც რომ იკლოს, ყველა ამერიკელი სამხედრო შინ რომ დაბრუნდეს, ჩვენ მაინც ძალიან დიდი საფასური გადავიხადეთ გამარჯვებისთვის – შეიძლება იმაზე ბევრად დიდი ვიდრე ამას ჩვეულებრივ ვაღიარებთ. ერაყში რეალურად დაღვრილი სისხლისა და მართლაც რეალურად დახარჯული ფულის გარდა, აქ სხვა სახის მსხვერპლიც გავიღეთ, ზოგიერთი მათგანის დათვლა და კლასიფიცირება ძნელია. მაგრამ აი რამდენიმე მათგანი: ამერიკული ეფექტურობა. გამარჯვება სწრაფი იყო. მაგრამ ოკუპაცია ქაოსად იქცა. ისე ჩანდა, რომ ამბოხებას ვაშინგტონი არ ელოდა, ამიტომ გასაოცარი არ იყო, რომ: პენტაგონი სახელმწიფო დეპარტამენტს ეკინკლავებოდა; ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ინსტრუქციები და არ იცოდნენ ენა. საბოლოოდ ერაყსა და მთელს მსოფლიოში ამერიკელებმა არაკომპეტენტურების, ხოლო აბუ გრეიბის შემდეგ, სულელებისა და სასტიკების შთაბეჭდილებაც დატოვეს. ორი წლის წინ გერმან მარშალის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ჩვენი უახლოესი მეგობრების უდიდესი ნაწილი ფიქრობდა, რომ ცუდი მართვა ერაყში – და არა ინტერვენცია – შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის უდიდეს ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა. არაა გასაოცარი, რომ შედეგად კოალიციების შექმნის ამერიკულმა უნარმაც იზარალა. ერაყის ოპრაციაში მონაწილეობა ტონი ბლერს რეპუტაციად დაუჯდა, ხოლო ესპანეთის მთავრობას - არჩევნებად. თავდაპირველი დიდი მხარდაჭერის შემდეგ, ერაყის ოკუპაცია ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ამერიკა პოპულარულია, მაგალითად პოლონეთსა და იტალიაში, არაპოპულარულად იქცა. კოალიციაში მონაწილე ვერც ერთმა ქვეყანამ ამით ვერც დიპლომატიური, ვერც ეკონომიკური სარგებელი ვერ ნახა. არც ერთს არ მიუღია ამერიკის განსაკუთრებული მადლიერება, საქართველოსაც კი, რომელმაც ერაყში 2,000 სამხედრო გააგზავნა (საქართველოსთვის ძალიან დიდი რიცხვი) და ამისთვის რუსეთთან მისი სამხედრო კონფლიქტის დროს აშშ-სგან ზუსტად ნულოვანი მხარდაჭერა მიიღო. ამის შემდეგ ბევრად უფრო რთული იქნება კოალიციების შექმნა ჩვენს მხარეზე საბრძოლველად, ხოლო ერაყი მართლაც იქცა იმ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ავღანეთთან დაკავშირებით ასეთი მცირედი ენთუზიაზმია და ირანზე ორგანიზებული ზეწოლის განხორციელება ასე გართულდა. ირიბად ემსხვერპლა კონფლიქტის ამერიკის უნარი ახლო აღმოსავლეთზე გავლენის მოხდენისა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ იქ არასდროს გვქონდა ისეთი პოზიციები, როგორსაც ვისურვებდით. მაგრამ ქაოსმა ერაყში ერთმნიშვნელოვნად გააძლიერა ირანი. მას არ მოუხდენია პოზიტიური ზეგავლენა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზეც. იმით, რომ რამდენიმე წლით ნავთობზე ფასმა აიწია (გახსოვთ, ეს ნავთობისთვის ომი უნდა გამხდარიყო), მან ასევე განამტკიცა საუდის არაბეთის პოზიციები, რეჟიმი, რომლემაც 11 სექტემბრის 19 თავდამსხმელიდან 15 შვა. ნავთობის მაღალმა ფასმა გააძლიერა აგრეთვე რუსეთი და ვენესუელა – ვერ ვიტყოდი, რომ ეს ბევრმა შენიშნა, რადგან ერაყს ამერიკის ის უნარიც ემსხვერპლა, რომელსაც გლობალური სახელმწიფოს მასშტაბში აზროვნება ეწოდება. მაშინაც კი თუ საბოლოოდ ერაყიდან მთლიანად გამოვალთ, ჩვენ ათწლეულებით მაინც ისეთ ქვეყნად დავრჩებით, სადაც ჩინეთმა მართლაც მიაღწია მსოფლიო მასშტაბის ქვეყნის სტატუსს, ლათინურმა ამერიკამ შორს, მარცხნივ გადაუხვია, ხოლო რუსეთმა წარმატებით გამოიყენა მილსადენები ევროპის გასახლეჩად – ტენდენცია, რომელსაც არც ბუშის ადმინისტრაციის დიდი ყურადღება არ მიუპყრია და კიდევ უფრო ნაკლები ობამას ადმინისტრაციისა. და ბოლოს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა რამდენიმე შიდა პრობლემა. ერთი მე განსაკუთრებით მაწუხებს: ამერიკის უნარი იზრუნოს თავის დაჭრილ ვეტერანებზე. ისტორიის ტერმინებში ამერიკის მსხვერპლი ერაყში ვიეტნამთან შედარებით დაბალი იყო: 4,400 და დაახლოებით 60,000. მაგრამ ნაწილობრივ სამედიცინო ტექნოლოგიების არნახული განვითარების წყალობით, მძიმედ დაჭრილი ვეტერანების რაოდენობა, ისეთი ქალების და კაცების, რომელთაც მაღალი კლასის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდებათ, დღემდე არსებულთა შორის ყველაზე მაღალია. ჩვენ გვჭირდება ინოვაციური პროგრამები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა Musicorps-ი, რომელიც შარშან აღვწერე – მაგრამ მისი შექმნისა და დაფინანსებისათვის მაღალი რანგის ბიუროკრატიული ენერგიაა საჭირო. მაგრამ ბიუროკრატია გასაგები მიზეზების გამო დაღლილია. რეალურად კი იმის თქმა მინდოდა, რომ ერაყის ომის შეფასება მომავალი ათწლეულების პროექტია და არა მომავალი კვირის. იქნებ სამშაბათის სიტყვაში, გამოსვლამდე, ობამამ ჩინეთის ყოფილი ლიდერის Zhou Enlai-ს სიტყვები გაიხსენოს. ამბობენ, რომ როდესაც სთხოვეს შეეფასებინა საფრანგეთის რევოლუციის გრძელვადიანი შედეგები, მან რიჩარდ ნიქსონს თითქოს უთხრა: ”ეს ჯერ ძალიან ადრეა”. ორიგინალი ორიგინალი
-
medianews.ge- გრიგოლ ვაშაძემ სომხეთის ელჩი მიიღო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან… ლინკი მედიანიუსზე -
epn.ge - კვიტაშვილისთვის თსუ-ს რექტორობა პატივია
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi9-150x150.jpgოკუპირებული ტერიტორიების, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტროსთან მოშიმშილე დევნილთა მოთხოვნები დღეს ქრისტიან-დმეოკრატიული პარტიისა და საკრბულოს წევრებმა, ინგა გრიგოლიამ და ზაზა გაბუნიამ მოისმინეს. დევნილებთან შესახვედრად სამინისტროდან პრეს ცენტრის ხელმძღვანელი ეკა გულუაც მივიდა. მან დევნილებს ფოცხო-ეწერის გარდა, სამეგროელოს 7 რაიონში საცხოვრებელი ფართი შესთავაზა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi10.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/qdm-150x150.jpgრატომ აქვთ დაკავებული უცხოურ ავიაკომპოანიებს ქართული ბაზრის 80 პროცენტი და ერონულ ავიაკომპანიებს მხოლოდ 20? არის თუ არა მოსალოდნელი ნაციონალური ავიაკომპანიების საბაზრო წილის 40 პროცენტამდე გაზრდა? ქრისტიან-დემოკრატები აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას მთავრობას თხოვენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/laliashvili.jpg itvს ლინკი