Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. /get_img?NrArticle=2306&NrImage=200 შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში 6 სექტემბერს ჩამოვლენ. "გლობალური გამოწვევები პოსტ პერესტროიკის ქვეყნებში" – ასე ჰქვია სიმპოზიუმს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ყოფილი ლიდერები ბათუმსა და თბილისს ეწვევიან. ამის შესახებ თავდაპირველად სან ფრანცისკოში არსებული შემეცნებითი ტურების ოპერატორი ”მსოფლიო ლიდერების მოგზაურობა” იტყობინებოდა. ვიზიტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ბათუმის პორტში და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. გემი "სილვერ უინდი" ბათუმის პორტში 6 სექტემბერს, გამთენიისას შემოვა. მოგზაურობა 2010 წლის 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეები 10 ღამეს გაატარებენ გემ "სილვერ უინდიში". ტური მოიცავს სანაპირო ექსკურსიებს რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და თურქეთში. სიმპოზიუმი ეძღვნება შავი ზღვის რეგიონის კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ საკითხებს და დაიწყება მოსკოვში. მოგზაურები მოინახულებენ მოსკოვის ნაკლებად ცნობილ ადგილებს და დაესწრებიან გალა სადილს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად. შემდეგ სტამბულში, თურქეთში, გადაფრინდებიან საკრუიზო ხომალდ "სილვერ უინდში" ჩასასხდომად. სწორედ ამ ხომალდზე გაიმართება რაისისა და სხვა ლიდერების პრეზენტაციები, დახურული დისკუსიები და ლექციები. ხომალდი შავი ზღვის სანაპიროებს შემოუვლის და ესტუმრება ბათუმს, სოჭს, ბაქოს, უკრაინაში კი იალტას, სევასტოპოლსა და ოდესას. /get_img?NrArticle=2306&NrImage=20 ეს უპრეცედენტო შემეცნებითი პროგრამა მოიცავს დახურულ დისკუსიებს მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერებთან და სპონსორი ორგანიზაციების მეცნიერებთან. სპიკერებს შორის იქნებიან აშშ–ს კონგრესის ბიბლიოთეკარი ჯეიმს ბილინგტონი; ინტერნეტის მამად ცნობილი ვინტონ ჯ. სერფი გუგლიდან; ყოფილი ჟურნალისტი, პროფესორი მარვინ კარბი ჰარვარდიდან; ისტუესტ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ მროცი და ასტროფიზიკოსი მაიკლ შარა. საგანმანათლებლო კრუიზის მონაწილეები რუსეთში ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა თანამედროვე რუსეთის როლზეც იმსჯელებენ. მასში კონდოლიზა რაისისთან ერთად რეგიონის ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. თურქეთში დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან და საუბარი თურქეთის როლზე მსოფლიო განვითარებაში, ვიზიტები მეჩეთებსა და ბაზარში და ევროპა–აზიის გასაყართან სტამბულის სასახლეში. ოდესაში, პოტიომკინის ნაბიჯების კვალდაკვალ, დისკუსია უკრაინის გაზსადენის პოლიტიკას მიეძღვნება. პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის ოფიციალურ პირებთან. იალტაში ტურის მონაწილეები ჩერჩილის, რუზველტის, სტალინის და ლივადიას სასახლეებს, ბაქოში კი - შირვანშაჰის სასახლეს დაათვალიერებენ. ბაქოში შედგება საუბარი ოფიციალურ პირებთან აზერბაიჯანის როლზე ენერგოუსაფრთხოებაში. "საქართველოს მომხიბვლელი ნეოკლასიკური და ახალი არქიტექტურა მის დინამიურ დედაქალაქ თბილისში და საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევების შესწავლა" – ასეა აღნიშნული საქართველო პროგრამაში. ვებ გვერდზე გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, საქართველოში ოფიციალურ პირებთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ პრეზიდენტის პრესსამსახურში. თბილისში ვიზიტის შემდეგ შემეცნებითი მოგზაურობის მონაწილეები ისევ ბათუმში დაბრუნდებიან. მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მოგზაურობის მსურველებისათვის კრუიზის ფასი 23 ათასი დოლარიდან იწყება (აშშ–დან მოსკოვამდე ფრენის ღირებულების გარეშე) და 40 ათას დოლარს აღწევს გემზე ოთახების ტიპის მიხედვით. სიმპოზიუმის სპონსორებს შორის არიან ბუნების ისტორიის ექსპედიციების ამერიკული მუზეუმი, შეტექუეს ინსტიტუტი, საგარეო საქმეთა ჟურნალი, ჰარვარდის, პრინსტონის, სმიტის კოლეჯის, იელის კურსდამთავრებულთა ასოციაციები. /get_img?NrArticle=2306&NrImage=2 Silver Mind სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეთა სააპელაციო განაცხადების მიღებას დღეს დაასრულებს. მასწავლებლებმა ამისათვის თბილისში, საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის კომისია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღესვე… ლინკი მედიანიუსზე
  4. დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვევა. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სააგენტოს… ლინკი მედიანიუსზე
  5. კავშირგაბმულობის კომპანიების მოლოდინი, რომ მთავრობა მათ აქციზით დაბეგვრას გადაიფიქრებდა, არ გამართლდა. დღეიდან ოფიციალურად ძალაში შედის საგადასახადო კოდექსში… ლინკი მედიანიუსზე
  6. რვა სეზონის შემდეგ იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა მაურო კამორანეზიმ გუნდის დატოვება გადაწყვიტა და შტუტგარტში გადაბარგდა.ამ ტრანსფერს იგი დადებითად აფასებს... იხილეთ fanebi.com
  7. პირველი ოფიციალური პრიმერა დივიზიონის მატჩის შემდეგ,პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამოცემა ას-ის ჟურნალისტს ვრცელი ინტერვიუ მისცა. იხილეთ fanebi.com
  8. როგორც მოგეხსენებათ,ქართველი მცველი კახაბერ კალაძე ამიერიდან ჯენოას ღირსებას დაიცავს.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ფეხბურთელმა იუვენტუსში გადასვლას ჯენოა არჩია და გარიგებაც შედგა.ამ ყველაფერზე კომენტარი გუნდის პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  9. გერმანულმა შალკემ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დღეს სამმაგი შენაძენი გააკეთა.გელზენკირხენულმა გუნდმა კლას იან ჰუნტელაარი,ხოსე მანუელ ხურადო და ნიკოლია პლესტანი გადაიბირა. იხილეთ fanebi.com
  10. კარლეს პუიოლის მატჩისწინა ვარჯიშზე მიღებული ტრავმა მეტად სერიოზული აღმოჩნდა... იხილეთ fanebi.com
  11. ბოლონიასთან ფრედ დასრულებული მატჩიდან მეორე დღეს,მასიმო მორატიმ მცირე კომენტარი გააკეთა მილანის გაძლიერებაზე და გუნდის ამჟამინდელ სიტუაციაზე. იხილეთ fanebi.com
  12. 1 სექტემბერს, 10:00 საათზე, “საერთაშორისო ქართულ სკოლაში” კომპანია “ბორჯომისა” და “ბილაინის” მხარდაჭერილი პროექტის – “ზაფხულის სკოლა ფერეიდნელი ახალგაზრდებისთვის” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. მის: შარტავას ქ. #18ბ 1 სექტემბერს, 10:30 საათზე, განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე ბრიფინგს გამართავენ. მის: უზნაძის ქ. №52 1 სექტემბერს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვევა. 1 სექტემბერს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მძლეოსნობაში რომის 1960 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს რობერტ შავლაყაძეს სპორტის რაინდის წოდებით მძლეოსნობის ფედერაციაში დააჯილდოებს. 1 სექტემბერს, 12.00 საათზე, წიგნების ჩატვირთვის დაწყების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრება. მის: დიღომი, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე მანეჟი (რესტორან “ბაბილოსთან”) 1 სექტემბერს, 12:00 საათზე, სკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. მის: ნუცუბიძის მე-4 მ/რ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია 1 სექტემბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა “არა”, კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსათვის”, მოძრაობა “რატომ” და მოძრაობა “7 ნოემბერი” ბრიფინგს გამართავენ. თემა: “პოლიციელის მიერ ოპოზიციის აქტივისტი 16 წლის გოგონას ცემის ფაქტი”. მის: არაყიშვილის ქ. #15, “კონსერვატიული პარტიის” ოფისი 1 სექტემბერს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 1 სექტემბერს, 13:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ბრიფინგს გამართავს. პარლამენტი, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” სათათბირო ოთახი 1 სექტემბერს, 13:00 საათზე, მეტროს სადგურ “წერეთელთან” დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდება. 1 სექტემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “უწიგნური ეპოქა”. 1 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება. 1 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” თბილისის მერიის მიერ პარკებისა და სკვერების განადგურების ფაქტებზე, მოსახლეობასთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს. მის: კანდელაკის ქ. #55 1 სექტემბერს, 18:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინიტრაციული შენობის გახსნის ცერემონია გაიმართება. მის: გორგასლის ქ. #24 (საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის გვერდით) იხილეთ epn.ge
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-31-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/kviatshvil.jpg itvს ლინკი
  14. პოლი — ჩვეულებრივი უიღბლოა. ის ვერ იტანს თავის სამსახურს, მას ძალიან ლამაზმა ცოლმა დაადო, მისი დედა და ძმა — ბერია (ბუდა) — სისტემატიურად ახსენებენ მას, რომ მან თავისი ცხოვრება არაფერში დახარჯა. პოლმა არ იცის, რომ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება… View the full article
×
×
  • შექმენი...