planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ლუკ ჰარდინგი მაიკ ჰენკოკმა განცხადებებს მის საპარლამენტო ასისტენტსა და რუსულ დაზვერვაზე „სისულელე“ უწოდა დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარის მაიკ ჰენკოკის რუსული კავშირები ყურადღების ცენტრში მოექცა. გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, თუ რა დოზით შეეძლო მას კრემლის ინტერესების ლობირება სტრასბურგში, ევროსაბჭოში. ჰენკოკის კოლეგები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან იმდენად იყვნენ შეშფოთებულები მისი პრო-რუსული შეხედულებებით, რომ ლიბერალ-დემოკრატების ყოფილი ლიდერი ჩარლზ კენედი პარტიული სკანდალის შესაძლებლობაზე გააფრთხილეს, თუმცა ჰენკოკი ამბობს რომ კენედიმ ამას ყურადღება არ მიაქცია. ჰენკოკი პარლამენტში სამხრეთ-პორტსმოუთის ოლქიდანაა არჩეული და რუსეთის საკითხებზე მრავალპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეა. როგორც Sunday Times-ი ამ შაბათ-კვირას იუწყებოდა, MI5-ს წარმომადგენლები ჰენკოკის საპარლამენტო თანაშემწის კატია ზატულივეტერის საქმეს იძიებენ, რომელიც რუსულ დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გაზეთის ცნობით, 25 წლის ზატულივეტერი სამი კვირის წინ აეროპორტ გეტვიკში დაკითხეს, როდესაც ის ხორვატიიდან დაბრუნდა, სადაც საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა. თითქოს, ოფიცრები, მიკერძოებულად ჰკითხავდნენ მას რუსულ სპეც-სამსახურებთან მიმართებაში და როგორც სჩანს მისი სასიყვარულო ცხოვრების ბევრი დეტალი იცოდნენ, რაც გაზეთის ინფორმაციით იმაზე მიუთითებს, რომ მას მანამდეც უთვალთვალებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზატულივეტერის საქმის ოფიციალური გამოძიების ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო. მათიას ერშმა, საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ – იმ ფრაქციის სადაც შედიან ნიკა კლეგას ”ლიბერალ-დემოკრატები” განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ხშირად „აოცებდა“ ჰენკოკის კრემლის მხარდამჭერი განცხადებები დებატების და კანონებში შესწორებების შეტანის დროს. „მე ეს საერთოდ არ მაკვირვებს. არ ვამბობ რომ მაიკლი აგენტია“ – განაცხადა ერშიმ – „მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსები მას მიზანმიმართულად იყენებენ. ის პარლამენტის ყველაზე პრო-რუსი დეპუტატია, დასავლეთ-ევროპის ქვეყნებს შორის. უბრალოდ, წაიკითხეთ მისი გამოსვლები“. „როდესაც პუტინზე იწყებოდა დებატები, მედიის თავისუფლებასა და საქართველოსთან ომზე, მაიკლი ყოველთვის რუსეთს იცავდა. სტრასბურგში მთელ ლიბერალურ ბლოკს აოცებდა მისი შეხედულებები. მას რომ მოუსმინოთ, რუსეთში აბსოლუტური დემოკრატიაა“. ჰენკოკი, რომელიც უარყოფს რუსეთისგან რაიმე მატერიალური სარგებლის მიღებას, როგორც პირდაპირ ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით, იმ განცხადებებსაც უარყოფს, რომლის თანახმადაც მის თანაშემწეს რუსულ დაზვერვასთან რაიმე კავშირი აქვს და მას „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს. მან სთქვა – „ეს ჩემი პრობლემა არ არის. ეს სხვა ადამიანების პირადი პრობლემებია. ის [კატია] მეუბნებოდა, რომ ყოველთვის როდესაც ის ბრიტანეთში ბრუნდება, პრობლემებს უქმნიან. მეტს ვერაფერს ვიტყვი“. ჰენკოკის თქმით, ის რუსეთს ჩეჩნეთის ომების გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მთელი ძალით უჭერდა მხარს კრემლს საქართველოსთან კონფლიქტის დროს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორგანულად ვერ იტანს. „მე ძალიან არ მსურდა, რომ სააკაშვილს რუსეთი დაედანაშაულებინა. მე ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი სააკაშვილის მიმართ“. შემდეგ ჰენკოკმა განაცხადა – „ევროსაბჭოში ჩემი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ვერც იქ და ვერც აქ, მე საკუთარ ჭკუაზე ვერავინ მატარებს. ჰენკოკის თქმით, მისი კენჭისყრის შედეგები იმას მოწმობს, რომ იგი გაცილებით ნაკლებად პრო-რუსულადაა განწყობილი, ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბევრი კონსერვატორი დეპუტატი. „ტორები მთელი ბლოკით, რუსეთს უჭერენ ხოლმე მხარს“ – სთქვა მან. უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა ერშმა, რომელიც 20010-2009 წლებში ასამბლეაში ლიბერალების და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის (ALDE) ხელმძღვანელობდა, განაცხადა რომ მას რუსეთზე ჰენკოკის პოზიცია, რაც მის მიერ ხმის მიცემის პროცესზეც აისახებოდა, ძალიან აშფოთებდა და სწორედ ამიტომ დააყენა მან ეს საკითხი კენედისთან. „ჩარლზი 2009 წელს გავაფრთხილე, რომ ”ლიბერალ-დემოკრატებში” სკანდალი მოხდებოდა“ – განუცხადა ერშმა Guardian-ს – „მაგრამ ის ძალიან სუსტი იყო იმისთვის რომ ჩარეულიყო“. კენედის აპარატში ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებენ. ერშის თქმით, სტრასბურგში ყველამ კარგად იცის, რომ ჰენკოკი ასამბლეის სხდომებზე რუს თანაშემწეებთან ერთად ჩნდნებოდა. „არავინ იცოდა ვინ იყვნენ ეს ადამიანები“ – აღნიშნა ერშმა, თუმცა აღიარა რომ თავისუფლად შესაძლებელია ისინი ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რომლებიც სხდომაზე საქმის გამო ჩამოდიოდნენ. თემაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე, სამი განხილვა მოეწყო (2008 წლის ოქტომბერში, 2009 წლის იანვარში და 2009 წლის ოქტომბერში). სამივე დებატის დროს ჰენკოკი რუსეთის დელეგაციასთან ერთად მისი ”ლიბერალ-დემოკრატების” ალიანსის ფრაქციის დანარჩენი წევრების წინააღმდეგ აძლევდა ხმას. მისი სახელი ფიგურირებს დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის და მთელ რიგ კრემლის სხვა დელეგატების გვერდით. „ჰენკოკი ფაქტობრივად მხარს უჭერდა ყველა რუსულ შესწორებას. მის თანაშემწესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბების ფონზე ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ისე, რომ იგი ყოველთვის მხარს უჭერს რუსეთის გეგმებს და კენჭისყრაში რუსებთან ერთად მონაწილეობს?“ – კითხულობს ერში. ჰენკოკის თქმით, ერში და ასამბლეის სხვა წევრები ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან, რუსეთის მიმართ რეფლექსურად მტრულად არიან განწყობილები და ის საბჭოთა კავშირში ერევათ. მან ერშს მისი კონკურენტი უწოდა, რომელიც ცდილობს როგორმე მას ევროსაბჭო დაატოვებინოს“. ერშის კენედისთან საუბარზე, ჰენკოკმა სთქვა – „ჩარლზმა ის ერთ ადგილას გაისტუმრა“. მას შემდეგ რაც რუსეთზე მრავალპარტიული ჯგუფის საპარლამენტო თავმჯდომარე გახდა, ჰენკოკი იანვარში ლონდონს და მოსკოვს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ დაურეგულირებელი იყო 2006 წელს რუსი დისიდენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. როგორც სჩანს, ამ ურთიერთობების სირთულეში ის არა ვლადიმერ პუტინს, არამედ გორდონ ბრაუნის მთავრობას ადანაშაულებდა. ”საჭიროა ამ საყოველთაო პრობლემის გაგება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოს იგნორირება, არ შეიძლება“ – განაცხადა ჰენკოკმა საიტზე politics.co.uk – „გერმანელებს, ფრანგებს, იტალიელებს და სკანდინავიის ქვეყნებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ ასეთ მკაცრ კურსს ატარებს, გაერთიანებული სამეფოა. მათი იგნორირება არ შეიძლება. მათთან საჭიროა თანამშრომლობა“. ერთი კვირის შემდეგ, სტრასბურგში დებატების დროს ჰენკოკი ერთ-ერთ გამომსვლელს შეეკამათა, რომელიც იმას ჩიოდა რომ კრემლი არ იძიებს რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტებს და არ ცდილობს „ადამიანის უფლებების სფეროში უზარმაზარი კრიზისის“ დაძლევას. რუსეთის დადანაშაულება, როდესაც „არა გაქვს არანაირი მტკიცებულება“, „დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია“ – განაცხადა მან სხდომის დროს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთი ფორუმია, სადაც დასავლეთ-ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლებს შეკრება და ერთობლივი დისკუსიების მოწყობა შეუძლიათ. რუსი დელეგატები ხშირად იყენებენ ასამბლეის ტრიბუნას დასავლეთის კრიტიკის (ხშირად არადამაჯერებლად) გაქარწ####ბისთვის რუსეთის არჩევნებზე, ადამიანის უფლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების გახანგრძივებული ოკუპაციაზე. საქართველოც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია. „კომსომოლსკაია პრავდას“ დღევანდელ ნომერში გაჩნდა სტატია, სათაურით „ბრიტანელები საკუთარ პარლამენტში „რუს აგენტებს“ ეძებენ“, რომელშიც რუსულ დაზვერვასთან ზატულივეტერის კავშირებზეა საუბარი. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს გამოძიება აგენეტებთან დაკავშირებული ივლისის დრამატული სკანდალის გაგრძელებაა, როდესაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა აშშ-ში აღმოჩენილი 10 რუსი არალეგალი-აგენტი 4 ორმაგ აგენტზე გაცვალეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ ზატულივეტერმა ეს ყველა ბრალდება უარყო. როგორც Sunday Times-ი წერს, ამ ეტაპზე MI-5 გამოძიებას აწარმოებს და იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად აქტიურები არიან რუსი არალეგალები ბრიტანეთში. ზატულივეტერის ერთმა მეგობარმა სთქვა, რომ გეტვიკში 8 აგვისტოს ისიც დაკითხეს, როდესაც ისინი ერთად დაბრუნდნენ სპლიტიდან. „მათ ჰქონდათ ჩვენი სახელები, ალბათ ჩვენს ყველა სატელეფონო ნომერს უსმენდნენ!“ – განაცხადა მეგობარმა. იმავდროულად, მოსკოვის სპეცრაზმმა გუშინ საღამოს ოცამდე ოპოზიციონერი დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე შეკრების თავისუფლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მოსკოვის მთავრობამ აკრძალა ეს ანტი-პუტინური მიტინგი და მოედანზე ხელკეტებით შეიარაღებული მილიციელები შეუშვა, რომლებიც მომიტინგეებს ახლოს მდებარე ავტობუსებში სტენიდნენ. „საოცარია ის თუ როგორ ეპყრობიან იქ დემოკრატიას, შოკისმომგვრელია“ – განაცხადა ჰოლანდიის პარლამენტის დეპუტატმა თიის ბერმანმა, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრია. ზატულივეტერმა დღეს მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://assets2.liverpoolfc.tv/uploads/assets/p263.jpg გთავაზობთ პოლ კონჩესკის პირველ ინტერვიუს… ‘ – ” პოლ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ”ლივერპულში”. რამდენად ბედნიერი ხართ თქვენ აქ ?” – ” მე აღფრთოვანებული ვარ, მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა შევძლებ ”ლივერპულში” თამაშს და მზად ვარ იმისთვის, რომ გადავლახო ყველა პრობლემა.” – ” ფულჰემიდან ლივერპულში გადმოსვლა – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თქვენთვის?” – ” არა, როდესაც გირეკავენ ისეთი კლუბიდან როგორიც ”ლივერპულია”, თუ გადავხედავთ მის ისტორიას მივხვდებით, რომ ის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია ინგლისში. ასევე აქ მუშაობს მწვრთნელი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომ ეს ჩემთვის მარტივი არჩევანი იყო.” – ” თქვენ შეგიძლიათ აქ თავი ისე იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში? გუნდში არიან ფეხბურთელები ლონდონიდან, მაგალითად: ჯო კოული, გლენ ჯონსონი, ჯონჯო შელვი…” - ” დიახ აქ არის რამდენიმე ფეხბურთელი ლონდონიდან, რომლებსაც კარგად ვიცნობ, ვიმედოვნებ, რომ მალე ყველას ახლოს გავცნობ.” - ” როგორია თქვენი გრძნობები როი ჰოჯსონთან გაერთიანების შემდეგ?” - ” მე მას კარგად ვიცნობ, როგორც მწვრთნელს და ის კარგად მიცნობს, როგორც ფეხბურთელს. ჩვენ 2 ნახევარი წელი გავატარეთ ერთად ”ფულჰემში”. მან წარმატება მიაღწია ლონდონელებთან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასევე წარმატებული იქნება ”ლივერპულში”. - ” მართალია, რომ სწორედ როი იყო მთავარი ფაქტორი, თქვენი გუნდში მოსვლისა?” - ” დიახ ეს ასეა, მაგრამ ამის გარეშეც ძნელი იქნებოდა ”ლივერპულისთვის” უარის თქმა.” - ” ლივერპული მთელი ზაფხულის განმავლობაში გაკვირდებოდათ, თქვენ ბედნიერი ხართ, რომ როიმ საბოლოოდ თქვენ აგირჩიათ?” - ” ეს მართლაც სასიამოვნოა. მან იცის, რომ მე მაქვს პოტენციალი. ვიმედოვნებ, რომ გუნდს უფრო გავაძლიერებ.” - ” თქვენ ესაუბრეთ დენი მერფის, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი იყო ”ლივერპულის”? - ” დიახ, დენიმ მითხრა, რომ ”ლივერპულის” შეთავაზებაზე დათანხმება ეს სწორი არჩევანია.” - ” ყველა ”ლივერპულის” ფანს კარგად ახსოვს თქვენი გოლი 2006 წელს FA თასის ფინალში, თქვენ ამაზე აპირებთ ხუმრობას?” - ” მე ეს გოლი ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ მე ჯერ კარგად უნდა გავიცნო პეპე და ვიდრე მასზე ვიხუმრებთ.” - ” მაშინ თქვენ ახლოს იყავით გამარჯვებასთან” - ” დიახ უკვე დამატებითი დრო იყო მე ვიფიქრე, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ თასი, მაგრამ სტივენ ჯერარდი სხვას ფიქრობდა, მახსოვს სტივენს თამაშის დროს როგორ დაემართა შეტევა, მე მას მინდვრის დატოვება ვურჩიე, მაგრამ ის დარჩა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.” - ” თქვენ იმედოვნებთ, რომ ჯერარდთან და ტორესთან ერთად შეძლებთ თამაშს?” - ” მე აღფრთოვანებული ვარ, რომ მიწევს ისეთ ვარსკვლავებთან თამაში, როგორიც სტივი და ფერნანდო, იმედი მაქ ადაპტირებას ძალიან მალე მოვახერხებ.” - ” რისი მიღწევა გინდათ თქვენ ”ლივერპულში”? - ” მეორე ადგილი პრემიერ ლიგაში, მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ამ პოზიციას.” - ” გასულ წელს თქვენ ”ფულჰემთან” ერთად ევროპის ლიგის ფინალში გახვედით, რას ელით ”ლივერპულისგან ამ ევროპის ლიგაზე ?” - ” ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ევროპის ლიგაზე გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ.” View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01208/fernando-torres_1208332c.jpg ლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა ფერნანდო ტორესმა ოფიციალურად განაცხადა რომ გუნდს ჭირდება ლივერპულის ვარსკვლავმა ფერნანდო ტორესმა რომელმაც უკვე დაამტკიცა რომ იგი ლივეს ერთგულია, იმით რომ მან ყოველ შემოთავაზებაზე უარი თქვა მიუხედავათ ჩელსის და მანჩესტერ სიტის დიდი ინტერესისა იმედოვნებს, რომ ლივერპული მალევე გაიყიდება და კლუბს შეექმნა კარგი პირობები მწვერვალების დასალაშქრად. ”ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე მოვიდეს ახალი მფლობელები რათა ძველი დიდების დასაბრუნებლად დახმარება გაგვიწიონ. ჩვენ არ ვთამაშობთ ცუდად, ცუდი სეზონი გვქონდა გავედით მეშვიდე ადგილზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან წინ მანჩესტერს მხოლოდ 4 ქულით ჩამოვჩით. იმედი მაქვს რომ გუნდი იპოვის ისეთ მფობელებს რომელებიც ფინანსურად დაგვაწევს ჩელსის და მანჩესტერ სიტის. მერე ვნახავთ ლივეს ნამდვილ ძალას, გუნდმა შეინარჩუნა სტივენ ჯერარდი რომელიც ლივეს სულია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე კლუბში აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს ასე არაა ჩემი მომავალი ლივერპულშია და მე კონტრაქტი მაქ 2013 წლამდე, განაცხადა ტორესმა რადიოში საუბრისას.” View the full article
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8394 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/no_free_speech-150x150.jpg31 _მა აგვისტომ რუსეთში აქციების ფონზე ჩაიარა. ამჯერად აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთი ღამით დააპატიმრეს. კონსტიტუციის 31 მუხლის მხარადასაჭერად, რომელიც შეკრებების თავისუფლებას ეხება, არასანქცირებული აქციები, მოსკოვის გარდა პეტერბურგშიც გაიმართა. ერთი თვის შემდეგ განმეორებითი აქციისას პოლიციას შედარებით მეტი მუშაობა მოუწია, ამჯერად მათ 100-დე დემონსტრანტი დააკავეს. როგორ ჩაიარა ზაფხულის ბოლო დღეს საპროტესტო აქციებმა რუსეთში და რა ბედი ეწიათ არასანქცირებულ აქციაზე მისულ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს_ ნახეთ ჩვენს სიუჟტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/moskovi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mtavroba-150x150.jpgპრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის ტემპი აშკარაა , რაც საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ პრეზიდენტისგან მიიღო დავალება, მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია და ამავდროულად, ახალი ბაზრები მოიძებნოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mtavr.jpg itvს ლინკი
-
http://static.guim.co.uk/sys-images/SPORT/Pix/pictures/2010/9/1/1283342891051/Fernando-Torres-006.jpg ლივერპულის თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, ესპანურ რადიოს “Cadena Cope”–ს საინტერესო ინტერვიუ მისცა. მან აღიარა, რომ… მფლობელები: – როდესაც კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს, ფეხბურთელებში ყოველთვის იღვიძებს კონკურენციის გრძნობა. გაურკვეველი მდგომარეობა: – ჩვენი კაპიტანი, სტივენ ჯერარდი, უდიდესი ადამიანი როგორც პიროვნულად, ისე პროფესიული თვალსაზრისით. გაურკვეველი მდგომარეობაა. ჩვენი გუნდი არ იმყოფება ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლივერპული დიდი კლუბი არაა. როდესაც ყოველ კვირას გადიხარ ენფილდზე და შენი კლუბის ღირსებას იცავ, ხვდები, რომ ამ სტადიონზე თამაში უდიდეს პრივილეგიებს განიჭებს. არეულობა: – ბუნებრივია, როცა ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები მოდიან კლუბში, არეულობა იჩენს ხოლმე თავს. http://www.fernando9torres.com/images/img4c7d266f4a2b3.jpg მიზანი: – რას ვაპირებთ? თამაშის გაუმჯობესებას. ჩვენ გვაქვს დასახული მიზანი – 4 საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა, პრემიერლიგის სხვა გუნდებივით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებას. მიხარია, რომ მოტივირებულები ვართ! ვაღიარებ: – ბევრს ჭორაობდნენ ჩემი ლივერპულიდან წასვლის შესახებ. არასოდეს დამიმალავს, გასული წლის დასრულებამდე არაერთხელ ვთქვი და უკვე მოგვიანებითაც, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ – ჩემი მომავალი ლივერპულია! მე 2013 წლამდე ლივერპულელი ვარ! წყარო: skysports.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jachvi-150x150.jpg2008 წლის პირველ სექტემბერს, საქართველოს ერთიანობის დასადასტურებლად ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში “ცოცხალი ჯაჭვი” შეიკრა. “ცოცხალი ჯაჭვი” შეიკრა ევროპის ყველა იმ დედაქალაქში, სადაც ქართველები ცხოვრობენ. აქციაში, ქართველებთან ერთად, სხვა ეროვნების მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ja.jpg itvს ლინკი
-
http://epn.ge/wp-content/uploads/IMG_328551-150x150.jpgოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც სუბელიანმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას წასვლის შესახებ არანაირი განცხადება არ დაუწერია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კობა სუბელიანი თანამდებობიდან წასვლას აპირებდა და ამის შესახებ მას განცხადებაც ჰქონდა დაწერილი. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/qdm-150x150.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა. ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს მხარი დაუჭირეს საპატრიარქოს ინიციატივას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/qdm1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamen-150x150.jpgნიკა გილაური პარლამენტში არ გამოცხადდა. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილთა განსახლების საკითხი უნდა განხილულიყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti2.jpg itvს ლინკი
-
http://www.svenskafans.com/UserFiles/Image/Aston%20Villa/Ryan-Babel-Liverpool-2008_1366766.jpg ბაბელმა როის განუცხადა რომ შეუძლია გადაუჭრას პრობლემა და გახდეს ცენტრალური თავდამსხმელი… ბაბელმა რამდენიმე დღის წინ გუნდის დატოვებაზე უარი თქვა, და ახლა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მზადაა დაუმტკიცოს როის რომ მას შეუძლია უფრო მწვავე პოზიციაზე თამაში. ბაბელს შემოთავაზება ჰქონდა ვესტ ჰემიდან და ტოტენჰემიდან თუმცა ფეხბურთელმა არსად გადასვლა არ მოინდომა.წითლები აკტიურად ცდილობდნენ კარტონ კოულისა და მარიო გომესის გადმობირიებას მაგრა ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.ბაბელი გრძნობს რომ გუნდს სარგებელს მოუტანს თავად როიმ განაცხადა, რომ მისცემს მას შანს გამოიჩინოს თავი სხვა პოზიციაზე.როიმ აზრით ახლა მხოლოდ თავდასხმის პრობლემაა გადასაჭრელი და ბაბელიც მხოლოდ ამაზე პიქრობს. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გია ნოდია მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ტრენინმა ამას წინათ რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. ამ სტატიის თანახმად, ჩიხის ლოგიკური (და შესაძლო) გადაწყვეტა ორი ნაწილისგან შედგება პირველი – საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ამისთვის გალის რეგიონი დაუბრუნდეს (ეს რეგიონი თითქმის მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული). მეორე – რუსეთი უნდა გამოვიდეს სამხრეთ-ოსეთიდან, რეგიონს გარდამავალი სტატუსის მსგავსი რამ უნდა მიენიჭოს, რაღაც შუალედურ დამოუკიდებლობასა და საქართველოს კონტროლს შორის, ხოლო რუსეთს უსაფრთხოების გარანტის განსაკუთრებული ფუნქცია უნდა დაეკისროს. ტრენინის თქმით, ამ გეგმის შესრულებას ერთი რამ უდგას წინ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ცუდია და კიდევ იმიტომ რომ რუსმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ფიცი დადეს, ამიტომ სიტყვას უკან ვერ წაიღებენ და მასთან მოლაპარაკებებზე ვერ წავლენ, მაგრამ თუ 2013 წელს სააკაშვილი დატოვებს ოფისს და პრემიერ-მინისტრად არ დარჩება, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდებოდა. თეორიულად ყველაფერი ეს შესაძლებელია. თუ ვინმე იმ იდეიდან გამომდინარე იმსჯელებს, რომ საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნება შეუძლებელია, (რადგან რუსეთი ამას არასდროს დაუშვებს და იმიტომ, რომ იქ მცხოვრებ ხალხს ეს არ სურს) მაშინ დღევანდელ ვითარებასთან შედარებით პრობლემის ასეთი გადაწყვეტა საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა. ეს ყველაფერი საკმაოდ რაციონალურია. მაშ რა ქმნის პრობლემას? ნუთუ მართლა მხოლოდ სააკაშვილი? ცხადია რომ სამშვიდობო მოწესრიგება ყველა მხარეს უნდა სურდეს. ეს ყველასთვის უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეთანხმების მიღწევა მტკივნეულ დათმობებზე წასვლას მოითხოვს. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოლიტიკურად გადარჩებოდა. ალტერნატივა ძალიან ცუდი იქნებოდა, ხოლო დივიდენდები განუზომლად დიდი. რა გარემოებებში მოისურვებდნენ მხარეები ასეთ სერიოზულ დათმობებზე წასვლას? The Moscow Times-ში ანონიმურმა კომენტატორმა ტრენინის სტატიასთან დაკავშირებით კარგი შეკითხვა დასვა – ” გვჭირდება კი ჩვენ საერთოდ საქართველოსთან მშვიდობა? რატომ უნდა დავუბრუნოთ მას სამხრეთ-ოსეთი?” და მართლაც, რუსეთისთვის, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა, ძალიან ალოგიკური იქნებოდა ტრენინის გეგმის მიღება. ომის ფუძემდებლური იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლეთი რუსეთის მტერია, ხოლო საქართველო მის ზღურბლზე შემოგდებული ტროას ცხენი. საქართველოს და მის უცხოელ პროტექტორებს გაკვეთილი უნდა მიეღოთ, მათ უნდა დაენახათ, ვინაა ბოსი ”ახლო საზღვარგარეთში”. ორი რუსეთი მათ ამ გაკვეთილის ჩატარება მთლიანად ვერ მოახერხეს, რადგან სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაშია და ჯიუტად მისდევს თავის პოლიტიკას. მაშ რატომ უნდა გაუადვილონ მას ცხოვრება იმით, რომ ურთიერთობები დაალაგონ? რაც უფრო ცუდადაა საქმე (პრო-დასავლური) საქართველოსთვის, მით უფრო უკეთესია ვითარება რუსეთისთვის. ტრენინი მოსკოვში მოქმედ ამერიკულ ცენტრში მუშაობს. ის წერილს დედაქალაქში, ინგლისურენოვანი გაზეთისთვის წერდა და რუსეთზე განსხვავებული წარმოდგენიდან გამოდის. რუსეთს, რომელიც ტრენინმა წარმოიდგინა (ასევე იქცევიან ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი), პირობითად შეიძლება ”მედვედევის რუსეთი” ვუწოდოთ (რაც რეალურ, პუტინის რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის). ამ რუსეთს, ერთის მხრივ არ უარყვია პრეტენზია დიდი სახელმწიფოს სტატუსზე (რაც პრაქტიკაში ნიშნავს პრივილეგირებული როლის მოთხოვნას, სულ ცოტა ”ახლო საზღვარგარეთში” მაინც). მაგრამ მეორეს მხრივ, ეს რუსეთი აღარ განიხილავს დასავლეთს მტრად და პირიქით, მასთან ”მოდერნიზებული ალიანსის” შექმნა სურს. არავინ იცის ზუსტად რას ნიშნავს ეს, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობა დასავლეთისთვის ცხადია: მან უნდა გააძლიეროს მედვედევი, ყოველ შემთხვევაში მან არაფერი უნდა გააკეთოს ისეთი, რაც მედვედევს დაასუსტებდა. ასეთი რუსეთი ვერ იქცევა დემოკრატიად, მაგრამ სულ ცოტა უფრო რაციონალური და პროგნოზირებადი გახდებოდა. ეს იქნებოდა რუსეთი, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა თანამშრომლობა. ასეთ რუსეთს მართლა დასჭირდება საქართველოსთან ურთიერთობების გამოსწორება (რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც ”გიჟი მიშა” დატოვებს ოფისს), რათა მოხსნას დასავლეთთან უთანხმოების ყველაზე სერიოზული წყარო. იმდენად რამდენადაც საქართველოს ეს პრობლემა უდგას, რაღა თქმა უნდა, მისთვის უკეთესია რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ვიდრე ცუდი, მაგრამ პრაქტიკულად კითხვა ასე ისმის: რა კონკრეტული დათმობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობების ”ყიდვა” (რეალურად არსებულ რუსეთთან და არა რუსი და დასავლელი მედვედისტების წარმოსახვით რუსეთთან) და რა კონკრეტული დივიდენდების მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს თბილისს. იმისთვის რომ შესაძლო გადაწყვეტაზე თუნდაც ფიქრი დავიწყოთ, საჭიროა ისეთი რუსეთის წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია ნამდვილად აღიაროს საქართველოს უფლება ჰყავდეს თავის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური კურსი, მაგრამ ასეთი რუსეთი მხედველობის არეში არ სჩანს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსკოვი უარს ამბობს სააკაშვილთან მოლაპარაკებაზე, ერთ რამეს ადასტურებს – მოსკოვის რწმენით, ქართველებს არა აქვთ საკუთარი მთავრობის არჩევის უფლება. ამიტომაცაა, რომ ტრენინის პროექტის მსგავსი წინადადებები მხოლოდ თეორიულადაა საინტერესო. დღევანდელ საქართველოს და დღევანდელ რუსეთს ისინი არ სჭირდება. ორიგინალი ორიგინალი