Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://epn.ge/wp-content/uploads/shashkini241-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს დღეს სამინისტროში მიიღებს და მათთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებს. ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან ჩამოსული 92 ინგლისური ენის პედაგოგი, ტრენინგების გავლის შემდეგ, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან. იხილეთ epn.ge
  2. ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონს გამართავს. სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  3. ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ მოსალოდნენლ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა. პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, რომელმაც განცხადება პრემიერ მინისტრის დავალებით გააკეთა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში უახლოეს მომავალში არანაირი გადაადგილება მოსალოდნელი არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ”თქვენ იცით, რომ გუშინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დატოვა თანამდებობდა და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესთავაზა, დაიკავოს ამ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა,"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა. შეგახსენებთ, დაუზუსტებელ ინფორმაციებს სხვადასხვა მედიასაშუალება ასევე ავრცელებდა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას შესაძლო გადადგომის შესახებ. მჭედლიშვილმა აღნიშნული განცხადება 1 სექტემბერს გააკეთა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, რიო ფერდინანდმა გუნდის დუბლშემადგენლობის მატჩში 45 წუთი ითამაშა. ეს 31 წლის ფეხბურთელის მოედანზე პირველი დაბრუნებაა მას შემდეგ, რაც ივლისში ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. იხილეთ fanebi.com
  5. ბრემენის "ვერდერი" გუნდის კაპიტან ტორსტენ ფრინგსისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მუსიკოსების გენერალური მენეჯერის, კლაუს ალოფსის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. იხილეთ fanebi.com
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf1-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sain.jpg itvს ლინკი
  7. http://a.pix.ge/a/5rnft.jpgეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, საკმაოდ დატვირთული გამოდგა ლივერპულისთვისწითლებმა 11 ფეხბურთელი შეიძინეს. ბევრისთვის ლივერპულის მაისურის მორგება, ნამდვილადოცნების ასრულებას გავდა. ამ პოსტში თქვენ იხილავთ, მათ ინტერვიუებს, რომლებიც ახალი კლუბის ოფიციალურ საიტს მისცეს. ჯონჯო შელვი – გადმოვიდა ჩარლტონიდან მაისში, 2010 “ლივერპულში მოხვედრა ყველა ბავშვის ოცნებაა. როდესაც სკოლაში ვიყავი, ან სათამაშო მოედანზე მე წარმოვიდგენდი, ვითომ ჯერარდისნაირი ფეხბურთელი ვიყავი. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ მომიწევდა ესეთი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიში.” მილან იოვანოვიჩი – გადმოვიდა სტანდარდ ლიეჟედან ივლისში, 2010 “ლივერპული ყოველთვის ჩემი საოცნებო კლუბი იყო და ჩემი აქ ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ჩემი კარიერის განმავლობაში. მე ვიცოდი რომ ისინი ჩემ თამაშს აკვირდებოდნენ, “სტანდარდში” და სერბეთშიც. როდესაც მათ კონტრაქტი შემომთავაზეს უბედნიერესი ვიყავი. ლივერპული იყო ჩემი ერთდერთი არჩევანი და მე კმაყოფილი ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა.” ჯო კოული – გადმოვიდა ჩელსიდან ივლისში, 2010 “ეს ძლიერი კლუბია. მე ვეცადე ყველაფერი დაწვრილებით არ განმესაჯა, ფინანსური და ადგილმდებარეობის საკითხი გვერდით გადავდე და ვფიქრობდი მხოლოდ საფეხბურთო საკითხებზე. მე ვიფიქრე 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, როდესაც ვთამაშობდი მოედანზე და თმები ყალყზე მქონდა აშლილი. მე ვოცნებობდი მეთამაშა ამ ატმოსფეროში ყოველ კვირას.” დენი უილსონი – გადმოვიდა რეინჯერსიდან ივლისში, 1020 “ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ეს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ლიგაა და მე ვითამაშებ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კლუბში. როდესაც შოტლანდიიდან გადმოვდიოდი ხალხი შეიძლება ფიქრობდა, რომ მე ამისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ მე მივიღე ეს გამოწვევა და სწორედ ამიტომ მოვედი აქ.” ფაბიო აურელიო – დაბრუნდა ივლისში, 2010 “უცნაური სიტუაცია იყო. მე არ მინდოდა კლუბი დატოვება, თუმცა კონტრაქტი ამომეწურა. ხოლო როდესაც მომეცა შანსი, ახლიდან გამეფორმებინა კონტრაქტი, აღტაცებული დავრჩი.” კრისტიან პოულსენი – გადმოვიდა იუვენტუსიდან აგვისტოში, 2010 “როის ბევრი ლაპარაკი არ დასჭირდა, რადგანაც ლივერპული მსოფლიოში ცნობილია, დანიელი ხალხისთვის კი, ლივერპული უდიდესი კლუბია მსოფლიოში.” ბრედ ჯონსი - გადმოვიდა მიდლსბროდან აგვისტოში, 2010 “ბანალური სატრანსფერო ჭორები დიდი ხანი მესმოდა, მაგრამ ლივერპულის ინტერესი ჩემდამი რამოდენიმე კვირის წინ გავიგე. სკაუზერი დედის გაზრდილს, ლივერპული თითქოს ჩემში იყო და ასევე ის ჩემი რჩეული კლუბი იყო. ამიტომაც დიდი ხანი არ დამჭირდა ფიქრი აქ გადმოსვლაზე!” რაულ მეირელეში – გადმოვიდა პორტოდან აგვისტოში, 2010 “ლივერპული ისტორიული კლუბია და მე მოხარული ვარ აქ ყოფნით. გადმოსვლის მთავარი მიზეზი კი როი ჰოჯსონი აქტიურობა იყო. იმედი მაქვს ფანები ერთ დღეს გამიხსენებენ, როგორც ლივერპულის წარმატებულ მოთამაშეს. ბოლოს და ბოლო მე ავისრულე ოცნება და ვითამაშებ ინგლისში.” პოლ კონჩესკი – გადმოვიდა ფულჰემიდან აგვისტოში, 2010 “დენი მერფიმ დიდებულად დამიხასიათა ლივერპული. მან მითხრა თუ რა დიდებული და განსაკუთრებულია აქ თამაში. მან მითხრა, რომ აქ გატარებული ყოველი წუთი მეყვარება!” ლივერპულმა ზაფხულის ტრანსფერების ბოლო დღეს ასევე ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმა, სუსო და ადამ ჰაჯდუ. View the full article
  8. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სანდრო კვიტაშვილი დანიშნა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. თუ კვიტაშვილის ბიოგრაფიას გულდასმით წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ იგი სექტანტია, რაზეც ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 19:17 01-09-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TH58eRktsJI/AAAAAAAAEAY/itjlBYaWVyo/s200/kvitashvili.gifმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კვიტაშვილმა განცხადება 31 აგვისტოს, 17 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ამის მიზეზად, აკადემიური წრეების მიერ გაკეთებული შეთავაზება დაასახელა: “აკადემიური წრეებიდან, გარკვეული პერიოდის წინ შეთავაზება მივიღე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა შემესრულებინა, რასაც დავთანხმდი და დღეს გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დღეს იკრიბება და ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა“. აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კი, სადაც კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მან ერთობ საინტერესო განცხადება გააკეთა – რექტორობა ჯერ არ გადამიწყვეტიაო: “რექტორის არჩევნები დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება და მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მაქვს“. როგორც ჩანს, კვიტაშვილი რექტორის მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ ამასობაში იფიქრებს, რადგან გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი შეარჩიოს; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვიტაშვილის წინამორბედი, ისტორიკოსი ნუგზარ სურგულაძე 14 დღის წინ დანიშნა აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. რაც შეეხება სანდრო კვიტაშვილის სექტანტობას, გთავაზობთ ამონარიდს მისი ბიოგრაფიიდან, რომელიც კვიტაშვილის სექტანტობას ადასტურებს: “1995-1997 წლებში იგი იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელი. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია ახორციელებდა პროგრამებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში“. სხვათა შორის, კვიტაშვილის ბიოგრიაფიიდან საინტერესო დეტალზე ყურადღება ერთადერთხელ გამახვილდა – მაშინ, როცა სანდრო კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს, მის სექტანტობას ხაზი გაზეთმა “რეზონანსმა“ გაუსვა, მაგრამ ეს დანარჩენ გაზეთებს არ აუტაცებიათ და ეს თემა, არც ტელევიზიებს განუვრციათ. “გაერთიანებულ მეთოდისტურ ეკლესიაზე“ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიეთ – “მეთოდისტები – ინგლისელი პროტესტანტების ერთი მიმდინარეობის მიმდევრები, ანგლიკანური სექტა, დაარსებულია ძმები უესლების მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1729 წელს. მიზანი – ბიბლიის შესწავლა მეთოდურად, წესების დაუფლება. შემდეგ ჯონ უესლი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების, რწმენის განწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით. ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში, ბალტიმორში, საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ (1787 წლიდან). მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55 ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ“. სანდრო კვიტაშვილი ცნობილი ისტორიკოსის, შოთა მესხიას შვილიშვილია. ბატონი სანდროს მამა, მერაბ კვიტაშვილი ამჟამად თერაპიის ინსტიტუტის დირექტორია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 1990–1991 წლებში, მერაბ კვიტაშვილი იმჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრის, მანანა ძოძუაშვილის მოადგილე იყო. სანდრო კვიტაშვილს ცოლად ნოე ჟორდანიას ქალიშვილი, ნიკოლ ჟორდანია ჰყავს. სანდრო, იგივე ალექსანდრე კვიტაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში, 1970 წლის 15 ნოემბერს. 1992 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი, ევროპის და აშშ-ის უახლესი ისტორიის სპეციალობით. 1992 წელს “მასკის“ პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ნიუ იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. 1993 წელს წარმატებით დაამთავრა სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტში და მიიღო სახელმწიფო მართვის მასტერის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. 1993 წელს სანდრო კვიტაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში, ადმინისტრაციისა და ფინანსების ოფიცრის თანამდებობაზე. 1995-1997 წლებში იგი იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია ახორციელებდა პროგრამებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში. 1997 წელს სანდრო კვიტაშვილი გახდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, “კურაციოს“ საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. როგორც მის ბიოგრაფიაში აღნიშნული, კვიტაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, “კურაციოს“ ფონდმა განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის მართვის, ფინანსირების და ეკონომიკის მიმართულებით, ისევე, როგორც მრავალი სხვა პროექტი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროში. 2002 წელს იგი გახდა საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სექტორების ქვეკომიტეტის ეროვნული ექსპერტი-კოორდინატორი. 1995-2002 წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად: აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში. ამავე წლებში გამოცემული აქვს რამდენიმე ანალიტიკური ნაშრომი, რომლებიც შეეხებოდა ჯანდაცვის სფეროს რეფორმებისა და სოციალური დაცვის სისტემის ანალიზს. 2002-2003 წლებში მუშაობდა ნიუ იორკში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტში და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის კონსულტანტად. 2004 წელს იგი დაინიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (EestWest Institute) ადმინისტრაციის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ადმინისტრაციის უფროს დირექტორად და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად. ამ რანგში იგი უწევდა მართვას ნიუ-იორკის, ბრიუსელის, პრაღის და მოსკოვის ცენტრებს, ასევე კადრების, ინფორმატიკის, ღონისძიებათა და ზოგადი ადმინისტრაციის დეპარტამენტებს. მონაწილეობდა ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად 2008 წლის 18 იანვარს დაინიშნა; მაშინ, როცა პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე იყო. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  9. 2 სექტემბერს, 10:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ილიას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდება. პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 2 სექტემბერს, 10.30 საათზე, უზენაეს სასამართლოში კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა. 2 სექტემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფის მიღებას გამართავს. მის: უზნაძის ქ. #52 2 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 2 სექტემბერს, 14:00 საათზე, საკონსტიტუციო კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდებიან. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 2 სექტემბერს, 15.00 საათზე, საქართველოს პროფკავშირები პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციას გამართავს, რითაც ერთი მხრივ, პატივს მიაგებენ ტყიბულის მინდელის მაღაროში დაღუპულ მუშებს, მეორე მხრივ კი, შრომის კოდექსს გააპროტესტებენ. 2 სექტემბერს, 15.00 საათზე, “თეთრების” ოფისში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართება. მის: ღამბაშიძის ქ. #4 იხილეთ epn.ge
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/globalpost_gp2.jpg როშან ნებრაჯანი ოქტომბერში, საქართველოში სისხლის სამართლის ახალი კოდექსი ამოქმედდება, რომელიც ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტსაც მოიცავს. 70–წლიანი საბჭოთა მმართველობისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა საკუთარ მოქალაქეებს კანონმდებლობისადმი დაკარგული ნდობა აღუდგინოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მთელი ძალით ცდილობს შექმნას სიცოცხლისუნარიანი და სანდო სამართლებრივი ინფრასტრუქტურა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც კი, 1991–დან 1997 წლამდე, ქართული საზოგადოება საბჭოთა მოდელით იმართებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრ მოქალაქეს კანონის დაცვის ძალის არ სჯეროდა. შედეგად „კანონიერი ქურდების“ სისტემა განმტკიცდა. ეს ერთგვარი მაფიოზების მსგავსი „კანონიერი ქურდები“, მოქალაქეებს დაცვას სთავაზობდნენ და ბევრ ქართველში პატივისცემა, მოწონება და ნდობა მოიპოვეს. ზოგიერთებში ეს ნდობა დღემდე შენარჩუნებულია. თუმცა, მიმდინარე საკანონმდებლო აქტებით, რომელთა მიზანიც „კანონიერ ქურდებზე“ დამოკიდებულების მოსპობაა, მათი გამორჩეული მდგომარეოობა პოსტ–საბჭოთა სივრცეში შემცირდა. ქართულ საზოგადოებაში „კანონიერი ქურდების“ სისტემის თანდათანობითი დაღმასვლა და ახალ კანონმდებლობაზე გადასვლა ცხადყოფს, როგორც მთავრობის გაძლიერებას, ასევე იმ განცდის განმტკიცებას, რომ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია. მაგალითად, როგორც საქართველოს სამოქლაქო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსების თავდაპირველ ვერსიებში ბევრი ცვლილება შევიდა. გაეროს დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსი 1999 წელს ამოქმედდა. „2008 წლის ნოემბერში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც გაჩნდა ახალი ნაფიცმსაჯულთა სისტემა“, – განაცხადა ნინო თვალავაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა. საქართველოს დღევანდელი სამართალწარმოების სისტემა დიდწილად გერმანულ საგამოძიებო მოდელს ჰგავს, რომელშიც მოსამართლეს მოწმის დაკითხვის პროცესში ჩარევის უფლება აქვს. რეფორმის შემდეგ, საქართველო ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას იმედოვნებს, რომელიც შეერთებული შტატების შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემის მსგავსი იქნება, სადაც მოსამართლის უფლებები ბევრად შეზღუდულია. ასეთ სასამართლოში, მოსამართლის მიზანია პროცესმა კარგად ჩაიაროს და მას უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს, ვიდრე ბრალმდებლის. ახალი მოდელის თანახმად, ქართულ სასამართლოში ნაფიცმსაჯულთა სისტემაც ამოქმედდება. 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან, პირველი სასამართლო პროცესები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება. თავდაპირველად, ასეთი მოდელის ფარგლებში სასამართლო შეეცდება მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმეები განიხილოს. ორი წლის შემდეგ, ნაფიცმსაჯულთა სისტემა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისშიც ამოქმედდება. გაიზრდება ასევე ამ მოდელის მიერ განსახილველ საქმეთა სპექტრიც, კერძოდ, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო განიხილავს ძლიერი ემოციური ზემოქმედების დროს ჩადენილი მკვლელობების (ამერიკაში „არაგანზრახ მკვლელობის“ სახელით ცნობილი დანაშაული) და ძალადობის საქმეებს. საქართველოს ამ გარდაქმნის განხორციელბაში უამრავი საერთაშორისო ადმინისტრაციული ორგანო ეხმარება, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანონის უზენაესობის საკითხებში ნორვეგიის მრჩეველთა მისია საქართველოში, კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკავშირის მისია საქართველოში და ამერიკელ იურისტთა ასოციაციის (ABA) სამართლებრივი ინიციტივა. „ABA ქართველ სისხლის სამართლის სფეროს ადვოკატებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სასამართლო უნარ–ჩვევებში ამზადებს და მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკურ კონსულტაციებსაც იძლევა“, – განაცხადა რონალდ ვულფსონმა, ამერიკელ იურისტთა ასოციაციის, სამართლებრივი ინიციატივის პროგრამის ევროპისა და ევრაზიის განყოფილების სამართლის სპეციალისტმა. საქართველოს ნაფიცმსაჯულთა სასამართლო სისტემის წარმატებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მცირე მასშტაბმა და ტრადიციულმა მენტალიტეტმა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ყოველწლიურ ანგარიშში. ორგანიზაცია მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე მუშაობს. „საქართველო პატარა ქვეყანაა; აქ ნაცნობის მოძებნა არ უჭირთ, სირთულეს არ წარმოადგენს ნაფიცმსაჯულებში ნათესავების პოვნა და მათზე გარკვეული გავლენის მოხდენა“, – ამბობს თვალავაძე. საკანონმდებლო მუშაობისა და სამართლებრივი მომზადების პროცესში, საქართველოს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მომავლის შეფასება ერთადერთი გზით შეიძლება – შედეგებს უნდა დაველოდოთ. ორიგინალი ორიგინალი
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200907272142-150x150.jpgსაყოველთაო სახალხო განხილვის კომისია კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტზე მსჯელობას აგრძელებს. ახალი კონსტიტუციის პროექტის ძირითადი დეტალები დავით ბაქრაძემ, ავთანდილ დემეტრაშვილტან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორებსა და სტუდენტებს გააცნო. აკადემიურ წრეებთან შეხვედრის პარალელურად საკონსტიტუციო კომისია პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსაც შეხვდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/konstitucia.jpg itvს ლინკი
  12. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა საქართველოში ირანის ელჩი მაჯიდ საბერი მიიღო. სააგენტო “ირნა”-ს ცნობით, შეხვედრას… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...