planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/wed-24-jun-2009-02-29-35-04001-150x150.jpgსვანეთში ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. კულტურის სამინისტროს აღნიშული პროექტის განხორციელებაში დახმარებას დიპკორპუსი გაუწევს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sagareo2.jpg itvს ლინკი
-
ახალი სიყვარულის პოვნა ახლო მეგობრების რაოდენობას ორით ამცირებს - ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი, რომელიც ბიბისიმ გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ შეყვარებულ ადამიანს ნაკლები დრო რჩება მეგობრებისთვის, მაგრამ სიყვარულსა და მეგობრობაზე მეცნიერულმა კვლევამ და დაკვირვებამ კონკრეტული ციფრები აჩვენა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა მიზნად ისახვადა დაედგინა, თუ როგორი ზეგავლენა აქვს მეგობრებთან ურთიერთობისას ადამიანების ცხოვრებაში ახლად გამოჩენილ სიყვარულის ობიექტს. კვლევის მიხედვით, საშუალოდ, ხუთი მეგობრიდან, ახლად შეყვარებულ ადამიანს ორი აკლდება. კვლევა, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, ასტონის უნივერსიტეტში, ბრიტანეთის მეცნიერების ფესტივალზე წარმოადგინეს. რობინ დუნბარი, ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორი, რომელმაც კვლევას უხელმძღვანელა, სოციალური ქსელებს სწავლობს. მან თქვა, რომ მეგობრების მაქსიმალური რაოდენობა სოციალურ ქსელში, საშუალოდ, შეიძლება იყოს 150. მაგალითად, ფეისბუქზე ერთ ადამიანს, საშუალოდ, 120–130 მეგობარი ყავს. ეს რაოდენობა მკვლევარმა პატარა ჯგუფებად დაყო. მაგალითად, 4–6, ეს ის ადამიანების რაოდენობაა, რომელსაც ახლო მეგობრებს უწოდებენ: ადამიანები, რომლებსაც კვირაში ერთხელ მაინც ხედავ, რომელთანაც მიდიხარ, როცა გიჭირს; შემდეგ მოდის ჯგუფი, რომელშიც შესულ ადამიანებს თვეში ერთხელ მაინც ვნახულობთ- ესენი არიან ადამიანები, რომელთა შესახებ არასასიამოვნო ამბის გაგება დაგვამწუხრებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18 წლის და ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის 540 პირმა. ჯგუფებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ მეგობრები უკანა პლანზე გადაწია ახალმა სიყვარულმა. „როდესაც ადამიანებს ხშირად არ ეკონტაქტები, ემოციური მიჯაჭვულობა ძალიან მალე ქრება“,–ამბობს მკვლევარი დანბარი, “შეყვარებული ადამიანის მთელი ყურადღება გადატანილია საყვარელ ადამიანზე, შესაბამისად, სხვა დანარჩენი ურთიერთობები ნელ–ნელა უარესდება“. რამდენად ეთანხმებიან ისინი აღნიშნული კვლევის შედეგებს - ნეტგაზეთმა ეს კითხვა საქართელოში მცხოვრებ რამდენიმე ახლად შეყვარებულს დაუსვა. თათა, 26 წლის, ამბობს,რომ კვლევის შედეგი, მისი აზრით, სიმართლეს შეესაბამება: “შეიძლება ზუსტად ორი მეგობარი არ დამიკარგავს, მაგრამ შეყვარებული ძალიან დიდ დროს მართმევს“. 24 წლის ნია ხუმრობით ამბობს,“ნეტა შეყვარებული ვიყო და სამს დავკარგავდი“. ნია კვლევას ეთანხმება და ამბობს, რომ მისი მეგობრები, რომლებიც შეყვარებულები არიან, მის ნახვას იშვიათად ახერხებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/jpl_milan_jovanovic_o6.jpg მილან იოვანოვიჩმა პირობა დადო! – მას ბევრად უკეთ შეუძლია თამაში და ამას მალე გამოავლენს … “მე ყოველთვის მეძლევა თავის გამოჩენის საშუალება ამ კლუბში, თუ მე ვარ ცუდი ფეხბურთელი, მე ამას ვაღიარებ და მე არ ვიქნები ბედნიერი, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ “ლივერპულში”. მე თითქმის კმაყოფილი ვარ ბირმინგემთან თამაშის შემდეგ, მაგრამ მე ვიცი: მე შემიძლია უკეთესი თამაში.” მე არც გოლი გამიტანია და არც საგოლე პასი გამიკეთებია მაგრამ ვცდილობდი გამომეჩინა თავი. მე ვარ დისციპლინირებული და ვცდილობ დავეხმარო სხვა თანაგუნდელებს. ” რათქმაუნდა მე არ ვარ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მე ვგრძნობ რომ უკეთესობისაკენ მივექანები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. მე შემიძლია ვითამაშო საუკეთესოდ მაგრამ მე ჯერ ამას ვერ ვხედავ, მე ვიცი რომ ქულა დაეხმარება გუნდს მიზნების მიღწევაში, და როდესაც ეს მოხდება მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი მთელ მსოფლიოში.” ინფორმაციის წყარო: Thesun.co.uk View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/book-150x150.jpgახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცებმადე ერთი დღით ადრე ფინანსთა მინისტრმა კანონპროექტზე მუშაობის პროცესი შეაჯამა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესის რეკომენდაციათა 85 პროცენტი გათვალისწინებულია და კოდექსი მთლიანად ორიენტირებულია საგადასადო ორგანოებისადმი ნდობის ამაღლებასა და ქვეყანაში ბიზნესის ლეგალიზაციაზე. ამ მოსაზრებას ბიზნემენთა ნაწილი უერთდება, თუმცა გარკვეული შენიშვნები სპეციალისტებს კოდექსის საბოლოო რედაქციის მიმართ მაინც დარჩათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti8.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg მეტ რობინსონი, ნინო ივანიშვილი ნათელა ჭოხონელიძის კაბინეტს ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი ამშვენებს, მტვრიან თაროებზე რუსული ლიტერატურის კორიფეების გაცვეთილი გამოცმეები აწყვია. ეს ყველაფერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის აბსოლუტურად სხვა ეპოქას მოგაგონებს. „ოდესღაც 50 თანამშრომელი გვყავდა, დღეს მხოლოდ ხუთი დარჩა, რადგან ძალიან ცოტა სტუდენტები გვყავს“, – ამბობს 70 წლის ლექტორი, რუსისტიკის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი. „რუსული ენა ქრება“, – ხუმრობს ის მოწყენილი, „ისევე როგორც მე!“ ჭოხონელიძე დამარცხებულთა მხარეს აღმოჩნდა ენობრივი ძვრების გამო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომლის პრო–დასავლურ მთავრობასაც სურს, რომ 21–ე საუკუნის საქართველოში მეორე ენა იყოს არა რუსული, არამედ ინგლისური. ოთხშაბათს, ასობით ინგლისურენოვანმა პირმა ქართულ სკოლებში სწავლება დაიწყო ამბიციური პროგრამის ფარგლებში, რომლის შედეგადაც ყველა ბავშვმა 5–დან 16 წლამდე უნდა ისწავლოს ინგლისური. ინგლისური ენა ქვეყანაში სავალდებულო საგანი გახდა, რუსული – ფაკულტატიური. ერთი მხრივ, ეს გონივრული ნაბიჯია თუკი გლობალიზაციას და მსოფლიოში ინგლისური ენის დომინირებას გავითვალისწინებთ, მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ინვესტიციებზე, და ქვეყანა აქტიურად ცდილობს პარტნიორული კავშირების განვითარებას თურქეთთან და ევროკავშირთან. მეორე მხრივ ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას პასუხობს, რომელსაც ამ 4.5 მილიონიანი კაკასიური ქვეყნის რუსული ორბიტისთვის მოშორება სურს, განსაკუთრებით ომის შემდეგ, რომელმაც ორი წლის წინ დაანგრია ისედაც მყიფე ურთიერთობები მეზობლებს შორის. „ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თავისუფალი და დამოუკიდებელი ხალხით. ეს მისი არჩევანია, რომელ ენას ისწავლის“, – უთხრა Reuters–ს (ინგლისურად) განათლების მინისტრმა, ეთნიკურად რუსმა დიმიტრი შაშკინმა. წლის ბოლომდე, მთავრობა სკოლებში ათასობით ინგლისურენოვანი პირის მოზიდვას გეგმავს. მათი ხელფასი თვეში 500 ლარი (272 დოლარი) იქნება – თითო სკოლაზე დაახლოებით ერთი ასეთი ინგლისურენოვანი პირი მოდის. ინგლისური „ბევრ კარს გიხსნით“, – მიაჩნია შაშკინს. „საქართველოს არ აქვს არც ნავთობი და არც გაზი, სამაგიეროდ გვყავს ადამიანები, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი“. პოლიტიკური შედეგები ამგვარად საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენის უკანდახევის პროცესის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ენა – გავლენის ინსტრუმენტია, ამ სფეროში კი რუსეთს კონკურენციას უწევს დასავლეთი და ჩინეთი, რომლებსაც საინვესტიციო შესაძლებლობები და კასპიის აუზის და შუა აზიის ნავთობის და გაზის მარაგები აინტერესებთ. იმავდროულად, ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ რუსულის მესამე ადგილზე გადაწევის გონივრულობაში, რადგან ეს ენა დღემდე მთავარ საურთიერთო ენად რჩება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ბევრი თვალსაზრისით ეს თაობების პრობლემაა. სტუდენტები, რომლებიც ახლა იწყებენ სწავლას, მას შემდეგ დაიბადნენ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა. მათზე ძლიერ გავლენას ახდენს დასავლური პოპ–კულტურა და ინტერნეტი. იმავდროულად, იმის დავიწყებაც არ ღირს, თუ რა შედეგები აქვს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც საბჭოთა ეპოქის ძველი გვარდია დაამხო და ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ინგლისურად მოსაუბრე გუნდი მოიყვანა. ნატოსკენ მისწრაფებით, მან რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ პოლიტიკური კავშირები გაწყდა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოიგერია ამერიკელების გაწრთვნილი ქართული არმიის თავდასხმა პრორუსულ სსეპარატისტულს რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე. სავაჭრო ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის დღეს მინიმალურ დონეზეა. სავიზო მოთხოვნები და მოუხერხებელი სატრანსპორტო მარშრუტები მეგობრებს და ნათესავებს შორის კონტაქტს ხელს უშლის. „თუკი უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ… ამ ყველაფრის უკან შესამჩნევი გახდება პოლიტიკური სარჩული“, – მიაჩნია ქართული ჟურნალის „ლიბერალის“ რედაქტორს, შორენა შავერდაშვილს. „ინგლისურის სწავლა საჭიროა“ – მიაჩნია მას, „მაგრამ რატომ უნდა შეიცვალოს ერთი [ენა] მეორეთი? ეს ჩვენი რეგიონია და აქ მეზობლებთან ურთიერთობის ენა – რუსულია“. ჭოხონელიძე თავის მხრივ ეპოქების ცვლილებაზე და იმ თაობის წასვლაზე წუხს, რომლებიც პუშკინზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე გაიზარდა. „ვშიშობ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ეს ბაბუები და ბებიები აღარ იქნებიან, ის ყველას დაავიწყდება“. თუმცა, 20 წლის სტუდენტის, მათემატიკოს ნუგზარ ბარბაქაძის თქმით, არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი. „მე შემიძლია რუსული წიგნები ქართულად წავიკითხო“, – ამბობს იგი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/shashkin-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინგლისურენოვან პედაგოგთა მეოთხე ნაკადი ჩამოვიდა. ამერიკელი, კანადელი და ევროპელი სტუმრები თბილისის სკოლებში გადანაწილდებიან და ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს შასწავლიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/shashkin1.jpg itvს ლინკი