planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
კომერციული ბანკების უმეტესობა კომუნალურ გადასახადების მომსახურების საკომისიოს გაუქმებაზე უარს აცხადებს. საკომისიოს პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ ლადო გურგენიძის „ლიბერთი ბანკი“ და ისიც მხოლოდ სპეციალურად ამისთვის შექმნილ ობიექტებში გააუქმებს. თბილისში 25 ცენტრი ამოქმედდება, სადაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეეძლებათ. გაზიარება [13:32 17-09-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJM1pXGEDnI/AAAAAAAAECw/9VPGTvz8Oes/s200/2010-04-07_2.jpgლადო გურნეგიძის განცხადებით, მისთვის გასაგებია, რომ ზოგიერთი მოქალაქისთვის 50 თეთრი მნიშვნელოვანი თანხაა და ასეთი გადაწყვეტილება მისი ბანკის კეთილი ნებაა. კომუნალური გადასახადების სპეციალური ცენტრების შესახებ ინფორმაცია ქვითრებზე იქნება მითითებული. შეგახსენებთ: კომუნალური გადასახადების მომსახურება უფასოა „პროკრედიტ ბანკის“ ყველა ფილიალში. საკომისიოს გაუქმება კი პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კვირის დასაწყისში მოითხოვა. დღეს ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ საკითხი გადაჭრილია. რადიო "კომერტანტი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ცენტრალურ ტრასაზე, მეათე საჯარო სკოლის წინ, ბენზინგასამართი სადგური „ვისოლი“ აფეთქდა. აფეთქების მიზეზები ჯერ უცნობია. ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ იქ ახლა მხოლოდ პატრულის თანამშრომლები არიან, რომლებიც მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ბენზინგასამართსადგურში მოულოდნელად გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გაზიარება [ნათია პავლიაშვილი. 12:26 17-09-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJM0w_oqM-I/AAAAAAAAECo/FL0lXSZKOtk/s200/visol.gifაფეთქების შედეგად „ვისოლის“ ერთ–ერთ თანამშრომელს შარვალზე ცეცხლი წაეკიდა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. შემდეგ იგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა საკმაოდ მძიმედ შეაფასეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნეს, რომ, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბენზინგასამართი სადგურის ირგვლივ საცხოვრებელი სახლებია. ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში „ვისოლის“ პირდაპირ მდგარი კორპუსის მცხოვრებლები აღელვებას და შიშს ვერ მალავენ. ისინი შემთხვევის ადგილზე მომუშავე პოლიციელებისგან ითხოვენ გარანტიას, რომ აფეთქების საშიშროება აღარ არის მოსალოდნელი. გასარკვევია, „ვისოლის“ მეპატრონეებს აქვთ თუ არა დაცული კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმად ბენზინგასამართი სადგურების გახსნა დასახლებულ ადგილას აკრძალულია. "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა გუშინდელ მოლაპარაკებებს თავის რუს კოლეგასთან, ანატოლი სერდიუკოვთან „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. ამ მოლაპარაკებებზე ორივე ცდილობდა გამოეძებნა საერთო პოზიციები, ისეთ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვითი ფარი, ირანი და საქართველო. შეხვედრათა ეს სერია პენტაგონში რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტით აღინიშნა. 2005 წლის იანვრის შემდეგ ასეთი ვიზიტი არ შემდგარა. გეითსს, რომელიც სხვა სახელმწიფოებიდან სტუმრად ჩამოსულ კოლეგებთან ყველაზე ხშირად 1-2 საათს ატარებს, სედიუკოვისთვის პოტომაკზე, აშშ-ს სამხედრო ბარჟაზე გამართულ სადილზე უნდა ემანსპიძლა. „ის, რაც დღეს დაიწყო, ჩემი რწმენით, ჩვენ ორსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის უფრო ხშირ კომუნიკაციაში გადაიზრდება“ – განაცხადა გეითსმა, რომელიც ცივი ომის პერიოდში ცენტრალური სადაზვრევო სააგენტოს ოფიცრად მსახურობდა და მოგვიანებით სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ეს ორი ერთმანეთს ბოლოს მოსკოვში 2008 წელს შეხვდა. აშშ-ს თავდაცვის სამსახურის ოფიციალურ პირთა ცნობით, ლიდერებმა ვერ გაარღვიეს რუსეთის პროტესტი, ისეთ საფრთხის წინააღმდეგ როგორიცაა ირანი, სარაკეტო ფარის გაფართოებასთან დაკავშირებით და ვერც იმ ხიფათის შეფასებაში შეთანხმდნენ, რომელსაც სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყანა ქმნის. სერდიუკოვმა ინტერესი გამოხატა უფრო დაბალი რანგის ექსპერტების მიერ მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე აშშ-ს მიერ დიდი ხნის წინ შემოთავაზებული გეგმის გარშემო, რომელიც სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით კოოპერაციას გულისხმობს, უთხრეს თავდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით. აშშ წლების მანძილზე ცდილობს დაარწმუნოს ჩინოვნიკები მოსკოვში, რომ სარაკეტო თავდაცვითი ფარი არ და ვერ იქნება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. გამოსწორებული ურთიერთობანი გეითსის მიზანია წინ წასწიოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმა მთელი რიგი საკითხების გარშემო რუსეთთან ურთიერთობათა გამოსწორების შესახებ. ობამას ადმინისტრაციამ იმუშავა იმაზე, რომ თავიდან ჩამოეყალიბებინა კავშირები, რომლებიც დაიძაბა სარაკეტო თავდაცვითი ფარის, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანებისთვის ამერიკული მხარდაჭერის გამო. თავდაცვის სამსახურების ორმა ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მომავალი მოლაპარაკებების შესახებ, მათ შორის იმ მემორანდუმის გადახედვის შესახებ, რომელიც 1993 წელს დაიდო და რომელშიც მათი თავდაცვითი ურთიერთობანია მოხაზული. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს შედეგად მოიტანს უფრო მეტ ერთობლივ პროგრამას, ინფორმაციის გაცვლას, წვრთნებს და აქტივობებს ჩვენი ორი თავდავითი სამსახურის ისტებლიშმენტს შორის ბევრ საკითხთან დაკავშირებით“ – უთხრა გეითსმა რეპორტიორებს. შედგა ცალკე შეთანხმება თავდაცვითი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ და ამ ჯგუფებს სათავეში გეითსი და სერდიუკოვი ჩაუდგებიან. უკანასკნელმა სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ შეხვედრებზე, თანხმობა განაცხადა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეს, გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ, საქართველოს გადაიარაღებითა და ევროპაში თავდაცვითი სისტემების განთავსების გეგმით, ჩაშალა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა „გადატვირთვის“ განხორციელება. სერდიუკოვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2007 წელს დაინიშნა, მოლაპარაკებებს გეითსთან „ღრმა და დეტალური“ უწოდა. „ნაყოფიერი დიალოგი“ „მე მჯერა, რომ დღევანდელი დიალოგი ორივესთვის ნაყოფიერი იქნება“ – განაცხადა მან გუშინდელი ხელმოწერის დროს. გარდა იმისა, რომ შეეხნენ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ განიხილეს „დეტალებში სარაკეტო თავდაცვით ფართან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით“ – განაცხადა სერდიუკოვმა. ეს აშშ-ს თავდაცვის სამსახურის ოფიციალური პირების ცნობით, ეს სერდიუკოვის პირველი ვიზიტი იყო აშშ-ში. მოლაპარაკებების მიზანი იყო გაეფართოვებინა ის კონტაქტები სამხედრო ლიდერებს შორის, რომელიც გასულ წელს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ადმირალ მაიკ მულენისა და მისი რუსი კოლეგის, გენერალ ნიკოლაი მაკაროვის შეხვედრით განახლდა. გეითსი და სერდიუკოვი შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან ევროპაში ჩვეულებრივ შეირაღებულ ძალთა კონვენციის შესრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა. რუსეთმა 2007 წელს შეაჩერა თავისი მონაწილეობა შეთანხმებაში, რომელიც ზღუდავს ყველა მონაწილის შეიარაღებული ძალების რაოდენობას კონტინენტზე. შეიარაღების შემცირება აშშ-ს ოფიციალური პირის განცხადებით, სერდიუკოვმა მიანიშნა,რომ მისი პარლამენტი ელოდება აშშ-ს სენატის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების იმ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელსაც ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აპრილში მოაწერეს ხელი, რათა თავადაც დაამტკიცოს ეს შეთანხმება. გეითსი შეეცადა დაერწმუნებინა სერდიუკოვი, რომ მანასის ბაზა, რომელსაც აშშ რუსეთის მეზობელ ყირგიზეთში იყენებს, მხოლოდ ავღანეთში ბრძოლების მომარაგებას ისახავს მიზნად, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მართალია ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთობათა ტონის გაუმჯობესება და მათი თანამშრომლებისთვის მაგალითის მიცემა, მაგრამ აშშ-ს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რუსეთს 2008 წლის იმ საზავო ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდა, რომელმაც დაასრულა კონფლიქტი საქართველოში და სთხოვა იყოს გულწრფელი იმ სამხედრო ძალასთან დაკავშირებით, რომლებიც ამჯერად ადგილზეა განთავსებული, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. დისკუსიები აგრეთვე შეეხო სამხედრო ბიუჯეტების შემცირების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ორივე მხარე ამ შემცირებებს ახორციელებს. გეითსმა განაცხადა, რომ სერდიუკოვთან შეხვედრა „საიმოვნება“ იყო, „ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მას და მე მსაგვსი პრობლემები გავქვს მართვის პროცესში. ორივე ლიდერი „ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მიაღწიოს ყოვლისმომცველ, ხანდახან მტკივნეულ, მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმებს შესაბამის შეიარაღებულ ძალებში“ – განაცხადა გეითსმა. გეითსმა ასე ბევრი დრო სერდიუკოვთან იმ მედით დაჰყო, რომ მათი კარგი ურთიერთობები უფრო დაბალ საფეხურებამდე ჩააღწევს, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა მორელმა. „ამიტომაც მიუძღვნა ამდენი დრო“ – უთხრა მორელმა ჟურნალისტებს. „ეს ძალიან მტკიცედ მიანიშნებს მათ ორგანიზაციებს, რომ ისინი ელიან უფრო დიდ კოოპერაციას ჯაჭვის ქვედა რგოლებში“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/liberti-banki.jpgკომერციული ბანკების უმეტესობა კომუნალურ გადასახადების მომსახურების საკომისიოს გაუქმებაზე უარს აცხადებს. საკომისიოს პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ ლადო გურგენიძის „ლიბერთი ბანკი“ და ისიც მხოლოდ სპეციალურად ამისთვის შექმნილ ობიექტებში გააუქმებს. თბილისში 25 ცენტრი ამოქმედდება, სადაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეეძლებათ. polity.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/13019-150x150.jpgკოკა ფრუიძის და კომპანია „ენ ფარმა +” ის დამფუძვნებლის წინააღმდეგ პროკურატურამ სასამართლოს დილით მიმართა. ეჭვმიტანილებს ბარლად ქრთამის აღება და თანამდებობრივი უფლება მოსილების გადამეტება ედებათ. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/advokati.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/18164-150x150.jpgპირველი ოქტომბრიდან “ლიბერთი ბანკის” 25 სერვის-ცენტრში კომუნალური გადასახადების დაფარვა 50 თეთრიანი საკომისიოს გარეშე მოხდება. სერვის –ცენტრების მისამართები თვის ბოლოს გახდება ცნობილი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/erovnuli_bank_17_09_2010flv_000004520.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/4001-150x150.jpgპოლონეთის პროკურატურამ აჰმად ძაკაევი დააკავა. დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ძალოვანებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც პროკურატურაში მიდიოდა. ის პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესზე ჩავიდა. kონგრესის მოწვევისა და პოლონეთში მისი გამართვის შესახებ ინფორმაციამ კრემლი გაღიზიანა. მოსკოვმა „ტერორიზმში“ ბრალდებული აჰმად ძაკაევის დაპატიმრება მოითხოვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/zakaev_17_09_2010flv_000004440.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/400-150x150.jpgე.წ. კანონიერ ქურდს „დედ ჰასანს”, იგივე ასლან უსოიანს თავს 16 სექტემბერს, მოსკოვის დროით 20 საათზე დაესხნენ. კრიმინალურ ავტორიტეტს მაშინ ესროლეს, როდესაც დაცვის წევრთან ერთად შვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შედიოდა. ასლან უსოიანი ბოლო დროს თავს აფხაზეთს აფარებდა მოსკოვში იური ლუჟკოვის თხოვნით ჩავიდა, რომელსაც არც თუ სახარბიელო პოლიტიკური დღეები უდგას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ded_hasani.jpg itvს ლინკი
-
ჰომოსექსუალაობა, როგორც პრობლემა, თითქოს სახეზეა საქართველოში. რამდენიმეჯერ ხმებიც კი დაირხა ჰომოსექსუალთა შესაძლო აღლუმის შესახებ. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი საკმარისი სიცხადით არსად არ დაფიქსირებულა. არც ეკლესიას/ეკლესიებს გამოუთქვამს თავისი აზრი მკაფიოდ. ყოველივე ეს იწვევს ბუნდოვანობის და, ზოგჯერ, სამართლიანი უკმაყოფილების (რომ არა ვთქვა მრისხანების) შეგრძნებას. არც დებატები, არც დიალოგი და არც კამათი ამ პრობლემაზე ღიად არ მიმდინარეობს – არ მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება იფეთქოს... ქვემოთ მე შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე ამ თემაზე უკვე არსებული თეოლოგიური დებატების ძირითადი ასპექტები. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ერთი და იგივე სქესის (თანამოსქესე, ჰომოსექსუალების – ტერმინი შემოღებულია მე-19 საუკუნეში) ადამიანების სექსუალური ურთიერთობები არსებობს ყველა საზოგადოებაში – როგორც წარსულ, ასევე თანამედროვეში. ზოგჯერ გაზვიადებული იყო ჰომოსექსუალის ხვედრითი რიცხვი საზოგადოებაში, რადგან ახალი გამოკვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცების არა 7-10%, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, არამედ მხოლოდ 3% და 1,5 %-ც ქალებისა არის ჰომოსექსუალური ორიენტაციის. თუმცა ხვედრითობას არ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა – მთავარია, რომ ჰომოსექსუალიზმი ემპირული რეალობაა და, აქედან გამომდინარე, ის შესაძლებელია მიჩნეულ იქნას, როგორც ადამიანის ბუნებრივი შემადგენელი. ანუ, ჰეტეროსექსუალების და თანამოსქესეთა სექსუალური ურთიერთობა შესაძლოა გაგებული იყოს ერთნაირად – როგორც პარტნიორებს შორის არსებული ემოციური კავშირის ფიზიკური გამოხატულება. ამჟამად, ძირითადად, ასეა აღიარებული და ადამიანის უფლებების კონვენციით ფორმალურად გარანტირებული, მაგრამ არსებობდა თუ არა მსგავსი მიდგომა წარსულში, კერძოდ შუა საუკუნეებში? თავისთავად ცხადია, რომ პასუხი უარყოფითია. ეკლესიის დომინირების ეპოქაში ჰომოსექსუალთა ხმა, რაღა თქმა უნდა, უბრალოდ, ჩახშობილი იყო. ამის საფუძველს იძლეოდა როგორც ბიბლიური ციტატები, ისე იმ ეპოქაში საყოველთაოდ და უპირატესობით აღიარებული ბუნებითი კანონი[1] (კანონი, რომელიც შემოქმედი ღმერთის მიერ იმთავითვე ჩანერგილი აქვს ადამიანს და ზოგადად მთელს ბუნებას). ამასთან, მიაჩნდათ, რომ სექსი მხოლოდ გამრავლებისთვისაა ღმერთისაგან მოცემული. ხოლო, გამრავლება, თავის მხრივ, გულისხმობდა ოჯახურ ურთიერთმზრუნველობასაც.[2] აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა მიზნით განხორციელებული სექსუალური აქტი (ან თვით მასტურბაციაც) ითვლებოდა დანაშაულად. მაგრამ ანგლიკანური ეკლესიის დოკუმენტის (“Issuesnin Human Sexuality” (1991) მიხედვით და, ასევე, ზოგიერთი კათოლიკე მეცნიერის (მაგალითად, John McNeil) მიერ ჰომოსექსუალობა განხილულია განსხვავებულ, უფრო მეტად ლიბერალურ ჭრილში. ანუ, მიაჩნიათ, რომ ბიბლიური და ადრექრისტიანული მიდგომა არ არის სათანადოდ არგუმენტირებული სამეცნიერო (როგორც თეოლოგიურ/ეგზეგეტური, ასევე ანთროპოლოგიურ/სოციალური) თვალთახედვით. ბიბლიური ციტატები დაწერილია განსხვავებულ ისტორიულ/საზოგადოებრივი ვითარებაში, ვიდრე თანამედროვეობაა. ანუ, ისინი არ გულისხმობდნენ იმას, რასაც თანამედროვე ადამიანი აღიქვამს მათი ამოკითხვისას. ბიბლიაც, ისევე როგორც ნებისმიერი ტექსტი, კონტექსტუალურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი წაკითხვა არ შეიძლება იმ სიტუაციისა და ვითარების გაუთვალისწინებელად, რომელშიც იგი აღმოცენდა და სადაც ის ამჟამად არის მოხვედრილი. ამასთან, ბიბლიის ყოველი კონკრეტული ტექსტი თუ მონაკვეთი უნდა იქნეს გაანალიზირებული ბიბლიის ზოგადი და მთავარი სწავლების ჩარჩოში და შეჯერდეს სხვა ბიბლიური ტექსტებსა თუ მონაკვეთებთან. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქრისტიანების მიერ ძველი აღთქმა განიხილება ახალი აღთქმის შუქზე – ძველი არის ახლის აჩრდილი (შდრ. მთ 7.12 „ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ თქვენ ადამიანებმა, ასევე თქვენც გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი“). ხოლო თავად ახალი აღთქმის მთავარი განზომილებაა სიყვარულის მცნება, რომელიც კონცენტრირებულია სახარების სიტყვებში: „შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით (2შჯ.6,5). ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (ლევ.19,18) ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული“ (მთ 22. 37-40). რა თქმა უნდა, ამ ციტატის დედააზრი განმსაზღვრელია თავად ახალი აღთქმის გაგებისთვისაც და სწორედ ამ ჭრილში უნდა იქნეს განხილული სხვა მისი პასაჟები, სადაც ჰომოსექსუალიზმი არის დაგმობილი. ამრიგად, წარმოიშვება კითხვა,ზუსტად რას გულისხმობს მამათმავლობის ახალაღთქმისეული უარყოფა? ხომ არ გვიბიძგებს სიყვარულის მცნების შუქზე უფრო შემწყნარებლურად ან სულაც დადებითად განვიხილოთ ჰომოსექსუალობა? ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სქესობრივი იერარქია, ანუ მამაკაცის უპირატესობა ქალთან მიმართებაში, მკაცრად იყო დაცული ებრაულ და წარმართულ (მათ შორის, ბერძნულ-რომაულ) სამყაროში – მამაკაცი აღემატებოდა და, შესაბამისად, ფლობდა ქალს. მამაკაცთა შორის სექსი (ქალთა შორის სექსი საერთოდ არაა ნახსენები ბიბლიაში და, შესაბამისად, არც დაგმობილია) გულისხმობდა ამ „ღვთივდადგენილი“ იერარქიის უარყოფას და რღვევას. აქტის ორივე მონაწილე, აქტიურიც და პასიურიც, არღვევდნენ, ერთი მხრივ, ბუნებრივ და, მეორე მხრივ, სოციალურ კანონს. ანუ, ამცირებდნენ მამაკაცის ღირსებას – იგი ჩამოჰყავდათ ქალის საფეხურზე. ეს, რა თქმა უნდა, ითვლებოდა „სისაძაგლედ“ (შდრ.ლევ 18. 22: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“) და რყვნად (რღვევად). მაგრამ, მას შემდეგ რაც ასეთი იერარქია აღარ მიიჩნევა ღვთივდადგენილად, არამედ იბადება მამაკაცისა და დედაკაცის თანასწორობის იდეა (შდრ. გალ 2.28 „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“), ცხადია, თანასქესობრივი აქტი ვეღარ განიხილება ღირებულებითი შკალის რღვევად, ანუ უღირსებად. ამრიგად, სიყვარულის მთავარი მცნება და ადამიანთა თანასწორობის იდეა თანამედროვე ადამიანს უბიძგებს განსხვავებულად წაიკითხოს ჰომოსექსუალობასთან უარყოფითად დაკავშირებული ბიბლიური პასაჟები. როგორც აღვნიშნე, ეს არის ლიბერალური მიდგომის ძირითადი მიმართულება. რა თქმა უნდა, იგი არ ამოიწურება ზემომოყვანილი მსჯელობებით, არამედ იგი ძალიან დეტალური და მრავალმხრივია... ცხადია, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომაც. მისი მიხედვით, ასეთი ლიბერალური განწყობა ნიშნავს სახარების ღალატს, რადგან ჰომოსექსუალური ურთიერთობა არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სიყვარულად. ღმერთმა ადამიანი თავიდანვე შექმნა ორ სქესად, რაც გულისხმობს მხოლოდ ჰეტეროსქესული მიზიდულობის ბუნებრივობას. ანუ, სექსუალური ლტოლვის სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ განსხვავებული სქესის პიროვნება და ისიც გარკვეული მიზნით – იგულისხმება გამრავლება და ოჯახური ურთიერთმზრუნველობა. ჭეშმარიტ სექსუალურ ლტოლვას, ანუ ტრფიალებას განუყრელად აქვს ეს ორი განზომილება (გამრავლება და მზრუნველობა). წინააღმდეგ შემთხვევაში ის არის ნარცისტული (საკუთარ თავზე შეყვარებულის) ლტოლვა და ამდენად, არაქრისტიანული, რადგან ქრისტიანული სიყვარული გულისხმობს პიროვნებათაშორის სიყვარულს, ანუ ისეთ სიყვარულს, როდესაც პიროვნება მზად არის საკუთარ თავზე თქვას უარი სიყვარულის სუბიექტის სასარგებლოდ (ამას თეოლოგიურ ენაზე ეწოდება კენოტიკური/თვითწარმოცარიელებითი სიყვარული). ეს თავისთავად ცხადია, რადგან აღიარებულია, რომ ქრისტიანობა უპირატესად პიროვნულობის რელიგიაა. ხოლო, აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციისათვის სწორედ ოჯახი – ადამი, ევა, სეთი – არის სამერთება პიროვნული ღმერთის უპირველესი ხატი. ამასთან, სექსი, განსაკუთრებით ასკეტურ ლიტერატურაში, განიხილება როგორც პირველქმნილი ცოდვის გამტარი/გადამცემი მშობლიდან შვილებისათვის. შესაბამისად, ასეთი მიდგომისას სექსუალური რიგორიზმი გარდაუვალია – კათოლიკური ეკლესია არათუ ჰომოსექსუალიზმს, არამედ თვით კონტრაცეპტივებსაც კრძალავს დღემდე (მართმადიდებლრი ეკლესია ამ საკითხის სამოძღვრო ასპექტში ნაკლებად კატეგორიულია, თუმცა, ძირითადად, იზიარებს კათოლიკურის პოზიციას). განსხვავებული მიდგომების მიუხედავად უმეტეს დენომენაციურ (განსხვავებულ აღმსარებლობით) ეკლესიებს შორის მაინც არსებობს გარკვეული თანხმობა. ესენია: 1. სექსუალური აქტიურობა არის მორალის საკითხი და ამდენად, მხარდაჭერილი უნდა იყოს მონოგამური და ჰეტეროსქესური ქორწინება. ამასთან, დაუქორწინებლეთათვის რეკომენდირებულია ცელებატობა და თავშეკავებულობა; 2. მხარდაჭერილია იმ პირების ადამიანის უფლებები, რომლებიც არ აღიარებენ ასეთ იდეალებს, მაგრამ უარყოფენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს; 3. უარყოფილია ჰომოსექსუალურად აქტიური პირების ხელდასხმა. ზოგიერთი ეკლესია უკრძალავს ქადაგებას იმ პიროვნებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰეტეროსქესული და ჰომოსექსუალური ურთიერთობები თანასწორია; 4. სამოძღვრო მზრუნველობა უნდა გავრცელდეს ჰომოსექსუალებზეც. როგორც ვთქვი, ესენია ძირითადი პუნქტები, რომლებზეც თანხმდებიან ეკლესიათა უმრავლესობა, მაგრამ პრობლემა, რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება. პასტორალური, ანუ სამოძღვრო მზრუნველობის სახეები და გავრცელება სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვაგვარია. ზოგან (მაგ. ჰოლანდიაში) ის მეტ არეალსა და ასპექტს მოიცავს (იგულისხმება, არაოფიციალური კურთხევები და ასე შემდეგ), ვიდრე უფრო ტრადიციულ ქვეყნებსა და საზოგადოებებში... ყოველივე ზემოთქმულიდან ნაწილობრივ ჩანს, მაგრამ მაინც ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ჰომოსექსუალიზმის თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიუღწეველია თავად ეკლესიებშიც. ასევე ცხადია, რომ უახლოეს ხანებში ასეთი თანხმობა და სრულიად შეჯერებული პოზიციის მიღწევა შეუძლებელია. ხოლო, რაც შეეხება მართმადიდებლურ ეკლესიას და, კერძოდ, საქართველოს ეკლესიას, არათუ ჰომოსექსუალიზმი, არამედ სექსუალური ურთიერთობის საკითხის არც ერთი ასპექტი საერთოდ არ განიხილება. მაგრამ, სახეზე არაა აბსოლუტური ნეგატივი. აშკარაა, რომ სამოძღვრო მზრუნველობა ვრცელდება ჰომოსექსუალებზეც. ამასთან, ჰომოსექსუალების უფლებები, როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების კერძო ასპექტი, თითქმის იგნორირებულია ქრისტიანობის მთავარი (მართმადიდებლური, კათოლიკური და ევანგელისტური) მიმართულებების მიერ. აქ ვერაფერს გააწყობ, რადგან თუკი მოხდა, რომ ეკლესიამ აღიარა და სრულად მხარი დაუჭირა ამ უფლებებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება არათუ შეიწყნაროს თანასქესური ურთიერთობები, არამედ აკურთხოს იგი როგორც ნამდვილი ქორწინება და განახორციელოს ჰომოსექსუალისტთა ხელდასხმაც. თუ ამას არ გააკეთებს, იგი უმალ სამართლიანად იქნება მხილებული ორმაგ სტანდარტებსა და თვალთმაქცობაში. მაგრამ, ხომ ცხადია, რომ მართმადიდებლური ეკლესია არათუ ჰომოსექსუალისტების, არამედ ჰეტეროსექსი ქალების ხელდასხმის საკითხსაც ვერ განიხილავს?! ამრიგად, პრობლემა სახეზეა და მასზე მსჯელობა გარდაუვალი. მომავალი გვიჩვენებს თუ რამდენადაა ქართული საზოგადოება მზად ამ და ამგვარ საკითხებზე ტოლერატული კამათისათვის. მთავარი სწორედ საზოგადოების მენტალურ/ემოციური მდგომარეობაა და არა თავად ეკლესიის. ეკლესია, ძირითადად, ასრულებს „სოციალურ დაკვეთას“ და არა პირიქით. ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში. ყველა დიდი და ტრადიციული კონფესიის პოზიციაც ასეთია მცირე გამონაკლისებით... სტატიის სრულად აღსაქმელად: განმარტება 1 განამარტება 2 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
pirveli.com.ge: პოლონეთში ახმედ ზაკაევი დააკავეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
View the full article -
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში დღეს, 17:00 საათზე სტუდია მონიტორის მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება. გამოძიება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, აგრეთვე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხება. საიას ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით 2008 წლის აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 8 მლნ. ლარია დახარჯული. ასევე, მათი ინფორმაციით, გასართობ ღონისძიებებზე სახელმწიფო სახრების ხარჯვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდს განხორციელდა. მათი განცხადებით, საია გასართობი ღონისძიებების ორგანიზატორები და მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური მხარდამჭერები არიან. ამ კუთხით მსხვილი სახელმწიფო დაკვეთები მიიღეს კომპანიებმა რომელთა დამფუძნებლებიც არიან: “სტეპ-რეკორდსმა” აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, “მემანიკა პროდაქშენი” – ნიკა მემანიშვილი, “არტ ფორუმი” – კახა ცისკარიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ა.შ. იხილეთ epn.ge
-
"რომას" ნორვეგიელმა მცველმა იონ-არნე რიისემ პირადი ბლოგის მეშვეობით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გუნდს კვირას შეუერთდება, თუმცა "ბოლონიასთან" თამაშს ვერ შეძლებს და ექიმების ნებართვის მიხედვით, "მგლებს" უშუალოდ მოედანზე მხოლოდ 22 სექტემბერს, "ბრეშასთან" მატჩში დაეხმარება. იხილეთ fanebi.com