planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში, რომელშიც დინამომ ცხინვალის სპარტაკს 1-0 მოუგო, დინამოელმა რობერტინიომ ტრავმის გამო მატჩის დასრულება ვერ შეძლო. ბრაზილიელი პირდაპირ სტადიონიდან იქნა ჰოსპიტალიზირებული. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ფეხბურთელს კოჭის–წვივის ტრავმა აქვს და 2–3 კვირაში დაუბრუნდება მოედანს. იხილეთ fanebi.com
-
სამართლიანი არჩევნების ჩატარების მცდელობები მრავალგზის და შესაბრალისად ჩაიშალა სომხეთსა და საქართველოში. ხელისუფლებებს არასოდეს არ ჰყოფნიდათ სულგრძელობა და ნერვები, მზარდი მოტივაციის მიუხედავად, ბოლომდე აეღოთ ხელი მოსახლეობის მაგივრად არჩევანის გაკეთების პრაქტიკაზე. აზერბაიჯანი კი ლამის უგვირგვინო მონარქიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალანსებისა და გაკონტროლების სისტემა თითქმის არ ფუნქციონირებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიულ დოსიეებში მედიის თავისუფლება მაინც ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. კვლევები აჩვენებს, რომ განვითარების ორი უმთავრესი წინაპირობა განვითარებული ადამიანური კაპიტალი და თავისუფალი მედიაა. /get_img?NrArticle=2370&NrImage=2 ”მიტოვებული”; ფოტო: ირაკლი ვაჭარაძე სტატიის პირველ ნაწილში საუბარი იყო სამხრეთკავკასიული დემოკრატიების სუსტ მხარეებზე, ამ სისუსტეების საერთო კონტექსტში მოთავსების, განვითარებისა და დახმარების პროგრამების გადახედვის აუცილებლობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მეორე ნაწილში საუბარი იქნება მედიის თავისუფლებისა და ადამიანური განვითარების ინდექსებზე, ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე და პოლიტიკის გაუმჭვირვალობაზე. განვითარების „აფრიკული“ პრობლემების დეაფრიკანიზაციის მნიშვნელობა განვითარების პრობლემები მხოლოდ აფრიკისათვის არ არის დამახასიათებელი. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო იზიარებს მრავალი არშემდგარი აფრიკული სახელმწიფოს მსგავს ბედს და, შესაბამისად, ისევე საჭიროებს სწორ ინტერვენციას დიდი რვიანის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ეს აფრიკული სახელმწიფოების მიმართ გამოიკვეთა ბოლო წლების განმავლობაში: უმთავრესი უნდა იყოს არა დემოკრატიის იდეებთან წათამაშება და თავზე ხელის მოსმის პოლიტიკა, რაც უპირობო და უკონტროლო ფინანსური დახმარების გამოყოფითაც გამოიხატება, არამედ დახმარების იმგვარად გადანაწილება, რომ საქართველოში დემოკრატიისა და დემოკრატიული მისწრაფებების გაძლიერების მხარდაჭერა მოხდეს, სომხეთსა და აზერბაიჯანში. დეკლარირებული მისწრაფებების (ნატო, ევროკავშირი, მთვარეზე კოლექტიური გაფრენა და ა.შ.) მისაღწევად, საჭირო მცდელობების განხორციელების გზით. ადგილობრივ საზოგადოებას მოუწევს, ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება. ვარდები და ეკლები მაგალითად, ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ თითქოს იყო კიდეც პასუხისმგებლობის განხორციელების ერთობლივი, საშინაო და საგარეო მცდელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას არ ეყო სულგრძელობა, ბოლომდე მიეყვანა ეს მცდელობა. ისინი თითქოს მესამედად მიღწეული ამოცანით -დემოკრატიული პრინციპების გატარების მსურველი გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში- დაკმაყოფილდნენ. ამით მათ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია გამოუცდელ ახალგაზრდებს მიაბარეს და ძალაუფლების უსამართლო მითვისებას უნებურად შეუწყვეს ხელი. აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთი შენივნა.. რასაკვირველია, არავის აქვს ილუზია, რომ ისეთი პატარა და გეოპოლიტიკურად დაბნეული სახელმწიფოები, როგორიც მაგ. საქართველოა, არასოდეს არიან სრულიად ავტონომიური საშინაო და, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების არჩევასა და განხორციელებაში. ამიტომ, თეზისი, რომ დასავლეთმა თუ ერთხელ მოჰკიდა ხელი ქართული დემოკრატიის გაძლიერების პროექტს, ნაადრევად არ უნდა გაეშვა იგი, ლეგიტიმურია და არ აკნინებს იდეას, რომ საქართველო მაინც უნდა ეცადოს, იყოს და არის სუვერენული და ავტონომიური სახელმწიფო. გაურკვეველი მიზეზების გამო, თითქოს ყველამ დაივიწყა ის, რაც კარგად არის ცნობილი ისტორიკოსების, ეკონომისტებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტებისთვის,: მძიმე პოსტკოლონიური გამოცდილების გათვალისწინებით, ქართული საზოგადოება არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმდენად ძლიერი, რომ დემოკრატიული კულტურით დაებალანსებინა მოძლიერებული სახელისუფლო გუნდი, გაემხნევებინა ისინი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის და მოეთოკა მათი მზარდი ინტერესები. მოკლედ, მოქცეულიყო ისე, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს აქტიური მოქალაქეები და მათი ინტერესების გამომხატველი ჯგუფები მოიქცეოდნენ. ამ ნაადრევმა ჩარევამ და შემდეგ ნაადრევმა ხელის გაშვების პოლიტიკამ, ისეთივე დათვური სამსახური გაუწია ნორჩ ქართულ დემოკრატიას, როგორც ზამთრის მიწურულს გამოსულმა მზემ ხეხილს: ჯერ რომ დააცხუნებს ხოლმე, ხეებს ყლორტებს ნაადრევად გამოატანინებს და შემდეგ თებერვლის სუსხიანი ქარი ყრის გამოუტანელ ყვავილსა და ნაყოფს. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არის ამ რეგიონში დემოკრატიის თვითდინებაზე მიშვება ნაადრევი, ეკონომიკის ინდექსის გარდა, უნდა გამოვიყენოთ კიდევ ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი:– ადამიანის განვითარების ინდექსი. ადამიანური განვითარების ინდექსი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში.. ადამიანური განვითარების ინდექსი ერთად დაანგარიშებული სხვადასხვა ქვეყნის ინდექსია, რომლის მისედვითაც, ქვეყნები ადამიანური განვითარების დონის შესაბამისად იყოფიან: განვითარებულ (მაღალი განვითარების მქონე), განვითარებად (საშუალო ტემპის განვითარება) და სუსტად განვითარებულ ქვეყნებად (ნელი განვითარების პროცესი). ეს სტატისტიკა მოიცავს: 1. სიცოცხლისუნარიანობის ინდექსს, 2. განათლების გავრცელებას 3. მთლიან შიდა პროდუქტს. ეს ინდექსი გაეროს განვითარების პროგრამის თავდაპირველ ინდექსს ეყრდნობა. 2009 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს 0.971 ქულით, ხოლო უკანასკნელ ადგილზე ნიგერია იმყოფება 0.340 ქულით. საქართველო 0.778 ქულით საშუალოდ განვითარებულ ქვეყნების რიგშია. რიგითობით ის 89-ე ადგილს იკავებს. საშუალოდ, განვითარებულთა ჯგუფს სომხეთი პირველობს 0.798 ქულით,. მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანია 0.787 ქულით. ზოგადად კი, რეგიონში ასეთი მდგომარეობაა: თურქეთს 0.806 ქულა აქვს, რუსეთს 0.817, ხოლო ირანი საქართველოს 88-ე ადგილს ეცილება ერთი ქულით 0.783. რეგიონის „ყველაზე“ დემოკრატიული სახელმწიფო -საქართველო- ადამიანური განვითარების თვალსაზრისით, ყველაზე ჩამორჩენილია. ამგვარად, სამწუხაროა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა გაიზიარეს, გარკვეულწილად, ზოგიერთი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე აფრიკული და შუააზიური სახელმწიფოს ხვედრი. ადამიანური განვითარების ინდექსი მუდმივად უარესდება ამ რეგიონში. არათავისუფალი მედია სამხრეთ კავკასიაში განვითარებას აფერხებს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მცდელობები მრავალგზის და შესაბრალისად ჩაიშალა სომხეთსა და საქართველოში. ხელისუფლებებს არასოდეს არ ჰყოფნიდათ სულგრძელობა და ნერვები, მზარდი მოტივაციის მიუხედავად, ბოლომდე აეღოთ ხელი მოსახლეობის მაგივრად არჩევანის გაკეთების პრაქტიკაზე. აზერბაიჯანი კი ლამის უგვირგვინო მონარქიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალანსებისა და გაკონტროლების სისტემა თითქმის არ ფუნქციონირებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიულ დოსიეებში მედიის თავისუფლება მაინც ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. კვლევები აჩვენებს, რომ განვითარების ორი უმთავრესი წინაპირობა განვითარებული ადამიანური კაპიტალი და თავისუფალი მედიაა. მსჯელობის გასამყარებლად, მესამე და უკანასკნელი ინსტრუმენტიც მოვიშველიოთ– ეს ინსტრუმენტი, დემოკრატიისა და ადამიანური განვითარების ინდექსთან ერთად, სურათის მეტად შეკვრაში დაგვეხმარება. 2010 წელს გამოქვეყნებული ფრიდომ ჰაუსის შეფასებით ანგარიშში, მედიის თავისუფლება საქართველოში ტერმინით– „ნახევრად თავისუფალი“ განისაზღვრა. საქართველომ 0–100 –ქულიან საზომ ერთეულში 59 ქულით 126-ე საფეხური დაიკავა. 0-30 ქულა, უპირობოდ, თავისუფალ მედიას ნიშნავს, ხოლო 61-100 არათავისუფალთა ჯგუფს მოიცავს. საქართველოს შეფასება თითქმის არ შეცვლილა 2008 წელთან შედარებით. ფინური, ისლანდიური, ნორვეგიული და შვედური მედია მსოფლიოში ყველაზე თავისუფალია (10 ქულა) ხოლო ერითრეამ ყველაზე ცუდი,94– ქულიანი შეფასება მიიღო. სომხეთი 66 ქულით 146-ე ადგილს იკავებს –„არათავისუფალი“ მედიის კატეგორიაში, ხოლო აზერბაიჯანი 179-ეს, 79 ქულით. აზერბაიჯანზე უარესი მდგომარეობაა რუსეთში - 81 ქულა და 175-ე ადგილი. თურქეთს 51 ქულა და 25-ე ადგილი უჭირავს. აზერბაიჯანმა მხოლოდ ირანს აჯობა, რომელიც 187-ე ადგილს იკავებს 89 ქულით. ამგვარად, მართალია, რეგიონის დემოკრატიული ჩემპიონი უახლოეს მეზობლებს ადამიანური განვითარების ინდექსით იმდენადვე ჩამორჩება, რამდენადაც წინ უსწრებს მათ მედიის თავისუფლების მაჩვენებლებით. სამაგიეროდ, ამ მხრივ, რეგიონში იმდენად მძიმეა მდგომარეობა, რომ შედარების ნიშნული სატრაბახოდ მეტისმეტად დაბალი რჩება, ხოლო მითი 25 თუ 27 დამოუკიდებელ ტელემაუწყებელზე –მითად. მედიის თავისუფლება ყველაზე მნიშნველოვანი ინსტრუმენტია განვითარების პერსპექტივების გაზომვისათვის. თუ მედია თავისუფალი არ არის, შეუძლებელია ინფორმირებული მოქალაქეების მიერ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება, შესაბამისად, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესები არ არის გამჭირვალე და არჩეული თუ დანიშნული წარმომადგენლები პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობელთა წრის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე გრძნობენ, ანუ ზრუნავენ მხოლოდ მათზე, ვისთანაც ყოველდღიური შეხება აქვთ. მოქალაქეები კი მათ ხმას ვერ აწვდიან და მათი ზოგადი ინტერესები თუ წინასაარჩევნოდ გაკეთებული კონკრეტული დაპირებები უგულვებელყოფილია არჩევნებს შორის ინტერვალებში. თუ მედია თავისუფალი არ არის, შეუძლებელია ბიზნესისა და პოლიტიკური მოღვაწეობის გამიჯვნა, გამჭვირვალე საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელება. ქვეყნებში, სადაც მედია დამონებულია, დამტკიცებულია, რომ რესურსების უდიდეს უმრავლესობას მმართველი გუნდის უმცირესობა იგდებს ხოლმე ხელში. შედეგად კი ვიღებთ წარმომადგენლობას გადასახადების გარეშე (representation without taxation). ამას დემოკრატიის წყევლასაც უწოდებენ. არჩეული წარმომადგენელი არ არის დამოკიდებული გადამხდელთა ნებაზე და თავად შეუძლია მოქრთამოს ამომრჩეველი, რადგან უკონტროლოდ განკარგავს სახელმწიფო რესურსებს და დაუბეგრავი კერძო ბიზნესიდან მიღებულ შემოსავლებს. ამგვარად, არათავისუფალი მედია, ნამდვილი რეალობის ნაცვლად, მკითხველს, მსმენელსა და მაყურებელს ხელოვნურ, ვირტუალურ, მოდელირებულ რეალობას უხატავს: სხვა ფაქტორებთან თანამოქმედებაში, პირდაპირპროპორციულად მოქალაქეთა კეთილდღეობის შემცირების მიზეზია. ეკონომიკა ასევე მცირდება ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისების გავლენითაც. 2008 წლის შემდეგ სამივე ფაქტორის თანხვედრამ განსაკუთრებით მტკივნეულად გადაიარა საქართველოს ყველაზე შეჭირვებული ადამიანების ზურგზე. სტატიის მესამე, დასკვნით ნაწილში ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მადრდიდის რეალის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კონმენტარი გაუკეთა პორტუგალიის ფედერაციის წინადადებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იხილეთ fanebi.com
-
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ხმებს, მისი "მალიორკაში" შესაძლო გადასვლის თაობაზე ჭორები უწოდა, ეს ცნობა goal.com-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარულ სამხრეთ ამერიკელს კუნძულებების მთავარი მწვრთნელის, მიხაელ ლაუდრუპის მოწვევით შესაძლო იყო "მალიორკასთან" მოკლევადიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. იხილეთ fanebi.com
-
კატალონიის "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ბერძნული "პანათინაიკოსის" ნახევარმცველ სოტირიოს ნინისისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედი" აშკარად უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა და ელინური ფეხბურთის ერთ-ერთი იმედიც სავარაუდოდ სწორედ "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგდება. იხილეთ fanebi.com
-
იუვეს ექს–დერექტორმა შესაძლებლობა არ გაუშვა და ბებერი ქალბატონების ცუდი თამასი სახალხოდ გააკრიტიკა იხილეთ fanebi.com
-
იტალიური რომას მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავისი გუნდის კაპიტანს პირადად შეხვდა რათა მათ შორის წამოწყებული გაუგებრობა მოესპო. შეგახსენებთ რომ ტოტიმ ბაიერნთან მატჩის შემდეგ მწვრთნელის არჩეულ ტაქტიკას დიდი შეცდომა უწოდა იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/r/8t1ys.jpg“ლივერპულის” ზედიზედ მერვე გამარჯვება და რეკორდი, რომელიც რომ მიაღწევინა – ზედიზედ მერვე გამარჯვება ევროპის ლიგაზე. გთავაზობთ მაჩის მცირე მიმოხილვას. ლივერპული ერთპიროვნული ლიდერია კა ჯგუფში, პარალელური თამაში “ნაპოლი – ულტრეხტი” უგოლო ფრით დასრულდა. ჯგუფში მაქსიმალური სამი ქულით “ლივერპული” ლიდერობს. ჯო კოული 1-0 (1 წთ) ტანასე 1-1 (13 წთ) ნგოგი 2-1 (56 წთ) ლუკასი 3-1 (81 წთ) ნგოგი 4-1 (90 წთ) -= გადმოწერა =- View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-05-liverpool_steaua.jpg სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ”ენფილდზე”, სადაც ინგლისური ლივერპული, რუმინულ სტიაუას შეხვდა და დამჯერებელი სხვაობით 4-1 დაამარცხა… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-06-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/copy_(4)_of_prop100916-01-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103888153ap010_liverpool_v_.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103888153ap008_liverpool_v_.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-09-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-07-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-15-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-20-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-27-liverpool_steaua.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100916-32-liverpool_steaua.jpg Match Highlights View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ქართველ ჩინოვნიკებს, რომლებმაც თავდაპირველად, ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ სურვილზე წუხილი გამოთქვეს, დღეს საჯაროდ უფრო პოზიტიური პოზიცია უკავიათ. მაგალითად, ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხოტბა შეასხა შეერთებულ შტატებს საქართველოსადმი „გამორჩეულად სწორი“ მოპყრობისთვის, დასძინა რა, რომ გადატვირთვა არ ნიშნავს „რუსეთთან ურთიერთობების ცვლილებას სხვების ხარჯზე“. თუმცა, პრივატულად, ქართველი ჩინოვნიკები კვლავ წუხილს გამოთქვამენ. ზოგიერთი ჩივის, რომ შეერთებული შტატები რუსეთის გაღიზიანებას ერიდება და ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვას ბლოკავს. თბილისის ლობისტები დღეს კულუარებში იმაზე მუშაობენ, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები დაარწმუნონ დათანხმდნენ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას. მართალია, შეერთებული შტატები ქართული არმიის წრთვნის რამდენიმე პროგრამას ახორციელებდა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა თბილისისთვის იარაღების მსხვილი მიმწოდებელი. მაგრამ თავდაცვით სფეროში ის უმნიშვნელო ვაჭრობაც კი, რომელსაც წარსულში ადგილი ჰქონდა, 2008 წელს სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ შეწყვეტილია. სააკაშვილმა საჯაროდ თხოვნით მიმართა ვაშინგტონს საქართველოსთვის „თავდაცვითი“ ხასიათის შეიარაღება მიეწოდებინა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა შეერთებული შტატების ჩინოვნიკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. „საქართველო იმ შეიარაღების შეძენისთვის, რომელიც პრეზიდენტმა [სააკაშვილმა] მოითხოვა, მზად არ არის“, – განაცხადა შარშან სელესტა ვალანდერმა, აშშ–ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის პოლიტიკის დარგში. „მომავალში, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს… არ სჯერა, რომ საქართველო ამ ტიპის თავდაცვითი შეიარაღებისთვის მზად არის“. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობა წონასწორობის ზღვარზეა, აკრიტიკებს რა „ფაქტობრივ“ ემბარგოს და იმავდროულად ზრუნავს, რომ მისი განცხადებები საჯაროდ არ იქნას აღქმული, როგორც ჩივილი. საჯარო გამოსვლებში, სააკაშვილი ამ თემას დიდი სიფრთხლით ეკიდება. მაგალითად, 12 სექტემბერს Newsweek–ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა „საქართველო თუ დაუცველი იქნება, ეს სიტუაციას ხელს არ შეუწყობს. საქართველოს არ შეუძლია რუსეთს შეუტიოს, მაშინ როდესაც დაუცველი საქართველო სერიოზული ცდუნებაა რუსეთისთვის, რომ ჩვენი მთავრობა შეიარაღებული ძალით შეცვალოს… უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ შეერთებული შტატები თავდაცვითი შეიარაღების პოტენციალის თვალსაზრისით დაგვეხმარება“. დახურულ კარს მიღმა, ქართველი ჩინოვნიკები უფრო მკაცრ ლექსიკას იყენებენ, ამბობენ რა, რომ ვაშინგტონი არამხოლოდ არ უწევს მათ სამხედრო დახმარებას, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის თანხმობაც აუცილებელია უცხოეთში სამხედრო ტექნიკის გაყიდვაზე, ფაქტობრივად ბლოკავს ნებისმიერ მსგავს გარიგებას საქართველოს და ამერიკულ კომპანიებს შორის, მათ შორის არალეტალური აღჭურვილობის გაყიდვაზეც. „შეერთებული შტატები ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომელიც წრთვნების დროს გამოიყენება. როგორც სჩანს, რუსეთთან „გადატვირთის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“, – განუცხადა ივნისში Jane’s Defence Weekly–ის ანონიმურმა ქართველმა ჩინოვნიკმა. ეს მგრძნობიარეა თემაა ორივე მხარისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს, სახელმწიფო დეპარტმენტის და პენტაგონის ჩინოვნიკებმა EurasiaNet.org–თან აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი არ ისურვეს. მათაც კი ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს თემატიკას ვაშინგტონში, ვერ გაუგია, რა პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო დეპარტამენტი. მაგრამ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში არსებობს იმის საერთო განცდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აჭიანურებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ნებართვის გაცემას იმით, რომ არც „კი“–ს ამბობს და არც „არა“–ს, აცხადებს კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის ინსტიტუტთან არსებული ელიოტის სახელობის საერთაშორისო საქმეთა სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. „განაცხადებს, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში თანხმობისთვის შემოდის, უბრალოდ რეაგირების გარეშე რჩება. ასე, რომ პოლიტიკა, პოლიტიკის არარსებობაში მდგომარეობს“. 15 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს აშშ–ს მხრიდან საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე შეკითხვა დაუსვეს, გეითმსა უპასუხა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების თვალსაზრისით „ფრთხილია“. „ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლება. ვფიქრობ, ჩვენ ფრთხილები ვართ საქართველოს დახმარების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე დაინტერესებულები ვართ საქართველო იმ აღჭურვილობით ვუზრუნველყოთ, რომლითაც მათ ავღანეთში ჩვენი დახმარება შეუძლიათ. ამდენად წრთვნები და სხვა ტიპის დახმარება, რომელსაც ჩვენ ქართველებს ვუწევთ, იმითაა განპირობებული, რომ ისინი ძალიან მოწადინებულები არიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიატანონ ჩვენს ავღანურ ძალისხმევაში“, – თქვა გეითსმა. იმ მოსაზრებას, რომ თბილისის წინააღმდეგ შეიარაღებაზე ფაქტობრივი ემბარგო მოქმედებს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმა Orion Strategies ანვითარებს. კომპანია რენდი შუნემანს ეკუთვნის, რომელიც 2008 წელს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კამპანიაში ჯონ მაკკეინის საგარეო პოლიტიკური საკითხების მრჩეველი იყო, დღეს კი იმავე სფეროში ვიცე–პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სარა პეილინის მრჩეველია. მაკკეინი ცნობილია, როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერი და ოაბამას ადმინისტრაციის რუსული პოლიტიკის მთავარი კრიტიკოსი. „როგორც სჩანს ადმინისტრაციას მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს“, – წერს მაკკეინი ახლახანს Washington Post –ში გამოქვეყნებულ წერილში. „საქართველო ავღანეთში იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე იმ ალიანსის (ნატო) ბევრი წევრი, რომელთანაც თბილისს მიერთება სურს, თუმცა ძალიან რთულია ადმინისტრაციის დათანხმება იმაზე, რომ ამ უკანასკნელმა ქართულ არმიას, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს, უბრალო შეიარაღება მაინც გადასცეს – ჯავშანტექნიკა და სათადარიგო ნაწილები“. Orion–მა EurasiaNet.org–ს ამერიკულ კომპანიებსა და საქართველოს შორის თავდაცვითი შეთანხმების ოთხი მაგალითი მიაწოდა, რომლებიც მისი მტკიცებით სახელმწიფო დეპარტამენტმა დაბლოკა. მათგან ორმა კომპანიამ General Dynamics და AM General–მა კომენტარზე უარი განაცხადეს. მაგრამ დანარჩენი ორი კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, Orion–ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სახელმწიფო დეპარატამენტს გაყიდვა არ დაუბლოკავს. „ჩვენ არანაირი შეკვეთა საქართველოსგან არ მიგვიღია“, – განაცხადა ჯეიმს ბატალინიმ, საზღვაო ქვეთთა ძალების გადამდგარმა გენერალმა, რომელიც დღეს Colt Defense–ის (M4 ტიპის კარაბინის მწარმოებელი ფირმა) ხელმძღვანელია. Colt–ის კონსულტაციებს ქართულ მხარესთან იმ კონდიციამდე არ მიუღწევია, როდესაც საჭირო ხდება სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა. ბატალინიმ განაცხადა: „ჩვენ ექსპორტის ლიცენზიაზე განაცხადი არ შეგვაქვს, ვიდრე მიწოდებაზე შეკვეთას არ მივიღებთ“. კიდევ ერთი კომპანია Arms Tech–ი, საქართველოსთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების Claymore–ის წარმოებისთვის ემზადებოდა, ამბობს კომპანიის პრეზიდენტი იოსებ რასტიკი. თუმცა მისივე თქმით, გარიგების პროცესი შეჩერდა, როდესაც ისრაელელ შუამავალ ოფერ პაზს, შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურტურამ ბრალი იმ კორუფციულ სქემაში მონაწილეობისთვის წაუყენა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების მოსყიდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომ მათ საბრძოლო მასალა და სამხედრო საკვები გაბერილ ფასად შეეძინათ. რასტიკის თქმით, Arms Tech–ის გარიგებას სახელმწიფო დეპარტამენტში იხილავდნენ, როდესაც პაზს ბრალი წაუყენეს. კომპანიამ წერილი მიიღო, დათარიღებული 2010 წლის 19 მარტით, სადაც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ თქვენი განაცხადის განხილვის პროცესში იმ მიზეზების გამო, რომელიც თქვენს კომპანიასთან დაკავშირებული არ არის, თქვენი უცხოელი პარტნიორი Paz Logistics–ი იმ კომპანიათა სიაში მოხვდა, რომელთა განაცხადები უარს ექვემდებარება“. რასტიკის თქმით, შემდეგ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს პირდაპირ, შუამავლების გარეშე დაუკავშირდა, მათთვის Claymores–ის მიყიდვის მიზნით. „მათი მხრიდან მივიღე არაოფიციალური პასუხი: „ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ““, – თქვა მან. რასტიკი ამბობს, რომ ის კვლავ დაინტერესებულია საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით: „ამისთვის პირადი მიზეზები მაქვს – ბაბუაჩემი ძალით გაიწვიეს მეფის რუსეთის არმიაში. ასე რომ, ეს ოჯახური საქმეა“. ისიც გაურკვეველია, შეერთებულ შტატებს მართლაც რომ მოენდომებინა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა, რა არსებით გავლენას მოახდენდა ეს რეგიონში ძალთა ბალანსზე. ჯერ ერთი, ამერიკული იარაღი ძვირია, ხოლო საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2008 წლიდან 2010 წლამდე ორჯერ შემცირდა. რუსეთის შეიარაღებული ძალები კი საქართველოსაზე იმდენად ძლიერია, თბილისს რომ ყველა იმ შეიარაღების შეძენა შეეძლოს რაც სურს, ქართული არმია რუსეთთან ვერცერთ ბრძოლაში უპირატესობას ვერ მიაღწევდა. მაგრამ საქართველოს მიზანი შესაძლოა არა რუსეთის სავარაუდო თავდასხმის მოგერიებაა, არამედ რუსული ძალების მაქსიმალურად დიდხანს შეკავება, რაც უცხოელ დიპლომატებს პროცესში ჩართვის და რუსეთის დარწმუნების შესაძლებლობას მისცემს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. სააკაშვილის ამოცანა შესაძლოა სამხედროზე მეტად, ფსიქოლოგიურია. იარაღის მიყიდვა შეერთებული შტატების მხრიდან საქართელოსადმი მხარდაჭერის კონკრეტული გამოვლინება იქნებოდა, ამბობს ლოურენს შითსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (თბილისის ოფისი) კავკასიური პროექტის ხელმძღვანელი. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ომამდე M4–ის ტიპის კარაბინების შეძენისას ამერიკული კომპანია Bushmaster–სგან. „მათ M4 იდეოლოგიური მოტივებით შეიძინეს, რადგან AK-47 მათთვის საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა“, – ამბობს შითსი. „ეს მიშას [სააკაშვილი] გადაწყვეტილება იყო“. ამ ტიპის მცდელობაც კი, სააკაშვილს ქვეყნის შიგნით საბრძოლო განწყობის შენარჩუნებისთვის დაეხმარება, დასძენს შითსი. „როგორ უნდა აუხსნა საკუთარ არმიას, რომ შენ არც კი ცდილობ იარაღის ყიდვას, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში დაგიცავს?“ შითსი ფიქრობს, რომ სააკაშვილს თავად არ სჯერა იმ პოზიტიური საჯარო განცხადებების, რომელსაც გადატვირთვის შესახებ აკეთებს. „მან უნდა თქვას ეს პოლიტიკური მოსაზრებების გამო“. კერძო საუბრებში კი ის „ჩივის რომ ამერიკელები უარს ეუბნებიან თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე“, – დასძენს შითსი. იმავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, აბსოლუტურად საპირისპირო პოზიცია დაიკავა და არაერთხელ დაადანაშაულა შეერთებული შტატები იმაში, რომ ისინი საქართველოს აიარაღებენ. „დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაციის მისწრაფება გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები მკაფიოდ იგრძნობა. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა რამ. მაგალითად ის, რომ საქართველოს გადაიარაღება გრძელდება. რატომ? ეს ხომ რეალობაა. ჩვენ ხომ ამას ვხედავთ. რომ არა ეს შეიარაღება ორი წლის წინ, არ იქნებოდა არც აგრესია და არც სისხლი, რომელიც იქ დაიღვარა“, – განაცხადა პუტინმა 30 აგვისტოს რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში. „გადაიარაღების პროცესი დღესაც გრძელდება“. ორიგინალი ორიგინალი