Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/monitori-150x150.jpg„სტუდია მონიტორი”-მ დღეს მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გამართა.ფილმი რომელზეც ჟურნალისტი ირმა ზარნაძე თვეზე მეტხანს მუშაობდა,პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან,აგრეთვე კულტურის სამინიტროს ბიუჯტიდან კონცერტებისა და ღონისძიებებისთვის გამყოფილი სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხებოდა.აღნიშნული მიზნით 2008 წლის აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 8 მლნ ლარია დახარჯული,ხოლო ღონისძიებების ორგანიზატორები და მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური მხარდამჭერები არიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/monit.jpg itvს ლინკი
  2. Artist:Dj BLAND Title:live set St!!! ც ე ნ ზ უ რ ა !!!:progressive,techno,tech-house,electro,minimal Date:17/09/2010 Format:wav Quality:320 kbps Time:58:09 Size:587 МБ მოგესალმებით ეს არის ქართველი Dj-ის სეტი.....მეტსახელად Dj BLAND View the full article
  3. პირველად ათი წლის განმავლბაში არგენტინა ოფიციალურად იქცა ახალგაზრდა ტალანტების უდიდესექსპორტიორად ევროპაში. იხილეთ fanebi.com
  4. ფრანგული კლუბის ლიონის ნახევარმცველმა მიშელ ბასტოსმა ისაუბრა თუ რატომ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება "ლომების" შემადგენლობაში. იხილეთ fanebi.com
  5. subaru lagacy 1999-2003 მოწყობილობა და რემონტი View the full article
  6. აუდი ა4 მუწყობილობა და რემონტის პროგრამა View the full article
  7. audi 80-90ექსპლოტაცია და რემონტი View the full article
  8. http://b.pix.ge/e/n93hi.jpg დღეს “ლივერპულის” მცველმა ჯიმი კარაგერმა განაცხადა თავის მცირე კომენტარში, რომ “მერსისაიდელები” ფარხმალს არ დაყრიან და ბოლომდე იბრძოლებენ ყველაფრისთვის. “ჩვენ სეზონი ცუდად დავიწყეთ და ხალხს იმედები გავუცრთ. სეზონის დაწყების პერიოდი ყველასთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. მიზანი კონკრეტულია, ყველა თამასში გამრჯვება. ქულის წაღებისთვის ვიბრძოლებთ “მანჩესტერლებთან” მატჩში. მართალია, გუნდი შესუსტებულია, მაგრამ იმის ძალა ნამდვილად შესწევს, რომ “ეშმაკებს” ძლიერი მეტოქეობა გაუწიოს”. “გამოჩნდება ამ მატჩში ყველაფერი. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ უდაო ფავორიტი “იუნაიტედია”, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ფარხმალს არ დავყრით და ვიბრძოლებთ ყველაფრისთვის, რისთვისაც ბრძოლა შეიძლება”. ინფორმაციის წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  9. აუდი ა4 მუწყობილობა და რემონტი View the full article
  10. fiat croma 1985-1993 წ.წ. ახწერილობა და რემონტი View the full article
  11. ძველი ბავსვშვთა სავადმყოფო საიდანაც გადადიან პაციენტებიც და ექიმებიც დარჩენილია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ საავარმყოფო ინახავს რაღაც საშინელ საიდუმლოებას ბავშვები მას მექანიკურ გოგონას ეძახიან ..... View the full article
  12. რა გამოვა, რომ გააერთიანო განქსტერული ფილმი და საპნის ოპერა? 'ზერო 2' – ეს არის კრიმინალური მელოდრამის და მანიაკური ძალადობის გიჟური კომბინაცია, რომელიც იძულებით გაგაცინებთ. როდესაც კრიმინალური ცხოვრება უპირისპირდება შოუ-ბიზნეს, დაქირავებული მკვლელები, მეგობრები მაკსი და სილვესტერი მოულოდნელად აღმოჩნდებიან აბსურდის უჩვეულო დრამატულ პერიფერიებში… View the full article
  13. ჟერნალ ფლეიბოი 2010-09 სლოვენია View the full article
  14. ფამარი და იუდა ეროტიკული კომიქსი რუსულ ენაზე 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  15. Land of the Dead... ქალაქში თქვენ იმყოფებით სრულიად მარტო, ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი, რომელიც ზომბად გადაქცევას გადაურჩა. ირგვლივ სისხლის მსმელი ზომბებია. თქვენ გევალებათ დაიცვათ თავი და გაწმინოთ ქალაქი მათგან. თავიდან უნდა მოიპოვოთ იარაღი და დაიწყოთ ბრძოლა. იარაღის სახეობა უამრავია, ყოველ ტურში გემატებათ ახალი იარაღები: ნაჯახები, დანები და უამრავი საშინელი რამ რაც უფრო ამძაფრებს თამაშს. თამაშის ფასეულობას მატებს შიშის მომცველი სპეც ეფექტები, იდეალური გრაფიკა და მარტივად მართვადი ინტერფეისი. View the full article
  16. მთავარ გმირს ჰგონია, რომ მამამისს სურს გახდეს ამერიკის პრეზიდენტი, ხოლო ბებია და ბაბუა - ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტია. იგი დაბრმავებული იყო, ხოლო როდესაც თვალებში გამოიხედა მას ანდრეი მალახოვი შერჩა. ჩინელებმა გმირს მამა მოსტაცეს. ერთადერთი გამოსავალია აიღოს ხელში ცივი იარაღი და შური იძიოს დამჩაგვრელებზე. View the full article
  17. ”ვერც ერთი დაწერილი დოკუმენტი ვერ იწინასწარმეტყველებს მომავლის ყველა შესაძლო სცენარს,” - ნათქვამია ნიუ-იორკ თაიმსის ეთიკის კოდექსში. ჟურრნალისტური ეთიკის კოდექსებში ზოგადადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები ამა თუ იმ საკითხების გაშუქებისას, რათა გამოცემის რეპუტაცია და მის მიმართ აუდიტორიის ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. თუ ეს ეთიკის პრინციპები ჟურნალისტს ამა თუ იმ სიტუაციაში ვერ აძლევს ნათელ წარმოდგენას იმაზე, თუ რა წესები აქვს გამოცემას, ასეთ სიტუაციებში ნიუ იორკ თაიმსის მენეჯმენტი მოელის, რომ ის (რეპორტიორი) კონსულტაციას გაივლის ნიუსრუმის მენეჯმენტთან. ჟურნალ ”ტაბულას” ასეთ ნიუანსებზე ფიქრი მანამდე მოუწია, ვიდრე ეთიკის კოდექსს დაწერდა. ”ტაბულა” 2010 წლის 15 მარტს გამოვიდა პირველად. რედაქციის ეთიკის კოდექსი ჩამოყალიბების პროცესშია. ჟურნალის მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ სანამ ეთიკის კოდექსი საბოლოოდ დაიხვეწება, ჟურნალისტების ქცევის ნორმები ზეპირად წესრიგდება. ”ტაბულას” მიერ დაწესებული ქცევების ზეპირი ნორმ(ებ)ის თანახმად, თუ ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ საჯარო დისკუსიაზე, ტელე ან რადიო გადაცემაში გამოჩნდეს, როგორც მონაწილე, ჯერ რედაქციასთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. ზოგადად, ”ტაბულას” ჟურნალისტებს აქციებზე სიარული არ ეკრძალებათ. სარედაქციო საბჭომ შეიძლება ესა თუ ის ჟურნალისტი არ გაუშვას აქციაზე, თუ გადაწყდება, რომ შეიძლება ”კონფლიქტი წარმოიშვას აქციის მიზანსა და რედაქციის ფასეულობებს შორის.” ირაკლი დეისაძის წიგნის საჯარო მხარდაჭერა ჩერგოლეიშვილის თქმით, ასეთ კონფლიქტს არ ქმნის და ჟურნალისტებსაც არ აეკრძალებოდათ მის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მიღება. ჟურნალისტები რედაქტორისაგან დამოუკიდებლად წავიდნენ აქციაზე. თუმცა რედაქტორისგან გაფრთხილება მიიღეს, რადგან წინასწარ თანხმობა არ უთხოვიათ. მალხაზ გულაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და ყველა სხვა ადამიანის გვერდით, ვინც, ჩერგოლეიშვილის თქმით, საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური ნიშნით შუღლის ჩამოგდებას ცდილობს, ”ტაბულას” ჟურნალისტის დგომა ”გამორიცხულია.” ”ეს პირდაპირ კონფლიქტს ქმნის ”ტაბულას” ფასეულობებთან”, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი. სანამ ირაკლი კაკაბაძესთან ერთად აქციაზე წავიდოდა, ”ტაბულას” ყოფილ თანამშრომელ შოთა დიღმელაშვილს (გაგარინი) ეს გეგმა რედაქტორთან არ შეუთანხმებია. აქცია ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ისახავდა მიზნად, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დღეგრძლობას ნავთობით აპირებდნენ. დიღმელაშვილი, რომელიც ”ტაბულაში” ჩერგოლეიშვილის თქმით, მუშაობდა როგორც გადამწერი (copy editor), სამსახურიდან ხელძღვანელის მითითების, ანუ შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. ”ირაკლი კაკაბაძესთან, მალხაზ გულაშვილთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად ჩემი თანამშრომელი რომ გამოჩნდეს, ეს ჩემთვის დიდი სირცხვილია, რადგან გარშემომყოფნი, ჩემს თანამშრომლებს შესაძლოა მიიჩნევდნენ ტაბულას წარმომადგენლებად, ხოლო მათ პოზიციას - რედაქციის პოზიციად,”, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი აზუსტებს, რომ მისთვის მიუღებელი პერსონაა ყველა, ვინც ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ცდილობს,. მათ შორისაა ირაკლი კაკაბაძე. დასტურად კი ირაკლი კაკაბაძის სტატია მოაქვს, რომელიც 2007 წლის 28 ივლისის ”რეზონანსში” გამოქვეყნდა. ”სტატიაში ირაკლი კაკაბაძე ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის ”ტაბულას” ერთ-ერთ რედაქტორს ლევან რამიშვილს ჰომოსექსუალობის წახალისების და აბორტების გაათმაგების გზით ქართველი ერის გენოციდში სდებს ბრალს, ხოლო ჰომოსექსუალებს ავადმყოფებად მოიხსენიებს. ”ჩვენთვის არ არსებობენ მიუღებელი ადამიანები”, - აცხადებს გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე, – ”მედიისთვის, არა მგონია, ადამიანების დაყოფა ნორმალური იყოს.” თურაძისთვის ჟურნალისტის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში: ”თუ ჟურნალისტმა თავისი ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რედაქციის რეპუტაციას.” გაზეთს ქცევის საკუთარი კოდექსი გააჩნია. აქამდე არ ჰქონიათ შემთხვევა, რომ ჟურნალისტს აქციაზე წასვლის სურვილი გამოეთქვას. ”რომ გაჩნდეს მსგავსი შემთხვევა, ეს აუცილებლად გახდება რედაქციის მსჯელობის საგანი და გადაწყდება, წავიდეს თუ არ წავიდეს რეპორტიორი”, - აცხადებს თურაძე. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ყველა ნაციონალური არხის ეთიკურ საკითხებს არეგულირებს, თუმცა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი ეთიკის კოდექსიც აქვს. საკუთარი ქცევის კოდექსი არ გააჩნია რუსთავი 2-ს. გიორგი ლაფერაშვილი, რუსთავი 2-ის ახალი ამბების პროდიუსერი, ამბობს, რომ ის ”არ მიესალმება,” რომ ჟურნალისტმა ”არხის სახელით” აქციაზე აზრი გამოთქვას. საკუთარი ქცევის კოდექსი არც ტელეკომპანია ”იმედს” აქვს. გაზეთ ”24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე თავს თავმოყვარე მედიასშუალების წარმომადგენელს უწოდებს და ამაყობს, რომ მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთს საკუთარი, დაწერილი ქცევის კოდექსი აქვს, თუმცა, დოკუმენტზე საკუთარი აზრი გააჩნია: ”ძველია და ინფანტილური.” დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის ნახვა არ შეუძლია - კოდექსი ვებ-გვერდიდან მოხსნილია - ვეშაპიძის თქმით, ერთადერთი მიზეზით: მისი დამუშავება და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა - ადაპტირება მიმდინარეობს. მისი თქმით, ახალ ვარინატში აუცილებლად ჩაიდება ის პუნქტი, რომ ჟურნალისტი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს, როგორც აქტივისტი - თუ საქმე კოლეგების, ანუ მედიის სოლიდარობას შეეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეშაპიძის თქმით, ”24 საათის” რეპორტიორი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. დაწერილი კოდექსი არ გააჩნია სააგენტო ”პირველს.” თუმცა, ყოველდღიურ შეკრებაზე სააგენტოს რედაქტორი ანი მიროტაძე ჟურნალისტებს ქცევის წესებს სიტყვიერად განუმარტავს. სააგენტოს რეპორტიორებისთვის იკრძალება ყოველგვარ აქციაში, როგორც აქტივისტის, მონაწილეობა. ”ისევე, როგორც მეეზოვე მიდის და უნდა დაგავოს, ისე ჟურნალისტი მიდის და უნდა იმუშაოს, ” - აცხადებს მიროტაძე. - ”აქტივისტად, რა თქმა უნდა, არ უნდა წავიდეს, რა შინაარსის აქციაც არ უნდა იყოს.” არც ერთ აქციაზე წასვლას არ უკრძალავს თავის რეპორტიორებს ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. ”როდესაც ჟურნალისტი აგვყავს სამსახურში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვყიდულობთ, როგორც ადამიანს”, - განმარტავს შავერდაშვილი. – ”მან უნდა შეასრულოს კონკრეტული სამუშაო და ამის გარეთ უნდა ჰქონდეს თავისუფლება.” ქცევის ეთიკის კოდექსი ჯერ არც ”ლიბერალის” რედაქციას შეუმუშავებია. ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორი ამბობს, რომ არის შიდა პრინციპები, რომელიც, ვერბალურ დონეზე, ყველა თანამშრომელმა იცის. რუსუდან ფანოზიშვილი ”ლიბერალის” შტატის ჟურნალისტია და აქციებს ერიდება. ამბობს, რომ აქციაზე ატქივისტად ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს: თუ საქმე პროფესიულ სოლიდარობას ეხება და აზუსტებს, რომ არ გააშუქებს აქციას, სადაც საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ”შეიძლება ქვეცნობიერად მეგონოს, რომ ობიექტური ვარ და მინდოდეს და შევეცადო, მაგრამ არ გამომივიდეს, ” - ამბობს ფანოზიშვილი. – ”და თუნდაც, ზოგადად, მოხდეს სასწაული და ობიექტური ვიყო, სხვებს მაინც გაუჭირდებათ ამის დაჯერება - ჩემი დაჯერება.” ”ასეთ გარემოებაში დაწერილ სტატიას გამადიდებელი ლუპით წავიკითხავდი ობიექტურობაში დასარწმუნებლად”, - აცხადებს მისი რედაქტორი. – ”დღეს მეკითხებოდნენ: ”მალხაზ გულაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე რომ წავიდე, გექნება პრობლემა?’ - ალბათ, მაინც არ ავუკრძალავ”, - აცხადებს შავერდაშვილი. შავერდაშვილისთვის მთავარია, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი განწყობები, სამოქალაქო პოზიციები, პოლიტიკური, რელიგიური და პირადი მოსაზრებები და დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ”რედაქციის ზღურბლს მიღმა” დატოვონ. ”ჩვენ ვაგებთ პასუხს ჟურნალ ”ლიბერალში” დაბეჭდილ ყველა სტატიაზე და მაღალ სტანდარტებზე, რაშიც იგულისხმება მიუკერძოებლობა, ფაქტების სიზუსტე, დაბალანსებულობა და ასე შემდეგ - სხვა ფუნდამენტური ჟურნალისტური პრინციპები. ” თუმცა, აქციაში აქტივისტობა ”ლიბერალის” ჟურნალისტისთვის სამსხურის დაკარგვის მიზეზი არ გახდებოდა, განმარტავს შავერდაშვილი. შოთა დიღმელაშვილსა და ”ტაბულას” შორის წერილობითი შრომითი ურთიერთობა არ არსებულა. იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომით ხელშეკრულებად ითვლება. საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე, დამქირავებელს მიზეზის ახსნის გარეშე შეუძლია თანამშრომლის დათხოვნა. თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანის მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში აზრის გამოხატვის მიზნით. ”ადამიანის უფლებები არის ურთიერთობა პირსა და სახელმწიფოს შორის - კონსტიტუციური სამართალი. მაგრამ შრომითი ურთიერთობა არაა კონსტიტუციური სამართალი - ესაა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა პირსა და მის დამქირავებელს - სამუშაოს მიმცემსა და შემსრულებელს შორის”, - აცხადებს იურისტი სანდრო ბარამიძე. –” ნებისმიერი მიზეზი, რომელიც დამქირავებელს არ დააკმაყოფილებს, შეიძლება გახდეს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. ” თვით შოთა ამბობს, რომ მან რედააქციაში არაერთხელ ახსენა თავისი პოლიტიკური შეხედულებები ბუშის შესახებ და აქციის შესაძლო გეგმა. ”თუმცა, მაშინ რედაქციაში ამაზე ყველამ გაიცინა”, - იხსენებს დიღმელაშვილი. ”სულაც არ მაღელვებს, დალევდა თუ არა შოთა ნავთობით ბუშის სადღეგრძელოს”, - აცხადებს მისი დამქირავებელი, ჟურნალ ”ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. – ”მთავარია, შოთა არ დაემორჩილა ჩემს სიტყვიერ ინსტრუქციას და აღმოჩნდა ისეთ ადამიანებთან, ვისი პრინციპები და მორალი მთლიან შეუსაბამობაში მოდის ჩემს მორალთან.” ნიუ იორკ თაიმსის ეთიკის კოდექსი განმარტავს: ”კომპანიას (იგულისხმება ნიუ-იორკ თაიმსი) სჯერა, რომ ეთიკის დოკუმენტში გატარებულ აზრს ყველა ჩვენი თანამშრომელი იზიარებს... ამავე დროს, მის გამიზნულად დარღვევას დისციპლინური სასჯელი და შესაძლო დათხოვნა შეიძლება მოჰყვეს, რომელიც საერთო შეთახმების შედეგად განხორციელდება.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf-17_wmv-v8flv_000026920-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf-17_wmv-v8flv_000026920-300x225.jpg itvს ლინკი
  19. საეკლესიო კალენდარი კვირა ხსენება სასწაულისა ქმნილი ა მთავარანგელოზისა მიქაელისა მიერ კოლასეს (რომელ არს ხონა) შინა (IV); მოწამეთა:… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...