planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/indipendent1.jpg იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა, უსაზღვრო იყო როდესაც RT-ში საქართველოს კორესპონდენტად ვიწყებდი მუშაობას, არავითარი ილუზიები არ მქონდა. ვიცოდი რომ არხს მთავრობა აფინანსებდა და მის სარედაქციო პოლიტიკაში ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო, მაგრამ 24 წლის კაცისთვის, რომელსაც ტელევიზიებში მუშაობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, ეს უბრალოდ იმდენად კარგი იყო, რომ უარს ვერ ვიტყოდი. იმ წელს როდესაც RT-ზე ვმუშაობდი, საქართველო მუდმივ პოლიტიკური კრიზისში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ დასვენების დღეები საერთოდ არ მქონდა. ძირითადად კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემი ნამუშევარი დაბალანსებული იყო. ჩემი ქართველი მეგობრები შურით მიიჩნევდნენ RT-ს ყველაზე ნაკლებად ცუდ რუსულ არხად. ჩვენ ასე მაინც ვამბობდით: სამხრეთ-ოსეთის „დე ფაქტო“ რესპუბლიკა და ვამბობდით პრეზიდენტი სააკაშვილი და არა „სააკაშვილის რეჟიმი“. მაგრამ ჩემი რეპორტაჟები აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცუდ მდგომარეობაზე, არასდროს გადაცემულა ეთერში. როდესაც მე იმ დიპლომატის ციტატა მოვიყვანე, რომელშიც ის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მნიშვნელოვან პროგრესს უწოდებდა, მე კინაღამ დამითხოვეს სამსახურიდან, მაგრამ ყველაზე დიდ გამოცდად 2008 წლის რუსულ-ქართული ომი გახდებოდა. თუ თავისი მთავარ ფუნქციას რუსული არმიის მხარდამჭერაში დაინახავდა? ეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მეორე დღესვე გავარკვიე, როდესაც ღია ეთერში მკითხეს როგორია სიტუაცია. ფრთხილად შერჩეული ფრაზებით „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ „ჯერ ადრეა თქმა“ ვუპასუხე, რომ ახლახანს მიღებული ცნობით რუსული თვითმფრინავები ქალაქ გორის მშვიდობიან რაიონებს ბომბავენ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ზუსტიიყო, ის კარგად არ მიიღეს. მე სატელიტი მქონდა შეკვეთილი, რათა ყოველ საათში ერთხელ გადამეცა ახალი ინფორმაცია. სტუდიაში მიმავალმა გავიგე, რომ შეკვეთა გაუქმებულია. იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა უსაზღვრო იყო. იმის ცდუნება გამიჩნდა, რომ იქვე წამოვსულიყავი სამსახურიდან. დღე წინ მიიწევდა, დაბომბვის რაოდენობამაც იმატა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმაც. იმ საღამოს RT-ს კიდევ ერთი სატელეფონო ინტერვიუ დასჭირდა. ამჯერად მე უნდა უარმეყო CNN-ის არასწორი რეპორტაჟი თბილისზე საჰაერო დარტყმის შესახებ, მაგრამ არ უნდა მეხსენებინა ქვეყნის სხვა რეგიონებში მიმდინარე რეალური დაბომბვები. მე უარი ვთქვი და ოფიციალურად წამოვედი სამსახურიდან. მე მადლობელი ვარ იმ დროის, რაც RT-ში გავატარე და ყველას ვურჩევდი იგივეს, ვისაც რუსეთი აინტერესებს. არხს აქვს რამდენიმე კარგი გადაცემა და ნიჭიერი ადამიანებიც ჰყავს, მაგრამ ნებისმიერ საკითხებში, რომლიც კრემლის ხაზს უკავშირდება, RT აუცილებლად გაჰყვება მას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/indipendent1.jpg იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა, უსაზღვრო იყო როდესაც RT-ში საქართველოს კორესპონდენტად ვიწყებდი მუშაობას, არავითარი ილუზიები არ მქონდა. ვიცოდი რომ არხს მთავრობა აფინანსებდა და მის სარედაქციო პოლიტიკაში ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო, მაგრამ 24 წლის კაცისთვის, რომელსაც ტელევიზიებში მუშაობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, ეს უბრალოდ იმდენად კარგი იყო, რომ უარს ვერ ვიტყოდი. იმ წელს როდესაც RT-ზე ვმუშაობდი, საქართველო მუდმივ პოლიტიკური კრიზისში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ დასვენების დღეები საერთოდ არ მქონდა. ძირითადად კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემი ნამუშევარი დაბალანსებული იყო. ჩემი ქართველი მეგობრები შურით მიიჩნევდნენ RT-ს ყველაზე ნაკლებად ცუდ რუსულ არხად. ჩვენ ასე მაინც ვამბობდით: სამხრეთ-ოსეთის „დე ფაქტო“ რესპუბლიკა და ვამბობდით პრეზიდენტი სააკაშვილი და არა „სააკაშვილის რეჟიმი“. მაგრამ ჩემი რეპორტაჟები აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცუდ მდგომარეობაზე, არასდროს გადაცემულა ეთერში. როდესაც მე იმ დიპლომატის ციტატა მოვიყვანე, რომელშიც ის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მნიშვნელოვან პროგრესს უწოდებდა, მე კინაღამ დამითხოვეს სამსახურიდან, მაგრამ ყველაზე დიდ გამოცდად 2008 წლის რუსულ-ქართული ომი გახდებოდა. თუ თავისი მთავარ ფუნქციას რუსული არმიის მხარდამჭერაში დაინახავდა? ეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მეორე დღესვე გავარკვიე, როდესაც ღია ეთერში მკითხეს როგორია სიტუაცია. ფრთხილად შერჩეული ფრაზებით „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ „ჯერ ადრეა თქმა“ ვუპასუხე, რომ ახლახანს მიღებული ცნობით რუსული თვითმფრინავები ქალაქ გორის მშვიდობიან რაიონებს ბომბავენ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ზუსტიიყო, ის კარგად არ მიიღეს. მე სატელიტი მქონდა შეკვეთილი, რათა ყოველ საათში ერთხელ გადამეცა ახალი ინფორმაცია. სტუდიაში მიმავალმა გავიგე, რომ შეკვეთა გაუქმებულია. იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა უსაზღვრო იყო. იმის ცდუნება გამიჩნდა, რომ იქვე წამოვსულიყავი სამსახურიდან. დღე წინ მიიწევდა, დაბომბვის რაოდენობამაც იმატა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმაც. იმ საღამოს RT-ს კიდევ ერთი სატელეფონო ინტერვიუ დასჭირდა. ამჯერად მე უნდა უარმეყო CNN-ის არასწორი რეპორტაჟი თბილისზე საჰაერო დარტყმის შესახებ, მაგრამ არ უნდა მეხსენებინა ქვეყნის სხვა რეგიონებში მიმდინარე რეალური დაბომბვები. მე უარი ვთქვი და ოფიციალურად წამოვედი სამსახურიდან. მე მადლობელი ვარ იმ დროის, რაც RT-ში გავატარე და ყველას ვურჩევდი იგივეს, ვისაც რუსეთი აინტერესებს. არხს აქვს რამდენიმე კარგი გადაცემა და ნიჭიერი ადამიანებიც ჰყავს, მაგრამ ნებისმიერ საკითხებში, რომლიც კრემლის ხაზს უკავშირდება, RT აუცილებლად გაჰყვება მას. ორიგინალი ორიგინალი
-
ჟურნალი XXL 09 2010 View the full article
-
გოგონების თემები ნოკიასთვის (360x640) View the full article
-
კრისტინა-ვამპირების დედოფალი ეროტიკული კომიქსი რუსულ ენაზე უფროსებისთვის 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ჰოსპიტალის ფანჯრებს მიღმა გრგვინავს, ვიოლეტა სამერის გონებაშიც არ ცხრება. კომაში ჩავარდნილი ვიოლეტა, რომელიც ბრიტანული დაზვერვის აგენტია, კვლავ განიცდის იმ საშინელებებს რაც ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლაში გადახდა. Velvet Assassin-ში ისეთ ჭეშმარიტებას იხილავთ ომის შესახებ, რომელსაც ხმამაღლა არ ყვებიან. დავალებები მთელ ევროპას მოგატარებთ. მოგიწევთ დივერსიების მოწყობა და მიზნამდე მისვლა. ვიოლეტას სიზმრები საშუალებას მოგცემთ განიცადოთ ყველაფერი ის, რაც მან განიცადა და შეასრულოთ იგივე ქმედებები რასაც იგი ჩადიოდა. View the full article
-
სტიდენტ გოფონას სიზმარში დაესიზმრება ყვავილი რომელიც საოცრად იზიდავს მას . ცოტა ხანში მას ეს მიმზიდველი ყვავილი ცხადშიც დაუჭყებს დევნას. გოგონა დაქალთან ერთად რომელიც მისტიკით არის გატაცებული დაიწყებენ სიზმრის აზრის გამოკვლევას და წააწყდებიან წიგნს . წიგნი გოგონებს არა ამ ქვეყნიურ სანყაროსთან დააკავშირებს ..... View the full article
-
ცოლ ქმარმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბავშვი დაკარგა, იშვილებს ცხრაწლის გოგონას, რომელიც არ აღოჩნდება ისეთი საყვარელი და უვნებელი, როგორც ეს პირველი შეხედვიდან მოეჩვენათ... View the full article
-
მადრიდის რეალის ნახევარმცველი ესტებან გრანერო თავისი გუნდელის დამცველად გამოვიდა. მან რონალდოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა რომ პორტუგალიელი გუნდირი მოთამაშეა და ინდივიდუალისტი. იხილეთ fanebi.com
-
მადრიდის რეალის ნახევარმცველი ესტებან გრანერო თავისი გუნდელის დამცველად გამოვიდა. მან რონალდოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა რომ პორტუგალიელი გუნდირი მოთამაშეა და ინდივიდუალისტი. იხილეთ fanebi.com
-
ზაფხულში, ეგრეთ წოდებულმა ”სექსტურმა” გონიოში პიკს მიაღწია. ტრაილერებისა და თურქეთის მოქალაქეების პროსტიტუციით გართობამ და ხმაურმა დამსვენებლებიც კი დააფრთხო. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ამ სოფელში. გონიოში ბევრ კერძო სახლში ბორდელი აქვთ გახსნილი. ცხადია, არაოფიციალურად. აქ, ძირითადად, წარმოშობით შუააზიელი ქალები მუშაობენ. და ქართველებიც, ისინი, ვინც დეპორტაციის გზით თურქეთიდან გამოაძევეს. ეს გონიოში ერთგვარ საოჯახო და სამეზობლო ბიზნესად ჩამოყალიბდა. კლიენტები, ძირითადად მძღოლები, თურქეთიდან შემოდიან. ფასი არც თუ ისე დაბალია, 50 ლარიდან მაღლა. სქემა ასეთია, სამი მეზობელი ერთ `ამხანაგობაში~ ერთიანდება: ერთი ოჯახი მძღოლების მოზიდვაზე მუშაობს. მეორესთან ქალებს აქვთ ბინა ნაქირავები, მესამე ბუნაგია, სადაც მძღოლები და ქალები საათების მიხედვით ჩერდებიან. იქვე ცხოვრობენ გონიოელებიც, ოჯახებით _ დედები, შვილები, ცოლები და ქმრები. ამის შესახებ გონიოში ყველა მოგიყვება. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ოჯახში ბორდელის გახსნა არ შეიძლება, აქციაც კი გამართა და ქუჩის გადაკეტვაც სცადა, მაგრამ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. სოფლის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა 13 ივლისს აქცია მოაწყო. ძირითადი მოთხოვნა ტრაილერების სადგომის გადატანა და პროსტიტუციის აღკვეთა იყო. აქცია `25-ე~ არხით გაშუქდა. თუმცა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მხოლოდ ტრაილერების საკითხს მოჰყვა. გონიოელები ამბობენ, რომ სოფელში მუდმივად ისმის კლიენტისა და ქალების ჩხუბის ხმა -ვინ ფასზე ვაჭრობს და უკმაყოფილოა, ვინ კიდევ სხვა რამის გამო ილანძღება. ამის მიუხედავად, პროსტიტუციის თემაზე ხმამაღლა ბევრი გონიოელი არ საუბრობს. მაგრამ არიან ისინიც, რომლებიც ამაზე საუბარს არ ერიდებიან. ”ამ საკითხზე ხელისუფლება არაერთხელ შევაწუხე. მათ შორის დეპუტატი ასლან თავდგირიძე. მირჩია, თურქული პარკებისა და რესტორნების დახურვა მოგვეთხოვა. მაგას ვერ ვიზამთ, რადგან მეზობლები არიან დასაქმებულნი და ორ კაპიკს აკეთებენ. ეს მეზობლებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს”, -განაცხადა ”ბათუმელებთან” თამარ გორაძემ. გონიოს საჯარო სკოლის მოპირდაპირედ არსებული მოედანი სატვირთო ტრაილერების სადგომად წლების წინ იქცა. რიგითი გონიოელებისთვის მძღოლების მომსახურება საწვავით, საკვებითა და ბინით, სარფიანი საქმე გახდა. როგორც გონიოელები ამბობენ, მალე სოფელში ქალების გაქირავებითაც დაიწყეს ფულის კეთება. ჩამოიყვანეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებიც თურქეთიდან გზადმიმავალ მძღოლებს სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ. ”თავდაპირველად მარტო მძღოლებს ემსახურებოდნენ. შემდეგ ეს ბიზნესი ნელ-ნელა გაფართოვდა. ახლა ამ ბიზნესში თურქეთის მოქალაქეებიც არიან ჩაბმულნი. მათ ნაქირავები აქვთ სასტუმროები, კაფეები, კერძო სახლები, სადაც არაოფიციალური ბორდელები ფუნქციონირებს. ერთ-ერთი ასეთი ბუნაგი სკოლასთანაა, გივი ბაკურიძის სასტუმროში, რომელიც თურქებს აქვთ ნაქირავები. საშინელება ხდება. საღამოთი ბავშვები გარეთ არ გაიშვება. ჯერ კიდევ ზაფხულია და ბავშვებს სახლში ვერ ჩაკეტავ. ჩვენი სოფელი თითქოს მთელ საქართველოში განთქმული კურორტია და საუკეთესო პროექტებს გვპირდებიან, მაგრამ ახლა ისეთი საშინელება ხდება, მგონი აქ მალე აღარავინ ჩამოვა~. პროსტიტუციის მორალურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას სერგო გორაძე: `სოფლის ცენტრში ბოზობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ახალგაზრდა ქალები სხეულით ვაჭრობენ. ჩვენ ბავშვები გვყავს. ამას ყველა ხედავს”. ლინდა ახალაძე კი არასრულწლოვნების გარყვნის საფრთხეზე საუბრობს: `სკოლასთან მაქსიმუმ 20 მეტრშია ბორდელი... სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობლების ნაწილი ამ ბინძურ ბიზნესშია ჩართული. ზოგს საკუთარ სახლებში ჰყავს პროსტიტუტკები და კლიენტებს სექსუალური ორგიების მოწყობის უფლებას აძლევს. ამას მათი ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად მეზობლებიც ხედავენ”. გონიოს საჯარო სკოლის დირექტორი, ცისანა ბარამიძე, რომელიც ამავე დროს გონიოს თემის დეპუტატია ხელვაჩაურის საკრებულოში, ამბობს: `რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, მაგრამ ჩვენ არ შევუწუხებივართ, ასეთი რამ არ ყოფილა. თუ აქ რაიმე სახის დაწესებულება არის გახსნილი, შესაბამისი ლიცენზიაც აქვთ. ჩვენ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არ გვყავს. რამე პრობლემა ჩვენს ბავშვებს ასეთ დაწესებულებებთან, საბედნიეროდ, ჯერ არ ჰქონიათ. რომ რამე, პირველი თვითონ დავიცავდი ბავშვების ინტერესებს. თუ სოფელი იტყვის, ამ საკითხის მოსაწესრიგებლად ვიბრძოლებ. ჩემი ინიციატივით ბრძოლის დაწყებაზე არ დავფიქრებულვარ~. ხელვაჩაურის გამგებელი, თემურ დუმბაძე კი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის წინ ტრაილერების სადგომი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს: `რაც შეეხება პროსტიტუციას, ვინ მსუბუქი ყოფაქცევისაა და ვინ მძიმე, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ეს ქალები კაფეებსა და სასტუმროებში სხვადასხვა თანამშრომლებად ჰყავთ გაფორმებული~. გონიოს თემის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ლამზირა ლეონიძე კი მოსახლეობის პასიურობაზე საუბრობს: `პროსტიტუციის პრობლემა გონიოში აღარ არის. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ განცხადება არც ჩვენთან შემოსულა და არც პოლიციაში არ შესულა. რომ შესულიყო, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა~. თამარ გორაძე კატეგორიულად არ ეთანხმება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: `ტურისტული სეზონი მთლიანად ჩამივარდა. ეს მაშინ, როცა დამსვენებლების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დავიწყე. ოთახს საშუალოდ 120 ლარად ვაქირავებდი და ტურისტების რიგი მედგა. ბოლო ორი თვეა ტურისტი საერთოდ აღარ გამკარებია~. რამაზ გოგიტიძის განცხადებით, პროსტიტუციას აქ უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: `აქ, წლობით, თურქეთიდან დეპორტირებული ქალები იყრიან თავს. ვის არ ნახავთ: ქართველებს, სომხებს, შუააზიელებს. სასტუმროებსა და კერძო სახლებში ცხოვრობენ. ამას ყურადღებას არავინ აქცევს~. საქართველოში პროსტიტუცია კანონით არ იკრძალება, თუმცა არც ნებადართულია (ანუ არ არის ლეგალიზებული). იურისტების თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პროსტიტუციასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი მუხლი არსებობს, ანუ პროსტიტუცია მხოლოდ ორ შემთხვევაში ისჯება: ერთი, როცა ხდება პროსტიტუციაში არასრულწლოვანის ჩაბმა; მეორე, 254-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის ან ადგილის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე~. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ კორძაიას განცხადებით, პროსტიტუციის ადგილების მოწყობა დანაშაულია: `თუკი ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს, მაშინ შეიძლება საჩივრის შეტანა და დამტკიცების შემთხვევაში მისი აღკვეთა. ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობა ასეთი ადგილების შესახებ ავტომატურად იწვევს სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ, პროკურატურის დაინტერესებას, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ ასეთ ცნობებზე და წინასწარი მოკვლევა ჩაატარონ~. რაც შეეხება თავად პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, მათ მიმართ მოქმედებს ადმინისტრაციული კოდექსი: `პროსტიტუცია არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ერთთვიანი შრომის ანაზღაურების ნახევრის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში დაჯარიმების ოდენობა იზრდება. თუმცა, ჯარიმის ზუსტი ოდენობები განსაზღვრული არ არის. ამ მუხლს აქვს ისეთი დათქმაც, რომ არ დაჯარიმდება ის პირი, რომელიც არის ტრეფიკინგის მსხვერპლი~. გონიოში ტრეფიკინგზე (ამ შემთხვევაში ქალების ჩართვა იძულებით საქმიანობაში) არაფერს ამბობენ. გონიოში არც იმაზე დაფიქრებულან, ხომ არ იქნება გამოსავალი პროსტიტუციის ლეგალიზაცია _ ოფიციალური ბორდელების გახსნა, სადაც დასაქმებულ ქალებს მოემსახურება ექიმი და უსაფრთხოების კიდევ ბევრი ნორმა იქნება დაცული. ამით იხეირებს სახელმწიფო ბიუჯეტიც, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
იტალიური ინტერნაციონალეს მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა რომ დიეგო მილიტოსთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს. იხილეთ fanebi.com
-
ინგლისური "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტის თამაშით კმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელი მისი ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი "მამლების" რიგებში "რეალიდან" სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს გადავიდა. იხილეთ fanebi.com
-
თურქეთის მთავრობამ სომხურ მრევლს ლოცვის უფლება მისცა ტაჯიკეთში ისლამისტებმა 23 სამხედრო მოკლეს აჰმადინეჯადი: ირანი არ დაიჩოქებს საპარლამენტო არჩევნები შვედეთში სრული ინფო(netgazeti.ge)
-
fanebi.com- ტერი და ლამპარდი სიტისთან ითამაშებენ
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
მართალია ჯერ–ჯერობით ჩელსი ყველა მოწინააღმდეგეს ერთი ამოსუნთქვით იშორებს მაგრამ კალენდარს თუ გადავხედავთ არისტოკრატებს წინ მკვეთრი მოსახვევი ელით. იხილეთ fanebi.com -
<p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/logo1.png რიკ როზოფი 15 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერთ გეითსმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის უწყბების ორივე ხელმძღვანელმა ასევე გაავრცელა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც მათი სახელმწიფოები თავდაცვით საკითხებზე შექმნიან მუშა ჯგუფებს, რომლებიც ყოველწლიურად შეხვდებიან ერთმანეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ორმა ოფიციალურმა პირმა განიხილა ის საკითხებიც, რომლებსაც ევფემისტურად სარაკეტო ფარად და სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების განახლებული შეთანხმების (START) რატიფიცირებად მოიხსენიებდა. გარდა ამისა „მხარეები ასევე გეგმავენ (დნენ) რეგიონული უსაფრთხოების ზოგიერთ პრობლემაზე ფოკუსირებას, მათ შორის ავღანეთზე, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე“ – იუწყებოდა იტარ-ტასი. მეინსტრმული მედია ორივე ქვეყანაში, ამ ახალ ამბავს უეჭველად გამოაცხადებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა დათბობის კიდევ ერთ დასტურად მას შემდეგ, რაც აშშ-ს დღევანდელმა ადმინისტრაციამ ბუშის მთავრობა რესპუბლიკელთა და დემოკრატთა იმ მომაბეზრებელ კარუსელში შეცვალა, რომელსაც ადგილი უკვე 1852 წლიდან აქვს და რომელსაც იშვიათად მოყვება საკმარისად მნიშვნელოვანი ცვლილება საგარეო პოლიტიკაში. დიდწილად რიტორიკულ „გადატვირთვას“მოსაწყენი, წარმოსახვას მოკლებული, კლიშედ ქცეული ფრაზების თანხლებით ასევე ხშირად მოიხსენიებენ. აი ახლა კი სამყაროში, მიუხედავად იმისა, სუფევს თუ არა უფალი ზეცაში, ყველაფერი წესრიგშია. სავალალო წარსულის საკუთრებად იქცა ის უხეირო გართულებები, რომლებიც ჯერ სამი წლის წინ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც მან გაბედა და თანამდეროვე მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებზე სიმართლე ილაპარაკა და ისიც რაც, ერთი წლის შემდეგ ვაშინგტონის კლიენტს, საქართველოსა და რუსეთის ხუთდღიანი ომის გამო შეიქმნა. ოფიციალურმა მოსკოვმა თავის ტერიტორიაზე ავღანეთში მიმდინარე ომისთვის არალეტარული ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა (როგორც ჩანს ისტორიული ირონიის ყოველგვარი განცდის გარეშე) და მიდის ლაპარაკი ნატო-რუსეთის იმ საბჭოს რეაქტივაციაზე, რომელმაც თავისი მუშაობა 2008 წლის კავკასიის ომის შემდეგ შეაჩერა. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მსოფლიოს ერთადერთ სამხედრო სუპერსახელმწიფოსთან ურთიერთობათა გადაწყობაში თავისი როლს გაუწევს რეკლამირებას და თავისი და თავისი პარტიისთვის – „ერთიანი რუსეთისთვის“ შესაბამის პოლიტიკურ ჯილდოს დაელოდება. რუსეთის გამოცდილებას სამხედრო თანამშრომლობის პაქტებთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს ნაპოლეონ ბონაპარტთან 1807 წლის შეთანხმება, თუ ადოლფ ჰიტლერთან 1939 წელს, ალბათ მისთვის რაღაც უნდა ესწავლებინა. მაგრამ ისტორია გრძელია, ხოლო მეხსიერება მოკლე. იმ დროს, როდესაც გეითსი და სერდიუკოვი სამხრეთ და ცენტრალური აზიის, აგრეთვე კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ, პენტაგონი დამოუკიდებლად და იმ გლობალური სამხედრო ბლოკის, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, ცოტა არ იყოს ლაპარაკზე მეტს აკეთებდა. დაჟინებით ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში წვრთნებისთვის ახალი სივრცეების შექმნას გეგმავს. ეს გარდა იმისა, რომ პენტაგონსა და ნატოს ომისთვის ავღანეთში და ნატოს ხელმღვანელობით მიმდინარე ოპერაციებისთვის ყირგიზეთის გავლითა და ტაჯიკეთის დედაქალაქში განთავსებული საჰაერო ბაზიდან ყოველთვიურად დაახლოებით 50,000 სამხედრო გადაყავს. ამერიკულმა ჯარმა და მისმა ბრიტანელმა მოკავშირეებმა ყაზახეთში, რუსეთის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის ქვეყანაში 2010 წელს ათდღიანი სამხედრო წვრთნები, Steppe Eagle ჩაატარეს. ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO), წევრები არიან – იმ პოსტსაბჭოთა თავდაცვითი ალიანისის წევრები, რომელსაც სათავეში რუსეთი უდგას და რომელშიც ბელორუსია, სომხეთი და უზბეკეთიც არიან გაერთიანებულნი. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი ევროპის მიღმა არსებული ის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა აქვთ მინიჭებული. წელს 11 სექტემბერს, CSTO-ს მთავარმა მეტოქემ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ნატომ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ეგიდით კატასტროფაზე რეაგირების წვრთნები დაიწყო სომხეთში. ამ პროგრამაში გაერთიანებულნი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი – ანუ რუსეთის, ლატვიისა და ლიტვის გარდა (ეს სამი უკანასკნელი 2004 წელს ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა), ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. 2010 წლის წვრთნებში სომხეთში მონაწილეობს 15 ქვეყანა პროგრამებიდან „პარტნიორობა მშვიდობისათვისა“ და ნატოს პარტნიორთა „ხმელთაშუაზღვის დიალოგი“. „ხმელთაშუა ზვის დიალოგში“ გაერთიანებულნი არიან ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, მავრიტანია, მაროკო და ტუნისი. 16 სექტემბერს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანისის ხუთი საბრძოლო გემი (Standing NATO Maritime Group 2) მაროკოში გაჩერდა, რათა „ნატოს ძალებს საშუალება მიეცეს განავითაროს თანამშრომლობა (მაროკოს) სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებებთან“, ნათქვამია ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსის განცხადებაში. რუსეთმა და სომხეთმა 20 აგვისტოს,ხელი მოაწერეს შეთანხმებას და რუსულ სამხედრო ბაზებს სომხეთში იჯარის ვადა 2044 წლამდე გაუგრძელეს. მაგრამ შეთანხმებები იჯარაზე ხშირად ირღვევა. გასულ დეკემბერს სომხეთმა დასტური განაცხადა ნატოს თხოვნაზე ბლოკის ხელმძღვანლეობით ავღანეთის ომში მისი სამხედრო ძალების მონაწილეობაზე. ესაა CSTO-ს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წევრი, ვინც ამგავრი ნაბიჯი გადადგა. მის ორ მეზობელს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ათასზე მეტი სამხედრო ჰყავთ გაგზავნილი ნატოს დაქვემდებარებაში ავღანეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. მიმდინარე კვირას, 2010 წლის წვრთნების დაწყების პროცესში, რობერტ სიმონსი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სომხეთის დედაქალაქს ეწვია. სიმონსის პოსტი შეიქმნა 2004 წელს ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ბლოკის სტამბოლის სამიტზე, რომელზეც ნატოს 61 წლის ისტორიის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ყველაზე დიდი გაფართოვება. მაშინ ნატოში 7 ახალი წევრი გაერთიანდა: ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვენია და სლოვაკეთი. აქვე ოფიციალურად იქნა შემოღებული და მუშაობა დაიწყო „სტამბოლის თანამშრომლობის ინციატივამ“, რომლის მიზანი იყო „ხმელთაშუა ზღვის დიალოგში“ მონაწილე 6 ქვეყანა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (ნატოს 12 ყველაზე ახალი წევრების რეკრუტირების მექანიზმი) დონემდე აეყვანა. ამავე სამიტზე „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ ექვს წევრ ქვეყანასთან სამხედრო თანამშრომლობისთვის უნდა ჩაეყარათ საფუძველი, ესენია: ბაჰრეინი, ქუვეიტი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბეთი გაერთიანებული საამიროები. ეს უკანასკნელი სპარსეთი ყურის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ნატოს ავღანეთისთვის ჯარიუნდა გაუგზავნოს. ერთი წლით ადრე, ამერიკელი სიმონსი, უსაფრთხოებისა და პარტნიორობის კოოპერაციის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწედ დაინიშნა. მისი ყურადღება ყოფილი იუგოსლავიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილისკენ იყო მიმართული. ეს პოზიცია მას ახლაც უკავია, დამატებით მის მოვალეობებთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მისი ამოცანა ბალკანეთიდან ჩინეთის დასავლეთ საზღვრებამდე ნატოს გავლენისა გავრცელება და ნატოს გაფართოებაა. ერევანში ყოფნისას, ის ქვეყნის პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემდგომ იმპლიმენტაციას განიხილავდა და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ საქისიანცი ლისაბონში ნატოს წლევანდელ სამიტზე მიიწვია. ამ სამიტზე პორტუგალიაში ალიანსის 21-ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფცი აუნდა განიხილონ და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტისათვის მთიან ყარაბახში ნატოს ჯარის, როგორც სამშვიდობო ძალის განთავსებაზე იმსჯელონ. აშშ და მის პარტნიორები ნატოში უკვე კარგა ხანია ფიქროობენ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის „ინტერნაციონალიზაციის“ იდეაზე იუგოსლავიის მოდელის მსგავსად. ამ თვის დასაწყისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯონ ტენერმა პირობა დადო, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხს ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დააყენებს. ბოლო სამი კვრის განმავლობაში რამდენიმე აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცი მოკლეს. ამ თვეშივე აზერბაიჯანული ჯარი ჩართული იყო ნატოს წვრთნებში, რომლებიც გერმანიაში, უკრაინასა და ჩერნოგორიაში ჩატარდა. ამ თვისსავე დასაწყისში სიმონსმა განაგრძო ძალისხმევა უზბეკეთის ნატოსა და პენტაგონის ფრთის ქვეშ დასაბრუნებლად. ხუთი წლის წინ ქვეყანამ გააძევა აშშ-ს სამხედრო ძალები ანდიჟანში საშინელი ამბოხის შემდეგ. ნატოს გერმანული შენაერთები დარჩნენ ქალაქ თერმეზის მახლობლად და უზბეკეთის მთავრობამ ნატოსთან შეთანხმება დადო, რომლის თანახმადაც ის ავღანეთის ომისთვის დისტრიბუციის ჩრდილოეთის ქსელში სატრანზიტო მარშრუტის ნაწილის როლს შეასრულებს. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გზავნილში სიმონსმა მაღალი შეფასება უზბეკეთს საჰაერო ბაზის გამოყენების, ნატოს ტვირთების ტრანზიტისა და იმის გამო, რომ მან ამ ბოლო დროს უფრო ინტენსიური გახადა ნატოში ინტეგრაციის ძალისხმევა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში. ათი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უზბეკეთი არ მიიღებს მონაწილეობას შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამშვიდობო მისიაში -2010, ანუ წვრთნებში, რომლებშიც ორგანიზაციის სხვა წევრები რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი მონაწილეობს და რომელიც ყაზახეთში ტარდება. გასულ კვირას საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვის ბოლოს ნატო ქვეყანაში თავის მუდმივ მისიას გახსნის და ეს იქნება „კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გააღრმავებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს“, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა. აქამდე ალიანსს თავდაცვის სამინისტროში საკონტაქტო ოფიცერი წარმოადგენდა. სულ ცოტა ხანში 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული ომიდან, (რომელიც სამხრეთ ოსეთზე ქართული შეტევით დაიწყო და რომელსაც ერთი კვირით უსწრებდა წინ ნატოს წვრთნები საქართველოში 1,000 ამერიკელი საზღვაო ქვეითის მონაწილეობით, ხოლო ამერიკული ჯარები და აღჭურვილობა იმ დროს ჯერ კიდევ ქვეყანაში რჩებოდა), ნატომ საქართველოს უპრეცედენტო ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა უსაჩუქრა, ხოლო ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა. 8 სექტემბერს ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი, ფრენკ ბოლენდი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ შეერთებოდა ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც აფასებენ, თუ რამდენად ასრულებს ქვეყანა თავის ვალდებულებებს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში და გადაეხედა ყოველწლიური ნაციონალური პროგრამისათვის. დელეგაცია შეხვდა თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს, მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, თავდაცვის სფეროს სხვა ჩინოვნიკები, ასევე ნატოს ქვეყნების ატაშეები და წევრი ქვეყნების საელჩეოების წარმომადგენლები. 30 აგვისტოს რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები, სადაც ის იძლეოდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ აშშ დღემდე აიარაღებს საქართველოს და აცხადებდა:“საქართველოს შემდგომი გადაირაღება დაწყებულია. რატომ? ეს რეალობაა; ჩვენ ამას ვხედავთ. არ იქნებოდა არავითარი აგრესია და სისხლისღვრა ორი წლის, რომ არა საქართველოს შეიარაღება; ჩვენ ვეუბნებოდით ამას ჩვენს პარტნიორებს; მაგრამ ყველა ჩუმად იყო; და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? ამან ომამდე მიგვიყვანა. ეს გადაიარაღება დღესაც გრძელდება“. გასულკვირას ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს „გლობალური გამოწვევებისადმი მიძღვინილი სიმპოზიუმის დასასწრებად“ ეწვია. 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისი სამხედრო ბაზაზე გამოვიდა სიტყვით. (ამ ქალაქში შარშან ოქტომბერში ნატოს დღეების მსვლეობისას ნატოს სკვერი გაიხსნა). სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საქართველომ ავღანეთში თავისი პირველი სამხედრო დაკარგა, აშშ-ში განათლებამიღებულმა ლიდერმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1,000-მა სამხედრომ, რომლებიც მან ნატოს ომისთვის გაუგზავნა „საბრძოლო გამოცდილებას“ იღებდნენ და „დასავლელ მოკავშირეებთან უფრო ინტეგრირებულნი“ გახდნენ. ვებსაიტის, Civil Georgia-ს ცნობით მან ასეთი რამ იკითხა: „შეგვიძლია უარი ვუთხრათ ომის სკოლას? ეს მსოფლიოს საუკეთესო არმიებში ინტეგრირების შესაძლებლობაა, მოწინავე (სამხედრო) აღჭურვილობისა და მიღწევების ნახვის შესაძლებლობა“. როდესაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე მიიტანა შეტევა, საქართველოს ჯარი ერაყში (სიდიდით მესამე კონტინგენტი აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ) საომარ გამოცდილებას იღებდა და ისინი ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმრინავებით რუსეთთან საომრად ჩამოვიდნენ. ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში მოკლეს, მანამდე ერაყში მსახურობდა. სულ ერაყში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 19 დაიჭრა. აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მსგავსად საქართველო რუსეთს სამხრეთით ესაზღვრება და მათსავით ნატოს ინტეგრაციის განსაკუთრებული პროგრამის მფლობელია. მას რეალურად ორი ასეთი პროგრამა აქვს: პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმისა და ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა. რუსეთის სამხრეთის ფლანგის აღმოსავლეთ სექტორში, გასულ თვეს აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობა ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს Khaan Quest, რომელიც 2003 წლის შემდეგ ტარდება იმ მიზნით, რომ მონღოლეთის ჯარები ჯერ ერაყში და შემდეგ ავღანეთში დისლოცირებისთვის მოამზადონ, წლევანდელი სამხედრო წვრთნები ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირე შემდეგი ქვეყნების მონაწილეობით ჩატარდა: კანადა, საფრანგეთი, გერმანია. აზიის სახელმწიფოებიდან მონაწილეობდნენ: ინდოეთი, იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა. აქედან ყველა, ინდოეთის გარდა, ან ოფიციალურად აგზავნის ჯარებს, ან სხვა რაიმე ფორმით უწევს დახმარებას საომარ მოქმედებებს ავღანეთში. გარდა იმისა, რომ პენტაგონმა ამას წინათ აღმოსავლეთ პოლონეთში, რუსეთის ტერიტორიიდან 35 მილის დაშორებით 100-ზე მეტი სამხედრო დააყენა და სარაკეტო ბატარეა „პატრიოტი“ განათავსა, რასაც რუმინეთსა და ბულგარეთში შავი ზღვის სანაპიროზე, სტანდარტული რაკეტები-3-ის სახმელეთო ვერსიის – ანტიბალისტიკური რაკეტებისა და რადარების დაყენება უნდა მოყვეს, ნატომ გააფართოვა და მოდერნიზება გაუკეთა საბჭოთა ეპოქაში აშენებული ამარის საჰაერო ბაზას ესტონეში და ახლა მას შეუძლია ყოველდღიურად მიიღოს ნატოს 16 საბრძოლო, 20 სატრანსპორო თვითმფრინავი და 2,000 სამხედრო. ეს დაემატება Siauliai-ის საჰაერო ბაზას ლიტვაში, რომელსაც ნატოს თვითმფრინავები 2004 წლიდან, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის ნატოში გაწევრიანების მომენტიდან, ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის იყენებენ. ივლისში აშშ ხელმძღვანელობდა ორკვირიან საზღვაო წვრთნებს Sea Breeze 2010 (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამით) უკრაინაში, ყირიმში, რაც შავ ზღვაში წელს უდიდეს სამხედრო წვრთნებს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყანა, 20 გემი, 13 თვითმფრინავი და 1,600-ზე მეტი სამხედრო აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. 14 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ჩრდილოეთით, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში ნატოს ძალების კონცენტრაციის წინააღმდეგ გაფრთხილება გააკეთა, ხოლო მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ არ გვესმის რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ნატოს არქტიკამ… არა მგონია, რომ ნატო სწორად იმოქმედებს, თუ თავის თავზე აიღებს იმის გადაწყვეტას, ვინ უნდა გადაწყვიტოს პრობლემები არქტიკაში“. როდესაც პენტაგონის შეფი, რობერტ გეითსს, რომელმაც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, როგორც რუსეთის სპეციალისტმა დოქტორის ხარისხი მიიღო, თავის კოლეგას ამ კვირას ხვდებოდა, არ იქნებოდა უადგილო სერდიუკოვს მისთვის ეთხოვა ნამდვილად დაეჭირა თითი გადატვირთვის ღილაკისთვის და შეეჩერებინა აშშ-სა და ნატოს სამხედრო ზეწოლა მის ქვეყნაზე თითქმის ყველა მიმართულებით. ორიგინალი ორიგინალი