Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცების მიუხედავად, მასზე მუშაობა გაგრძელდება. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  2. სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას რეკომენდაციით მიმართა, რათა გამოსწორდეს პროკურატურის სამართალწარმოების პრაქტიკა. საქმე ეხება ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის გადახედვაზე მსჯავრდებულთათვის პროკურატურის მიერ გაცემული პასუხის პრაქტიკას. ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მსჯავრდებულ ნაპო ნადარაიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ედიშერ რევიშვილმა არაერთხელ მიმართა საჩივრით საქართველოს მთავარ პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 594–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ნაპო ნადარაიას განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რომელზეც ასევე არაერთხელ ეცნობა უარი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან. ადვოკატმა ედიშერ რევიშვილმა პროკურატურის უარი სამართალწარმოების განახლებაზე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საიდანაც, 2010 წლის 17 თებერვლის სასამართლო დადგენილებით ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული პასუხი არის არა დადგენილება, არამედ, ატარებს მიმართვის ფორმას, ხოლო სსსკ–ის 242–ე მუხლის თანახმად საჩივრდება მხოლოდ პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება, მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ კი მსჯავრდებულის ადვოკატმა აგვისტოში ომბუდსმენის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველი აცხადებს ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი პრობლემით ბევრი მიმართავს. ”როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის დადგენილებაშია მითითებული ედიშერ რევიშვილისთვის გაგზავნილი პასუხი წარმოადგენს უბრალო მიმართვას (წერილს) და არა დადგენილებას. აღნიშნული ტიპის დოკუმენტის გამოცემის კომპეტენცია საქართველოს პროკურატურას აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენება ხდება სისხლის საპროცესო ურთიერთობებში, ამით ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის დაუცველად დატოვება, რადგან რეალურად მას არ გააჩნია არც სისხლის სამართლებრივი და არც ადმინისტრაციული გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა” - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ომბუდსმენი მთავარ პროკურორს სამართალწარმოების გამოსწორებას თხოვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/eiboristebi1-150x150.jpg~ლეიბორისტები~ დაუყონებლივ საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვენ, რაც პრეზიდენტს პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავების შანს შეუზღუდავს. შალვა ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebi5.jpg itvს ლინკი
  4. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით პარლამენტის უფლებამოსილება შეზღუდულია მთელ რიგ საკითხებში, რასაც გაუმართლებლად მიიჩნევენ კონსტიტუციონალისტები ვახტანგ ხმალაძე და ზურაბ ჯიბღაშვილი. მათი მოსაზრებების ნაწილი ემთხვევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც. ხმალაძე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული პროექტი მოამზადა. ჯიბღაშვილი კი საზოგადოებრივ კომისიის გარდა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე იმ სახელმწიფო კომისაშიც მუშაობდა, რომლის მომზადებულ ვარიანტსაც მალე პარლამენტი განიხილავს. ორივე ექსპერტმა ერთობლივი კომენტარები შეიმუშავეს. რა უფლებები ეზღუდება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციის ახალი პროექტით? პროექტის 56–ე მუხლის მე–2 პუნქტით, დეპუტატთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით შესაძლებელია დროებითი და საგამოძიებო კომისიების შექმნა, მოქმედი რედაქციით კი ამისათვის დეპუტატთა ერთი მეოთხედი იყო სავალდებულო. საკონსტიტუციო ცვლილებებით მსგავსი კომიტეტების შექმნის მოთხოვნის კვორუმი მცირდება, თუმცა, ასევე ცვლილებით, გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის დადგენილებით უნდა მოხდეს. პარლამენტის დადგენილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ვახტანგ ხმალაძე და ზურაბ ჯიბღაშვილი საკონსტიტუციო პროექტის კომენტარებში წერენ, რომ კვორუმის შემცირება კომისის შექმნისას მნიშვნელოვან ზეგავლენას არ იქონიებს, რადგან კომისიის შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული: ,,თუ უმრავლესობა არ მოისურვებს კომისიის შექმნას, იგი არ შეიქმნება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კომისიის შექმნას დეპუტატთა მეოთხედი მოითხოვს, თუ მეხუთედი’’. დრობითი და საგამოძიებო კომისიების შექმნას კი, ხმალაძე და ჯიბღაშვილი საპარლამენტიო კონტროლის განხორციელების, ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხებისა და სათანადო გადაწყვეტილებების მომზადების ქმედით საშუალებად მიიჩნევენ, რომელშიც დიდი როლი საპარლამენტო ოპოზიციას ეკისრება. ამ პუნქტს ვენეციის კომისის პოზიტიურად აფასებს. ,, პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის შემცირება, რომელთაც სურთ დროებითი საპარალამენტო კომისიის შექმნა, ხელს შეუწყობს პატარა ოპოზიციური პარტიების როლის გაზრდას’’, ნათქვამია კომისიის რეკომენდაციებში. კონსტიტუციის 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის შეცვლით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. ეს შესწორება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იყო. ხმალაძე და ჯიბღაშვილი მუხლში ამგვარ ჩამატებას ლოგიკურს უწოდებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე სესიების მოწვევის უფლება პარლამენტის თავჯდომარეს უნდა ჰქონდეს, რადგან პარლამენტის რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევა ისეთ საკითხთა გადაწყვეტის ქმედითი საშუალებაა, რომელთა გადასაჭრელადაც დრო არ ითმენს და რომლებიც პარლამენტის გარეშე ვერ გადაწყდება. ,,სხდომის მოწვევის უფლება უნდა ჰქონდეს პარლამენტს, კონკრეტულად – პარლამენტის თავჯდომარეს. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, ლოგიკის საწინააღმდეგოდ ეს უფლება პრეზიდენტს ეკუთვნის’’, – ნათქვამია კომენტარებში. საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციის ახალი პროექტით, ვერ შეძლებს პრეზიდენტს მიმართოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების მიზნით. ამის უფლებამოსილება კონსტიტუციით მხოლოდ მთავრობასა და თავად პრეზიდენტს ექნება (65–ე მუხლს ემატება პუნქტი 1). პარლამენტი კი უფლებამოსილი იქნება მხოლოდ დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მისთვის წარდგენილ წინადადებას. ხმალაძესა და ჯიბღაშვილს საკონსტიტუციო პროექტის კომენტარებში კონსტიტუციის 48–ე მუხლი მოჰყავთ, რომლის თანახმად ,,პარლამენტი განსაზღვარავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას’’ და განმარტავენ, რომ ზემოთმოყვანილი წესი შეზღუდავს პარლამენტის, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ამ საკითხზე ყურადღებას ვენეციის კომისიაც ამახვილებს. თუ პრეზიდენტი აღარ განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ვენეციის კომისიისათვის, გაუგებარია, თუ რატომ ინარჩუნებს ის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისა და უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებების კომპეტენციას. ,,პარლამენტს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის წარდგენით, არამედ საკუთარი ინიციატივითაც განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება... ჩვენი აზრით, სრულიად გაუმართლებელი და არალოგიკურია ამ უფლების დანაწილება პრეზიდენტსა და მათვარობას შორის’’, – ფიქრობენ ჯიბრაშვილი და ხმალაძე. კონსტიტრუციის 67–ე მუხლის შესწორებასთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტებს ორი შენიშვნა აქვთ. ერთი ეხება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება შეუზღუდავად ენიჭება, როდესაც ეს უფლება მას მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია გამოიყენოს (მუხლი 67, პუნქტი 2) და მეორე, პარლამენტმა პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, მათივე მოთხოვნით, რიგგარეშე უნდა განიხილოს (მუხლი 67, პუნქტი 2). მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიას ეს ჩასწორება მისაღებად მიიჩნია, ხმალაძისა და ჯიბღაშვილის აზრით, გაუმართლებელია ამ შეზღუდვის გაუქმება. ისინი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პრეზიდენტს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. მათი შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივისა და ვეტოს უფლების თანაარსებობა ხელს უწყობს საკანონმდებლო სივრცეზე ერთგვარი მონოპოლიის დამყარებას და, შესაბამისად, პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც ამ ორ ინსტიტუტს შორის წონასწორობის დარვევას იწვევს. წონასწორობის დარღვევის საფრთხეს კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ისიც აძლიერებს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტისა და მთავრობის მოთხოვნით რიგგარეშე უნდა განიხილოს მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი. ,,ეს ვალდებულება შეიცავს საკანონმდებლო ინიციატივის ბოროტად გამოყენების რისკს. მაგალითად, ამ უფლების მეშვეობით მთავრობა შეძლებს ხელი შეუშალოს პარლამენტის გეგმით გათვალისწინებულ იმ კანონის მიღებას, რომლის მიღებაც მას არ სურს’’. საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ პარლამენტი წყვეტდეს დააკმაყოფილოს თუ არა საკანონმდებლო ინიციატივისა და კანონპროექტის რიგგარეშე განხილვის მოთხოვნის უფლება, ნათქვამია კომენტარებში. თუ კონსტიტუციის ახალი პროექტი ამგვარი სახით ამოქმედდება, საქართველოს პარლამენტს აღარ ექნება უფლება კითხვით მიმართოს ქალაქის მერსა და ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელებს, რასაც მოქმედი კანონმდებლობით 59–ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს. ხმალაძისა და ჯიბღაშვილისათვის გაურკვეველია, თუ რატომ უქმდება ეს უფლება, რადგან, მათივე გამარტებით, თვითმართველი, ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერება, ან მათი დათხოვნა სწორედ პარლამენტის თანხმობით ხდება. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ამავე მუხლის მე–3 პუნქტით ,,პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობით პრემიერ–მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი’’. მოქმედი კონსტიტუციით ეს მუხლი პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხსაც ითვალისწინებს, რადგან ,,თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში, იგი ორი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას’’. თუმცა ეს ჩანაწერი ახალ პროექტში აღარ გვხვდება, რაც გაუგაბრად მიაჩნიათ ,,საკონსტიტუციო პროექტის კომენტარების’’ ავტორებს: ,,თუ პარლამენტი დასვამს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, პასუხის გაცემის ვალდებულება არ უნდა არსებობდეს?’’ მათი შეფასებით არსებული ნორმაც ნაკლოვანია, რადგან თუ მთავრობის შესაქმნელად და ნდობის საკითხის დასაყენებლად საკმარისია პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას სრული შემადგენლობის უმრავლესობა ჭირდება. ”რატომ უნდა სჭირდებოდეს უფრო მეტი ხმა?”- კითხულობენ კომენტარების ავტორები. ,,სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობის, ურთიერთკონტროლის და ურთიერთშეკავების საშუალებები იმდენად მგრძნობიარე და ქმედითი უნდა იყოს, რომ ხელისუფლების არც ერთ განშტოებას არ მიეცეს საშუალება დომინანტური მდგომარეობის დაკავებისა და შესაბამისად, პოლიტიკური ძალმომრეობის შესაძლებლობა’’, – ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტარებში, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ და ზურაბ ჯიბღაშვილმა გამოაქვეყნეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sasamartlo_big-150x150.jpg2004 წელს ავჭალის დევნილთა კოტეჯიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბათალბი საღინაძე ევროსასამართლომ დაზარალებულად სცნო. სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას მორალური კომპენსაციის სახით საღინაძისათვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/tavisupali-demokratebi.jpg itvს ლინკი
  6. “საქართველოს ლეგიონი” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას მოუწოდებს, 27 სექტემბრს, სოხუმის… ლინკი მედიანიუსზე
  7. ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჟადი, შესაძლოა, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვიოს. ამ ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანში ირანის… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sakrebul-150x150.jpg“ქრისტიან-დემოკრატები”´ თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე გარემოვაჭრეთა რიგების მოწყობას ითხოვენ. აღნიშნული საკითხის დაყენებას მოძრაობის ლიდერები საკრებულოს სხდომაზე 28 სექტემბერს გეგმავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/qdm7.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo8-150x150.jpgბათუმმა რიგით მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალს უმსაპინძლა. გასულ წლებთან შედარებით კონკურსი მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩეოდა. მთავარი პრიზი რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის დიმიტრი მამულიას ფილმს, „სხვა ზეცა” ერგო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/batumi3.jpg itvს ლინკი
  10. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი მირონოვი აცხადებს, რომ საქართველოოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესიის… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200910krigeoflv_000186068-150x150.jpgქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ქ. თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრები: პაატა ჭიღლაძე, გივი ელისაშვილი, მირიან ჭიღლაძე და ოთარ ხვედელიძე. მათ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის ოფისის გაქურდვა ედებათ ბრალად. დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ამოღებულია თანხის ნაწილი და ნაქურდალი ნივთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილით. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/policia1.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/biuro1-150x150.jpgქრისტიან-დემოკრატების აზრით ვენეციის კომისიის დასკვნამდე, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან, პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი კანონპროექტის მეორე მოსმენისგან თავი უნდა შეიკავოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/biuro2.jpg itvს ლინკი
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dakaveba-150x150.jpgბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტი ბესო ნავერიანი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/pinansuri.jpg itvს ლინკი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/universiti-150x150.jpg2011 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში დიპლომი ინგლისური ენის ცოდნის გარეშე არ გაიცემა, _ ამის შესახებ განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა და დიმიტრი შაშკინმა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/scavlis-dackeba.jpg itvს ლინკი
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/temida-copy-2-150x150.jpg18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ნაფიცმსაჯული გახდეს. არჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება და შემდგომი გასაუბრებების შედეგად შეირჩევა 12 მოქალაქე პლიუს 2 სათადარიგო. შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე პროფესიის მქონე ადამიანზეა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/napici-msajuleb.jpg itvს ლინკი
  16. როგორ გავაკრათ კაფელი და მეტლახი--ვიდეო გაკვეთილი View the full article
  17. 21 -ს საუკუნის საუკეთესო ავტომობილები სულ 34 სურათი View the full article
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/indipendent1.jpg იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა, უსაზღვრო იყო. როდესაც RT-ში საქართველოს კორესპონდენტად ვიწყებდი მუშაობას, არავითარი ილუზიები არ მქონდა. ვიცოდი,რომ არხს მთავრობა აფინანსებდა და რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო. მაგრამ 24 წლის კაცისთვის, რომელსაც ტელევიზიებში მუშაობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, ეს უბრალოდ იმდენად კარგი იყო, რომ უარს ვერ ვიტყოდი. იმ წელს, როდესაც RT-ზე ვმუშაობდი, საქართველო მუდმივ პოლიტიკური კრიზისში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავდი, რომ დასვენების დღეები საერთოდ არ მქონდა. ძირითადად კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემი ნამუშევარი დაბალანსებული იყო. ჩემი ქართველი მეგობრები შურით მიიჩნევდნენ RT-ს ყველაზე ნაკლებად ცუდ რუსულ არხად. ჩვენ ასე მაინც ვამბობდით: სამხრეთ ოსეთის „დე ფაქტო“ რესპუბლიკა და ვამბობდით პრეზიდენტი სააკაშვილი და არა „სააკაშვილის რეჟიმი“. მაგრამ ჩემი რეპორტაჟები აფხაზეთიდ რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცუდ მდგომარეობაზე, არასდროს გადაცემულა ეთერში. როდესაც მე იმ დიპლომატის ციტატა მოვიყვანე, რომელშიც ის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მნიშვნელოვან პროგრესს უწოდებდა, მე კინაღამ დამითხოვეს სამსახურიდან. მაგრამ ყველაზე დიდ გამოცდად 2008 წლის ქართულ-რუსული ომი გახდებოდა. თუ თავისი მთავარ ფუნქციას რუსული არმიის მხარდამჭერაში დაინახავდა? ეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მეორე დღესვე გავარკვიე, როდესაც ღია ეთერში მკითხეს, როგორია სიტუაცია. ფრთხილად შერჩეული ფრაზებით „დაუზუსტებელი ინფორმაცია“, „ჯერ ადრეა თქმა“ ვუპასუხე, რომ ახლახანს მიღებული ცნობით, რუსული თვითმფრინავები ქალაქ გორის მშვიდობიან რაიონებს ბომბავენ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ზუსტიიყო, ის კარგად არ მიიღეს. მე სატელიტი მქონდა შეკვეთილი, რათა ყოველ საათში ერთხელ გადამეცა ახალი ინფორმაცია . სტუდიაში მიმავალმა გავიგე, რომ შეკვეთა გაუქმებულია. იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა უსაზღვრო იყო. იმის ცდუნება გამიჩნდა, რომ იქვე წამოვსულიყავი სამსახურიდან. დღე წინ მიიწევდა, დაბომბვის რაოდენობამაც იმატა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმაც. იმ საღამოს RT-ს კიდევ ერთი სატელეფონო ინტერვიუ დასჭირდა. ამჯერად მე უნდა უარმეყო CNN-ის არასწორი რეპორტაჟი თბილისზე საჰაერო დარტყმის შესახებ, მაგრამ არ უნდა მეხსენებინა ქვეყნის სხვა რეგიონებში მიმდინარე რეალური დაბომბვები. მე უარი ვთქვი და ოფიციალურად წამოვედი სამსახურიდან. მე მადლობელი იმ დროის, რაც RT-ში გავატარე და ყველას ვურჩევდი იგივეს, ვისაც რუსეთი აინტერესებს. არხს აქვს რამდენიმე კარგი გადაცემა და ნიჭიერი ადამიანებიც ჰყავს. მაგრამ ნებიმიერ საკითხებში, რომლიც კრემლის ხაზს უკავშირდება, RT აუცილებლად გაყვება მას. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...