Jump to content
Planeta.Ge

Marta1

პლანეტელი
  • პოსტები

    2.044
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი Marta1

  1. kisa არააა, სად ვარ მე გაწონასწორებული, ემოციური ადამიანი ვარ, ცრემლები ვაღვარღვარე გუშინ რაგბის რომ ვუყურებდი უბრალოდ ეს თემა დამჭირდა 2-3 წლის წინ და გადავხედე კვლევებს, (ტრენინგები მქონდა სკოლაში პედაგოგებთან).
  2. kisa რა გინდ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ძალადობის მსხვრერპლი დროთა განმავლობაში, თვითონაც შეიძლება მოძალადე გახდეს, თუ არ გააცნობიერა, რომ მისი აგრესია არის საპასუხო რეაქცია ზოგადად ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების ან ჯგუფის მიმართ. ჩვენი საზოგადოება კი 20 წელზე მეტია მოგეხსენებათ როგორ აგრესიას განიცდის გარე თუ შიგა ძალებისგან. მსხვერპლი დიდი შანსია გახდეს მომავალი მოძალადე, ეს უკვე აქსიომაა ძალადობის მკვლევართათვის. გამოკვლეულია უამრავი ოჯახები, სადაც იზრდებოდნენ ბავშვები რომლებიც მომავალში საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები გახდნენ, უმრავლეს შემთხვევაში ისინი იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. ასევეა სოციუმშიც- ჯერ კიდევ 9 აპრილის დროს გერმანიიდან ჩამოსული ექიმები მკურნალობდნენ დაშავებულებს, მოწამლულებს, მაგათ ერთ ერთი ინტერვიუში ასეთი რამ წავიკითხე: ეს ფაქტი დაუშვებელია და საშიშია არა მხოლოდ ახლა, აწმყოში, არამედ მომავლისთვის 10-20 წლის მერეცო, რადგან ამან შეიძლება საბედისწერო შედეგები გამოიღოს თვით ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთმანეთთან ურთიერთობაშიო... მოკლე შინაარსი ასეთი იყო. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მაგათი წინასწარმეტყველება ახდა, მალევე დავერიეთ ერთმანეთს.....იმის მერე მოდის და მოდის, ამას დასასრული არც ექნება უსამართლო ქვეყანაში, რადგან დღემდე დაუცველნი და მსხვერპლნი ვართ საკუთარი მთავრობის. აგრესია კი საპასუხო რეაქციაა... ჩვენ ყველანი, პოტენციალური აგრესიული მოძალადეები ვართ.
  3. proletari მაგის ჩამოტანა არ დაჭირდება, ისეც ყელამდე სხედან
  4. FRIDRIX მაგარი გემრიელია, სხვაგან ქაბაბს არც მივირთმევ, არაფერი ძვირი არაა, ისე, შენ ნაცმოძრაობიდან იქნები და უგულავა თუ გავიდა მაღარიჩი შენ უნდა იკისრო წააგებ მაინც, იცოდე და მაინც საკისრებელი გექნება, ასე თუ ისე
  5. DonCaredo თანახმა ვარ გადაწყვეტილია უკვე მაგ ამბავი იქ, ჩვენ რომ ვიცით აგერ ნახავ
  6. ალასანია მოიგებს არჩევნებს, აგერ მითქვამს, ვისაც უნდა დავენიძლევები ,,წისქვილის" ქაბაბებზე
  7. DonCaredo ბევრი ამბობს მაგას... მიშა სულ შალვას გამოსვლებს აკონსპექტებს და ალასანია თუ მაღრაძეს იმეორებს, მაინც პროგრესია FRIDRIX გაუჭირდებათ
  8. მოკლე შინაარსით თან დემოკრატიას მიაწექით და თანაც რუსეთთანაც დაარეგულირეთ ურთიერთობაო, ასე არ არის? თუ და თუკი ეგაა, მიშას არც ერთი შეუძლია და ვერც მეორე.... წაი მიშა სახში
  9. მოკლედ ამ არჩევნების წინ ლამისაა ციხის კარებიც გახსნან მაგარი ქაოსი რომ იყოს და უგულავამ გაიმარჯვოს, რას არ მოიგონებენ საზოგადოება რომ ასად გაიხლიჩოს, ეგერ სარიშვილიც გამოიყვანეს ,,პროფილში" და კაი გვარიანი დრო დაუთმეს მაგის პირად ცხოვრებას(ნეტა ვის აინტერესებს), აქეთ ეს მწნილები მოაცოცხლეს, ეს შარახვეტიები რანიც არიან ვიცით უკვე, მაგატი მიტინგრბიღა გვაკლდა ახლა, თუმცა ვინ მივა, წავიდა მაგათი დრო......
  10. გახსნეს, გახსნეს კარგი, გარიგება მოხდა სომხების ხათრით, მაგრამ მესაზღვრეებს ტვირთების ნახვის უფლებაც რომ არა აქვთ და საბაჟოსაც არ იხდიან მაგან გამაცოფა.
  11. Saturn ეგ მესმის, მაგრამ რომ კითხო ნატოს წევრ ქვეყნებს, ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი ისე ნატოში არ ღებულობენ არავის და იარაღს როცა აწვდიან თავიანთ იდეოლოგიურად მტერ ქვეყანას ერთმანეთს არ უთანხმებენ? როგორც ვიცი ამერიკამ შეშფოთება გამოთქვა მაგ გარიგების გამო, სადაური ლოგიკაა არ მესმის, ეგ ნატოც ტუFტა გამოდის. და საერთოდ რაზე ვიშლით ნერვებს და რას მივაკუთვნებთ თავს ამა თუ იმ ბანაკს, ჩვენნაირ გოიმ ქვეყნებს გონიათ რომ ორი ან სამი ბანაკი არსებობს, ყველა ერთმანეთთან კარგად ურთიერთობს და ტელევიზორში კი სხვას ლაპარაკობენ.
  12. newstudio რატომ ვერ გავიგე? ალბათ დებილი ვარ, აბა, ამიხსენი მისტრალი რატომ მიყიდეს
  13. ეს ამერიკა ვიცით უკვე რაცაა, ფორმაციაშეცვლილი რუსეთია მსოფლიო ბატონობის პრეტენზიით, მაგრამ ევროპის ვერაფერი გავიგე მისტრალის მიყიდვამ ხომ საერთოდ გამაოგნა. ნატოს წევრი ქვეყანა აიარაღებს რუსებს ტექნიკის ბოლო მიღწევით...პარადოქსი ნაბუკოს პროექტიც ტუFტა მგონია, რადგან რუსებთან ყოველთვის პოულობენ საერთო ენას, ანგარიშობენ სულ კალკულატორზე, ანგარიშობენ და აღშფოთებულები გაზპრომით სიამოვნებით ითბობენ ერთ ადგილს,
  14. kisa ხო, რა ვიცი, ამ ფორუმზე იძლევიანო მოვვარდი სასწრაფოდ ჩემი ფეხი არ იქნება აქ თუ ასე დამიგვიანებენ
  15. ეს პოსტი რაღაც ვერ გავიგე, უზერებზეა? რომელი ახევთ ფულებს გაზპრომს გამოტყდით მე რატომ დამიგვიანეს?
  16. კაი დროსტარება ვიცით და ცეკვა თამაში, ეს თუ საამაყოა და.... დანარჩენი, რაც საქმეს შეეხება, უი, უი, უი....
  17. asineta ერთი? გადახედე პოლიტიკოსებს, რომელიმეს თუ ენდობი? მატყუარები, ვაჭრები და ფლიდები, ქვეყანა, სადაც ერთი ნორმალური პოლიტიკოსი არ გაიზარდა ვარგა? ისე, რას ერჩი ელტონ ჯონსს? მღერის თავისთვის, ძალაუფლება აქვს თუ რა, ან ვინმეს რამე დაუშავა?
  18. მიშა ვერ შეუწყვიტავდა მანდატს, რადგან გაერო იძლევა სამშვიდობო მანდატს და არა მიშა, მიშას შეეძლო გაეროში დაეყენებინა საკითხი რუსული სამშვიდობოების არაეფექტურ მუშაობაზე, მაგრამ გაეროში რუსული გავლენა ძალიან დიდია, ყველა საკითხი შეუძლიათ დაბლოკონ. ერთადერთი გამართლება, თუ ამას გამართლება ჰქვია, აგვისტოს ომისა იყო ის, რომ რუსებს სამშვიდობო მანდატი მოეხსნათ, მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს მოგეხსენებათ. წესით შევარდნაძეს უნდა გაეკეთებინა განცხადება აფხაზეტის ომის დროს, რომ რუსები გვებრძოდნენ და მათთვის სამშვიდობოს მანდატის მინიჭება ცინიზმი იყო, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან გამზადებული იყო გამსახურდია მის ჩამოსაგდებად, რომ არა რუსები, ასეც იქნებოდა. კიდევ შემეკითხებიან მავანნი, რატომ არ გეამაყება ქართველობაო, რაც თავი მახსოვს, ძალაუფლებაზე და სკამზე იყიდება ქვეყნის ინტერესები და რა მაქვს საამაყო.
  19. ფსიქიატრიული რესპუბლიკის ექიმთა კონტროლიდან გამოსული განყოფილების პაციენტები აცხადებენ.... შემდეგ როგორც ტექსტშია
  20. რაც შეეხება საშიშროებას, ადამიანს თუ ჰორმონები ნორმაში აქვს, რაც გინდა პარადები უტარე, მაინც ვერ შეცვლი, რა, ფილმები და საიტები ნეტში ცოტაა? ვისაც რა უნდა იმას უყურებს.
  21. zoixter მე ვიცი, უამრავი გრანტებია მაგ თემაზე, მაგრამ ჯერ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად უმცირესობების უფლებები დაიცვას, ვიდრე უმრავლესობების უფლებებს ფეხქვეშ თელავენ , ეს იქნებოდა თვალთმაქცობა. მატიას იორშმა ჯერ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბროს და მერე იფიქროს გეი პარადების მოწყობაზე, ამას რომ მოაგვარებს.
  22. ჭანო რომელი ქვეყანა გადაშენდა რაიმეს გალეგალურებით? დაფარული უფრო საშიშია, მგონი დაფარული რომაა იმიტომ ვართ გადაშენების გზაზე არჩევანი მოაზროვნე ადამიანის თვისებაა, უაზრო ადამიანს ვერანაირად ვერ დააკავებ, გინდ დაფარულით და გინდ დაუფარავად.
  23. ჭანო არ მესმის ეს პიდერასტიზაცია რა არის, ლეგალურს გულისხმობ? იყოს მერე ლეგალური, რა მოხდა, აბა დაფარული ჯობია? გინდაც რელიგიების გატანაბრება, ვისაც რომელი რელიგია უნდა იმ გზაზე იაროს, რატომ უნდა განადგურდეს მართლმადიდებლობა? არ მესმის ეს საშიშროებები, კანონის ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია, ოღონდ კანონებს თუ მივიღებთ დემოკრატიულად. ანუ, რასაც მოითხოვს საზოგადოების უმეტესი ნაწილი ისეთი კანონები გვექნება, აბა დემოკრატია ციდან კიარ ჩამოფრინდება უკვე გამზადებული კოქტეილით.
  24. დემოკრატია ნიშნავს პიროვნების უფლებების დაცვას ზოგადად, ნუ, ახლა ყველანაირ პიროვნებას საკუთარი დარდები გამოუჩნდება მერე.... ყველაფერი უკუღმა როგორ უნდა დავიწყოთ, ჯერ არჩევნები უნდა მოწესრიგდეს, მერე სასამართლო და ა.შ გეებმა, ეგზოტიკურებმა და ორიგინალურებმა ცოტა მოიცადონ თორემ აირევა ყველაფერი, მაგათაც ეგ უნდათ, მთავრობაში, ბევრი ყიყინი და არაფრის შეცვლა.
×
×
  • შექმენი...